პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„დღეს ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებული კოორდინირებული ჯგუფური სასტიკი თავდასხმა განხორციელდა.
გიორგი გახარია ბათუმში უსამართლოდ დევნილი ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების საქმეზე სასამართლო პროცესზე დასასწრებად იმყოფებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარ
საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძის მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა.
15 იანვარს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები ჯგუფურად თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქარ
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.
გახარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.
„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ.
დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა“,- წერს გახარია.
„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს
ეს არის პოლიტიკური დანაშაული, ამას არავინ არავის „გაუტარებს“ - რეჟიმი ყველაფერზე წამსვლელია და ეს არის ბრძოლა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ სასტუმრო „შერატონში“, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
გოგიჩაიშვილი ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებაზე დასმულ კითხვასაც პასუხობს და
„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ადგილზე, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა და „ამის მტკიცებულება არსებობს“.
როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება.
„დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს.
ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსის, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის” დირექტორ ლონდა თოლორაიას შეფასებით, მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნა არც პოლიციელზე თავდასხმაა და არც პატიმრობის გამოყენების საფუძველი იყო სახეზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების საქმეზე, რაც ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაში გა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – აცხადებენ საელჩოში.
იქამდე, პოლიტიკოსმა ზურა ჯაფარიჩემ ფეისბუკზე დაწერა, რომ როგორც მას უ
აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში ჩატარდა და დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დოკუმენტის გაფორმება მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაში.
"ვაყალიბებთ აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას. კომისია ჩარჩოს გვაძლევს, რათა გავაფართოვოთ ორმ
ქართული თეატრის დღეს, მსახიობების მარში მიმდინარეობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეტრის მიმართულებით.
მარშის ლოზუნგია: “თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ”.
შეკრებილებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვის ეშინია თეატრის”, “შემოუერთდი გაფიცვას”, “ქალაქის თეატრი”.
მარშის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ, სადაც დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
იპნ
დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - „იფიცება საქართველო!“ იწყებენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.
მათივე ცნობით, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოცია
მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, მზია ამაღლობელისთვის ბრალის წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სახეზე არ არის სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.
„2024 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართ
„planeta.ge“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს!
მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, რამდენიმე საათით მუშაობას წყვეტს.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საპროტესტოდ, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობას აჩერებენ ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის ნაწილი.
ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკ
საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის
პრესის თავისუფლება დემოკრატიის ხერხემალია საქართველოსა და ყველგან, -ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF), განცხადებას აზიარებს.
„მედიის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ და არა თავდასხმის სამიზნეები,“ - წერს ელჩი.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„რეპორტიორები სა
"დღითი დღე ღრმავდება უფსკრული, რომელიც გაჩენილია "ოცნებასა" და საზოგადოებას შორის, ნორმალურმა ხელისუფლებამ ამ უფსკრულის ამოვსება უნდა ცადოს და არა უფრო გააღრმაოს. ახლა რაც არ უნდა ამტკიცონ ამ ადამიანებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომ საზოგადოებრივ მართლწესრიგს იცავენ დღეს, სწორედ ეს ადამიანები მურუსიძის სუფრის ყარაულები არიან."
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/11
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, აქცია იმართება.
პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.
ისინი ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები - „რუსებო“.
აქციის მონაწილეების თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დადგენილების თანახმად, მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე „შურისძიების მოტივით“ თავდასხმას ედავებიან – ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი „თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა და სახეში დაარტყა“.
პროკურატურა, რომელიც სხდომაზე პატიმრობას მოითხოვდა, აცხადებდა, რომ „ა
თუმანიშვილის თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას ამავე თეატრის მსახიობის, გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო.
როგორც თეატრის განცხადებაშია აღნიშნული, მათ დაგეგმილი ჰქონდათ აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის „ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით“, თუმცა გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო, ყველა აქტივობას აჩერებენ.
„თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას!
ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგ
ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს.
ამის შესახებ საერთაშორისი ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებსა და ამ აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებს ეხმაურება.
„საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა პირი,
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარია.
ვრცელ პოსტში, სადაც ნათია მეზვრიშვილი მზია ამაღლობელის საქმის გარემოებებს განიხილავს, ამბობს, რომ მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში.
გთავაზობთ ნათია მეზვრიშვილის პოსტს უცვლელად.
„კანონში წერია, რომ დანაშაულია პოლიციელზე თავდასხ
კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც პირდაპირ იყო განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ თანხების შემდგომი გადანაწილების შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.
„საქართველოში არსებული ვითარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა ადვილი არ არის და შესაძლოა, შემაფერხებელ ფაქტორებს ადგილი ჰქონდეს და აქვს კიდეც. ვწუხვ
რეჟიმის რეპრესიები უკვე ყველა სფეროს და პროფესიას შეეხო, გვყავს ათეულობით სინდისის პატიმარი, უკვე დამოუკიდებელი ჟურნალისტიც!-ასე აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას.
პარტიის განცხადებით, რეპრესიების მასშტაბურობა მიუთითებს პროტესტის მასშტაბურობაზე, რასაც რეჟიმი თავისი რესურსებით ფიზიკურად ვერ გასწვდება.
„ახალგაზრდებზე სისტემური, სასტიკი ძალადობისთვის არც ერთი პირი დღემდე დასჯილი არ არის. რეჟიმის რეპრ
ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი,- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ასევე მზად არიან, დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოიყოს.
ევროკომისარი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საპასუხო რეაქცია უნდა გაძლიერდეს