Jump to content
Planeta.Ge

mercia merlani

პლანეტელი
  • პოსტები

    1.243
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი mercia merlani

  1. როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში! მე ვფიქრობ, რომ მთავარია ადამიანმა მორალური ცხოვრებით იცხოვროს, მნიშვნელობა არ აქვს რომელი რელიგიური აღმსარებლობისაა. პ.ს. ათეიზმს მე რელიგიად არ ვთვლი
  2. საერთოდ ათეიზმი, ჩემთვის, ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ გინდათ დაჯერება, ან უმრავლეს შემთხვევაში ნიცშე, ჰოკინგი... გიშლით ხელს. საკმაოდ პატარა ასაკში მაქვს წაკითხული მსგავსი ლიტერატურა და რომ არა მშობლების ჩარევა ათეისტი არა მაგრამ მინიმუმ აგნორცისტი ვიქნებოდი
  3. თქვენ გგონიათ რომ არამორწმუნე, მორწმუნეზე ნაკლები ჰუმანურია..? <======== აი ამის პასუხი იყოო, თქვენ არ მკითხეეთ???
  4. ადამიანს როდესაც არ სწამს რმერთი ე.ი. არ უყვარს, რადგან რაც არ არსებობს ვერ გეყვარება. ხოლო თუ ღმერთი არ გიყვარს ე.ი. საკუთარი თავიც არ გიყვარს და თუ შენი თავი არ გიყვარს სხვა როგორღა გეყვარება? ჰუმანიზმისგან სრულიად თავისუფალი ხარ ამ დროს. შენთანაც განვმეორდები
  5. გეუბნები რაა ბალიშად იყენებდი წიგნებს თქო დავითი დაესხა თავს თურქებს?????? მე არ მითქვამს რომ თამარი არ იყო დამპყრობელი. უბრალოდ შენ ცუდ კონტექსტში გამოიყენე სიტყვა დმპყრობელი, თითქოს ეს ცოდვაა, ან ამით თამარმა ქვეყანას უარყოფითი შედეგი მოუტანა. ადამიანს როდესაც არ სწამს რმერთი ე.ი. არ უყვარს, რადგან რაც არ არსებობს ვერ გეყვარება. ხოლო თუ ღმერთი არ გიყვარს ე.ი. საკუთარი თავიც არ გიყვარს და თუ შენი თავი არ გიყვარს სხვა როგორღა გეყვარება? ჰუმანიზმისგან სრულიად თავისუფალი ხარ ამ დროს. საერთოდ ვერ გაგიაზრებია მაგ პოემის არსი. სხივი რომ აღარ გადმოვიდა სარკმლიდან, შენი აზრით, ილიამ რა აზრი ჩადო ამაში? კონკრეტულად რაში დაინახე არამორწმუნეობა იმას ვხედავ რაც არის. ჯგუფელი მყავს (საკმაოდ განათლებული და მოაზროვნე), რომელიც ამბობს რომ არის ათეისტი და ჯვარიც დაიწერა და ბავშვიც მონათლა რამდენიმე თვის წინ სულელ ათეისტს ყოველთვის სჯობს სულელი მორწმუნე იყო. სწორ გზაზე მაინც დგახარ, თუნდაც ეს გაუთვითცნობიერებელი იყოს საწინააღმდეგოს დაფიქსირება უსაფუძვლო "არგუმენტებით"-- ეს ანადგურებს? რაღაც არამგონია
  6. გეუბნები რაა ბალიშად იყენებდი მართლა წიგნებს შენ. დავითი დაესხა თავს თურქებს??????????????
  7. აქ ახალი ვარ და არ ვიცი რა არის ვორნი. ძალიან კარგად ვიცი ჰოკინგი და ცნობილი თეორია დიდი აფეთქების შესახებ., შენ მერწმუნე
  8. კომუნიზმის დანგრევის სიმბოლო უფრო
  9. ისტორიის წიგნებს ალბათ ბალიშად იყენებდი ;) დავითი "მრავალცოლიანი" მეფე, რომელმაც საქართველო გააერთიანა და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე განავრცო. დავითს არცერთი დაპყრობითი ომი არ უწარმოებია. თამარი-ორჯერ გათხოვილი "დამპყრობი", რომელმაც ოქროს ხანაში აცხოვრა ერი. მთელი მისი მეფობის პერიოდში ინანიებდა მამამისის ცოდვას (პირდაპირი მემკვიდრე რადგან არ იყო). ილია "არამორწმუნე", რომელიც ქართულმა მართლმადიდებლურმა ელესიამ შემდგომ წმინდანად შერაცხა ილია მართლის სახელით. ერთი პროზაული ნაწარმოები მაინც მითხარი, რომელშიც ილიას არამორწმუნეობა ჩანს. ვაჟა ასევე "არამორწმუნე", რომელსაც თითოეული მოჭრილი ხე და გათელილი ბალახი სტკიოდა. მისი ერთი პოემა ან პროზაული ნაწარმოები მითხარი, სადაც მისი არამორწმუნეობა ჩანს! წინა პოსტში დავწერე რწმენის შესახებ და აღარ განვმეორდები "რატომღაც" ყურადღება არ მიაქციე ჩემს სიტყვებს ("ჩემი დაკვირვებით, ასევე პირადი გამოცდილებით, ერთი რამ შევატყვე ქართველ ათეისტებს"), თორემ ასეთი თამამი არ იქნებოდი და საკუთარი თვალით დანახულის ვერშეცნობას არ დამწამებდი ;) ერთი-ორი რომ იყოს ასეთი აქტუალური არ იქნებოდა ეს თემა. თანაც მინდა გითხრა, რომ მოდას აყოლილი ათეისტის და გაუთვითცნობიერებელი ათეისტის არსი ერთიდაიგივეა. ;) საერთოდაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემი ნააზრევის გაბათილებას უფრო ცდილობ ვიდრე საკუთარი აზრის დაფიქსირებას ;)
  10. https://www.facebook.com/photo.php?fbid=195723003896834&set=pb.185463681589433.-2207520000.1350926660&type=1&theater ლოზუნგებმა გამაოგნა :X
  11. მაგრად გამაცინე ეს ისეთივე "სიტყვათაშეთანხმებაა", როგორიც მაგალითად უგემრიელესი ფეკალია. ;)~ ვორნი + 20%
  12. "აფრააშვებული ხომალდი რომ დაინახო ზღვაში, რომელიც ზუსტად მიდის თავისი კურსით და უცებ ვინმემ გითხრას - ეს ხომალდი თავისთავად ამოიზარდა ზღვიდან და არავინ მართავსო, გაგეცინებოდა. ჩვენი დედამიწაც ხომალდია, რომელიც სამყაროს ოკეანეში დაცურავს, და მას მართავს არა ადამიანის, არამედ "ღმრთის ხელი". იოანე ოქროპირი <= ეს სტივენ ჰოკინგს ჩემგან ;) ათეისტები, როგორც წესი, "ითხოვენ" გარეგან გამოხატულებას რწმენისა, გეკითხებიან რატომ გწამს? რწმენა უხილავია, ეს უფრო შინაგანი მდგომარეობაა, ვიდრე გარეგანი გამოხატულება. რაიმეს რწმენას, დაჯერებას მაშინ აქვს ფასი და მადლი, როცა ეს უხილავად, რაიმე მტკიცებულების გარეშე გწამს. თუ ცხვირწინ მაქვს და ყოველი გავლა-გამოვლისას ვეჯახები, ჩემდაუნებურად ვიჯერებ. როცა ვხედავ რომ მაწონი თეთრია, რაღაში მჭირდება ვინმეს მტკიცება, ეს ხომ ისედაც ცხადია?! ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ სულ საწინააღმდეგოს დანახვას ცდილობს და თუ "გაუმართლა" და დაინახა, აუცილებლად დროშის ფრიალით ამცნობს საზოგადოებას საკუთარ "გამჭრიახობის" შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა შეცდომა, რომელიც საუკუნეების მანძილზე "აწუხებდა" ერს. ჩემი დაკვირვებით, ასევე პირადი გამოცდილებით, ერთი რამ შევატყვე ქართველ ათეისტებს (უმრავლესად ახალგაზრდებს) და არამარტო ათეისტებს, ზოგადად ქართველ ახალგაზრდებს: ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობენ საზოგადოებაში სახელის მოხვეჭას, დამკვიდრებას და რადგან ამისათვის საჭირო გონებრივი რესურსები არ გააჩნიათ, ათას სისულელეს იჩემებენ. ამბობენ, რომ ვარ ათეისტი, თუმცა მისი არსიც კი არ ესმით. (ათეიზმი არის მოძღვრება, რომელიც უარყოფს ღმერთის არსებობას) ამბობენ ვარ აპოლიტიკური, როდესაც ქვეყანა განადგურების ზღვარზეა. და ყველაზე ხშირად მოსმენილი ამაზრზენი ფრაზა: "რა ქართველურად აზროვნებ!", ანუ ჩამორჩი ევროპულ ცივილიზაციას, რომელიც მათი უმრავლესობისთვის რატომღაც შოპინგთან და შერონ სტოუნთან ასოცირდება. ისე არ გამომივიდეს, თითქოს დავცინი ქართულ საზოგადოებას, მეც ხომ მისი ნაწილი ვარ ისეთივე აზრებითა და შეცდომებით, უბრალოდ ძალიან გული მტკივა დავითის, თამარის, ილიას, ვაჟას საქართველოს ასეთ რომ ვხედავ: ღვთისმშობლის წილხვედრ, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე საქართველოში ათეისტობაა მოდაში. ღმერთო დაგვიფარე!
×
×
  • შექმენი...