დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეიქმნება.
აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე მოიხსნება მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში.
„როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ისინი გაიმარჯვებენ, როცა პუტინი უკან დაიხევს, ჩვენ მოვხსნით რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხეს საქართველოში,
ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ, რომელსაც შარშან ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, შიმშილობა გამოაცხადა. ის აპროტესტებს ციხეში მის გაჩერებას უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმატებით გაასაჩივრა მისი დაკავება.
ფანაჰი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ირანელი კინორეჟისორია. მის ფილმებს მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების პრემიები, ლოკარნოს ფესტივალის „ოქროს ლეოპარდი“ და ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“.
შარშან მაისში ფანაჰიმ 300-ზე მეტ ირანელ ინტელექტუალთან და
გერმანიამ მოიწონა უკრაინისთვის Leopard 1 ტანკების გადაცემა საკუთარი მარაგებიდან. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა. ლაპარაკია საერთო ჯამში 88 ერთეულზე. ისინი მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის საწყობებში ინახება. ჰებეშტრაიტის თქმით, ტანკების მიწოდება უახლოეს კვირებში შეიძლება დაიწყონ.
მანამდე Süddeutsche Zeitung-ში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის Leopard 1-ების მიწოდებასაც აპირებს.
Leopa
მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შეფასებისთვის - მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ისევე შეუერთდნენ ევროკავშირის ღირებულებებს, როგორც ქართველი ხალხი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნავს.
გახარიას თქმით, ქვეყნის ტექნიკური წინსვლა საყურადღებოდა, თუმცა პოლიტიკური პროგრესი ჩამორჩება.
„მადლობას ვუხდით ევროკომისიას საქართველოს დადებითად შ
ევროკომისიის ანგარიშს ვაფასებთ პოზიტიურად! თუმცა ძალიან დიდი სამუშაოა წინ შესასრულებელი, არამხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, ამის შესახებ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ევროკომისიის შეფასება გაკეთდა ქვეყნების მიერ შევსებული კითხვარების საფუძველზე და ეყრდნობა არსებულ კანონმდებლობას/მარეგულირებელ ჩარჩოს და არა რეალურ ვითარებას.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ტექნიკური თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში. სწორედ ა
მორიგი სიცრუე ვრცელდება ხელისუფლებისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. სიმართლე არის შემდეგი - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის (და შესაბამისად კანდიდატის სტატუსის მიღების) წინაპირობაა ქვეყნის მიერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს. პოლიტიკური კრიტერიუმები თავის მხრივ მოიცავს ინსტიტუტების სტაბილურობას, კანონის უზენაესობა
რუსეთს შეუძლია მოხსნას ფრენების აკრძალვის სანქცია, ჩვენ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ, ამას არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ძალიან გვეპარება ეჭვი, რომ მოხდეს რუსეთ-საქართველოს ფრენების აღდგენა საერთაშორისო სანქციების დაურღვევლად, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგე
უკრაინა მზად არის ნებისმიერ დროს გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან, მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ BBC News Україна-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით ირანმა „ხაზს გადააბიჯა“, როდესაც რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად კამიკაძე-დრონების მიწოდება დაიწყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს თეირანთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ წინადადება განსახილველად წარუდგინა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც წლის დასაწყისში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით კიევში, 3 თებერვალს კვლავ ჩავიდა უკრაინის დედაქალაქში, სადაც ევროკავშირ-უკრაინის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
"კიევში დავბრუნდი ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ევროკომისიის ხელმძღვანელ ურზულა ფონ დერ ლაიენთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელ ჟოზეპ ბორელთან ერთად მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ნებისყოფა არ შესუსტდება! ჩვენ ასევე მხარს დ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა შერაზ გასრის ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან ფრანგულ მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომიის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.
მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევრ
რუსი ოკუპანტები დღეს იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა, თუმცა ტაქტიკურად მათ ჯერ კიდევ აქვთ შეტევითი მოქმედებების მცდელობის რესურსი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ უნდა გააგრძელოს მუშაობა მდგრადობის გასაძლიერებლად და დარჩეს ერთიანი სწრაფვაში, რათა აღჭურვოს ჯარისკაცები საჭირო იარაღით.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, ყოველთვიურად მნიშვნელოვნად გაიზარდოს გლობალური ზ
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4 პროცენტი შეადგინა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.0 პროცენტით, რაც საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.03 პროცენტული პუნქტით აისახა.
ყველაზე მეტად, 26.5 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.8 პროცენტით მოიმატა ფასებმ
სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ქვეყანას ყველაზე ნაკლებად სჭირდება პოლარიზაცია და ყველას მიზანი უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
დაუშვილის თქმით, ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.
„სტატუსის მიღების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სტატუსი მივიღოთ. ამიტომ, დღეს ქვეყანას ყველაზე ნაკლებად რაც სჭირდება, არის პოლარიზაცია, და
პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი შენიშნეს.
ვაშინგტონი აკვირდება მაღალ სიმაღლეზე მფრინავ ბურთს მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დღის წინ შევიდა. ბოლო საჰაერო ბურთი მონტანას საჰაერო სივრცეში ნახეს.
აშშ-ის სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ ჩამოეგდოთ საჰაერო ბურთი, რადგან იყო შეშფოთება ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო. ვიდრე მონტანას შტატის ქალაქ ბილინგზის თავზე გამოჩნდებოდა, ობიექტმა გადაუ
იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინი შეიტანენ საკუთარ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 12 რეკომენდაციას შორის არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭო
იმედი გვაქვს, ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის შესრულების შედეგს, ანგარიშში აღნიშნულ პროგრესს, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ევროკომისიის ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღებ
89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის…
ჩვენი უძვირფასესი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში.
ჯემალ ღაღანიძე 1956 წელს წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ხასიათის მრავალი როლი. მათგან აღსანიშნავია: წიწოლა („ბახტრიონი“), ბ-ნი გიორგი („მზიანი ღამე“), ა
შეფასების დოკუმენტით, ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით; ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას
„დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართვე
დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ავსებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით ევროკავშირის 2022 წლის მოსაზრებას, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას.
„დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანალიტიკური ანგარიში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის საკანონმდ
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნასთან დაკავშირებით მომზადებულ ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება.
"ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ეს კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მისცა „ამერიკის ხმას“:
„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებშ
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყ