Jump to content
Planeta.Ge

mercia merlani

პლანეტელი
  • პოსტები

    1.243
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი mercia merlani

  1. ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება მსოფლიო... ტექნოლოგიური პროგრესი ადამიანურობის რეგრესის ფონზე, ასეთი პროგრესი მე არ მჭირდება! იაპონიაში ხელოვნური გული შექმნეს :X
  2. სანამ სახელმწიფო რელიგია გახდებოდა? რა ამით რაიმე შიცვალა მის არსში? იქამდე სხვა იყო? მეოთხე საუკუნიდან დღემდე არაფერი შეცვლილა ჩვენს რელიგიაში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მესახება ქრისტიანობა სანამ სახელმწიფო რელიგია გახდებოდა ძალიან შორიდან მომიწევს ამის დასაბუთება და ძალიან შორს წაგვიყვანს. ქრისტიანობის ისტორიას ნუ მომაყოლებთ, ამის ნახვა თავადაც შეგიძლიათ
  3. რა იყო სექტა? იეჰოვა, როგორც სექტა მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა, ელემენტარული მათემატიკაა საჭირო იმის გამოსათვლელად, თუ ამდენი წლისაა ეს სექტა. რამდენი პოსტიც დავწერე, თითქმის ყველგან სტყვებზე მეკიდებით, ამ სიტყვების აზრს კი "რატომღაც" უგულებელყოფთ. სად დავწერე რომ იეჰოვა ღმერთია?
  4. 1)სპარტანული წესი ამართლებდა სპარტაში ძვ.წ. მე-9 საუკუნეში და არამგონია გაამართლოს საქართველოში 21-ე საუკუნეში. 2)კანონი სწორედ იმას ეწინააღმდეგება, რომ ადამიანმა არ უნდა აკეთოს ის რაც სურს. თანაც როგორ უნდა გავიგო მე, რომ მან საკუთარ თავთან პასუხი აგო ცადენილისთვის? 3)თუ არ არსებობს მორალი და მითუმეტეს სამართალი, რა საჭიროა ეს ყოველივე?!
  5. ჯერ არც ზამთარია და არც თოვლი მაქვს რომ გასესხოთ. ;) იქნებ სხვა რამით დაგეხმაროთ
  6. Nukriko ეკლესიის კონტროლს გირჩევთ მთავრობა აკონტროლოთ!
  7. ხედავთ? სწორედ ეს ვიგულისხმე, როცა დეისაძის მკითხველს შეგადარეთ, რადგან ძალიან გამიკვირდა თქვენი პოსტების პატრონისგან, რმ გელაშვილს შემოქმედებას არ იცნობთ (დამერწმუნეთ ბევრი დაგიკარგავთ). ადამიანური და ადამიანების ურთიერთობების ექსპერტია ეს ქალი ლიტერატურაში და არამარტო. წინაზეც აღვნიშნე, რომ მიყვარს როგორც მწერალი, მაგრამ არა როგორც საზოგადო მოღვაწე. ამ ორი ფენომენი შეთავსება ძალიან ცოტამ, თითქმის ვერავინ მოახერხა ქართულ თანამედროვეობაში.
  8. თქვენც და დეისაძესაც "გაგიმართლათ" იტალიაში რომ არ ცხოვრობთ (დეისაძესთან არ გაიგივებთ, არც კი გიცნობთ), მკრეხელობა იქ დანაშაულია ის, რომ მკრეხელური ტექსტები წაგიკითხავთ ან გითარგმნიათ, ჩემ თვალში არ გამაღლებთ, არც პირიქით. ვფიქრობ ასეთი ლიტერატურა, უმრავლესად, მხოლოდ პიარზეა გათვლილი. ეს კი, როგორც წესი, ე.წ ბესთსელერი არასდროს ამართლებს. საერთოდ ხალხის მასაზე გათვლილი ლიტერატურა ყოველთვის დაბალი დონისაა, ანუ ყველასთვის იოლად გასაგები შეუძლებელია იყოს გენიალური (არ ვეთანხმები გამოთქმას "გენიალურობა სიმარტივეშია" ). ] მე მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობ >>> და მაინც ჯიუტად ამბობთ, რომ "ნაირა გელაშვილის პროზაზე და პოეზიაზე არაფერი არ მითქვამს". "მხოლოდ ფერადი ზედსართავი სახელებითა და დამახინჯებული კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მომკივან სირინოზებში" სხვადასხვა მწერლებთან ერთად ნაირა გელაშვილის მოაზრება არამგონია მისი პოლიტიკური გამოსვლების შეფასება იყოს ;) მეც ასე ვფიქრობ და საერთოდაც მე გამომცემლის მიერ წიგნად დაბეჭდვის უფლების მინიჭების დანაშაულში უფრო ვარ დარწმუნებილი, ვიდრე 21 წლის ქარაფშუტა და განდიდების მანიით შეპყრობილი ბიჭის "სირობების" წერაში. კალამი მისია და რასაც უნდა იმას დააწერინებს, გამომცემელს უნდა გქონდეს ტვინი, როცა შენს ერს იმეტებ ყველაზე ძვირფასის, დროის დაკარგვისთვის (ფულს და ნერვებს ვინ ჩივის კიდევ). და ვინ უწოდებს მათ საზოგადოებას? ისევ ჩვენ! ვინ ჰყოფს პატრიციებად, პლებეებად თუ მონებად? ისევ და ისევ ჩვენ! მეც მინდა მოვესწრო დეოკუპაციას, მაგრამ აი რუსეთთან სათისფაქციონის იმედი არ მაქვს (ისტორიული წარსულის და აწმყოს გათვალისწინებით) მერწმუნეთ ეს ჩემი ეპითეტი შეურაცხყოფისკენ ან მითუმეტეს დამცირებისკენ არ ყოფილა მიმართული. საერთოდ იმპულსური ადამიანი ვარ და საკუთარ აზრს ყოველგვარი შეფარვის გარეშე ვაფიქსირებ, თუნდაც ეს ზოგჯერ არაკორექტული იყოს(ეს ძალიან იშვიათად ხდება). მომიტევეთ, თუ ოდნავ მაინც შეურაცხყოფილად, ან უსამართლოდ გაკრიტიკებულად იგრძენით თავი. ასევე კეთილი სურვილებით, მერცია. ისე დამაინტერესა რომელმა ჩემმა პოსტმა დაგაფიქრათ
  9. პატარაობისას ისე მეშინოდა და მზარავდა გვირაბი, რომ როცა სოფლისკენ მგზავრობისას მივუახლოვდებოდი, თვალებს ვხუჭავდი ხოლმე. საოცრად ნათლად მახსოვს ის შეგრძნება გვირაბიდან გამოსულს რომ მეუფლებოდა. ხელებს ვსლიდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთიდან ღრუბლებში ვეშვებოდი... ერთი პერიოდი ძალიან ხშირად მესიზმრებოდა, რომ ჩვენი წითელი ჟიგულით ბნელ გვირაბში მივქროდი მარტო ვიყავი, საჭესთან არ ვიჯექი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მემიმყავდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ როცა გვირაბიდან გამოვდიოდი მანქანა ქრებოდა და საოცრად მწვანე მინდორზე მივრბოდი.. უკვე მოზრდილ ასაკში კი სასიამოვნოდ მიუწვდომელი და საშინლად საინტერესო გახდა ჩემთვის. არ ვიცი შეიძლება იმ დეტექტივების კითხვამ იმოქმედა, რომლებსაც დღე და ღამე შეუჩერებლად ვკითხულობდი და წინასწარ ვცდილობდი დასასრულის გამოცნობას. თუ გამომივიდოდა გული მწყდებოდა, ტრაგედიის ტოლფასიც კი იყო ჩემთის, რადგან ჩემთვის უსაყვარლეს შეგრძნებას-აღფრთოვანებას ვკარგავდი. ამიტომაც ვგიჟდებოდი აგათაზე. იმდენად დაწვრილებით აღწერდა საქმეს, რომ მაბნევდა და თუ ისევ მას არ მივმართავდი, ჩემით არაფერი გამომდიოდა.ძალიან მიყვარდა და ეხლაც მიყვარს ამოუცნობი, უცნაური რაღაცები, აი დიდხანს ფიქრი რომ სჭირდება რაღაც დასკვნამდე მისასვლელად. ამიტომ ვერ ვიტან მათემატიკას და ზუსტ მეცნიერებებს. მოცემული გაქვს ფორმულა, ჩასვამ რიცხვებს და ეგაა, მორჩა. დაილოცოს ლიტერატურა! სადაც გინდა, როგორც გინდა, რამდენსაც გინდა მოგზაურობ, ჩხუბობ, კლავ-გკლავენ, უყვარხარ-გიყვარს, ღალატობ_გღალატობენ, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ, იმიტომ, რომ ფიქრობ, კიარ აკეთებ, არამედ ფიქრობ. ფიქრისთვის კი ვინ დაუსჯიათ?! მე მინდა შენი მოკვლა, ყოველდღე ვფიქრობ ამაზე. წარმოვიდგენ როგორ შეგაგდებ გვრაბში, რომელშიც სულ რაღაც 9 წამში მატარებელი შეირბენს და მისი გამაყრუებელი სიგნალის მიუხედავად ნათლად გავიგებ შენს ბოლო სიტყვას-რატომ? მე პასუხი არ მექნება, რადგან არ ვიცი. მე ხომ უბრალოდ ვფიქრობ, არც შენ არსებობ, არც მე და არც ის ღამე, როცა საყვარელთან ერთად გნახე. ალბათ საგნები ავურიე ისევ, რის გვირაბი, რა მატარებელი, რომელი შურისძიება. როდის იყო ჯერ არ გაჩენილს რაიმეს ფიქრი ჰქონოდა, დედის მუცელში ისე დაცული, უდარდელი, უზრუნველია, რომ ყოველ წამს ებღაუჭება პაწაწინა, უსუსური თითებით და ვერ ეგუება იმ ჰაერს, რომელიც ათასი სისაძაგლითაა გაჟღენთილი.და აი ისიც, 3კგ და 50სმ, მამიკოს ულამაზესი გოგონა! თუ გაქვთ რაიმე განსხვავებული დამიკიდებულება რაიმე საგანთან, მოვლენასთან, თუნდაც რომელიმე პიროვნებასთან?
  10. mercia merlani

    MEPE

    ისეთს უსმენენ რაღას იმღერებს მეფე <3 ეხლაც კი აქტუალურია, სამწუხაროდ
  11. ცალმხრივი სიყვარული არ გამომიცდია. გონებას გულს არ ვაჩაგვრინებ
  12. ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობის" მკითხველს მაგონებთ ( სათაურით რომ კიცხავენ და წაკითხული არც აქვთ) შეიძლება ვცდები, არ გამოვრიცხავ
  13. როგორც მწერალი ძალიან მიყვარს, როგორც პიროვნება არ ვიცი, არ ვიცნობ. მთავარია რას წერს და არა რას ფიქრობს, თუ იმას არ წერს, რასაც ფიქრობს (მწერალი)
  14. მაგას მე თითონაც ვერ მივხვდი ;) დრო მიჩვენებს ალბათ ძალიან შემაშინე, მესამე წელია...
  15. არსშივე ცდებით, რელიგიას არ აქვს ბიუჯეტი სექტებისგან განსვავებით. და მორწმუნეებს ხელფასს არ აძლევენ იმისთვის რომ ეკლესიაში იარონ, განსხვავებით ნებისმიერი სექტანტისგან
  16. მაპატიეთ, მაგრამ საკმაოდ უაზრო შედარებაა. ჯერ ერთი სექტა იქნებოდა და არა რელიგია, მეორეც ამდენი ხანი ვერ "გაძლებდა", თანაც ასეთი რაოდენობის მორწმუნეთი. იეჰოვა კი სულ რაღაც ორი საუკუნისაა ოცი საუკუნის შემდეგაც თუ იარსებებს მაშინ გამამტყუნეთ ;)
  17. ღმერთის არსებობის უარყოფას თუ სხვ სახელი ჰქვია მაშინ არა ;)
  18. გამარჯობა, გიყვართ? - გაგიმარჯოთ, კი. . როგორ? - პარანორმალურად. . რა გაწყენინათ? - დიდხანს მალოდინა, სანამ შემხვდებოდა. . როგორია? - უნიკალური. . გასაგებია.. უყვარხართ? - არ იცის. . ცოტას გადავუხვევ.. თქვენი აზრით, ლამაზია? - კი. რას გააკეთებს მისთვის? - ყველაფერს. რა გიყვართ მასში? - ის. . როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი, მის გარეშე? - აუტანელი! საზიზღარი! როგორი წარმოგიდგენიათ ის, თქვენ გარეშე? -ჩვეულებრივი, ყოელდღიური. . ახლა თქვენ წინ დგას.. თქვენ? - მაჟრიალებს. . ის? - მიღიმის . გიყვართ, როცა.. - მეჩხუბება. . უყვარს, როცა.. - ჰკითხეთ .მასთან საუბრისას გრძნობთ.. - შიშს. . თქვენთან საუბრისას გრძნობს.. - ალბათ არაფერს. ჩვეულებრივია, ყოველდღიური. . გიხარიათ, როცა.. - მასთან ვარ . გწყინთ, როცა.. - ჩემთან არ არის . მასთან ერთად.. - ვიცხოვრებდი ქალაქში, სადაც არავინ გვიცნობს. . ყველაფერი.. - არის ჩემი! . არაფერი.. - მინდა მისგან! მხოლოდ ვუყვარდე! . გამუდმებით.. - ვფიქრობ მასზე. . არადსროს.. - მომბეზრდება. . სულ იქნებით.. - მისი სიზმრების მსახიობი. . სულ იქნება.. - სულ იქნება! . ცოცხლობთ.. - რომ მიყვარდეს. . იღიმით.. - მისთვის. . ნერვიულობთ.. - როცა ჩემთან არ არის. . სულ სხვა იქნებოდა, რომ.. - სულ ჩემთან იყოს. . იცით, რომ ახალისებს.. - ჩემი ლაპარაკი. . იცით, რომ ბრაზდება.. - როცა არ ვუჯერებ. . აღმერთებს.. - ღმერთს! . გასწავლათ.. - სიყვარული . მხოლოდ მისთვის.. - ვიცეკვებდი. . მხოლოდ მასთან.. - ვიქნები ბოლომდე ღია. . გეშინიათ.. - მომავლის. . იმედი გაქვთ.. - არ მაქვს იმედი. . უცნაურია.. - რომ შევუყვარდი. . დაუჯერებელია.. - რომ ერთად არ ვართ. . რეალურია.. - რომ შეიძლება ოდესმე აღარ მეკუთვნოდეს. . მოკვდებით.. - მასზე ადრე. . გიკვირთ.. - როგორ ვცხოვრობ მის გარეშე. . ბედნიერი ხართ.. - როცა ჩემთან არის. . ამაყობთ.. - რომ ბევრს წავართვი. . თქვენთვის ვერ გაიმეტებთ.. - უიმისობას. . მისთვის ვერ გაიმეტებთ.. - ვერაფერს ცუდს. . მასში აფასებთ.. - მას! . ფიქრობს, რომ.. - ხან დიდივით ვმსჯელობ. . გეძახით.. - ყველაფერს, სახელის გარდა . ეძახით.. - ძილში. . ჰგონია, რომ.. - მენატრება . გენატრებათ? - კი.
  19. საერთოდ სექტების არსებობის წინააღმდეგი ვარ, რადგან, როგორც წესი, იქმნებიან რაიმე ინტერესით (ძირითადად ფულის) და არა მისი რწმენით.
×
×
  • შექმენი...