Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. ბელარუსის სპეცრაზმმა უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს განაცხადა. ” სპეცოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ბელორუსის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმი არ მიიღებს მონაწილეობას ომში. უკრაინა“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ბელარუსის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა. გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ ბელარუსიდან გეგმავს კრემლი უკრაინაზე […] Source View the full article
  2. რუსულ აგრესიასთან თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მადლობას უხდის საკანონმდებლო ორგანოში მყოფ უკრაინის წარმომადგენელ ანდრიი კასიანოვს და ყველას, ვინც დღეს კიევში, ოდესაში, თუ მარიუპოლში ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს. „დღეს ჩვენ […] Source View the full article
  3. საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება წუთიერი დუმილით და უკრაინის ჰიმნით დაიწყო. სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცითა და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. „რუსეთის აგრესია ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება. უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცით და სიმამაცით […] Source View the full article
  4. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე პარლამენტშია. პრეზიდენტი სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით მიმართავს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, ასევე პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლმენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი […] Source View the full article
  5. რუსმა ოკუპანტებმა კიევის ჩრდილოეთ გარეუბანში თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა “ანტონოვი” დაბომბეს. ქარხანა სვიატოშინის აეროდრომზე მდებარეობს, რომელიც კიევის ცენტრიდან დაახლოებით 10 კმ-შია. ჯერჯერობით უცნობია დაშავებლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ქარხნიდან კვამლი ამოდის. ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. Source View the full article
  6. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი: დასრულდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. არის გარკვეული პოზიტიური პროგრესი ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში. გაგრძელდა ინტენსიური კონსულტაციები მთავარ პოლიტიკურ რეგლამენტზე, ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად Source View the full article
  7. 24 თებერვლიდან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, 406 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული. „CNN“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. კომისრის ოფისის მონაცემებით, 801 ადამიანი დაიჭრა. თუმცა, გაეროს ოფისი აქვე მიუთითებს, რომ შესაძლოა, რეალური ციფრები, გაცილებით დიდი იყოს. აღნიშნული მონაცემები ეყრდნობა 24 თებერვლის ცნობებს 4:00 საათიდან, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო […] Source View the full article
  8. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით იღებს გადახდებს. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ამორალურია და ​უკრაინა-ისრაელის ურთიერთობებზე დარტყმას წარმოადგენს. „ვიდრე მსოფლიო სანქციებს უწესებს რუსეთს უკრაინაში ბარბაროსული სისასტიკისთვის, ზოგიერთი უკრაინული სისხლით გაჟღენთილი ფულის კეთებას ამჯობინებს. სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ისრაელის ავიახაზები რუსული საბანკო სისტემა „მირ“-ით იღებს გადახდებს. ამორალურია და დარტყმაა […] Source View the full article
  9. მოსკოვში პოლიცია მეექვსეკლასელი კირილის სახლში მივიდა, რადგან მან სკოლაში, პროპაგანდისტული გაკვეთილის დროს “მიუღებელი კითხვები” დასვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. ინფორმაციას ნოვაია გაზეტა ავრცელებს. კირილი 12 წლის არის. დედამისი ნატალია ამბობს, რომ ბიჭს უკრაინული ფესვები აქვს, ის უკრაინის კულტურის ცენტრში დადიოდა და მიმდინარე ომი მას ტკივილს აყენებს. მისი თქმით, პარასკევს, 4 მარტს, მეექვსე კლასელებმა ჩვეული ისტორიის […] Source View the full article
  10. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი უკრაინის მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან. აქციის წევრები სოლიდარობას გამოხატავენ უკრაინის და უკრაინელების მიმართ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ რუსეთისთვის საქართველოს ცა ჩაიკეტოს, რუსეთის მოქალაქეებისთვის დაწესდეს სავიზო რეჟიმი და გაუქმდეს პრორუსული მედია საქართველოში. აქციაზე შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი. Source View the full article
  11. “ღორის გრიპი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად ვრცელდება, საქართველოში, ლაბორატორიაში იქნა გამოყვანილი”. – თქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის (RCBZ) უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა. კირილოვის თქმით, მაღალი ინფიცირების მაჩვენებლიანი ვირუსი საქართველოში აშშ-ს ხელმძღვანელობით შეიქმნა და მან არაერთი ქვეყნის ეკონომიკას მიაყენა დიდი ზიანი. “ჩვენ გვჯერა, რომ 2007 წელს პენტაგონის მიერ საქართველოს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში მაღალი […] Source View the full article
  12. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ლატვიაში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. როგორც ბლინკენმა twitter-ზე დაწერა, მან პრემიერმინისტრთან უკრაინის ჰუმანიტარული და უსაფრთხოების დახმარების საკითხი განიხილა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. Source View the full article
  13. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. როგორც მიშელი წერს, მან პუტინს მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო გასასვლელი და დახმარებაზე წვდომა. ამასთან, საუბრისას მიშელმა ხაზი გაუსვა უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ცნობით, მანამდე ის ტელეფონზე პრეზიდენტ […] Source View the full article
  14. “არახამიასნაირები რო ყავს უკრაინას კიდე კარგად არიან. ხალხია ცოდო ხალხი, თქვე უღმერთოებო.” – წერს FACEBOOK-ზე ქართული ოცნებსი გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე. Source View the full article
  15. უკრაინის რეინტეგრაციისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხების მინისტრი ირინა ვერეშუკი აცხადებს, რომ რუსეთმა, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა 2046 უცხოელი სტუდენტი და უკრაინიდან მათ ევაკუაციას ბლოკავს. ამის შესახებ ვერეშუკი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს. „უცხოელი სტუდენტები მძევლად არიან აყვანილი. სწორედ ამით არის დაკავებული რუსეთი უკრაინაში და მათ ევაკუაციას ბლოკავს. ინდოეთიდან 659 სტუდენტია, ჩინეთიდან – 160, თურქეთიდან -144, ნიგერიიდან – […] Source View the full article
  16. ირაკლი ოქრუაშვილი მეგობრებთან ერთად უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა […] Source View the full article
  17. ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე და თავდასხმას ატომურ სადგურზე. ეს აჩვენებს ამ ომის უგუნურებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი დასრულება და ის, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და ჩაერთოს დიპლომატიურ ძალისხმევაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგანგებო მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომელსაც ევროკავშირთან ერთად ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებიც ესწრებიან. „ნატო-ს მოკავშირეებმა უპრეცედენტო […] Source View the full article
  18. ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი 2018 წელს, ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის “ნოვიჩოკით” მოწამვლას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ მსოფლიოს ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, გაერთიანებული სამეფოს გვერდით იდგა. ჯონსონის თქმით, დღეს ისინი დგანან უკრაინის გვერდით და ყველაფერს აკეთებენ, რომ პუტინის “ბარბაროსული წამოწყება” წარუმატებლად დასრულდეს. “ოთხი წლის წინ ჩვენი ქვეყანა შეძრწუნდა, როდესაც რუსეთის სამხედრო […] Source View the full article
  19. არ გინდათ პროცედურულ ომში შესვლა – ჩვენი მოწოდებაა, საქართველოს მოქალაქეებს მისცეთ საშუალება, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართოს მათ და ეს თქვენი მხრიდან ძალის დემონსტრირებაში არ გადაიზარდოს,- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც უნდა გადაწყდეს, გაიმართება თუ არა ხვალ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მოსმენა. როგორც დეკანოიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს […] Source View the full article
  20. უკრაინაში მხოლოდ „დახურული ცა“ შეაჩერებს მკვეთრად ესკალაციას, დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. „ამ ომის ლოგიკა არის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების მოწყობა. მხოლოდ „დახურული ცა“ შეაჩერებს მკვეთრად ესკალაციას. დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე“, – […] Source View the full article
  21. ნამდვილად არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის როლი, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია და ვფიქრობ, რომ ანგარიშის წარდგენის დროზე დასაჩქარებელი არაფერია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გამართვის თარიღის ირგვლივ მსჯელობენ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უმჯობესია პრეზიდენტს დეპუტატებმა, მორიგ პირველსავე სხდომაზე მოუსმინონ. […] Source View the full article
  22. თხოვნით მივმართავ კოლეგებს, მეტად დაუჭირონ მხარი პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, მოლდოვასა და საქართველოს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ნატო-ს საგანგებო მინისტერიალამდე განაცხადა. „დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების ნამდვილად ძალიან დროული შეხვედრაა, რამდენადაც რუმინეთი შეშფოთებულია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის რეაგირება, რომელიც ნატო-მ უნდა იქონიოს რუსეთის აგრესიაზე, თანმიმდევრული კონსოლიდაცია აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და […] Source View the full article
  23. უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბუჩაზე კონტროლი აღადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ქალაქის საბჭოს შენობაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ქალაქი ბუჩა ქვეყნის დედაქალაქ კიევის მახლობლად მდებარეობს. გასული დღეების განმავლობაში, ბუჩაში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა. უკრაინის არმიის სამხედროებმა რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის კოლონა გაანადგურეს. Source View the full article
  24. თბილისის საკრებულოში, უკრაინის დახმარების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, მაჟორიტარები და უკრაინის დიასპორის, ასევე დიასპორასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საკრებულო მზადყოფნას გამოთქვას, ყველა მიმართულებით აქტიურად იმუშაოს უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების, თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის […] Source View the full article
  25. რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირი კიდევ ერთხელ დაბომბეს. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აფეთქებების ხმა ისმოდა. სარაკეტო იერიში მიიტანეს 25-ე სკოლაზეც, რომელიც დანგრეულია. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. “ახლახანს რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირის 25-ე სკოლაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. დაშავებულთა და დაღუპლუთა შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. სკოლა დანგრეულია, ახლა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს”, […] Source View the full article
×
×
  • შექმენი...