Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. ანტიკორუფციულმა მოძრაობამ 2022 წლის 21 იანვარს წერილობით მივმართეთ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარე – დავით ნარმანიას, რომ გაესაჯაროებინათ ან გადმოეცათ ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ხდება საქართველოში იმპორტით ელექტროენერგიის შეძენა – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. დღემდე აღნიშნულ წერილზე პასუხი არ მიგვიღია. დღეს, TV ფორმულას ეთერში დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები არის კომერციული საიდუმლოება […] Source View the full article
  2. ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა თანამდებობა დატოვა. თეატრიდან წასვლა თორნიკე მარჯანიშვილს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოსთხოვა. რამდენიმე თვის წინ, თეატრში მისულმა კულტურის მინისტრმა თორნიკე მარჯანიშვილი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციის კვოტით მონაწილეობის გამო, მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ უმჯობესია თუ თეატრს დატოვებდა. მინისტრმა რეჟისორს უთხრა, რომ მისთვის მიუღებელია თეატრის დირექტორის პოლიტიკურ ბანერზე ხილვა. “დიახ, […] Source View the full article
  3. „გაერთიანება, რომელიც არ ემყარება ღირებულებებსა და შეხედულებებს, ქვეყანას დიდ წარუმატებლობას მოუტანს, ამის მაგალითია „ქართული ოცნება.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიგი უგულავას ინიციატივას ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით. „პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს. ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობასა და კატასტროფას, […] Source View the full article
  4. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მუდმივმოქმედი ცხელი ხაზის შექმნის ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი წლებია დევნილთა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობას იკვლევს. საქმიანობისას გამოიკვეთა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან დაკავშირება განსაკუთრებით რთულია. პანდემიის პირობებში ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა […] Source View the full article
  5. თიბისის ციფრულ ბანკში სხვადასხვა საბანკო პროდუქტით და სერვისით სარგებლობა დისტანციურადაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს. ერთ-ერთი ასეთი მომსახურება – მობაილბანკით კომუნალური გადასახადების გადახდაა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თიბისის ციფრულ ბანკში კომუნალური გადასახადების ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალი გააქტიუროს და კომუნალური გადასახადების საფასური ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში ავტომატურად, მისთვის სასურველი ანგარიშიდან გადაიხადოს. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი საკომისიო გადასახადისგან თავისუფლდება. […] Source View the full article
  6. ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ, რომ ნიკა მელია სხვა ხაზით მიდის და ძალიან მალე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ალბათ, ვისაუბრებთ წარსულში, – ასე უპასუხა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო განხეთქილების შესახებ ჟურნალისტების კითხვას უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა სოზარ სუბარმა. როგორც სუბარი განმარტავს, მელია და სააკაშვილი სხვადასხვა გზით მიდიან. „ძალიან დიდი ხანია ვუყურებთ ისედაც, რომ ნიკა მელია სხვა ხაზით მიდის, სააკაშვილი და […] Source View the full article
  7. პარტიები კარგავენ ამომრჩეველს. მნიშვნელოვანია, რომ საგრძნობლად არის შემცირებული ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი, რაც შესაძლოა გამოწვეულია მიხეილ სააკაშვილის ხანგრძლივი პატიმრობით და მისგან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დისტანცირებით – მომავალ არჩევნებზე ამ ადამიანების ხმები, შესაძლოა საერთოდ არ წავიდეს ოპოზიციური პარტიების ყულაბაში და დაიკარგოს,- ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, „NDI-ის ბოლო […] Source View the full article
  8. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ქვეყანა სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა. მისი თქმით, მტერს უნდა ეშინოდეს უკრაინის და არა პირიქით. “არ დაუჯეროთ აპოკალიფსურ პროგნოზებს. სხვადასხვა დედაქალაქს განსხვავებული სცენარი აქვს, მაგრამ უკრაინა მზადაა ნებისმიერი განვითარებისთვის. დღეს უკრაინას ჰყავს ძლიერი არმია, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და უკრაინელების რწმენა თავიანთი ქვეყნის მიმართ. მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და […] Source View the full article
  9. სემეკი, მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე, “თელმიკოსა” და “თელასში” მონიტორინგს დღეიდან იწყებს. პროცესი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. სპეციალისტები მრიცხველების აღრიცხვის სისტემას შეისწავლიან, ასევე დადგენილ წესებთან შეუსაბამობა და სხვა საკითხებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, მოქალაქეებს კი ზედმეტად დარიცხული თანხა უკან დაუბრუნდებათ.​ სემეკში ასობით საჩივარია შესული, რომელიც დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს შეეხება. მოქალაქეების უმეტესობა ფიქრობს, რომ […] Source View the full article
  10. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს იბარებს. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ამასთან, ბოკუჩავას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. „დღეს განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ბიუროზე, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი […] Source View the full article
  11. ოთხი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს. მათგან ერთ-ერთმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე კახა კუჭავამ პირადად მიმართა პარლამენტს. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილებაზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი […] Source View the full article
  12. საქართველოს ბანკის, Visa-ს, Extra.ge-სა და Adapter-ის პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეწარმეებისთვის ციფრული ადაპტაციის პროექტი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება. “Adapter”-ის საშუალებით უკვე 60 კომპანია საკუთარ პროდუქციას Extra.ge- ზე ყიდის. “პროექტის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა “Adapter”-ის […] Source View the full article
  13. 2021 წელს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომლისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2 თანამშრომლის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ აცნობეს. მათი ინფორმაციით, გასულ წელს, შსს-ს 4 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 333-ე მუხლით დაიწყო, რაც […] Source View the full article
  14. საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 130 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 33 905 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 924, „პისიარ“ ტესტით – 12 981. ქვეყანაში კორონავირუსის […] Source View the full article
  15. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 246-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 11 235 პირს დაუდასტურდა, 17 130 პაციენტი გამოჯანმრთელდა. Source View the full article
  16. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა მიმართულებით გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები კვლავ მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ […] Source View the full article
  17. ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. ქურდობის შესახებ მუზეუმის თანამშრომლებმა დღეს დილით შეიტყვეს. როგორც მუზეუმის დირექტორმა დავით ოკუჯავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ფაქტის შესახებ პოლიციას უკვე მიმართეს და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს. „ქანდაკებაა მოპარული. პოლიციას მივმართეთ, მათ უკვე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ვიცი ადგილის ექსპერტიზა დასრულებულია და მიმდინარეობს კამერების დათვალიერება”,- განაცხადა დავით ოკუჯავამ. Source View the full article
  18. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის მიმართ შეფარდებულ 5000-ლარიან გირაოს დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კირკიტაძის ადვოკატმა ალექსანდრე მგელაძემ განუცხადა. როგორც მგელაძე განმარტავს, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. “მიმაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების ღონისძიების გამოყენების არავითარი საფუძვლები არ არსებობდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5 […] Source View the full article
  19. საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში კვლავ ექიმებისგან სრულ იზოლაციაში რჩება. უკვე თვეზე მეტია, მიხეილ სააკაშვილთან არც პირად ექიმს და ცენტრ “ემპათიას” ექსპერტებს უშვებენ. მესამე პრეზიდენტის მონახულების ნებართვის მისაღებად ალტერნატიული კონსილიუმის ექიმებმა განაცხადი იუსტიციის სამინისტროში ჯერ კიდევ დეკემბერში შეიტანეს, თუმცა უშედეგოდ. “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ის, რასაც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ აკეთებს, არაადამიანური მოპყრობის […] Source View the full article
  20. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებს რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარების ხელშეწყობისთვის არაფერი გაუკეთებიათ, – ინფორმაციას NTV და თურქული მედია საშუალებები ავრცელებენ. „მკაფიოდ უნდა ვთქვა: დასავლეთს, სამწუხაროდ, არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ საკითხის მოგვარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ფაქტობრივად მხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორი იყვნენ,“- ციტირებენ მედია საშუალებები ერდოღანს. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით […] Source View the full article
  21. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე, სადაც დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, პროკურატურა მისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. როგორც ადვოკატი ალექსანდრე მგელაძე აცხადებდა, კირკიტაძეს დანაშული არ […] Source View the full article
  22. ნატო ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის ლიდერისა და რუსეთის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაზე, რომელშიც ისინი ნატო-ს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს შემდგომი გაფართოებისგან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. „საუბარია არა […] Source View the full article
  23. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და პარლამენტის წევრმა დავით კირკიტაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომათა დარბაზი კირკიტაძის მეგობრებმა და მხარდამჭერებმაც დატოვეს. როგორც ბრალდებულმა პარლამენტის წევრმა განაცხადა, “ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იპოვოს სამართალი”. “მინდა თქვენ და საზოგადოებას შევახსენო ფაქტობრივი გარემოებები. მე ვარ ადამიანი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო […] Source View the full article
  24. რუსთავის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პარლამენტის წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა ბრალდებულისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას. დავით კირკიტაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […] Source View the full article
  25. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას „ქართულმა ოცნების“ მიერ რუსთავის საკრებულოში ძალაუფლების დაკარგვას უკავშირებს, რომელიც მმართველი პარტიისთვის „პოლიტიკურად ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა“. როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან პროცესის დაწყებამდე განუცხადა, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოტივაციით აღძრული საქმე და დავით კირკიტაძის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. „გასაგებია, […] Source View the full article
×
×
  • შექმენი...