planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
დღეს მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდება, შეუერთდება თუ არა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ) ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. თეუსუს თსუ–სთან შეერთების საკითხი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ორი დღის წინ გახდა ცნობილი. დღეს სტუდენტები უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იმისთვის შეიკრიბნენ, რომ ადმინისტრაციასთან გაერკვიათ მათი და უნივერსიტეტის მომავალი. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაცია ოფიციალურ პასუხს მთავრობის სხდომის შემდეგ გაიგებს, თუმცა არაოფიცილურად, მათი თსუ–სთან შეერთების საკითხი დადასტურებულია. გიორგი ღაღანიძე, თეუსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ამბობს: „მაქვს სიტყვიერი გარანტია მინისტრის პირველი მოადგილისგან, რომ ყველაფერი–სწავლა, მუშაობა– ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ გაგრძელდება“. თუ საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თეუსუ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდება. სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტის შენობა მთლიანად თსუ-ს დაქვემდებარებაში გადავა. ღაღანიძე ამბობს, რომ სტუდენტები სწავლას ჩვეულებრივ გააგრძელებენ და უნივერსიტეტის შენობის გაყიდვა არ იგეგმება. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მათი უფლებები შეილახა და აუცილებლად გააგრძელებენ პროტესტის გამოხატვას. მამუკა გიორგანაშვილი, მეორე კურსის სტუდენტი, ამბობს: „ჯავახიშვილში რომ მდომოდა სწავლა, თავიდანვე ჩავწერდი ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. ახლა, ვცდილობთ გავარკვიოთმ რა ხდება და რატომ ხდება“. ერთ-ერთი ლექტორის, ვალერი ვაშაკიძის თქმით, ოპტიმიზაციის მიზნით, უნივერსიტეტების გაერთიანება წლების წინათ დაიწყო და სტუდენტთა პროტესტი ამ პროცესზე გავლენას ვერ იქონიებს. მან მაგალითად სულხან-საბასა და ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანება დაასახელა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში, მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი ისტორიის მასწავლებლის, მიტროფანე მიქავას დაპატიმრებას მოჰყვა. დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია სკოლის შესასვლელში გაიმართა, რასაც სასწავლო პროცესის პარალიზება მოჰყვა. გაზიარება [ნანა ფაჟავა. 12:42 03-11-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNEgcQGugPI/AAAAAAAAEKg/2KSOct_9YkA/s200/skola.gifაქციის მონაწილეთა უკმაყოფილება პოლიციელებისა და განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის წარმომადგენელთა გამოჩენამაც გამოიწვია, რომლებიც მათ აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგის დაკავების მიზეზებზე ახსნა-განმარტებებს დირექციისგან, რესურსცენტრისა და პოლიციისგან ერთნაირად მოითხოვდნენ, თუმცა, როგორც ბავშვები აცხადებდნენ, შესაბამისი კითხვები ვეღარ მიიღეს. მოსწავლეები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ სკოლის ადმინისტრაცია მათ გაცდენილი გაკვეთილების გამო ჯარიმით, ან გარიცხვით ემუქრებოდა. რესურსცენტრის იურისტის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტზე მშობლებიც საუბრობდნენ, თუმცა აქციაზე მისული დავით ჭანტურია და რესურსცენტრის უფროსის მოადგილე მამუკა ბულია, კომენტარზე უარს აცხადებდნენ და ჟურნალისტებს “არასაჭირო დროს გამოჩენაში” ადანაშაულებდნენ. ტყაიას საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა ბობოხია კი სკოლაში მიმდინარე საპროტესტო აქციას “ჟურნალისტებისთვის გამართულ ჩვენებად” აფასებს და “საგაკვეთილო პროცესის დროს სკოლის ტერიტორიაზე ნებისმიერი შეკრების აკრძალვაზე” საუბრობს. აქციის მონაწილეები “პრესა.გე”-ს მიტროფანე მიქავას უდანაშაულობაში არწმუნებდნენ და მის დაკავებას დაგეგმილ პროვოკაციად აფასებდნენ. მშობლების განცხადებით, ისტორიის მასწავლებელს, რომელიც 2007 წლამდე სკოლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, სამართალდამცავი სტრუქტურები სკოლაში დამონტაჟებული გამათბობელი სისტემის, ე.წ. “რადიატორების” დემონტაჟში, მის გაყიდვასა და მიღებული თანხის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ. იმ პერიოდში მშობელთა კომიტეტში გაერთიანებული ადამიანები მიტროფანე მიქავას წინააღმდეგ წაყენებულ ასეთ ბრალდებას “შეთითხნილად” მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დირექტორმა “რადიატორები” მოსწავლეებისა და მშობლების დახმარებით ჩამოხსნა, ხოლო მიღებული თანხა სკოლის კეთილმოწყობას მოხმარდა. მიტროფანე მიქავას დაკავების დეტალებზე “პრესა.გე” მის ადვოკატს, გივი ძაძამიასაც ესაუბრა. “მასწავლებელი 21 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დარბაზიდან აიყვანეს. მას ბრალი სსსკ-ს 182-ე მუხლით, “სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე” წაუყენეს და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბატონი მიტროფანე თავს დამნაშავედ არ სცნობს და შესაბამისად არც დანაშაულს აღიარებს. ამ საქმეზე გამოძიება ფინანსურმა პოლიციამ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. საქმეში სპეციალური აქტიც დევს, სადაც სწორედ “რადიატორების” დემონტაჟისა და მისი გაყიდვით მიღებული თანხის გახარჯვის ანგარიშია აღნიშნული. ამ დოკუმენტს დირექტორთან ერთად ხელს აწერენ სხვა პედაგოგებიც. სამწუხაროდ, პირველ ინსტანციაში დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. უახლოეს დღეებში სააპელაციო საჩივარი გადაიგზავნება და იმედი მაქვს, რომ მასწავლებლის უდანაშაულობა დამტკიცდება”,-აცხადებს ადვოკატი. ის, რომ მიტროფანე მიქავას წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება პროვოცირებულია, ეჭვი არ ეპარება ზუგდიდში გამომავალი ჟურნალის, “ღია ბოქლომის” ჟურნალისტს, ილია ჩაჩიბაიას. ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალის ფურცლებზე განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრისა და ტყაიას სკოლის ადმინისტრაციის მაკომპრომატირებელი მიქავას წერილი დაიბეჭდა, დევნა არა მარტო მასწავლებლის, არამედ მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ განხორციელდა, რომელიც საჯარო დაწესებულებებიდან მათი გათავისუფლებით დასრულდა. ჩაჩიბაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ზაზა გოროზიასა და განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, აზა ჯოჯუას კლანურ მმართველობაში ადანაშაულებს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს იმ წერილიდან, რომელიც მიტროფანე მიქავამ დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე “ღია ბოქლომის” რედაქციაში მიიტანა: “2007 წლის 3 ივლისს, რესურსცენტრის უფროსის, აზა ჯოჯუას უსაფუძვლო მოტივების საფუძველზე სამსახურიდან გამათავისუფლეს. ჯოჯუა ამასაც არ დასჯერდა და 4 ივლისს “რუსთავი2”-სა და “მზის” ეთერით დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მე სკოლის დაწვით ვიმუქრებოდი. ეს ყველაფერი კეთდებოდა მიზანმიმართულად, რათა დაეშინებინათ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრები. ზეწოლის შედეგად, 6 ივლისს, სამეურვეო საბჭომ დირექტორად აირჩია სკოლაში ყველაზე დაბალი დონის მასწავლებელი ხათუნა ბობოხია, რომელიც დირექტორთა შესარჩევ კონკურსში ხელოვნურად, კანონდარღვევით გაიყვანეს. არადა, ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს ზოგადი განათლების კანონის (მ.41.პ.4) თანახმად, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად უნდა დანიშნულიყო სასწავლო ნაწილის გამგე ფატიმა ჩხეტია. სამწუხაროდ, მისი დანიშვნა სკოლის დირექტორად არ შედიოდა ჯოჯუას ინტერესებში... 2008 წლის 5 მარტს სკოლაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 5 კომპიუტერი გაიტაცეს. დაყაჩაღება საეჭვო ვითარებაში მოხდა. ხოხობიას მითითებით დარაჯები ღამის საათებში აღებდნენ კომპიუტერის კაბინეტს და იქ, ღია კარებში იძინებდნენ... პოლიციამ ამ ფაქტის გამო სრულიად უდანაშაულო ადამიანი, ლ. უზარაშვილი დააკავა. 2008 წლის 1 ივნისს განცხადებით მივმართე შს მინისტრს, გენპროკურორსა, განათლების მინისტრს და ავღნიშნე, რომ კომპიუტერების გატაცება მოხდა რძალ-დედამთილის, ბობოხიასა და სამუშიას-დირექტორისა და პედაგოგის ხელშეწყობით, რომლებსაც აზა ჯოჯუა მფარველობს. ამის მტკიცების საფუძველს კი ის ფაქტები მაძლევს, რაც ამ პროცესებს წინ უძღოდა. 2007 წლის 9 იანვარს, მე, როგორც დირექტორს, მე-10 კლასის მოსწავლეებმა განცხადებით მომმართეს, სადაც ისინი მათემატიკის მასწავლებლის, ქ. სამუშიას სხვა პედაგოგით შეცვლას მთხოვდნენ, რადგან მან “ბავშვებს სკოლაში სიარული შეაძულა”. ეს ფაქტი გახდა საბაბი სამუშიასთვის, რათა მას მოსწავლეების მიმართ დევნა დაეწყო. სამუშიამ ყველა იმ ბავშვის ოჯახი ააწიოკა, რომელიც ხელს აწერდა ამ განცხადებას... ვფიქრობ, რომ შეთქმულების მონაწილეები გეგმავდნენ ყაჩაღობის ფაქტთან ჩემი კავშირი რამენაირად შეეთითხნათ... 2009 წლის 16 ივნისს განათლების სამინისტროში გავაგზავნე წერილი და რამდენიმე მოთხოვნა დავაყენე, მათ შორის დირექტორის თანამდებობაზე კანონდარღვევით დანიშნული ბობოხიას გათავისუფლება და მისი და სამუშიას ხელშეწყობით გატაცებული კომპიუტერების სკოლაში დაბრუნება. ამ უწყებიდან მიღებულ პასუხში შემახსენეს ის, თუ როგორ დაინიშნა დირექტორად ბობოხია და არაფერი იყო ნათქვამი მის კანონიერებაზე. კომპიუტერებთან დაკავშირებით კი მიმითითეს, რომ შესაბამისი ორგანოებისთვის მიმემართა. ერთ-ერთი ასეთი უწყებიდან პასუხი უკვე მივიღე, სადაც საუბარია ფინანსური პოლიციაში ჩემს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც “რადიატორების” ჯართად ჩაბარებას უკავშირდებოდა. ამით შეეცადნენ ჩემს გაჩუმებას, მაგრამ არ გამოუვათ. კატეგორიულად მოვითხოვ, ჯოჯუამ, ბობოხიამ და სამუშიამ დააბრუნონ კომპიუტერები სკოლაში. თუ ვინმეს ცილისწამებად მიაჩნია ჩემი განცხადებები, შეუძლია სასამართლოს მიმართოს. მე კი მზად ვარ სიმართლე ყველგან დავამტკიცო...” მიტროფანე მიქავას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს “პრესა.გე” თვალს მომავალშიც მიადევნებს. presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
17 ათასი დევნილი ოჯახი, რომელთაც კომპაქტურ ჩასახლებებში საქართველოს პრეზიდენტმა სიმბოლურ ფასად– 1 ლარად საკუთრებაში ბინები გადასცა, ამ ბინების გაყიდვის შემთხვევაში, მოგების გადასახადიდან გათავისუფლდება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერირორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, კობა სუბელიანმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა. მთვარობის ინიციატივით, ცვლილება საგადასახადო კოდექსში შედის. ცვლილების მიხედვით, საკუთრებაში არსებული ბინების გაყიდვის შემთხვევაში, დევნილები მოგების გადასახადს 12%–ს აღარ გადაიხდიან. ანუ, თუ დევნილი მოისურვებს ფართის გაყიდვას, ამ ფართის ყიდვისა და მისი გაყიდვის ფასის სხვაობის 12 %-ს აღარ გადაიხდის. ,,ეს ერთი მხრივ, გაუადვილებს დევნილებს გადაწყვეტილების მიღებას, არ იქნებიან მიჯაჭვული იმ ფართებზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და თუ აქვთ რაიმე დანაზოგი და სურვილი, რომ ფართი გაასხვისონ, ყოველგვარი დაბეგვრების გარეშე იმ თანხას აიღებენ, რა თანხადაც გაყიდიან ფართს’’, - განაცხადა კობა სუბელიანმა. სუბელიანის თქმით, ამავდროულად, მეორადი ბინების ბაზარზე ახალი ალტერნატული ფართები ჩნდება, რაც, მისი აზრით, ამ ბაზარზე ბინების ფასს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. მინისტრის თქმით, ბინების დაკანონების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ძირითადად, ეს კომპაქტური ჩასახლებებია. კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები ამ კვირაში იქნება. სუბელიანის თქმით, ცვლილება, სავარაუდოდ, დეკემბრისთვის დამტკიცდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გასულ კვირას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გია თორთლაძის საავტორო პროექტი, იგივე „თავისუფლების ქარტია“ პირველი მოსმენით განიხილეს და, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარი დაუჭირეს. გავეცანით რა, ე.წ. „ თავისუფლების ქარტიის“ კანონპროექტს, მის ძირითად პრინციპებს, თავს ვალდებულად ვთვლით, გავავრცელოთ შემდეგი საპროტესტო განცხადება: გაზიარება [21:48 01-11-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TM79fDYdMRI/AAAAAAAAEKY/xQxDBkGn4II/s200/inashvili_irma_572088322.jpg1. გია თორთლაძის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ღირებულებებს. 2. ვშიშობთ, კანონპროექტის ბოლშევიკური სულისკვეთება ქვეყანაში საზოგადოების დაშინების, გახლეჩისა და დაპირისპირების პროვოცირებას შეუწყობს ხელს. ე.წ. „თავისუფლების აქტი“ ბოლშევიზმის მანკიერ მემკვიდრეობასთან ბრძოლის ნიღაბქვეშ, სწორედაც რომ ბოლშევიკურ სულისკვეთებას ნეგრავს. 3. წარმოდგენილი კანონპროექტით შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს ნებისმიერ მოქალაქეზე ზეწოლის კანონიერი ბერკეტი ეძლევა, რაც სწორედ 20-იანი წლების ბოლშევიკურ რეალობაში გვაბრუნებს და ძირეულად გვაშორებს 21-ე საუკუნის მსოფლიოს რეალობას. არც ერთი ადამიანი არაა ვალდებული,- ირბინოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ნათესავის მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის თაობაზე ყოველდღიურად პატაკი აბაროს ძალოვან უწყებებს. 4. ოპოზიციონერადწოდებული გია თორთლაძის კანონპროექტი ბნელ ოთახში კატის ძებნის კლასიკური მაგალითია, როცა ტერორისტად და ჯაშუშად ხელისუფლებამ ,შესაძლოა, ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტი გამოაცხადოს და განსხვავებულადმოაზროვნე ადამიანები ციხის გისოსებში გამოამწყვდიოს. თანაც ისე, რომ უდანაშაულო მოქალაქის დაცვას ვერც ერთი ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველი ვეღარ შეძლებს, რისი მაგალითებიც მრავლად გვაქვს ჩვენს რეალობაში. 5. ხსენებულ კანონპროექტში ძალოვანი სტრუქტურების, სპეცსამსახურებისა და პოლიციის ორგანოების უფლება-მოსილებების ზრდის მისწრაფება იმდენად თვალსაჩინოა, რომ პირდაპირ ვაცხადებთ: თორთლაძის საავტორო კანონპროექტი მხარდაჭერილია ქვეყნის პირველი პირისა და მისი მთავარი დასაყრდენის- შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ და ამ მხარდაჭერის მთავარი მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური სექტორის საბოლოო დამორჩილება და გაკონტროლება. 6. ძალოვანი უწყებების ისედაც წარმოუდგენლად გაზრდილი უფლება-მოსილებების წყალობით, ქართულ საზოგადოებაში აღარ დარჩა ოჯახი, რომელსაც უკანონო, ან პოლიტიკური პატიმარი არა ჰყავს... რომელიც არ არის უსაფუძვლო ჯარიმებისა და ე.წ. სისტემური რეფორმების მსხვერპლი. თორთლაძის საავტორო კანონპროექტი ძალოვან უწყებებს უკვე იმ უფლებებსაც უფართოვებს, რაც დე-ფაქტო აქვთ და ამიერიდან დე-იურეც ექნებათ. ამის შედეგად, ქვეყანაში პოლიტიკური და უკანონო პატიმრების რიცხვი კიდევ ეფრო გაიზრდება და უპრეცენდენტო მაჩვენებელს მიაღწევს. 7. რაც შეეხება საბჭოთა უშიშროების სამსახურის, იგივე „კაგებეს“ ყოფილი თანამშრომლების გამოვლინების სურვილს, იდეის ავტორს ვურჩევთ: ლუსტრაცია ე.წ. ვარდების ხელისუფლების პირველი პირების, მათი ბაბუებისა და ბებიების შესახებ ინფორმაციის გამომზეურებით დაიწყოს, რაც ნამდვილად იქნება მაგალითი დანარჩენი საზოგადოებისათვის. ცნობილია, რომ ქვეყნის პირველი პირი (თავის დროზე) სწორედ იმ სასაზღვრო ნაწილში მსახურობდა, რომელიც პირდაპირ შედიოდა საბჭოთა უშიშროების სამსახურის შემადგელობაში. 8. ზემოხსენებული კანონპროექტი ეს არის არა „თავისუფლების ქარტია“, არამედ ეს არის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქტი, რომელიც ქვეყანაში საბოლოოდ გაამყარებს რეჟიმს და მოსპობს პოლიტიკურ ოპოზიციას, როგორც საზოგადოების ნაწილს და როგორც დემოკრატიის გარანტს. 9. ყველა იმ პარლამენტის წევრს, რომელიც ხმას მისცემს თორთლაძის ინიცირებულ კანონპროექტს, უნდა ესმოდეს, რომ ამ მხარდაჭერის გამო, მომავალში თითოეული მათგანი პასუხს აგებს ქვეყნისა და ხალხის წინაშე. 2010 წლის 1 ნოემბერი. თბილისი. მედია-კავშირი „ობიექტივი“.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ირაკლი ალასანიას ოპოზიციის რისხვა საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ალასანიას იმიტომ, რომ ის ერთ დროს, ადგილობრივ არჩევნებს ვგულისხმობ, მეორე რიგში პირველი იყო. ანუ პირველი იყო ხელისუფლების შემდეგ. ოპოზიცია კი დაუსრულებლად ცდილობს, „გააფუჭოს“ მეორე რიგში მყოფი პირველი. გაზიარება [19:20 31-10-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TM7ahnwp2KI/AAAAAAAAEKQ/NTNsg6_pUaM/s200/85_inga.jpgალასანიას გაფუჭება მარტივად შეძლეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესს თავად ირაკლიმაც შეუწყო ხელი თუნდაც ზურაბ ნოღაიდელთან გაქცევით და მერე ისევ გამოქცევით. მაშინ მისი მაღალი რეიტინგი უსწრაფესი ტემპით დაეშვა. ნოღაიდელი საფრთხობელად კარგად გამოიყენეს. ოპოზიციამ სწორედ მაშინ მოიგონა ტერმინი: „ყველა მინუს ერთი“, ანუ მინუს ნოღაიდელიო. და ყველას, ვინც მის გვერდით ჩნდებოდა, ამინუსებდნენ, გამონაკლისი არც ირაკლი ალასანია იყო. ნოღაიდელი ოპოზიციისთვის მაშინ ჯერ კიდევ შავი ჭირი გახლდათ. თუმცა მოგვიანებით, როცა დასჭირდათ, თავადვე ამოუდგნენ გვერდით. თუმცა ნოღაიდელამდე ირაკლის იმით „ბრაკავდნენ“, რომ ის ორი დათოს გვერდით იდგა. ირაკლი კი კარგი და რეიტინგულია, მაგრამ უსუფაშვილი-გამყრელიძის გვერდით მდგომი არავის გვჭირდებაო... ასეთი იყო მაშინდელი ოპოზიციური მიდგომა. ეს ნაბიჯები ირაკლის ძვირად დაუჯდა. ვერ გეტყვით, რა ისწავლა მან ამ საფეხურების გავლით, ან თუ გაუგო რამე ქართულ პოლიტიკას, თუმცა ფაქტია, რომ ირაკლის შემდეგ რიგში ქრისტიან-დემოკრატები დგანან. ახლა სრულიად ოპოზიცია, ვითომ და ნამდვილიც, სწორედ გიორგი თარგამაძის „დაჯგუფებას“ ებრძვის. მიზეზი, ალბათ, გასაგებია – მათი რეიტინგი ოპოზიციაში ყველაზე სოლიდურია. ანუ გიორგის უჭირავს ერთ დროს ირაკლის ადგილი – მეორე რიგში პირველი... სპეცტესტირებაც ექსკლუზიურად ქრისტიან-დემოკრატებისთვის იგეგმება. შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატებმა პირველი გამოცდა ჩააბარეს. ყოველ შემთხვევაში, არ ჩაჭრილან. საინტერესოა ისიც, რომ ხაფანგი „ფორუმის“ მიერ იყო დაგებული. ეს ისტორია უკვე კარგად დაზეპირებულ 130 ათას ხელმოწერას უკავშირდება, რომელიც გუბაზ სანიკიძემ და მისმა „ამალამ“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნისთვის შეაგროვა და პარლამენტში სწორედ ქრისტიან-დემოკრატების ხელით შეაგზავნა... სწორედ აქ უნდა გათამაშებულიყო ორმაგი თამაში. თუ პარლამენტი „ფორუმისა“ და კიდევ 7 პარტიის თამაშის წესს აჰყვებოდა, ბუნებრივია, ამ პლუსს „ფორუმი“ თავად მიიწერდა: აი, რა მაგრები ვართო... ქრისტიან-დემოკრატებს არავინ ახსენებდა, პარლამენტს რომ ეს წინადადება არ „დაებრაკა“. ახლა „ფორუმს“ ასეთი პოზიცია უჭირავს: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გარეთ, დანარჩენი ქრისტიან-დემოკრატებს უნდა ემარჯვათ, მაგრამ... მოკლედ, მარცხი თარგამაძის გუნდს „შეაწმინდეს“... მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა ყველაფრის გაკეთება არ სცადეს შიგნით, ანუ პარლამენტში. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილების დატოვებას აქტიურად ცდილობდნენ. „ფორუმის“ ინიციატივის გამო ლევან ვეფხვაძე პირდაპირ ბიუროზე დაუპირისპირდა ხათუნა გოგორიშვილს, რომელმაც პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება გაახმოვანა. ჰა, დასცა ბეჭებზე? ასეთი სიტყვებით დასრულდა პარლამენტში გოგორიშვილი-ვეფხვაძის დაპირისპირება. ოღონდ დოკუმენტი რომ უამრავი ხარვეზით იყო შედგენილი, ამას თურმე შემდგენელიც, შემტანიც და პასუხისმგებელი პირიც (ლევან ვეფხვაძე) თავიდანვე აღიარებდნენ, ოღონდ კულუარებში. ხუმრობდნენ კიდეც, ეს საკითხი რომ არ გავა, ჩვენც ვიცითო... თუმცა საბოლოო უარის თქმისას ოპოზიციამ კულტურული ხმაური მაინც ატეხა, თანაც პირდაპირ ბიუროზე. ლევან ვეფხვაძე:– ძალიან კრიტიკული იყავით. მაშინ გვითხარით, როცა თვითმმართველობამ უარი განაცხადა ხელმოწერებზე, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით?ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა სცადა, დამნაშავის სტატუსი საკრებულოსთვის მიეკრა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ერთადერთი, რაც მის მცდელობას მოჰყვა, ეს ხათუნა გოგორიშვილის ვრცელი „სემინარი“ იყო. გოგორიშვილს არ დაეზარა და დეტალურად ახსნა, რას დააშავებდა საკრებულო ხელმოწერების დამტკიცებით, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში და რა წერია ნოტარიუსის კანონის 38-ე მუხლში... ხათუნა გოგორიშვილი:– საკრებულოს ხელმოწერები რომ დაედასტურებინა, ის თავის უფლებამოსილებას გადააჭარბებდა. სხათა შორის, როცა ამ საკითხის ინიცირება მოხდა, თქვენ (ლევან ვეფხვაძეს მიმართავს) იყავით პირველი, ვინც თქვით, რომ ეს ხელმოწერები დარღვევით იყო შემოსული. გარდა ამისა, იგივე ინიციატივა, ოღონდ უკვე ქრისტიან-დემოკრატების მიერ, ზუსტად ორი კვირის წინ იყო შემოტანილი. მათ ასეთ საქციელს უფრო სხვა ეპითეტი შეეფერება... ისე, არ მესმის, რატომ არ დაელოდეთ ჯერ ჩვენი კომიტეტის დასკვნას და რატომ მერე არ დაარეგისტრირეთ იგივე ინიციატივა... ლევან ვეფხვაძე:– ჩვენ საინიციატივო ჯგუფმა მოგვართა და არაფერი არ მოგვიპარავს. ისე, რატომ აღშფოთდით, ქალბატონო ხათუნა?– თქვენ, ეტყობა, ჩემი აღშფოთება არ გინახავთ...ლექცია გიგი წერეთლის სიტყვებით დასრულდა:– გატყობთ, მოგწყინდათ ლექციის მოსმენა და ამიტომ მინდა გახაროთ, რომ შემდეგ სხდომაზე თქვენ აღარ მოგიწევთ ამ ლექციის მეორე კურსის მოსმენა. გილოცავთ...ისე, ლევანს სულაც არ ეტყობოდა, რომ მაინცდამაინც გული დასწყდა უარის მიღებაზე. ამასაც აქვს თავისი ახსნა და თანაც ლოგიკური. საკითხი სხდომაზეც რომ მოხვედრილიყო, მას წარმატების შანსი მაინც არ ჰქონდა. ეს ორივე მხარემ ძალიან კარგად იცოდა. შესაბამისად, ქრისტიან-დემოკრატებს არანაირად არ სურდათ წინასწარვე წამგებიან თამაშში ჩაბმა. მაგრამ თავის დროზევე უარიც ვერ უთხრეს „ფორუმს“, ამით ისინი ავტომატურად მოხვდებოდნენ ოპოზიციის მიერ გაყოფილი ოთახის იმ ნაწილში, სადაც „ვითომოპოზიციისთვის“ განკუთვნილი ადგილია.... ptpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
ირაკლი ალასანიას ოპოზიციის რისხვა საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ალასანიას იმიტომ, რომ ის ერთ დროს, ადგილობრივ არჩევნებს ვგულისხმობ, მეორე რიგში პირველი იყო. ანუ პირველი იყო ხელისუფლების შემდეგ. ოპოზიცია კი დაუსრულებლად ცდილობს, „გააფუჭოს“ მეორე რიგში მყოფი პირველი. გაზიარება [19:20 31-10-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TM7ahnwp2KI/AAAAAAAAEKQ/NTNsg6_pUaM/s200/85_inga.jpgალასანიას გაფუჭება მარტივად შეძლეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესს თავად ირაკლიმაც შეუწყო ხელი თუნდაც ზურაბ ნოღაიდელთან გაქცევით და მერე ისევ გამოქცევით. მაშინ მისი მაღალი რეიტინგი უსწრაფესი ტემპით დაეშვა. ნოღაიდელი საფრთხობელად კარგად გამოიყენეს. ოპოზიციამ სწორედ მაშინ მოიგონა ტერმინი: „ყველა მინუს ერთი“, ანუ მინუს ნოღაიდელიო. და ყველას, ვინც მის გვერდით ჩნდებოდა, ამინუსებდნენ, გამონაკლისი არც ირაკლი ალასანია იყო. ნოღაიდელი ოპოზიციისთვის მაშინ ჯერ კიდევ შავი ჭირი გახლდათ. თუმცა მოგვიანებით, როცა დასჭირდათ, თავადვე ამოუდგნენ გვერდით. თუმცა ნოღაიდელამდე ირაკლის იმით „ბრაკავდნენ“, რომ ის ორი დათოს გვერდით იდგა. ირაკლი კი კარგი და რეიტინგულია, მაგრამ უსუფაშვილი-გამყრელიძის გვერდით მდგომი არავის გვჭირდებაო... ასეთი იყო მაშინდელი ოპოზიციური მიდგომა. ეს ნაბიჯები ირაკლის ძვირად დაუჯდა. ვერ გეტყვით, რა ისწავლა მან ამ საფეხურების გავლით, ან თუ გაუგო რამე ქართულ პოლიტიკას, თუმცა ფაქტია, რომ ირაკლის შემდეგ რიგში ქრისტიან-დემოკრატები დგანან. ახლა სრულიად ოპოზიცია, ვითომ და ნამდვილიც, სწორედ გიორგი თარგამაძის „დაჯგუფებას“ ებრძვის. მიზეზი, ალბათ, გასაგებია – მათი რეიტინგი ოპოზიციაში ყველაზე სოლიდურია. ანუ გიორგის უჭირავს ერთ დროს ირაკლის ადგილი – მეორე რიგში პირველი... სპეცტესტირებაც ექსკლუზიურად ქრისტიან-დემოკრატებისთვის იგეგმება. შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატებმა პირველი გამოცდა ჩააბარეს. ყოველ შემთხვევაში, არ ჩაჭრილან. საინტერესოა ისიც, რომ ხაფანგი „ფორუმის“ მიერ იყო დაგებული. ეს ისტორია უკვე კარგად დაზეპირებულ 130 ათას ხელმოწერას უკავშირდება, რომელიც გუბაზ სანიკიძემ და მისმა „ამალამ“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნისთვის შეაგროვა და პარლამენტში სწორედ ქრისტიან-დემოკრატების ხელით შეაგზავნა... სწორედ აქ უნდა გათამაშებულიყო ორმაგი თამაში. თუ პარლამენტი „ფორუმისა“ და კიდევ 7 პარტიის თამაშის წესს აჰყვებოდა, ბუნებრივია, ამ პლუსს „ფორუმი“ თავად მიიწერდა: აი, რა მაგრები ვართო... ქრისტიან-დემოკრატებს არავინ ახსენებდა, პარლამენტს რომ ეს წინადადება არ „დაებრაკა“. ახლა „ფორუმს“ ასეთი პოზიცია უჭირავს: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გარეთ, დანარჩენი ქრისტიან-დემოკრატებს უნდა ემარჯვათ, მაგრამ... მოკლედ, მარცხი თარგამაძის გუნდს „შეაწმინდეს“... მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა ყველაფრის გაკეთება არ სცადეს შიგნით, ანუ პარლამენტში. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილების დატოვებას აქტიურად ცდილობდნენ. „ფორუმის“ ინიციატივის გამო ლევან ვეფხვაძე პირდაპირ ბიუროზე დაუპირისპირდა ხათუნა გოგორიშვილს, რომელმაც პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება გაახმოვანა. ჰა, დასცა ბეჭებზე? ასეთი სიტყვებით დასრულდა პარლამენტში გოგორიშვილი-ვეფხვაძის დაპირისპირება. ოღონდ დოკუმენტი რომ უამრავი ხარვეზით იყო შედგენილი, ამას თურმე შემდგენელიც, შემტანიც და პასუხისმგებელი პირიც (ლევან ვეფხვაძე) თავიდანვე აღიარებდნენ, ოღონდ კულუარებში. ხუმრობდნენ კიდეც, ეს საკითხი რომ არ გავა, ჩვენც ვიცითო... თუმცა საბოლოო უარის თქმისას ოპოზიციამ კულტურული ხმაური მაინც ატეხა, თანაც პირდაპირ ბიუროზე. ლევან ვეფხვაძე:– ძალიან კრიტიკული იყავით. მაშინ გვითხარით, როცა თვითმმართველობამ უარი განაცხადა ხელმოწერებზე, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით?ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა სცადა, დამნაშავის სტატუსი საკრებულოსთვის მიეკრა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ერთადერთი, რაც მის მცდელობას მოჰყვა, ეს ხათუნა გოგორიშვილის ვრცელი „სემინარი“ იყო. გოგორიშვილს არ დაეზარა და დეტალურად ახსნა, რას დააშავებდა საკრებულო ხელმოწერების დამტკიცებით, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში და რა წერია ნოტარიუსის კანონის 38-ე მუხლში... ხათუნა გოგორიშვილი:– საკრებულოს ხელმოწერები რომ დაედასტურებინა, ის თავის უფლებამოსილებას გადააჭარბებდა. სხათა შორის, როცა ამ საკითხის ინიცირება მოხდა, თქვენ (ლევან ვეფხვაძეს მიმართავს) იყავით პირველი, ვინც თქვით, რომ ეს ხელმოწერები დარღვევით იყო შემოსული. გარდა ამისა, იგივე ინიციატივა, ოღონდ უკვე ქრისტიან-დემოკრატების მიერ, ზუსტად ორი კვირის წინ იყო შემოტანილი. მათ ასეთ საქციელს უფრო სხვა ეპითეტი შეეფერება... ისე, არ მესმის, რატომ არ დაელოდეთ ჯერ ჩვენი კომიტეტის დასკვნას და რატომ მერე არ დაარეგისტრირეთ იგივე ინიციატივა... ლევან ვეფხვაძე:– ჩვენ საინიციატივო ჯგუფმა მოგვართა და არაფერი არ მოგვიპარავს. ისე, რატომ აღშფოთდით, ქალბატონო ხათუნა?– თქვენ, ეტყობა, ჩემი აღშფოთება არ გინახავთ...ლექცია გიგი წერეთლის სიტყვებით დასრულდა:– გატყობთ, მოგწყინდათ ლექციის მოსმენა და ამიტომ მინდა გახაროთ, რომ შემდეგ სხდომაზე თქვენ აღარ მოგიწევთ ამ ლექციის მეორე კურსის მოსმენა. გილოცავთ...ისე, ლევანს სულაც არ ეტყობოდა, რომ მაინცდამაინც გული დასწყდა უარის მიღებაზე. ამასაც აქვს თავისი ახსნა და თანაც ლოგიკური. საკითხი სხდომაზეც რომ მოხვედრილიყო, მას წარმატების შანსი მაინც არ ჰქონდა. ეს ორივე მხარემ ძალიან კარგად იცოდა. შესაბამისად, ქრისტიან-დემოკრატებს არანაირად არ სურდათ წინასწარვე წამგებიან თამაშში ჩაბმა. მაგრამ თავის დროზევე უარიც ვერ უთხრეს „ფორუმს“, ამით ისინი ავტომატურად მოხვდებოდნენ ოპოზიციის მიერ გაყოფილი ოთახის იმ ნაწილში, სადაც „ვითომოპოზიციისთვის“ განკუთვნილი ადგილია.... ptpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://a.pix.ge/p/81x2n.jpgპრესა ძალიან აქტიურად იწერება, რომ ნიკო კრანჩარი პირველი “წითელი” ტრანსფერი იქნება. ის სავარაუდოდ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ხელს მოაწერს “ლივერპულის” შეთავაზებას. … The Sun-ის ვარაუდს ბევრი ეთანხმება, მათი ვარაუდით კრანჩარი როის სიაში პირველია … 26 წლის ნახევარმცველი 2006 წელს “პორთსმუტიდან” გადავიდა ტოტენჰემში. მისი სავარაუდო ფასი £7 მილიონია. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი რედნაპსა და ფებურთელს შორის შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს, მაინც თანახმაა გაყიდოს ბოსმა ფეხბურთელი. წყარო: givemefootball.com View the full article
-
http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=5d484a5e-bf28-47ff-9316-0434f4211917.jpg&size=350“დაცვაში თამაშის გამოსწორებით, ბედნიერი ვარ” “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა “ბოლტონთან” მე-10 ტურში მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბრისას, დაცვაში გამართულ თამაშს გაუსვა ხაზი. “ჩვენ საკმაოდ კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ მათ რეალიზებას ვერ ვახერხებდით. მიუხედავად ამისა, შეტევაში თამაში გავაძლიერეთ და მეტოქე მაინც დავამარცხეთ. ეს იყო დამსახურებული გოლი, რომელიც ფერნანდო ტორესის შესანიშნავ გადაცემას მოჰყვა. ვფიქრობ, ჩვენი დაცვაც შესანიშნავად გამოიყურებოდა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მატჩში. ჩვენ საკმაოდ ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშეთ, ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსია. კმაყოფილი ვარ ამ გამარჯვებით. ბევრი მეუბნებოდა, რომ გასვლაზე თამაში და მოგება არ შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ. ბოლო სამ მატჩში კარგი შედეგი ვაჩვენეთ, რამაც მდგომარეობა გამოგვისწორა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს დაცვაში გამართულ თამაშს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია”, – ჰოჯსონის ეს კომენტარი “ლივერპულის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო. “ლივერპული” პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა, “ბოლტონთან” გამარჯვებით კი, სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოასწორა და 10 ტურის შემდეგ, 12 ქულით მე-12 ადგილზეა. View the full article
-
http://a.pix.ge/a/a9zca.jpg “ლივერპულის” ნახევარმცველმა გაიარა სკანირება, სადაც მას დიაგნოზი დაუსვეს. ჯო კოული არ იქნება “ნაპოლისთან” ევროპის ლიგაზე, “ჩელსისთან” და “უიგანთან” (ორივე პრემიერ ლიგა). კოულის დაბრუნება დაახლოებით 14 დღეში იგეგმება. “ჩელსის” წინააღმდეგ კი შესაძლოა დირკ კიუტი ვიხილოთ. ინფორმაციის წყარო: mirrorfootball.co.uk View the full article
-
http://b.pix.ge/m/oftdg.jpg “იუვენტუსი” მზად არის გააქტიუროს თავისი ინტერესები “ლივერპულის” მარჯვენა მცველზე, გლენ ჯონსონი და ის სერია ა-ში გადაიბიროს. ტურინელებსა და ლივერპულელების სატრანსფერო ურთიერთობა საკმაოდ კარგი აქვთ, მაგრამ “წითლები” რომ ჯონსონს არ დათმობენ ეს ცხადია. იტალიელებს იმის მერე გაუჩნდათ სურვილი ჯონსონის ყიდვისა, როცა ზდენკ გრიგერამ ხანგრძლივი ტრავმა მიიღო, მოტა კი თავის პოზიციაზე ძალიან სუსტია. ლუიჯი დელ ნერის გუნდი 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ლაციოს” – ისინი მე-5 ადგილზე იმყოფებიან. გლენ ჯონსონის ფასი 20-25 მილიონამდე მერყეობს, მაგრამ ჯონ ჰენრის განცხადებით 26წლის ინგლისელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ამიტომ მისი წასვლის შანსი 0-ს უტოლდება. ინფორმაციის წყარო: dailymail.co.uk View the full article
-
"აფხაზეთს შეგვიძლია "მივულოცოთ". მას პოლიტიკური ცენზორი გამოუჩნდა – რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ–ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კონსტანტინე ზატულინის სახით. გაგრაში მიმდინარე ჩოგბურთის "დიდი ქუდის" ტურნირებს შორის ის ჩამოდის სოხუმში ადგილობრივი მოხელეების გარემოცვაში და საკუთარი "დესანტის" – პოლიტოლოგების, ფილოსოფოსების, პუბლიცისტების თანხლებით. ჩამოდის სოხუმში მოსკოვის სამხედრო ოლქის სანატორიუმში და მართავს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს, უფრო ზუსტად... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას საქართველო მხოლოდ რუსეთთან მოაწერს ხელს.როგორც იაკობაშვილმა დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება მრავალჯერ აქვს აღებული.მისი თქმით, მარიონეტულ რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაპირ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის განცხადებით, “რუსეთი შეიარაღებული ძალების რაოდენობას მილიონამდე შეამცირებს”.როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, ამის შესახებ სერდიუკოვმა რუსულ ტელეარხ “როსიასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.“ერთი მილიონი სამხედროდან 150 ათასი ოფიცერი იქნება, 100-დან 120 ათასამდე კი - პროფესიონალ სერჟანტთა შემადგენლობა, ხოლო დანარჩენები წვევამდელები იქნებიან”, - განაცხადა სერდიუკოვმა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://a.pix.ge/k/e0qwd.jpg გთავაზობთ გუშინდელ მატჩში “ბოლტონი” 0-1 “ლივერპული” ერთადერთ გატანილ გოლს, რომელიც მაქსი როდრიგესმა გაიტანა 86-ე წუთზე. გადმოწერა View the full article
-
კიდევ ერთი აგენტურული ქსელის გახსნა და რუსეთის ჯაშუშთა დაკავება სრულიად მოსალოდნელი იყო – აცხადებს "ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი გენერალი ლევან კიკნაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 20 საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას.მან გაიხსენა, რომ "ექსპერტთა კლუბი" ჯერ კიდევ ზაფხულში პროგნოზირებდა რუსული სპეცსამსახურების აგენტურული საქმიანობის აქტივიზაციას. ეს გახდა ნათელი მას შემდეგ, რაც ცხინვალის რეჟიმის ე.წ. თა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.polity.ge/images/catalog/world/asia/istanbul-road.jpgოსმანთა იმპერიის შემდეგ თურქეთი არასდროს ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორიც დღეს არის, მაგრამ შესძლებს კი ის ყველა ახალი მეგობრის გულის მოგებას? polity.ge
-
პარტიამ თავისუფალი დემოკრატები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პარტიის აზრით, პოლიციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, პოლიციის მიერ ,,გონივრული ეჭვით’’ გაჩერებული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, - ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობა (კონსტიტუცია, 18 მუხლი, პუნქტი 1), - ირღვევა, რადგან კანონი არ განმარტავს, თუ რა ითვლება ,,გონივრულ ეჭვად’’. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტია თავისუფალი დემოკრატების გამგეობის წევრმა ლევან იზორიამ ისაუბრა. პოლიციის შესახებ კანონი მე-9 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი ამბობს, რომ პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. იზორიას თქმით, კანონი არ განმარტავს, თუ რა კონკრეტული გარეომოებების არსებობისას შეიძლება პოლიციელს პირის შეჩერების გონივრული ეჭვი გაუჩნდეს, ასვე, მისი თქმით, კანონი არ განმარტავს, თუ რა სახის საპოლიციო მოქმედებების ჩატარებისთვის ჭირდება პოლიციელს პირის შეჩერება. თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ნორმის ზოგადი სახის გამო, გონივრული ეჭვის საფუძვლიანობის დამტკიცების საკითხი ღიად რჩება. ,,ასეთი ზოგადი სახის ნორმა, რომელიც იმასაც კი ვერ განსაზღვრავს, თუ რა კონკრეტული, პრევენციული ხასიათის საპოლიციო მოქმედებების ჩატარებისთვის აჩერებს პოლიციელი პიროვნებას, მის თავისუფლებას (კონსტიტუციის მე-18 მუხლი, პუნქტი პირველი) თვითნებურად და გაუმართლებლად ხელყოფს. თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლების წარმომადგენლებს სატელევიზო დებატებში იწვევენ განმარტებისთვის, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული ეს კანონი. იზორიას თქმით, ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები აპელირებდნენ იმითი, რომ ეს კანონმდებლობა ბრიტანული და ამერიკული გამოცდილებით შეუმუშავეს. როგორც პარტიის გამგეობის წევრი ამბობს, ეს ტყუილია. ,,მე გადავხედე ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობას და ერთ მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, ტეხასის შტატში, თუ პიროვნება დარბის სპორტული ტანსაცმელის გარეშე და რაღც საეჭვო ნივთი უჭირავს ხელში, ეს უკვე კონკრეტული გარემოებაა იმისათვის, რომ პოლიციამ შეაჩეროს ეს ადამინი’’. პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა, თუმცა მათთვის ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა სასამართლო წარმოებაში საქმეს. როგორც იზორია ამბობს, ვერავითარ იურიდიულ გარემოებას ვერ ხედავს, რის საფუძველზეც, სასამართლო ამ საქმის განხილვაზე უარს იტყვის. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გორის და ქარელის 13 სოფელს შეშა და ფქვილი დაურიგდათ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, 13–ვე სოფლის მოსახლეობას თითო ოჯახზე ერთი ტომარა ფქვილი და ორი კუბური შეშა დაურიგდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გუშინ შეშა და ფქვილი სოფელ დიდში მცხოვრებ ოჯახებს დაურიგდათ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
polity.ge საქართველოს პანკავკასიური მისწრაფებები
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.polity.ge/images/catalog/world/caucasus/pan-caucasus.jpgამ წლის 11 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-კავკასიელი მოქალაქეებისთვის. დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ-ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ადიღეის მცხოვრებლები საქართველოში 90 დღიან მოგზაურობას ყოველგვარი ბიუროკრატიული ხლართების გარეშე შესძლებენ. ეს დაბრკოლებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვს და თბილისს შორის შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების გამო კიდევ უფრო გაღრმავდა. polity.ge -
ნეტგაზეთი ავტობუსის იმ ხაზების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც დღეიდან გაუქმებულია. თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ნეტგაზეთს იმ 35 ხაზის ჩამონათვალი მიაწოდა, რომელიც 1 ნოემბრიდან თბილისში აღარ ფუნქციონირებს. ეს ხაზებია: N:5 N:8 N:13 N:20 N:32 N:35 N:52 N:54 N:57 N:58 N:63 N:64 N:67 N:74 N:76 N:81 N:83 N:89 N:93 N:96 N:97 N:98 N:100 N:105 N:111 N:113 N:114 N:115 N:116 N:117 N:118 N:119 N:120 N:123 N:125 სრული ინფო(netgazeti.ge)
-
უნებართვო ავტოსადგურების მოწყობაზე ჯარიმები ამოქმედდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების გარეშე ავტოსადგურის ფუნქციონირება კანონით აიკრძალება და სანქციები დაწესდება. ფიზიკური პირი ათასი, ხოლო იურიდიული პირი 3 ათასი ლარით დაჯარიმება. აღნიშნული ინიციატივა აჭარის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე პარლამენტში განხილვები ჯერ არ დაწყებულა. არ არის გამორიცხული, ჯარიმების რაოდენობა შემცირდეს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/kalandaaaze-150x150.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მალაიზიაში დაკავებული ქართველების ბედი როგორ წარიმართება ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ, კალანდაძემ დღეს, სამინისტროში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით ამ დროისათვის, დაკავებული ქართველების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს რწმენა, რომ მოხდება დაკავებულების სამართლებრივი დაცვა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ეს პირები საქართველოში დავაბრუნოთ და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.” – განაცხადა კალანდაძემ. მისი თქმით, პროცესზე ჯერჯერობით უცნობია იქნებიან თუ არა დაშვებული ქართველი ადვოკატები და ნებართვის შემდეგ, საგარეო უწყება ადვოკატების დაქირავებას უზრუნველყოფს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gray_wolf-150x150.jpgსაგარეჯოს რაიონის სოფელ კრასნაგორკაში ცხვრის ფერმას მგლები დაესხნენ და 50 ცხვარი დაგლიჯეს. როგორც კრასნაგორკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გივი ლალიაშვილი აცხადებს, სოფელში ეს მტაცებლების თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. „მგლებმა ცხვარს ყელი გამოღადრეს. მანამდეც იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა და რაიონის გამგეობა საქმის კურსში ჩავაყენეთ. გამგეობამ სოფლის მონადირეებს მტაცებლებისგან დასაცავად ტყვია-წამალი დაურიგა. ამჯერად არა მგონია, რაიონის ხელმძღვანელობამ დახმარება გაუწიოთ, რადგან ეს ფერმა კერძო პირს ეკუთვნის და მან თავისი ქონება თავად უნდა დაიცვას მტაცებლებისგან“, – აღნიშნა გივი ლალიაშვილმა. იხილეთ epn.ge
-
netgazeti - დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ახმაურებს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 20 მოქალაქის ვინაობას. 15 ოქტომბერს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ბათუმში რამდენიმე პირი დააკავა იგივე ბრალდებით, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა ამ ადამიანების საქმე ჯაშუშურ ქსელს. 15 ოქტომბერს ბათუმში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ცნობილი ბიზნესმენის, გარდაცვლილი ოლეგ გალოგრეს ძმა - რუსლან გალოგრე და ბათუმის სომხური დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი – არმენ გევორქიანი დააკავა. დაკავებულები იმ დღესვე თბილისში გადაიყვანეს. როგორც გალოგრეს ადვოკატმა, ლორდი ლებანიძემ ბათუმელებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს: «ბრალი საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არ არის. 316-ე მუხლით აქვს ბრალდება წაყენებული. საქმე ძიებაშია და სანამ დამთავრდება, ორი თვე დასჭირდება». საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 316-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთი კატეგორიის დანაშაულს, როგორიცაა სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. პირველ შემთხვევაში საპატიმრო ვადა 5-დან 8 წლამდეა. მეორე ნაწილით, სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ უკანონო სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილება ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ან კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 12 წლამდე. რუსლან გალოგრე ბოლო წლებში ბათუმში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, მდებარე სასტუმრო «ოლეგ გალოგრეში» ერთ-ერთ მენეჯერად მუშაობდა და როგორც ამ სასტუმროს თანამშრომლები არაოფიციალურად ამბობენ, მისი ერთადერთი შემოსავალიც ეს სამსახური იყო. სასტუმრო «გალოგრე» შარშან გაზაფხულზე გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მიიღო. სწორედ «გალოგრეს» აივნიდან ბრძანა მან მე-3 საჯარო სკოლის (მისი აზრით სიმახინჯის) აღება და ისტორიული უბნის გამშვენება. ამის მერე იშვა სწორედ «პიაცას» იდეა, რომლის მშენებლობაც «გალოგრეს» გვერდით დღესაც მიმდინარეობს. მაშინ სასტუმროს მენეჯმენტს ბათუმის «ოილ ტერმინალი» განაგებდა. დღეს კი მენეჯმენტს გალოგრეს ოჯახი მართავს. რუსლან გალოგრეს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმში გავრცელდა ინფორმაცია ამ ოჯახისთვის სასტუმროს სახელმწიფოს მხრიდან ჩამორთმევის შესახებ. რადგან «პიაცას» მოედანს ლამის სახელმწიფო სტრატეგიული დანიშნულების სტატუსი აქვს და ქონების ექსპროპრიაცია ჩვენ დროში უცხო არ არის, დაპატიმრების ერთ-ერთი ვერსიაც ამას უკავშირდება, თუმცა ეს ინფორმაციები ოფიციალურად არ დასტურდება. წაყენებულ ბრალდებას კი აბსურდულად მიიჩნევენ დაკავებულის ახლობლები. «რუსლანს არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი არც ბიზნესთან, არც თანამდებობის პირებთან და პოლიტიკასთან, მით უმეტეს, სამხედრო პირებთან. გაოცებული ვარ»,– აცხადებს დაკავებულის დეიდაშვილი ანზორ კუდბა. რუსლან გალოგრე 62 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. «25-ე არხის» ინფორმაციით, ოჯახის წევრებისთვის მისი დაკავების მიზეზი გაუგებარია. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, იგი ბიზნესსაქმიანობას აღარ ეწეოდა, ჰქონდა მხოლოდ ორი მაღაზია და მუშაობდა სასტუმრო „გალოგრეში“. ოჯახის ინფორმაციით, სამართალდამცავები მას ბრალს სამშობლოს ღალატში სდებენ, რასაც გალოგრეს მეუღლე აბსურდულად მიიჩნევს». სავარაუდოდ, იგივე ბრალდება წაუყენეს გევორქიანსაც, რომლის ოჯახთან დაკავშირება ბათუმელებმა ვერ მოახერხა. არმენ გევორქიანი ბათუმში სომხურ დიასპორას ხელმძღვანელობდა 1998-2004 წლებში და ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მას ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე პატარა მარკეტი ჰქონდა. ამ დაკავების შესახებ ბათუმელებმა ინფორმაცია ვერ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ამ უწყებაში პრესსამსახურის გარეშე კომენტარს არც ერთი თანამშრომელი არ აკეთებს. პრესსამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ გვენეტაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. შს სამინისტროს გალოგრესა და გევორქიანის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია არც თავის ვებგვერდზე გამოუქვეყნებია. ბათუმელების ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში ბათუმში სპეცსამსახურებმა უკვე მეორედ დააკავეს საქართველოს მოქალაქეები ჯაშუშობის ბრალდებით. 2010 წლის 13 მაისს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა რუსეთის არმიის სამი ყოფილი თანამშრომელი: გადამდგარი პოლკოვნიკი, დედით ებრაელი, მიხეილ ვიალოვი, ასევე, გადამდგარი პოლკოვნიკი იური სკილნიკოვი და რუსეთის ყოფილი მე-12 სამხედრო ბაზის მეთაურის, გენერალ ბორისოვის მძღოლი იური მალჩუკი. სკილნიკოვი და მალჩუკი რუსეთის მოქალაქეები არიან და მუდმივი მცხოვრებლის სტატუსით ცხოვრობენ ბათუმში. სრული ინფო(netgazeti.ge)