Jump to content
Planeta.Ge

Blogs

პრეზიდენტი: ცხადია, არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ბრიფინგზე მან მედიას წარუდგინა ვიდეობი, რომლებიც არჩევნების დღეს სავარაუდო დარღვევებს ასახავს და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ მტკიცებულებები თავად შეაგროვა და გაასაჯაროა. პრეზიდენტმა პროკურატურას თავისი საქმის კეთება ურჩია. „პროკურატურას ვურჩევდის სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას… პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს… პროკურატურას მივმართავ

EU-ს ელჩი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, იმედი არ დაკარგონ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აფასებს ევროკომისიის მიერ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას და ამბობს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ლიდერების ხელშია. „ვთავაზობ ხელისუფლებას, ძალიან დიდი ყურადღებით წაიკითხოს გაფართოების შესახებ ეს ანგარიში. ის გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ და გზამკვლევს ევროკავშირში საქართველოს შესაძლო წევრობისკენ. მაგრამ მისი განხორციელება მოითხოვს ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას და დაბრუნებას ჩვენი უპირ

„ვუერთდებით მოწოდებებს, ჩატარდეს დარღვევების გამოძიება” - 5 ქვეყნის განცხადება

ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და უერთდებიან მოწოდებებს არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ, ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში თავისი სათანადო ადგილისკენ მიიყვანს. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს და საქართველოს მთავრობას შევაფასებთ მათი ქმედე

ნათია მეზვრიშვილი - ცესკოს თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო ხმის მიცემის ფარულობა და პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიების პარტაქტივით დაკომპლექტებაზე. იძიებს თუ არა ამას პროკურატურა?

ცესკოს თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო ხმის მიცემის ფარულობა და პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიების პარტაქტივით დაკომპლექტებაზე. იძიებს თუ არა ამას პროკურატურა? ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1289045845624073

ელგუჯა ხოკრიშვილი - ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან ამ არჩევნებს არ აქვს

ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან ამ არჩევნებს არ აქვს. ელგუკა ხოკრიშვილი, პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1526552894696155

კახა ქემოკლიძე - “ოცნებამ” ქვეყანა გადააყოლა კონსპირაციის თეორიებს და 30 წლის განმავლობაში, ერთხელ გახსნილი ევროინტეგრაციის შესაძლებლობა შეაჩერეს

“ოცნებამ” ქვეყანა გადააყოლა კონსპირაციის თეორიებს და 30 წლის განმავლობაში, ერთხელ გახსნილი ევროინტეგრაციის შესაძლებლობა შეაჩერეს. კახა ქემოკელიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი> ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1587967698808019

პაველ ჰერჩინსკი - ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს

სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. თუმცა, განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობ

ამ დროისთვის საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, რადგან ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა არჩია. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა. „უნდა ვაღიაროთ, რომ დღეისათვის საქართველოში რუსეთმა მოიგო. მათ ჯერ მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, მერე შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობაა, პრორუსული პოზიციები. ა

მეზვრიშვილი: საარჩევნო კომისიებში იყვნენ „ოცნებასთან" დაკავშირებული ადამიანები

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ რეგიონებში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში განაწილებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან მმართველ გუნდთან. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მათ შორის: ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებმა დაარღვიეს ეთიკის კოდექსის მუხლები. მისი თქმით:

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში განცხადებას გააკეთებს. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. ბრიფინგი 19:00 საათზეა დანიშნული. იპნ

ნათია მეზვრიშვილი - სალომე ზურაბიშვილს რომ იბარებენ გამოკითხვაზე, გიორგი კალანდარიშვილის დაჭერას აპირებენ თუ არა?

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არჩევნების დღემდე და არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნებაზე ძალადობის ფაქტებზე საუბრობს და უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. მან დღევანდელ ბრიფინგზე ის სქემები გაასაჯაროვა, ასევე ხელისუფლების ის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, სხვადასხვა უბანზე ამომრჩევლის ნებაზე ახდენდნენ გავლენას. ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პროცესში, რაც პროკურატურამ დაიწყო. „გიო

„ჩემი ხმა“: 29 საარჩევნო ოლქში წარვადგინეთ საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით

სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ია. ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამასთანავე, თოლორაიამ განაცხადა, რომ სრულად იზიარებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. მისი თქმით, „ჩემი

ცესკო Facebook-ზე დაწერილ უარყოფით კომენტარებს ზეწოლად აფასებს და მოქალაქეებს აფრთხილებს

ცესკო აფრთხილებს ყველას, რომ მათი მისამართით ნებისმიერი განხორციელებული ზარი თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში შემდგომი რეაგირებისთვის. დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა განაცხადა, რომ ცესკოს მისამართით შეურაცხყოფას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელებშიც. სპიკერმა ეკრანზე მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი შეტყობინებების სქრინები წარმოადგინა.

საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგის ბათილად ცნობას ითხოვს ფარულობის დარღვევის გამო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე. საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრ

ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიშს, დაახლოებით 18:00 საათისთვის, პრესკონფერენციაზე წარადგენენ

დღეს საღამოს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში გამოქვეყნდება, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, პრესკონფერენციას გამართავს და საქართველოს ანგარიშზე ისაუბრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე განმარტებით, ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენციამდე, დაახლოებით18:00 საათისთვის იქნება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეპ ბორელისა და სამეზობლოსა და გაფარ

ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? – მეზვრიშვილი პროკურატურას

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას. გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს გამოძიება და პრეზიდენტის დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფაქტი. „რას დაემსგავსეთ, რას? ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? პაპუაშვილს როდის იბარებთ მუქარაზე? ადამიანებზე თავდა

პარლამენტის წევრთა ანაზღაურება თვეში 9-დან 12 ათასის ფარგლებში იქნება - რა იცვლება 2025 წლიდან

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო იზრდება. იმ თანამდებობის პირებს შორის, ვისი სარგოც იმატებს, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილეებით და პარლამენტის წევრებიც არიან. ინფორმაციისთვის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითისთვის, ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებუ

გახარიას პარტიის წევრი აცხადებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ

28 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თანაგუნდელის, ლია ყოჩიშვილის მამას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეზვრიშვილის თქმით, მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ლია ყოჩიშვილისთვის მანქანის დაჯახება სცადეს, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენეს მის დედას. „ჩვენს თანაგუნდელს – ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომ

ბელგიის ყოფილი პრემიერი - ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი - საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია

ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, - ამის შესახებ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს. „ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი. საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია. ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ“, - წერს გი ვერჰოფსტადტი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს არაფორმალურ

პროკურატურა, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იბარებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინე

ეთერ გოგიტაშვილი - 90-იანი წლების მოვლენებმა ძალიან დააზიანა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციები, მათ შორის ქრიზანთემების კოლექცია... 2000 წლიდან დავიწყეთ აღდგენა და დღეისათვის ბაღში 170-მდე ჯიშია თავმოყრილი

როგორც მოგეხსენებათ, 2 და 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, ასევე თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია.   ამასთან დაკავშირებით "იმედის დილა" ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთის კურატორს, ქალბატონ  ეთერ გოგიტ

გიორგი გახარია - ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება. კერძოდ, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა. ამასთან, გახარია ცესკო-სგან არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გასაჯაროებასაც ითხოვს. „ცესკო-მ, რ

ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს

ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. ცესკო განმარტავს, რომ იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას საჭიროებს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას სცილდებ
×
×
  • შექმენი...