თურქეთში მომხდარ მიწისძვრას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მიწისძვრის სიმძლავრემ, აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი ქალაქ გაზიანთეფთან, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. დანგრეულია ბევრი შენობა, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, უმეტესად, 10 ქალაქი დაზიანდა - გაზიანთეფი, კარამანმარასი, ჰატაი, ისმანიე, ადიამანი, მალატაია, სანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და კილისი. გაზიანთეფში დაინგრა სავაჭრო ცენტრი
თურქეთში, დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 76 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები თურქეთის კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 440 ადამიანი.
ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა ალეპოში, ჰამასა და ლატაკიაში.
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
IPN
ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, მიმდინარე სეზონში, იტალიის სერია A-ში ნამდვილად საუკეთესო დუეტია და ევროპის მასშტაბითაც - ერთ-ერთი საუკეთესო.
კვარა-ოსის დუეტმა ,,ნაპოლის" მორიგი გამარჯვება ,,სპეციასთან" მატჩში მოუპოვა. გასულ თამაშში ნიგერიელმა დუბლი შეასრულა, ქართველმა კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
იტალიურმა გამოცემა Spazionapoli-მ ბრწყინვალე დუეტზე კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, სათაურით: ,,ერთი მოქანდაკე, მეორე მხატვარი. ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია, უცნაური წყვილი, რ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანსლემი ორი ოქროს მედლით დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილმა გუშინ გაიმარჯვა, დღეს კი მეორე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
5 თებერვალს ტურნირზე მედლები მამაკაცთა შორის ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 23 წლის ტატო გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩაება ბრძოლაში; ოთხი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალში გერმანელი ტიმო კაველიუსი იპონით დაამარცხა.
დღესვე, 90 კილოგრამ წონით კატეგორია
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მინისტრის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა - Ukrainska Pravda სამთავრობო და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი შემცვლელი, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი იქნება.
”მე არ მქონია საუბარი ამ თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ”, - განუცხადა რეზნიკოვმა „უკრაინსკა პრავდას“
ასევე Kyiv Independent-ს, წყარომ, რომლის ვინა
რაგბში ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა თბილისში, გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა.
წლის პირველ დაპირისპირებაში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე დიდი ანგარიშით, 73:12 დაამარცხა.
ცნობისთვის, საქართველოს სარაგბო ნაკრები რაგბი ევროპაზე შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან ჩაატარებს.
კანადამ უკრაინაში პირველი საბრძოლო ტანკი Leopard 2 უკვე გაგზავნა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე იტყობინება.
„დღეს, კანადის საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა, რომელსაც მიაქვს პირველი Leopard 2 - საბრძოლო ტანკი, რომელსაც კანადა უკრაინაში აგზავნის “, - წერს ანანდი.
მან დასძინა, რომ კანადა "უკრაინელი ხალხის გვერდით დგას".
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც სჭირდებათ გამარჯვებისთვ
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული.
”ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს”, - აღნიშნა შოლცმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში.
ოლაფ შოლცმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, როდესაც ომში ისეთი ქვეყნების ჩარევა, როგორიც არის გერმანია, პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლას შეადარა და აღნიშნა, რომ „წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია:
რუსულმა ძალებმა ბოლო კვირის განმავლობაში მცირე წინსვლას მიაღწიეს დონეცკის ოლქის ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობებში, მაგრამ უკრაინული ძალები ინარჩუნებენ კონტროლს ქალაქის ლოჯისტიკური მარშრუტების უმეტესობაზე.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გამოქვეყნებულ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციაში განაცხადა.
როგორც მედია წერს, კვირის დასაწყისში „ვაგნერის“ ძალებმა დიდი ალბათობით დაიკავეს მარშრუტი, რომელიც აკავშირებს ბახმუტს ქალაქ სივერსკთან.
„მიუხედავად იმისა, რომ უ
პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი პერვეზ მუშარაფი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2016 წლიდან დუბაიში ცხოვრობდა.
პერვეზ მუშარაფი ხელისუფლებაში 1999 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა. ის პრეზიდენტის პოსტს 2001-2008 წლებში იკავებდა. მუშარაფი არაერთ თავდასხმას გადაურჩა. ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, პერვეზ მუშარაფმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მხარი დაუჭირა აშშ-ის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. 2008 წელს ის არჩევნებში დამარცხდა,
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
იმ პირებს შორის, ვისაც მოქალაქეობა ჩამოერთვათ არიან – ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ანდრეი კლიუევი, განათლების ყოფილი მინისტრი დმიტრი ტაბაჩნიკი, შემოსავლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრ კლიმენკო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი
არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
ანა ბუჩუკური გამოეხმაურა გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.
ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრა
4 თებერვალს აშშ-მა ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდოდ სადაზვერვო ბურთი ატლანტის ოკეანის თავზე - მას მერე, რაც ბურთმა ჩრდილოეთ ამერიკის თავზე მოიარა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები და გადაიქცა დაძაბულობის მორიგ კერად ვაშინგტონსა და პეკინს შორის.
მიმდინარეობს ოპერაცია ბურთის ნაწილების მოსაპოვებლად აშშ-ის ტერიტორიულ წ####ბში.
ბურთი 4 თებერვალს შენიშნეს, სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა. მის ჩამოგდებამდე, ბურთის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშ-ის პრეზიდ
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა 3 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის გაყინული ქონება უკრაინას გადაერიცხება.
"დღეს ვაცხადებ, რომ გავეცი უფლება ჩამორთმეული რუსული ქონების პირველი გადარიცხვისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად" - თქვა მერიკმა.
ქონება გაყინულ იქნა მას მერე, რაც ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს ბრალი წაეყენა სანქციებისთვის თავის არიდებაში. გარლანდის თქმით, ქონება გადაერიცხება სახელმწიფო დეპარტამენტს, საიმისოდ, რომ მან ის დახარჯოს "უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად".
ოკუპანტები საომრად პატიმარი ქალების რეკრუტირებას ახდენენ, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის რუსებმა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ციხიდან პატიმარი ქალების რეკრუტირება მოახდინეს.
„ცოცხალ ძალაში დანაკარგების შესავსებად მტერი საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობისთვის პატიმარი ქალების ჩართვას ცდილობს. კვირის განმავლობაში ოკუპანტებმა, დაახლოებით, 50 ადამიანის რეკრუტირება მოახდინ
გერმანია უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებებს აგროვებს და აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო ლიდერებმა და მათ, ვინც გადაწყვეტილებებს უმაღლეს სამხედრო დონეზე ახორციელებენ, პასუხი უნდა აგონ.
„ამჟამად, მაგალითად, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ბუჩაში მასობრივ მკვლელობებზე ან უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე“, - განაცხადა გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, პიტერ ფრანკმა გამოცემა Welt am Sonntag-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, პროკურორებს მტკიცებულებები „სამნი
საქართველოში, ბოლო პერიოდში COVID-ის ახალი შემთხვევების მცირე მატება აღინიშნება, დღეში 500-მდე - პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში „ომიკრონი“ და მისი სუბვარიანტები კვლავ ყველაზე გავრცელებულ შტამად რჩება.
როგორც ცერცვაძე ამბობს, ზოგიერთ ქვეყანაში COVID-ის ახალი შტამი - „ორტრუსი“ გამოვლინდა, თუმცა მისი ინფორმაციით, ამ შტამით ინფიცირების შემთხვევა საქართველოში ჯ
ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ომის 346 დღის განმავლობაში ხშირად მიწევდა იმის თქმა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა და რომ ვითარება რთულდება. ახლა კვლავ ასეთი დროა. დრო, როდესაც ოკუპანტი სულ უფრო მეტ და მეტ თავის ძალას აგზავნის, რათა ჩვენი დაცვა გატეხოს. ახლა ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. მაგრამ ახლა, როგორც ამ 346-დან თ
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებულია.
ლაშა შავდათუაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრაზილიელი დანეილ კარგნინი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია პარიზის გრანდ სლემზე გასული წლის შედეგი გაიმეორა.
პარიზში კიდევ რვა ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.
IPN
რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა.
ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა.
ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა. პაპმა ასევე მწუხარება გამოთქვა ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული 2 მილიონზე მეტი ადამიანის გამო, რომლებსაც სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებ
ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი, მიხეილ დაუშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნიან.
როგორც დაუშვილი განმარტავს, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუ რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“.
„რა თქმა უნდა, არ შევუერთდებით, რას უნდა ელოდონ, რას აკეთებენ, ჯერ თვითონ გაერკვნენ, წარმოდგენა არ მაქვს, რა შტაბებს ქმნიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მორიგი შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქში 2023 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია კიევში გუშინ გამართული უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ ერთობლივ განცხადებაში.
„ევროკავშირი და უკრაინა მიესალმებიან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ წარმატებულ შეხვედრას, რომელიც პრაღაში, 6 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრა წარმოადგენდა პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმას და მთელ კონტინენტთან დაკავშირებული არსებული საკითხების სიღრმისეული განხილვის შ
თურქულმა კომპანიებმა რუსეთში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების მანქანების, ელექტრონიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საქონლის ექსპორტი განახორციელეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სავაჭრო მონაცემების მიმოხილვა აჩვენებს, როგორ შეუძლია მოსკოვს თავისი სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.
მონაცემები აჩვენებს, რომ, სულ მცირე, 13-მა თურქულმა კომპანიამ 18,5 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელ