საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი.
„სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შედის, თავისი ისტორიის გარდამტეხ მომენტშია, შესაძლებლობისა და საფრთხის ზღვარზეა. სამხრეთ კავკასია ამჟამად ღრმა პოლიტიკურ და სტრატეგიულ ძვრებს გ
„ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ეს ადამიანები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს.
„ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ესენი არიან „ოცნების
"ოცნებას" უნდა უპრობლემოდ იმოგზაუროს ევროკავშირის სახელმწიფოებში და ევროკავშირმა მიიღოს ისეთი, როგორებიც არიან: კორუმპირებულები, ქრონიზმითა და ნეპოტიზმით სავსეები.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/562399126318461/
ჰელსინკის კომისია თავის უახლეს ანგარიშში აშს-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ წერს, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორის გადახრა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ვაშინგტონისთვის.
“საქართველოს მთავრობის გადახრა პრორუსული პოზიციისკენ, და მზარდი არალიბერალური შიდა პოლიტიკა შეშფოთებას იწვევს”, – ნათქვამია ანგარიშში.
თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის პროდასავლური განწყობა მიუთითებს, რომ შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განახლება.
ანგარიშის ავტორები საჭიროდ მიიღებენ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მაგიდაზე განსახილველად აუცილებლად უნდა იყოს.
როგორც გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამ მიზნის მისაღწევად კი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა.
„ჩვენი მთავარი პოლიტიკური ხაზი არის, რომ ჩვენ
საქართველოს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ მას არ შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს და თან ევროკავშირში გაწევრიანდეს, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ დებულებებს.
„ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, რომელიც 17 ოქტომბერს მიღებული იქნა ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც ევროკავშირის გაფართოებაზე ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. ამ საკითხზე თუ ღელავთ, წაიკითხეთ და გა
“აფსნიპრესის” ინფორმაციით, სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის [დე ფაქტო] “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით შეაჩერონ მოქალაქეთა გადასვლა აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე”. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებ
ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა.
მათი ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი.
ამასთან, ცესკოს ინფორმაციით:
წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას
გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმარ
საიამ გრძელვადიანი სადამკვრვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.
ანგარიში მოიცავს 27 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდს.
საიას ცნობით, საანგარიშო პერიოდშიც კვლავაც გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანია, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება წინასაარჩვნო გარემოზე. შენარჩუნებულია პოლარიზაცია და მისი თანმდევი გამოვლინებები.
მათი შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშო იყო ანტიკორუფ
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.
უწყების განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი.
პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზე
კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს შეცვლის.
„მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის არის საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ იყო ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა იყო მთავრობის დაპირებები, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყებოდა, მასწავლებლებისთვის ანაზღაურება გაიზრდებოდა, ბილეთების სუბსიდირება მოხდებოდა და ა.შ.
„მინდა გაგაცნოთ ჩვენი საარჩევნო გუნდის მუშაობის შედეგი, რომ
საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ - მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს.
„რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხო
თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო ყველა ფინანსურ დახმარებას დაკარგავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ხნის წინ მიიღეს და ამასთან დაკავშირებით მონაცემები გასულ კვირას გამოქვეყნდა.
„საქართველომ დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით და ეს ეხება მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰე
მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ, ევროკავშირს, არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას - ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩ
მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა კავშირშია საქართველოსა და მის პარტიონერებთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ურ
"ხმის მიცემა ფარულია. მიდით არჩევნებზე. მაღალი აქტივობა არის აუცილებელი, რომ „ოცნებამ“ არჩევნები ვერ გააყალბოს."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/468266256236427/
"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" საუბრობს. გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების სამი სავარაუდო სცენარი დაასახელა:
76 მომხრე, 10 წინააღმდეგი – ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკან დახევის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო.
კონგრესმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით ხელახლა ნაკისრი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროპის საბჭოს შესაბა
„ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ჯარისა და გაა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს მტკიცებულებები, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი არ არის.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკო დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივით.
მეზვრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიას გააჩნია მტკიცებულებები, რაც ადასტურებს იმას, რომ ცესკო დამოუკიდებელი არ არის და პარტიული აქტივით არის დაკომპლექტებული.
„დღეს ჩვენ მოვიტანეთ მტკიცებულებები, რომელიც ა
ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები? საარჩევნო კომისიების „ოცნების“ პარტაქტივით დაკომპლექტების სქემა...
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8572801599452672/