Jump to content
Planeta.Ge

Blogs

„რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება“ — ნათია მეზვრიშვილი 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს 613 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ მოკლე ინფორმაცია მისსავე გვერდზე დაიდო სოციალურ ქსელში. დამატებით ინფორმაცია შეწყალებულთა შესახებ უცნობია. მიხეილ ყაველაშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნა, რომ ამ აქტის მიზანი რეპრესიებისთვის საჭირო „სამუშაო ძალის“ დამატებაა. „რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქ

დავით ბლუაშვილი - მე, შესაძლოა გავმხდარიყავი უსამართლობის მსხვერპლი და გიორგი გახარია იდგა იქ, სადაც კეთილსინდისიერი სახელმწიფო პირი უნდა მდგარიყო - ასე შენდება ქვეყანა და მადლობა ამისთვის

"ვერიდები საჯაროობას, მითუმეტეს პოლიტიკურ თემებზე. საუბრით, მეგობრებთან ვსაუბრობ, პოლიტიკურ არჩევანს კი კაბინაში ვაკეთებ. ეს ამბავი იმ ადამიანზეა, ვინც საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა თავის დროზე. პრეისტორიით დავიწყებ, მიშას რეჟიმის დროს ჩემმა მშობლებმა კომპანიის წილები არ დათმეს და ზეწოლის შემდეგ მოგვიწია ქვეყნის დატოვება, სავაჭროდ რეჟიმმა მეც მიმაბა საქმეს და საერთო ჯამში 32 წელი მოგვისაჯეს. 2011 წელს დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მობილიზება გავუკეთეთ ემიგრანტებს, ვიბრძოლ

SJC-ის შეფასებით, თემქაზე აქციის მონაწილეების დაკავებისას პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, 18 იანვარს, თემქის პოლიციის შენობასთან დემონსტრანტები არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს, დროულად გაათავისუფლონ ისინი, ასევე, საზოგადოებას მიწოდონ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა დაკავების წინაპირობებზეც. მართალია, მათ პოლიციამ მოუწოდა, არ დაეფარათ სახე, რასაც ისინი მიზანმიმართულად არ დაემორჩილნენ, თუმცა, როგო

ვხედავთ დაჩოქებას მოსკოვის მოთხოვნებისადმი — ატლანტიკური საბჭოს წევრი „ოცნების“ პოლიტიკაზე

„ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი აღნიშნავს, რომ არსებითი საფუძველი არსებობს, ამერიკისა და ევროპის მთავრობებმა არ აღიარონ „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომ საქართველო უჩოქებს მოსკოვს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს ურთიერთობები არასწორი გზით მიდის. ამის შესახებ დიპლომატმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევითა და სტუმრებში „ქართული ოცნების“ ვე

ადვოკატის თქმით, „ბაბილოსთან“ დაკავებული შაკო მაღრაძე მუცლის ტკივილის გამო კლინიკაში გადაიყვანეს

ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ბაბილოსთან“ აქციაზე დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეტალების გასარკვევად „პუბლიკა“ გუჯა ავსაჯანიშვილთან დაკავშირებას ცდილობს. ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელმაც იზოლატორში დარეკა ინფორმაციის მისაღებად, გვეუბნება, რომ შაკო მაღრაძის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება ექიმმა მიიღო, რადგან მას მუცელი სტკიოდა. ტყეშელაძე განგვიმარტავს, რომ იზოლატორის ექიმებს პატიმრების კვლევის დამატებითი ს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, რევაზ კაკულია თანამდებობას ტოვებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი რევაზ კაკულია თანამდებობას ტოვებს. ეს ინფორმაცია მან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტთან ერთად გამოაქვეყნა. იმის პარალელურად, რომ ბოლო რამდნიმე კვირაში სახელწიფო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, ბევრი მათგანი, ძირითადად მაღალი თანამდებობის პირები, პოსტებს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებენ. ისინი ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკ

რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ორი ახალგაზრდა დიღმის იზოლატორში იპოვეს

რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები, 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე, რომელთაც მეგობრები და ადვოკატი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, დიღმის იზოლატორში აღმოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არც დაკავებულების ახლობლებსა და ადვოკატს, არც მედიას არ აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას, რომელ იზოლატორში იყვნენ გადაყვანილები. ისინი სავარაუდოდ, ნიღბების ტარების გამო დააკავეს. როგორც ადვოკატებმა დაკავებულების მონახულების შემდეგ განაცხადეს, ისინი შეცდომით არიან

ნათია მეზვრიშვილი - სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს გიორგი გახარიაზე თავდასხმის მტკიცებულებები და ახლა ანადგურებენ თავდასხმის სათვალთვალო კამერების კადრებს

„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, სასტუმრო „ბათუმი შერატონის“ თანამშრომლებმა გაანადგურეს ის მტკიცებულებები, რომელიც პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ასახავდა. ამასთან, მისივე თქმით, სასტუმროს თანამშრომლები ასევე თავდასხმის ამსახველ სასტუმროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებსაც ანადგურებენ. აღნიშნულს ნათია მეზვრიშვილის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს ურთავს, სადაც სასტუმროს მომსახურე პერსონალი იატაკს წმენდს. მეზვრიშვილის განმარტებ

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში - ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ, ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით

საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება, ან დიდი პრობლემა იყოს კავკასიის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „[ტრამპის ადმინისტრაციის მომავალ წევრებთან] ეს ოფიციალური შეხვედრები არ იყო, ეს შეხვედრები იყო მიღებებზე, რომლებიც ინაუგურაციამდე ხდება, რათა მათ ყურამდე მიგვეტანა საქართველო და პირველი კონტაქტები დაგვეწყო. ვინაიდან საქართველო ხვალ შეიძლება ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდ

სალომე ზურაბიშვილი - ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ის საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება

ტრამპს ვუთხარი, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე - რა უნდა გაიგონ ამერიკელებმა, რომლებმაც შეიძლება ბოლომდე არ იციან ეს საკითხი, იმ საქართველოს მთავრობის რისკზე, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირეა? - ზურაბიშვილმა უპასუხა: „[რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მოკავშირე საქართვ

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება. ამ დღეს ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღ

თემო ტარიელაძე - “შერატონ ბათუმის” დუმილი ნიშნავს დანაშაულის თანამონაწილეობას

“შერატონ ბათუმის” დუმილი ნიშნავს დანაშაულის თანამონაწილეობას. ამასთან, მკაფიოდ ვნახეთ, როგორ ანადგურებდნენ თავდასხმის ღამით სამხილებს, ეს ნამდვილად რეპუტაციის ფასი დაუჯდება შერატონის ბათუმის ფილიალს. თემო ტარიელაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/438872172597624

აშშ-ში TikTok-ი გაითიშა

შეერთებულ შტატებში სოციალური პლატფორმა TikTok-ი აკრძალვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა. აპლიკაციაში გამოქვეყნებულია შეტყობინება აშშ-ის მომხმარებლებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მის გამოყენებას ვერ შეძლებენ. “ჩვენდა საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი თანამდებობას დაიკავებს“, - აღნიშნულია შეტყო

მერაბ დვალიშვილი - მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს - მადლობა გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო!

უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, - ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარის დაიცვის შემდეგ განუცხადა. მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირ

ზურაბიშვილი აშშ-დან: მზად არიან, დაგვეხმარონ ახალი არჩევნების მოწყობაში

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში იმყოფება. ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. ზურაბიშვილი დაესწრო წინასაინაუგურაციო წვეულებას, სადაც ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს შეხვდა. მე-5 პრეზიდენტმა TV პირველს განუცხადა, რომ აშშ-ში მზად არიან, საქართველოს ახალი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარონ. „მზად არიან, რომ დაგვეხმარონ ახალი არჩევნების მოწყობაში, რაც იქნება საჭირო იმისთვის, რომ პირობები შეიქმნას, ისეთი, რომელიც

18-მდე გაიზარდა იმ ბრიტანელი დეპუტატების რაოდენობა, ვინც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილ წინადადებას “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ, 18 დეპუტატი აწერს ხელს. ინიციატივაზე ხელმომწერთა პარტიული შემადგენლობა მრავალფეროვანია – მათ შორის არიან როგორც ლიბერალ-დემოკრატები, ისე ლეიბორისტული პარტიისა წვერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. ინიციატივა 13 იანვარს, 6-მა დეპუტატმა წარადგინა, მალევე ხელმომწერთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, 18 იანვრის მონაცემებით კი მას 18 ადამიანი აწერს ხელს.წინად

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე საქართველოში ჩამოასვენეს. თილიძის ცხედარი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მას სამშაბათს დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.   იპნ

ანა ბუჩუკური - ბრიტანეთში, თემთა პალატაში უკვე დაიწყო საუბარი რეჟიმის მთავარ საყრდენ, ტელეკომპანია “იმედის” შესაძლო პასუხისმგებლობაზე (ვიდეო)

ბრიტანეთში, თემთა პალატაში უკვე დაიწყო საუბარი რეჟიმის მთავარ საყრდენ, ტელეკომპანია “იმედის” შესაძლო პასუხისმგებლობაზე.     ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1114610976819926

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და თავდაცვის მომავალ მდივანს პიტ ჰეგსეტს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „მადლობელი ვარ ორი დიდებული პატრიოტის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრისთვის, რათა აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა დაიცვან და ივანიშვილის ტირანული რეჟიმი დაამარცხონ“, - წერს ჯო უილსონი. ამერიკელი კო

თბილისსა და რეგიონებში დღეს 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება

თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. აქცია-მსვლელობები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, მათ შორის: 14:00 – „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!“ - სარაჯიშვილის მეტრო 15:00 – „გავაპროტესტოთ უსამართლო სასამართლოს განაჩენი!“ - კორნელი ჩალაძის #1, წინასწარი დაკავების იზოლატორთან 18:00 – „მარში “ვეფხისტყაოსნით” თავისუფლებისაკენ“ - შოთა რუსთაველის ძეგლი 19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან 19:00 - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

მოვუწოდებ ბრიტანელებს, დაუყოვნებლივ დაუწესოს ივანიშვილს და მის ოჯახს სანქციები – უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ამის შესახებ ჯო უილსონი X-ზე წერს და აზიარებს „საერთაშორისო – გამჭვირვალობის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნესიმპერიას, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო

TI: ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია. ორგანიზაციის ცნობით, „დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებ

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამებისა და შვილების მარში მიმდინარეობს. მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ „საქართველო, საქართველო!“. მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან, რომლებიც უკვე 51-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების
×
×
  • შექმენი...