planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
2010 წლის 10 იანვრის გამთენიისას დაღესტანში, დასახლებული პუნქტ კარლ მარქსის მახლობლად, მილიციის განწესსე დაუდგენელი პირების მიერ განხორციელებული თავდასხმისას, რომლის შემადგენლობაში ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენელი შედიოდა, დაიღუპა ერთი მილიციონერი და კიდე ხუთი დაიჭრა.ამ თავდასხმამდე რამდენიმე ხნით ადრე იმავე დაღესტანში, კარაბუდახკენტის რაიონის სოფელ მანასის მახლობლად, შინაგანი ჯარების კოლონის მსვლელობის მომენტში, რომელიც მიემართებოდა რკინიგზის ერთერთი მონაკვეთის და... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ცოტა ხნის წინ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა ინიციატივით მიმართა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის IV-ე სამხედრო ბაზაზე ჩეჩნური ბატალიონების "ზაპად"-ისა და "ვოსტოკ"-ის მსგავსი ცალკეული ბატალიონის შექმნის თაობაზე, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ ოსი ჯარისკაცებისაგან. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
"პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, შინაგან საქმეთა ორგანოები ჩრდილოეთ კავკასიაში ყოველდღიურად 5–6 ადამიანს კარგავენ, ე.ი. კარგავენ იმდენს, რაც სრულფასოვანი საბრძოლო მოქმედებების წარმოების ტოლფასია", – აცხადებს რუსეთის კონსერვატიული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი მიხაილ მოშკინი.ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემებთან დაკავშირებულ სემინარზე მოხსენებით გამოსვლისას, მოშკინმა მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ექსტრემისტული მიმართულების დანაშაულთა რიცხვი მი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
netgazeti - მწვანეების ბრძოლა წმინდა ადგილისთვის
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
საქართველოს მწვანეთა პარტია პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მცხეთაში, ე.წ. წმიდა ადგილზე, რესტორნისა და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას არ შეაჩერებს. მწვანეების თქმით, მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს იმ მონაკვეთს, რომელიც მოქცეულია პომპეუსისა და ახალ სამანქანო ხიდებს შორის, საქართველოს საპატრიარქომ წმიდა ადგილის სტატუსი მიანიჭა. წმიდა ადგილად აღნიშნული ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს აღიარა. ცენტრის სამეცნიერო საბჭო ისტორიკოს ეკა ჯაფოშვილისა და არქიტექტორ გია პარკაიას კვლევებს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც, მცხეთაში, მტკვრის ზემოთ, სანაპიროსთან უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე, მდებარეობდა ელიოზ მცხეთელის სამოსახლო ეზო და იმავე ადგილას წმიდა ნინოს მიერ მირიან მეფე და მისი ოჯახი მოინათლა. გარდა იმისა, რომ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭომ ამ ტერიტორიას წმიდა ადგილის სტატუსი მიანიჭა, იქვე დაადგინა, რომ „აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმეს დაგეგმვა, მოწყობა თუ აშენება, საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია.“ „საქართველოს ხელისუფლებამ ეს ტერიტორია საკუთრებაში გადასცა რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, რომელმაც ამ უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის წმინდა ადგილზე წამოიწყო რესტორნისა და კომპლექსის მშენებლობა“, – ნათქვამია პრეს–რელიზში, რომელიც მწვანეთა პარტიამ გუშინ გაავრცელა. პარტიის ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ მკრეხელობასა და უვიცობას. „შესაძლოა, ხელისუფლებაში არ იცოდნენ ამ ადგილის სტატუსის შესახებ, მაგრამ გვიანი არაა შეცდომის გამოსწორება. აღნიშნული წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებისა და უზნეობის უპრეცედენტო ფაქტს, კატეგორიულად მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს მიმდინარე მშენებლობა და აღნიშნული ტერიტორია დაბრუნდეს სახელმწიფოს საკუთრებაში და გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს,“ – ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე. შესაბამისი მოთხოვნით მწვანეებმა უკვე წერილობით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და კულტურის სამინისტროს, თუმცა წმიდა ადგილად გამოცხადებული ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა საპატრიაქროს ოფიციალურად ამ დრომდე არ მოუთხოვია. საპატრიარქოს პრეს–მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. საპატრიარქოს პრეს–ცენტრში ნეტგაზეთს არც იმაზე უპასუხეს, თუ რა ნიშნით ენიჭება ამა თუ იმ ტერიტორიას წმიდა ადგილის სტატუსი, არსებობს თუ არა საქართველოში კიდევ სხვა წმიდა ადგილები და რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობა საპატრიაქრო, როდესაც ადგენს, რომ წმიდა ადგილზე რაიმე ტიპის მშენებლობა დაუშვებელია, მასთან შეთანხმების გარეშე? საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის მდივანი თამარ კვანტალიანი ამბობს, რომ სწორედ საპატრიარქომ უნდა მიმართოს ოფიციალურად ხელისუფლებას, რათა არ დაუშვას წმიდა ადგილზე რაიმეს მშენებლობა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად. მცხეთის ადგილობრივ თვითმმართველობაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მშენებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე შეჩერებულია. მცხეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ილია ოდიშელიძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია კერძო პირის საკუთრება იყო, რომელიც მან, ასევე, კერძო პირზე გაასხვისა. მისივე თქმით, ახალი მფლობელი გადაკეთებით სამუშაოებს აწარმოებდა, რის გამოც მან მიიღო მითითება, რომ ნებართვის მისაღებად, პროექტი კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შეეტანა. ამჟამად მეპატრონე პასუხს სწორედ კულტურისა და ძეგლთა სამინისტროდან ელოდება. მწვანეების თქმით, მცხეთის ე.წ. წმიდა ადგილი, სადაც რესტორნისა და სასტუმროს მშენებლობაა დაწყებული, წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონას, რომლის დარღვევაც სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დამცავ ზონაში მშენებლობის დაწყებას კანონი არ კრძალავს, მთავარია, პროექტი გარემოსთან მიმართებაში ადექვატური იყოს. სრული ინფო(netgazeti.ge) -
ბილაინის აბონენტებთან დაკავშირება დაახლოებით ნახევარი საათია ვერ ხერხდება. ასევე ვერ ხერხდება კომპანიის საზოგადოების სამსახურთან კავშირის დამყარება, რადგან ისინიც ბილაინის აბონენტები არიან. ნეტგაზეთი დაუკავშირდა კომპანიის აბონენტებთან მომსახურების ცენტრს. მათი თქმით, ქსელი დაახლოებით ნახევარი საათია შიდა პრობლემების გამო გათიშულია. "ახლა მიმდინარეობის სამუშაოები და კავშირი მალე აღდგება",–განგვიცხადეს აბონენტთა მომსახურების ცენტრში. ბილაინის ქსელის აბონენტებთან დაკავშირება, კავშირის არარსებობის გამო, ვერ ხერხდებოდა 19 ოქტომბერს. კომპანიამ მეორე დღეს ბოდიში მოიხადა და დაზარალებულ აბონენტებს და შიდა ქსელში სასაუბროდ 60 წუთი აჩუქა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/sp_image-370103571-1236156014.pjpeg ცუდი და კარგი ამბები ნატოს (და არა მარტოს ნატოს) შესახებ „საქართველომ ავღანეთში პირველი ჯარისკაცი დაკარგა“ – ასე იწყებს ჯოშუა კუცერა სტატიას (Eurasianet.org). კუცერას რას ვერჩი, მაგრამ თითქოს იგრძნო, რომ ლეიტენანტი შუკვანი მხოლოდ პირველი მსხვერპლი იყო. სამწუხაროდ, ვარაუდი ახდა – მას კიდევ ოთხი მოჰყვა და ერთიც, სამუდამოდ დაინვალიდებული ჯარისკაცი, რომელსაც ორივე ქვედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. მთელს ამ ტრაგედიაში ჩემს ყურადღებას ერთი გარემოება იქცევს. ქართველ გმირებს გმირებისმოყვარულმა ქართულმა ნაციონალურმა მაუწყებლებმა ნულოვანი ყურადღება დაუთმეს. ორი წლის წინ, შუა ომის დროს, რუსთაველზე გამართული ზეიმი ძნელი დასავიწყებელია. ამ თემაზე ასეთი აზრიც გამიგია – რუსებმა თბილისში შემოსვლა რომ გადაიფიქრეს, ამაში თითქოს საქართველოს ხელისუფლების და ესტრადის ვარსკვლავების (ეს ის შემთხვევაა, როცა კონტექსტი არ პასუხობს დეფინიციას) პატრიოტული სულისკვეთების დამსახურებაცაა. სვიმონ მასხარაშვილის სტილში შეიძლება გავიხსენოთ, რომ საუკუნეების წინ ყველაზე ცნობილი დადიანის „ტკბილმა“ ჟესტმაც მოხიბლა მონღოლები… და რატომ დუმან დღემდე ხელისუფლება და მაუწყებლები ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული სამხედროების შესახებ ? ეს დუმილი ოქრო არ არის. ეს ის შემთხვევაა, როცა სათქმელი არაფერია, პროპაგანდა კი – წამგებიანი. კუცერამ საქართველოს მთავრობისგან მხოლოდ ის შეიტყო, რომ „ეს დანაკარგი მათ მისიას ავღანეთში კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს“. ამ პოზიციის გამო კიდევ ერთხელ მივიღეთ დაპირება, რომ ალიანსის კარი საქართველოსთვის ღიაა. მე კი მგონია : მაპ–ს ვერც მივიღებთ და არც დაგვეკარგება… უკვე საშიშიც კია, ღია კარში ჯდომისგან ალიანსელები არ გაცივდნენ და ეს ჩვენ არ დაგვბრალდეს. სასაცილო ის იქნება, ამ ღია კარში რუსეთმა თუ შეგვასწრო. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერთ გეითსმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს (Eurasia Review). და უფრო მეტიც: „ეს რევოლუციური გარღვევაა და როგორც ჩანს, მას პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის კურთხევა აქვს – კრემლთან დაახლოებული ექსპერტების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში რუსეთს ნატო-ში გაწევრიანებას ურჩევენ“ (Spiegel). კრემლთან დაახლოებული ექსპერტების გამკვირვებია. აშკარად საქართველოს ჯიბრზე (ვისაც არ გჯერათ, გაატარეთ ბატონი დარჩიაშვილი და სხვები) მიილტვიან ჩრდილო ატლანტიკური ერთობისკენ, თორემ რაღა ახლა ? Foreign Policy ბრიუსელის მისამართით ორ, ერთმანეთზე მსუსხავ კითხვას სვამს : „ნატო-მ აზრი დაკარგა?“ და „ ნატო-ს ახალი კრიზისი სჭირდება?“. ნატოს აზრდაკარგულობის შესახებ მსჯელობას სტივენ ვოლტი სარკასტული რეზიუმეთი ასრულებს : „მოკლედ, ცუდი ამბავი ის არის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთი ქვაკუთხედი, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაიშლება, თუმცა კარგი ამბავია ის, რომ ამით არაფერი შეიცვლება.“ არანაკლებ მწარეა დევიდ ბოსკოს სიმართლე : „შესაძლოა ავღანეთის კონფლიქტი მართლაც კრიტიკულ ფაზაშია, მაგრამ ნატო-ს ენერგია და ყურადღება აშკარად ილევა. ნიდერლანდებმა, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ერთგული წევრია, ჯარი გაიყვანა. მეორე „ვარსკვლავი“ კანადა, იგივეს აპირებს. მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპიდან, წუწუნი ისმის იმის თაობაზე რომ მონაწილე ქვეყნებს, ოპერაციის მიმდინარეობის ხარჯები, საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზების უნარს ართმევს. ნატო-ს გენერალური მდივანი ჯერ კიდევ ტუქსავს ალიანსის სახელმწიფოებს, რომ მათ საქმის ბოლომდე მიყვანა არ სურთ, მაგრამ ცხადია რომ ის იმის გაჭიანურებას ცდილობს, რაც გარდაუვალია.“ ვიდრე არ დაშლილა, თვეში ერთხელ, სტაბილურად გვიხარია, რომ ნატო–რუსეთის ურთიერთობაში უთანხმოების საგანი საქართველოა. ამას რასმუსენის განცხადებაც ადასტურებს, რომელიც ალიანსის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა: „ევროპაზე გამავალი ეს ხიდი, ნატო-სა და რუსეთს შორის, ევროპას უფრო სტაბილურს და დაცულს ხდის. დიახ, ჩვენ ხანდახან გვაქვს უთანხმოება და ფუნდამენტურად არ ვეთანხმებით ერთმანეთს ზოგიერთ საკითხზე, ისეთზე როგორიცაა საქართველო, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ ამან არ დაჩრდილოს ამ ურთიერთობების მნიშვნელობა და პოტენციალი, რათა ყველა ჩვენგანი უფრო დაცული იყოს.“ ესე იგი რა გამოდის? ნატო–რუსეთის ნორმალური ურთიერთობა ევროპისა და მსოფლიოს სტაბილურობის ქვაკუთხედია, თუმცა არსებობს ამ ურთიერთობაში საქართველოს თემა, რაზეც მხარეებს ფუნდამენტალური შეუთავსებლობა აქვთ, თუმცა ეს კონფლიქტი იმდენად უმნიშვნელოა, რომ ჩრდილს ვერ აყენებს მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოთა დაცულობისთვის აუცილებელ ჰარმონიას. რა კარგი სიტყვაა „თუმცა“ და რა ცუდია, როცა გიხარია, მაგრამ უსაფუძვლოდ. ნატო–რუსეთის ურთიერთობის მნიშვნელობა და საქართველოს ეპიზოდური როლი გასაგებია. ახლა გავარკვიოთ „არსებობს თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობის დამყარების საფუძველი?“ (Radio Liberty). ამ თემით გია ნოდია დაინტერესდა, ნოდიამდე კი მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ტრენინი, რომელმაც რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. ტრენინის ვარაუდით, ურთიერთობის მოგვარების ორი გზა არსებობს. პირველი – საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რის სანაცვლოდაც გალის რაიონი დაუბრუნდება და მეორე – რუსეთი უნდა გამოვიდეს სამხრეთ ოსეთიდან, რის შემდეგაც რეგიონს გარდამავალის მსგავსი სტატუსი მიენიჭება, რუსეთს კი უსაფრთხოების გარანტის განსაკუთრებული ფუნქცია დაეკისრება. გეგმის შესასრულებლად მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება მიხეილ სააკაშვილია: „ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ცუდია და კიდევ იმიტომ რომ რუსმა ლიდერებმა ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა ფიცი დადეს, ამიტომ სიტყვას უკან ვერ წაიღებენ და მასთან მოლაპარაკებებზე ვერ წავლენ, მაგრამ თუ 2013 წელს სააკაშვილი დატოვებს ოფისს და პრემიერ-მინისტრად არ დარჩება, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდებოდა.“ გია ნოდიასთვის ტრენინის გეგმები უტოპიური და ფუჭია. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ იგი სააკაშვილის გეგმების თანხვედრი არაა. საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ „მსგავსი წინადადებები მხოლოდ თეორიულადაა საინტერესო, რადგან დღევანდელ საქართველოს და დღევანდელ რუსეთს ისინი არ სჭირდება.“ (Radio Liberty) მაშ, რა გვჭირდება? ალბათ, იმ აზრთან შეგუება, რომ 2013 წელს სააკაშვილი ოფისს არ დატოვებს… მით უმეტეს, რომ თემა უკვე ცოცხლობს და ინტერპრეტაციების საშუალებასც იძლევა. The Moscow Times (და ბევრი სხვაც) სულაც არ გაოცდება თუ 2013 წელს სააკაშვილი პუტინის გამბიტს გაიმეორებს. მეთიუ კოლინი ხელისუფლების სათავეში დიდი ხნით დარჩენის შესახებ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის სურვილს იხსენებს: „რა თქმა უნდა, ეს არ მოხდა და ბოლოს ის საკუთარმა მინისტრებმა გადააყენეს, თუმცა ტეტჩერისგან განსხვავებით, საეჭვოა სააკაშვილს სასახლის გადატრიალება ემუქრებოდეს, ამიტომ (პუტინთან უხერხულ პარალელებს რომ დროებით შევეშვათ) არჩევანი – უნდა განაგრძოს თუ არა ბრძოლა ხელისუფლებისთვის, მისი გასაკეთებელია.“ პუტინი, რუზველტი, სააკაშვილი და კატია ზატულივეტერი ვინ ვის ბაძავს ვეღარ გაიგებ. სააკაშვილი კი ხშირად ადანაშაულებს რუსეთის ხელისუფლებას პლაგიატიზმში, მაგრამ არავის გაუკვირდება თუ თავადაც პუტინის გაკვალულ გზას დაადგება. რუსეთის პრემიერი კი გზამკვლევობას თავს არ ანებებს: „პუტინმა რუზველტი დაიმოწმა და მესამე ვადასთან დაკავშირებულ გეგმებზე მიანიშნა“ (The New York Times). გეგმები ნათელია. არჩევნები მალე იქნება და ფრანკლინ რუზველტის გამოცდილებაც არსებობს, თუმცა არსებობს მედვედევიც, ვისზეც ვიღაც–ვიღაცეები ფსონს დებენ და ამბობენ, რომ იმაზე ძნელად დათმობს ყოველივეს, ვიდრე მიიღო. მედვედევის ჭირვეულობას ბრალდება მოსკოვის მერის მრავალწლიანი მმართველობის დასასრული. The Guardian ლუჟკოვის მოხსნას დრამატულს და შექსპირის სტილში გადაწყვეტილ პოლიტიკურ მკვლელობას უწოდებს. პუტინ–მედვედევის დაპირისპირების გარდა მოსკოვურ სკანდალს სხვა კონტექსტიც მოეძებნა. დასავლურმა მედიამ დაასკვნა, რომ რუსეთი ნორმალური ქვეყანა არ არის და რომ მოსკოვთან მეგობრობას ყველა უნდა ერიდოს. პოლიტიკურ მწვერვალზე დაბრუნებამდე Le Temps პუტინის მედია-დაბრუნების შესახებ წერს : „პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს, რომლისთვისაც საჯარო წარმატებები უცხო არ არის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტელევიზიითა და პრესით უამრავი შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. ხმაურიანი პოლიტიკური დაბრუნება, როგორც ჩანს იმ კამპანიის დაწყებას ადასტურებს, რომლის მიზანიც 2012 წლის გაზაფხულის არჩევნების დროს კრემლის გასაღების დაბრუნებაა.“ და თუ პუტინმა რუზველტი უბრალოდ საღერღელის ან ნერვების ასაშლელად გაიხსენა და მედვედევმაც, პირველი ვადის შემდეგ, საპრეზიდენტო სტატუსზე უარის თქმა გადაწყვიტა, Independent–ის ვარაუდით, არსებობს რუსეთის ტეტჩერიზაციის, ან კიდევ, მერკელიზაციის პერსპექტივა. გამოცემა ზედმეტად თავდაჯერებულად ამტკიცებს, რომ სანკტ-პეტერბურგის 61 წლის გუბერანტორი, ქიმიკოსი ვალენტინა მატვიენკო შესაძლოა რუსეთის პირველი ქალი ლიდერი გახდეს. ამ ვარაუდს თურმე ორი გარემოება ამყარებს: მატვიენკო კარგი მენეჯერი და ორატორია და მთავარი – იგი პუტინის პროტეჟეა. მედვედევის გაპრეზიდენტებიდან დღემდე აქტუალობას არ კარგავს კითხვა – ვინ მართავს სინამდვილეში რუსეთს? The Guardian ეჭვობს, რომ პუტინი: “გარუჯული პრემიერ-მინისტრი მხნედ გამოიყურებოდა, ხელები მოვლილი ჰქონდა, ძვირფასი პიჯაკი და მაისური ეცვა შეხსნილი საყელოთი…“ თითქოს ლირიული ინტერმეცოა, თუმცა ბრიტანული გამოცემისთვის დამატებით არგუმენტადაც გამოდგა რუსეთის რეალური მმართველის გასაშიფრად. როცა პუტინზეა საუბარი, ყოველთვის იქვეა რუსული დაზვერვის აჩრდილი. იგივე The Guardian დიდი ბრიტანეთის „ლიბერალ-დემოკრატი“ პარლამენტარის მაიკ ჰენკოკის რუსული კავშირებით დაინტერესდა. გოკა გაბაშვილი და პეტრე ცისკარიშვილი კი დიდი ხანია იძახიან, ეგ კაცი სტრასბურგში კრემლის ინტერესებს ლობირებსო, მაგრამ ახლა ეჭვები ქართული ნაციონალური ფანტაზიის მასშტაბებს გასცდა. ის კი არა, ჰენკოკის საპარლამენტო თანაშემწის, კატია ზატულივეტერის საქმით MI5-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. 25 წლის ზატულივეტერი რუსულ დაზვერვასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. „მანტრას“ დიპლომატია, უარი რუსულ კულტურას და დასავლური მედიის “კულტურული შოკი” „ნათელა ჭოხონელიძის კაბინეტს ალექსანდრ პუშკინის პორტრეტი ამშვენებს, მტვრიან თაროებზე რუსული ლიტერატურის კორიფეების გაცვეთილი გამოცემები აწყვია“ – Reuters საქართველოში რუსული ენის ინგლისურით ჩანაცვლების პროცესს აკვირდება. ჭოხონელიძე წუხს, რომ 50–დან კათედრაზე მხოლოდ 5 თანამშრომელი დარჩა, რომ სტუდენტების რაოდენობაც შემცირდა, რომ რუსული ენა ქრება. ვინც არ წუხს, ეს ხელისუფლებაა. მმართველი გუნდის პირდაპირი და ირიბი მხარდამჭერები ამბობენ, რომ არაფერი დაშავდება თუ მომავალი თაობები დოსტოევსკის დედანში ვერ წაიკითხავენ, რადგან ბოდლერს, მარკესს და აკუტაგავას ცოტა ვინმე თუ კითხულობს პირველად ენაზე და ამით ქვეყანა არ დაქცეულა. ახლა (განწყობის მიხედვით – პატრიოტულად ან ეჭვიანად) თვალის მიდევნებაც შეიძლება – შეასრულებს თუ არა პოლიგლოტი სააკაშვილი პირობას და გახდება თუ არა საქართველო ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყანა (Eurasianet.org) ან დავაღწევთ თუ არა თავს რუსეთის გეოპოლიტიკურ ორბიტას ინგლისურის საყოველთაო გაკვეთილებით (Telegraph). პირველი შედეგი სახეზეა. რუსულ ორბიტას უკვე მოწყვიტა The New York Times–მა ბათუმი: „კრიალა შავ ზღვასა და ქართული საპორტო ქალაქ ბათუმის გარშემო მდებარე ბურუსით მოცულ კავკასიის მთებს განათებული კოშკი დასცქერის. მისი ღამის განათება, რომელიც ჰორიზონტს ემიჯნება, იმ ახალ ნაგებობას გამოკვეთს, რომელიც ძველი ქალაქის მე-19 საუკუნის ფასადებთან კონტრასტში მოდის და სინათლის რბილ სხივში ახვევს ბულვარსაც, სადაც შეყვარებულები დასეირნობენ და ოჯახების კისკისი ისმის. დიდებული შენობა, რომელიც ყველაზე მაღალია სანაპიროზე, მეჩეთს, ბიბლიოთეკას ან მუზეუმს მოგაგონებთ…“ ოდაც ასეთი უნდა… ბათუმით აღფრთოვანებული დინა სპრიცერის ემოცია ერთსახოვანი ნამდვილად არაა. გაცილებით იოლად დავიჯერებ ჟურნალისტის ირონიას, ვიდრე გულწრფელ აღტაცებას. განა შეიძლება ავტორი სერიოზულად ამბობდეს: „როდესაც ამ ზაფხულს მარმარილოთი მოპირკეთებულ ვესტიბიულში შევაბიჯე, აღმოვაჩინე, რომ ნაგებობა ბევრად უფრო მოულოდნელი კულტურული საგანძური იყო: 203 ნომრიანი სასტუმრო შერატონი… ალექსანდრე დიდის მიერ, ეგვიპტეში ალექსანდრიის შუქურის მსგავსად ნაგები, ის იმის მანიშნებლად იქცა, თუ რას ესწრაფვის ბათუმი“. არა, ეს წერილი გამონაკლისი სულაც არ არის. Independent საქართველოს ველური მთიანი რეგიონით დაინტერესდა. „მაღლა, კავკასიის მთებში, თოვლიანი მწვერვალებით მოფენილი ველური პეიზაჟი, ტყიანი ველებითა და შუა საუკუნეების კოშკების ირგვლივ თავმოყრილი სოფლები, საუკუნეების განმავლობაში ჩაკეტილი იყო, მაგრამ საქართველოს ზემო სვანეთის რეგიონი გარე სამყაროსთვის საბოლოოდ გაიხსნა.“ ბათუმის „შერატონი“ თურმე კულტურული საგანძურია, სვანეთი კი ცივილიზაციისთვის ახლა გაიხსნა. უკვე ხელმისაწვდომი „ შეურყვნელი ნავთსაყუდელი“ BBC–ს ობიექტივშიც მოხვდა: „მთები აქ გრანდიოზულია, მდელოები მწვანედ მობიბინე. და როდესაც ძველ, საკულტო კოშკებს ღამით ანათებენ, ისინი სანთელივით იწვიან.“ ასეთი პეიზაჟების და უკიდეგანო სილამაზის ფონზე, ქართული შოუ–ბიზნესის მოკაშკაშე ვარსკვლავების MTV–ის ეთერს მიღმა დატოვება, რა თქმა უნდა, დანაშაულია, მით უმეტეს, რომ ყველაფერი ეს ერთად საქართველოში ტურისტებს მოიზიდავს (Eurasianet.org). უკვე მოზიდულია, მაგრამ მეტია საჭირო. გასაკეთებელი კიდევ ბევრია… თუნდაც რუსეთთან საინფორმაციო–პროპაგანდისული ომის თვალსაზრისით. The National Interest–მა გაარკვია, რომ წყნარ ოკეანეში პროტეჟე საქართველომაც გაიჩინა. ჯუჯა ნაურუს კონკურენციას მეზობელი ტუვალუ გაუწევს. მისი მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარება ოფიციალურ თბილისს სოლიდური თანხა დაუჯდება: საქართველო გაიღებს გაეროში ტუვალუს მუდმივი წარმომადგენლობისთვის საჭირო ფინანსებს. უკვე გადახდილია სამედიცინო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო 12 ათასი დოლარი, ანუ კუნძულის თითოეულ მოსახლეზე დაახლოებით 1 დოლარი. ბრძოლა გრძელდება ფულით და სიტყვით. „დასავლეთის ხიფათიანი ნებიერა“ ხან Newsweek–თან მჭერმეტყველობს და ხანაც გაეროს ტრიბუნიდან: „მეზობელი რუსეთის მხრიდან ინტერვენციის, განადგურების საფრთხისა და ნაწილობრივი ოკუპაციის ორი წლის თავზე, პატარა, მაგრამ მამაცი საქართველო არამხოლოდ გადარჩა, არამედ ყველა სირთულის მიუხედავად წარმატებულია და აყვავების გზაზე დგას. ასეთი ოპტიმისტური შეფასება მისცა საკუთარ ქვეყანას ერთ დროს ბრძოლებში გამობრძმედილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მეტყველ და ემოციურ გამოსვლაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე“ (worldtribune.com). მეტყველი და ემოციური გამოსვლები დასავლეთში ზოგიერთს თვითკრიტიკის გუნებაზე აყენებს. თომას დე ვაალი კატეგორიულად ითხოვს – შეწყდეს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფად აღქმა (Foreign Policy). თურმე სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, უკვე 20 წელია რეგიონის ორი ყველაზე ვრცელი საზღვარი (სომხეთ-აზერბაიჯანის და რუსეთ-საქართველოსი) ნაწილობრივ ან მთლიანად დახურულია, ხოლო სახელისუფლებო ორგანოებში გამეფებული კორუფციის გამო, ნომინალურად გახსნილი საზღვრებიც კი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას არ იძლევა. საბჭოთა კავშირის ფარული ნოსტალგიის გარდა ასეთ წერილებში, როგორც წესი, ბევრს ვერაფერს ამოიკითხავ – მაშინ გაცილებით ნაკლები პრობლემა იყო, ახლა კი დახურული საზღვრები, დე–ფაქტო მიკრო–სახელმწიფოები, ათიათასობით დევნილი და ცხელი წერტილების აფეთქების მუდმივი საფრთხე. და მაინც დასაფასებელია, როდესაც წერენ: „რაში მდგომარეობს უცხოელების ბრალი? ვფიქრობ, ყველანი დამნაშავეები ვართ, რადგან ჩვენი არასწორი წარმოდგენების და ინტერპრეტაციების გამო, რეგიონში შექმნილი ისედაც აუტანელი პოლიტიკური ვითარება, კიდევ უფრო გაუარესდა“. თუ გაუარესება არა, სტაგნაცია ნამდვილად სახეზეა. სოხუმის მმართველები ქართველების დაბრუნების სანაცვლოდ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ოფიციალურ აღიარებას ითხოვენ (Radio Liberty). ცხინვალის მიმართულებით ერთადერთი პერსპექტივა ისაა თუ კოკოითი მოსკოვის ფინანსებს გაფლანგავს და ამის გამო მფარველები გაუნაწყენდებიან (Le Figaro). მას შემდეგ რაც გაეროს საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარირება კანონიერად ცნო, Deutsche Welle დარწმუნდა, რომ საქართველოს შემთხვევაში „ქვეყნების ბედს სასამართლოები კი არა, დიდი სახელმწიფოები წყვეტენ. სამყაროში, სადაც მთავარი აქტორები მსოფლიო წესრიგის მთავარ პირნციპებზე ვერ შეთანხმებულან, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ოდნავ იმაზე მეტია, ვიდრე ცივილიზაციის ჩურჩული, საერთაშორისო ჯუნგლების გნიასში“. სასამართლოს დასასრული არ უჩანს ჰააგაში, სადაც საქართველო რუსეთს ეთნიკურ წმენდას ედავება, რუსეთი კი საქართველოს მტკიცებულებების ფაბრიკაციაში ადანაშაულებს. ალბათ, ორივე მხარე მართალია, წმენდაც იყო და ფაბრიკაციაც იქნება, ერთიც იკადრებს და მეორეც. ისევ აქტუალურია აშშ–რუსეთის ურთიერთობის გადატვირთვის თემა (The National Interest). ამ კონტექსტში ორიგინალურია და დამაჯერებლადაც გამოიყურება ალექსი პუშკოვის მიგნება. ჰილარი კლინტონმა, თბილისში ვიზიტისას, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ”მიმდინარე ოკუპაციაში” დაადანაშაულა. ეს რა თქმა უნდა არ იყო ენა, რომელზეც”სტრატეგიულ პარტნიორს” ელაპარაკებიან. „კლინტონი ხუთდღიანი მოგზაურობის დროს, როდესაც ის უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვია, მანტრასავით იმეორებდა ამ სიტყვებს – ”გადატვირთვა ვერ აიძულებს შეერთებულ შტატებს იმას, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავის გავლენას ან პოლიტიკას შეელიოს”. და რა გაგრძელება მოჰყვა „მანტრას“ რიტორიკას, რომელიც თბილისმა მხარდაჭერის გულწრფელ გამოხატულებად მიიღო“ „თეთრმა სახლმა დიპლომატიური არხების მეშვეობით მოსკოვს განუმარტა, რომ სახელმწიფო მდივანი არ გულისხმობდა იმას, რასაც რეალურად ამბობდა და მთელი ეს გამოსვლები მხოლოდ ერთ რამეს ისახავდა მიზნად – ნოემბრის არჩევნების მიჯნაზე განემტკიცებინა ობამას პოზიცია, რადგან სხვა შემთხვევაში ადმინისტრაცია სუსტის შათაბეჭდილებას დატოვებდა, ისეთისას რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში აშშ-ს მეგობრების ინტერესებს ჰყიდის. მოსკოვმა გაითამაშა, რომ მიიღო განმარტება და ”გადატვირთვის” სულისკვეთება ანალოგიური მწარე პასუხით არ აზარალა“. ვაშინგტონს თბილისის ცრემლების არ სჯერა თბილისის ომისშემდგომი თავისტკივილი უცვლელია – იარაღის შესყიდვა, რაზეც ყველა მხრიდან უარი ისმის. აშშ კვლავ შეუვალია: „სააკაშვილმა საჯაროდ თხოვნით მიმართა ვაშინგტონს საქართველოსთვის „თავდაცვითი“ ხასიათის შეიარაღება მიეწოდებინა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, თუმცა შეერთებული შტატების ჩინოვნიკებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ. „მომავალში, ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს არ სჯერა, რომ საქართველო ამ ტიპის თავდაცვითი შეიარაღებისთვის მზად არის“– განაცხადა სელესტა ვალანდერმა, აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის პოლიტიკის დარგში(Eurasianet.org). Le Monde საქართველოს „ევროპაში შექმნილი პრაგმატული ატმოსფეროს“ მსხვერპლად აღიქვამს, რადგან „პუტინის საძულველმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან დაკარგა პრივილეგირებული მხარდაჭერა, რომელსაც აღარ სურს საქართველოს შეიარაღებული ძალების სპონსორის იმიჯი ჰქონდეს“. საქართველოს ათვალწუნებას ვინღა ჩივის, The Guardian–მა აღმოაჩინა, რომ მსოფლიო იმპერიებს ღირებულებებზე მეტად ანგარება ამოძრავებთ: „ის რასაც ჯორჯ ბუში „მოვლენათა ჭვრეტას“ უწოდებდა და რისი მაგალითიც იყო მისი ძალისხმევა –დაეწესებინა პოსტ-საბჭოთა, პოსტ-ცივი ომის „ახალი მსოფლიო წესრიგი“, ახლა თითქმის მთლიანად გაქრა. დღეს აქცენტი გადატანილია არა თვითგამორკვევასა და ადამიანის უფლებებზე, არამედ უფრო ვიწრო პრიორიტეტებზე – ვაჭრობაზე, ნავთობსა და უსაფრთხოებაზე. დიპლომატია თავის უმაღლეს გამოვლინებაში, ანუ როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიატორი, მოდიდანაა გამოსული“. დიპლომატია აღარაა აქტუალური. კიდევ კარგი „დემოკრატია ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია“ (The New York Times). თუმცა სახარბიელოდ არც დემოკრატიის საქმე ყოფილა, რადგან „იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც დემოკრატიული სისტემა აქვთ, არ შემცირებულა, მაგრამ დემოკრატიამ თავისი სიკაშკაშე დაკარგა. ეს არის იდეა ბრწყინვალების გარეშე, რაც შემაშფოთებელია. ვიდრე დემოკრატიული დასავლეთი იბრძოდა, არადემოკრატიული ჩინეთი იზრდებოდა. დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის გამყოფი ხაზი სულ უფრო ბნელით მოცული ხდება“. უკვე გადღაბნილ ხაზებს არ ეძებს Newsweek. ჯოენ კოტკინი ცდილობს ახსნას რასობრივ–ეთნიკური მახასიათებლები, რაც ახალ მსოფლიო წესრიგს უდევს საფუძვლად. ქვეყნების სქემატიზაცია საინტერესოცაა და საკამათოც. აქ არის ახალი განზა (დანია, ფინეთი, გერმანია…), საზღვრისპირა ქვეყნები (ბელგია, ჩეხეთი, გაერთიანებული სამეფო,ესტონეთი…), ლიბერალიზმის ქვეყნები (ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მექსიკა, პერუ), იღბლიანი ქვეყნები (ავსტრალია, ახალი ზელანდია)… კიდევ ბევრი სხვა და არის ასევე რუსეთის იმპერია. შემადგენლობით – თავად რუსეთის ფედერაცია, სომხეთი, ბელორუსი, მოლდავეთი, უკრაინა. საქართველო არც სხვაგან და რუსეთის იმპერიის შემადგენლადაც არ სახელდება, თუმცა ერთგან ნახსენებია, კერძოდ ჩინეთ–რუსეთის კონკურენციის კონტექსტში: „რუსეთს გააჩნია კოლოსალური ბუნებრივი რესურსები, მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, ასევე ძლიერი არმია. ვიდრე ჩინეთი ძლიერდება, რუსეთი უკრაინაში, საქართველოსა და შუა აზიაში დამკვიდრებას ცდილობს“. რუსეთის მცდელობას ადასტურებს Le Figaro და მედვედევს სამხრეთ კავკასიის ჟანდარმად მოიხსენიებს. Foreign Policy–ის ვარაუდით ამ რეგიონში რუსეთის ყველაზე ადეკვატური კონკურენტი ირანია: „თუკი ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში ირანი წამქეზებლურ პოლიტიკას ეწევა, მისი ქმედებები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არა რელიგიური იდეოლოგიით, არამედ პრაგმატული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიზნებითაა ნაკარნახევი“. კონკურენციას ტრადიციულად ამწვავებს ნავთობის თემა. Asia Times წერს, რომ პუტინი “ნაბუქოსთან” მარცხით უკმაყოფილოა. „ნაბუქო“ევროპას თავს ახსენებს The Wall Street Journal–დანაც. ნავთობთან ერთად აქტუალურია ღვინის ექსპორტის თემაც. The Economist სააკაშვილის საუკეთესო ხუმრობას უწოდებს ქართული ღვინის ხარისხის გაზრდის გამო პუტინისთვის გადახდილ მადლობას: “თუმცა უამრავი პრობლემა რჩება. პირველ რიგში, ქართული ღვინო ძალიან ძვირია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს დიდ ბაზრებზე. ქვეყანა აუცილებელი კვალიფიციური პროფესიონალების დეფიციტსაც განიცდის, რომლებიც დარგს უფრო კონკურენტუნარიანს გახდიდნენ“. პრობლემურ სფეროდ რჩება და კითხვის ნიშანი არ მოხსნია თემას – დასრულდა თუ არა საქართველოში მაფიოზური პროტექციონიზმი. Global Post ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების თემას და განმარტავს, რომ რეფორმის წარმატებულობას მხოლოდ შედეგები განსაზღვრავს. ვიდრე 12 ნაფიცი მსაჯულის პირველ განაჩენს გავეცნობით, შუაგული ევროპა ლაჟვარდოვან სანაპიროზე დამკვიდრებული კავკასიური მაფიის გამო შფოთავს (Le Figaro). მოჭარბებული ტენიანობის შესახებ სააკაშვილის ირონიული კრიტიკა თითქოს ცოტა იყოს, საფრანგეთის კურორტს ქართველი ბანდიტებიც შეუჩნდნენ. დაკავებული ორი ქართველიდან „ერთ-ერთი ესპანეთში ფულის გათეთრების ცნობილი საქმის მონაწილეა და ექსტრადაციის მოლოდინშია, მეორე კი ეჭვმიტანილია სხვა ქართველი ბანდიტის მკვლელობის ორგანიზებაში. ეს ფაქტი ქალაქ ნიცაში, ერთ-ერთ სახლში მოხდა, დანაშაული მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ – ამბობს გამომძიებელი”. ნესტიან ქალაქში ხომ ცხოვრობენ და კრეატივის დეფიციტსაც განიცდიან. სპეც-ოპერაცია ჩაატარეს და სახელი ვერ მოიფიქრეს. არადა დაანონსება მაინც ხომ იყო შესაძლებელი – ფრანგულ ანკესზე წამოგებული ქართველი ბანდიტები… კანონიერი ქურდების სრული ფიასკო… ორმაგი აგენტის გმირობა და ფრანგი სამართალდამცავების უპრეცედენტო სპეც-ოპერაცია ”ენვერი”… ჯონი კალანდაძე ჟურნალისტი ორიგინალი
-
გუშინ საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს, დღეს ცნობილი გახდა, რომ 8 სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გადადგა. განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა 23-ე საჯარო სკოლაში განაცხადა, რომ დირექტორებმა თავიანთი სურვილით დატოვეს თანამდებობები და სამინისტრო ამაში არ ჩარეულა. ნეტგაზეთისათვის კი ცნობილი გახდა, რომ გუშინ რამდენიმე სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროში დაიბარეს და სთხოვეს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე მოეწერათ ხელი. ნეტგაზეთი რამდენიმე დირექტორს დაუკავშირდა, ორმა მათგანმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ ისინი მართლაც იყვნენ სამინისტროში. ბატონო სიმონ, შეიძლება თუ არა ეს ფაქტი განვიხილოთ საჯარო სკოლის საქმიანობასა და მართვაში სახელმწიფო ჩარევად? მგონი, ეს არის კარგი ნიმუში იმისა, თუ, საერთოდ, რისთვის არსებობს სკოლა და რა ფუნქცია აქვს განათლების სამინისტროს. განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს ეუბნება, რომ მათი მოვალეობაა, ყველა მოსწავლე იზიარებდეს სახელმწიფო პოლიტიკას და თავის თანხმობას ან უთანხმოებას გარკვეული ფორმით გამოხატავდეს, რაც განათლების სამინისტროს პრეროგატივა ვერანაირად ვერ იქნება. თავისთავად, უაზრობაა ამაზე ენერგიის ხარჯვა. ზოგადად, როდესაც განათლების სამინისტრო ასეთი ტიპის პროცესში ერევა, ეს ძალიან დიდი ალბათობით უკურეაქციას გამოიწვევს. 2003 წლის ნოემბრის აქციებზე ზუსტად ასეთივე მეთოდებით ცდილობდნენ სკოლები, შეეშინებინათ მოსწავლეები, საპროტესტო აქციაზე რომ არ წასულიყვნენ. განათლების მაშინდელი მინისტრი და მინისტრის მოადგილე სატელევიზიო გამოსვლებით პირდაპირ მოუწოდებდნენ სკოლებს, რომ მათი მოსწავლეები არ წასულიყვნენ აქციაზე, წინააღმდეგ შემთხევევაში, მათ დასჯიდნენ. რა შეიძლება გამოიწვიოს სამინისტროს მხრიდან მსგავსმა ქმედებებმა? ერთადერთი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ მოსწავლეები და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა იმ ნაბიჯების საწინააღმდეგოდ განეწყოს, რასაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. ადმინისტრაციული ზომები დადებით განწყობას ვერ გამოიწვევს. ადამიანი უნდა დაარწმუნო, უნდა აუხსნა, თუ რატომ არის ამ კონკრეტული მოსწავლეთათვის კარგი, რომ მათ ჩააბარონ გამოცდები. ამას თუ არ აუხსნი და მარტო ეტყვი, რომ მე შენ გაიძულებ, ეს გააკეთო და თუ არ გააკეთებ დაგსჯი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ უკურეაქციას გამოიწვევ. როგორ გამოვლინდება უკურეაქცია, იქნება ეს მოსწავლეების კიდევ უფრო დიდი პროტესტი, დირექტორების პროტესტი, თუ სასამართლოში ჩივილი, ეს არ ვიცი, კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული, მაგრამ ფაქტია, რომ სამინისტროს ნებისმიერი ნაბიჯის მიმღებლობა იქნება კიდევ უფრო დაბალი, ვიდრე ეს დღემდე იყო. რა შეიძლება იყოს სამინისტროს ქმედების მოტივი ამ შემთხვევაში? შეიძლება ეს ფაქტი განვიხილოთ, როგორც სამინისტროს მიერ ძალის დემონსტრირება? ეს უკვე იმის ინდიკატორია, რომ დირექტორები უკვე დამორჩილებული არიან ამ სისტემას და არა იმისი, რომ ხელახლა რაღაცის დემონსტრირება ხდება. ის, რომ არც ერთი პოლიტიკური ნაბიჯი და არც ერთი ნაბიჯი, ზოგადად, განათლების სისტემაში არ ყოფილა კრიტიკის საგანი არც ერთი იმ ადამიანისთვის, ვინც დასაქმებულია ამ სისტემაში, ეს, თავისთავად, იმის ინდიკატორია, რომ არ არსებიობს ჯანსაღი დისკუსია. თქვენ 2010 წლის დადგომიდან დღემდე ვერ ნახავთ ერთ საჯარო განცხადებასაც კი, სადაც სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სამინისტროს რაღაც გადაწყვეტილება მას არ მოსწონს ან საჭიროებს დახვეწას. გვქონდა შემთხვევა, როდესაც 14-ე სკოლის დირექტორი ზვიად მიმინოშვილი მოხსნეს იმის გამო, რომ რაღაც არ მოეწონათ, საკმარისი იყო მას გაპროტესტება დაეწყო, უთხრეს რომ ამისათვის დაიჭერდნენ, შემდეგ სამსახურიდან მოხსნეს მისი მეუღლე. როცა ამას სხვა დირექტორები ხედავენ, იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ შეიძლება მომავალში საკუთარი კარიერა აიწყონ. თან, იმასაც ხედავენ, რომ მინისტრებს ხშირად ხსნიან და ფიქრობენ, იქნებ ეს მინისტრი მალე მოხსნან და რატომ უნდა გავაპროტესტო, რატომ უნდა ჩავიგდო თავი რაღაც პრობლემაში? რაც, ჩემი აზრით, არასწორია იმიტომ, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქმის ვითარება სულ უფრო და უფრო გაუარესდება და ამ ადამიანების ავტონომია სულ უფრო და უფრო შეიზღუდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ფაქტი, როდესაც მოსწავლეების პროტესტის გამო დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დგება? ეს არის არაადეკვატური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რაზე არის დირექტორი პასუხისმგებელი. დირექტორის პასუხისმგებლობები კანონში წერია და არსად არ არის მითითებული, რომ დირექტორი ვალდებულია, მისი მოსწავლეები სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იზიარებდნენ, ან საკუთარ აზრს არ უნდა გამოხატავდნენ. თან, ეს აზრის გამოხატვა არ ხდება სკოლაში, ხელს არ უშლიან სხვებს, ვისაც, მაგალითად, არ უნდა ამაში მონაწილეობა. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია მოსწავლეების პროტესტი საატესტაციო გამოცდების მოხსნის შესახებ? ჩემი აზრით, ძალიან გასაგებია, რატომ აქვთ პროტესტი, იმიტომ რომ ვერ ხედავენ სარგებელს ამ გამოცდებში. მაგალითად, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოიღეს, ბევრი ამაში სასიკეთოს ხედავდა, ფიქრობდნენ, რომ ამით მეტი შანსი ექნებოდათ, სამართლიან ბრძოლაში გაემარჯვათ. ამ საატესტაციო გამოცდებს მომხრე საერთოდ არ ჰყავს. მოსწავლეები ვერ ხვდებიან, რაში გამოადგებათ ეს გამოცდები. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს რეაქცია იქნებოდა. მათი არგუმენტი კი, რასაც ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ გვისწავლია და ამიტომ ვერ ჩავაბარებთ, ჩემი აზრით, არაადეკვატური მიზეზია. რას ჰქვია, არ გისწავლია? მათი მოვალეობა იყო, რომ ესწავლათ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ თუ არ სწავლობდნენ და მაინც ნიშნებს იღებდნენ, ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლები და დირექტორები იქცეოდნენ არაადეკვატურად. მთლიანად არაადეკვატურია ეს სიტუაცია, როდესაც ეს გამოცდები არც მოსწავლეებისთვის, არც სახელმწიფოსთვის და არც მომავალი მოსწავლეებისთვის არაფერს არ გააუმჯობესებს. ძალიან ბევრი დასტური არსებობს იმისა, რომ ეს ტესტები არანაირ გაუმჯობესებას არ იწვევეს. უამრავი კვლევაა ჩატარებული იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი ტესტები არსებობს. კვლევების მიხედვით, მსგავსი ტესტები მხოლოდ სასწავლო პროცესის გაუარესებას იწვევს; ძალიან ცუდი სკოლების გაუმჯობესებას, მაგრამ საშუალო და კარგი სკოლების გაუარესებას. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მედია-კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა 16 წლის უკანონო პატიმრის გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზოს საგანგებო წერილით მიმართა... გაზიარება [16:15 10-11-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNqMwufcnjI/AAAAAAAAENQ/oznZu8hfxTk/s200/gogonai.png...„ობიექტივი“ ევროკომიის თავმჯდომარეს სპეციალური კომისიის შექმნას სთხოვს, რომელიც გვანცა ყუფარაძის საქმეს სასწრაფოდ შეისწავლის და საქართველოს ხელისუფლებას 16 წლის გოგონას პატიმრობიდან გათავისუფლების რეკომენდაციას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ირმა ინაშვილის საგანგებო წერილი ევროკომისიის თავმჯდომარის ჯოზე მანუელ ბაროზოს აპარატში გუშინ, 10 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში მიიღეს. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებს „ობიექტივის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიუსელში მერაბ ბლადაძემ აცნობა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს შესრულდა 18 წელი 1992 წლის ოსურ-ინგუშური კონფლიქტის შემდეგ. ოფიციალური პირების დამამშვიდებელი განცხადებების მიუხედავად, ოსურ-ინგუშური ურთიერთობები კვლავ დაძაბული რჩება და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს შეიარაღებულ დაპირისპირებაში. ინგუშეთის კუთვნილი პრიგოროდნის რაიონი და სხვა ტერიტორიები კვლავ რჩება ჩრდილოეთ ოსეთის ფარგლებში და ინგუში მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თავის სახლ-კარს დაუბრუნდა, მუდმივი ზეწოლასა და შეზღუდვებს განიცდის.ინგუშეთში 30-31 ოქტომბერს ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
თურქული გამოცემა ” Milliyet”-ი თურქეთში ურანის შავი ბირჟის არსებობაზე წერს. გამოცემის ინფორმაციით, გამდიდრებული ურანის კონტრაბანდაზე საქართველოში დაკავებული სომხეთის ორი მოქალაქე თურქეთში ხშირად ჩადიოდა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ურანის შავი ბირჟა არსებობს.თურქული გაზეთი აღნიშნულ ინფორმაციას, ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს სამსახურის უფროსზე არჩილ ფაველიშვილზე დაყრდნობით წერს.ამასთან, კიდევ ერთ თურქულ გამოცემა ”Sabah”-ს ფაველიშვილმა განუცხადა, რომ სომ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქართველოსა და ირანის დასაახლოებლად პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. 3 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ გრიგოლ ვაშაძემ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ორივე მხარემ ამ ფაქტს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, რომელიც საქართველოსა და ირანს შორის ისტორიულად ახლო ურთიერთობების აღდგენას შეუწყობს ხელს. იხილეთ tabula.geზე
-
თიბისი ბანკის სმარტ კლუბი გეცოდინებათ თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი წარმონაქმნი, რომელსაც საკუთარი პეიჯი აქვს ფეისბუქზე და ათასგვარ უცნაურ კონკურსს აწყობს. გამოიცანი მუსიკა, გამოიცანი ლექსი, გამოიცანი სურათი, გამოიცანი ის, გამოიცანი ეს… თუმცა მე მინდა მათ ერთ, ბოლო მიგნებაზე მოგიყვეთ, რომლითაც მთელი ქართული ბლოგოსფეროს ნაღები აჟიტირდა. ორიოდე კვირის წინ ამ კლუბმა, [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1847&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/vera.qobalia.-www.NewAlliance.info_-150x150.jpgეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, გაეროსთან არსებული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ეთიმიუს მიტროპოლუსსთან შეხვერისას, სომალიში მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მესაზღვრეების საკითხები განიხილა. ვერა ქობალია ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ასევე, ქართულ საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. ამასთანავე გადაწყდა, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. ექსპერტები საზღვაო სექტორში არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53869.jpg10 ნოემბერს მსოფლიო მეცნიერების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი მეცნიერები იმ საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც სამინისტროს ინიცირებული პროგრამის `აინშტაინის`ფარგლებში საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებია მოწყობილი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gilauri6-150x150.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ტექნოლოგიების განვითარებაში საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში. ამის შესახებ განცხადება გილაურმა დღეს, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. ნიკა გილაურმა დღეს, სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასში` ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების შესახებ სამდღიანი კონფერენცია გახსნა. Kონფერენციას 20 ქვეყნის 250 წარმომადგენელი ესწრება. “მთავრობა ძალიან ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნან ინვესტორებს და კერძო ბიზნესს განვითარებისათვის. ასეთი კონფერენციები კი საუკეთესო ადგილია, იმისათვის, რომ გავცვალოთ იდეები და ის გამოცდილება, რაც გვაქვს და ამით კიდევ უფრო წავიწიოთ წინ და გავუტოლდეთ თანამედროვე მსოფლიოს”,- განაცხადა გილაურმა. იხილეთ epn.ge
-
...ბოლო 12 წელი ერთად ვიყავით. ჩემი რომ გახდა, არაფერი აკლდა – ლაზათი ჰქონდა, ძალაც მოსდევდა, ბევრის უფლებას მაძლევდა, უხმოდ დადიოდა კი არა – მოცეკვავესავით დანარნარებდა. სიამოვნებით ვხმარობდი. მაგრამ დრომ და ასაკმა თავისი უყო. რაღაცნაირად, გაიქუცა და მოირყა. ახლა გაცილებით მეტს ვახარჯავდი, ვიდრე უწინ. ჩვენ შორის იმატა სტრესმა და დაძაბულობამ. ამიტომაც გადავწყვიტე, ახალი გამეჩინა და სრულიად დაუნანებლად მივატოვე. მეტიც – თხასავით გავყიდე. იხილეთ tabula.geზე
-
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას, სხვა მიზეზებთან ერთად, MAP-ზე უარი იმიტომაც უთხრეს, რომ სამიტს ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. განცხადება ამის შესახებ ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, დიმიტრი როგოზინმა გაზეთ “კომერსანტთან” საუბრისას გააკეთა.მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე მონაწილეობით რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა საკუთარი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.“ჩვენ არ გვინდა, მივიღოთ ლისაბონში მეორე ბუქარესტი. მაშინ, 2008 წელს პრეზიდენტმა პუტინმა ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/jibladze-paata01-150x130.jpgსაქართველოში ორმოცი ათასი აფრიკელი ბური ჩამოყავთ. ამის შესახებ დღეს ლეიბორისტების ერთ-ერთმა წევრმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ბურების ჩამოყვანას მალავს, მაგრამ პრესა მაინც აშუქებს. ის თანხები რომელიც ბურების ჩამოსაყვანად არის გადადებული ჯობია ქართველ ხალხს მოხმარდეს. ,,კახეთში შეამოწმეს მიწის ბარაქიანობა და ქართლ-კახეთის მიწების მისაკუთრებას ცდილობენ. სააკაშვილის მიზანია დაანგრიოს ჩვენი შთამომავლობა”,- განაცხადა ჯიბლაძემ. მისივე თქმით სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტორებს ეძებენ, ვითომ ჩვენმა გლეხმა არ იცის როგორ დაამუშაოს მიწა და აიღოს მოსავალი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/par1-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობაში სამივლინებო ხარჯებზე თანხების საკმარისად გამოყოფას ითხოვენ. როგორც პარლამენტის ორი კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა კობა ხაბაზმა განაცხადა, შეუძლებელია ე.წ. ,,ქამრების შემოჭერა” სამივლინებო ხარჯებზეც გავრცელდეს. ხაბაზის თქმით, აუცილებელია საქართველომ ყველა დონის კონფერენციაში, სამიტზე თუ შეხვედრებში მიიღოს მონაწილეობა, რადგან საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მუდმივად დაისვას. ხაბაზს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილიც დაეთანხმა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით თანხები არ უნდა შემცირდეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით, მივლინებებისთვის თანხების გამოყოფა პრობლემა არც წელს ყოფილა და არც მომავალ წელს იქნება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/Tavdacvis-saministro1111-150x150.jpgისრაელის მიერ საქართველოსთვის ტანკს “მერკავა-4″-ს მიყიდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო “რუსული მედიის ნაბოდვარს უწოდებს”. როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლმა სალომე მახარაძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია არასწორია. – “რუსული მედიის ნაბოდვარზე ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ”-აღნიშნა მახარაძემ რუსული სამხედრო ვებგვერდი “ვოენნი პარიტეტის” ინფორმაციით, ისრაელი ულტრათანამედროვე ტანკს “მერკავა-4″-ს საქართველოს მიჰყიდის. რუსული სამხედრო ვებგვერდის ინფორმაციით, ტანკების მიყიდვა ამერიკის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე ხდება. სპეციალისტების შეფასებით, “მერკავა-4″ თანამედროვეობის ერთ-ერთ უძლიერეს ტანკად მიიჩნევა. ამ ტიპის ათეულობით ტანკს ისრაელის სამხედრო მრეწველობა მხოლოდ ებრაული არმიისთვის აწარმოებდა. იხილეთ epn.ge
-
ოსმა სეპარატისტებმა “სახელმწიფო საზღვრის” დარღვევის ბრალდებით მარნეულის რაიონის მცხოვრები გიორგი ელბაქიძე დააკავეს.მარიონეტული რეჟიმის პროკურორის თეიმურაზ ხუგაევის განცხადებით, “ელბაქიძე 6 ნოემბერს ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს და ამჟამად მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს”.მისივე თქმით, “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო” სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ასევე 26 ოქტომბერს დაკავებული ნიკოლოზ რაზმაძის წინააღმდეგ. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg სუფიან ჟემუხოვი ახლახანს გამართულმა რამდენიმე კონფერენციამ, ჩერქეზული საკითხი საერთაშორისო დონეზე აიყვანა. სუფიან ჟემუხოვი საქართველოს და ჩრილო–კავკასიის ურთიერთობების ისტორიას და პერსპექტივაში მოვლენების შესაძლო განვითარებას განიხილავს. რუსულ–ქართულ ურთიერთობებში უამრავი ვარდნილი და გადახვევა იყო, მაგრამ 2008 წლის აგვისტომდე ამ ურთიერთობებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე შეხედულება უცვლელი გახლდათ. 1990–91 წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა, საბჭოთა პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ამ პროცესის შეჩერებას შეეცადა. ამ მხრივ ის დადებითად გამოეხმაურა სხვადასხვა სეპარატისტულ დეკლარაციას, რომლითაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პარლამენტები გამოდიოდნენ. ისინი საბჭოთა საქართველოში ავტონომიური წარმონაქმნების სახით ოფიციალურად შედიოდნენ. გორბაჩოვის პოლიტიკისგან განსხვავებით, რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ორ ქვეყანას შორის კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეეცადნენ. როდესაც 1992 წლის აგვისტოში ქართულ–აფხაზური ომი დაიწყო, რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას მიემხრო და რუსეთის რესპუბლიკა ყაბარდო–ბალყარეთში (სადაც ძირძველი ჩერქეზი/ყაბარდო მოსახლეობა ცხოვრობს) სამხედრო ნაწილებიც კი გაგზავნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ათასობით ჩერქეზი მოხალისისთვის აფხაზების მხარდაჭერისთვის ხელი შეეშალა. მას შემდეგ დაახლოებით თხუთმეტი წელი გავიდა, და სიტუაცია სრულად შეიცვალა. რუსულ–ქართული ურთიერთობების გაუარესებამ კულმინაციას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიაღწია. ომის დასრულების შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მის საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევის საპასუხოდ საქართველომ ახლახანს მისი ყურადღება ჩრდილოეთ კავკასიას მიაპყრო, კერძოდ, საერთაშორისო ჩერქეზულ მოძრაობას, რომელიც ცდილობს 1864 წელს რუსეთის მხრიდან ჩერქეზების გენოციდის აღიარებას მიაღწიოს. ეს საკითხი განსაკუთრებით დროულია, რადგან ჩერქეზების გენოციდის 150–ე წლისთავი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ემთხვევა, რომელიც დამოუკიდებელი ჩერქეზული სახელმწიფოს უკანასკნელი დედაქალაქი იყო. ჩერქეზული საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში საქართველო კავკასიურ ხალხებში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მაგრამ ქართული გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში სერიოზულად შეირყა 1992 წელს, როდესაც საქართველო აფხაზეთში შეიჭრა იმ დროს, როდესაც გაცხარებული დავა მიმდინარეობდა იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მათ შორის პოლიტიკური კავშირები. სინამდვილეში, ამ ნაბიჯმა ჩერქეზებს არჩევანისკენ და იმის გადაწყვეტისკენ უბიძგა, თუ ვის მხარეს არიან ისინი. ჩერქეზული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთში, მათ შორის ქალთა კომიტეტები, ჟურნალისტები და მწერლები, ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 2000 ჩერქეზი მოხალისე ამ ომში გადამდგარი საბჭოთა პოლკოვნიკის, წარმოშობით ნალჩიკელი (ნალჩიკი ყაბარდო–ბალყარეთის დედაქალაქია) სულთან სოსნალიევის მეთაურობით მონაწილეობდა. 1992–93 წლის ქართულ–აფხაზური ომის დროს ის ყველა აფხაზური ძალის მეთაური გახდა. „ჩვეულებრივ აულებზე თავდასხმა ღამით, მოულოდნელად ხდებოდა, როდესაც ქალებს და ბავშვებს გაქცევის დროც აღარ რჩებოდათ. იმ სისასტიკის აღწერა, რაც იქ ღამით მეფობდა, როდესაც ორ–ორი, ან სამ–სამი ჯარისკაცი სახლებში შედიოდა, შეუძლებელია“. გრაფი ლევ ტოლსტოი ომის შემდეგ სოსნალიევი აფხაზეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ჩერქეზები, რომლებიც რუსეთში და უცხოეთში (მსოფლიოს 50 ქვეყანაში) ცხოვრობენ, საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება დაიწყეს და აფხაზებს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიდნენ. ჩერქეზული სამყარო აფხაზების მხარდაჭერას ომის შემდეგაც განაგრძობდა, აყენებდა მისი დამოუკიდებლობის საკითხს და ცალსახად აპროტესტებდა რუსეთის მხრიდან ამ რესპუბლიკის ეკონომიკურ ბლოკადას. იმ დღეს, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ნალჩიკში აფხაზეთის მოედანზე საზეიმო დემონსტრაცია გაიმართა. თუმცა ქართველებს საჯაროდ ჩერქეზები არასდროს დაუგმიათ. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ საქართველო რუსეთთან სახემწიფოთაშორისი ურთიერთობების მხარდაჭერისკენ მიისწრაფვოდა და საკუთარი პოლიტიკა დამოკიდებულ ჩერქეზებამდე არ დაჰყავდა. გარდა ამისა, აბსოლუტურად არანაირი აზრი არ ჰქონდა ჩერქეზების ანტიქართული მოძრაობის შეჩერებას, რადგან რუსეთის მთავრობა ამას ვერ გააკეთებდა. და ბოლოს, საქართველოს არ გააჩნდა მკაფიო შეხედულება იმაზე, თუ რა მიდგომა უნდა ჰქონოდა ზოგადად ჩერქეზული თემის მიმართ. და მაინც, საქართველომ აფხაზების მიმართ ჩერქეზების მხარდაჭერა რეალურ პოლიტიკურ და სამხედრო საფრთხედაც კი შეფასა. ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ შეიმუშავა, საქართველოსთვის არასახელმწიფო აქტორების მხრიდან საფრთხე უფრო რეალურად განიხილება, ვიდრე სხვა სახელმწიფოს სამხედრო აგრესია. სინამდვილეში, ერთადერთი არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც საქართველოს სამხედრო საფრთხეს უქმნიდნენ ჩერქეზი მოხალისეები იყვნენ. ისინი ქართულ–აფხაზურ ომში იბრძოდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ სამხედრო მარცხი და ტერიტორიის დაკარგვა. იმ სიტუაციაში, როდესაც მას მხარი არ დაუჭირეს ყველაზე ახლო მოკავშირეებმა, საქართველო იძულებული გახდა დამშვიდობებოდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებას. ეს მისი მთავარი დანაკარგი გახლდათ. საქართველომ ვერ შეძლო რუსეთის წინააღმდეგ კოალიციის ჩამოყალიბება, და შესაბამისად პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა ვერ შეცვალა. მან ვერ მოახერხა საკუთარი სტრატეგიის ფარგლებში კავკასიის რეგიონის არასახელმწიფო აქტორებთან ურთიერთობების ხელახლა გააზრება. საქართველოს ახალი ინტერესი ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ შესაბამისად, საქართველომ რუსეთთან მიმართებაში ისეთი კურსი შეიმუშავა, რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი სიმეტრიის პოლიტიკას უწოდებს. ასეთი პოლიტიკის მიზანი – ჩრდილოეთ კავკასიათან პროდუქტიული კავშირების ჩამოყალიბებისთვის აქტიური ძალისხმევაა და პარალალურად იქ არსებული ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერა. საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობის სერიოზული აფეთქებაა მოსალოდნელი. ამ ერთი შეხედვით ნეგატიური იდეის უკან, უფრო მასშტაბური ჩანაფიქრია: საქართველოს ლიდერობის აღორძინება რეგიონში. ამ თვალსაზირისით თბილისს სურს იბერიულ–კავკასიური ერების პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ცენტრად იქცეს. 2010 წლის იანვარში ახალი თანამგზავრული ქართული ტელეარხი „პირველი კავკასიური“ შექმნა. ის ჩრდილოკავკასიური აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. როგორც გაზთი „კომერსანტი“ იუწყებოდა, ამ არხის მთავარი მიზანი რუსეთის მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიელებისთვის საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა. 2010 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტი ჩრდილოეთ კავკასიის პარლამენტებთან ერთად „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვდა. საქართველოს პარლამენტმა ჩრდილოკავკასიურ პარლამენტებს კავკასიური ცივილიზაციის განვითარებისა და ჩრდილოკავკასიელ ხალხს შორის ისტორიულად მეგობრული კავშირების შენარჩუნებისთვის (მიუხედავად რუსეთ–საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებისა) თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ამ პირველმა ნაბიჯებმა ჩრდილოეთ კავკასიიასთან განსაკუთრებული ურთიერთქმედება არ გამოიწვია რუსული მხარის რეაქციის გამო: ფრანგულმა კომპანია Eutelsat–მა, თითქოს რუსული მხარის ზეწოლით, საბოლოოდ, უარი განაცხადა ამ არხის გადაცემების მაუწყებლობაზე, თუმცა ისინი ინტერნეტით მაინც ხელმისაწვდომია. ხოლო ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებმა თბილისის ინიციატივას არ უპასუხეს. ქართულ პოლიტიკაში უფრო წარმატებული აღმოჩნდა კონტაქტების დამყარება უშუალოდ ჩერქეზულ სამყაროსთან. როგორც ეს ერთ–ერთმა მიმომხილველმა თქვა, თბილისმა „კონფერენციათა ომის“ პროვოცირება მოახდინა. „კონფერენციების ომი“ 2010 წლის მარტში, ვაშინგტონის ჯეიმსთაუნის ფონდმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავკასიური კვლევების სკოლამ საქართველოში კონფერენცია მოაწყო. მისი სახელწოდება იყო „უცნობი ერები. დაუსრულებელი დანაშაული: ჩერქეზები და კავკასიის ხალხები წარსულს და მომავალს შორის“. ამ ღონისძიებაზე კავკასიის სპეციალისტები და ჩერქეზული დიასპორის აქტივისტები (დიდწილად აშშ–დან) შეიკრიბნენ, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. კონფერენციის ბოლოს ჩერქეზმა მონაწილეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვა და მას 19–ე საუკუნეში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჩერქეზების დეპორტაციისა და მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარებისკენ მოუწოდეს. რუსეთის ხელისუფლებას, ჩერქეზული საკითხის რეანიმაციაზე ძალიან ფრთხილი რეაქცია ჰქონდა. ტრადიციულად კრემლი ეგრედწოდებულ დუმილის პოლიტიკას აწარმოებს და ჩერქეზული პრობლემის არსებობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ასე მაგალითად, 2006 წელს გენოციდის აღიარებაზე რუსეთის პარლამენტის საპასუხო რეაქცია ძალიან ბუნდოვანი გახდლათ. დეპუტატები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იოსებ სტალინის დროს ჩერქეზების დეპორტაცია არ მომხდარა – ანუ, მათ ამ საკვანძო ისტორიულ საკითხს უბრალოდ გვერდი აუარეს. ამჯერად, რუსეთის პარლამენტმა საქართველოს ინიციატივაზე უმალ ირეაგირა და მას ჩრილოეთ კავკასიაში სეპარატიზმის მხარდაჭერის აქტი უწოდა. ჯეიმსთაუნის ფონდის კონფერენციამ ცხადყო, რომ დღეს დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უკეთ იცნობენ ჩერქეზულ საკითხს. 1864 წლის მოვლენებს თანამედროვე ისტორიაში პირველ გენოციდსაც კი უწოდებდნენ (რასაც სომხების გენოციდი და ჰოლოკოსტი მოჰყვა). ამას რუსეთის ხელისუფლებისგან ოფიციალური რეაქცია არ მოჰყოლია, რამაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი სახელით გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. 2010 წლის მაისში, ადიღეის დედაქალაქ მაიკოპში რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოსთვის“ გაიხსნა, რომელიც ქართულ დიასპორას წარმოადგენს. ასეთი მიყრუებული რეაქცია იმაზე მეტყველებდა, რომ კრემლი საქართველოს ჩერქეზული ინიციატივით მაინც შეწუხებული იყო. 2010 წლის 27 მაისს, რუსეთის საინფრომაციო სააგენტო „რია – ნოვოსტიმ“ მრგვალი მაგიდა და პრესკონფერენცია მოიწვია თემაზე: „ჩერქეზული საკითხი: ვის აწყობს კავკასიური ომის ისტორიის გაყალბება?“ საქართველოს პარლამენტმა თავის მხრივ, ერთი თვის შემდეგ სხდომა გამართა, რომელზეც საქართველოს მეცნიერებმა ჩრდილოეთ კავკასიაში გენოციდის საკითხზე დოკუმენტი წარმოადგინეს. ჯეიმსთაუნის ფონდმა შემდეგ მეორე კონფერენცია გამართა, უკვე ვაშინგტონში. მისი სახელწოდება გახლდათ: „სოჭი 2014 წელს: შეიძლება თუ არა ოლიმპიური თამაშების იმ ადგილას გამართვა, საიდანაც 150 წლის წინ ჩერქეზები განდევნეს?“ ამ ღონისძიებას ზოგიერთი ქართველი დეპუტატიც ესწრებოდა, რომლებიც ჩერქეზული საკითხის განხილვაში საქართველოს პოზიციიდან მონაწილეობდნენ. კონფერენციის ჩერქეზმა მონაწილეებმა ჩრდილოეთ კავკასიაში სამი ჩერქეზული ტერიტორიის ერთ რესპუბლიკად გაერთიანებისკენ მოწოდება გააკეთეს. კონფერენციის მონაწილეებმა და ყველა მხარის დამკვირვებლებმა ამ თემაზე მოსაზრებები და არგუმენტები გაცვალეს. ქართველმა დეპუტატებმა დასაწყისშივე განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან 19–ე საუკუნეში ჩერქეზების მასობრივი განადგურების საქმის განსახილველად. კიდევ ერთმა დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა, კონფერენციაზე წარმოადგინა ანგარიში, სათაურით „სოჭის ოლიმპიადა და ჩერქეზები: მზერა საქართველოდან“. მან გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტი ჩერქეზების გენოციდზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსის პროგნოზით, მოსალოდნელია ჩერქეზულ–აფხაზური ურთიერთობების გაუარესება, რადგან თავისუფლად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ აფხაზეთი რუსეთის დუმილის პოლიტიკას მიბაძავს. ასეთ შემთხვევაში, ჩერქეზთა წარმომადგენლებმა შეიძლება დაადანაშაულონ აფხაზები იმაში, რომ ის რუსეთის „ტროას ცხენია“ და ჩერქეზების ინტერესებს ღალატობს. ჩერქეზული ვებ–გვერდისთვის გაგზავნილ ღია წერილში, ერთ–ერთი აქტივისტი ირაკლი ბჟანავა მოძმე ხალხს გენოციდის აღიარების საქმეში წარმატებებს უსურვებს. ის აღნიშნავს, რომ აფხაზებს ამ ბრძოლაში მონაწილობა სურთ, რადგან ისინი რუსეთ–კავკასიის ომის დროს, მათ მოძმე–ჩერქეზებზე ნაკლებად არ დაზარალებულან. ჩერქეზულმა ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა, თავის მხრივ, კმაყოფილება გამოთქვეს იმით, რომ ჩერქეზული საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მოხვდა, და რომ რუსეთის ხელისუფლება ვეღარ შეძლებს მის იგნორირებას. ამავდროულად, ისინი არაერთგვაროვნად მიუდგენენ იმ ფაქტს, რომ საკითხი თბილისში წამოწიეს. ვიღაცამ განაცხადა, რომ გენოციდის ფაქტის აღიარებას ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან მხარს დაუჭერს. ამავდროულად, კონფერენციის ზოგიერთი ჩერქეზი მონაწილე სკეპტიკურად მიუდგა ქართულ განზრახვებს, შეაფასა რა თბილისში ჩატარებული კონფერენცია საქართველოს მხრიდან პროპაგანდისტულ ნაბიჯად. ზოგიერთმა ისიც კი განაცხადა, რომ საქართველოს არანაირი კავშირი ჩერქეზულ საკითხთან არ აქვს და ის მხოლოდ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს. რუსი ანალიტიკოსები ფაქტს არგუმენტების ფართო სპექტრით გამოეხმაურნენ. ყველაზე პოზიტიური მოსაზრება ცნობილმა რუსმა ჟურნლისტმა ალექსანდრ პოდრაბინეკმა გამოთქვა. თავის სტატიაში „გენოციდის ხსნოვნის ოლიმპიადა?“ ის ამტკიცებს, რომ რუსები უნდა შეეგუონ საკუთარ წარსულს და ჩერქეზი ხალხის ბედზე წუხილი გამოთქვან. მაგრამ სხვა გამოხმაურებები ბევრად უფრო ნეგატიური იყო; მათში თავად გენოციდის ფაქტია უარყოფილი. კიდევ ერთი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ დანაშაულის და პასუხისმგებლობის გარკვეული წილი ქართველებსაც მიუძღვით, რადგან ისინი მეფის რუსეთის არმიაში მსახურობდნენ და ჩერქეზი ხალხის სამშობლოდან აყრაში მონაწილეობდნენ. ყველაზე ნეგატიურ კომენტარებში, ისიც კი გაისმა, რომ სოჭში ჩერქეზული და ქართული ტერორიზმის საფრთხე არსებობს. მოსკოველმა ანალიტიკოსმა ალექსეი მალაშენკომ განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადას ტერორისტული თავდასხმებისგან დაცვა სჭირდება, აღნიშნა რა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფები და განსაკუთრებით ჩერქეზები ამ ქალაქში ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგნი არიან. გარდა ამისა, პოლიტოლოგი მიხეილ ალექსანდროვი აღნისნავს, რომ ამ ეტაპზე უკიდურესად მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ის, რომ ქართველებმა ტერაქტების და დივერსიების მოწყობა გადაწყვიტონ. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართველმა ლიდერებმა მსგავსი შესაძლებლობა თავისუფლად შეიძლება დაუშვან. დასკვნა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გადაუჭრელი პრობლემა თვალსაწიერ მომავალში ქართულ–რუსულ ურთიერთობებს გააფუჭებს. თუკი საქართველო 1864 წლის სოჭის მოვლენებს გენოციდად აღიარებს, ეს რუსეთს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. გაეროს წევრი–სახელმწიფოს მიერ ჩერქეზული საკითხის ლეგიტუმურად ცნობა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის წინ საერთაშორისო ხასიათს იძენს. თუკი საქართველო ჩერქეზების გენოციდს აღიარებს, აფხაზეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მას არჩევანის გაკეთება მოუწევს ჩერქეზებს და რუსეთს შორის. აქედან პირველებმა მას საქართველოსთან ომში და დამოუკიდებლობაზე ოცნებაში მხარი დაუჭირეს, მეორემ კი ეს ოცნება აუსრულათ. ამ ჩახლართულ ქართულ–აფხაზურ–რუსულ ურთიერთობებში ჩერქეზული საკითხი საქართველოს ბევრ შესაძლებლობას აძლევს. ის განამტკიცებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ ტერიტორიებს არ აღიარებს. ის ასევე შესძენს საქართველოს მოკავშირეს რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირე სუსტია და თავად რუსეთის შემადგენლობაში შედის. რუსეთი კავკასიის რეგიონში ზესახელმწიფოდ რჩება, და ვერცერთი სახელმწიფო ვერ გაბედავს შეუერთდეს იმ გამოწვევას, რომელსაც მას საქართველო უგზავნის. აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც კი, რომელიც 2010 წლის ივლისში თბილისს სტუმრობდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არაორაზროვანი მხარდაჭერა გამოხატა, არცერთი ისეთი ფრაზა არ გამოუთქვამს, რომელიც ანტირუსულად შეიძლება შეფასებულიყო და ჩრდილს მიაყენებდა აშშ–რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკას. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უარყო საქართველოს თხოვნა გადაეხედათ 2014 წელს რუსეთში ოლიმპიური თამაშების ჩატარების გადაწყვეტილებისთვის. ახლა ჩერქეზული საკითხი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ანტისოჭურ მოძრაობაში ჩერქეზების მხარეს დადგეს. ასეთი პოლიტიკის სიმეტრია იმაში მდგომარეობს, რომ ჩერქეზების მხარდაჭერა საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთისთის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება მცირერიცხოვანი ქვეყნების მხრიდან. ანტისოჭური პროტესტი ძალას იკრეფს და ის უკვე იქცა ჩერქეზებისთვის პოზიტიურ შედეგად რუსეთ–საქართველოს ეგრედწოდებულ კონფერენციების ომში. ჯერ ერთი, ჩერქეზების გენოციდის თემა რუსეთში მისაღები და აღიარებული თემა გახდა დისკუსიისთვის. ისტორიკოსები და ანალიტიკოსები1864 წლის მოვლენებს ჩერქეზი ერის ტრაგედიად განიხილავენ. თავისთავად ეს ფაქტიც სერიოზული მიღწევაა იმ წარმოდგენებთან შედარებით, რომლებიც უფრო ადრეულ დიკუსიებში დომინირებდა. მაშინ ჩერქეზებს ველურებს ეძახდნენ, რომლებიც მშვიდობიან რუსულ არმიას საზღვარზე თავს ესხმოდნენ. გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ისინი ბრიტანელმა და თურქმა აგენტებმა მოატყუეს, რომ საკუთარი სურვილით დატოვეს თავიანთი მიწები, და რომ საკუთარი სისულელის გამო დაზარალდნენ ოსმანთა იმპერიისგან. ხოლო მეორე პოზიტიური შედეგია ის, რომ არცერთი ჩერქეზი „კონფერენციების ომის“ პროცესში არ დაზარალებულა. სუფიან შემუხოვი – საგარეო ურთიერთობების საკითხებზე ყაბარდო–ბალყარეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg სუფიან ჟემუხოვი ახლახანს გამართულმა რამდენიმე კონფერენციამ, ჩერქეზული საკითხი საერთაშორისო დონეზე აიყვანა. სუფიან ჟემუხოვი საქართველოს და ჩრდილო-კავკასიის ურთიერთობების ისტორიას და პერსპექტივაში მოვლენების შესაძლო განვითარებას განიხილავს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში უამრავი ვარდნილი და გადახვევა იყო, მაგრამ 2008 წლის აგვისტომდე ამ ურთიერთობებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე შეხედულება უცვლელი გახლდათ. 1990-91 წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა, საბჭოთა პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ამ პროცესის შეჩერებას შეეცადა. ამ მხრივ ის დადებითად გამოეხმაურა სხვადასხვა სეპარატისტულ დეკლარაციას, რომლითაც აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის პარლამენტები გამოდიოდნენ. ისინი საბჭოთა საქართველოში ავტონომიური წარმონაქმნების სახით ოფიციალურად შედიოდნენ. გორბაჩოვის პოლიტიკისგან განსხვავებით, რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ორ ქვეყანას შორის კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეეცადნენ. როდესაც 1992 წლის აგვისტოში ქართულ-აფხაზური ომი დაიწყო, რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას მიემხრო და რუსეთის რესპუბლიკა ყაბარდო-ბალყარეთში (სადაც ძირძველი ჩერქეზი/ყაბარდო მოსახლეობა ცხოვრობს) სამხედრო ნაწილებიც კი გაგზავნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ათასობით ჩერქეზი მოხალისესთვის აფხაზების მხარდაჭერისთვის ხელი შეეშალა. მას შემდეგ დაახლოებით თხუთმეტი წელი გავიდა და სიტუაცია სრულად შეიცვალა. რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესებამ კულმინაციას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიაღწია. ომის დასრულების შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მის საშინაო საქმეებში რუსეთის ჩარევის საპასუხოდ საქართველომ ახლახანს მისი ყურადღება ჩრდილოეთ-კავკასიას მიაპყრო, კერძოდ, საერთაშორისო ჩერქეზულ მოძრაობას, რომელიც ცდილობს 1864 წელს რუსეთის მხრიდან ჩერქეზების გენოციდის აღიარებას მიაღწიოს. ეს საკითხი განსაკუთრებით დროულია, რადგან ჩერქეზების გენოციდის 150-ე წლისთავი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ემთხვევა, რომელიც დამოუკიდებელი ჩერქეზული სახელმწიფოს უკანასკნელი დედაქალაქი იყო. ჩერქეზული საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში საქართველო კავკასიურ ხალხებში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მაგრამ ქართული გავლენა ჩრდილოეთ- კავკასიაში სერიოზულად 1992 წელს შეირყა, როდესაც საქართველო აფხაზეთში შეიჭრა იმ დროს, როდესაც გაცხარებული დავა მიმდინარეობდა იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მათ შორის პოლიტიკური კავშირები. სინამდვილეში ამ ნაბიჯმა ჩერქეზებს არჩევანისკენ და იმის გადაწყვეტისკენ უბიძგა, თუ ვის მხარეს არიან ისინი. ჩერქეზული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთში, მათ შორის ქალთა კომიტეტები, ჟურნალისტები და მწერლები, ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 2000 ჩერქეზი მოხალისე ამ ომში გადამდგარი საბჭოთა პოლკოვნიკის, წარმოშობით ნალჩიკელი (ნალჩიკი ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქია) სულთან სოსნალიევის მეთაურობით მონაწილეობდა. 1992-93 წლის ქართულ-აფხაზური ომის დროს ის ყველა აფხაზური ძალის მეთაური გახდა. „ჩვეულებრივ აულებზე თავდასხმა ღამით მოულოდნელად ხდებოდა, როდესაც ქალებს და ბავშვებს გაქცევის დროც აღარ რჩებოდათ. იმ სისასტიკის აღწერა რაც იქ ღამით მეფობდა, როდესაც ორ-ორი, ან სამ-სამი ჯარისკაცი სახლებში შედიოდა, შეუძლებელია“. გრაფი ლევ ტოლსტოი ომის შემდეგ სოსნალიევი აფხაზეთის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ჩერქეზებმა, რომლებიც რუსეთში და უცხოეთში (მსოფლიოს 50 ქვეყანაში) ცხოვრობენ, საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება დაიწყეს და აფხაზებს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიდნენ. ჩერქეზული სამყარო აფხაზების მხარდაჭერას ომის შემდეგაც განაგრძობდა, აყენებდა მისი დამოუკიდებლობის საკითხს და ცალსახად აპროტესტებდა რუსეთის მხრიდან ამ რესპუბლიკის ეკონომიკურ ბლოკადას. იმ დღეს, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ნალჩიკში აფხაზეთის მოედანზე საზეიმო დემონსტრაცია გაიმართა. თუმცა ქართველებს საჯაროდ ჩერქეზები არასდროს დაუგმიათ. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ საქართველო რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მხარდაჭერისკენ მიისწრაფვოდა და საკუთარი პოლიტიკა დამოკიდებულ ჩერქეზებამდე არ დაჰყავდა. გარდა ამისა, აბსოლუტურად არანაირი აზრი არ ჰქონდა ჩერქეზების ანტი-ქართული მოძრაობის შეჩერებას, რადგან რუსეთის მთავრობა ამას ვერ გააკეთებდა და ბოლოს, საქართველოს არ გააჩნდა მკაფიო შეხედულება იმაზე, თუ რა მიდგომა უნდა ჰქონოდა ზოგადად ჩერქეზული თემის მიმართ. და მაინც, საქართველომ აფხაზების მიმართ ჩერქეზების მხარდაჭერა რეალურ პოლიტიკურ და სამხედრო საფრთხედაც კი შეაფასა. ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ შეიმუშავა, საქართველოსთვის არასახელმწიფო აქტორების მხრიდან საფრთხე უფრო რეალურად განიხილება, ვიდრე სხვა სახელმწიფოს სამხედრო აგრესია. სინამდვილეში ერთადერთი არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც საქართველოს სამხედრო საფრთხეს უქმნიდნენ ჩერქეზი მოხალისეები იყვნენ. ისინი ქართულ-აფხაზურ ომში იბრძოდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ სამხედრო მარცხი და ტერიტორიის დაკარგვა. იმ სიტუაციაში, როდესაც მას ყველაზე ახლო მოკავშირეებმა მხარი არ დაუჭირეს, საქართველო იძულებული გახდა დამშვიდობებოდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებას. ეს მისი მთავარი დანაკარგი გახლდათ. საქართველომ ვერ შესძლო რუსეთის წინააღმდეგ კოალიციის ჩამოყალიბება და შესაბამისად ვერ შეცვალა პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა. მან ვერ მოახერხა საკუთარი სტრატეგიის ფარგლებში კავკასიის რეგიონის არასახელმწიფო აქტორებთან ურთიერთობების ხელახლა გააზრება. საქართველოს ახალი ინტერესი ჩრდილოეთ-კავკასიის მიმართ შესაბამისად საქართველომ რუსეთთან მიმართებაში ისეთი კურსი შეიმუშავა, რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი სიმეტრიის პოლიტიკას უწოდებს. ასეთი პოლიტიკის მიზანი – ჩრდილოეთ-კავკასიასთან პროდუქტიული კავშირების ჩამოყალიბებისთვის აქტიური ძალისხმევაა და პარალელურად იქ არსებული ანტი-რუსული სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერა. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ-კავკასიაში სეპარატისტული მოძრაობის სერიოზული აფეთქებაა მოსალოდნელი. ამ ერთი შეხედვით ნეგატიური იდეის უკან, უფრო მასშტაბური ჩანაფიქრია: საქართველოს ლიდერობის აღორძინება რეგიონში. ამ თვალსაზრისით თბილისს სურს იბერიულ-კავკასიური ერების პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ცენტრად იქცეს. 2010 წლის იანვარში ახალი თანამგზავრული ქართული ტელეარხი „პირველი კავკასიური“ შეიქმნა. ის ჩრდილო-კავკასიური აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ იუწყებოდა, ამ არხის მთავარი მიზანი რუსეთის მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით ჩრდილო-კავკასიელებისთვის საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა. 2010 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტი ჩრდილოეთ-კავკასიის პარლამენტებთან ერთად „მეგობრობისა და თანამშრომლობის“ ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. საქართველოს პარლამენტმა ჩრდილო-კავკასიურ პარლამენტებს კავკასიური ცივილიზაციის განვითარებისა და ჩრდილო-კავკასიელ ხალხს შორის ისტორიულად მეგობრული კავშირების შენარჩუნებისთვის (მიუხედავად რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესებისა) თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ამ პირველმა ნაბიჯებმა ჩრდილოეთ-კავკასიასთან განსაკუთრებული ურთიერთქმედება არ გამოიწვია რუსული მხარის რეაქციის გამო: ფრანგულმა კომპანია Eutelsat-მა, თითქოს რუსული მხარის ზეწოლით, საბოლოოდ უარი განაცხადა ამ არხის გადაცემების მაუწყებლობაზე, თუმცა ისინი ინტერნეტით მაინც ხელმისაწვდომია, ხოლო ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებმა თბილისის ინიციატივას არ უპასუხეს. ქართულ პოლიტიკაში უფრო წარმატებული აღმოჩნდა კონტაქტების დამყარება უშუალოდ ჩერქეზულ სამყაროსთან. როგორც ეს ერთ-ერთმა მიმომხილველმა სთქვა, თბილისმა „კონფერენციების ომის“ პროვოცირება მოახდინა. „კონფერენციების ომი“ 2010 წლის მარტში, ვაშინგტონის ჯეიმსთაუნის ფონდმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავკასიური კვლევების სკოლამ საქართველოში კონფერენცია მოაწყო. მისი სახელწოდება იყო „უცნობი ერები. დაუსრულებელი დანაშაული: ჩერქეზები და კავკასიის ხალხები წარსულს და მომავალს შორის“. ამ ღონისძიებაზე კავკასიის სპეციალისტები და ჩერქეზული დიასპორის აქტივისტები (დიდწილად აშშ-დან) შეიკრიბნენ, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. კონფერენციის ბოლოს ჩერქეზმა მონაწილეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვას და მას მე-19 საუკუნეში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჩერქეზების დეპორტაციისა და მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარებისკენ მოუწოდეს. რუსეთის ხელისუფლებას ჩერქეზული საკითხის რეანიმაციაზე ძალიან ფრთხილი რეაქცია ჰქონდა. ტრადიციულად კრემლი ე.წ. დუმილის პოლიტიკას აწარმოებს და ჩერქეზული პრობლემის არსებობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ასე მაგალითად, 2006 წელს გენოციდის აღიარებაზე რუსეთის პარლამენტის საპასუხო რეაქცია ძალიან ბუნდოვანი გახლდათ. დეპუტატები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იოსებ სტალინის დროს ჩერქეზების დეპორტაცია არ მომხდარა – ანუ მათ ამ საკვანძო ისტორიულ საკითხს უბრალოდ გვერდი აუარეს. ამჯერად რუსეთის პარლამენტმა საქართველოს ინიციატივაზე უმალ მოახდინა რეაგირება და მას ჩრილოეთ-კავკასიაში სეპარატიზმის მხარდაჭერის აქტი უწოდა. ჯეიმსთაუნის ფონდის კონფერენციამ ცხადყო, რომ დღეს დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უკეთ იცნობენ ჩერქეზულ საკითხს. 1864 წლის მოვლენებს თანამედროვე ისტორიაში პირველ გენოციდსაც კი უწოდებდნენ (რასაც სომხების გენოციდი და ჰოლოკოსტი მოჰყვა). ამას რუსეთის ხელისუფლებისგან ოფიციალური რეაქცია არ მოჰყოლია, რამაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი სახელით გამოსვლის შესაძლებლობა მისცა. 2010 წლის მაისში, ადიღეის დედაქალაქ მაიკოპში რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ გაიხსნა, რომელიც ქართულ დიასპორას წარმოადგენს. ასეთი მიყრუებული რეაქცია იმაზე მეტყველებდა, რომ კრემლი საქართველოს ჩერქეზული ინიციატივით მაინც შეწუხებული იყო. 2010 წლის 27 მაისს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტიმ“ მრგვალი მაგიდა და პრეს-კონფერენცია მოიწვია თემაზე: „ჩერქეზული საკითხი: ვის აწყობს კავკასიური ომის ისტორიის გაყალბება?“ საქართველოს პარლამენტმა თავის მხრივ, ერთი თვის შემდეგ სხდომა გამართა, რომელზეც საქართველოს მეცნიერებმა ჩრდილოეთ-კავკასიაში გენოციდის საკითხზე დოკუმენტი წარმოადგინეს. ჯეიმსთაუნის ფონდმა შემდეგ მეორე კონფერენცია გამართა, უკვე ვაშინგტონში. მისი სახელწოდება გახლდათ: „სოჭი 2014 წელს: შეიძლება თუ არა ოლიმპიური თამაშების იმ ადგილას გამართვა, საიდანაც 150 წლის წინ ჩერქეზები განდევნეს?“ ამ ღონისძიებას ზოგიერთი ქართველი დეპუტატიც ესწრებოდა, რომლებიც ჩერქეზული საკითხის განხილვაში საქართველოს პოზიციიდან მონაწილეობდნენ. კონფერენციის ჩერქეზმა მონაწილეებმა ჩრდილოეთ-კავკასიაში სამი ჩერქეზული ტერიტორიის ერთ რესპუბლიკად გაერთიანებისკენ მოწოდება გააკეთეს. კონფერენციის მონაწილეებმა და ყველა მხარის დამკვირვებლებმა ამ თემაზე მოსაზრებები და არგუმენტები გაცვალეს. ქართველმა დეპუტატებმა დასაწყისშივე განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან მე-19 საუკუნეში ჩერქეზების მასობრივი განადგურების საქმის განსახილველად. კიდევ ერთმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა, კონფერენციაზე წარმოადგინა ანგარიში, სათაურით – „სოჭის ოლიმპიადა და ჩერქეზები: მზერა საქართველოდან“. მან მოსაზრება გამოსთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტი ჩერქეზების გენოციდზე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსის პროგნოზით, მოსალოდნელია ჩერქეზულ-აფხაზური ურთიერთობების გაუარესება, რადგან თავისუფლად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ აფხაზეთი რუსეთის დუმილის პოლიტიკას მიბაძავს. ასეთ შემთხვევაში, ჩერქეზთა წარმომადგენლებმა შეიძლება აფხაზები იმაში დაადანაშაულონ, რომ ის რუსეთის „ტროას ცხენია“ და ჩერქეზების ინტერესებს ღალატობს. ჩერქეზული ვებ-გვერდისთვის გაგზავნილ ღია წერილში, ერთ-ერთი აქტივისტი ირაკლი ბჟანავა მოძმე ხალხს გენოციდის აღიარების საქმეში წარმატებებს უსურვებს. ის აღნიშნავს, რომ აფხაზებს ამ ბრძოლაში მონაწილეობა სურთ, რადგან ისინი რუსეთ-კავკასიის ომის დროს, მათ მოძმე-ჩერქეზებზე ნაკლებად არ დაზარალებულან. ჩერქეზულმა ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა, თავის მხრივ კმაყოფილება გამოსთქვეს იმით, რომ ჩერქეზული საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში მოხვდა და რუსეთის ხელისუფლება ვეღარ შესძლებს მის იგნორირებას. ამავდროულად, ისინი არაერთგვაროვნად მიუდგენენ იმ ფაქტს, რომ საკითხი თბილისში წამოსწიეს. ვიღაცამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს გენოციდის ფაქტის აღიარებას ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. ამავდროულად, კონფერენციის ზოგიერთი ჩერქეზი მონაწილე სკეპტიკურად მიუდგა ქართულ განზრახვებს, შეაფასა რა თბილისში ჩატარებული კონფერენცია საქართველოს მხრიდან პროპაგანდისტულ ნაბიჯად. ზოგიერთმა ისიც კი განაცხადა, რომ საქართველოს ჩერქეზულ საკითხთან არანაირი კავშირი არა აქვს და ის მხოლოდ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს. რუსი ანალიტიკოსები ფაქტს არგუმენტების ფართო სპექტრით გამოეხმაურნენ. ყველაზე პოზიტიური მოსაზრება ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრ პოდრაბინეკმა გამოსთქვა. თავის სტატიაში „გენოციდის ხსოვნის ოლიმპიადა?“ ის ამტკიცებს, რომ რუსები უნდა შეეგუონ საკუთარ წარსულს და წუხილი გამოსთქვან ჩერქეზი ხალხის ბედზე, მაგრამ სხვა გამოხმაურებები ბევრად უფრო ნეგატიური იყო. მათში თავად გენოციდის ფაქტია უარყოფილი. კიდევ ერთი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ დანაშაულის და პასუხისმგებლობის გარკვეული წილი ქართველებსაც მიუძღვით, რადგან ისინი მეფის რუსეთის არმიაში მსახურობდნენ და ჩერქეზი ხალხის სამშობლოდან აყრაში მონაწილეობდნენ. ყველაზე ნეგატიურ კომენტარებში ისიც კი გაისმა, რომ სოჭში ჩერქეზული და ქართული ტერორიზმის საფრთხე არსებობს. მოსკოველმა ანალიტიკოსმა ალექსეი მალაშენკომ განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიადას ტერორისტული თავდასხმებისგან დაცვა სჭირდება, აღნიშნა რა რომ ჩრდილოეთ-კავკასიაში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფები და განსაკუთრებით ჩერქეზები ამ ქალაქში ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგები არიან. გარდა ამისა, პოლიტოლოგი მიხეილ ალექსანდროვი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უკიდურესად მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ის, რომ ქართველებმა ტერაქტების და დივერსიების მოწყობა გადაწყვიტონ. მან გამოსთქვა მოსაზრება, რომ ქართველმა ლიდერებმა შეიძლება თავისუფლად დაუშვან მსგავსი შესაძლებლობა. დასკვნა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის გადაუჭრელი პრობლემა თვალსაწიერ მომავალში რუსულ-ქართულ ურთიერთობებს გააფუჭებს. თუკი საქართველო 1864 წლის სოჭის მოვლენებს გენოციდად აღიარებს, ეს რუსეთს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. გაერო-ს წევრი-სახელმწიფოს მიერ ჩერქეზული საკითხის ლეგიტუმურად ცნობა, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის წინ საერთაშორისო ხასიათს იძენს. თუკი საქართველო ჩერქეზების გენოციდს აღიარებს, აფხაზეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მას არჩევანის გაკეთება მოუწევს ჩერქეზებს და რუსეთს შორის. აქედან პირველებმა მას საქართველოსთან ომში და დამოუკიდებლობაზე ოცნებაში მხარი დაუჭირეს, მეორემ კი ეს ოცნება აუსრულათ. ამ ჩახლართულ რუსულ-ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ჩერქეზული საკითხი საქართველოს ბევრ შესაძლებლობას აძლევს. ის განამტკიცებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომელმაც უკვე განაცხადა რომ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის თვითგამოცხადებულ ტერიტორიებს არ აღიარებს. ის ასევე საქართველოს შესძენს მოკავშირეს რუსეთის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა რომ მოკავშირე სუსტია და თავად რუსეთის შემადგენლობაში შედის. რუსეთი კავკასიის რეგიონში ზესახელმწიფოდ რჩება და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაბედავს შეუერთდეს იმ გამოწვევას, რომელსაც მას საქართველო უგზავნის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც კი, რომელიც 2010 წლის ივლისში თბილისს სტუმრობდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არაორაზროვანი მხარდაჭერა გამოხატა, არც ერთი ისეთი ფრაზა არ გამოუთქვამს, რომელიც ანტი-რუსულად შეიძლება შეფასებულიყო და ჩრდილს მიაყენებდა აშშ-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკას. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უარყო საქართველოს თხოვნა გადაეხედათ 2014 წელს რუსეთში ოლიმპიური თამაშების ჩატარების გადაწყვეტილებისთვის. ახლა ჩერქეზული საკითხი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ანტი-სოჭურ მოძრაობაში ჩერქეზების მხარეს დადგეს. ასეთი პოლიტიკის სიმეტრია იმაში მდგომარეობს, რომ ჩერქეზების მხარდაჭერა საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარება მცირერიცხოვანი ქვეყნების მხრიდან. ანტი-სოჭური პროტესტი ძალას იკრეფს და ის უკვე იქცა ჩერქეზებისთვის პოზიტიურ შედეგად რუსეთ-საქართველოს ე.წ. კონფერენციების ომში. ჯერ ერთი, ჩერქეზების გენოციდის თემა რუსეთში მისაღები და აღიარებული თემა გახდა დისკუსიისთვის. ისტორიკოსები და ანალიტიკოსები 1864 წლის მოვლენებს ჩერქეზი ერის ტრაგედიად განიხილავენ. თავისთავად ეს ფაქტიც სერიოზული მიღწევაა იმ წარმოდგენებთან შედარებით, რომლებიც უფრო ადრეულ დისკუსიებში დომინირებდა. მაშინ ჩერქეზებს ველურებს ეძახდნენ, რომლებიც მშვიდობიან რუსულ არმიას საზღვარზე თავს ესხმოდნენ. გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ისინი ბრიტანელმა და თურქმა აგენტებმა მოატყუეს, რომ საკუთარი სურვილით დატოვეს თავიანთი მიწები და ოსმანთა იმპერიისგან საკუთარი სისულელის გამო დაზარალდნენ, ხოლო მეორე პოზიტიური შედეგია ის, რომ არც ერთი ჩერქეზი „კონფერენციების ომის“ პროცესში არ დაზარალებულა. სუფიან შემუხოვი - ყაბარდო–ბალყარეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საგარეო ურთიერთობების საკითხებზე. ორიგინალი ორიგინალი