Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანი დაზარალებულების კმაყოფილების ზრდაა. ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე და არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ მთავრდება დაზარალებულების ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის გარეშე. ამ მიმართულებით ჩენ ვაგრძელებთ მუშაობას, რიგი გამოწვევების დასაძლევად საჭირო კონკრეტული მიზნები და გეგმები გაწერილია პროკურატურის ახალ 6 წლიან სტრატეგიაში – განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა […] Source View the full article
  2. თავის წლიურ ანგარიშებში ევროპარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს პროდასავლურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული. „უნდა აღინიშნოს, რომ, წინა ანგარიშებთან შედარებით, 2021 წლის დოკუმენტები საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერის მკაფიო და თამამ გზავნილებს/მოწოდებებს შეიცავს. ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმების ქმედებების შეფასების, ასევე რუსეთის მისამართით ევროკავშირის მოწოდებების კუთხით, ორივე დოკუმენტს მნიშვნელოვანი […] Source View the full article
  3. “ახალი კვირის” უკვე ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირადად მის გამო გამოაცხადა რეორგანიზაცია, რასაც მისი გადაცემის დახურვა მოჰყვა. “მენეჯმენტმა ერთადერთი მიზეზი თქვა, რომ გადაცემამ არსებულ ფორმატში თავი ამოწურა და საჭიროა ფორმატის ცვლილება, შესაბამისად, გადაცემიდან მომხსნეს მე, როგორც წამყვანი. არ უთქვამთ რა ფორმატზეა საუბარი, თვითონაც არ იცოდნენ იმ მომენტში, მე დიდი ეჭვი მაქვს, […] Source View the full article
  4. “ქვეყნის პარლამენტის წევრისა და მაჟორიტარი დეპუტატის ყოველდღიური საქმიანობა უნდა განისაზღვრებოდეს ოლქის მოსახლეობის წინაშე მდგარი ამოცანებისა და არსებულ პრობლემათა გადაწყვეტაზე ორიენტირებით. ამ პოსტში ყურადღებას გავამახვილებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებულ მოსაგვარებელ საკითხთა ჩამონათვალზე. მოგეხსენებათ, რომ წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე არის ჩვენი გუნდის „საქართველოსთვის“ წევრი ბატონი- კორნელი სალია, ჩვენი გუნდი აქტიურ კომუნიკაციაში იქნება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ პრობლემების გამოვლენის მიზნით, […] Source View the full article
  5. ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ თუ დასავლეთი ბელარუსს თავს დაესხმება, ის სამუდამოდ დარჩება ქვეყნის მმართველად. „თუ თქვენ [დასავლეთი] განაგრძობთ ჩვენზე თავდასხმას, როგორც 2020 წელს, მე ვიქნები მარადიული პრეზიდენტი“ – განუცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს. Source View the full article
  6. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან სამხედრო შენაერთები გაჰყვას. სწორედ ამიტომ ბაიდენი კვლავ ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს. თეთრი სახლიდან გაკეთებულ მიმართვაში პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ თუ ნამდვილად დადასტურდება ინფორმაცია, რომ რუსეთს შენაერთები გაჰყავს, ის ამ […] Source View the full article
  7. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნა, გააგრძელოს კრიზისიდან გამოსასვლელად დიპლომატიური გზის მხარდაჭერა. „შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში […] Source View the full article
  8. სამხედრო ექსპერტი და ჟურნალისტი იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში ოკუპირებული დონბასიდან პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ წუთებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. მისივე თქმით, უკრაინა ნებისმიერი მიმართულებით შესაძლო შეტევისთვის ემზადება, რადგან კოსმოსური დაზვერვის მონაცემები საზღვრიდან რუსული ჯარების რეალურ უკანდახევას არ აჩვენებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული შემადგენლობა სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. ყველა შვებულება გაუქმდა […] Source View the full article
  9. “მე მწამს, რომ საქართველოს პრობლემები მოსკოვთან ძალიან ჰგავს უკრაინის პრობლემებს მოსკოვთან “- ამბობს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელი ჯონ ჰერბსტი. ყოფილი დიპლომატი ფიქრობს, რომ მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე, საქართველო რთულ მდგომარეობაშია, თუმცა უკრაინის მხარდაჭერა, მის ინტერესებში შედის. „ვფიქრობ კარგი იქნება, თუ ამ კრიზისში, საქართველო უკრაინას მხარს დაუჭერს, რასაც ნამდვილად ვერ ვხედავთ. მე შემიძლია […] Source View the full article
  10. “საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისი ქვეყნის ინტერესი, რა სურს საქართველოს, და რა სურს ქართველ ხალხს“ – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დენ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. „სურთ მათ [ქართველ ხალხს], რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის განადგურების ხილვა? სურთ რუსეთმა უკრაინაზე აღიდგინოს ძირითადი კონტროლი, როგორც ეს იანუკოვიჩის დროს იყო? არის ეს საქართველოს ინტერესებში? არ […] Source View the full article
  11. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუიჯი დი მაიოსთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინამ და NATO-მ უნდა გადაწყვიტოს, გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ალიანსში. “NATO-სა და უკრაინის გარდა, არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება გადაწყვიტოს უკრაინის NATO-ში მომავალი წევრობა”.- თქვა კულებამ. მან ასევე აღნიშნა, რომ იტალიამ უკრაინის დასახმარებლად პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა, მათ […] Source View the full article
  12. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, მანდატები დატოვონ. მისივე თქმით, ხალხი ქუჩაში გამოსასვლელად უნდა გაემზადოს. „უნდა დატოვოს ოპოზიციამ მანდატები და დაბრუნდეს სიტუაცია თავდაპირველ მდგომარეობაში. დამიმარტოხელავეს მე, რადგან ოპოზიციამ მიმატოვა და შევიდა პარლამენტში. ახლა ანგარიშს ასწორებს ტირანი მთლიანად ჩეზმე იმის გამო, რომ ფაქტობრივად ხელისუფლებას ვაკარგვინებდით იმ ფორმატით, რაც ოპოზიციურ ერთობას გულისხმობდა და რომელიც ჩვენ […] Source View the full article
  13. ​NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას აღიარებს ამით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს და ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. “თუ რუსეთი დონეცკსა და ლუგანსკის აღიარებს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, რადგან ეჭვგარეშეა, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია. ეს ქმედება ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს”,-თქვა სტოლტენბერგმა Source View the full article
  14. ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის მიერ დეპუტატის უფლებამოსილების გაუქმებას რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მესამე პრეზიდენტი თვლის, რომ “ოცნება” ამას აკეთებს იმიტომ, რომ მასზე არაადამიანური მოპყრობისა და წამების შემსწავლელი კომისიის შექმნა შეფერხდეს და აუცილებელ 50 ხმას 3 ხმა დააკლდეს. პარლამენტში, კომისიის შექმნის წინ, სამ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება გაუუქმეს, რათა კომისიის […] Source View the full article
  15. მხოლოდ ინსპექტორის სამსახური კი არა, საკონსტიტუციო სასამართლოც დაკარგა საზოგადოებამ, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი Facebook-ზე წერს. ამასობაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიწაში თავი ჩარგო, ოცნებას დრო მოაგებინა და მისცა საშუალება, დაესრულებინა ის, რაც დაიწყო. მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი არა, საკონსტიტუციო სასამართლოც დაკარგა საზოგადოებამ, ცხადად გამოჩნდა, რომ ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების სამსახურშია, – წერს […] Source View the full article
  16. დიდი ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში, მელინდა სიმონსი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრაზე გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად წერს, რომ კიევში რჩება და გუნდთან ერთად მუშაობას აგრძელებს. “მე ვრჩები კიევში და ვაგრძელებ აქ მუშაობას ძირითად გუნდთან ერთად. საელჩო ფუნქციონირებას განაგრძობს” – წერს ის. Source View the full article
  17. “როდესაც რეზოლუციაზე ვმსჯელობდით, მათ გამოთქვეს პრეტენზიები, დაიგეგმა ვიზიტი ისე, რომ მათი მონაწილეობა არ იყო მასში გათვალისწინებული. ნაცებმა გააკეთეს ეს. სხვა რამის გამო ვერ შედგა მაშინ, ბრიუსელში გაგრძელდა და ვერ შედგა, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლების ჩამოსვლის დღეს წავიდნენ უკრაინაში ისე, რომ უკან არ მოუხედავთ და არაფერი არ უკითხავთ. შესაბამისად, მათი მხრიდან პრეტენზიებს ვერ მივიღებთ. ამ ეტაპზე არ […] Source View the full article
  18. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო პანიკაში არ ჩაცვივდნენ. მისი თქმით, უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სამხედროებსა და მოქალაქეებს უნდა დაეყრდნოს და ნებისმიერ დღეს მზად იყოს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საინფორმაციო სივრცეში რუსეთის შეჭრის შესახებ უამრავი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, რაც ჯერჯერობით მხოლოდ პანიკას იწვევს. „ჩვენს ქვეყანაში პანიკა ჩვენი მტრის საუკეთესო […] Source View the full article
  19. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს, – ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორი პრეზიდენტის განხილვის მთავარი თემა უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზებაა. Source View the full article
  20. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უკრაინიდან საკუთარი სამხედრო ინსტრუქტორები გაჰყავთ. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, ფლორიდის ეროვნული გვარდიის 150-მდე სამხედრო ინსტრუქტორი, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების გადამზადებაში იღებდნენ მონაწილეობას, უკრაინას ტოვებენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სამხედრო ინსტრუქტორების განთავსება ევროპის ტერიტორიაზე იგეგმება, თუმცა რომელ ქვეყანაში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჯონ კირბის თქმით, სამხედრო ინსტრუქტორების გაყვანის მიუხედევად, აშშ-ის პოზიცია […] Source View the full article
  21. არაფერი დაგვახევინებს უკან,წალენჯიხა იქნება მრავალმხრივი გარღვევების ავტორი. 7 უმთავრესი საკითხი,რასაც,ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზეც კი,ვერ ეგუება ხელისუფლება და ტოტალურ ცილისწამებლურ კამპანიას ოპერირებს: 1.პირველად წალენჯიხაში-კოალიციური თვითმმართველობა; 2.პირველად წალენჯიხაში-სამართლიანი ბიუჯეტი-გადანაწილება დასუფთავების,წყალსაქაჩის განათების მუშაკებს,ბაგაბაღის,ხელოვნების კულტურის,სპორტის პედაგოგებს და არა პარტიულ ელიტას! 3.პირველად წალენჯიხაში:საჯარო მოხელერბი პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებიან (ყურადღება,”ოცნება”!) 4.პირველად წალენჯიხაში! ღია მხარდაჭერა უკრაინას!რუსეთი ოკუპანტია! 5. პირველად წალენჯიხაში და ყველაზე მთავარი!!!დეცენტრალიზაციის […] Source View the full article
  22. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რომ რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას განიხილავს. სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ […] Source View the full article
  23. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გახარიებთან ერთად მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას გვთავაზობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია სენაკის საკრებულოში მომხდარის გამართლებას ცდილობს, თუმცა „უარესი საოცრება“ ითქვა. „სენაკში იმ საოცრების გასამართლებლად, რაც დასაწყისში გააკეთეს, უარესი საოცრება თქვეს, ანუ პირველი სხდომა გრძელდებოდაო. აქ ერთი იურიდიული ნიუანსია, პირველი სხდომა თუ გრძელდებოდა, მაშინ […] Source View the full article
  24. დედაქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები მომზადების რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით – აცხადებს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო. მისი ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქის ევაკუაციის გეგმა საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებულია. იგი განსაზღვრავს ასაწყობი ევაკუაციის პუნქტების მდებარეობას, საჭირო მანქანების რაოდენობას და საცხოვრებლად უსაფრთხო ტერიტორიებს. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თუ რამდენიმე წლის წინ, ქალაქში 1,5 ათასი თავშესაფარი იყო, დღეს მათი რაოდენობა გასამმაგებულია. მისივე […] Source View the full article
  25. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია სენაკის საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად მუშაობს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოს სხდომის გამართვას და გადაწყვეტლების მიღებას სჭირდება საკრებულოს წევრთა ხმების ნახევარზე მეტი, სენაკის შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. „რაც შეეხება სენაკს, სხდომის გამართვას და გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება ნახევარზე მეტი, 33-ის ნახევარზე მეტი არის 17 და […] Source View the full article
×
×
  • შექმენი...