Jump to content
Planeta.Ge

Blogs

არმაზ ახვლედიანი - გახარიამ 10:0 მოუგო „ქართულ ოცნებას“ - ივანიშვილმა ტერორი უნდა შეწყვიტოს, თორემ პოლიტიკური, სამოქალაქო, სახელმწიფოებრივი მუშტი ისე მოხვდება, რომ გონს ვერასდროს მოვა

გახარიამ 10:0 მოუგო ამ ნაძირალა ხელისუფლებას - მას არ პატიობენ იმას, რომ ამბობს, მხოლოდ კონსტიტუციური გზით შეიძლება ქვეყანაში ამ აღვირახსნილი უსამართლობის დასრულება. ამიტომ მას ასე უპასუხეს. გახარიას ხელი გაარტყა არა იქ მყოფმა ვიგინდარა დეპუტატმა, ან კიდევ სხვამ, არამედ თავად ივანიშვილმა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. არმაზ ახვლედიანის თქმით, არსებული ვითარებიდან გამოსავალი მდგომარეობს “პოლიტიკური პატიმრების“

ბექა ლილუაშვილი - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თავდასხმაში არაერთი თანამდებობის პირი მონაწილეობდა - ვითხოვთ შინაარსობრივ გამოძიებას, გიორგი გახარია მზადაა, შესაბამისი პროცედურები გაიაროს

ხელისუფლების მცდელობა, შემოატრიალოს პროცესი, რომ მათ ფიზიკურად გიორგი გახარია დაუპირისპირდა და ცემა, მოსალოდნელი იყო - ასეთი სიფსიხე, სიშლეგე, რასაც ხელისუფლება ავლენს, მიუთითებს, რომ რაიმე ფორმალური და ნორმალიზებული ურთიერთობების გაგრძელებაზე, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, ხელი ჩაქნეული აქვს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისივე თქმით, გახარიაზე თავდასხმაში თანამდებობის პირებ

საპროტესტო აქციების ფარგლებში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება და ასევე, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. პროცესს ესწრება დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი. ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამც

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით ბრიტანელმა დეპუტატმა წინადადება წარადგინა

ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირმა პარლამენტში წარადგინა წინადადება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ის პლატფორმა X-ზე ავრცელებს და წერს: დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ: პუბლიკა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბერდია სიჭინავა - ბათუმის „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გვაქვს

ბათუმის სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმროს ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა. როგორც სიჭინავამ განაცხადა, „დე ფაქტო პრემიერისა და

აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე - მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ოჯახს, საყვარელ მეგობრებს - ჩემი გიტარა მენატრება

ჩემი გიტარა მენატრება, - ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა 21 წლის მათე დევიძემ მოსამართლე დავით მგელიაშვილს. დევიძემ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატიმრობას არ იმსახურებს. „იმ ინციდენტის შემდეგ არ გაითვალისწინა მოსამართლემ ჩემი ოჯახური მდგომარეობა, არც ჩემი წარსული, მომწყვიტა ჩემს ოჯახს, საყვარელ მეგობრებს, ჩემი გიტარა მენატრება. პატიმრობა ეს არის ყველაზე უკიდურესი ვარიანტი, ჩემს პირობებში არანაირად არ ვიმსახ

ანა ბუჩუკური - ბიძინა ივანიშვილისთვის გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური ძალა არის უმთავრესი სამიზნე, შესაბამისად გუშინდელი ორგანიზებული თავდასხმა იყო ივანიშვილის მუქარის გამოვლინება

ბიძინა ივანიშვილისთვის გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური ძალა არის უმთავრესი სამიზნე, შესაბამისად გუშინდელი ორგანიზებული თავდასხმა იყო ივანიშვილის მუქარის გამოვლინება. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1282468999723546

ბერდია სიჭინავა - ყველანაირი წითელი ხაზი რეჟიმმა უკვე გადაკვეთა, უკან დასახევი გზა არ არსებობს, რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას, რადგან ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონრეტული პერსონებისთვის, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის

ყველანაირი წითელი ხაზი რეჟიმმა უკვე გადაკვეთა, უკან დასახევი გზა არ არსებობს, რეჟიმი უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას, რადგან ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონრეტული პერსონებისთვის, არამედ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.  “ოცნების” თვითგანადგურების პროცესს ვერ გააჩერებს ვერანაირი თავდასხმა ან ადამიანების უკანონოდ დაკავება, ჩვენ ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ, ქართველი ხალხი თავის არჩევანს რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად აფიქსირებს. ბერდია სიჭინავა, პარტია "გ

ზვიად ძიძიგური - ივანიშვილის შეკვეთაა, რომ გიორგი გახარიას ასეთი ფორმით გასწორებოდნენ, სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება

ეს არის ივანიშვილის შეკვეთა, რომ გიორგი გახარიას ასეთი ფორმით გასწორებოდნენ -„შერატონი“ მსოფლიო ბრენდია, თავის რეპუტაციასა და პრესტიჟს უფრთხილდება. დარწმუნებული ვარ, ისინი არ იტყვიან, რომ გაფუჭებული იყო [კამერა] , - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ზვიად ძიძიგური „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, სახეზეა პოლიტიკური ანგარიშსწორება. „არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ივანიშვილმა გიორგი გ

EU: შოკისმომგვრელია ცნობები „ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობაზე გახარიაზე თავდასხმაში

„შოკისმომგვრელია ცნობები „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ“, — წერს X-ზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი ანიტა ჰიპერი. „არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია“, — აცხადებს ევროკავშირის პრეს-სპიკერი. გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში”

ჯო უილსონი - სულ მეტად და მეტად რეჟიმი ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებით გამოდის - ამერიკა ხედავს და ქმედებებს განვახორციელებთ

სულ მეტად და მეტად, რეჟიმი ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებით გამოდის, ამერიკა ხედავს ამას და ქმედებებს განვახორციელებთ. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. სულ მეტად და მეტად, რეჟიმი ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდ

საია: დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახეში შეაფურთხა

საია ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს – როგორც ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა, მან მოინახულა მზია ამაღლობელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკავებულ ჟურნალისტს „არასათანადოდ ეპყრობოდა და შეაფურთხა სახეში”. საია მოუწოდებს: სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით; დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახ

აშშ-ის საელჩო - შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას - საქართველო უკეთესს იმსახურებს

შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. საელჩოს განცხადების თანახმად, „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქ

დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე პირი თავს დაესხა

დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა. ასევე ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს. ცნობისთვის, საქართველოში ლოზუნგით - „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც სამი საათის განმა

„შერატონის“ მენეჯერის თქმით, გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმის სრული ვიდეომასალა შენახულია

ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერი ადასტურებს, რომ ღამით პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია. მისი თქმით, თავად ნახა ეს ჩანაწერები და მზად არიან მასალა საგამოძიებო უწყებებს გადასცენ. მენეჯერს ჰკითხეს რატომ დაალაგეს ტერიტორია, სადაც გიორგი გახარიაზე თავდასხმა მოხდა და იყო სისხლის კვალი, მისი თქმით, ეს იყო შესასვლელი და სტუმრები მოძრაობდნენ. ქალი ამბობს, რომ პოლიცია გამოიძახეს რომელიც ადგილზ

ლოზუნგით „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა

საქართველოში ლოზუნგით - „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. გაფიცვის ფარგლებში უკვე დაიკეტა მრავალი ობიექტი, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ. გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავენ: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“. პროტესტ

ესტონეთის საგარეო უწყება - გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები შეწყვიტოს

გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ბათუმში გუშინ ღამით, საქართველოს ოპოზიციის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თავდასხმები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ესტონეთი შემდგომი ნაბიჯების შესახებ საკითხს ევროკავშირის დონეზე დააყენებს“, - წერს ესტონეთის საგარეო ს

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოუხსნეს - ამ ეტაპზე ბრალი მას მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება

„უცხორი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, შეწყდა. მას ახლა ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება. უფრო კონკრეტულად, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ადვოკატმა ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა და არგუმენტად დაასახელა ის, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ბერდია სიჭინავა - გიორგი გახარიაზე თავდასხმა მომენტალურად მოხდა მაშინ, როცა ის სასტუმროში შედიოდა, თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური არ ჩარეულა - გახარია ჯერ არ გამოკითხულა

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა „მომენტალურად მოხდა მაშინ, როდესაც ის სასტუმროში შედიოდა“. სიჭინავას თქმით, გახარიას შენობის შესასვლელში 10-მდე ადამიანი დახვდა. ყოფილი პრემიერის თანაგუნდელი ამბობს, რომ გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარებდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური კონფლიქტში, მისი განეიტრალების მიზნით, არ ჩართულა. ის ასევე აღნიშნავს, რომ გახარია ჯერჯერობ

ნათია მეზვრიშვილი - აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება მოთხოვნებით: დაადგინონ შემსრულებლების და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა, დაიწყონ მათი დაკავება - საქმე უნდა გადაიბაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება

„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, განცხადებაში აღნიშნულია მოთხოვნები, რომ დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. „აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავა

ბერდია სიჭინავა - თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი

თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სახლში მკურნალობს. როგორც სიჭინავა აცხადებს, ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, შესაბამისი პასუხი გაეცემა. „როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 

ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისი განცხადება კლინიკაში მედიასთან ექიმმა გააკეთა. ექიმის თქმით, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. "მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად
×
×
  • შექმენი...