Jump to content
Planeta.Ge

mercia merlani

პლანეტელი
  • პოსტები

    1.243
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი mercia merlani

  1. რა შუაშია და აიომი დიფ ფარფლშიაო ხო მკითხე და გიპასუხე (არაფერს გასწავლი კაცო არ გაბრაზდე ;) ) თანაც 70-იანებში შეიქმნა ბლექ საბატი და შესაბამისად 70-იანებიდანაა აიომი მათი წევრი
  2. საერთოდ ვერ ვერკვევი, დილეტანტი ვარ... თქვენი საყვარელი მხატვრები და საყვარელი ნამუშევრები დადეთ აბა
  3. პირიქით გილანი იყო კარგა ხანი ბლექ საბატის მთავარი ვოკალისტი აიომი ძირძველი საბატელია, მგონი ერთადერთი უცვლელი წევრიც კია
  4. არა კაცო აიომი ბლექ საბატშია, ერთობლივი ნამუშევარია უბრალოდ
  5. შეიძლება ერთეულები არ უკავშირებენ, მაგრამ ძირითადი მასა ესეა, ჰაერზე არ ვამბობ პირადი გამოცდილებას ვიყენებ
  6. სწორედ იმიტომ , რომ რომის პაპს სურდა მართლმადიდებელი ეკლესიის დამორჩილება და არ გამოუვიდა ამას მოჰყვა შემდეგ სქიზმა, ფაქტების მოძიება ეხლა მეზარება, მაგრამ თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია სხვა დროს მოგამარაგოთ ;)
  7. რას ვგულისხმობ და იმ ყველაფერს, რაც ჩემს რელიგიაზე მაქვს წაკითხული და მოსმენილი, იმას რასაც გულით ვგრძნობ მეცნიერი იმის მეცნიერია, რომ როცა რაღაცას ამბობს უნდა დაადასტუროს და მარტო თეორიად არ უნდა დარჩეს, თორემ მაშინ ყველა მეცნიერი იქნებოდა მხოლოდ თეორიულად რაიმე აზრის გამოთქმა საკმარისი რომ იყოს. რწმენა კი ისეთი რამაა არ მოითხოვს მტკიცებულებეს, ეს ბუნებრივად, შენგან დამოუკიდებლად ხდება, რადგან უფრო გულით გწამს ვიდრე გონებით. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არავინ გეუბნებათ წიხლი ჰკარით მეცნიერებას ან სხვა რელიგიებს და მაინცდამაინც მართლმადიდებელი იყავიო, ეს შენი გადასაწყვეტია.
  8. ეგ შენი გაფარჩაკება, ჩემთვის ჭეშმარიტებაა ისტორიულ დოკუმენტებში აშკარაა, რომ რომის პაპს სურდა მართლმადიდებლური ეკლესიის დამორჩილება არა მართლმადიდებლებს არ სურდათ რომის პაპის მმართველობაშI ყოფნა ზემოთაც მოგახსენეთ, რომ მართლმადიდებლებს არ აუტეხავთ ბუნტი!
  9. ძალიან სუბიექტურად მსჯელობთ, დოგმატურ სწავლებებს? მართლმადიდებლობა არაფერს მოითხოვს და არაფერზე გეუბნებ, რომ აუცილებლად უნდა დაიჯერო, გეუბნება ესაა ცუდი ეს კარგი, შენი გადასაწყვეტია ისეთივე თანმიმდევრობით განსაზღვრავ ამ ცნებებს, როგორიც ბიბლიაშია, თუ შენეულად. შედარებაშივე ცდებით, რადგან უფლის და მისი შეუზღუდავი შესაძლებლობეის არსებობა უფრო მეტად რწმენის საკითხია, ვიდრე ცოდნის. მეცნიერება კი სრულიად საპირისპიროა.
  10. არანაირად არ ებრძოდა, საიდან მოიტანეთ რაც შეეხება ამ განხეთქილებას, კათოლიკე რომის პაპმა აავსო წყევლა-კრულვით ბერძნული სამღვდელოება რადგან ისინი არ ურიგდებოდნენ კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებას და შემდეგ მოხდა სქიზმა. მართლმადიდებლობის ბრალი აქ სად დაინახე?
  11. მხოლოდ თეოლოგიური ცოდნით არ ვარ აღჭურვილი და მეც მაქვს გამოვლილი პერიოდი, როცა ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მქონდა და ძალიან ბევრი მაქვს ნაკითხი ე.წ დიდი აფეთქების თეორიის შესახებ, (და არამარტო) როცა სამყარო მუხუდოს მარცვალში იყო თურმე მოთავსებული, შემდეგ საიდანღაც მოსულმა ძალამ გახლიჩა, შემდეგ გაიტყორცნა და თურმე დღესაც გატყორცნის პროცესში ვართ. ძალიან არ მესიამოვნა, როცა მორწმუნე ადამიანები გალანძღეთ და ჩამორჩენილ, გონებაჩლუნგ ადამიანებად გამოიყვანეთ, ათეისტები კი უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი მოაზროვნეები.
  12. რა სისულელეს ამბობ კარგი რა, რომელ ეკლესიის წარმომადგენლებს ებრძოდა მართლმადიდებლობა 1 საუკუნეში და ვის განუდგა ეკლესიას? დაფიქრდით და ფობიათ ნუ გადაგექცათ მართლმადიდებლობა
  13. გავბრაზდი მართლა რა, მეუბნებით თეთრი მაისური გაცვიაო, როცა ვერ მხედავთ, მე კი ვიცი რომ შავი მაცვია, გეუბნებით და არ მიჯერებთ. სწორია ეს?
  14. ამას ვგულისხმობდი კონტექსტიდან ფრაზების ამოგლეჯაზე რომ გითხარით. თქვენ რაც გინდათ და გაწყობთ იმაზე ამახვილებთ ყურადღებას. მაგაზე ხო გიპასუხე რაც არ გაქვს ხო გინდა რო გქონდეს?
  15. ბედნიერი ვარ, ყველაფერი ვერასდროს გექნება ადამიანს. მინდა გითხრათ , რომ ცხოვრებით უკმაყოფილო არასდროს ვყოფილვარ (მაღალი მატერიალური ცხოვრების პირობების არა), რა თქმა უნდა მაქვს მოთხოვნილებები და სურვილები, მაგრამ სიხარბეში არასდროს გადამდის, ვერ ვიტან გაუმაძღარ, ხარბ ადამიანებს. არასდროს მიოცნებია ფუფუნებაზე და მდიდრულ ცხოვრებაზე ზუსტად იმიტომ, რომ ვფიქრობ ოცნება აღარ შემეძლება. ამაზე ხშირად მეწინააღმდეგებიან და მეუბნებიან , რომ დიდ ფულს უფრო დიდი ფულის მოთხოვნილება მოსდევს, არადა ხო ვიცი ჩემი ხასიათი და არ ვარ ეგეთი.
  16. იმ ხალხთან მაიგივებ ვისაც არ ყოფნის ის რაც აქვს, არადა არ ვარ მეთქი ასეთი. საკუთარ თავზე უკეთ დედაც კი არ გიცნობს და შენ როგორ მეუბნები ცდებიო
  17. შენთან კამათს აზრი არ აქვს ;)
  18. აი ეგაა რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს და არ მომწონს, ყველა თემას და პრობლემას უკავშირებთ და უპირისპირებთ რელიგიას
  19. ადამიანი თუ ხარ უეჩველი ხარბი უნდა იყო? თუ რას ამბობ ვერ მივხვდი
  20. ვაახ ყველა მართლმადიდებელთან გაიგივების არ იყოს, გეუბნები არ ვარ მეთქი მაინც შენსას იმეორებ. მაოცებ
  21. ვერც მე ნაძალადევი ორიგინალურობის მცდელობას უჭერ მხარს?
  22. ქვეყანაში სადაც თითქმის სრული უმრავლესობა მართლმადიდებელია ათეისტობის დაბრალება საკმაოდ მარტივი გზაა გამორჩეულების და განსხვავებულობის დასამტკიცებლად, რომ განსხვავებულად და სწორად აზროვნებ და არ უჯერებ სხვების ნააზრევს ვერ არა არ!
×
×
  • შექმენი...