საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ორჯერ მოისმინა და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მიხვდა.
მისი თქმით, როცა ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ერთმანეთს ყოველთვის უკავშრდებიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ეს არის გასული წლის 21
A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება. ასევე, შეიქმნება A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვის გაცემას და 1-ელი აპრილიდან ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ეს უკრაინაში ომის დაწყებიდან მისი მეოთხე ვიზიტია.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
„კარგია კიევში დაბრუნება. ეს მეოთხე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამჯერად უკრაინას ევროკომისრების ჩემს გუნდთან ერთად ვეწვიე. აქ ვართ ერთად, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ისე მტკიცედ, როგორც არასდროს და ასევე ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, ავტობუსის ზოლში გადასვლისა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ნებართვა ჰქონდეთ.
როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობენ. კალაძემ ასევე, ტაქსების ახალ რეფორმაზეც ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპების განხორციელება. ეს ცხადია, ბოლო ეტაპი არ არის, მაგრამ კარგად გვესმის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან კარგად გვესმის და წარმოგვიდგენი
თუ აქამდე უკვე გიფიქრია, როგორები იქნებოდნენ ანიმაციური ფილმების ან წიგნების პერსონაჟები ჩვენ გვერდით რომ ეცხოვრათ, ამაზე ხელოვნურ ინტელექტს ზუსტი პასუხები აქვს. თუმცა ზოგის ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის და 20 წლის ანიმატორი იმითაც დაინტერესდა, რა შედეგს მივიღებდით, თუ ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვდით, ქვეყნები ადამიანის სახით წარმოედგინა.
სტატიაში 15 ქვეყანას გთავაზობთ, რომლებიც ანიმატორმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით "გააცოცხლა". ფოტოები დაგარწმუნებს, რომ წარმოდგენის დონეზე დღეს შეუძლებ
პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში.
ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადეს.
ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სრულად აიგნორებს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და აგრძელებს კრემლთან ურთიერთობის გაღრმავებას.
"მა
ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვან დერ ბელენთან შეხვედრამდე მას მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტო გადასცეს.
“ოდესღაც იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ისინი [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება”, - თქვა ზელენსკიმ დ
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემადგენლობაში შეიძლება 200-მდე სერბი იბრძოდეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ სერბმა ადვოკატმა, საზოგადოებრივი ჯგუფ Octobar-ის თავმჯდომარემ, ჩედომირ სტოიკოვიჩმა მედიაცენტრ ,,უკრაინა-ოდესაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება იმისა, რომ სერბეთის მოქალაქეები უკრაინაში ,,ვაგნერის“ შემადგენლობაში იბრძვიან.
,,გვაქვს ბევრი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მონაწილეობენ სერბები
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელზე, ამირან გამყრელიძეზე, საუბრის დროს ამბობს, რომ "დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი". ასე ეხმიანება გახარია იმ კრიტიკულ წერილებს, რომლებიც გამყრელიძემ ჯანდაცვის უწყების მოქმედ მაღალჩინოსნებს გაუგზავნა.
"სამწუხაროდ ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში.
კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველა
უკრაინის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან, ჩხრეკა ჩატარდა 18 იანვარს ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ავიაკატასტროფაში 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა.
ავაკოვის თქმით, მასთან მივიდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები. მათ აინტერესებდათ ექვსი წლის წინანდელი დოკუმენტაცია ფრანგული ვერტმფრენების შესყიდვაზე, როცა ის შინაგან საქმეთა მინისტ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იერუსალიმი უკრაინისთვის თავისი ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ,,რკინის გუმბათის“ გადაცემის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი სახელმწიფო სწავლობს შეტევებისგან კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, მათ შორის ,,რკინის გუმბათის“ გადაცემის საკითხს.
,,მე ნამდვილად განვიხილავ ამას,” - უთხრა მან CNN-ის კორ
რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა განაცხადა, რომ ნავალნი ნახევარი წლით გადაჰყავთ საკნის ტიპის სათავსოში - უფრო მკაცრი რეჟიმის საკანში, სადაც ათავსებენ საპატიმროს წესების გამოუსწორებელ დამრღვევებს. ექვსი თვე ასეთი ტიპის საკანში მოთავსების მაქსიმუმია მამაკაცებისთვის.
ნავალნის მომხრეები ასევე იტყობინებიან, რომ ოპოზიციონერს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების წინააღმდეგ მკურნალობდნენ „ასეთ შემთხვევაში დაუშვებელი ანტიბიოტიკების უზარმაზარი დოზებით“.
1 თებერვალს
რუსეთში 1 თებერვლიდან ძალაში შევიდა ნავთობის მიწოდების აკრძალვა იმ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის, რომლებმაც მის ფასებზე მაქსიმალური ზღვარი დააწესეს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულების თანახმად, რომელსაც ჯერ კიდევ 27 დეკემბერს მოეწერა ხელი, რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება იკრძალება უცხოეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, თუკი კონტრაქტებში „პირდაპირ ან ირიბად არის გათვალისწინებული მაქსიმალური ფასების ფიქსირების მექანიზმის გამოყენება“.
შეზღუდული ფასებით ნ
"ძალა აღმართს ხნავს. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის", - ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას.
წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა.
წერილიდან ირკვევა, რომ ამირან გამყრელიძე ნაწყენია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო და მიიჩნევს, რომ ეს სამინისტროსთან იყო შეთანხმებული.
NCDC-ის ყოფილი
2023 წლის პირველი თებერვლიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საექსპერტო მომსახურებას განახლებული ტარიფების მიხედვით განახორციელებს.
ტარიფების განახლება 2023 წლის 16 იანვრის საქართველოს მთავრობის #14 დადგენილების შესაბამისად განხორციელდა, რაც განაპირობა ბიუროში მთელი რიგი მიმართულებებით საექსპერტო სახეობების დამატებამ და არსებული საექსპერტო ტარიფების ბაზარზე კონკურენტული ფასების განსაზღვრამ.
განახლებული ტარიფების ნახვა შესაძლებელია ექსპერტიზის ბიუ
თითქოს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გელათთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნა, შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათი განმარტებით, დასკვნა საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზეა შესრულებული და არავითარ პოლიტიკას არ აქვს ადგილი.
„გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული
ბოლო ორი დღე, სანამ ნაცმოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს გვიყრიდნენ საკენკად, ხელისუფლებამ დანაშაულის დაფარვის და სტატისტიკის გაყალბების გეგმა შემოგვაპარა, კორუფციის წინააღმდეგ „წარმატებული ბრძოლის“ პროპაგანდისტული კამპანია აწარმოა და ხალხში პარალელური რეალობის დალექვა დაიწყო - როგორ ვითარდება ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს "ქართული ოცნების" ინტერესია, ილაპარაკონ მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ყ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება იარაღის მიწოდების შესახებ უკრაინის ახალ თხოვნაზე. მანამდე ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინას მიაწოდოს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.
მაღალტექნოლოგიურ თვითმფრინავებს კიევი ითხოვს მას მერე, რაც გასულ კვირაში დასავლელი მოკავშირეები ტანკების მიწოდებას დაჰპირდნენ.
აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ამ დრომდე უარს ამბობდნენ უკრაინისთვის გაეგზავნათ იარაღი, რომლის გამოყენებაც შე
აშშ უკრაინისთვის ამზადებს 2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, პირველად იქნება გათვალისწინებული გრძელი რადიუსის რაკეტები, ისევე, როგორც სხვა ტიპის აღჭურვილობა. ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერსს" ორმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა 31 იანვარს.
გავრცელებული ცნობებით, დახმარების პაკეტი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება, და მასში გათვალისწინებული იქნება მათ შორის დამატებითი აღჭურვილობა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და Javelin-ის ტიპის ტ
საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“ გადასცემს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ გააკეთა.
მანამდე საფრანგეთმა უკრაინას 18 მსგავსი ჰაუბიცი გადასცა.
როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამატებით შეიარაღებას უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩაიტანენ. „სეზარი“ 155-მილიმეტრიანი კალიბრის მქონე თვითმავალი ჰაუბიცაა, რომელიც 40 კილომეტრის მანძილზე
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, გაიწვიონ რუსეთის ელჩები. ამის შესახებ განცხადება გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„რუსეთის ელჩების ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში დატოვებას აზრი აღარ აქვს. უმრავლეს შემთხვევაში ეს უკვე არა დიპლომატიური, არამედ პროპაგანდის ინსტიტუტია, რომელიც ხელს აფარებს სამხედრო დანაშაულებებს და, ზოგადად, ეწევა გენოციდის
უკრაინის პრეზიდენტმა ახალი საკადრო ცვლილებები დააანონსა. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
მისი თქმით, მას ჯერ არ დაუსრულებია მთავრობაში ცვლილებების პროცესი და ყველას, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნას, გათავისუფლება ელოდება.
„ახლა ერთგვარი საკადრო სიჩუმეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიდევ იქნება გადაწყვეტილებები. ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხვნებს არ შეესაბამება, მათი სა
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება ეხება რამდენიმე კატეგორიას: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს.
მისივე თქმით, აღნიშნულ სამ კატეგორიას სწავლა სამივე ა