Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას. „შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. მე ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის მომდევნო ნაბიჯების განსახილველად. პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა, უკრაინაში ამ არაფრითპროვოცირებული თავდასხმის წამოწყებით. გაერთიანებული სამეფო და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ“, – წერს […] Source View the full article
  2. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მკაცრად გმობს რუსეთის უგუნურ და არაპროვოცირებულ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც რისკს უქმნის უთვალავი მოქალაქის სიცოცხლეს. „ჩვენი არაერთი გაფრთხილებისა და დიპლომატიაში ჩასართავად დაუღალავი ძალისხმევის მიუხედავად, კიდევ ერთხელ რუსეთმა სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის გზა აირჩია. ეს არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევა და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ […] Source View the full article
  3. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ და მოკავშირეები მკაცრ სანქციებს დააწესებენ. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. როგორც ჯო ბაიდენი წერს, ვლადიმირ ზელენსკიმ მას სთხოვა, დაურეკოს მსოფლიო ლიდერებს და ისაუბროს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. „დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მივაწოდე მას ინფორმაცია იმ ნაბიჯებთან […] Source View the full article
  4. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე გაუმართლებელ და არაფრით პროვოცირებულ თავდასხმას გმობს, – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში განხორციელებული აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. „პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს“, – აღნიშნავს ბაიდენი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც […] Source View the full article
  5. ჟურნალისტმა და ბლოგერმა კახაბერ ადამიამ, რომლის ანალიტიკური სტატიები ,,თაიმერში,, წლებია იბეჭდება, ბოლო სამი წლის მანძილზე, სამი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენების ზუსტი პროგნოზი გააკეთა. მის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ორივე ტურის შედეგების ანალიტიკური პროგნოზი, ჩვენ გასულ წლებში გამოვაქვეყნეთ და ისინი, შეიძლება ითქვას პროცენტების სიზუსტით ასრულდა. ერთი თვის უკან, ჟურნალისტმა კახაბერ ადამიამ, […] Source View the full article
  6. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე მან მოქალაქეებს საგანგებო ტელემიმართვისას სულ ცოტა ხნის წინ აცნობა. პუტინის თქმით, „გარემოება გადამწყვეტ და დაუყოვნებლივ ქმედებებს საჭიროებს“. „დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს დადგენილების მე-7 ნაწილის, 51-ე მუხლის შესაბამისად, ფედერალური საბჭოსა სანქციით და დონეცკსა და ლუგანსკთან ფედერალური ასამბლეის მიერ […] Source View the full article
  7. რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთით, იმ რეგიონებისკენ დაიძრნენ, რომელიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამის შესახებ „სიენენი“ ლატვიის პრემიერ-მინისტრზე, კრიშიანის კარინიშზე დაყრდნობით იუწყება. „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პუტინს დამატებითი ძალები და ტანკები ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე გადაჰყავს“, – აცხადებს პრემიერი და აღნიშნავს, რომ „ნებისმიერი დეფინიციით, ეს მეზობელ ქვეყანაში სუვერენული ტერიტორიის გადაკვეთაა“. როგორც „სიენენი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით […] Source View the full article
  8. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალური პოლიტიკის გაჯანსაღებაზე – ჩვენ ამ ადამიანებს მივაჩვიეთ სიზარმაცე, პირდაპირ ვეუბნებოდით – არ გაბედო მუშაობის დაწყება! თუ იყიდი ტელევიზორს, მაცივარს, მოგიხსნი დახმარებას, ეს ხომ კატასტროფაა, ეს არის საშინელი სისტემა. ახლა ვეუბნებით პირიქით – მეტი ფული იშოვეთ, ჩვენ არ შეგამოწმებთ 4 წელი და არ მოგიხსნით დახმარებას ჩვენ ამ ადამიანებს მივაჩვიეთ სიზარმაცე, პირდაპირ ვეუბნებოდით, რომ […] Source View the full article
  9. ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დაიწყო, უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. ჩვენ ამ ეროვნულ პრაგმატულ პოლიტიკას გავაგრძელებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას დღეს რეგიონში აქვს გადასარევი ურთიერთობები და ამ მიმართულებითაც აქტიური მუშაობა გაგრძელდება. „რეგიონში ჩვენ გვაქვს […] Source View the full article
  10. პირველი მარტიდან ყოველგვარი რეკლამა აიკრძალება და 25 წლამდე მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ ონლაინ კაზინოებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ერთ-ერთი დიდი პრობლემა წლების განმავლობაში და 1 მლრდ 500 მლნ ლარი იხარჯებოდა ონლაინ კაზინოებში ყოველწლიურად. „რაც შეეხება ონლაინ კაზინოებს – ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ეს იყო ერთ-ერთი დიდი პრობლემა, […] Source View the full article
  11. მას შემდეგ, რაც გამოვააშკარავეთ დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემები და კავშირები ქოლცენტრებთან, გარკვეულმა მასხარებმა შოუ დადგეს და ეს ერთგვარი შურისძიება იყო კეზერაშვილის მხრიდან, რომელიც ნაძარცვი ფულით პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ყველა ასეთი ქოლცენტრის მუშაობის ზედმიწევნით შესწავლის დავალება მისცა და თუ მსგავსი სადმე […] Source View the full article
  12. შარშან ამ დროს, როდესაც მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მოგეხსენებათ, ძალიან მალე გავხსენი ეკონომიკა და კიდევ კარგი, ეს გავაკეთე, არ მოვუსმინე ძალიან ბევრს და მართალი აღმოვჩნდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ბიზნესმაც დაინახა, ეკონომიკა გაცოცხლდა და ყველაფერმა ისევ დაიწყო მუშაობა. „ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან, ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა […] Source View the full article
  13. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით, წმინდა მიწაზე, იორდანიის სამეფომ, მეფემ და პრინცმა ერთობლივად გამოგვიყვეს მიწის ნაკვეთი, სადაც პატრიარქის კურთხევით, ჩვენი სურვილია, აშენდეს, დაფუძნდეს ქართული სულიერებისა და კულტურის კერა, ცენტრი, – – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იორდანიაში ვიზიტს გეგმავს. „ჩემი თხოვნით, საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩართულნი არიან სახელმწიფო კომისიაში, […] Source View the full article
  14. რაც შეეხება, ზოგადად, ეკონომიკურ და სოციალურ სიტუაციას ქვეყანაში, მინდა, რომ მოსახლეობას უფრო ვრცლად ავუხსნა. ჩვენ გასულ წელს გვქონდა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ზრდის შედეგი. 10.6% გამოვიდა წლის ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტო იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ვიყავით მე-2 ადგილზე ირლანდიის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ზოგადად, პანდემიის […] Source View the full article
  15. მიუნხენში კოლეგებისგან მოვისმინე,რომ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცივი გონებით მოქმედება და თავშეკავება, წარმოიდგინეთ, აღიარებამდე ზელენსკის რომ დაეწყო აქტიური სამხედრო მოქმედებები, იქნებოდა თუ არა შეცდომა?! რა თქმა უნდა, იქნებოდა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთის ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ახალი დოქტრინით წარუდგა და განაცხადა, რომ თუ არ იქნება რუსეთი, დაე […] Source View the full article
  16. ჯანდაცვის მიმართულება რომ ავიღოთ, 2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენდა 450 მილიონ ლარს, 2022 წელს ბიუჯეტი 2,4 მილიარდია, წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ მაშინ ქვეყნის მოსახლეობის მოცვა დაზღვევის პროგრამით 38% იყო, წელს 90%-მდე ავიდა. „პრაქტიკულად, დაზღვევის პროგრამამ მთელი მოსახლეობა მოიცვა. კიდევ უამრავი პროექტია, რომელიც განვახორციელეთ“, […] Source View the full article
  17. ჩინეთმა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის არ გაიმეორებს მსგავს ზომებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აზრით, მსგავსი ზომები „პრობლემების გადასაჭრელად ფუნდამენტური და ეფექტური გზა არასდროს არის”. კითხვაზე, განიხილავს თუ არა ჩინეთი მსგავსი ზომების შემოღებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა: ”თქვენ აშკარად არ გაქვთ ჩინეთის მთავრობის პოლიტიკის შესახებ მცირედი […] Source View the full article
  18. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა, სადაც საუბრის მთავარ თემას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები წარმოადგენდა. განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკომისარი გეგმავს აფხაზეთში ვიზიტს, რათა ადგილზე ნახოს, თუ რა ვითარებაა და რამდენად მძიმე მდგომარეობაა […] Source View the full article
  19. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საქართველო უსაფრთხოების ინტერესებით ხელმძღვანელობს. მისი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა ოპოზიციური პარტიები “ისტერიას აწარმოებენ” და მმართველი გუნდი მათი დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებს. პაპუაშვილმა თქვა, რომ ენმ ამ სიტუაციაშიც საკუთარი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის წამოწევას ცდილობს. “რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის […] Source View the full article
  20. უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ყველაზე საბაზისო პრინციპების დარღვევა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია. „ამ ვითარებაში გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია იმისთვის, რომ არ დაუშვან ომი უკრაინაში და გააკეთონ ყველაფერი, რათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები […] Source View the full article
  21. “ეს დღე გლოვის დღე არაა და არასდროს უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღი ჩვენი გამარჯვების დღეა, რამეთუ, დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს ვერ უზამს. მაგრამ, ესაა ამავე დროს დაფიქრების დღე, ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება. ჯარს შეიძლება […] Source View the full article
  22. გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ კრიტიკოსები გამოეხმაურნენ, მათ შორის მისივე კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გუშინ გამოცხადებული სანქციები საკმარისად „შორს არ მიდის“. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სანქციები არის „ყველაზე მკაცრი, რაც კი ოდესმე დაუყენებიათ რუსეთის მიმართ“. ტრასის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს მოუწია […] Source View the full article
  23. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს ევროპაში სამხედრო დანაყოფებს ახლებური გადანაწილების შესახებ ისაუბრა. 800 სამხედრო ბალტიის რეგიონში გაემგზავრება რვა ეთეული F-35 გამანადგურებელი ვერტმფრენი კი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგისკენ გაემგზავრება,– იუწყება Reuters აშშ-ის ოფიციალურზე დაყრდნობით. გარდა ამისა, აშშ ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში ევროპის სხვადასხვა ლოკაციიდან 32 ერთეულ AH-64 თავდამსხმელ ვერტმფრენს გაგზავნის. აღსანიშნავია, რომ აშშ ევროპის ტერიტორიაზე არსებული ძალების […] Source View the full article
  24. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია და არ წავიდნენ ამ ქვეყანაში. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ. რუსეთის […] Source View the full article
  25. ერთი ქვეყნის სამხედრო დანაყოფები როდესაც შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მიუკერძოებელი მშვიდობისმყოფელები, ისინი საერთოდ არ არიან მშვიდობისმყოფელები, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა. მისი განცხადების ტექსტი გაერო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „გაერო-ს წესდების პრინციპები არ არის მენიუ. მათი შერჩევითი გამოყენება არ შეიძლება. წევრმა სახელმწიფოებმა ისინი ყველა მიიღეს და ყველამ უნდა […] Source View the full article
×
×
  • შექმენი...