Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. აჭარაში ხუთმა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა საჯარო სკოლებში მუშაობაზე უარი თქვა. მათ შორის სამი მამაკაცია. ორმა პედაგოგმა საქართველო უკვე… ლინკი მედიანიუსზე
  2. დღეს, 10 ნოემბერს, მეცნიერთა მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი… ლინკი მედიანიუსზე
  3. რუსეთსა და აშშ-ს ბირთვული არსენალის შეზღუდვას ურჩევენ. სამხედრო არსენალი იმაზე ნაკლები მოცულობის უნდა იყოს, ვიდრე ამას სტრატეგიული… ლინკი მედიანიუსზე
  4. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერთიფიცირება დასრულდა. შედეგები დღეიდან გამოცხადდება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე განთავსდება. ტესტური გამოცდები თბილისში, ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობდა. 1481 გამოსაცდელიდან 767-მა 75–ქულიანი ბარიერი წარმატებით გადალახა. მოქალაქეებს, რომლებმაც 70 ქულა დააგროვეს, უფლება აქვთ საპრეტენზიო კომისიას ხვალიდან მიმართონ. ადმინისტრაციის მოხელეთა სერთიფიცირება 23 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბერს დასრულდა. იხილეთ epn.ge
  5. დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს კონტროლის პალატის დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. როგორც `მედიანიუსს~ კონტროლის… ლინკი მედიანიუსზე
  6. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53864.jpgბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის `მზიურის` დაარსებიდან 39 წლის თავზე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ 39-ე ვარსკვლავი გაიხსნა. View the full article
  7. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53867.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების შესახებ კონფერენცია გახსნა. 3-დღიანი კონფერენცია სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასში`იმართება... View the full article
  8. “ამერიკა არასდროს იბრძოლებს ისლამის წინააღმდეგ,”_ამის შესახებ ბარაქ ობამამ ჯაკარტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როცა იგი ამერიკის შეერთებული… ლინკი მედიანიუსზე
  9. გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის გაგი გოგრაჭაძე დაიღუპა. ავტოკატასტროფის შემდეგ ბავშვი ბათუმის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში… ლინკი მედიანიუსზე
  10. საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა 2010 წლის 21 ოქტომბერს, შპს „ელსავაკოს“ (ე.წ. ლილოს ბაზრობის) ტერიტორიაზე მიმდინარე მოვაჭრეთა აქციაზე… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/shashkini9-150x150.jpgგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, თბილისის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუთავისუფლებია. ამის შესახებ განცხადება, შაშკინმა 23-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას გააკეთა. მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობით სკოლის დირექტორებს არ ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. “სკოლების დეცენტრალიზაციის სისტემის თანახმად, დირექტორები თავად წერენ განცხადებას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ განცხადებას კი, სამეურვეო საბჭო აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მათ მიერ არის მიღებული”,- განაცხადა შაშკინმა. იხილეთ epn.ge
  12. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტიის წევრი, პარლამენტარი ნიკა ლალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიან ვიზიტს აგრძელებენ.… ლინკი მედიანიუსზე
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/193-150x150.jpgსოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს საჯარო აუქციონს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბალანსზე რიცხული მოძრავი სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით შვიდ ლოტად. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ვაჭრობის პროცესში მაქსიმალური ფასის შეთავაზება. აუქციონი 17 ნოემბერს, 15.00 საათზე გაიმართება. ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს განაცხადების მიღების პერიოდში, ყოველდღე (უქმე ან/და არასამუშაო დღეების გარდა) 10.00-დან 18.00 საათამდე წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია. იხილეთ epn.ge
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/axvlediani-150x131.jpgოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეორე არხისთვის 4 მილიონი უნდა გამოიყოს, რომ ტელევიზიამ საქართველოს რეგიონების მასშტაბით ნორმალურად იმაუწყებლოს. როგორც პარლამენტის ორი კომიტეტის – ევროპასთან ინტეგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ახვლედიანმა განაცხადა, სახელმწიფოს მიდგომა იქნებოდა თუ არხისთვის აღნიშნული თანხა გამოიყოფოდა. ახვლედიანმა მესამე არხთან დაკავშირებითაც დასვა შეკითხვა და იკითხა, რისთვის არის გათვალისწინებული 13.3 მილონი ლარი და რას მოხმარდება ეს თანხა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა ახვლედიანს განუმარტა, რომ ეს თანხა პირველი კავკასიური არხის ფუნქციონირებას მოხმარდება, კერძოდ, მის პირველად აღჭურვას და მიმდინარე ხარჯებს. კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურმა განმარტა, რომ პირველი კავკასიური უმნიშვნელოვანესი პროექტია. „ეს არის პრიორიტეტული და პოლიტიკური საკითხი“ – აღნიშნა წიკლაურმა. იხილეთ epn.ge
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/policia222-150x150.jpgისანი-სამგარის რაიონის პოლიციის მეექვსე განყოფილება, გაიხსნა, რომელიც აეროპოსტის დასახლებას მოემსახურება. შსს ინფორმაციით, განყოფილებაში ოცდაექვსი პოლიციელიის თანამშრომელია დასაქმებული. პოლიციის აღნიშნული განყოფილება ოთხი თვის განმავლობაში შენდებოდა. წლის ბოლემდე თბილისში აშენდება და ფუნქციონირებას დაიწყებს სამი პოლიციის ახალი გამჭირვალე შენობა. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილია. პოლიციის განყოფილების ახალ შენობას გახსნიან შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა. 2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონებში ააშენა და აამოქმედა პოლიციის განყოფილების თორმეტი ახალი შენობა, რომლებიც აღჭურვილია უახლოესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭვირვალე. იხილეთ epn.ge
  16. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53865.jpgდღეიდან ძალაში შევიდა ავტომანქანების მინების დამუქების ახალი სტანდარტები. View the full article
  17. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53865.jpgდღეიდან ძალაში შევიდა ავტომანქანების მინების დამუქების ახალი სტანდარტები. View the full article
  18. მეთორმეტეკლასელი მოსწავლეების გუშინდელი საპროტესტო აქციის გამო, განათლების სამინისტრომ პასუხი საჯარო სკოლების დირექტორებს მოსთხოვა. მართალია, დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ დირექტორებმა თანამდებობები თავიანთი სურვილით დატოვეს, თუმცა ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა, რომ დირექტორები გუშინ სწორედ სამინისტროში დაიბარეს და იქ მოთხოვეს გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა. სკოლის დირექტორთა ასოციაციის დირექტორი თეა თუთბერიძე ამბობს, რომ გუშინ, დაახლოებით 19:30 საათზე, 8 საჯარო სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროში დაიბარეს, მობილური ტელეფონები და ხელჩანთები შესასვლელში დაატოვებინეს. დირექტორებს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი შეხვდა, რომელმაც დირექტორებისგან გათავისუფლების შესახებ წინასწარ მომზადებულ განცხადებებზე ხელმოწერა მოითხოვა. თუთბერიძე ამბობს, რომ განცხადებებს ხელი ყველა დაბარებულმა დირექტორმა მოაწერა, გარდა #161 და # 149 საჯარო სკოლების დირექტორებისა. #161 საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხელ მინდაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ის გუშინ საღამოს ნამდვილად იმყოფებოდა განათლების სამინისტროში, თუმცა რისთვის, ამას არ აკონკრეტებს. #149 საჯარო სკოლის დირექტორი, მაია გიორგაძეც ადასტურებს, რომ სამინისტროში გუშინ ისიც იმყოფებოდა და იქვე აცხადებს, რომ სამინისტროში დღესაც აქვს შეხვედრა ჩანიშნული: ” სამინისტროში შევეცდები დავამტკიცო, რომ #149 საჯარო სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციაზე არ ყოფილან, ამიტომ განცხადებას თანამდებობის დატოვების თაობაზე ხელს არ მოვაწერ” - ამბობს გიორგაძე. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს 23-ე საჯარო სკოლაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 8 საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებებით გუშინ სამეურვეო საბჭოებს მიმართა. მინისტრის განცხადებით, ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამაში არ ჩარეულა. ”საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ ათავისუფლებს საჯარო სკოლების დირექტორებს. 8 საჯარო სკოლის დირექტორმა დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე და მიმართა სამეურვეო საბჭოებს ამის თაობაზე. ეს იყო მათი პირადი გადაწყვეტილება. ჩვენი კანონმდებლობით, განათლების და მეცნიერების სამინისტრო არ ერევა ამ პროცესებში. არსებობს სკოლის დეცენტრალიზაცია და სამეურვეო საბჭო არის ის ორგანო, რომელიც წყვეტს ამ საკითხებს,” - ამბობს დიმიტრი შაშკინი. შეკითხვაზე, თუ რა მიზეზით დაწერეს დირექტორებმა განცხადებები, შაშკინმა თქვა: ”მიზეზი რა არის, ვერ გეტყვით”. ,,მე მაქვს ურთიერთობა სკოლის დირექტორებთან და როცა მოხდა მათი სამინისტროში დაბარება, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ასეთი ვითარებაა. მათთვის გაუგებარი იყო, რატომ იბარებდნენ ღამე. რომ მივიდნენ, დახვდათ ეს ვითარება: იმ სკოლის დირექტორებმა უნდა დაწერონ განცხადება და წავიდნენ, რომელთა მოსწავლეებიც გამოვიდნენ გუშინ აქციაზე” - ამბობს თეა თუთბერიძე. გუშინდელ აქციაში, რომელიც მეთორმეტეკლასელებმა ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან გამართეს, საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის 20-მდე საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. უცნობია ისიც, თუ კონკრეტულად რომელი სკოლის დირექტორებმა დატოვეს თანამდებობები. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებთან არ ისურვა ამ სკოლების დასახელება. ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს საჯარო სკოლებში ახსნა-განმარტებითი განცხადებები დააწერინეს იმ მოსწავლეებს, რომლებიც გუშინდელ აქციაში მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი სიები უკვე გადაზავნილია სამინისტროში. დიმიტრი შაშკინმა დღესვე 23-ე საჯარო სკოლის დირექტორს უთხრა, რომ კარგად ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვინ მონაწილეობდა გუშინდელ აქციაში. მინისტრის ეს რემარკა მოჰყვა 23-ე სკოლის დირექტორის მხრიდან გახმოვანებულ ინფორმაციას, რომ გუშინდელ აქციაში მისი სკოლის მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ. Shashkinis da 23-e skolis direqtoris saubari mosawavleebis aqciaze by netgazeti.ge-1 სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. ყველაზე პრინიციპული საკითხი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, არის საარჩევნო სიები – ამბობს მანანა ნაჭყებია, ახალი მემარჯვენეების წევრი, ნეტგაზეთთან საუბარში. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელზეც 8 პოლიკუტი პარტიის ლიდერები ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან, საარჩევნო კოდექსს განიხილავენ, ასევე– იმ სავარუადო ცვლილებებს, რომლებიც შესაძლო შეთანხმების შემთხვევაში, შევლენ კოდექსში. ერთი თვით ადრე რვა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა. ე.წ. რვიანის წარმომადგენელი ნაჭყებია კი დღეს ამბობს, რომ არ არის პრინიციპული მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტით ხელმძღვანელობა. ხელისუფლებასთან მოლაპარაკება თქვენ მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტით დაიწყება, თუ ე.წ. „სუფთა ფურცლიდან“? ჩვენ, რვა პოლიტიკური პარტია, ე.წ. რვიანი შევთანხმდით და გავაკეთეთ დოკუმენტი, სადაც არის საარჩევნო კოდექსის ძირითადი თემები. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ რვიანის შეთანხმება არ არის საკმარისი და საჭიროა ხელისუფლების თანხმობა, ჩვენ მათ მოლაპარაკებებს ვთავაზობთ. პრინიციპული გასნხვავება არ არის, რადგან თუ იქნება შემოთავაზება, რომ დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, სუფთა ფურცელზე დავიტანთ იმას, რაც რვიანში უკვე შეთანხმებული გვაქვს. შესაძლოა შევთანხმდეთ უკვე შემუშავებული ცვლილებების განხილვაზე. რა არის ის პრინციპული ცვლილება თქვენი პაკეტიდან, რომელიც გსურთ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგში გაიატანოთ? პრინიციპული არის საარჩევნო სიები, ანუ ბიომეტრული პასპორტები. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შეკვეთა გაფორმებულია, რომ დაიწყოს ქვეყანაში ბიომეტრული პასპორტების ბეჭდვა და გაცემა. მაგრამ ვადები იქნება შესაცვლელი. ხელისუფლებას ვადის გათვლა 2016 წლამდე აქვს. ჩვენ შემთევვაში კი, ბიომეტრიული პასპორტების გაცემა მოქალაქეებზე 2012 წლამდე უნდა დამთავრდეს. ეს არის მნიშვნელოვანი და დანარჩენი ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება, დამაჯერებელი არგუმენტების შემთხვევაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უნდა იყოს ძალიან კონსტრუქციული ერთმანეთის მიმართ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53866.jpgსაქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ვერა ქობალია გაეროსთან არსებული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ეთიმიუს მიტროპოლუსს შეხვდა. View the full article
  21. ავღანელმა სამართალდამცავებმა ქაბულის აეროპორტში ტერორისტების ჯგუფი დააკავეს. ავღანეთში უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, ტერორისტები იმ თვითმფრინავის გატაცებას… ლინკი მედიანიუსზე
  22. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53864.jpgმოსკოვი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებთან დიპლომატების დაშვებას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიას განუცხადა. View the full article
  23. http://www.polity.ge/images/catalog/scitech/Technology/cars/porsche-carrera.jpg„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში Porsche – ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. polity.ge
  24. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53863.jpgორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ვახტანგ მახნიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს კანადაში. საქმის მოსმენა ტორონტოს დროით დილის ათი საათისთვის არის დანიშნული. View the full article
  25. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/saakashvili_m_010.jpgსაქართველოს განთქმული მიღწევები დერეგულაციაში (მსოფლიო ბანკის რეიტინგში, რომელიც ბიზნესის ხელშემწყობ გარემოს ეძღვნება, ის მე-11 ადგილზეა), ნაქებ თავისუფალ სავიზო რეჟიმსაც გულისხმობს. polity.ge
×
×
  • შექმენი...