გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!
დღევანდელი დღე, როგორც სიყვარულისა და სიხარულის სიმბოლო, განსაკუთრებული იმედია თითოეული ჩვენგანისთვის.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო უკანონო პატიმრებს და ოჯახებში მალე დაბრუნება ვუსურვო!
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
კიდევ ერთი მოქალაქე, თათია უდესიანი წერს, რომ ათავისუფლებენ იუსტიციის სახლის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან. მისი თქმით, მოტივი მხოლოდ ისაა, რომ საჯარო განცხადებაზე ხელმომწერია – „იმ ტექსტზე, რომლის შინაარსზეც, რომ კითხოთ „ყველა მხარე“ უპირობოდ თანხმდება“.
უდესიანი წერს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში „სასწრაფოდ შესული ცვლილების საფუძვლით“, 31 დეკემბრის ღამეს აცნობეს, რომ ერთი თვის ვადაში დაწესებულება ცალმხრივად წყვეტს მასთან შრომით ურთიერთობას.
კა
პროკურატურა ითხოვს, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 16 იანვარსაა ჩანიშნული, 12 მარტისთვის გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს იმ იურისტთა ჯგუფის სახელით, რომელიც დაკავებულ მომიტინგეებს იცავს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.
“შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმ
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტმა სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა.
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი განასახიერებს პოლიტიკურ სიმამაცეს და კისინჯერის სტიპენდიის სახელმწიფოებრიობის იდეალებს“, — განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა.
კისინჯერის სტიპენდია მხარს უჭერს მაკკეინის ინსტიტუტის პერსონაჟებზე ორიენტირებული ლიდერობის პროგრამების ძირითად ღირებულებებს და ფოკუსირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფ
მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. ამის რეალობად ქცევის მიზნით დონალდ ტრამპთან ერთად მის მუშაობას მოუთმენლად ველ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახდა.
„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის
ვრცელდება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი რუსი ტურისტი ქალის მონათხრობი თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით, სადაც ის ჰყვება, რომ მას და მის მხლებელ მამაკაცს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელები გზაზე მანამდეც უტრიალებდნენ წყვილს და მათ შორის კომუნიკაციაც შედგა.
პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სოფელ ნაკრასთან დაესხნენ თავს რუს წყვილს. წყვილი მესტიისკენ ზუგდიდიდან შკოდას მარკის ავტომობილით მგზავრობდა. პოლიცია ეძებს მსხვერპლ მამაკაცსაც, რომლ
არ მსურს ბანალური აზრების გამოთქმა, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიის დაბრუნება და მათზე გავლენის მოხდენა, მაგრამ ის ამას აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები, - ტელეარხ FREEDOM-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო, რომელიც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე იდგა, რუსეთისკენ ტრიალდება.
„მაგალითად, საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიდიოდა, მ
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი ზვავდამცავი გვირაბის შემოვლ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ საბერიოში დაღუპული ბავშვების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის წერილი საელჩოს „ფეისბუქზე“ ვრცელდება.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ახალი არჩევნები.
„ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 26 დეკემბერს უკანონოდ დაკავებულ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია.
მამულიას და ჯაფიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლის მესამე ნაწილით, „წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ”, არის აღძრული.
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ოკუპირე
მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს.
„ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმა
დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა X-ზე წერს.
„ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა.
იპნ
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და ნათესავებს. ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართვას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.
ეს არის უდროო ვიზიტი, რომელსაც ნეგატიური გამოხმაურება აქვს თვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან.
ახლა პოლიტიკური ექსპერიმენტების დრო არ არის, მეტი მკაფიოობაა საჭირო ევროპული ინსტიტუციების მხრიდან.
ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამ ვიზიტის გადაფასება და არ მიეცემა "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.fac
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, დამატებითი დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პუბლიკა
გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სოხუმის ცნობით, “სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაეშვება. გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში გადაიდება”.
გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ინტერვიუ ამჯერად „რადიო თავისუფლებას“ მისცა, რომელშიც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების და უწყების მართვის სისტემის შესახებ.
შაიშმელაშვილმა უპასუხა „ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს ქართული პოლიცია აქციებს ევროპულ და ამერიკულ პოლიციაზე მაღალი სტანდარტით არბევს.
თბილისში პროევროპული მშვიდობიანი აქციების დარბევის დროს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლ
საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა.
დღეს, 5 იანვარს, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილმა პოსტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. უწყება ამ ყველაფერს სპეკულაციას უწოდებს. პროკურატურამ „რადიო თავისუფლების“ შეკითხვებს უპასუხა.
ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა.
მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარე
„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს.
„გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან
MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა.
4 იანვარს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვიზისთან ერთად ხელახლა წარადგინა აქტი. მისივე თქმით, მათი პირველი პრიორიტეტი იქნება „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი“.
„პუბლიკა“ გაეცნო MEGOBARI აქტის პროექტს.
აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მ