რა თქმა უნდა ზოგადი მოვლენის საფუძველი აუცილებლად კონკრეტული მოვლენაა. სიკვდილი ზოგადი ცნებაა სამშბლოსთვის თავგანწირვისას, მაგრამ კიბოთი სიკვდილი-კონკრეტული. გააჩნია საიდან შეხედავ ადამიანი. რელიგიურ ასპექტში ამ თემის განხილვა არც მიფიქრია, რადგან სხვადასხვა მრწამსის ადამიანებში ეს უაზრობა იქნებოდა. მაინც მინდა ერთი რამ გითხრათ, ჩემი აზრით, არასწორია მეფეს და პაიკს ერთ დაფაში რომ ყრით. დიდი არაფერი შავდება, ღირსეული მეფე მაინც მეფედ რჩება რაგინდ ჩირქი მოსცხონ, მაგრამ ამით პაიკს ამპარტავნებისკენ უბიძგებთ, როცა ამოლაგების დრო დგება. .კაცს კიბო აქვს და იჩხიროს და სიკვდილს ელოდოს? გაყიდოს ახლობლები და შემდეგ მოკვდეს..ეს არაა ეგოიზმი და თვითმკვლელობაა ეგოიზმი- ღმერთმა დაგიფაროთ მსგავსი უბედურებისგან, მაგრამ თქვენთვის საყვარელმა ადამიანმა უკურნბელი დაავადების გამო რომ თავი მოიკლას გაამართლებთ მის ქმედებას და ძლიერ პიროვნებას უწოდებთ? ამ შემთხვევაში თვითმკვლელობა სიძლიერე კიარა სისუსტეა და სასოწარკვეთის შედეგი, უბრალოდ უნდა შეიცოდო, არც უნდა გაამართლო და მითუმეტეს არ უნდა გაამტყუნო.