Jump to content
Planeta.Ge

PLANETA_INFO

პლანეტელი
  • პოსტები

    1.419
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი PLANETA_INFO

  1. მე ცოტა გაოცებული ვარ, რადგან „ქართულ ოცნებას“ შეეძლო ევროსაბჭოს რეზოლუციისთვის იმ პუნქტის გარეშე დაეჭირა მხარი, რომელიც პრობლემურია სააკაშვილთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა სურდათ და სააკაშვილის თაობაზე არსებული ჩანაწერის გამო ვერ დაუჭირეს მხარი, მათ შეუძლიათ მსგავსი რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში დააინიცირონ. “შეეძლოთ […] Source [url={url}]View the full article[/url]
  2. ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ხმა არა აქვს – მათი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე საუბარი მხოლოდ მომიზეზებაა! – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განუცხადა. როგორც დეკანოიძემ განმარტა, ევროსაბჭოს რეგლამენტი და პროცედურა იძლევა შესაძლებლობას, რეზოლუციას კონკრეტული შესწორების გარეშე დაუჭირო მხარი. დეკანოიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია უმძიმესია პუტინის რეჟიმის […] Source [url={url}]View the full article[/url]
  3. „ეს არის რუსული ტერორი“, – ამ სიტყვებით ეხმაურება კიევის მერი ვიტალი კლიჩკო რუსეთის ფედერაციის თავდასხმებს კიევსა და მის ქალაქებზე. „6 ადგილას განხორციელდა ავიადარტყმა. ეს არის რუსული ტერორი, ქალაქის ცენტრი დაბომბეს, დაბომბეს უდანაშაულო ადამიანები. ჩემი ინფორმაციით, 3 დაშავებული საავადმყოფოშია, ერთი ამოიყვანეს მაშველებმა ნანგრევებიდან და სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარ იყო“, – აცხადებს კიევის მერი. Source [url={url}]View the full article[/url]
  4. მოსკოვში ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები სრულად შესრულებულია. მობილიზაციის დღის წესრიგისთვის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში ვიზიტი დღეს არ არის საჭირო – დაწერა დღეს, 17 ოქტომბერს მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა თავის ბლოგზე. „მოსკოვის სამხედრო კომისრის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბრძანებულებითა და თავდაცვის სამინისტროს მითითებების საფუძველზე დადგენილი ნაწილობრივი მობილიზაციის ამოცანები სრულად შესრულებულია“, – წერს მერი. მისივე ინფორმაციით, მობილიზაციის პუნქტები დღეს […] Source [url={url}]View the full article[/url]
  5. უსაფრთხოების რისკები ბევრად უფრო მაღალია დღეს, ვიდრე სხვა დროს. ჩვენი ორგანოები არიან ინფორმირებული და გააკეთებენ ყველაფერს, რათა დარწმუნდნენ, რომ ადამიანები, რომელთაც აქვთ ცუდი განზრახვები და რომელთაც სურთ, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, მოლდოვაში არ ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოდლოვაში რუსეთი მოქალაქეების ჩასვლის შესახებ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, მოლდოვაში პრობლემა ამ ეტაპზე არ არის. „ბევრი […] Source [url={url}]View the full article[/url]
  6. მსგავსი განცხადებები, ერთადერთი ვის ინტერესშიც შეიძლება იყოს, ეს არის რუსეთი და რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რადგან პროევროპული ხელისუფლება ჰყავს, რაც ვერ დაინახეს საქართველოს შემთხვევაში. იონათამიშვილის თქმით, მარკეტა გრეგოროვას განცხადება უსამართლოა და სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარი […] Source View the full article
  7. რუსეთისკენ გამხედავი ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს, – ამის შესახებ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი წერს. მისი თქმით, ვიღაცამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა. […] Source View the full article
  8. „დღეს, შესაძლებლობა გვექნება ბევრი განზომილებიდან განვიხილოთ საკითხი, რომელიც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს. მნიშნელოვანია, რომ ყველა ეს პერსპექტივა მოვისმინოთ და გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ პენიტენციურ დაწესებულებებში. გვექნება საუბარი სად არის გამოწვევები, რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება ამ გამოწვევებთან გამკლავება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT|) მიერ საქართველოში განხორციელებული საგანგებო მონიტორინგის […] Source View the full article
  9. “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია კლინიკა “ვივა მედში” მივიდა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს. ხვიჩიამ შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მესამე პრეზიდენტს დღეს გაიცნობს და გაესაუბრება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. გარდა ამისა, ხვიჩიას თქმით, ის გააცნობს მოსაზრებას, როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ხვიჩიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ექსტრადირება უნდა მოხდეს უკრაინაში: “არ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს, დღეს გავიცნობ, […] Source View the full article
  10. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს ქვეყნის სამხრეთით ზღვისპირა რაიონების დეოკუპაცია უბრძანა, ამისთვის უკრაინა დასავლური იარაღით აღჭურვილ მილიონიან საბრძოლო ძალას აგროვებს, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას დაავალა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გეგმების შემუშავება, რადგან ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. „ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი […] Source View the full article
  11. დღეს, რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო „ტელეგრამზე“ იუწყება. „ხარკოვი. მტერმა კვლავ დაიწყო სარაკეტო შეტევები ქალაქზე. წინასწარი ინფორმაციით, 16 დაჭრილი და 3 გარდაცვლილია. მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება, ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ“, – განაცხადა მან. მანამდე, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, […] Source View the full article
  12. ოლიგარქიულმა რეჟიმმა რუსეთიდან მიიღო დავალება, რომ არ მოხდეს რუსეთის ალტერნატიული კორიდორის რეალიზება, რომლის ერთადერთი გზა არის საქართველოს გავლით კასპიური ნავთობისა და გაზის მიწოდება ევროპის მიმართულებით – ივანიშვილმა მიიღო დავალება, ხელი შეუშალოს ამ დერეფნის რეალიზებას, რაც ჩვენი ისტორიული შესაძლებლობაა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, საუბარია საქართველოს გავლით უზარმაზარი გეოპოლიტიკური […] Source View the full article
  13. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართავს, აშშ-ს ელჩსა და დასავლელ პარტნიორებზე შეტევას გაემიჯნოს და „არ გააპრავოს“ ოლიგარქიული რეჟიმისგან მიღებული დავალებები. ვაშაძე პაპუაშვილს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ანტიდასავლური რიტორიკა ღიად დაგმოს. ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სახელისუფლო პარტიის მიერ შეთავაზებულ გეგმაში მონაწილეობაზე ვაშაძე კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ „იმიტირებულ პროცესებში […] Source View the full article
  14. „დიდი ოცეულის“ მონაწილეთა უმეტესობა რუსეთს აგრესორ ქვეყნად პირდაპირ არ მოიხსენიებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა ინდონეზიაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ორდღიანი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ამ მინისტერიალმა და მის ფარგლებში გამართულმა ორმხრივმა შეხვედრებმა, მას უკეთესი წარმოდგენა შეუქმნა, თუ რა პოზიცია აქვთ ცალკეულ ქვეყნებს. „ნამდვილად, მარტში […] Source View the full article
  15. თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. პროცესზე წაიკითხეს პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილი წერილი, რომლის მიხედვითაც, კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობის გამო, ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო სხდომებს ვერ დაესწრება. შესაბამისად, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესი პირველ აგვისტომდე გადადო. აღნიშნულ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიასთან […] Source View the full article
  16. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ორდენის მიღებაზე უარი განაცხადა. ტოყაევის დაჯილდოების გადაწყვეტილება 17 ივნისს მოსკოვში მიიღეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. როგორც ტოყაევის პრესსამსახურში განაცხადეს, პოლიტიკოსმა გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს არანაირი დაჯილდოება არ მიიღოს. მანამდე მან მსგავსი ჯილდოს მიღებაზე უარი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ვიზიტის დროის განაცხადა. ტოყაევის დაჯილდოება პეტერბურგის ეკონომიკურ […] Source View the full article
  17. დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს? – ამის შესახებ ირლანდიელი დამოუკიდებელი სენატორი ჯერარდ კროგველი „ტვიტერში“ წერს. „მოხარული ვარ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ხილვით. თუმცა, რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს ბუნდოვანია. დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც რუსულმა ძალებმა საქართველოში შეჭრა დაიწყეს. ჩვენ ევროკავშირში მაშინ ისინი მივატოვეთ, რატომ ახლა?“, […] Source View the full article
  18. პენტაგონი აქვეყნებს უკრაინის სამხედრო დახმარების სრულ სიას: ▪️1,4 ათასზე მეტი საზენიტო სისტემა Stinger და 6,5 ათასი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin; ▪️20 ათასზე მეტი სხვა ჯავშანტექნიკის სისტემა; ▪️700-ზე მეტი Switchblade ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა; ▪️126 155-მმ-იანი ჰაუბიცა, ასევე მათთვის 260 ათასი ჭურვი; ▪️108 ტაქტიკური ტრაქტორი 155მმ-იანი ჰაუბიცების გადასაყვანად; ▪️მაღალი მობილური მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და მათი საბრძოლო მასალა; […] Source View the full article
  19. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალური შტაბის უფროსს ან თავდაცვის სამინიტროს შეუძლიათ, ოფიციალურად განაცხადონ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინის არმიის საჭიროებების თაობაზე, ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები ამ კუთხით შეუსაბამოა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა უკრაინულ გამოცემა „ლიგასთან“ საუბარში აღნიშნა და ამ ფორმით კომენტარი გააკეთა განცხადებაზე, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის […] Source View the full article
  20. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა. 20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. 28-30 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება. Source View the full article
  21. რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც მინიმუმ ორი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ავრცელებენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ მიკოლაივში იმყოფებოდა. „პრეზიდენტმა დაათვალიერა მიკოლაივის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა, რომელიც განადგურდა რუსული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ […] Source View the full article
  22. აფეთქება დროებით ოკუპირებულ ხერსონში – უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის ევგენი სობოლევი, რომელიც ოკუპანტების მხარეს გადავიდა, საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს. შემთხვევა სენიავინის ქუჩაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ხეზე იყო მიმაგრებული, რომელთანაც სობოლევის მანქანაზე იდგა. საოკუპაციო რეჟმი მომხდარს “ტერორისტულ აქტს” უწოდებს და ამტკიცებს, რომ ის უკრაინელმა პარტიზანებმა განახორციელეს და სამიზნე სწორედ სობოლევი იყო. რუსული მედიის ინფორმაციით, სობოლევი […] Source View the full article
  23. “სადა ხართ სტუდენტები? მასწავლებლები? რიგითი პოლიციელები, სადა ხართ ჯარისკაცები? სამხედრო წოდებით ადამიანები? სადა ხართ ექიმები? ბიზნესმენები? სადა ხართ საჯარო მოხელეები? ბაღის აღმზრდელები? სადა ხართ საელჩოებში მომუშავე პერსონალი? სადა ხართ მოქმედი ელჩები და დიპლომატები? რატომ ხართ ჩუმად? სადა ხართ პროფესორ მასწავლებლები? (ერთეულების გარდა, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა მაგრამ ეს ერთეულები ვერ შექმნიან სამწუხაროდ მძლავრ […] Source View the full article
  24. “უნდა თუ არა ბიძინას ევროკავშირი? როგორ შეიძლება გინდოდეს იქ, სადაც დასანქცირებას გიპირებენ? უნდა თუ არა ქართველ ხალხს ევროკავშირი? დიახ, 85% უნდა! დასკვნა: ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო. მესამე გზა არ არსებობს!” – წერს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფეისბუქზე. Source View the full article
  25. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევის რეგიონში ჩავიდა. ზელენსკი ოლქის ხელმძღვანელს, ვიტალი კიმს შეხვდა და იქ არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, წყალმომარაგების აღდგენასა და სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვიტალი კიმი და მიკოლაევის სხვა მცველები ორდენებით დააჯილდოვა. ზელენსკი იმყოფებოდა მიკოლაევის საავადმყოფოშიც და მადლობა გადაუხადა ექიმებს – “თქვენ ხართ გმირი ხალხი დიდი და კეთილი გულით” – მიმართა […] Source View the full article
×
×
  • შექმენი...