საქართველოში, 2023 წლის თებერვალში წლიურად საკვებ პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ხახვი გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტზე 118,4%-ით გაიზარდა. ფასების ზრდასთან ერთად, მოიმატა იმპორტმაც. 2023 წლის იანვარსა და თებერვალში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 474 ტონა ხახვი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.6 მლნ აშშ დოლარის 4 754 ტონა ხახვი.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ ხახ
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსები აგრძელებენ ავდიივკას დაბომბვას. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ორ მაღალსართულიან შენობაზე“, - წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ინტერპრესნიუსი
ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაის განცხადებით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას Mi-24 ტიპის 12 ერთეული ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას Mi-24 ვერტმფრენების უკრაინისთვის მიწოდება. მინისტრის თქმით, ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებას წარადგენენ.
ს
პუტინი ძალიან პროგნოზირებადია. ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადების გაკეთებით ის აღიარებს, რომ წაგების ეშინია და რაც შეიძლება გააკეთოს არის ტაქტიკით შეშინება , - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, პუტინის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს დანაშაულში მონაწილეობას.
„მეორე. ის კიდევ ერთხელ აცხადებს დანაშაულში მონაწილეობას. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევა“, - წერს პოდოლიაკი
ახალგაზრდები, ჩვენი მოქალაქეები, უპერსპექტივობის გამო კვლავ გარბიან ქვეყნიდან. ეს იმ "თავმომწონე" ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ევროპულ კაბინეტებში "განცვიფრებას" რომ იწვევს ჩვენ პარტნიორებში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა.
"დიახ განცვიფრდებიან, როცა ქვეყნის პრემიერ-მინი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდნეტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბელარუსულ საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის ნეგატიურად აღქმას მაქსიმალურად აძლიერებს. კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყ
გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს, რომლებიც, სავარაუდოდ, გერმანელი ინფორმატორების გადაბირებას ახორციელებდნენ. ინფორმაციას მედია საშუალებები გამოცემა Focus-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში აკრედიტებული 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს“, - წერს გამოცემა.
Focus-ის წყაროს ცნობით, ეს დიპლომატები დაკავებულები იყვნენ გერმანიაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროში და შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციის წყაროების მოძიებით.
ი
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშნები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.
"ვნახეთ ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გავაგრძელებთ ამ სიტუაციის მონიტორინგს", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრატეგიული ბირთვული პოზიციის შეცვლის მიზეზს ვერ ხედავენ.
„ჩვენ ვერ ვხედა
ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისისა“ და იურიდიულ ფირმა „ემ ქეი დის“ დამფუძნებელი, იურისტი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ემ ქეი დისთან“ საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 9 მარტს, პირადად აცნობა.
„რა მოხდა და არაფერი. მოხდა ის, რაც ნორმალურად ხდება ჩვეულებრივ ბიზნეს პრაქტიკაში. ჩვენ ბოლო კონტაქტი გვქონდა 9 მარტს, როდესაც მან შემატყობინა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ“, — განუცხადა ვიქტორ ყიფიანმა „ტვ პირველს“.
„ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილს იურიდიულ სამსახურს თითქმის ხუთი
ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანი, რომელიც თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში წავიდა.
ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მურუსიძემაც დაუდასტურა.
„საბჭოს მიმართა წერილით, ჩვენ დავუკავშირდით და დაგვიდასტურა, რომ წავიდა, წავიდა… განცხადებაში დაწერა, რო
რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა ინტერვიუში, რომელიც შაბათს გადაიცა ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერით.
პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. გარდა ამისა, პუტინის სიტყვებით, ბელარუსს გადაეცემა სარაკეტო კომპლექსი „ი
უსაფრთხოების ბილიკების მოწყობითი სამუშაოების გამო ისნის რაიონში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარედ (მეტრო სადგურ „ისანთან“) 26 მარტის 10:00 საათიდან 8000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: დედოფლისწყაროს I შეს. 2, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფილი საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლანდელი ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11,
წესი-ურავის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მეშვიდე კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წერილში ილია მეორე ბართლომე I -ს სთხოვს, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ხელი შეუწყოს.
„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო:
პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ
„აისეტის“ კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ. მათ შორის საუბარია, მიგრაციის ეკონომიკაზე გავლენაზე.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 70-80 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ, მშვიდობიანობის პერიოდში შემოვიდოდა. ეს სრული მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია, თბილისისა და ბათუმის მოსახლეობის კი – 6%.
დავინახე, გარკვეული, ნებსით თუ უნებლიედ, ის სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სათქმელი თითქოს იყო ის, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი ევროპეიზაცია, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.
სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო მეტად ოპოზიციას გულშემატკივრობს და მისი ამოცანა ხელისუ
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს ეკიდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ასევე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
IPN
ამ კადრებმა მსოფლიო მოიარა. ბევრმა არ იცის, რომ ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს დღეს წინა რიგებში საამაყო საჯარო მოხელესთან ერთად, ჩვენი გუნდის უნიჭიერესი ახალგაზრდა - ბორჯომის საკრებულოს წევრი კოკა კობალაძე იდგა, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
"კოკას წარდგენა არ სჭირდება - საზოგადოება კარგად იცნობს როგორც ნიჭიერ პოეტს. მაგრამ ვიცნობდეთ მას როგორც კარგ პოლიტიკოსს და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ახალგაზრდას
გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საფუძველიცაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ეკლესია ისტორიულად ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი და გამაძლიერებელი. დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
„პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მი
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ არ აპირებს კომენტარი მისცეს რომელიმე მედიასაშუალებას სალომე კენჭიაშვილის მიერ მარო მაყაშვილის სტიპენდიის უკან დაბრუნების თაობაზე.
„მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი ვისი და
ჩინეთისგან მოლაპარაკებების შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩინეთისგან შუამავლობის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია. შეხვედრის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური არხების მეშვეობით „პირდაპირ შევატყობინე, რომ ჩინეთის ლიდერთან საუბარი მსურს”.
გამოცემის თქმით, ზელენსკიმ პეკინს უკრაინული 10-პუნქტიანი ს