„ბათუმელების“ ცნობით, დღეს, 20 იანვარს, ფოთის იზოლატორიდან გაათავისუფლეს მათი ოპერატორი გურამ მურვანიძე, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ადვოკატ მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. ოპერატორი 12 იანვარს გამართულ აქციაზე დააკავეს.
„ბათუმელების“ ცნობით, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დაკავების პრო
ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩავერთვებით , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორც 2017 წელს, ჩვენ კვლავ ავაშენებთ უძლიერეს არმიას, რომელიც ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით შევაფასებთ, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და, რაც ყველაზე
ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
Fox News-ის ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი საზღვრის უსაფრთხოებასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით 11 აღმასრულებელ ბრძანებას გამოსცემს.
გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელებისა და საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების განკარგულებას გასცემს.
ასევე, ერთი-ერთი აღმასრულებელი ბრძანების თა
პანამის არხს უკან ვიბრუნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პანამის არხს ჩინეთი აკონტროლებს და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია. ის პანამას გადავეცით და მას უკან ვიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკის ყურეს სახელს შეუცვლის და იგი ამერიკის ყურე გახდება.
იპნ
ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეიდან ჩვენი ქვეყანა კვლავ აყვავდება და მთელ მსოფლიოში პატივსაცემი გახდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პარალელურად ქართველები სოლიდარობის ნიშნად ამერიკელ მეგობრებთან ერთად მსვლელობას აწყობენ.
„მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო. მადლობელი ვარ კონგრესმენი ჯო უილსონის მა
დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე მზია ამაღლობელის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველი ხალხი არ შეშინდება. დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ“, - წერს ჯო უილსონი.
იპნ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.
ცესკო გავრცელებული განცხადებით პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს ახსენებს.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის არჩევნების წესებით ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა 4%-იანი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა თემქაზე დაკავებული რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
შსს მას ედავებოდა ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლისა და 174-ე პრიმა, აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვის მუხლის დარღვევას.
შსს-ს წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე გურამ მაცხონაშვილს სახე ჰქონდა დაფარული. პოლიციელის არაერთ მოწოდებას, მოეხსნა ნიღაბი, ის არ დაემორჩილა.
შსს-ს
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) „ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდადებულის შეწყალებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად, თანამდებობის დაკავებიდან მოკლე დროში, მასშტაბური რაოდენობით მსჯავრდადებულების შეწყალება აჩენს განცდას, რომ ეს უფლებამოსილება ყაველაშვილმა თვითნებურად, ვიწროპარტიული ინტერესებით გამოიყენა”.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეწყალების აქტი დროში თან სდევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, „რომლის შედეგებზე მანიპ
სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის, დონალდ ტრამპი დაბრუნდა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„გახადე ამერიკა კვლავ დიდებული. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - წერს უილსონი.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
იპნ
ოცნების პროპაგანდა შეწყალებაზე vs. სიმართლე:
არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არ ამცირებენ. თუ არ გინდა პატიმრობა ბევრი გქონდეს, ცოტა უნდა გამოიყენო. ბევრი რატომ გვაქვს იცით? უსაფუძვლოდ, ხან შურისძიების, ხან პოლიტიკური მიზნით, ხანაც არაკომპეტენტურობით იყენებენ. პატიმრობის მაჩვენებლის შემცირების გზა მართლმსაჯულების რეფორმაზე გადის და არა ასეთ შეწყალებებზე და ამნისტიებზე. თუ პატიმრობის მაჩვენებელი გაღელვებთ, ან მზია ამაღლობელი რატომაა პატიმარი, ან ათეულობი
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე და ცდილობს საკითხის შერბილებულად წარმოდგენას.
განცხადება ორგანიზაციების სახელით „სამოქალაქო საზოგადოების ფონდში“ სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს უპრეცედენტო ძალა და ასობით მოქალაქის მიმართ განახორციელეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.
ორგან
საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
მისი
მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, „ბორენკას ბანდა“ ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე! - ასე უპასუხა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ „შემიძლია ანდრო ჭიჭინაძეს თავდებშიც კი ჩავუდგე, თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას. ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ“.
„ანდრო ჭიჭინაძე თუ აღი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. მან მოსამართლეს შეღავათის გაწევა სთხოვა, ამასთან დაზარალებულ მეხანძრე - მაშველს, რომელსაც ბუბუტეი
ვშიმშილობ, სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა - იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ - არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.
როგორც ამაღლობელი აცხადებს, მისი დაპატიმრება „რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი და ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული“ პროცესების შედეგია.
„ფაქტი, რი
არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) წარმოადგენს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს განჩინების ნიუანსურ ანალიზს და მოუწოდებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეცვალოს პირველი ინსტანციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შემობრუნებისა და მანიპულაციის მცდელობაა.
ნეტგაზეთის
შესავალი
2025 წლის 14 იანვა
ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს, Julius Baer-ს უჩივის.
მისი ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადების თანახმად, სამართლებრივი დავის საგანია ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
ადვოკატი მიუთითებს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს – „მან ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში”.
განცხადების თანახმად:
ბიძინა
ევროპარლამენტი 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ევროპარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ბრიუსელიდან იუწყება, ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში.
დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.
გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგ
პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუდაძემ დაამტკიცა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,6 წელი გაუ
როგორ მოხდა, რომ მოლდოვამ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის ფარგლებში 2 მილიარდამდე ევროს მოცულობის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ როდესაც ე.წ ხელისუფლების ნაბიჯების გამო საქართველომ ვერაფერი მიიღო? - ეს პრობლემები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში არსებობს, [„ქართული ოცნების“] მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისითა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯებითაა გამოწვეული, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშ
დადგა ის 20 იანვარი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა თავის პროპაგანდაში, იმ ტყუილების ტირაჟირებაში, რომელსაც ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის თავს მოეხვიათ. თუმცა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ვნახეთ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია და კიდევ ცდილობს, პროპაგანდაში ჩართოს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფაქტორი, ის მიზანმიმართულად