შენი ირონია სრულიად უადგილოა რადგან "მეოცნებე" არ ვარ და საერთოდ ვფიქრობ არასდროს ვიქნები რომელიმე პარტიის წევრი ან თუ ნდაც მომხრე, რადგან რეალისტი ვარ. რომელ სასამართლოზე მელაპარაკები კარგი რა იურისტი მაინც არ ვიყო, თუმცა იურისტობა სულაც არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ იმედი წმინდა პოლიტიკური მიზნებისთვის "გაიყიდა", ეს აშკარა გახდა ზემოთხსენებული სასამართლოს შემდეგ, როცა მიშას მონები გახდნენ ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით. საერთოდ რომელ სამართალზე ლაპარაკობ, როცა ქვეყანაში ერთი ადამიანის და მითუმეტეს პოლიციელის ჩვენება საკმარისი იყო ადამიანის დასაჭერად, როცა მინისტრის ცოლის ფეხზე დაბიჯებისთვის 17 ტყვია ჯიბეში გედო, როცა ადამიანის დასმენა პრივილეგია იყო, ხოლო ცილისწამება პრაქტიკულად არ ისჯებოდა.... რაც შეეხება უსუსტესი ადმინისტრაციული დარღვევისთვის 60 მილიონის დაკისრებას, მინდა გითხრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალში არაა აუცილებელი ამა თუ იმ დოკუმენტის სიყალბე სასამართლომ დაადასტუროს, ანუ სასამართლო პროცესის ფორმალურად ჩატარება. უბრალოდ შეგილია დაწერო საჩივარი, რომ შენი დარღვევა არ ითვალისწინებს იმ სასჯელს, რომელიც შეგიფარდეს, მიუთითო შესაბამისი მუხლი და ადმინისტრაციულმა ორგანომ, პირმა დაგიკმაყოფილოს სასამართლოს ჩატარების გარეშე.