Jump to content
Planeta.Ge

Blogs

საქართველოში პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი

საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს. “საქართველოში პოლონეთის საელჩო ურჩევს პოლონელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი”, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.  

გიორგი გახარია - ჩვენი შედეგი იქნება უმძიმესი სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” - მათი ისტერიკა და სახის სასოწარკვეთილი გამომეტყველებაც აქედან მომდინარეობს

საარჩევნო კამპანია ძალადობისგან სუფთა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისთვის და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გადაიქცა ყოველდღიურობად , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავარი პროცესები ფარდის უკან მიდიოდა, რომელსაც ახლდა ძალადობა, ზეწოლა, დაშინება და ა.შ. “ერთი შეხედვით, წინასაარჩევნო გარემო ზედაპირულად

„გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტიის ბანერი დააზიანეს

ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბანერი დააზიანეს,- ამის შესახებ თავად პარტიაში განაცხადეს. პარტია მომხდარში მმართველ გუნდს ადანაშაულებს. „ბათუმში ბანერების ადგილები „ქართულ ოცნებას“ სრულად ათვისებული აქვს. ჩვენ არ დაგვითმეს ადგილი ბანერებისთვის, ამის ფონზე მოვახერხეთ კერძო პირისგან ორ ლოკაციაზე ჩვენი პარტიის ბანერი განგვეთავსებინა. ბენზეს ლოკაციაზე ბანერი ვანდალურად დააზიანეს. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ცნობილ ინტერვიუს ემთხვევა. ისინი ხელს გ

ISFED: წინასაარჩევნო კამპანიაში „ოცნებას“ ჰქონდა უპირატესობა არსებული ადმინისტრაციული რესურსის გამო

ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ: ISFED-მა წინასაარჩევო პერიოდში დარღვევებს შორის გამოყო: ამომრჩევლის მოსყიდვა; ამომრჩეველზე ზეწოლა/მუქარა, ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევა და პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება/დამუშავება; საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება;

საია: წინასაარჩევნო პერიოდი არათანასწორ გარემოში წარიმართა, იყო დამაზიანებელი უარყოფითი ტენდენციები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო გარემოს ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდი  არათანასწორ გარემოში, მაღალი პოლარიზაციის ფონზე წარიმართა. საიამ მონიტორინგი 2024 წლის აპრილიდან დაიწყო. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა. ანგარიშის თანახმად: რუსული სტილის კანონის მიღება და მისი თანმდევი მოვლენები არჩევნების წინა პერიოდი გამოწვევებით

„გაიყოლე“ – მოქალქეები ერთმანეთს ხმის მისაცემად რეგიონებში გამგზავრებაში ეხმარებიან

თბილისში, დიდუბის ავტოსადგურზე რეგიონებში მიმავალი ტრანსპორტის ფაქტობრივად არყოფნის პირობებში, მოქალაქეები ერთმანეთს რეგიონებში წასასვლელად დახმარებას სთავაზობენ. ეს ჯგუფ „დაიტოვეში“ ხდება, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტისას შეიქმნა. ჯგუფში უკვე ათობით პოსტია, სადაც ავტომობილის მფლობელები წერენ, რომ ამა თუ იმ რეგიონში მიდიან და რამდენიმე ადამიანის წაყვანა შეუძლიათ, ხშირად – სრულიად უსასყიდლოდ. კომენტარების მიხედვით, წასვლის მსურველი მრავლადაა. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლია

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი შესაძლოა ხულოს გადაეცეს – სოფიო ხორგუანი

სამცხე–ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტი, საკრებულოს განხილვის გარეშე, უფლებას აძლევს საჯარო რეესტრს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ნაწილი აჭარის რეგიონს გადასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენელი ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს კითხვებით მიმართავს. სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 4 მაისის წერილით ადიგენის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. სააგ

მაღალი პოლარიზაცია არათანასწორ გარემოში – საიას შეფასება წინასაარჩევნო გარემოზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში.  ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა. რუსული სტილის კანონის მიღება და მისი თანმდევი მოვლენები  ანგარიშის თანახმად, არჩევნების წინა პერიოდი გამოწვევებით ხასიათდებოდა როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ისე პოლიტი

შუქრუთელების პროტესტი უკან ბრუნდება: „ადგილზე უნდა ვიყოთ, რომ კომპანიამ სამუშაოები ვერ აღადგინოს"

შუქრუთელების პროტესტი თბილისიდან უკან, სოფელში ბრუნდება, – როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი, გიორგი ნეფარიძე ამბობს, მათი ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებით დროის გაწელვის მცდელობამ და კომპანიის სოფელში გააქტიურებამ განაპირობა. მისი თქმით, ვინაიდან ადგილობრივებმა პროტესტისთვის დედაქალაქში გადმოინაცვლეს, კომპანია ადგილზე ცდილობს, სამუშაო პროცესი აღადგინოს. შუქრუთელებმა უწყვეტ პროტესტს 2024 წლის მარტიდან მიმართეს, 11 სექტემბერს კი მათ თბილისში გადმოინაცვლეს, დაიწყეს ში

არჩევნებამდე 2 დღით ადრე მთავრობამ ცესკოს შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა

23 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“. – ვკითხულობთ განცხადებაში. სისხლის სამართლის კოდექ

პრეზიდენტი დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე - ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს - ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე

ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რასაც მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებების და ჩხრეკის ჩატარებას ეხებოდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ფსიქოლოგიური მანიპულაციების მიზანია, რომ ხალხი შეშინდეს და არჩევნებზე არ წავიდეს.

გიორგი გხარია 20 ივნისის ღამეზე - ვნანობ, რომ ყოველთვის შეიძლება უკეთ გაკეთება - პარლამენტს მაინც დავიცავდი, მაგრამ დაშლის ღონისძიებას ჩავატარებდი სხვანაირად

პარლამენტის შენობას მაინც დავიცავდი, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვეცდებოდი, რომ ეს გაკეთებულიყო ბევრად ნაკლები დაზიანებებით, რომელიც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა , - ასე უპასუხა პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ პალიტრანიუსის გადაცემის “თავისუფალი სტუდიის” წამყვანის შეკითხვას, რა ემოციას იწვევს მასში ის პოლიტიკური ზედმეტსახელი, რომელიც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეარქვეს. გახარიას თქმით, ამ ღამესთან დაკავშირებით განიცდის სინანულს, მაგრამ ეს სახელს არ ეხება. როგორც

გიორგი გახარია - ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა

შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს, სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. გიო

გიორგი გახარია ივანიშვილს - ეთერიდან ნუ მლანძღავ, ტყუილებს და დეზინფორმაციას ნუ ავრცელებ - თუ ავრცელებ, მაშინ დამიძახე, რომ ამ ტყუილებს ვუპასუხო

შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს და სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ბ

გიორგი გახარია - მივმართეთ “იმედს” და “რუსთავი 2”-ს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მაინც გაეშვათ და ამაზეც გვითხრეს უარი - ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაჯდა ამ ტელევიზიის ეთერში და მე და ჩემი გუნდის წევრებს შურისძიებითა და გასამართლებით დაგვემუქრა

"მივმართეთ “იმედს” და “რუსთავი 2”-ს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მაინც გაეშვათ და ამაზეც გვითხრეს უარი - ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაჯდა ამ ტელევიზიის ეთერში და მე და ჩემი გუნდის წევრებს შურისძიებითა და გასამართლებით დაგვემუქრა." ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. ბმული: https://palitranews.ge/video/248606-giorgi-gaxaria-mivmartet-imeds-da-rustavi-2-s-rom

კვირის აქცენტი: "გახარია საქართველოსთვის"

„სამხრეთის კარიბჭე“ წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილე, სამცხე–ჯავახეთში აქტიურად მომუშავე პარტიებს და მათ საარჩევნო პროგრამებს აცნობს. მომდევნო ეპიზოდის სტუმარი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი. წინასაარჩევნო გადაცემების სერიებში, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: როგორ აფასებენ პარტიები წინა მოწვევის პარლამენტის ოთხწლიან მუშაობას; რას ფიქრობენ ისინი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“; რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან ისინი მო

ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილმა აღიარა, რომ “ოცნების” სიძულვილის და ზიზღის კამპანიის უკან თავად დგას

ივანიშვილმა აღიარა, რომ “ოცნების” სიძულვილის და ზიზღის კამპანიის უკან თავად დგას. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1670404106837331/

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, არის პარტია “გახარია საქართველოსთვის” - მისი მუქარა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს

ივანიშვილისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” არის. მისი მუქარა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/876091624631501/

გიორგი გახარია პოლიციელებს მიმართავს

ძვირფასო პოლიციელებო, გთხოვთ და მოგიწოდებთ ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს - იმედი მაქვს, შეასრულებთ იმ დიდ მისიას, მივცეთ შესაძლებლობა მოქალაქეებს მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, მთავარია, პოლიციელებმა არ მიიღონ პოლიტიკური დავალებები. „უნდა მივმართო შსს თანამშრომლებს. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, თქვენ ძალი

გიორგი გახარია - ივანიშვილის მუქარა ლევან გოგიჩაიშვილზე ფიზიკური თავდასხმის წახალისება იყო - იმედი მაქვს, გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდება

საქართველოს მოქალაქეებმა მოუსმინეს ივანიშვილის მუქარას და მეორე დღეს „ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების ჯგუფი, მეტროში, ლევან გოგიჩაიშვილს ფიზიკურად უსწორდება - ივანიშვილის ეს მუქარა ამ ფიზიკური თავდასხმის წახალისება იყო - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტს სამართალდამცავები დროულად გამოიძიებენ. „აქ ყველაფერი ზედაპირზეა, საქართველოს მოქალაქეებმა მოუსმინე

კლუბები და ბარები, სადაც ხმის მიცემის შემდეგ უფასოდ შეხვალთ | ᲡᲘᲐ

კამპანია – National Elections After Party-ის ფარგლებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში, რიგ დაწესებულებებში ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ შესვლას. როგორც „პუბლიკას” კამპანიის ორგანიზატორებმა, „არჩევანი შენიას” წარმომადგენლებმა განუცხადეს, ეს დაწესებულებებია: თბილისი – „აპრილი”, „მეობა”, Left Bank, Mutant Radio, „დედა ენის ბარი”, „Tone თონე”, „მტკვარზე”, khidi, Moulin Électrique (ორივე ფილიალი), Love Bar, „8000 მოსავალი” (ყველა ფილიალი), ca

მარკეტა გრეგოროვა: მე ახლა ჩამოვედი თბილისში ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში ჩამოვიდა ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად და საარჩევნო პროცესს დააკვირდება. publika    

საგამოძიებო სამსახური - სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. „მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და
×
×
  • შექმენი...