Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რაც საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინაში ნახა, ომის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ირპენსა და ბუჩაში ნანახი არის თუ არა გენოციდი. მისი განმარტებით, უნდა მოხდეს ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება. „რა თქმა უნდა, ის, რაც ვნახეთ საზარელია. მე იქაც აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, საზარელთან ერთად ქართველებისთვის […] Source View the full article
  2. „ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი არანაირად არ ყოფილა განხილვის საკითხი უკრაინაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ყოფილა პირისპირ შეხვედრის დროს განხილული მიხეილ სააკაშვილის საკითხი. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” იყო ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებში წყლის ამღვრევის ერთ- ერთი მიზეზი, რადგან ხშირად არასწორი წარმოდგენების შექმნას ცდილობენ საქართველოზე, ამიტომ გაუგებრობების თავიდან […] Source View the full article
  3. „სტრატეგია აღმაშენებლი“ ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნასთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ პეტიციაშია აღნიშნული, საქართველომ უკვე გააკეთა მტკიცე არჩევანი იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვების დღის აღნიშვნა მოხდეს ევროპის ქვეყნებთან ერთად 8 მაისს. მათივე განცხადებით, ამ ინიციატივის მიზანია ქართველი ვეტერანებისა და ქართული სახელმწიფოს როლის გამოკვეთა ნაციზმის […] Source View the full article
  4. როსკომნადზორმა, რუსეთის გენერალური პროკურატურის თხოვნით, აკრძალული საიტების რეესტრს Human Rights Watch დაამატა – ამის შესახებ BBC წერს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სტატია სახელწოდებით: “უკრაინა: ბრძოლებს გაქცეული მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან რუსული თავდასხმის დროს” – გამოქვეყნდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ვებგვერდზე. Human Rights Watch-ის სტატიაში საუბარია რუსული ჯარების მიერ ჰუმანიტარული დერეფნების დაბომბვაზე. შედეგად, HRW-ს […] Source View the full article
  5. მარიუპოლზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმებული წინააღმდეგობა რუსი სამხედროებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და რუსეთის წინსვლა შეანელა, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. „უკრაინის შეთანხმებულმა წინააღმდეგობამ რუსეთის ჯარი მძიმე განსაცდელში ჩააგდო და რუსეთის წინსვლა შეანელა. რუსების მიერ მარიუპოლის აღების მცდელობამ ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა. განადგურდა დიდი ოდენობის ინფრასტრუქტურა […] Source View the full article
  6. იაპონიის სამი მთავარი ბანკის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 26 მარტიდან შეჩერებულია დოლარის ყველა ტრანზაქცია რუსეთის უმსხვილეს ბანკთან, Sberbank-თან. მეგაბანკები – Mitsubishi UFJ Financial Group, Inc., Sumitomo Mitsui Financial Group, Inc. და Mizuho Financial Group, Inc უერთდებიან იმ სანქციებს, რომლებიც აშშ-მ დაუწესა Sberbank-ს. მათ შორის, Mitsubishi UFJ შეაჩერებს არა მხოლოდ დოლარში ტრანზაქციას, არამედ ყველა უცხოურ ვალუტაში, გარდა იენისა. […] Source View the full article
  7. 11 მარტის შემდეგ გაუჩინარებული რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს კადრები დღეს რუსულ სამთავრობო მედიაში გამოჩნდა. კადრების გადაღების დრო და ადგილი საკამათო გახდა, რადგან მასალაში შოიგუ საუბრობს ზოგად თემებზე, მაგალითად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და არა უკრაინაში მიმდინარე “სპეცოპერაციაზე”, რაზეც წესით ის უნდა ამახვილებდეს ყურადღებას. შოიგუს გაუჩინარების თემის გააქტიურების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ბრძანება – უწყებამ ყოველდღიურად წარმოადგინოს […] Source View the full article
  8. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუს დედებს მოუწოდა, თავიანთი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად რამე გააკეთონ. როგორც ბრიფინგზე არესტოვიჩმა განაცხადა, პუტინის რეჟიმს შეუძლია 1-ლი აპრილიდან გამოძახებული წვევამდელები უკრაინაში საომრად გაგზავნოს. არესტოვიჩის თქმით, სადაზვერვო მონაცემები ამ დრომდე მიუთითებს რუსი დამპყრობლების მკვეთრ შემცირებაზე. „ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ, რომ პუტინის რეჟიმი ახალ წვევამდელებს გაგზავნის საომრად. დედებო, დაფიქრდით, გჭირდებათ თუ […] Source View the full article
  9. “უსამართლობაა როდესაც პრივილეგირებული ხმა, უმრავლესობის ხმას ფარავს” – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას ფორუმის მონაწილეებს. მან აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებში თავის გავლენებს იყენებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლში მეჩეთების დაბომბვასა და მუსლიმების უფლებების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. […] Source View the full article
  10. რაც უფრო გვიან იტყვის მსოფლიო უარს რუსულ რესურსებზე, მით მეტად სავარაუდოა მსოფლიო ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ უკრაინას აღარ შეეხება. „რუსულ ნახშირწყალბადებზე უარის თქმა, გლობალური კომპანიებისთვის რუსული ბაზრების დახურვა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები, რუსული მარცვლეულის ჩანაცვლება, რუსული ლობისტებისა და მედიის სრული […] Source View the full article
  11. რუსეთის ძალების მიერ გატაცებული ქალაქ სლავუტიჩის მერი იური ფომიჩევი გათავისუფლებულია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური უკრაინის მმართველ პარტია „ხალხის მსახურზე“ დაყრდნობით ავრცელებს. პარტიის ცნობით, ქალაქ სლავუტიჩში უკრაინის მხარდამჭერი მშვიდობიანი დემონსტრაცია გრძელდება. მანამდე, კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პავლიუკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები კიევის ოლქის დაქვემდებარებაში არსებულ ქალაქ სლავუტიჩში შეიჭრნენ, დაიკავეს ქალაქის საავადმყოფო […] Source View the full article
  12. ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ ოპოზიციის რიგებში, როდესაც არიან ვითომ წარმომადგენლები, რომლებიც „შლანგით“ რეცხავენ ხელისუფლებას, დანაშაულებრივი ქმედებების კვალის წაშლა უნდათ. ჩემთვის ეს უფრო საზიანოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანია სახელმწიფოებრივად, როცა ოპოზიციის ქურქში გახვეული ადამიანები ამას საუბრობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა მელიამ განუცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, ის არა პარტიას, არამედ კონკრეტულ პოლიტიკოსებს გულისხმობს. „ხელისუფლებას რომ […] Source View the full article
  13. ცნობილი უკრაინული როკჯგუფის Boombox-ის სოლისტი ანდრეი ხლივნიუკი დაჭრეს. ინფორმაციას უკრაინული მედია მუსიკოსის ინსტაგრამ გვერდზე დაყრდნობით ავრცელებს. ხლივნიუკის თქმით, მას ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს და დაიჭრა. მუსიკოსს შესაბამისი დახმარება გაუწიეს და თავს უკვე კარგად გრძნობს. როგორც ცნობილია, ანდრეი ხლივნიუკი კიევის ტერიტორიული თავდაცვის რიგებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე შეუერთდა. Source View the full article
  14. ხარკოვის ოლქში უკრაინის არმია კონტრშეტევაზე გადავიდა და უკვე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა მალა როგანის მიმართულებით. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. „დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ იცავენ საკუთარ პოზიციებს, არამედ კონტრშეტევაზე გადადიან. მალა როგანის მიმართულებით უკვე გათავისუფლებულია რამდენიმე დასახლებული პუნქტი, ახლა იქ შეტაკებები გრძელდება. ბრძოლები გრძელდება იზიუმის მიმართულებითაც, იქ ჩვენს […] Source View the full article
  15. „მარიუპოლში ახლა სიტუაცია უკიდურესად რთულია, მაგრამ კონტროლის ქვეშ. ადრე თუ გვიან, ქალაქი განიბლოკება და ეს ოპერაცია წარმატებული იქნება“, – ამის შესახებ დმიტრო გორდონთან ინტერვიუში უკრაინის გმირმა, აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ განაცხადა. შევინარჩუნებთ. გვჯერა და ვიცით, რომ ადრე თუ გვიან განბლოკვა მოხდება. ახლა არ მინდა ბევრი სამხედრო საიდუმლოების თქმა. დაე, ის დარჩეს, როგორც „საიდუმლო“. ამაზე […] Source View the full article
  16. რუმინეთი მხარს უჭერს არა მხოლოდ უკრაინის და საქართველოს, არამედ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, სამივე ქვეყანა იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. „ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვეხმარებით მოლდოვას. ჩვენ გავხსენით ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი, რომელიც დახმარებას უწევს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მოლდოვასაც. ამავე დროს, ჩვენ […] Source View the full article
  17. “როდესაც მოსკოვმა გერმანიისთვის გაზის მიწოდებაზე და მასზე ფასის დაწესებაზე მსჯელობა დაიწყო, თქვენი პოლიტიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებზე გავაფრთხილე. სანქციების აუცილებლობაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი. ევროპელები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ რომ უკრაინელების მოსმენა აუცილებელია, როდესაც ნატოს საზღვრიდან 20 კილომეტრში რუსული ბომბი ჩამოვარდა და როდესაც ოკუპანტებმა ევროპის უდიდესს ატომურ ელექტრო სადგურს ცეცხლი გაუხსნეს.” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანელებისთვის მიმართვაში. Source View the full article
  18. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდს. სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 15 000; ტანკი – 498; ჯავშანტექნიკა – 1 535; საარტილერიო სისტემა – 240; სარაკეტო სისტემა – 80 ; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 45 ; თვითმფრინავები – 97; ვერტმფრენი […] Source View the full article
  19. მხარი დაგვიჭირეთ, რადგან თქვენი სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ აფინანსებთ ოკუპანტს. გევედრებით, ნუ აფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიას და გერმანიის მოქალაქეებს და რუსული გემებისთვის ყველა პორტის დაკეტვა მოითხოვა: “თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთში ფული აღარ იქნება. თქვენ ვალდებულები ხართ ადამიანები დაიცვათ. როდესაც მოსკოვმა გერმანიისთვის გაზის მიწოდებაზე და მასზე ფასის […] Source View the full article
  20. რუსეთი განაგრძობს თავდასხმას უკრაინაზე, რასაც უნდა მოჰყვეს ერთიანი, მტკიცე პასუხი ეკონომიკურ სფეროში, უნდა გავაძლიეროთ სანქციები, დავკეტოთ პორტები, ავკრძალოთ ენერგომატარებლების იმპორტი, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჟე ლოგარმა ევროკავშირის მინისტერიალზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას უნდა დაანახონ მკაფიო ევროპული პერსპექტივა. „ევროკავშირმა ასევე უნდა გაგზავნოს უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი, რათა ის ადგილზე იყოს წარმოდგენილი. სლოვენია ამას გააკეთებს. […] Source View the full article
  21. მეგობრებო უკვე 25 დღეა ამ რეჟიმში ამ ხმის თანხლებით ვცხოვრობთ. ახლა ამ ხმას 20 წამი უსმენდით, თუმცა ჩვენ, უკრაინელები მას დღეში რამდენიმე საათი ვუსმენთ – ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის მოქალაქეებს და განგაშის სიგნალის ხმა მოასმენინა. “განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე ჩვენი მოქალაქეები ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად თავშესაფარში ჩასვლას ცდილობენ. ემალებიან რუსულ ბომბებს და რაკეტებს. ამ […] Source View the full article
  22. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ უკრაინის მიმართვას ევროკავშირის გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის მინისტერიალზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს არის კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ევროპამ არ შეიძლება, შექმნას დაღლილობის შთაბეჭდილება მაშინ, როდესაც ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა. „ჩვენ არ უნდა დავიღალოთ სანქციების დაწესებით, არ […] Source View the full article
  23. საშინელი რეალობა ხარკოვში – რუსმა ოკუპანტებმა რიგში მდგარ ხალხს ჭურვი ესროლეს. Source View the full article
  24. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საფრანგეთსი 10 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანინი ავრცელებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამოსულთაგან ბევრი საფრანგეთში გავლითაა, მათი დანიშნულება კი ძირითადად ესპანეთია. 16 მარტის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. აღსანიშნავია, რომ ამ ლტოლვილებიდან დაახლოებით 1.5 მილიონი ბავშვია. […] Source View the full article
  25. დღეს ჩვენ გვექნება ერთობლივი შეხვედრა თავდაცვის მინისტრებთან, რომ დავამტკიცოთ ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არ პასუხის ნაწილი უკრაინის ომზე. „ეს არ არის პასუხი უკრაინის ომზე, მაგრამ არის პასუხის ნაწილი. ამაზე ჩვენ ორი წლის […] Source View the full article
×
×
  • შექმენი...