planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ყაბარდო–ბალყარეთის ბაქსანის რაიონში ამოღებულია იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების და ტყვია–წამლის დიდი არსენალი, – იტყობინება რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების ერთიანი საინფორმაციო ცენტრი. ეს მოხდა გუშინ, სოფელ ზაიუკოვოში კერძო მფლობელობაში მქონე სახლის დათვარიელებისას.ხსენებული ცენტრის მონაცემებით, ძალოვნებმა ამოიღეს ერთ კილოგრამამდე წონის ხუთი ცალი ტროტილის შაშხანა, Ф-1 და РГД-5 ტიპის ორი ცალი ხელყუმბარა, პისტოლეტ–ტყვიამფქვევი К-692 «კიპარისი» სამი მჭიდით... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ორშაბათს, ყაბარდო–ბალყარეთის ბაქსანის რაიონის სოფელ ზაიუკოვოში კერძო მფლობელობაში მქონე სახლის დათვარიელებისას ამოღებულია იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების და ტყვია–წამლის დიდი არსენალი, – იტყობინება რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების ერთიანი საინფორმაციო ცენტრი.ხსენებული ცენტრის მონაცემებით, ძალოვნებმა ერთ კილოგრამამდე ხუთი ცალი ტროტილის შაშხანა, Ф-1 და РГД-5 ტიპის ორი ცალი ხელყუმბარა, პისტოლეტ–ტყვიამფქვევი К-692 "კიპარისი" სამი მჭიდით, ავტომატ "კალაშნიკოვის" მჭიდი ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მოსკოვი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებთან დიპლომატების დაშვებას მოითხოვს. როგორც გამოცემა “მასკოვსკი კამსამოლეცი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მოსკოვი ასევე აპირებს, შეამოწმოს, არიან თუ არა დაკავებულებს შორის რუსეთის მოქალაქეები. “არსებობს საკონსულო პროცედურები, მოვითხოვთ კონსულის დაშვებას. თუ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, გვინდა, საბოლოოდ დავრწმუნდეთ ამაში. ამ თემაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ეს პროვოკაციაა”, - განუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53851.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობას 2010 წლის 10 თვის მაკროეკონომიკური მონაცემები გააცნო. View the full article
-
აი ასე. მარტივად, სექსუალურად, გლამურულად. http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/Smile.png ♥ http://sweet.ge/wp-content/uploads/2010/11/glam.jpg Tweet Related Posts ახალი ბლოგი ახალი დიზაინები ახალი დომენი http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/9MHH0t2uFCg ეწვიეთsweet.ge
-
ოთუთუნეს წმინდა სასაფლაოზე არცთუ დიდი ხნის წინათ კიდევ ერთი ბორცვაკი გაჩნდა. მის ქვეშ ანანას, როგორც შემდგომ სრულიად შემთხვევით გახმაურდა, უთავო ანუ თავმოკვეთილმა ნეშტმა განისვენა. გარდაცვლილს ახლობელი ან მეგობარი არა ჰყოლია და იგი მეზობლებისა და შორეული ნათესავების ვიწრო წრემ მიაბარა მიწას. დასაფლავების დღეს ადრე გაზაფხულის სუსხიანი ქარი გაშმაგებით აფრიალებდა ფანჩატურზე მიმაგრებულ ოქროსფერარშიიან შავ ლენტს, თითქოს ვერ შერიგებოდა მასზე წარწერილის - "დავსტირით მარად დაუვიწყარ ანანას" - სინამდვილესთან შეუსაბამობას. გაზიარება [ავტორი: გია ხუბუა] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNlAOncL8FI/AAAAAAAAENA/BjXyaZntaCQ/s200/qala.gifიმ მცირეოდენი სიბრალულისაგან, საწყალი, უიღბლოდ მოსული კაცის ამქვეყნიდან წასვლამ რომ აღძრა ნაცნობთა გულებში, მეორე დღესვე აღარაფერი დარჩა. ეს უპირველეს ყოვლისა, საფლავს დაეტყო. არათუ პორტრეტიანი მარმარილოს ქვით, ხის უბრალო ჯვრითაც არავის აღუნიშნავს იგი. როგორც კი დათბა, ბალახი და ძეძვი მოეძალა; შემოუკავებელი, მოუვლელი, სარეველამორეული, საცაა შამბნარში ჩაიკარგება მთლიანად.თითქოსდა სამუდამოდ უნდა გამქრალიყო ანანას ხსოვნა მიწისპირიდან, მაგრამ მისმა სახელმა და უკვე თითქმის წაშლილმა სახემ გასულ თვეში მოულოდნელად ამოყვინთა დავიწყების ტბის ფსკერიდან და ლამის მთელი ქალაქი აალაპარაკა; ააალაპარაკა და რამდენიმე დღით მოუკლა გართობის წყურვილი. ქალაქში დარხეული სავსებით სარწმუნო ხმები ანანას თავის გასაოცარ და ფრიად გამართობელ ხვედრზე მკითხველისათვის ბოლომდე გასაგები რომ იყოს, აუცილებელია ორიოდე სიტყვა ითქვას აწ განსვენებულის გარეგნობის ერთ თავისებურებაზე, რამაც განმსაზღვრელი და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საბედისწერო როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. საქმე ის გახლავთ, რომ ანანას მეტად უცნაური ფორმის, ყოველგვარ სიმეტრიულობას მოკლებული, უხეიროზე უხეიროდ გამოჩორკნილი თავი ჰქონდა. ზუსტად არავინ იცის, როგორ და რა ასაკიდან გაიცნობიერა ანანამ საკუთარი სიმახინჯე, _სარკეში მოჰკრა თვალი პირველად თუ ფოტოსურათზე შენიშნა; ან, სანამ თვითონ აღიქვა, ვიღაცამ უთხრა, შესაძლოა, დასცინა კიდეც. უფრო სავარაუდოა, რომ დასცინეს. ეს ალბათ ბავშვობაში, საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდებოდა. ასეა თუ ისე, ერთ ავადსამახსოვრო დღეს ანანა საშინელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა: თანატოლების მრგვალი, კოხტა თავებისაგან განსხვავებით, მას დიდი ნესვივით წაგრძელებული, გასაოცრად უშნო თავი დამხობოდა კისერზე. დაქანებული შუბლი გვერდებიდან უთანაბროდ შეჭყვლეტოდა, კეფა ცალ მხარეს გაბრტყელებოდა, მეორე მხარეს დიდი ბურცობით დამშვენოდა; ბურცობი იმხელა გახლდათ, იფიქრებდით, მეორე თავია, ოდნავ განუვითარებელიო; თხემზეც ისეთი ფორმის, ოღონდ შედარებით პატარა ბურცობი ამოზრდოდა გვერდულად. ერთი სიტყვით, თავი კი არა, ეს იყო რაღაც საშინელება, რომელიც ნებისმიერ პატრონს, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, ცხოვრებაში ბევრ უსიამოვნებას მოუტანდა უსათუოდ, ხოლო მეტისმეტად მგრძნობიარე ანანასათვის იგი სულაც პირადი ტრაგედის მიზეზი გახდა; იმ დღიდან მოყოლებული, რაც მწარე სინამდვილე გაიცნობიერა, ანანამ სამუდამოდ მიიკერა არასრულუფასოვნების იარლიყი. შეძრწუნებულმა იმდენად მტკივნეულად განიცადა თავისი ფიზიკური ნაკლი, რომ ტემპერატურამ აუწია და კარგა ხნით ლოგინად ჩავარდა. ექიმების დახმარებით ფეხზე წამომდგარს წარმოუდგენლად შეცვლოდა გამომეტყველება. გრძელწამწამა, ლამაზ თვალებში ბავშვისათვის შეუფერებელი სევდა ჩასდგომოდა, მთელს სახეზე წარუშლელი დარდი ეხატა. მის სულსაც ღრმა კვალი დამჩნეოდა, შინაგანად გაღიზიანებული, გულჩათხრობილი, განკერძოებული გახდა, რაც ნასიცხარობით ვერ აიხსნებოდა და ასეთი დარჩა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სკოლაში ანანა ჩინებულად სწავლობდა და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოწაფედაც ითვლებოდა, არანორმალური მოყვანილობის ქალას მისი ტვინისათვის არაფერი ევნო.გაკვეთილებს ერთი მოსმენით ითვისებდა, მსჯელობის უნარითაც გამოირჩეოდა, მაგრამ, პედაგოგების თქმით, "აუტანლად პასიური" იყო, ხელაწეული ან თავისი სურვილით კამათში მონაწილე იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. ბავშვებთან თამაშში ჩართულს გაახსენდებოდა თუ არა თავისი სიმახინჯე, მაშინათვე დამნაშავესავით გადგებოდა განზე. დეფორმირებულ ქალას იგი ყველაზე დიდ უბედურებად თვლიდა, ოღონდ ასეთი თავი არ ჰქონოდა და სიამოვნებით დათანხმდებოდა სიკოჭლეზე ან ბრუციანობაზე. სკოლას მკაცრი, მომთხოვნი დირექტორი ჰყავდა. მას აღზრდის საკუთარი კონცეფცია ჰქონდა შემუშავებული, რისგან იოტისოდენა გადახრაც სასტიკად იკრძალებოდა. ამ კონცეფციის ერთ-ერთი პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ მოსწავლე ვაჟებს ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა დაეყვანათ თმის სიგრზე დირექტორის "თმის დონეზე", ესე იგი, ნულზე გადაეპარსათ. ანანას წამება სადალაქოდან იწყებოდა. პროვინციული ქალაქების დალაქები გამორჩეულად ოხუნჯი ხალხი რომ გახლავთ, ცნობილია, მაგრამ თვით ამ დაწესებულებას, ეტყობა, აქვს განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც ყველაზე გაუცინარ კლიენტსაც, ფეხს შემოდგამს თუ არ, ანგლობის ხასიათზე აყენებს, თითქოს გასაპარს_გასაკრეჭად კია არა, ხუმრობაში ენის გასავარჯიშებლად მოდიან ოჯახაშენებულები! იჯდა ანანა სადალაქოში კისერზე მიტკლისპირსახოცშემოჭერილი, ლოყებშეფაკლული, ყურის ნიჟარებზე ცეცხლწაკიდებული საპარსი მანქანის ზუზუნში კრიჭაშეკრული უსმენდა თავისი ბედოვლათი გოგრის გარშემო ატეხილ კვიმატსიტყვაობას; უსმენდა და ტირილს აღარაფერი უკლდა. სკოლაში უარესი დღე ელოდა. ყოველ გადაპარსვაზე ბვშვები თითქოს ხელახლა აღმოაჩენდნენ "შტომპოლს". გოგონებსაც აუცილებლად უნდა "აეღოთ სიფთა", ისე არ მოისვენებდნენ. თუკი ვინმე გამოესარჩლებოდა მასხრად აგდებულს, კიდევ უფრო შეურაცხოფილად გრძნობდა თავს. ერთხელ იგი აქვითინებული და სიცხიანი დაბრუნდა შინ. სკოლაში სამედიცინო შემოწმება ჩატარდა. საკლასო ოთახში ვიღაც თეთრხალათიანი ქალი შემოვიდა. ერთი მხედველობას, ხოლო მეორე ხერხემლის სისწორეს უსინჯავდა მოსწავლეებს. იმ მეორემ, ანანას მერხს რომ გაუსწორდა, ხმამაღლა წამოიძახა: შეხედეთ, შეხედეთ ამ ბავშვის კეფას!კლასში სიცილ-ხარხარი გაისმა. ჭარხალივით გაწითლებული. სიმწრის ოფლში გახვითქული ანანა დაფასთან გაიყვანეს, წელზევით გააშიშვლეს და წაღმა-უკუღმა აბრუნეს. ტანზე, რომ მაინცდამაინც ვერაფერი უნახეს, ისევ თავზე გადაიტანეს ყურადღება. მერე თეთრხალათიანი ქალები რიგროგობით ლანზღვდნენ უბნის ექიმს, ანანას მსობლებს და აკვანს,. პირველად მაშინ გაიგო ანანამ, რომ მისი უბედურების მიზეზი იყო რაქიტი-საშინელი დაავადება! "რაქიტი" - ო, რა საშინლად ჟღერდა ეს სიტყვა! რამდენიმე დღის შემდეგ ზეპირად იცოდა:"რაქიტი" წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგან რჰაცჰის, რაც ნიშნავს ხერხემალს. რაქიტი არის ბავშვის ორგანიზმის დავადება, რომელიც ვითარდება კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგად. პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ფრენსის გლისონმა 1650 წელს. რაქიტის ძირითადი მიზანი ვიტამინის ნაკლებობაა. ავადმყოფის ნიშნები ვლინდება 2-3 თვის ასაკში. თანდათან ვითრდება ჩონჩხის მკაფიო ცვლილებები: კეფის დარბილება და გაბრტყელება, დიდი ყიფლიბანდის მოგვიანებით დახურვა, თავის ასიმეტრია. შემდგომ ძვლოვანი ქსოვალის ჭარბად განვითარების გამო მკაფიოდ იკვეთება შუბლისა და თხემის ბორცვები, თავი ზოგიერთ შემთხვევაში უცნაურ ფორმას იღებს. ძვლების დეფორმაცია რჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში". მეცხრე კლასში იყო ანანა, როცა სკოლაში ახალი დირექტორი მოვიდა. მან თავგადახოტრილი მოსწავლეების დანახვაზე სასტიკად გაილაშქრა ამგვარი ‘ვითომდა სპარტანული, სინამდვილეში კი ბარბაროსული‘ აღზრდის წინააღმდეგ, რითაც ერთბაშად მოიგო აღსაზრდელთა გული. ახალ დირექტორს წინამორბედივით კინკრიხოზეღა შერჩენოდა ორიოდე ღერი ღინღლისმაგავრი თმა, მაგრამ მისგან განსხვავებით, იგი ერთობ მოწყალედ უყურებდა ბიჭების მოდურ ვარცხნილობებს. მოშვებულმა ხშირმა თმამ ანანას შეუდარებლად გაულამაზა თავი, თუმცა ამანაც ვერ მოუტანა შვება. დღენიადაგ ახსოვდა, როგორი ფორმის თავი ჰქონდა თმებქვეშ. მისი ყოველი კვადრატული მილიმეტრი თითებით უთვალავჯერ ჰქონდა გასინჯული. ზოგჯერ გაკვეთილზე საკუთარ ქალას გამოხაზავდა რომელიღაც სიბრტყეში. ძილშიაც არ ასვენებდა სიმახინჯის განცდა- სიზმრებშიც ქალა უტრიალებდა თვალწინ, ყოველ ღამეულ მოლანდებაში მისი გოგრა უნდა გამოჩხრეკილიყო უსათუოდ. იშვიათად, ძალზე იშვიათად, ტკბილ ზმანებასაც ნახულობდა - რაღაც სასწაულით თავს ვითომ იდეალური მოყვანილეობა მიეღო! ზეიმობდა ანანა მაშინ, ტუჩებზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა, მაგრამ ხანმოკლე ნეტარებას გაღვიძებისთანავე მწარე გულგატეხა მოსდევდა. სქელი, დამყოლი თმები, ასეა თუ ისე, ერთგვარად ამსუბუქებდა ანანას მდგომარეობას. ამიტომ ერთხელ, სარკეში თავისი გარეგნობის მორიგი კრიტიკული თვალიერებისას, შუბლის კუთხეებში სიქაჩლის პირველი სიმპტომები რომ შენიშნა, - თავზარი დაეცა. როგორი შიშით ელოდა ამ დღეს! ანგარიშმიუცემლად აიღო სავარცხელი და ფრთხილად გადაისვა. თვრამეტი ღერი თმა გამოჰყოლოდა სავარცხელს. ანანას გულის ძარღვები ჩასწყდა, ნაღვლის ტალღები მოედო მთელ გულგვამში. რამდენიმე წუთს უაზროდ მისჩერებოდა სარკეს. მერე თვალებში ცეცხლი გაუკრთა. უეცრად შეეცვალა გამომეტყველება. გაშმაგებით დაივარცხნა თმა და სინათლეზე შეამოწმა. სავარცხელი თმით იყო სავსე. ამან უფრო გაახელა, იმ მომენტში უჩვეულოდ მრისხანედ გამოიყურებოდა. ანანამ უკვე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა, გადაწყვიტა შებრძოლებოდა ბუნების მუხანათობას და ქალაქის რამდენიმე ექიმბაში მოინახულა. ერთმა შუახნის ფაშფაშა ქალმა, სრულიად გაუგებარ სტილში და ძალზე უგემოვნოდ მორთულ-მოკაზმულმა, ადვილად დააჯერა იგი, რომ შერჩენილ თმას სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნებდა. სხვებისგან განსხვავებით, ექიმბაში თმის ამოყვანას არ ჰპირდებოდა, ამიტომ უფრო სანდო ჩანდა. წლინახევრის განმავლობაში ანანა ყოველ ღამე ისვამდა თავზე რაღაც საზიზღარ სითხეს, ნივრის, სპირიტის, ქაფურისა და თოხლო კვერცხის სუნი, რომ უდიოდა. შემდეგ თავს ცხვირსახოცით მაგრა იხვევდა და აქოთებული წვებოდა დასაძინებლად. თავდაპირველად ეჩვენებოდა, წამალი მშველისო, თითქოს აღარ სცვიოდა თმა, მაგრამ მალე დარწმუნდა, –ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი იყო! შუბლი თანდათან უგანიერდებოდა და უმაღლდებოდა, კეფა ყველაზე თვალშისაცემ ადგილას ამოუტიტვდა. თანდათან ეჭვიც გაჰკრავდა კლანჭებს, წამალი, რომ არ მეხმარა, იქნებ ასე უმოწყალოდ არგავმელოტებულიყავიო. ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა და ახლა უშუალოდ ქალაზე მიიტანა იერიში. ხელიგულს აწერდა ამოწეულ ადგელებს, მერე რაღაც აკუსტიკური წერტილები შეარჩია, თითებს იკაკუნებდა თავზე საათობით. შემდგომ მეთოდი დახვეწა და თითები რეზინის დრეკადი ჩაქუჩით შეცვალა. სამსახურში ზოგჯერ სახაზავსაც აირაკუნებდა ბურცობებზე. ერთი სიტყვით, მედგრად იბრძოდა სილამაზისათვის, თუმცა უშედეგოდ... მივადექით ანანას თავგადასავლის ყველაზე ტრაგიკულ მონაკვეთს, როდესაც, პოეტის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, მის ცხოვრებაში შემოიჭრა ქალი. უმცროს კონსტრუქტორად მუშაობის უკვერამდენიმე წლის სტაჟი ჰქონდა, პირველი და უკანასკნელი სიყვარული რომ ეწვია. რაც არ ეცადა, გულის კარი რაც არ ჰგმანა, მაინც ვერ გაექცა. ამურის მიერ ნატყორცნ ისარს. ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს, თითქოს სურს მათი ჯვარცმა უეჭველი და გარდაუვალი გახადოსო, მამაზეციერი უაღრესად დახვეწილ გემოვნებას დაანათლავს ხოლმე. ანანას რჩეული – ქალაქის უმსვენიერესი ქალიშვილი - კარგ ქართულ ოჯახში აღზრდილი ზნეკეთილი არსება გახლდათ, მაგრამ თავისი ახალი თაყვანისმცემლის ვინაობა რომ გაუგია, სიცილით ისე გადაფიჩინებულა, ძლივს მოუსულიერებიათ. მოზღვავებული სიყვარულით საბოლოოდ განადგურებულმა ანანამ მარტოობისათვის დაბადებულად ცათვალა თავი, სამსახური მიატოვა და მთლად კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჰყო ხელი. იჯდა შინ წიგნებთან დამეგობრებული, უკუდურესი აუცილებლობისას თუ გამოვიდოდა გარეთ. ქალაქში ყველამ იცოდა ანეკდოტები აქაური მექუდეებისა და ანანას თავის ურთიერთობაზე, ცნობით კი ვინმე თუ იცნობდა. მეზობლები თავისებურ ადამიანად თვლიდნენ, ზოგჯერ მის სულიერ ავადმყოფობაზეც ჩურჩულებდნენ. ასეთი თვალსაზრისი უფრო განმტკიცდა, როცა საქალაქო გაზეთში ანანას მიერ საბავშვო ფონდისათვის თხუტმეტი ათასი მანეთის გადაცემის ცნობა გამოქვეყნდა. როგორც გაზეთი იუწყებოდა "ფული ჩაირიცხა მიზნობრივი დანიშნულებით", რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ერთი წლის განმავლობაში ქალაქის ყველა ჩვილ ბავშვზე უფასოდ გაიცემოდა D ვიტამინი, აგრეთვე ვიტამინიზებული თევზის ქონი იმპორტული წარმოებისა. ანანა მშობლების დანატოვარი მცირე დანაზოგით ცხოვრობდა. თუ საიდან აღმოაჩნდა ღარიბ კაცს იმ დროისათვის ესეოდენ მნიშვნელოვანი თანხა, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მკითხველისათვის. ერთ საღამოს ანანას ორი ინტელიგენტური იერის მქონე მამაკაცი ესტუმრა. მათ სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომლებად წარმოადგინეს თავი და საკმაოდ მიკიბულ – მოკიბულად ილაპარაკეს იმაზე, რომ ინსტიტუტში, პათოლოგიური ანატომიის კათედრასთან იქმნებოდა პათოლოგიურ ჩონჩხთა კაბინეტ-ლაბორატორია; რომ ამ საქმეში შეგნებულად ადამიანების თანადგომა სჭირდებოდათ; რომ ანანას შეეძლო დიდი დახმარება გაეწია მათთვის და სხვა. გრძელი მოიარებისა და ბოდიშების შემდეგ, ისინი უშუალოდ საქმეზე გადავიდნენ: კათედრას სურდა შეეძინა ანანას თავის ქალა, მისი სიკვდილიოს შემდეგ, რა თქმა უნდა, და მზად იყო საამისოდ წინასწარ გადაეხადა თხუტმეტი ათასი მანეთი. – თანხმობა თქვენი მხრიდან, რომ არაფერი ვთქვათ მატერიალურ მხარეზე, ფრიად კეთილშობილური საქმე იქნება. იგი ხელს შეუწყობს კვალიფიციური ექიმების აღზრდას, ამდენად, დიდი სამსახურს გაუწევს ერის კეთილდღეობას! შთამოგონებლად წარმოთქვეს სტუმრებმა და მოკრძალებული სახით დაელოდნენ პასუხს. ისინი მედიცინასთან დაკავშირებულ კომერციულ გარიგებებში ახალბედები როდი იყვნენ, კარგად იცოდნენ, მსგავს შეთავაზებებზე ორნაირი პასუხი რომ არსებობს. ერთნი თავდაპირველად ცივ უარზე არიან და შეურაცხოფილი ადამიანის სახეს იღებენ, სულიც რომ მოსდიოდეთ ფულზე, მაინც; მეორენი მოსაფიქრებლად დროს იხოვენ და პასუხს აჭიანურებენ. ამიტომ, როცა ანანამ იმწუთასვე მშვიდად განაცხადა, თანახმა ვარო, გაკვირვებულმა მედიკოსებმა ერთმანეთს გადახედეს. სათანადო ხელშეკრულება იმავე საღამოს გაფორმდა. სამედიცინო ინსტიტუტი, ანანას კატეგორიულად მოთხოვნის თანახმად, კისრულობდა გარიგების საიდუმლოდ შენახვას. სტუმრები დიდის ამბით გამოემშვიდობნენ მასპინძელს და გახარებულნი წავიდნენ. მათი აზრით ეს შეთანხმება მნიშნვნელოვნად აღემატებოდა ბოლო დროის ყველაზე თვალსაჩინო წარმატებას – ქალაქის ერთადერთი გოლიათის, ორმეტრნახევრიანი აყლაყუდა ჟეროს ჩონჩხის შეძენას. -გენიოსები ვართ, რა ეგზემპლარი ვიგდეთ ხელთ!- აბა! -როგორ ფიქრობ, რატომ დაგვთანხმდა ასე სწრაფად?-რა ვიცი... ფულის კაცსაც არა ჰგავს... -საწყალმა ალბათ იფიქრა, ამ საშინელ თავს სიკვდილის შემდეგ მაინც მოვიშორებო!-მართლა რა ბუტკასავით თავი აბია! -ჰა-ჰა-ჰა! მასეთი არაფერი მინახავს!-ხა-ხა-ხა! და პათოლოგიური ანატომიის კათედრის თანამშრომლები დიდხანს ხარხარებდნენ გზაში. რამდენიმე წელიწადს ელოდა ორლესული სამედიცინო ნაჯახი ანანას კისერს, ხოლო პათოლოგიურ ჩონჩხთა კაბინეტ-ლაბოლატორია – უნიკალურ თავის ქალას, რომელსაც შესამჩნევად უნდა შეემსუბუქებინა ლექტორებისა და სტუდენტებისათვის რაქიტის შესახებ მასალის გადაცემა – ათვისება; ელოდა სამედიცინო ინსტისტუტის ბუჰღალტერიაც, თხუთმეტი ათასი მანეთიც ხომ "ჰაერში ეკიდა!" იმ წელს ანანას ცხოვრების წესი ოდნავადაც არ შეუცვლია. დრო კითხვაში და ქალაზე ფიქრში გაჰყავდა. ისევ ისე იკაკუნებდა თავზე რეზინის ჩაქუჩს, რაც ჩვეულებად გადაქცეოდა. ხანდახან იაფფასიან, გაჩეჩილთმიან პარიკს გაიკეთებდა თავზე და კლოუნს ემსგავსებოდა. ერთ დილით, წიგნებში ქექვისას, ანანა ცისფერყდიან თხელ წიგნს წააწყდა, რომელიც ინდოელ იოგთა მოძღვრებას შეეეხებოდა. წიგნის გარეკანზე უცნაურ პოზაში მჯდომი შიშველი კაცი ეხატა, ანოტაციაში კი ეწერა: ‘იოგა, რომლის საფუძველი თავით შთაგონებაა და რწმენაა, სასწაულებს ახდენს, მას შეუძლია ძვლის სტრუქტურაც კი შეცვალოს". იმავე ხანებში რომელიღაც ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ჟურნალში ასეთი რამეც ამოიკითხა: "სიმეტრია არის მშვენიერების აუცილებელი ატრიბუტი". ამ მოსაზრებას წერილის ავტორი შემდეგნაირად ასაბუთებდა: "ქალის სახეზე ერთადერთი ხალი უფრო ლამაზია ორ ან მეტ სიმატრიულად განლაგებულ ხალზე. მასთან ობოლი ხალი ხშირად უფრო ბადებს სილამაზის შეგრძნებას, თუ იგი უსიმეტრიოდ ზის სახეზე". ანანა ამან ჩააფიქრა და სარკესთან მიიყვანა, პარიკმოხდილირამდენიმე წუთს აკვირდებოდა სარკეს, სადაც მოპირდაპირე კედელზე გაკრული კინოვარსკვლავის პორტრეტიც ჩანდა. ანანმ ჟურნალი შორს მოისროლა და ისევ ცისფერყდიანი წიგნისკენ მიმართა იმედსხივიანი მზერა. ერთ მშვენიერ დღეს მარტოობით გამოფიტული, დაუძლურებული ანანა სამედიცინო ინსტიტუტის ექსპერიმენტალურ კლინიკაში დააწვინეს. მელე ზეწარში გახვეული მისი გვამი მორგში ჩაიტანეს, ხოლო გარდაცვალებიდან მესამე დღეს თუთიის ჰერმეტულ კუბოში მოტავსებული ნეშტი მეზობლებმა წაასვენეს. თანდართული დასკვნა სამედიცინო ექსპერტიზისა სასტიკად კრძალავდა გვამის დათვალიერებას, როგორც გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის საშიშ ქმედებას. გაიარა კიდევ ერთმა კვირამ. ზუსტად იმ დღეს, როცა საბრალო ანანას ნეშტი ოთუთუნეს სასაფლაოს ნეშტიანმა მიწამ მიიბარა, პათოლოგიურ ჩონჩხთა კაბინეტ-ლაბოლატორიაში მომცრო კონტეინერი შეიტანეს, დაახლოებით ნახევარი კუბური მოცულობისა. მასში კბილებდაკრეჭილი ქალა და საინვენტარიზაციო ნომერი – 888 – იყო გამოსახული. შიგ ბამბით კიდეებამოვსებული ქაღალდის ყუთი აღმოჩნდა, რომლის შუაგულში ანანას ქალა იდო. ქალა მოწიწებით ამოიღეს და სადემონსტრაციო დგარზე დაამაგრეს. დგარი ნელა დაატრიალეს თუ არა, იქ მყოფ ყველა პათოლოგანატომს განცვიფრება დაეუფლა: ქალა მრგვალი იყო! იგი არაფრით განირჩეოდა ჩვეულებრივ ქალათაგან. შეიძლება ითქვას, მათზე სიმპატიურადაც კი გამოიყურებოდა. ამ ამბავმა კათედრის ხელმძღვანელობისა და საფინანსო ორგანოების ყურამდე მიაღწია. საქმე სასკანდალო აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ქალაში გადახდილი იყო თხუთმეტი ათასი მანეთი, როცა პრეისკურანტით მისი ფასი არ აღემატებოდა შვიდ მანეთს და ორმოცდაათ კაპიკს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც მთელი ორი თვე იმუშავა და გამოწვლილვით შეისწავალა საქმე. კომისიის დასკვნით, ქალას დამუშავებისას აღრევა გამორიცხული იყო, რადგან იმ პერიოდში კლინიკაში გარდაიცვალა ერთადერთი ადამიანი და დამუშავდა ერთადერთი ქალა. ამდენად, მომხდარში ბრალი დაედო კათედრის ჩვენთვის ცნობილ თანამშრომლებს ანთროპომეტრიის უგულებელყოფისა და ნიმუშის "არასწორი შერჩევისათვის". მათ გამოეცხადათ სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით და დაეკისრათ ზარალის ანაზღაურება ხელფასიდან თანდათანობით გადახდით დასჯილნი. რა თქმა უნდა, არ ეთანხმებოდნენ კომისიის გადაწყვეტილებას, თვლიდნენ რომ რაღაც დიდი გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ თავი ვერაფრით ვერ გაიმართლეს. მათდა საბედნიეროდ, იღბლიანი შემთხვევის წყალობით, ხელფასიდან პროცენტების დარიცხვამდე საქმე არ მისულა. სრულიად მოულოდნელად სამედიცინო ინსტიტუტმა ზარალის ნაცვლად დიდი ხეირი ნახა ხსენებულ ქალაში. სწორედ მაშინ დაირღვა ხელშეკრუილების პირობა და გახმაურდა აქ მოთხრობილი ამბავი. როგორც ამბობდნენ, ანანას თავის ქალის შესაძენად ფული არ დაუშურებია საზღვარგარეთის ერთ-ერთ მუზეუმს, რომლის ექსპოზიციებში თურმე უიშვიათეს, მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტურად სიმეტრიულ საგნებს ეთმობოდა ადგილი. *** კომენტარი (მარინა კვიკვინია ფსიქოლოგი): მოთხრობის ავტორმა, ბატონმა გიორგი ხუბუამ მოთხრობათა კრებული "ბოქლომი" მისახსოვრა; რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. მე, როგორც მკითხველს და ფსიქოლოგს განსაკუთრებით დამამახსოვრდა ზემოთ დაბეჭდილი ნაწარმოები. შემიძლია ვთქვა, რომ მოთხრობა დიდაქტიკური ხასიათისაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი ადამიანის ნებისყოფაზე, აშკარაა, რომ თავის ქალის პატრონმა უდიდესი ნებისყოფის დაძაბვით, დიდი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით მიაღწია არათუ სასურველ მიზანს, არამედ გადააჭარბა კიდეც. არა მხოლოდ ნორმალური პარამეტრების, არამედ იდეალური თავის ქალა მიიღო; ჩვეულებრივ ადამიანთა კი არა, მეცნიერთა გასაოცრადაც კი. მეცნიერთა გაოცება მოგეხსენებათ არცისე იოლია. ფსიქოლოგიაში და პედაგოგიკაში ცნობილია, რომ ბავშვი, რაც არ უნდა კარგ პედაგოგებს მიაბარო, რაც არ უნდა კარგად ზარდო, თუ თვითონ მან, გული არ გახსნა, არ მიიღო, ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. აუცილებელია აქტივობა ორივე მხრიდან. გავიხსენოთ აკ. წერეთლის "გამზრდელი" ("მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს..."). ფსიქოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით ე.წ. "გარდამავალ" ასაკში თავის აღზრდას იწყებენ. იკაჟებენ ჯანმრთელობას, ნებისყოფას. ამ შემთხვევაში მთავარი სურვილია. სურვილი, რომელიც გარედან კი არაა თავსმოხვეული. პირიქით. შიგნიდან მოდის. ახალგაზრდას თვითონ უნდა, ჰქონდეს ესა თუ ის თვისება. დიდი ძალისხმევის, ნებისყოფის დაძაბვის ხარჯზე იგი მიზანს აღწევს; ხდება საოცრება. ჩვენ, პედაგოგები და მშობლები, რასაც ვერ ვაღწევთ 15-17 წლის განმვლობაში, ისინი ამას ერთ წელიწადში აკეთებენ. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ აღზრდაზე მნიშვნელოვანი თვითაღზრდაა. როცა ადამიანი შეგნებულად ხვდება და სერიოზულად გადაწყვეტს პრობლემის მოგვარებასა და დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. მთავარია დასახული მიზანი ბოლომდე იქნას მიყვანილი, როგორც ეს ბატონი გიორგის მოთხრობაშია. გმადლობთ ბატონო გიორგი. ეს ნაწარმოები მე, 15 წლის წინ წავიკითხე და ხშირად მახსენდება. რამოდენიმეჯერ ლექციაზეც კი დავამუშავეთ. თქვენი მოთხრობები მუდამ აქტუალური იქნება. გამოქვეყნებულია ჟურნალ "ღია ბოქლომის" 2009 წლის ივნისის ნომერში. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53854.jpgკახა კუკავა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს აპროტესტებს. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ `თავისუფალ უნივერსიტეტში` გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციები რუსეთის ფსბ-ს გენერლებისა და ბადრი პატარკაციშვილის მიერ იყო ორგანიზებული. View the full article
-
ერორი- `დინამოს` ყოფილი მწვრთნელი ჭორებს უარყოფს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53855.jpgმორიგი სკანდალი ქართულ ფეხბურთში - თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა. არსებობს ინფორმაცია, რომ კახი კაჭარავას გადაწყვეტილება ფეხბურთელების მიერ მატჩების გაყიდვას უკავშირდება. View the full article -
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინგლისური ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს და ამ ტენდენციის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების ავტორებს მკაცრად აკრიტიკებს. გაზიარება [15:54 09-11-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNk2PEnsqVI/AAAAAAAAEM4/S0H_FCSWz-g/s200/gubaza%2Bda%2Bmisha.gif"ეს არ არის ჩემი აკვიატება და ახირება, რომ უნდა ვიცოდეთ უცხო ენა. ეს არის ინსტრუმენტი, რათა ადამიანმა ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს; ერთი თავგასიებული, რამდენიმე დღის წინ, რომელიღაც არხზე იძახდა, რომ სამი ათასი წელი ქართველებს არ დასჭირვებიათ ინგლისური და რაში უნდა დასჭირდეთ ახლაო", - განაცხადა სააკაშვილმა დღეს, "თავისუფალ უნივერსიტეტში" სტუმრობისას. პრეზიდენტის განცხადებით, ქართველები ყოველთვის იყვნენ ცნობისმოყვარეები. ამის მაგალითად სააკაშვილმა "ვეფხისტყაოსანი" მოიყვანა, რომელსაც სამყაროს მიკრომოდელი უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ნაწარმოებში მთელი სამყაროა აღწერილია."როცა ხარ პატარა ქვეყანა, რომელსაც გინდა წარმატებას მიაღწიო და იბრძვი გადარჩენისთვის, შეუძლებელია, არ იცოდე, რა ხდება დანარჩენ სამყაროში", - განაცხადა სააკაშვილმა.ინგლისური ენის წინააღმდეგ ასეთი მოსაზრება "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერს გუბაზ სანიკიძეს ეკუთვნის, რომელიც ამის შესახებ საუბრობს ყველგან – ტელეარხებზე, პრესაში და მოსახლეობასთან შეხვედრისას. სანიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარეობს "სინგაპურიზაციის" პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მეორე სახელმწიფო ენის გაჩენას, კერძოდ - ინგლისური ენის. "რაში გვჭირდება ინგლისური ჩვენ? რატომ არის ამოჩემებული ეს ინგლისური? ჩვენს სამეზობლოში ინგლისურად არავინ ლაპარაკობს. ვიღაც ტვინნაღრძობმა მიშისტმა შიძლება თქვას, ჩვენ ხომ ევროპაში შევდივართო? ჯერ ერთი, ევროპამ უზარმაზარი ბოქლომი დაგვიდო თავის კარზე და მეორეც - ევროპაში მთავარი ენები დღეს არის გერმანული და ფრანგული. ვიღაცამ შეიძლება თქვას - ტურიზმის განსავითარებლად გვჭირდება ინგლისურიო. იტალიასა და ესპანეთს ჩვენ ტურიზმში ვერასდროს დავეწევით, მაგრამ ჩადით ესპანეთსა და იტალიაში და ვინმეს თუ სჭირდება იქ ინგლისური, ნახეთ. გვჭირდება იმისთვის, რომ აქ ბურები ჩამოვლენ, ჩინელები ჩამოვლენ, ინდოელები ჩამოვლენ და იმათ უნდა ველაპარაკოთ?", – აცხადებს სანიკიძე პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში."ეროვნული ფორუმის" იდეოლოგიური მდივანი არ გამორიცხავს, რომ ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ერთი თაობის შემდეგ ქართული ენა მხოლოდ საეკლესიო ენა გახდეს. interpressnews.ge, presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგისას ითქვა, რომ დავით ბაქრაძის გამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან ლისაბონის სამიტი სესიიდან მცირე დროში გაიმართება. 12-16 ნოემბერს ქ. ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიმართება. აღნიშნულ სესიაზე მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამასზე მეტი დეპუტატი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც. ღონისძიება ლისაბონის სამიტის დაწყებამდე სამი დღით ადრე დასრულდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
„რუსეთი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია საქართველოში“,– განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა დევიდ სმიტმა, აკეთებდა რა კომენტარს მორიგ „ჯაშუშურ სკანდალზე“ რუსული აგენტურული ქსელის გამოვლენისა და მის ნეიტრალიზაციაზე. ამავე დროს სმიტმა აღნიშნა, რომ „პირველ რიგში ეს ნიშნავს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას“ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ფონზე „ალბათ არავის გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს ის, რომ რუსეთი შპიონაჟს აგრძე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს. კანონპროექტი არის მცდელობა, გადაიჭრას ისეთი ტიპის პრობლემები, რომელიც, მათი აზრით, ცუდად აისახება ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე. "ხშირია შემთხვევები, როდესაც უმეთვალყურეოდ გაშვებული შინაური ცხოველები, ძაღლები შეგხვდებათ ბულვარში, პარკებსა თუ სხვა დასასვენებელ ადგილებში. ძაღლები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაჰყავთ ალიკაპისა და საბმელების გარეშე. ცხოველები აბინძურებენ გარემოს და საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება თვითმმართველი ერთეულის ტურისტულ იმიჯზეც", – განაცხადა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, პეტრე ზამბახიძემ. თვითმმართველი ერთეულის და პოლიციის შესაბამისი სამსახურები საკითხის გადასაწყვეტად სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, მათი ძალისხმევა არაეფექტურია, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამისთვის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზნით შედის კოდექსში ცვლილებები და დამატებები. სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა. ერთ–ერთი შენიშვნა ცხოველების უფლებებს ეხებოდა. ითქვა, რომ კანონპროექტის ავტორებს, ადამიანთა უფლებების დაცვის პარალელურად, მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ ცხოველთა უფლებების დაცვაც. ეს, კერძოდ, ძაღლებს ეხება. საქმე ისაა, რომ ყველა ძაღლისთვის ალიკაპის გაკეთება დაუშვებელია და ამდენად, კანონპროექტის ყველა მათგანზე გავრცელება არ შეიძლება. პეტრე ზამბაიძემ განაცხადა, რომ კანანპროექტის ავტორები წარმოდგენილ შენიშვნებს შეისწავლიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
2010 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის კვლევაში – Doing Business – მეთერთმეტე ადგილზე იყო. 2011 წლის ანგარიშში კი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველო მეთორმეტე ადგილზეა. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს, ქვეყანამ ნაბიჯით უკან დაიხია. თუმცა ეს რომ ასე არ არის, თვითონ მსოფლიო ბანკი ამბობს. მაშინ რა ხდება? იხილეთ tabula.geზე
-
ერორი- თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53853.jpgთურქეთის პოლიციამ ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ბრალდებით სამი ქართველი ქალი დააკავა. სპეცოპერაცია პროვინცია ადანაში ჩატარდა. ცნობილია მხოლოდ დაკავებულების სახელები და პროფესიები. View the full article -
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53850.jpgსაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თემაზე პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ესაუბრა და საკუთარი წინადადებები გააცნო View the full article
-
ხვალიდან, 20– დღიანი ვადის ნაცვლად, ავტომობილის განბაჟებისთვის 45 –დღიანი ვადა ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხოდამზე ფინანსთა მინსიტრმა, კახა ბაინდურაშვილმა ისაუბრა. მან თქვა, რომ გამომდინარე საექსპორტო მაჩვენებლებიდან, რომლებშიც პირველ ადგილზე ავტომობილების გადაზიდვაა, საჭიროდ ჩათვალეს ვადების შეცვლა. "პრაქტიკულად, 20 დღეში უნდა განებაჟებინათ, ან რეექსპორტის წესით უნდა გაეყვანათ ავტომობილები, ახლა კი მათ დეკლარირებას 45 დღეში შეძლებენ",–ამბობს ბაინდურაშვილი. აღნიშნული ცვლილება მაცნეში გამოქვეყნდება და ახალი წესი ძალაში უკვე ხვლიდან შევა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ელექტრონული ომი ირანის წინააღმდეგ”, უთხრა New York Times-ს ირანის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა. ალბათ, ვერასდროს შევიტყობთ ამ ომის დეტალების ან მასშტაბის შესახებ, მაგრამ ცხადია, გასულ ზაფხულს რაღაც აირია ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამების კომპიუტერული კონტროლის პროცესებში. იხილეთ tabula.geზე
-
1 ნოემბრიდან თბილისში არსებული 125 საავტობუსო ხაზიდან მხოლოდ 92 დარჩა, მათგან 35 – შეცვლილი მარშრუტით. ამის შესახებ დედაქალაქის მერიამ მოსახლეობას საკუთარი ვებგვერდის და ავტობუსებში გამოკრული განცხადებების საშუალებით ამცნო. ნაციონალურმა არხებმა ცვლილებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ მწირი ინფორმაცია გაავრცელეს. სწორედ ამიტომ, მგზავრთა დიდმა ნაწილმა, ცვლილებების შესახებ ავტობუსის გაჩერებაზე შეიტყო. იხილეთ tabula.geზე
-
I. არქიტექტურული ნაგებობანიa. საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლებიაფხაზეთის ტერიტორიაზე აღრიცხულია დაახლოებით 80-მდე საეკლესიო ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ნანგრევების სახითაა შემორჩენილი თუმცა ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში მათ შესახებ არსებობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. გარდა ამისა, ზოგიერთი ძეგლის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა ადგილზე მყოფ ინფორმატორთა მონაცემებს.1. ალახაძის ეკლესიასოფ. ალახაძე, გაგრის რაიონი. ადრეშუასაუკუნეებიალახაძის ეკლე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მიხეილ სააკაშვილი მადლობას გამოთქვამს საქართველოს კონტრდაზვერვისადმი, რომელთაც რუსეთის ჯაშუშთა ქსელი გამოავლინეს. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. „პრეზიდენტი მადლობას უხდის იმ კონტრდამზვერავებს, ვისმა მაღალმა პროფესიონალიზმმაც შესაძლებელი გახადა რუსი შპიონების ქსელის და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულობების გამოვლენა“,–განაცხადა პრესსპიკერმა. ამავე დროს მანჯგალაძემ სახელმწიფოს მეთაურის სიტყვებით აღნიშნა, რომ „შპიონების... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის ჯაშუშური ქსელის გამოვლენისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. "პრეზიდენტი მადლობას უხდის კოტრდაზვერვის იმ თანამშრომლებს, რომლეთა მაღალმა პროფესიონალიზმმა რუსი ჯასუშების ქსელის და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულობების გამოვლენა შესაძლებელი გახადა",– განაცხადა მანჯგალაძემ. ამავე დროს მან სახელმწიფოს მეთაურის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მაესტროს ოპერატორი თემურ დოლიაშვილი არასწორს უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მასზე მომხდარი თავდასხმისას, თავდამსხელებს შორის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებიც იყვნენ. ,,ეს არასწორი ინფორმაციაა და არ ვიცი, საიდან წამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასე გამოდის, რომ მამაჩემი ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებიც იყვნენ თავდამსხმელებს შორის, მაგრამ ეს ასე არაა. მამაჩემი ამბობდა, რომ ჩემი შვილი სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა სამართალდამცავებსო, მეტი ამ კაცს არაფერი უთქვამს’’, – ამბობს დოლიაშვილი. შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, დაზარალებულის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის ცემაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. ასევე, 3 ნოემბერს ნეტგაზეთთან საუბრისას ტელეკომპანია მაესტროს დირექტორმა კახა ბექაურმა თქვა, რომ გონების დაკარგვამდე დოლიაშვილმა ექიმს უთხრა, რომ თავდამსხმელებს შორის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებიც იყვნენ. დოლიაშვილი ამბობს, რომ მან ეს უთხრა ექიმს, თუმცა, მისივე განმარტებით, შესაძლოა, თავზე მიყენებული ტრავმის გამო, ეს მოჩვენებოდა. ,, კი, მე ვთქვი ასეთი რაღაც, მაგრამ არ ყოფილა ეს ასე, შეიძლება იმ მომენტში მომეჩვენა იმიტომ, რომ ძალიან მაგრად მომხვდა თავში’’, – ამბობს დოლიაშვილი. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შსს–ს თანამშრომლების მიერ დაკავებულია თემურ დოლიაშვილის ცემაში ეჭვმიტანილი პირი – ვლადიმერ მელაძე. გავრცელებული ინფორმაციით, თემურ დოლიაშვილი და ვლადიმერ მელაძე საქეიფოდ იმყოფებოდნენ მეგობართან – გიორგი კარტოზიასთან. დოლიაშვილმა მელაძე სწორედ იქ გაიცნო. როგორც შსს წერს, ახალგაცნობილებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მომხდარი ჩხუბის შემდეგ მელაძე თემურ დოლიაშვილს საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დახვდა და ხელკეტის გამოყენებით დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდა. შსს, ასევე, ავრცელებს დაკავებულის ვიდეოკომენტარსაც: მელაძე ამბობს, რომ შელაპარაკების შემდეგ კარტოზიას ბინიდან იგი მარტო წამოვიდა, ლესელიძეზე შეხვდა მეგობარს, რომელსაც სთხოვა მანქანა და უკან გაყვა იმ ტაქსს, რომელშიც დოლიაშვილი იჯდა. ,,ვაჟა–ფშაველას ძეგლთან გაჩერდნენ, მანქანიდან თემური და კიდევ ორი პიროვნება გადმოვიდნენ, გოგო და ბიჭი, მე ცოტა მოშორებით გავაჩერე მანქანა, მივედი თემურისთან დასალაპარაკებლად და ისევ მომივიდა შეკამათება, რა დროსაც გადმოვიღე მანქანიდან ჯოხი და რამდენჯერმე ჩავარტყი თემურის თავში. მის დასახმარებლად მისი მეგობარი წამოიწია და იმასაც ჩავარტყი თავში’’, – ყვება მელაძე. დოლიაშვილის მეგობარი რატი გოგუაძე, რომელიც დოლიაშვილთან ერთად წამოვიდა ტაქსით კარტოზიას ბინიდან, ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ვლადიმერ მელაძესთან ერთან კიდევ ერთი ან ორი ბიჭი იყო. ,,მანქანიდან გადმოვიდა ორი–სამი ბიჭი, ვოვაც (ვლადიმერ მელაძე) იქ იყო და გვცემეს’’, – ამბობს გოგუაძე. ტელეკომპანია მაესტრომ 3 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია ტელეკომპანიის ერთ–ერთი ოპერატორის, თემურ დოლიაშვილის ცემის შესახებ. მათი ინფორმაციით, 2 ნოემბერს, ღამით, დაუდგენელი პირები დოლიაშვილს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. დოლიაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში მოათავსეს. მას თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. ამჟამად დოლიაშვილი საავადმყოფოდან გამოწერეს, თუმცა, ექიმების დიაგნოზით, მას ტვინის ძლიერი შერყევა აქვს. მაესტროს დირექტორის კახა ბექაურის თქმით, იმავე კვირაში კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა მაესტროს ერთ–ერთ თანამშრომელზე. ბექაურის თქმით, იმ კვირაში ვასიკო ოდიშვილის გადაცემის სცენარისტი, დათო ცხომელიძეც სცემეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
რეცეპტით წამლის გაცემა, რაც თვითმკურნალობის რაოდენობას ამცირებს, საქართველოში არ იმუშავებს. ანტიბიოტიკი დოქსიციკლინი, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი ეფცენი და კიდევ რამდენიმე სხვა სამკურნალო საშუალება, რომელიც, ანოტაციების მიხედვით, მხოლოდ რეცეპტით უნდა გაიცემოდეს, 22 წლის ნინო ბერიძეს დერმატოლოგმა სახეზე ძლიერი გამონაყარის სამკურნალოდ დაუნიშნა. «ავერსის» აფთიაქში პაციენტისთვის ფარმაცევტს რეცეპტი არ მოუთხოვია. სამკურნალო კურსის გავლის შემდეგ, იგივე მედიკამენტები ნინო ბერიძემ პსპ–ს აფთაქში იყიდა. ექიმის დანიშნულება არც იქ მოუთხოვიათ. საქართველოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონი, 1997 წლიდან დღემდე, მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემას კრძალავს და დანაშაულისთვის 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა ამ დანაშაულისთვის რეალურად არავინ ისჯება და საკითხი არც კონტროლდება. ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე თინათინ ტურძელაძე ამბობს, რომ როდესაც ერთი თვის წინ ჯანდაცვის სამინისტრო რეცეპტების შემოღების ინიციატივით გამოვიდა, სამინისტრომ ფაქტიურად უკვე არსებული მუხლის ინიცირება გააკეთა, რადგან ამ სფეროში სირთულეებს ხედავს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის მიერ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ქვეყანში რეცეპტების ინსტიტუტი უნდა ამუშავდეს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი გამოიწვია. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ძალაში რჩება მხოლოდ ძველი შეზღუდვა– ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების რეცეპტებით გაყიდვა, თუმცა კანონში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა ჯანდაცვის ექსპერტი თინათინ ტურძელაძე მიიჩნევს, რომ კანონში მუხლის, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტები რეცეპტებით უნდა გაიცემოდეს, საერთოდ ამოღება სამინისტროს მიზანშეწონილად არ ეჩვენება, რადგან ის გარკევეულ რისკებთანაა დაკავშირებული. «ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება არის არანაკლები პრობლემა, ვიდრე ნარკოტიკების გამოყენება. უბრალოდ, ნარკოტიკებზე უფრო ბევრს საუბრობენ. გავა წლები და შესაძლოა, პირველი ანტიბიოტიკის გამომგონებელი გახდეს საგინებელი, რადგან ანტიბიოტიკს ძალიან სერიოზული გავლენა აქვს ადამიანის იმუნიტეტზე და დღეს, როდესაც ისედაც ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე დგას საზოგადოება, დაბალი იმუნიტეტი ჩვენს არგადარჩენას ნიშნავს»,– ამბობს ტურძელაძე. ჯანდაცვის ექსპერტიც და ექიმებიც ფიქრობენ, რომ ანტიბიოტიკის მიღება დანიშნულების გარეშე საერთოდ არ უნდა ხდებოდეს. «თქვენ კარგად იცით, გრიპის დროს როგორ არის გავრცლებული ანტიბიოტიკის გამოყენება. ეს გაუგებარია. ვირუსი გაცილებით უფრო კომფორტულია ანტიბიოტიკის ფონზე ორგანიზმში, ვიდრე მის გარეშე. ანტიბიოტიკი ებრძვის არა ვირუსს, არამედ ვირუსისგან გამოწვეულ გართულებას. და სანამ არ არის გართულება, მისი მიღება არ შეძლება», –ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი. პროფესორი, საქართველოს დიაბეტისა და დიაგნოსტიკური ცენტრების დირექტორი, რამაზ ყურაშვილი მომხმარებელს ანტიბიოტიკის გამოყენებისგან, მის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის განსაზღვრის გარეშე, თავის შეკავებას ურჩევს. «ლაბორატორიული გამოკვლევით, უნდა გაირკვეს, როგორია ამა თუ იმ მიკრობის გამძლეობა ამა თუ იმ ანტიბიოტიკის მიმართ,–ამბობს რამაზ ყურაშვილი. გარდა ამისა, ანტიბიოტიკის სინჯის გარეშე მიღებამ, ექიმის აზრით, შესაძლოა ანაფილაქსიურ შოკში ჩააგდოს პაციენტი, იმის გამო, რომ ის ალერგიულია. «ამიტომაც, ასევე, უნდა განიზაღვროს ადამიანის მგრძნობელობა ანტიბიოტიკის მიმართ, დოზა და მოხმარების ვადები. ამ მხრივ, ყველაზე გამკაცრებული კონტროლი ნიდერლანდების სამეფოშია», –ამბობს ყურაშვლი. პროფესორი ყურაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ვერც ერთი ანტიბიოტიკი ვერ უშველის რომელიმე კონკრეტულ ინფექციას, თუკი ორგანიზმი მას დროთა განმავლობაში შეეჩვია. 2007 წლის 22 მარტის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებაში, რომელიც ანტიმიკრობული (ანტიბიოტიკების) პრეპარატების მოხმარებაზეა, ნათქვამია, რომ ანტიბიოტიკების მოხმარება გლობალურ ჯანდაცვის უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემას უქმნის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედივთ, ანტიბიოტიკების ჭარბი რაოდენობა აძლიერებს მიკრობსაწინააღმდეგი პრეპარატების მიმართ ორგანიზმის მდგრადობას. რასაც მივყავართ იქამდე, რომ წამლების დიდი რაოდენობა ხდება არაეფექტური ინფექციური ავადმყოფობების მიმართ. ბევრი ქირურგიული პროცედურა და მკურნალობა კი წარმოუდგენელია ანტიბიოტიკების გარეშე. არაზესისტენტულობა არის ხშირად მიზეზი დაავადებების ხანგრძლივობისა და სიკვდილიანობისა. «ანტიბიოტიკის მიღებამ, შესაძლოა, ისე წაშალოს პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის სურათი, რომ მისი მკურნალობა საერთოდ შეუძლებელი გახდეს», –ამბობს კარდიოლოგი ვლადიმერ თხელიძე. საქართველოში ანტიბიოტიკების, ისევე როგორც სხვა პრეპარატების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას თავად ექიმებიც ქვეყანაში ზოგადი სოციალური მდგომარეობით ხსნიან. ჯანდაცვის ექსპერტ ტურძალაძის თქმით, თუ მუხლი, რომელიც სამკურნალო საშუალებების რეცეპტების გაცემას ეხება, პრაქტიკაში ამოქმედება, იმის გამო, რომ ქვეყანას საკმარისი რესურსი ადამიანების მკურნალობისთვის არ აქვს, სრულ კატარსტოფას გამოიწვევს. «ქვეყანა არის ღარიბი. რეცეპტების ინსტიტუტი ძალიან კარგი იქნებოდა ძალიან მდიდარი ქვეყნისთვის, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია მოსახლეობას დაეხმაროს. თუ ჩვენ შევზღუდავთ თვითმკურნალობას და ადამიანს ვეტყვით, არა, შენს ჩემ გარეშე ვერ იმკურნალებ, და, ამავე დროს, ვთავაზობთ ძვირადღირებულ სერვისს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არათუ არაკვალიფიციური, საერთოდ, მკურნალობის გარეშე ვტოვებთ. თუ ლარიანი წამალი 31 ლარი დაუჯდა მოქალაქეს–ლარი წამალში და 30 ლარი ექიმთან ვიზიტის, ცხადია, ეს არ იმუშავებს», –ამბობს თინათინ ტურძელაძე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებების მიხედვით, დანიშნულების გარეშე სამკურნალო საშუალებების, მათ შორის, ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება, გარდამავალი ეკონომიკისა და განვითარებადი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, რადგან ეს, ძირითადად, სახელმწიფოს ფინანსურ და ეკონომიკურ შესაძლებელობებზეა დამოკიდებული. თინათინ ტურძელაძის თქმით, ჯანდაცვისთვის საკმარისი თანხები არათუ საქართველოს, აშშ–ს მთავრობასაც არ აქვს. «აშშ–ს ბოლო რეფორმაც ამაზე იყო, რომ სამედიცინო დაზღვევას მოეცვა აშშ–ს მთელი მოსახლეობა. თუმცა 38 მილიონი მოსახლე იქაც ჯანდაცვის მომსახურების გარეშე დარჩა და პრაქტიკულად თვითმკურნალობის რისკი აშშ-ც არსებობს», –ამბობს ტურძელაძე. გამოსავალს ჯანდაცვის ექსპერტი, ჯერჯერობით, მხოლოდ იმაში ხედავს, რომ პაციენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ამა თუ იმ მედიკამენტზე სრულყოფილი ინფორმაცია. «ადამიანებმა უნდა იცოდნენ, სად უნდა მიიღონ ეს ინფორმაცია. ამ ეტაპზე სრულყოფილ მოცვაზეც კი არ არის საუბარი–ჩვენ არ გვიდგას არჩევანი კარგსა და საუკეთესოს შორის – ვაკეთებთ არჩევანს ცუდსა და უფრო ცუდს შორის», –ამბობს თინათინ ტურძელაძე. ავერსის ოფიციალურ ვებ–გვერდი მომხმარებელს სწორედ ასეთ სერვისს სთავაზობს, მომხმარებელს შეუძლია საძიებო სიტყვის გრაფაში ჩაწეროს მისთვის სასურველი მედიკამენტი და მის შესახებ ანოტაციაში სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს. თუმცა, თუ მომხმარებელი გრაფაში, მაგალითად, ერთ–ერთ ყველაზე უფრო მოთხოვნად ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას –კეტანოვს ჩაწერს, მასზე ანოტაციას ვერ მოძებნის – გვერდი ცარიელია. ვებ გვერდზე არ მოიძებნა, ასევე, ანოტაცია ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაზე–ნიმესილზე. ნიმესილის ანოტაციის გაცნობა პაციენტს, უცხოურ ვებ–გვერდებზეც შეუძლიათ. ანოტაციის მიხედვით, ნიმესილი დიდი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ ასაკში და დიაბეტის დროს, რადგან მის შემადგენლობაში შედის შაქარი. განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება, ასევე, მაღალი არტერიული წნევების, გულის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. ანოტაციის მიხედვით, აბსოლუტურად დაუშვებელია ნიმესილის მიღება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში. არ შეიძლება ნიმესილის მიღება ფეხმძიმეებისთვის და ძუძთი კვების დროს. ნიმესილის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ გამოვლენილია შემთხვევები, როდესაც პრეპარატის მიღებამ ცენტრალური ნერვული სისტემაც დააზიანა, მისმა ხანრგძლივმა მოხმარებამ კი, შესაძლოა ანემიაც გამოიწვიოს. ნიმესილის ანოტაციის მიხედვით, ის პაციენტები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა სისწრაფესა და ფსიქომოტორულ რეაქციებს მოითხოვს, გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ პრეპარატმა, შესაძლოა ძილიანობა და თავრბუსხვევა გამოიწვიოს. ორივე პრეპარატი, ნიმესილიც და კეტანოვიც, მათი ანოტაციის მიხედვით, გაიცემა მხოლოდ რეცეპტით. თუმცა თუ მომხმარებელმა, რომელსაც ინტერნეტთან წვდომის საშუალება თითქმის არ აქვს, შესაძლოა, ამ პრეპარატების გვერდითი მოვლენებისა და უკუჩვენების შესახებ ინფორმაცია საერთოდ ვერ გაიგოს. ნეტგაზეთის გამოკითხული თხუთმეტი მოქალაქიდან თერთმეტს ნიმესილიც და კეტანოვიც ექიმის დანიშნულების გარეშე ჰწონდა მიღებული. ყველა მათგანი ამბობდა, რომ არც კი გაუგიათ ამ წამლების უკუჩვენებების შესახებ. ავერსის ფარმაცევტი ეკა ვარდანია ამბობს, რომ იცის ამ უკუჩვენებების შესახებ და ისიც, რომ ანოტაციის მიხედვით, რეცეპტით უნდა გაიცეს, თუმცა ამბობს, რომ არავინ ავალდებულებს ეს პაციენტსაც უთხრას. თუმცა ზოგჯერ არც ანოტაციის წაკითხვაა საკმარისი პრეპარატზე ზუსტი ინფორმაციის მისაღებად. ქართული ფარმაცევტული კომპანიის «ავერსის» წარმოებულ დიდროფს, რომელიც ანოტაციის მიხედვით, ურეცეპტოდ გაიცემა, ნინო ქურთიშვილი რამდენიმე თვეა იღებს. ცხვირის აეროზოლი– დოდროფი, ანოტაციის მიხედვითვე, იგივე ქსილომეტაზოლინია. ქსილომეტაზოლინის შემცველობით წარმოებული პრეპარატები კი, რეცეპტით და სიფრთხილით ინიშნება, რადგან უკუჩვენებების გარდა, იწვევს შეჩვევას და დროთა განმავლობაში პაციენტს ის უფრო ჭარბი რაოდენობით ჭირდება. ჯანდაცვის ექსპერტი, თინათინ ტურძელაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეები რეცეპტის გარეშე პრეპარატების ყიდვის შეზღუდვას არ უნდა უცდიდნენ, თავადვე უნდა მოიძიონ ინფორმაცია და არჩევანი გააკეტონ: «მთლიანად სახელმწიფო ვერ გააკეთებს ჩემზე კარგად ჩემს გასაკეთებელს. ამასთან, ჩემი ყურადღებაც დუნდება, როდესაც მე აბსოლუტურად დამოკიდებული ვხდები სხვაზე, შედეგი მაინც ვერ დადგება», –ამბობს ტურძელაძე. საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, ტურძელაძის თქმით, სხვადასხვა საგანმანათლებლო გადაცემებისა და ჯანდაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითაც შესაძლებელია. «საზოგადოებას მუდმივად უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციას, რომ, მაგალითად, ანტიბიოტიკები არ მოიხმარონ დანიშნულების გარეშე. აკრძალვით კი, უფრო მეტად შეუწყობს ხელს მთავრობა შავი ბაზრის გაჩენას ქვეყანაში, რაც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებშიც შეინიშნებოდა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც იყო ადმინისტრაციული წესით განსაზღვრული, რამდენია ქვეყნის მოთხოვნა და მიწოდება. დღეს ერთადერთი პლუსი, რაც ჩვენს ბაზარს აქვს, ისაა, რომ ის ლეგალიზებულია. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კი, სადაც არის აკრძალვა, არსებობს შავი ბაზარი. დღეს მთელმა თბილისმა იცის, თუ სად შეუძლია მათი ურეცეპტოდ ყიდვა», –ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი. რა სტრატეგია და გეგმები გააჩნია საქართველოს მთავრობას რეცეპტების ინსტიტუტთან დაკავკშირებით და სად ხედავს ის პრობლემას, ამ კითხვებით ჩვენ ჯანმრთელობის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. სრული ინფო(netgazeti.ge)