Jump to content
Planeta.Ge

Blogs

მეთიუ მილერი - აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს

აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და თანაგრძნობას გამოვხატავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს. „ეს სიკვდილი არის იმ დესტრუქციის ნათელი მაგალითი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ გამოიწვია“, - აცხადებს მეთიუ მილერი. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგა

ახალი დეტალები კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე კირბლელი კაცი თამაზ გინტური, ხოლო გატაცებულია ასევე ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თა

აკაკი გვიანიძე - ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას ცრუ დასმენაზე, ეს არის “ოცნების” მიერ დადგმული სპექტაკლი (ვიდეო)

“ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას ცრუ დასმენაზე. რა თქმა უნდა, ეს არის “ოცნების” მიერ დადგმული სპექტაკლი, რომლითაც ცდილობს გააშავოს თავისი ყოფილი გუნდის წევრები იმ კაგებეშნიკური მეთოდებით, რომლებიც კარგად აითვისა “ოცნებამ”.  აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი.  400130386_1766106630528653_1988189442240985799_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - აბსოლუტურად აღარაფერი არ დარჩა “ოცნებისგან” ისეთი, რაც მათ განასხვავებდა “ნაც.მოძრაობისგან” და რის გამოც მათ ჰქონდათ დიდი მხარდაჭრა საქართველოს მოქალაქეებისგან (ვიდეო)

“აბსოლუტურად აღარაფერი არ დარჩა “ოცნებისგან” ისეთი, რაც მათ განასხვავებდა “ნაც.მოძრაობისგან” და რის გამოც მათ ჰქონდათ დიდი მხარდაჭრა საქართველოს მოქალაქეებისგან. “ოცნება” გადმოვიდა შეტევაზე ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებსაც ებრძოდა 2011-12 წლებში. ჩვენი საკრებულოს წევრს და მის არასრულწლოვან შვილს იარაღები დაადეს, მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს, კიდევ არის მსგავსი ფაქტები, რომლებიც ზეწოლასა და მუქარას მოიცავდა. ვეტყვი “ოცნებას”, ჩვენ იმდენად დიადი და ამ ქვეყნისთვის მნიშვნ

მიშა დაუშვილი - ყველა წასულის ან გაშვებულის, რომლებსაც ჩვენთან საერთო აღარაფერი აღარ ჰქონდათ, ნარატივი თუ რატომ დატოვეს პარტია, ერთმანეთს ძალიან ჰგავს - ერთი უწყების დაწერილი ტექსტია (ვიდეო)

“ყველა წასულის ან გაშვებულის, რომლებსაც ჩვენთან საერთო აღარაფერი აღარ ჰქონდათ, ნარატივი თუ რატომ დატოვეს პარტია, ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ეს ყველაფერი ერთმანეთს უბრალოდ კი არ ჰგავს, უფრო მეტიც ერთი უწყების დაწერილი ტექსტია, რომელიც ამ ადამიანებს უნდა გაეჟღერებინათ. “ოცნება” თვალნათლივ ხედავს, რომ გიორგი გახარიასა და მის პარტიას აქვს მზარდი რეიტინგი, შესაბამისად ცდილობენ მის დისკრედიტაციას. ამისთვის კი იყენებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც დააშინებენ ან მოისყიდიან.”    მიშა დაუშვი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას 25 მილიონი ევროთი უზრდის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას კიდევ 25 მილიონი ევროთი გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების საერთო რაოდენობა 100 მილიონ ევროს მიაღწევს. „ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაეროსთან, რათა მეტი კოლონა შევუშვათ ღაზაში, მათ შორის დერეფნების გავლით და ჰუმანიტარული პაუზების საშუალებით. დახმარება ახლა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით შედის, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირეა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების და

დამცირების მიზნით ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს — პროკურატურა

ღირსების შელახვის მიზნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ლაგოდეხში კაცს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს და სოფლის ქუჩებში გაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს წარუდგინეს ბრალი. შემთხვევა გასულ კვირას, 30 ოქტომბერს მოხდა. ბრალდებულები პირველ ნოემბერს დააკავეს და სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის ე ქვეპუნქტით წარუდგინეს ბრალი, რაც გულისხმობს დამამცირებელ მოპყრობას, პატივისა და ღირსებ

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის თერაპიების აღდგენას მე-2 თვეა, უშედეგოდ ითხოვენ

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, დროულად აღდგეს თერაპიული სესიები მათი შვილებისთვის. ამის შესახებ მათ პრესკონფერენცია დღეს, 6 ნოემბერს, თბილისში გამართეს. მშობლების თქმით, მათი შვილების ჯანმრთელობისთვის თოთოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო კი ბავშვებს თერაპიულ სესიებს სექტემბრის შემდეგ აღარ აწვდის. „მესმის, რომ შეიძლება კლინიკის აღჭურვის პროცესი ვადებში გახანგრძლივდეს. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი მოთხოვნა არის შეხვედრა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მოსმენა“,

პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე - ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს - მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები

ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტი მომხდარს „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უხეშ თავდასხმად“ აფასებს. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები. „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ

სუს-ი - სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდა

გიორგი გახარია - რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და  პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი  გახარია სოციალურ ქსელში სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. "რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია." Twitter: 

ჯოზეფ ბორელი - უკრაინა, ახალი კანდიდატი, წინ უბიძგებს ძველი კანდიდატების რიგს, რომლებიც, წლებია გველოდებიან - ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ დრო, რომელსაც ვხარჯავდით ევროკავშირში გაწევრიანების დაუსრულებელ პროცესზე

თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებზე, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ნუ დავივიწყებთ უკრაინას. ისე, როგორც არასდროს, უკრაინა იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვართ უკრაინის მხარდაჭერის პირველი მიმ

ბერდია სიჭინავა - ნატალია ძიძიგური ჩვენმა პარტიამ 2 კვირის წინ გარიცხა პარტიიდან, რადგან ეს ადამიანი „ოცნების" შემომწირველ დეველოპერებს მხარს უჭერდა საკრებულოში მოქალაქეების წინააღმდეგ -  არსებობს რაღაც ზღვარი, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო (ვიდეო)

ნატალია ძიძიგური ჩვენმა პარტიამ 2 კვირის წინ გარიცხა პარტიიდან, რადგან ეს ადამიანი „ოცნების" შემომწირველ დეველოპერებს მხარს უჭერდა საკრებულოში მოქალაქეების წინააღმდებ. ახლა კი საბჭოთა კაგებეშნიკური მეთოდებით გვებრძვიან, რომლის სცენარიც სუს-ში არის დაწერილი.    არსებობს რაღაც ზღვარი, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო. ჩემდა სამწუხაროდ, ნატალია ძიძიგურმა ეს ზღვარი გადალახა.   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  399273283_686539183434467_63606929973404

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 2011 წელს დაბადებული გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს. არსებული ინფორმაციით, გოგო 2011 წელს არის დაბადებული. მომხდართან დაკავშირებით კი 1 პირია დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში. იპნ

ბექა ლილუაშვილი - უბრალოდ ტყუილია, სიცრუეა, გადაგდებაა თბილისის მოქალაქეების, რაც იპოდრომთან დაკავშირებით ხდება - ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს (ვიდეო)

"უბრალოდ ტყუილია, სიცრუეა, გადაგდებაა თბილისის მოქალაქეების, რაც იპოდრომთან დაკავშირებით ხდება და რაც მოახერხა კალაძემ. სხვათა შორის ივანიშვილმა ჯერ მუნიციპალიტეტს გადასცა, ეხლა სხვა კომერციული მიზნები გამოჩნდა და ეს არის მოქალაქეების მოტყუება და ქვეყნის იერსახის დამახინჯება. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს ამ ადამიანებისგან მოქალაქეების წინაშე." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი,დეპუტატი.  399423177_347477261131634_8324430644921273272_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - მთავარია, რომ ხელისუფლება მოეშვას არჩევნების გაყალბების პროცესს, რომელიც დაწყებული აქვს და გადავიდეს შინაარსობრივი რეფორმების განხორციელებაზე (ვიდეო)

მთავარია, რომ ხელისუფლება მოეშვას არჩევნების გაყალბების პროცესს, რომელიც დაწყებული აქვს და გადავიდეს შინაარსობრივი რეფორმების განხორციელებაზე, რომ ის ჩამორჩენა, რაც ამ წლინახევრის განმავლობაში „მოახერხა" ეს სივრცე შეავსოს. ამიტომ ხელისუფლება ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას და მას მოუწევს დემოკრატიული რეფორმების გატარება იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ მოლაპარაკების ჩარჩოს ნაწილი ან არა და მოუწევთ სახლში წასვლა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  399296017_9209169

უკრაინელების მიერ ქერჩში დაზიანებული რუსული გემი სავარაუდოდ, რაკეტმზიდი „ასკოლდია“

უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებული რუსული სამხედრო გემი უახლოეს ხანში ვეღარ შეძლებს საბრძოლო ამოცანების შესრულებას. უკრაინის არმიის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა ნატალია ჰუმენიუკმა 5 ნოემბერს, ღამით, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ქარხანაზე შეტევის შედეგების დაზუსტება გრძელდება, თუმცა, დარტყმა ძლიერი და წარმატებული იყო და იქ მყოფი რუსული სარაკეტო გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

კმარა! - გაეროს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციები ისრაელი-„ჰამასის“ ომის შეწყვეტას მოითხოვენ

გაეროს ეგიდით მოქმედი ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დამცველი გაერთიანებები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 5 ნოემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ თითქმის ერთი თვეა მსოფლიო უყურებს სიტუაციის განვითარებას ისრაელსა და პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შოკს განიცდის მსხვერპლის გამო, რომელიც სულ უფრო იზრდება. გაეროს სტრუქტურები მხარეებს კვლავ მოუწოდებენ, დაიცვან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართ

სასამართლო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე განაჩენს დღეს, 6 ნოემბერს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება. გასულ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, სასამართლო სათათბიროდ გავიდა განაჩენის გამოსატანად. დაცვის მხარე გამამართლებ

ოლექსი გონჩარენკო - ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციას საპრეზიდენტო არჩევნების 31 მარტს ჩატარებისთვის მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 31 მარტს ჩატარების შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა. „ჩემი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მომავალ წელს. მან დაავალა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტისთვის“, - განაცხადა გონჩარენკომ. მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს, საზოგადოებას არ

ოპერა: გაფიცული თანამშრომლების ხელფასის მინიმალური ოდენობა შეადგენს 650 ლარს, მაქსიმალური - 1100 ლარს

თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა არსებული ხელფასების 100%-ით ზრდაა „რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია.“ ადმინისტრაციის განცხადებით, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია. „2023 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც მომავ

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრს, ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრს, ამიჩაი ელიაჰუს მთავრობის სხდომებში მონაწილეობის უფლებამოსილება შეუჩერა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამიჩაი ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამას“ შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა ღაზას სექტორში ბირთვული იარაღის გამოყენება, უპასუხა, რომ ღაზაზე ბირთვული ბომბის ჩამოგდება კრიზისთან გამკლავების „ერთი გზაა“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრის განცხადება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის რეალობას მოწყვეტილია.

რომის პაპი - ღვთის სახელით, გთხოვთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება

რომის პაპი ფრანცისკე ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ვაგრძელებ ფიქრს პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” - აღნიშნა რომის პაპმა. მისი თქმით, იმედი აქვს, იმოქმედებენ იმისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება მოხდეს. ipn
×
×
  • შექმენი...