ვესტმინსტერის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს პირადად გადაუხადა მადლობა.
„ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. მადლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მხარდაჭერისთვის მადლობა ასევე გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს.
ამასთან, ზელენსკიმ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებისა და უკრაინელი ს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის პირველი პირი ხვალ ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე პირადად შეხვდება. ამასთან, ზელენსკი ევროპარლამენტს საგანგებო სესიაზე მიმართავს.
ინტერპრესნიუსი
დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია მოქალაქეებს გეოლოგიურ დასკვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში სთხოვს, თუ სეისმურად მაღალი რისკის ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყება სურს.
მისივე თქმით, ეს გრგ-ეს ეტაპზე ან არქიტექტორული პროექტის შეთანხმების ეტაპზე ხდება.
„გენერალურ გეგმაზე დატანილია სეისმურად რისკიანი ადგილები და იმ ადგილებში, სადაც სეისმური რისკებია, გეოლოგიურ დასკვნას ვითხოვთ, ან გრგ-ეს ეტაპზე, ან არქიტექტორული პროექტის შეთანხმების ეტაპზე. ისეთ ადგილებში, სადაც ეს რისკები
2022 წელი ისტორიული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რამაც განამტკიცა საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში.
პარლ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. აეროპორტში ზელენსკის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია. პირველად ზელენსკი აშშ-ში იმყოფებოდა.
Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება.
საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით კი, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტ
როცა ჟურნალისტებს ქცევის რაღაც სტანდარტს ვთხოვთ, ჯერ ჩვენ უნდა გვქონდეს ამის მორალური უფლება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა.
როგორც ბუჩუკური განმარტავს, როცა პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის დაწესებულ ახალ ნორმებს ევროპას ადარებენ, „ჯერ პოლიტიკოსები უნდა აკმაყოფილებდნენ ევროპულ სტანდარტებს“.
„მედიასთან დაკავშირებით, ბატონი თავმჯდომარის პასუხი კი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა მისი მეორე საერთაშორისო ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ.
მანამდე პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა.
ავტორი - სალომე თორაძე
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად უკრაინამ თურქეთში 87 მაშველი გაგზავნა.
მედიის ცნობით, შესაბამისი განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა გასცა.
მთავრობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, სამძებრო-სამაშველო რაზმი გაგზავნოს თურქეთში „ან-32“-ის და „ან-26-ის“ თვითმფრინავებით და საავტომობილო ტრანსპორტით. გაგზავნილ 87 ადამიანს შორის თვითმფრინავების ეკიპაჟების 10 წევრია.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთ
ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ცოცხალი ამოიყვანეს. ამასთან, საქართველო თურქეთის დასახმარებლად დამატებით კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს აგზავნის, – ასე ეხმაურებიან წამყვანი თურქული მედიასაშუალებები, თურქეთში, სტიქიის ზონაში ქართველი მაშველების სამძებრო სამუშაოებში ჩართვის პროცესს.
„ქართველი მეხანძრე-მაშველები, თურქეთში, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და ადიამანში, ახალგაზრდა ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ცნობილი ხდება ის ფაქტიც, რ
„ნაცმოძრაობას“ სწორი გზა როდის აურჩევია? 11 წელია, ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ასუსტებს და ასრულებს, თუმცა მათი დასუსტებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის წარსულია.
„რესურსი აღარ აქვთ და მორჩა. ჯერ კიდევ გიორგი გახარიამ როდის უწინასწარმეტყველა, რომ ქუჩის ოპოზიციად დარჩებოდა. დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩის ოპოზიციაა. ვისაც ალტერნატივი
მაშინ, როცა თურქეთის მოსახლეობა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს გადარჩენილების დასახმარებლად, მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში მოროდიორები გამოჩნდნენ. მათ მაღაზიებიდან და ცარიელი სახლებიდან საკვები, ტექნიკა და ავეჯიც გააქთ.
თურქული მედიის ცნობით, საძარცვავად მთელი ოჯახები ერთად მიდიან. აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ჰუმანიტარულ დახმარებას მათთან ჯერ არ მიუღწევია, ბევრი ადამიანი იძულებულია მსგავსი ნაბიჯი გადადგას, მაღაზიის მეპატრონეები კი თავიანთი დაწესებულებებს დამოუკიდებლად იცავენ.
თურქეთის პროვინცია ჰათაიში, მიწისძვრიდან 29 საათის შემდეგ, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ორი თვის ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილთა პოვნის შანსები უფრო და უფრო მცირდება, მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში 79 000-ზე მეტი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ისინი მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში აგრძელებენ დახმარებას.
ერთ-ერთმა ჯგუფმა მალათიაში 62 წლის ეროლ ჰანჩი გადაარჩინა, რომლის ოჯახის სხვა წევრები ნანგრევებიდან უფრო ადრე გამოიყვანეს. მიწისძვრის დროს სახლში სულ 7
თურქეთის ქალაქ ჰატაის საფეხბურთო კლუბ ,,ჰატაისპორში“ მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ, სამშობლოში გამომგზავრებამდე, ,,ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სტატუსი დაწერა, რითაც ქვეყანაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა.
,,რა ტრაგედიაც მოხდა, ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ. ეს არ იყო უბრალოდ მიწისძვრა, ეს იყო უფრო ღრმა და შემზარავი. მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ეს არ არაა მთავარი ამ წამს. ადამიანები დანგრეულ შენობებშო ბავშვებს ოჯახის წევრებს ეძებენ. ამაზე საშინელი არაფერია. მშვიდობა
ხაჭაპური – ქართული კლასიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, – ამ სათაურით „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) სტატიას აქვეყნებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტმა, ჯენიფერ ჰათამმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. სტატიის ავტორი „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ონლაინმკითხველს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და კულინარიას აცნობს.
სტატიაში საქართვ
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 900-ზე მეტი რუსი ოკუპანტი გაანადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე მოწინააღმდეგის საერთო საბრძოლო დანაკარგმა დაახლოებით 134100 ადამიანს მიაღწია. აქედან, 910 გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურდა.
გუშინ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლების თავდასხმა 22 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
გარდა ამისა, უკრაინის ავიაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსი ო
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მუდმივად იზრდება და უკვე 8 ათასს აჭარბებს.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში 5900-მდე ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 35 ათასი კი დაშავდა. მეზობელ სირიაში, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მსხვერპლთა რიცხვი 812 -მდე გაიზარდა, დაახლოებით 1400 ადამიანი კი დაშავდა. სირიის ჩრდილო-დასავლეთით, აჯანყებულთა მიერ კონტროლირებად რაიონებში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2300-ზე მეტი დაშავდა.
თურქეთის სამხრეთ ნაწილსა და სირიის ჩრდილოეთით სამაშველო სა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე
8 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წლიურ ანგარიშს და სამოქმედო გეგმას წარადგენს.
პარამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
პაპუაშვილის ინფორმაციით, სხდომაზე მიწვეულია მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ, რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“BREAKING: უკრაინაში “პირველი” Leopard 2 ჩამოვიდა. მეტი იქნება. მადლობა კანცლერს, ჩემს კოლეგას ბორის პისტორიუსსა და გერმანელ ერს. სატანკო კოალიცია მიდის… გამარჯვებისკენ!” , - წერს რეზნიკოვი.
ცნობისთვის, სამშაბათს გერმანიის უშიშროების ფედერალურმა საბჭომ სამრეწველო მარაგებიდან უკრაინისთვის 178 Leopard 1 ტანკის გადაც
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა.
შესაბამისი განკარგულებები უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, სერგეი ლისაკი დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, იური მალაშკო ზაპოროჟიეს ოლქის, ალექსანდრე პროკუდინი კი ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ოლექსი კულება კიევ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ.
ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი დ
საქართველოდან თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თურქეთში, ქალაქ ადიამანში უკვე იმყოფება 60 ქართველი მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი.
„60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ,,საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის, ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდში, ბადრი ესებუას დაკავების ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა.
სამეგ