“არც ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა “ოცნებაში”, რომელიც გააჩერებდა ბერაიას, მოლიდინიც იმისა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვება არ მაქვს.
მსგავსი ქცევა საბოლოო ჯამში ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, საერთოდ რომ გენდერს თავი დავანებოთ, ეს იყო სრულად სახე დაკარგული ადამიანები საქართველოს პარლამენტში.”
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
10000000_1527403784691588_4531452392111762128_n.mp4
"აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მათი სინდიკატის წევრად მოსამართლეთათვის დადგენილ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ვერ აქცია და შესაბამისად, საგულისხმოა, რომ ერთხმად, ღირსეული მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი.
მოსამართლე გიორგაძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფლებამოსილების შეწყვეტა, ცალსახად განხილულ უნდა იქნეს დამუკიდებელი სასამართლოს და მოსამართლის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად,
შალვა კერესელიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს:
- ქალაქ მცხეთაში, შესასვლელთან ახალი ხიდის მშნებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ ბრძანეთ რომ გასულ წელს დასრულდებოდა, თუმცა 2023 წელი მიილია და ჯერაც არ დასრულებულა. რა ხდება ამ ხიდთან დაკავშირებით? როდის დასრულდება ხიდის მშენებლობა? უკვე ფართოდ გავრცელდა მოსახლეობაში აზრი, რომ კორუფციული გარიგებების ნიშნები შეიმჩნევა.
- უკვე ათი წელი გავიდა, რაც ქალაქი მცხეთა მორატორიუმის რეჟიმში ცხოვრობს, ა
“ოჩამჩირეში თუ რუსებმა დაიწყეს სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა და მოწყობა, ისევე როგორც სოხუმის აეროპორტის, 10-15 წლის შემდეგ უსაფთხოების პრიზმაში თუ შეაფასებენ ამ პერიოდს პირდაპირ დაუკავშირებენ “ოცნების” უმოქმედობას, უუნარობას, არაპროფესიონალიზმსა და რუსეთთან გეოპოლიტიკურ ფლირტს, აბსოლუტურად არასწორ დროს და არასწორ ადგილას.”
კახა ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
398155452_5922438644525970_3444722901032268624_n.mp4
“ჩემ მიერ წარმოდგენილი მაღალმთიანი რეგიონების განვითარება კომპლექსურ ღონისძიებათა ერთიანი სისტემური მიდგომით, ეს გახლავთ ჩვენი საპარლამენტო პოლიტიკური გუნდის ხედვა და პირადად გიორგი გახარიას საჯარო გზავნილი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მთაში მცხოვრები მოსახლეობისადმი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ.
სხვა შემთხვევაში მთა დაკარგავს თავის ისტორიულ, სასაზღვრო, აგრარურ, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ფუნქციას რის გარეშეც სახელმწიფოს ცალმხრივი განვითარება წარმოუდგენელია.”
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა „თბილისთან საკმაოდ“ ახლოს დააკავეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე პატიმარი სრულწლოვანია, რომელთაგანაც ჯერ ერთი ადამიანის დაკავება შეძლეს, შემდეგ კი დანარჩენი ორის.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ძებნის ღონისძიება, არასრულ 24 საათში დასრულდა წარმატებით, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით. სამივე პატიმარი განთავსებულია შესაბამის პ
შოთა ტყეშელაშვილი
02.11.23 12:27
საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2023 წლის 9 თვეში 365 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 450 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშა
ძალიან მიკვირს, რატომ შემოაქვს პაპუაშვილს ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა - "ოცნების" დეპუტატების ნახევარზე მეტი მილიონერები არიან და მათთვის არ მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ხელფასის მატებას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, დეპუტატებს ხელფასი გაეზრდება.
ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატის ხელფასი თავის დროზე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული
2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად:
პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით),
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით),
პარლამ
კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - განაცხადა ბერბოკმა.
ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ბერბოკმა ევროკავშირის შიდა რეფორმის აუცილებლობი
საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება:
ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებით: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, დემოკრატიულად განვითარების, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ; მხარს ვუჭერთ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარე
"გამჭირვალე დემოკრატიულ ქვეყნებში სტანდარტი და პროცედურა არის ესეთი, რომ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რამდენად საშიშები არიან გაქცეული პატიმრები მოქალაქეებისთვის."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
398376361_874143000960949_7985960489455312702_n.mp4
“ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციის რისკების პრევენციის მექანიზმის, შექმნა თბილისის საკრებულოში კვლავ ჩვენი გუნდის მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა, სამწუხაროდ, „ოცნების“ უმრავლესობას ამ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება არ გააჩნია!
ჩვენს მიერ გამოაშკარავებული ერთ–ერთი ხმაურიანი საქმე თბილისის მერიის მიერ რუსული სანქცირებული კომპანია „კამაზისგან“ ხუთ მილიონამდე ლარის სპეცტექნიკის შეძენას ეხებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, მერიამ მაინც არ გააუქმა ხელშეკრულება „კა
„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია.
იპნ
ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი მთის ფერდობზე ტყის მასივს უკიდია.
მიმდინარეობს ლოკალიზების სამუშაოები.
უწყების განცხადებით, ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი
"მოგესალმებით მეგობრებო!
ალბათ საინფორმაციო საშუალებებითაც შეიტყობდით, რომ ლუგელას ხეობაში ტყის მასივი იწვის. ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია,შესაბამისად მის ლიკვიდაციაში 150-მდე მაშველია ჩართული რეგიონის მასშტაბით. ჩვენმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში, მოხალისედ შევუერთდეთ ჩვენს გმირ მაშველებს.
დღეს მუხურის ცენტრში შევიკრიბებით 13:00 საათზე. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შემოგვიერთდით."
ჩხოროწყუ საქართვეელოსთვის
პროკურატურის ინფორმაციით, ქორწინების იძულების ფაქტზე 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინეს.
პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურის ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით
„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარიდან ერთ-ერთი დააკავეს, ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული პირი არასრუწლოვანია და საკუთარ სახლში აიყვანეს, სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს. დანარჩენი 2 გაქცეულის ძებნა კვლავ გრძელდება.
„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაიქცა. ისინი კლინიკაში კვლევებზე მიიყვანეს და ბადრაგებს გაექცნენ.
იუსტიციის მინისტრმა, სამივე პატიმარს მოუწოდა „გო
„სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ნინო გიორგაძეს, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, უფლებამოსილება შეუწყდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2023 წლის 1 ნოემბერს გაიმართა. საბჭომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა.
ორგანიზაცია წერს, რომ ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. ვინაიდან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, საბჭოს
ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების წინააღმდეგ, მაგალითებით:
კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა, ხელისუფლება ვერ მიიწერს. "ოცნებას" უნდა მოვთხოვოთ ქმედითი ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
398338607_1484931058715665_4511042282173461335_n.mp4
“ავერსის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმებიდან გაქცეულ სამ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
პატიმრები თბილისში მდებარე კლინიკიდან გუშინ, 1 ნოემბერს შუადღისით გაიქცნენ.
გაქცევიდან რამდენიმე საათში მათ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიმართა და ჩაბარებისკენ მოუწოდა. მინისტრმა ასევე პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართა და თქვა, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია და ნებისმიერი პირი, ვინც მათ დაეხმარე
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრინჯაოს ქანდაკება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფელ წორბისში, თავისუფალი სტილის ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა ტრენერმა ჯამბოლათ თედეევმა დადგა.
თავად თედეევს 2017 წელს პუტინისგან აქვს მიღებული ჯილდო “სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის”
როგორც ტელეგრამ baeston არხი წერს, თედეევმა ქანდაკების გახსნისას ვლადიმერ პუტინზე და 2008 წლის მოვლენებზე ისაუბრა.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. მას შემდ
170-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით, ევროკომისიას მიმართავს, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.
მათივე განცხადებით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სჯერათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმულ