Jump to content
Planeta.Ge

Blogs

Politico: ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გასცემს

დღეს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, „თბილისისთვის კარგი ამბებია“, წერს გამოცემა „პოლიტიკო“. მათი ორი რესპონდენტის, – ანონიმური ოფიციალური პირების ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, კომისიის რეკომენდაცია მათთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება იქნება, აღნიშნავს „პოლიტიკო“. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირი

ბექა ლილუაშვილი -  ხელისუფლება ცდილობს მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკაში შეითრიოს მოსახლეობა. რუსეთი არის მტერი და მტერთან დათმობა ქმნის ამ მოჩვენებითი მშვიდობის მოცემულობას -  ამ ქვეყნის რეალური გრძელვადიანი მშვიდობის გზა, ევროინტეგრაციის გზაა (ვიდეო)

ხელისუფლება ცდილობს მოჩვენებითი მშვიდობის პოლიტიკაში შეითრიოს მოსახლეობა. რუსეთი არის მტერი და მტერთან დათმობა ქმნის ამ მოჩვენებითი მშვიდობის მოცემულობას.    ამ ქვეყნის რეალური გრძელვადიანი მშვიდობის გზა ევროინტეგრაციის გზაა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის წევრი, დეპუტატი.  399343376_747192220578762_2770922988650172210_n.mp4

 მიშა დაუშვილი - “ოცნება” თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით მარტო გვტოვებს რუსეთთან (ვიდეო)

“რუსეთი ჩვენი მტერი და ოკუპანტია, ის დღესაც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. მოქალაქეებს ძალიან კარგად ესმის “ოცნება” რუსეთის აგრესიას სახელს რატომ ვერ არქმევს. მსგავს ვითარებაში ჩვენი გამოსავალია ერთი, რომ ჩვენ გავძლიერდეთ, მეორე გავძლიერდეთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით. “ოცნება” კი თავისი არაგონივრული და არაპრაგმატული პოლიტიკით მარტო გვტოვებს რუსეთთან. რუსეთთან მარტო დარჩენა კი ნიშნავს იმას, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირებას ვერ მოახდენ, ვერც შენს თავს და მოქალაქეებს ვ

ანა ბუჩუკური - მნიშვნელოვანია ერთიანობის ჩვენება, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის - უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ოკუპაცია არის ზეპარტიული საკითხი და ამის ირგვლივ გავერთიანდეთ ყველა (ვიდეო)

"მნიშვნელოვანია ერთიანობის ჩვენება, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ოკუპაცია არის ზეპარტიული საკითხი და ამის ირგვლივ გავერთიანდეთ ყველა. ახლა საჭიროა ერთობლივი განაცხადის გაკეთება." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  399279700_1987252354977723_3118905473879214000_n.mp4

ნატა საბანაძე - რეალურად ომი არ დასრულებულა 2008 წელს. რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ამ დრომდე, ამის ერთ-ერთი გამოვლინება სამწუხაროდ არის მსხვერპლი (ვიდეო)

“რეალურად ომი არ დასრულებულა 2008 წელს. რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება ამ დრომდე, ამის ერთ-ერთი გამოვლინება სამწუხაროდ არის მსხვერპლი. მტერი ვინ არის ძალიან ნათელია, რუსეთი. კონფლიქტი მოუგვარებელია, საქართველო მარტო ვერ მოახერხებს რუსეთთან გამკლავებას, ამის გამოცდილება გვაქვს. ამისთვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა, მეგობრების დარაზმვა, მაგრამ იმისთვის, რომ დაირაზმონ მეგობრები უნდა გყავდეს. ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, ბოლო დ

ბექა ლილუაშვილი - დიახ რუსეთი არის მტერი და “ოცნება” ცდილობს ამ მტრისგან გამოძერწოს მეგობარი, ეს შეუძლებელია (ვიდეო)

“დიახ რუსეთი არის მტერი და “ოცნება” ცდილობს ამ მტრისგან გამოძერწოს მეგობარი, ეს არის შეუძლებელი. ყველაფრის დათმობა მტერთან არის შემგუებლური რეჟიმი. სად არის მშვიდობის პოლიტიკა, რომელზეც ამდენს საუბრობდა “ოცნება”. დღეს ჩვენს მოლაქეებს კლავენ, იტაცებენ, ძალადობენ. აი სწორედ ამას ვეძახით ჩვენ “ოცნების” მოჩვენებით მშვიდობას.”  ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 400439572_283913027328761_43255382400309347_n.mp4

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნებას” და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე არიან - მათ რეალური პრაგმატული პოლიტიკის არაფერი ესმით (ვიდეო)

“ოცნებას” და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დღეს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე არიან. მათ რეალური პრაგმატული პოლიტიკის არაფერი ესმით. მათ რუსეთის საგარეო პოლიტიკა როგორც ჩანს არ იციან და მხოლოდ თავიანთ ბრძენ კაცს უჯერებენ. თუ კი ვინმე იყო მსგავსს სიტუაციებში ჩვენი მხარდამჭერი, საერთაშორისო პარტნიორებს ვგულისხმობ, დღეს ხმის ამომღები ამ ტრაგიკულ ვითარებაზე არავინ იქნება, რადგან “ოცნებამ” მეგობრები მტრად გამოაცხადა.”  კახაბერ ქემოკლი

 პარტია „საქართველოსთვის” წევრები სოფელ კირბალში ჩავიდნენ -  ანა ბუჩუკურის და ბექა ლილუაშვილის კომენტარი ადგილიდან (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის” წევრები სოფელ კირბალში ჩავიდნენ.  ანა ბუჩუკურის და ბექა ლილუაშვილის კომენტარი ადგილიდან. 400154148_1018174179490222_5183921556615709848_n.mp4

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, ისინი არიან პოლიტიკანები, რომლებიც პოლიტიკას კი არ აკეთებენ , არამედ საზრდოს ეზიდებიან (ვიდეო)

“ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, ისინი არიან პოლიტიკანები, რომლებიც პოლიტიკას კი არ აკეთებენ , არამედ საზრდოს ეზიდებიან. რაღაში გვჭირდებიან ხელისუფლებაში, თუ ოჩამჩირეში ბაზა გაახსნევინეს, თუ სოხუმის აეროპორტი გააკეთებინეს, თუ გალში ეთნიკურ ქართველებს აპარტეიდი დამართეს, თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელები ვერ დაიჭირეს. ამ ყველაფრის კეთებას სჭირდება პოლიტიკური გამბედაობა, რომელიც “ოცნებას” არ გააჩნია.”  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. 

„ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე...“ - ვიდეო | თამაზ გინტურის უკანასკნელი წუთები

ოკუპირებული ცხინვალის ადგილობრივი მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული. სავარაუდოდ, ვიდეო თავად გინტურის ან გატაცებული ლევან თოდიაშვილის ტელეფონითაა გადაღებული. ვიდეოში ჩანს და ისმის, რომ თამაზ გინტურისთვის მიუღებელია რუსების მიერ ეკლესიის აჭედვა. „ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის…” ამბობს ვიდეოში გინტური, ამის შემდეგ ის და მისი თანმხლები პირი, მოგვიანებით გატაცებული ლევან დოთიაშვილი კარს ხსნიან და ტაძარშ

ჩვენ ვერ დავუხურავთ საქართველოს EU-ს კარს - ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს კარს ვერ დაუხურავს, მიუხედავად მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული შემაშფოთებელი ნაბიჯისა. როგორც ფოტიგა წერს, გაფართოების პოლიტიკა რჩება ძირითად ინსტრუმენტად ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად.   ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ ხვალ, 8 ნოემბერს გამოქვეყნდება. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გ

სუს-ის ჩანაწერი ტრენინგის ორგანიზატორების ბრალდებისთვის უსაფუძვლო იყო - გაეროს წარმომადგენელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა საქართველოში 10-დღიანი ვიზიტი შეაჯამა და ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ანგარიშში მან ყურადღება გაამახვილა „ტრენინგების საქმეზეც“ და აღნიშნა, რომ სუს-ის ჩანაწერში არაფერი იყო ისეთი, რაც ტრენინგის ორგანიზატორების მიმართ წაყენებული ბრალდების საფუძველს მისცემდა. მისივე თქმით, ამ სიუჟეტის წარდგენა მკაფიოდ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ მცდელობაზე, დამნაშავეება

EU მკაცრად გმობს სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას X-ზე ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა უკანონოა.   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს. პუბლიკა

ნათია მეზვრიშვილი - "ოცნებისთვის" ადამიანის სიკვდილი სტატისტიკად იქცა... მისთვის მოქალაქეების სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი, ყველაფრის ფასად, ძალაუფლების შენარჩუნებაა

"ოცნებისთვის" ადამიანის სიკვდილი იქცა სტატისტიკად, მისი მკვლელობა კი „ერთეულ შემთხვევად“ (გუშინდელს მერე მეგონა არანაირი შეფასება აღარ გამაოცებდა და ესეც იკადრეს). ადამიანზე, როგორც მთავარ ფასეულობაზე, ზრუნვის სახელით ხელისუფლებაში მოსული ოცნება ამ ნაწილშიც ნაცმოძრაობის „ღირსეულ“ გამგრძელებად იქცა - მისთვის მოქალაქეების სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, ყველაფრის ფასად. ადამიანების ნაცვლად ძალაუფლებაზე ზრუნვამ დაასრულა ნაცმოძრაობა და დაასრულებს ოცნებასაც." ნათია მე

პრეზიდენტი საზოგადოებას 8 ნოემბერს, ორბელიანის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს - სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვების დაწყებასაც გეგმავს იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსეთი ჩვენი მომავალი არაა და ჩვენ ევროპაში შევალთ“

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, ხვალ, 20:00 საათზე დაგეგმილი კონცერტი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო აღარ ჩატარდება, თუმცა პრეზიდენტი საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ახლა არანაირი კონცერტის ჩატარება არ შეიძლება, რის გამოც, ღონისძიების სახე შეიცვლება, თუმცა, მისი არსი, რომ ქვეყნის „მომავალი რუსეთი არაა“, უცვლელი რჩება. „ხვალ იქნება ევროკავშ

მარკ კლეიტონი - რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული

შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს, - ასე ეხმაურება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, მარკ კლეიტონი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს. „რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე

სალომე ზურაბიშვილი - მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახსა და სრულიად საქართველოს - ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის საუკუნოვანი პოლიტიკა არ თავდება. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა და მშვიდობა ევროპაში. „მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. რამეთუ არ თავდება რუსეთის ე

გახარია - დამარცხების შიში ოცნებას კიდევ ბევრ სისულელეს ჩაადენინებს... მადლობა სანიტარული დასუფთავებისთვის, ასე გააგრძელეთ (ვიდეო)

"დამარცხების შიში ოცნებას კიდევ ბევრ სისულელეს ჩაადენინებს. მადლობა სანიტარული დასუფთავებისთვის, ასე გააგრძელეთ!" გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  https://www.instagram.com/reel/CzUHhU5sytK/?igshid=MTc4MmM1YmI2Ng%3D%3D&fbclid=IwAR2pfaay_ur1MZ7YWN_RJlBQAXAq-bnSkZRJz-pvcQXeScMewS8qzBHQGGA  

ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს - მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. „რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს რუსეთის ოკუპაციის 200-წლიანი გამოცდილება აქვს, რათა იცოდეს, რომ მოძალადესთან დათმობაზე წასვლა არასდროს მუშაობს. მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ბოროტების დამარცხება. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერის“ გვერდზე. საოკუპაციო ხ

ანა ბუჩუკური - გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ „გორბით“ ჩაატარეს კვლევა და მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა - ალბათ, გადააკეთებენ და სასაცილო „ფეიკს“ გამოაქვეყნებენ

გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ „გორბით“ ჩაატარეს კვლევა და მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა, ამითაა გამოწვეული მათი ისტერიკა გახარიას წინააღმდეგ - მადლობა „ოცნებას”, რომ ჩვენი პარტიის სანიტარულ დასუფთავებას აწარმოებს, ასე გააგრძელეთ, ბიჭებო!- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლევის შედეგებს გადააკეთებს და „სასაცილო „ფეიკს” გამოაქვეყნებს. „გვაქვს „ოცნებისგან“ გამოჟონილი ინფორმაცია, რომ

მეთიუ მილერი - აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს

აშშ გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და თანაგრძნობას გამოვხატავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს. „ეს სიკვდილი არის იმ დესტრუქციის ნათელი მაგალითი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და სხვა ტერიტორიების ოკუპაციამ გამოიწვია“, - აცხადებს მეთიუ მილერი. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგა

ახალი დეტალები კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალთან, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 60 წლამდე კირბლელი კაცი თამაზ გინტური, ხოლო გატაცებულია ასევე ადგილობრივი ლევან დოთიაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თა
×
×
  • შექმენი...