დღევანდელ ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვეს კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გადაცემა და ყველა იმ ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი.
„სმარტმატიკი“ არის კომპანია, რომელიც საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას მოემსახურა.
გიორგი გახარია ცესკოს ასევე სთხოვს, ამომრჩევლებისთვის ინდივი
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძს (2015-2018 წწ) განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა.
„მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნამდვილად არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით, მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. იხილეთ ევროკავშირ
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს „ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნა
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს სთხოვა, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს, ამასთან, ეს საკითხი ასევე ნ
თუ დაჯდა ისეთი სცენარი, რომ პარლამენტმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუ ქვეყნის გარედან გამოძიება ჩატარდა, თუ დავრწმუნდით, რომ ოპოზიცია არ იყო მართალი საბოლო ჯამში, მაშინ პარლამენტი საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციასაც შეიძენს. მაშინ შენ კი არა, ესენი შეგასწრებენ პარლამენტში , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
მისივე თქმით, მანდატების დატოვება ტექნიკურად შეუძლებელია.
„სამართლებრ
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოური გავლენის კანონი” და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალ
ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა - ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ, როგორ უნდა იარონ? - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა დღეს ჩიხშია.
“მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მი
საქართველო ევროპას ეკუთვნის! დღეს ჩემი გული მამაცი ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც სამართლიანობისა და საკუთარი მომავლის ფორმირების უფლებისთვის იბრძვის, - ამის შესახებ ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ევროპულ გზას, რომელიც ემყარება დემოკრატიას და თავისუფლებას და უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი“, - აცხადებს ტიხანოვსკაია.
ipn
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოში გამართული არჩევნების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი უერთდებიან გამოძიების შესახებ მოწოდებას და აკრიტიკებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს.
განცხადებას უერთდებიან:
მარტინ დვორაკი
ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი
მარი ბიერი
დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი
ანა ლიურმანი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში
ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ შეიძლება კარგად იყო ორგანიზებული ადმინისტრირება, მაგრამ, სინამდვილეში, გამოყენებულ იქნა ყველა ინსტრუმენტი, რათა სრულიად სხვა შედეგი დადებულიყო, რაც საზოგადოებრივ განწყობებს არ შეესაბამება.
დღეს მთავარი არის, რომ მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ მტკიცებულებებს და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია საერთაშორისო აქტორებს.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2508794766176529
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი მტკიცებულება მოვიპოვთ, რომლებიც ასახავს სისტემურ დარღვევებს.
ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2344016259280217
არალეგიტიმურ პარლამენტს ჩვენი გუნდი ლეგიტომაციას არ მისცემს.
ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივი გზებით ბრძოლას, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1191949261902946
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას ესწრება.
საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.
"ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს", - განაცხადა მამარდაშვილმა, რომლის კომენტა
შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს.
მისი თქმით, "საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია საგანგაშოა".
"საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული პრესკონფერენცია მილერმა საქართველოს შესახებ განცხადებით დაიწყო და ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა.
მილერის განცხადებით, ხმების ყიდვამ და ამომრჩეველთა დაშინებამ ძირი გამოუთხარა ნდობას სამართლიანი შედეგების შესახებ.
„შაბათს ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რომელიც ხასიათდებოდა მმართველი გუნდის მხრიდან
კანადა შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებზეც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები იუწყებიან, - ამის შესახებ კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დარღვევები უნდა გამოიძიონ და მოაგვარონ.
„კანადას მტკიცედ სწამს რომ თა
სცენაზეც [ასვლა] ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ და ვიქნები აქ, მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, შეიძლება მასზე ბევრია გაბრაზებული და თავადაც ბევრზეა გაბრაზებული, თუმცა ახლა ყველას ევროპული მომავალი აერთიანებს.
„ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაცას გაბრაზებულია ჩემზე,
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ აქვთ ფაქტები იმ სისტემური ხასიათის დარღვევებსა და მანიპულაციების სქემებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა არჩევნებზე, რათა „მოეპარა ქართველი ხალხის ნება“. მისი განცხადებით, მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან.
გახარიას თქმითვე, პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, მათ შორის ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, რის საკმარისზე მეტი მტკიცებულებაც აქვთ, უახლოეს დღეებში პროკურატურას მი
სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აცხადებს დუდა.
იპნ
ის ინფორმაცია, რომელიც მივიღე გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ, მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე - ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნებიდან ასე მცირე დროის შემდეგ არ აკეთებენ განცხადებას არჩევნების უ
„გახარია საქართველოსთვის“ არჩევნების შედეგების საპროტესტოდ რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას უერთდება.
პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქნებიან იქ, სადაც მათი მხარდამჭერები.
„ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების განცხადებები, რომ თუ სისტემური დარღვევები არ იქნება სათანადოდ გამოძიებული, ვერავინ და ვერასდროს დაამტკიცებს და ახსნის, რომ ის მანიპულაციის სქემები, რომელიც გამოყენებული იქნა, სისტემუ
ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიყენებენ თუ დათმობენ საპარლამენტო მანდატებს.
გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა.
ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.
ბმული: https://www.interpressnews.ge/ka/article/818357-giorgi-gaxaria-ch
უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მამუკა კეკელია დაიღუპა. ინფორმაციას ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პუბლიკა