Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ჯო უილსონი - გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს: კონგრესი თვალს ადევნებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, კონგრესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების სამომავლო ძალისხმევაზე. „გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს: კონგრესი ადევნებს თვალს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების მომავალ ძალისხმევაზე“, - წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. იპნ

მოსამართლე ხუჭუა: წვეულებაზე მიწვეული არ ვარ, ეს პირველი შემთხვევა არაა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის მოსამართლეების წვეულებაზე, რომელიც რესტორან ბაბილოში იმართება, მიწვეული არ არის. ხუჭუას თქმით, მის მიმართ ზოგიერთი მოსამართლის მხრიად სულმდაბალი ქმედებები არ უკვირს. "მე ამ წვეულებაზე მიწვეული არ ვარ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან იყო გარკვეული წლები, როცა დაპატიჟებული არ ვიყავი. თუ ეს ნამდვილად კორპორატიული შეკრებაა და არ მომიწვიეს, მე ამით არაფერი დამაკლ

SJC: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება გუშინ, 11 იანვრის ღამეს ბათუმში მომხდარი დაკავების ფაქტებს და მოითხოვს: „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას; არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიებას და ბრალეული პირების პასუხისგებაში მიცემას. აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს დააკავეს. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”

ვიკა ფილფანი - დაკავებულია მათე ცენტერაძე, ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელზეც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს მუქარისა და დაშინების მცდელობა

დაკავებულია მათე ცენტერაძე, ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელზეც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს მუქარისა და დაშინების მცდელობა. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/519836690508067

ომბუდსმენი - სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს - დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

11-12 იანვრის ღამეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული 10 მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. „მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე.

თბილისში, რესტორანთან, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - მოსამართლეები შენობაში შეძახილების ფონზე შედიან

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილების ფონზე აცილებენ. “[ეს მოსამართლეები] უძარღვოდ, უსისხლოდ, უსულგულოდ არიან დაბადებუ

მზია ამაღლობელი პოლიციამ 353-1 პრიმა მუხლით დააკავა, რაც 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-7 წლამდე. ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა.  მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - ამ პატიმრების გათავისუფლება გადის ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაზე, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება კომპრომისზე წასვლის და გაჩერების (ვიდეო)

ამ პატიმრების გათავისუფლება გადის ჩვენს პოლიტიკურ ბრძოლაზე, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება კომპრომისზე წასვლის და გაჩერების. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1135812314554863

"გახარია საქართველოსთვის" - ბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე - მოვითხოვთ, დროულად გათავისუფლდეს მათე და ყველა უკანონოდ დაკავებული პირი!

"ბათუმში დააკავეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე. რეჟიმი აგრძელებს ახალგაზრდებზე ნადირობას. მოვითხოვთ, დროულად გათავისუფლდეს მათე და ყველა უკანონოდ დაკავებული პირი!" პარტია "გახარია საქართველოსთვის".

ვიკა ფილფანი - ჩვენი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ჩვენი მოქალაქეების ხმას და მოთხოვნებს ვაწვდით მათ

ჩვენი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ჩვენი მოქალაქეების ხმას და მოთხოვნებს ვაწვდით მათ. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ახალი არჩევნების თარიღი! ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/524787699884112

შსს-ში აცხადებენ, რომ „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული

„ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, გუშინ ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.   იპნ

რუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი

რუსთაველის გამზირზე დაკავებული შშმ აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მასთან არის მისი ადვოკატი. კლინიკის შენობასთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე მანქანა. ჯვარშეიშვილის მეგობრის თქმით, დაკავებული ნაცემია, თუმცა, ხელზე კვლავ ბორკილები ადევს, ხოლო ექიმები მას უხეშად ექცევიან. გია ჯვარშეიშვილი 11 იანვარს დააკავეს. ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”. „პუბლი

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი

11 იანვარს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. მისი მეგობრებისთის უცნობია, სად არის ჯვარშეიშვილი გადაყვანილი. ვიდეოში, რომელიც „ახალის” წევრმა, ნანა მალაშხიამ გადაიღო და ჯვარშეიშვილის დაკავებას ასახავს, ისმის ხმა: „მიშველეთ”. „პუბლიკა” ცდილობს დეტალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გარკვევას. ჯვარშეიშვილი ერთხელ უკვე დააკავეს – 1-2 დეკემბრის ღამეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. მან თქვა, რომ პოლიციელები გაუპატიურებითაც და

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს „ბათუმელების" ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი

ბათუმში საპროტესტო აქციაზე გამოცემა „ბათუმელების” ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დააკავეს. „ბათუმელების” ჟურნალისტის თქმით, ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. პლაკატზე წერია: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”. „ბათუმელების” რედაქტორმა, ეთერ თურაძემ თქვა: ბათუმში საპროტესტო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს სწორედ პლაკატების გაკვრის გამო. „ბათუმელების” ცნობით, თავდაპირველად ერთი ადამიანი – აქტივისტი ციალა ქათამიძე დააკავეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან.

დავით დოიაშვილი - მოვითხოვთ, ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას არაუგვიანეს 20 იანვრამდე - ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას!

მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე - ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ვერასო

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლოს ეზოში შეკრებილების ხმაური მოჰყვა

საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა, აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს. შეკრებილები სკანდირებდნენ: „დამხობა რეჟიმს - თავისუფლება ტყვეებს“; „უსამართლო სასამართლო - ხალხის ძალის გეშინოდეთ“. ერთ-ერთმა მოქალაქემ შენობის კიბეებთან განლაგებულ პოლიციასთან ე.წ ბალაკლავა მიიტანა და თქვა, რომ შეუძლია, სამართალდამცველებს, რომელთაც სახე უჩანთ, ის ათხოვოს. „როგორც წესი, შსს კანონს არღვევს, როდესაც სახე არ უჩანს. რამდენიმე ადამიანს სახე უჩანს და შემიძლია ბალაკლავ

სალომე ზურაბიშვილი - დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება

აქ არ არის ორი საქართველო, ერთი საქართველოა და არიან ადამიანები, რომლებიც სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები - ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც არჩიეს, რომ სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით საქართველოში დაპირისპირება შემო

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში საპროტესტო აქციას შეუერთდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა. „წინააღმდეგობის 45-ე დღე პრეზიდენტთან ერთად“. – ამ პლაკატით დახვდნენ მას ადგილობრივები, რომლებიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათ გაშლილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ახლა ვართ ბრძოლაში, საიდანაც გამარჯვებულები გამოვალთ, მაგრამ მასში ყველა უნდა ჩაერთოს”. მისი თქმმით, საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა დასავ

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე „ბისკვიტში“ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეჭმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. აღნიშნულს დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა. პროკურატურა დაკავე

ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას უჟანგბადობის გამო შეუძლოდ გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას ირაკლი მიმინოშვილი, რომელსაც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, უჟანგბადობის, უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა. მიმინოშვილმა აღნიშნული მიზეზით სასამართლო დარბაზი დატოვა და მოსამართლემ პროცესი 15 წუთით შეაჩერა. მანამდე, მოსამართლემ სხდომის დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.   formula news

აქციაზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი მოსამართლეს - თხოვნა მექნება, რომელიმე თქვენგანი 5 წუთით აქ დადგეს, აქ ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია, ერთმანეთის ნახშიროჟანგს ვსუნთქავთ

თხოვნა მექნება, რომელიმე თქვენგანი 5 წუთით აქ დადგეს, აქ ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია, ერთმანეთის ნახშიროჟანგს ვსუნთქავთ,- ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი მიმინოშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს. ხუსკივაძემ დარბაზი მაინც არ შეცვალა. „ცხოველები ხომ არ ვართ, ადამიანები ვართ",- მიმართა მას კვლავ მიმინოშვილმა. სწორედ მიმინოშვილი გახდა სხდომათა დარბაზში უჰაერობის გამო ცუდად. მისთვის სასამართლოში სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

ზვიად ცეცხლაძის მამა - მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები - მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს

მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები. მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს, - ამის შესახებ აქციაზე დაკავებული, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა. აღნიშნული განცხადება ზურაბ ცეცხლაძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სხდომა დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო დღეს, საქართველოში აღარ არ
×
×
  • შექმენი...