“კანდიდატის სტატუსით არაფერი არ მთავრდება, მხოლოდ იწყება სერიოზული მუშაობა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს და შეხედოს, რომელ პოლიტიკურ გუნდს შესწევს უნარი, რომ არა უბრალოდ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, არამედ რეალურად შეძლოს საქართველოს შეუქცევად რელსებზე გადაყვანა, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოო ჯამში გახდეს ევროკავშირის წევრი.”
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი.
402242924_374121725050634_38123005
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება.
„ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის, იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა - ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია გარანტიები, რომ უკრაინას მომავალ წელსაც საკმარისი მხარდაჭერა ექნება. რუსეთის მიმართ შემდეგი სიგნალის გაგზავნაა საჭირო: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საე
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წინასწარი გამოძიებით, 19 ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელი- „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი 7 ოქტომბერსა და 18 ნოემბერს დაფიქსირდა.
48 დაღუპული ჟურნალისტისგან 43 პალესტინელია, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი. დაშავებულია 9 ჟურნალისტი, დაკარგულად ითვლება 3, 13 კი - დაკავებულია.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ისინი ასევე იძიებენ უამრავ დაუდასტურებელ ცნობას სხვა ჟურნალისტების მოკვლის, გაუჩინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მომღერალი კოსტა სანიკიძე. როგორც სანიკიძის მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ, მას ოპერაცია ჩაუტარდა.
რამდენიმე კვირის წინ სანიკიძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასზე თავდასხმა სცადეს, თუმცა მაშინ ეს ვერ მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრა
19 ნოემბერს, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ვარშავის თასი”.
საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი პირველ ადგილზე გავიდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში, რის შედეგადაც, მათ თითქმის 40 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილოსან ბრიტანულ წყვილს და მოიგეს ოქროს მედალი.
ბერულავასა და მეტელკინასთვის ეს არის ერთად სრიალის პირველი სეზონი. აქამდე ისინი ასპარეზობდნენ სხვადასხვა მეწყვილეებთან – ლუკა ბერულავა – კარინა საფინ
დღეს, 20 ნოემბერს, 12:00 სთ. სასტუმრო Hilton Garden Inn Riverview (მისამართი: თბილისი, იალბუზის ქ. #17, III სართული) გაიმართება ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის „ქალი ამომრჩევლის მოლოდინები და ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები“ კვლევის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას დაესწრებიან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები, საპარლამენტო დეპუტატები; ასევე, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები.
პრეზენტაციის დასასრულს გაიმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინა
18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
როგორც დაკავებულების უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან
რაჭის პროტესტის მონაწილეების მხარდასაჭერად ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ. ისინი რაჭის ტყეებზე ლიცენზიის კერძო პირისთვის გაცემის მოწინააღმდეგეების პროტესტს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეუერთდნენ.
ტარიელ მიქაცაძის თქმით, თბილისში ჩამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნახეს, თუ როგორ დააკავეს რაჭის პროტესტის მონაწილეები.
პროტესტის ერთ-ერთი ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა მადლობა გადაუხადა მაღაროელებს და სხვებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
აქციას შეუერთდა მეტროს მუშ
20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
„მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოს
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერეთა ჯგუფი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.
უწყების განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცვე
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ - მეზობელი დემოკრატიის განადგურება.
„პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის -
თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს საკუთარ სახლში დაჭრეს, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს.
გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რითაც ძალაში შედის „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, - ინფორმაციას უკრაინული მედია.
მათივე ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა დიმიტრი საბლინის, დიმიტრი სვიატაშის, დიმიტრი ტაბაჩნიკის, იური კოტის, ნიკოლაი აზაროვის, სერგეი აქსენოვის და ოლეგ ცარევის სახელები.
ა
პარლამენტის ბიუროს, 20 ნოემბრის სხდომაზე, მთავრობის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, ახალგაზრდობის მიმართულება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ბრუნდება.
"მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2024 წლიდან იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროექტის თანახმად, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ისინი სამინისტროსთან მანამდე იქნებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები ბოლომდე არ შესრულდება.
“მოთხოვნა რჩება უცვლელი, რაც გულისხმობს ლიცენზიის გაუქმებას, რომელიც კანონდარღვევით გაიცა და მოსახლეობის ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს აქ. დიდი წინააღმდეგობის და უსაფუძვლო დაკავებების მიუხედავად, გუშინ მოვახერხეთ კარვის გაშ
“ოცნებას” და “ნაც.მოძრაობას” ერთმანეთთან პარტნიორული ინტერესები აქვთ. პოლიტიკის მიღმა აქვთ ბიზნესში ინტერესები, მაგალითად ქოლ-ცენტრები ავიღოთ, კეზერაშვილისა და ფარცხალაძის დუეტი ავიღოთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა არჩევა ავიღოთ. ეს არის კონკრეტული ფაქტები და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა.”
ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
403613129_860216335885294_5603548272029863798_n.mp4
ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ, უკრაინაში მარცხის დასაკომპენსირებლად - ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ - ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ეპყრობა თუ არა საქართველოს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით და როგორ ა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შესრულებამდე ტერიტორიაზე დარჩენას აპირებენ.
ისინი აქციაზე პოლიციის მიერ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, კვლავ მოითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა სამინისტროს შენობის ეზოში შეუშვან.
როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მათ სამინისტროს ეზოს გვერდითა შესასვლელიდან შესვლა შესთავაზეს, თუმცა თავად ითხოვენ, რომ ტერიტორიაზე წინა მხრიდან შესვლის უფლება მიეცეთ.
შეგახსენებთ, რო
სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთვის დასავლეთიდან არავის უთხოვია, ეროვნულ დონეზე შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, საქართველო უერთდება საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს და მნიშვნელოვანია, ეს ხმამაღლა ითქვას.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თავს ჯერ საქართველოს დაესხა, შემდეგ კი – უკრაინას.
მისი თქმით, უკრაინამ რუსეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწია – ის ბევრად დიდი და ძლიერი ქვეყანაა. სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინი
“მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ერთ რამეში ვერ დავეთანხმებით ქალბატონ პრეზიდენტს, ივანიშვილი არ არის ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ოლიგარქები, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ოპოზიციურ პარტიებში არა ერთია.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
402621249_658542959685309_9031246872889962720_n.mp4
“ისე ჟონგლიორობდა ფინანსთა მინისტრი ამ ციფრებით და ასობით მილიონ ლარს ისე ამაყად ისროდა აქეთ-იქით, გეგონება ივანიშვილის ჯიბიდან იღებდა ფულს და ხალხს ურიგებდა, ამადლითა მათ, არადა ხალხის ფულია. ეს ბიუჯეტი არის მთლიანად საარჩევნო საჭიროებებზე მიმართული და არა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებზე.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
401834947_1771741399905840_2842663273631597281_n.mp4
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, გურიაში, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა.
კონკრეტულად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-დან 53-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ჩხაკაურა-ბახმარო). მოძრაობა აკრძალულია ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-13-დან 33-ე კილომეტრამდე მონაკვეთზეც.
მოძრაობა თავისუფალია ჩოხატაურიდან სოფელ ჩხაკაურამდე.