planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რამდენიმე დღეა, რაც თბილისის წყლის ოფისებში ხალხმრავლობაა. დავალიანების მქონე აბონენტები თბილისის წყლის ოფისებში კონსულტაციისთვის, გადანაწილების სურვილისთვის და სხვა პრობლემების გამო მიდიან. 13 ოქტომბერს ძალაში შევიდა ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც, გაერთიანდება წყლის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი. თუ მოქალაქე სამიდან ერთს მაინც არ გადაიხდის, მას ელექტროენერგიის მომარაგება შეუწყდება, იმ შემთვევაშიც, თუ მას ელექტროენერგიის თვის საფასური გადახდილი აქვს. თუ როდის დაიწყებს ახალი კანონი რეალურად ამოქმედებას, ჯერ არ არის ცნობილი. გურამ ჩალაგაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროში მოახერხებს ურთიერთთანამშრომლობის დარეგულირებას სამი კომპანია. ნეტგაზეთმა თბილისის წყლის ოფისებში მყოფი აბონენტები გამოკითხა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
პარტია ,,თავისუფალი დემოკატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გმართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ფორმატსა და ვადებზე, ხელისუფლებასთან უახლოეს დღეებში შეთანხმდებიან. ,,რამდენიმე დღის წინ ბატონმა ბაქრაძემ დაადასტურა ხელისუფლების სურვილი, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. დღეს 8 პოლიტიკური პარტია კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს, ადასტურებს საკუთარ კეთილ პოლიტიკურ ნებას, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯებით, ანუ უნდა შვთნხმდეთ ფორმატსა და ვადებზე, როდის დაიწყება მოლაპარაკებები’’, - ამბობს ირაკლი ალასანია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მზად არის, ჩაერთო საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვაში და საპარლამენტო ფორმატში დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა, " წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე". მოლაპარაკების პროცესში ჩართვას, ,,ყოველგვარი წინაპირობებისა და ულტიმატუმების’’ გარეშე, ოპოზიციური პარტიებიც აპირებენ. ალასანიას თქმით, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ფორმატით იქნება გასათვალისწინებელი, მოლაპარაკებებში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაა. მისივე თქმით, ორგანიზაციებმა– IRI (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) და NDI (ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი)– უკვე გამოთქვეს პროცესში ჩართვის სურვილი. ,,ისინი მხარს უჭერენ საქართველოსში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის მოლაპარაკებების დაწყებას. როგორც კი ფორმატი შეთანხმდება, ბუნებრიავია, მათი ჩართულობის ხარისხიც განისაზღვრება’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 8 ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი 4 ოქტომბერს წარმოადგინა. ალასანიას თქმით, პაკეტში წარმოდგენილია 6 საკითხი, რომელთა გათვალისწინებაც, მათი აზრით, საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/archevnebi.jpgსაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებენ . ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მოლაპარაკების ფორმატთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების შემუშავებისაკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. polity.ge
-
გვიან ღამით ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე 25 წლის სოსო ღარიბაშვილი დაჭრეს. მას დანით 2 ჭრილობა აქვს მიყენებული. სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის შედეგად ღარიბაშვილს ფილტვი და ღვიძლი დაუზიანდა. დაზარალებული სასწრაფო დახმარებამ თბილისის მე–4 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე გლდანი-ნაძალადევის პროკურატურაში აღიძრა. იხილეთ epn.ge
-
ცხინვალის რეჟიმი ქართულ მხარეს ახალგაზრდული დივერსიული ჯგუფების მომზადებაში ადანაშაულებს. როგორც ცხინვალის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის უშიშროების უწყების ხელმძღვანელმა ბორის ატოევმა განაცხადა.“ამ ჯგუფებს დაზვერვითი და დივერსიული საქმიანობისთვის ამზადებენ. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ ტერორისტულმა ჯგუფებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოაღწიონ”, - განაცხადა ატოევმა.ალბათ ბატონ ატოევს კარგად წარმოუდგენია, როგორ ამზადებენ ქართულ საბავშვო ბაღებში პატარა ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
30 ოქტომბერს პიატიგორსკში ჩატარდა საზეიმო ცერემონიალი თერგის კაზაკობის აღდგენის 20 წლისთავთან დაკავშირებით. ღონისძიების ჩატარების ინიციატორები იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მესვეურები. რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრე ხლოპონინმა ზეიმზე გამოსვლისას აღნიშნა: „ჩემი პირველი ამოცანაა მხარი დავუჭირო კაზაკებს, მეორე კი დავეყრდნო მათ“.ცნობილმა დაღესტნელმა პოეტმა და პუბლიცისტმა ადალომ განაცხადა: კაზაკობა თავის დროზე ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი საქართველოს დღეს დატოვებს. მან საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა უკვე… ლინკი მედიანიუსზე
-
ოპოზიური პარტიების ის ნაწილი, რომლმაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმუშავა, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. 8 ოპოზიური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს სთავაზობს, "უმოკლეს დროში" შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები მოლაპარაკებების ფორმატზე. ეროვნული ფორუმი, ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, ხალხის პარტია და საქართველოს გზა – ის რვა პარტია, რომლებიც ხელს აწერენ განცხადებას, მოლაპარაკებების მზადყოფნის თაობაზე. რამდენიმე დღის წინ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მზად არის, ჩაერთოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვაში და საპარლამენტო ფორმატში დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა," წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე". 4 ოქტომბერს რვა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსის ის ცვლილებები წარადგინა, რომლებზეც მათ ერთობლივად მიმდინარე წლის ზაფხულში იმუშავეს. პარტიებმა ცვლილებების პრეზენტაციის დღეს და ახლაც, განაცხადეს,რომ აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვნად მიაჩნიად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა. ამავე თემაზე: საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პაკეტი ოპოზიციისგან სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ინგუშეთში 30-31 ოქტომბერს პატივი მიაგეს 1992 წლის ოსურ-ინგუშური კონფლიქტის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას. პრიგოროდნის რაიონში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად დაიღუპა ინგუში ეროვნების 600 მოქალაქე, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 190 ადამიანი და ათობით ათასი დარჩა უსახლკაროდ.ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურმა ი.ევკუროვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც 30 ოქტომბერი გამოცხადდა 1992 წლის 30-31 ოქტომბერს დაღუპულთა ხსოვნის დღედ. ამ დღეს მთელ რესპუბლიკაში ცხადდება სამგლოვიარო მდგომარეობა,... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დღეიდან თბილისში მოძრავი ავტობუსის 125 ხაზიდან 35 გაუქმდა. პარალელურად სამარშუტო ტაქსების ხაზების რაოდენობა 22–ით გაიზარდა. ამ დროისთვის თბილისში ავტობუსის მხოლოდ 92 ხაზი დარჩა. ავტობუსების 35 ხაზის გაუქმების პარალელურად, თბილისში მოქმედი სამარშუტო ტაქსების ხაზების რაოდენობა გაიზრდება. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძე ამბობს, რომ ის მძღოლები, რომლებიც ამჟამად ამ სფეროში არიან დასაქმებული, სამსახურს არ დაკარგავენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი აშშ-ს 2 ნოემბრის არჩევნებს დააკვირდება. სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობას პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს ეგიდით მიიღებს. მისია არჩევნებს ფილადერფიაში, ჩიკაგოში, კოლორადოში, მერილენდში, ილინოისსა და კოლუმბიაში დააკვირდება. მისია ასევე შეხვედრებს გამართვას კანდიდატებთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან. ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ეუთოს საპატიო პრეზიდენტი ჟოაო სოარესი ხელმძღვანელობს. ეუთოს დელეგაციის შემადგენლობაში 20 ქვეყნის 50-ზე მეტი პარლამენტის წევრი შედის. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გიგი წერეთელი ამერიკაში უკვე გაემგზავრა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სამცხე–ჯავახეთის რეგიონისთვის ინგლისური ენის მასწავლებლები საქართველოში ჩამოვიდნენ. ეს არის უცხოელების მეშვიდე ნაკადი, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის სკოლაში სასწავლებლად ჩამოვიდა. პროგრამის ფარგლებში, ინგლისურენოვანი მასწავლებლები უკვე ასწავლიან აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, რუსთავისა და თბილისის საჯარო სკოლებში. ისინი ადგილობრივ მოხალისე ოჯახებში უფასოდ ცხოვრობენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი ინგლისურენოვანი მასწავლებლები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან, აცხადებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
liverpoolfc(ფანკლუბი) ინფორმაცია კოულის ტრამვაზე
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://b.pix.ge/b/ii8mt.jpgკლუბის ოფიციალური საიტის განცხადებით, როი ჰოჯსონი ელოდება ორშაბათს, რათა გაიგოს ჯო კოულის მდგომარეობა, მას 1 ნოემბერს მუხლქვეშა მყესის სკანირებას გაუკეთებენ … “წითლების” ინლისელი 10 ნომერი დღეს დაიმტვრა და მოედანი დროზე ადრე დატოვა. იმედოვნებენ, რომ სკანირების შედეგი პოზიტიური იქნება. “ჯოს სავარაუდოდ მუხლქვეშა მყესის მსუბუქი დაზიანება აქვს, ხვალ ყველაფერს სკანირებაზე დავადგენთ.” – განაცხადა ბოსმა. “იმედია, სულ მალე კარგად იქნება, თუმცა რამდენი ხანი დაისვენებს, სკანირებამდე ნამდვილად ვერ გეტყვით.” “ხშირად, ამ კუნთის დაზიანება 10 დღიან, ან 2 კვირიან დასვენებას მოითხოვს, თუმცა მჯერა, რომ ჯო ადვილად გადაიტანს და “ჩელსისთან” მატჩში დაგვეხმარება.” წყარო: Liverpoolfc.tv http://b.pix.ge/a/fomct.jpg View the full article -
http://b.pix.ge/i/6kny3.jpgტრადიციულად Goal.com-ისგან მატჩიდან “ლივერპული 1-0 ბოლტონი” ფეხბურთელების შეფასებები. საუკეთესო ფეხბურთელი “ბოლტონელი” ჰოლდენი გახდა, “ლივერპულისა” კი პეპე რეინა. … “ლივერპული” – საუკეთესო მოთამაშე – პეპე რეინა და სტივენ ჯერარდი პეპე რეინა – 7.0 ჯეიმი კარაგერი – 6.0 მარტინ შკრტელი – 6.0 სოტირიოს კირგიაკოსი – 5.5 პაულ კონჩესკი – 6.0 ლუკას ლეივა – 5.0 რაულ მეირელეში – 6.0 ჯო კოული – 5.0 მაქსი როდრიგესი – 6.5 სტივენ ჯერარდი – 7.0 ფერნანდო ტორესი – 5.5 შესვლაზე შემოსული: ქრისტიან პოულსენი – N/A დეივიდ ნგოგი – 5.5 View the full article
-
http://a.pix.ge/y/q29cq.jpg “ლივერპულის” მწვრთნელი როი ჰოჯსონი მიესალმება კლუბის მფლობელის ჯონ ჰენრის დაპირებას, რომლის მიხედვითაც, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის ვარსკვლავების გაყიდვა არ იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში ფერნანდო ტორესი და პეპე რეინა გუნდს დატოვებდნენ, თუმცა ჰენრი ამტკიცებს, რომ ის დაინტერესებულია გუნდის მხოლოდ გაძლიერებით. “პრეზიდენტმა ყველა დაგვამშვიდა, “კლუბის ვარსკვლავების გაყიდვა არ იგეგმება” – ამ სიტყვების მოსმენა ყველას გვინდოდა. ჭორები იმის შესახებ, რომ გუნდის ძირითადი მოთამაშეები ზამთარში გაიყიდებოდნენ სიმართლეს მოკლებული აღმოჩნდა. “ლივერპული” არის ფეხბურთელების მყიდველი და არა გასაყიდი გუნდი. ჩვენი მიზანია უფრო გავძლიერდეთ, ეს კი შესაძლებელია ძირითადი ბირთვის შენარჩუნებითა და ახალი ფეხბურთელების შეძენით. ვარჯიშზე რეინამ და ტორესმა აჩვენეს, რომ კარგად მომზადებულნი არიან. ეს ფეხბურთელები ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. ისინი დაგვეხმარებიან გუნდის მდგომარეობის გაუმჯობესებაში”, განაცხადა ჰოჯსონმა. მთავარი მწვრთნელი აღიარებს, რომ მისი გუნდში მოსვლის დღიდანვე გავრცელდა მრავალი ჭორი და ყველანაირი მოქმედება აყვანილ იქნა ინტენსიური კონტროლის ქვეშ. “ჭორებმა შეიძლება გუნდს ზიანი მიაყენოს, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდებით მას. აქ არიან ფეხბურთელები, რომლებიც უკვე წლებია “ლივერპულისთვის” თამაშობენ. მათ ყოველ დღე ესმოდათ სისულელეები, ვგულისხმობ ჭორებს მათი გაყიდვის შესახებ, თუმცა ამ მოთამაშეებმა გადალახეს ყველანაირი ბარიერი და ისინი კვლავ ამაყად იცავენ “ლივერპულის” სახელს. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა სტივენ ჯერარდისა და ჯემიე კარაგერის აზროვნების მქონე ადამიანებთან შეხვედრა. აქამდე რაც მათზე მქონდა მოსმენილი, უკვე სამუშაო პროცესშიც ვნახე. მე ისინი თავიდანვე ჩავრთე ჩემთან ერთად მუშაობაში. იანვრისთვის მე ვერ მოგცემთ გაბედულ დაპირებებს, თუმცა უკვე დროა მოვნიშნოთ ფეხბურთელები, რომელთა ხელში ჩასაგდებადაც ვიბრძოლებთ. იშვიათია დღეები, როდესაც მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა პოზიციაზე და როგორი ტიპის ფეხბურთელები გვჭირდება. ჩვენი სკაუტინგი დიდ სამუშაოს აკეთებს, თუმცა მეც და გუნდის ხელმძღვანელობაც ვართ ჩართული ფეხბურთელების მოძიებაში. ჩვენ კვირაში რამდენიმე მატჩს ვუყურებთ და ვაკვირდებით ფეხბურთელებს. უკვე მონიშნული მყავს ობიექტები, რომლის ყიდვასაც იანვარში ვაპირებთ, თუმცა მანამდე ჯერ კიდევ ბევრს უნდა დავაკვირდეთ”, აღნიშნა ჰოჯსონმა. View the full article
-
medianews.ge- ავღანეთში 78 პარტიზანი გაანადგურეს
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
ნატოს განცხადებით, ავღანეთის პაკტიკას პროვინციაში მიმდინარე ბრძოლების დროს სულ ცოტა 78 პარტიზანი გაანადგურეს. ისინი თავს დაესხნენ ნატოს… ლინკი მედიანიუსზე -
არტ ჯეფრისი იცავს 9 წლის საიმონს ფედერალური აგენტებისაგან. საიმონმა მოახერხა უახლესი სამთავრობო კოდის გაშიფრვა. მას ნებისმიერი კოდის წაკითხვა შეუძლია ისევე იოლად, როგორც სხვა ბავშვები წიგნს კითხულობენ. ბიჭუნას ეს აღმოჩენა საფრთხეს უქმნის ახალ გამოგონებას, რომელიც სახელმწიფოს მილიარდობით დოლარი უჯდება, თანაც საიმონის ამ უნარის შესახებ გებულობენ ქვეყნის მტრებიც.. <!--sizestart:5--><!--//sizestart--><div align="center" />ქართულად !<!--sizeend--><!--//sizeend--> View the full article