სამოთხესა და ჯოჯხეთზე ჩემებური აზრი მაქვს და ვფიქრობ, რომ სისულელეა ეს ცეცხლიანი კასრები და მსგავსი რაღაცები, რადგან ჯერ ერთი ზეცაში სული ადის და ცეცხლი როგორ დაწვავს?! მე მგონია, რომ ჯოჯოხეთი ინდივიდუალურია, მაგალითად ჩემთვის ყველაზე გაუსაძლისი სიბნელეა, ვიღაცისთვის სიჩუმე, ვიღააცისთვის ხმაური, მარტოობა და ა.შ.. არც მუდმივი მგონია ჯოჯოხეთი, რადგან ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთიდანაა ადამიანი "გამოგზავნილი" ცოდვების გამოსასყიდათ. სწორედ ამიტომაა ამდენი ბოროტება ამქვეყნად. სამოთხე კი მუდმივი სამყოფელია და ამიტომაცაა, რომ კეთილი ადამიანების დეფიციტს განვიცდით