planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ამნესტი ინტერნეიშენალი წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ჟურნალისტების დაცვა უნდა უზრუნველყოს. რამდენიმე დღის წინ ორ რუს ჟურნალისტზე თავდასხმა განხორციელდა. დეილი კომერსანტის ჟურნალისტ ოლეგ კაშინზე და რეგიონალური გაზეთის, ჟუკოვსკიე ვესტის ჟურნალისტ ანატოლი ადამჩუკზე. განცხადება რუს ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმაც გაკეთა. მოწოდება ერთია: ჟურნალისტების დაცვა და საქმის გამოძიება. პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედმა განაცხადა, რომ ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე,ისინი დაისჯებიან. მანვე გენერალურ პროკურორს დაავალა საქმის დეტალური გამოძიება. მედვედევის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე 6 ნოემბერს გაჩნდა პოსტი, სადაც ის წერს, რომ კაშინის საქმის გამოძიება გენერალურ პროკურორს დაავალა. დავალებიდან ორი დღის შემდეგ, სასტიკად სცემეს კიდევ ერთი ჟურნალისტი, ამჯერად, ანატოლი ადამჩუკი. კომერსანტის რედაქცია წერს, რომ თუ პრეზიდენტის განცხადების შემდეგაც არ იქნება გამოძიება ბოლომდე მიყვანილი და თუ რეალური დამნაშავეები არ დასიჯებიან, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალადობა და ჟუნტალისტებზე თავდასხმა დაკანონდება. ოლეგ კაშინი საკუთარი სახლის წინ სასტიკად სცემეს. ის კომატოზურ მდგომარეობაშია. როგორც კომერსანტი წერს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რედაქცია ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს მის პროფესიას და იმ სტატიებს უკავშირებს, რომლებსაც ის წერდა. ადამჩუკიც სცემეს. რედაქციის ოფისის წინ. მასაც თავის ძლიერი ტრამვა აქვს და ამ დრომდე საავადმყოფოშია. ”ამნესტი ინტერნეიშენალმა არ იცის, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ჟურნალისტებზე თავდასხმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გამოიძიოს ალბათობა, რომ თავდასხმა შესაძლოა მათ პროფესიულ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდებოდეს”,-განაცხადა ჯონ დალჰუსეინმა, ამნესტი ინტერნეიშენალის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კაშინზე თავდასხმის მოტივად, გამოძიებამ მისი პუბლიკაციები და ინტერნეტში ღიად გამოთქმული პოზიციები დაასახელა. ითქვა, რომ გამოძიება მთავარ ვერსიად სწორედ მის პროფესიონალურ საქმიანობას განიხილავს. ბოლო დროს ორივე ჟურნალისტი ერთსა და იმავე თემაზე მუშაობდა– მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე,რომლის მიხედვითაც, ტერიტორიაზე, სადაც ტყეა, გზის გაყვანაა დაგეგმილი. კომერსანტი იმ მასალებს აქვეყნებს, რომლებზეც ჟურნალისტი ბოლო დროს მუშაობდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ჯენერალ მოტორსის გერმანული შტო ოპელი ინტენსიურად მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიების შემუშავებაზე და ამ მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა ევროპულ კომპანიებს შორის. უკვე თითქმის დასრულებულია გაზრდილი სვლის მქონე ელექტრონულ ჰიბრიდ ოპელ ამპერას შემუშავებისა და სრულყოფის პროცესი. პარალელურად კი რიუსელსჰაიმელები იმ ტექნოლოგიების შემუშავებასაც აპირებენ, რომლებმაც ელექტრომობილების ენერგიით დამუხტვის პროცესი უნდა გაამარტივოს და გააიაფოს. იხილეთ tabula.geზე
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53856.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური პარტიების წინადადების საპასუხოდ დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონდებლობის დახვეწის შესახებ კონსულტაციებისთვის მზადაა... View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC_29001-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ რუსეთი გამოიჩენს კეთილ ნებას და დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, საქართველო ამ მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა შსს “ენვერის” მონაწილეების დაჯილდოებისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველო მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის იყო არის და იქნება მზად. “თუ ჩვენ დაგველაპარაკებიან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ჩვენ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ყოველთვის ვიქნებით ამისთვის მზად”,- განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა დღეს, “ენვერის” მონაწილეები ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა მუდმივი წნეხისა და არაოკუპირებულ ნაწილზე მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობის პირობებში იმყოფება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/pict6-300x240-150x150.jpgთურქმა სამართალდამცველებმა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. სამივე დაკავებული ქალბატონია, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ექსტრადაცია უახლოეს დღეებში იგეგმება. ამ დროისათვის დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/1418D8B9-C4F1-4557-BB44-6B72F729A219_mw800_mh600_s-150x150.jpg“კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ოფისში “დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა შოთა მურღულიამ ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა. ,,ჩვენ გვსურს არ დაველოდოთ 2013 წელს და მოვახდინოთ მთავრობის სწრაფი ცვლა, რადგან ჩვენი ქვეყანა სისტემატიურად განიცდის ტერიტორიების დაკარგვას, ვალის დადების პრობლემებს და მრავალ კრიზის, ამიტომაც დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ ღირს თუ არა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება.’’- განაცხადა მურღულიამ. მისივე თქმით, “დემოკრატიული მოძრაობის” მიზანია, რომ ქვეყნის მდგომარეობა შეიცვალოს და საზოგადოებამ აღარ მიიღოს ეკონომიკური თვალსაზრისით დარტყმა. მურღულიას მიაჩნია, რომ რევოლუციის განმეორება არ არის საჭირო. “ჩვენი მონაცემებით იზრდება ჯარიმების, თუ სანქციების გადახდა საზოგადოების მხრიდან, ამიტომაც ნათელი ხდება, რომ ეს ყველაფერი მთავრობის ჯიბეების გაზრდას ემთხვევა”-აღნიშნა მურღულიამ იხილეთ epn.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/economist.jpg საქართველოს განთქმული მიღწევები დერეგულაციაში (მსოფლიო ბანკის რეიტინგში, რომელიც ბიზნესის ხელშემწყობ გარემოს ეძღვნება, ის მე-11 ადგილზეა), ნაქებ თავისუფალ სავიზო რეჟიმსაც გულისხმობს. თითქმის 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში ერთი წლის მანძილზე ვიზის გარეშე იცხოვროს, მაგრამ ამაში პოლიტიკაც თავის როლს თამაშობს საქართველომ გასულ თვეს რუსეთის მოქალაქეებს, თუ ისინი ჩრდილო-კავკასიის მცხოვრებნი არიან, თავისუფალი სავიზო რეჟიმი შესთავაზა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამას „ერთიანი კავკასიის“ თავისეული ხედვისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა, იმ სტაბილური, დაცული, საერთო ბაზრის მქონე კავკასიისკენ, რომელზეც მან 23 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, თავის სიტყვაში ილაპარაკა. რუსეთს სძაგს საქართველოს ლიდერი და ეს ნაბიჯი, როგორც „პროვოკაცია“ დაგმო. სერგეი ლავროვმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ის როგორც „პროპაგანდა“ არად ჩააგდო. საქართველოს მეგობრებიც კი სწუხდნენ იმაზე, რომ ეს ნაბიჯი მავნებლობის მომტანი იქნება. უფრო კონსტრუქციული წინადადება ის იქნებოდა, საქართველოს მის სამეზობლოში მდებარე ყველა რუსული რეგიონისთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმი შეეთავაზებინა, ვიდრე მხოლოდ პრობლემური ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებისთვის. მაგრამ ყველა გააოცა სავიზო დიპლომატიის კიდევ ერთმა ეპიზოდმა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ, გასულ კვირას ქვეყანაში ორდღიანი ვიზიტის დროს, საქართველოსთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს ამ ორ ქვეყანას შორის იმ უფრო ფართო თანამშრომლობის მოდელის ნაწილია, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისში სტარტი აიღო. ამავე დღეს განახლდა პირდაპირი ფრენები თეირანსა და თბილისს შორის. მოტაკიმ, ირანელი ტურისტებისთვის სულ უფრო პოპულარულ ზღვისპირა ქალაქ ბათუმში ახალი საკონსულოც გახსნა და რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მან აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ნაცვლად, ხაზი გაუსვა ირანის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. შემდგომი საინვესტიციო ხელშეკრულებები სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზე, განხილვის პროცესშია (საქართველომ ირანში ელექტროენერგიის ექსპორტირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო). ამას ძნელად უწოდებ პოზიციების დამთხვევას: საქართველო ღიადაა ორიენტირებული დასავლურ დემოკრატიაზე და საკუთარი თავის პოზიციონირებას ისე ახდენს, როგორც შეერთებული შტატების უდიდესი მოკავშირისა რეგიონში. მან ახლახანს ალაგმა ჯაშუშთა ჯგუფი, რომელსაც რუსეთის შემაშინებელი ”გრუ”, სამხედრო სადაზვერვო სამსახური მართავდა. ქართველმა ჯაშუშებმა უფრო მეტი დეტალი გაამჟღავნეს იმ ოპერაციისა, რომლის მეშვეობითაც აღკვეთეს (რუსების) მცდელობა კონტრაბანდით გაეტანათ მაღალი გამდიდრების ურანი. ირანი კი რის შეხსენებაც მკითხველებს არ სჭირდებათ, ისლამური ნახევრად-თეოკრატიაა და აშშ-ს თავის უდიდეს მტრად მიიჩნევს. მართლაც 2008 წელს, ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა, რადგან მაშინ საქართველომ ირანის მოქალაქე აშშ-ს გადასცა – მას პასუხი უნდა ეგო ირანისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს დარღვევაზე. მაგრამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში შემდგომმა ცვლილებამ, ურთიერთობათა დაახლოვების ხარისხის თვალსაზრისით, სტიმულები და შესაძლებლობები გააჩინა. 2009 წლის დასაწყისში, ობამას ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ რუსეთთან „ურთიერთობების“ გადატვირთვა და სხვა საკითხების პრიორიტეტებად დალაგება სურს. მათ შორის იყო ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით თანამშრომლობა. ამ პროცესებით შეშინებულმა თბილისმა რეგიონში ახალი მოკავშირეების ძებნა დაიწყო (და მიმდინარე წლის იანვარში თეირანს ექსტრადიციის გამო ბოდიში მოუხადა). ამ დროს ირანიც საყოველთაო საერთაშორისო გაკიცხვის ფონზე, მსუბუქ დიპლომატიურ გამარჯვებებს ეძებდა. ბოლო თვეებში მან სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან კავშირების განმტკიცებისკენ იწყო სვლა. ყველგან სადაც ირანი გამოჩნდება, მისი ბირთვული პროგრამაც დღის წესრიგში დგება. საქართველოს ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ მომხდარიდან არაფერი ეწინააღმდეგება გაერო-ს სანქციებს და ეს არც შეერთებულ შტატებს აყენებს შეურაცყოფას, ქვეყანას რომელსაც ისინი კვლავ თავის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ განიხილავენ. ზედმეტად ოპტიმისტური ვარაუდია. იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ჩუმად იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, გასულ თვეს აშშ-ს სავაჭრო დარგის მაღალჩინოსანი თბილისს და ბაქოს ეწვია, რათა ირანთან ვაჭრობის შემცირება ეთხოვა. ქართველი დიპლომატები ალბათ თურქეთს შეჰყურებენ, რომელიც ცდილობს დასავლეთის მეგობარიც იყოს და მისი მტრებისაც. პრეზიდენტი სააკაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიესალმა თურქეთისა და ბრაზილიის მაისის წინადადებას – ეშუამავლათ ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარების საკითხში, მაგრამ ეს დამაბალანსებელი ქმედება ხრიკია. ქართული ოფიციალური ვერსიის თანახმად, მოტაკისთან შეხვედრისას სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებული ორმხრივი მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Press TV კი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა „მტკიცე მხარდაჭერა შესთავაზა“ ირანის ბირთვულ პროგრამაში. ობამას ადმინისტრაცია იქნებ იმედოვნებს კიდეც საქართველოს უკანა პლანზე გადაწევას, მაგრამ უნდა თუ არა საქართველოს იქ დარჩენა ცნობილი არ არის. ორიგინალი ორიგინალი
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili39651-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა დღეს, “ენვერის” მონაწილეები ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა მუდმივი წნეხისა და არაოკუპირებულ ნაწილზე მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობის პირობებში იმყოფება. “მინდა დიდი მადლობა გითხრათ და წარმატებები საქართველოს მტრის მოქმედებების და ხრიკების შესაჩერებლად და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ არავისთან გვსურს კონფრონტაცია, ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავს”,- განაცხადა სააკაშვილმა. ჯაშუშობის ბრალდებით 13 პირი დააკავაეს, მათგან 4 პირი რუსეთის მოქალაქეა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/prezidentis-administracia-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა, მანანა მანჯგალაძის რუსეთის ფედერაციის აგენტურული ქსელის გამოვლენასა და დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, ზოგიერთმა საინფორმაციო სააგენტომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ დაკავებულ პირთა ექსტრადიციის თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა, განცხადება გაკეთდა, ზოგადად, ამ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ დაკავებული ჯაშუშების თემაზე ადმინისტრაცია კომენტარს ამ ეტაპზე, ვიდრე დამატებითი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი, არ აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული მხარე ჯაშუშების ექსტრადაციასთან დაკავშირებით დეტალურ ინფიორმაციას რამდენიმე დღეში გაახმაურებს. როგორც ცნობილია, ჯაშუშობის ბრალდებით სულ 13 პიროვნება დაააკვეს. იხილეთ epn.ge
-
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რიგი ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების ხელმძღვანელების მუშაობით უკმაყოფილოა და მათი გადაყენებით იმუქრება. კონკრეტულად რომელი ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების ხელმძვანელები მუშაობენ ცუდად, მედვედევს არ დაუკონკრეტებია და ამაში გარკვევა ხლოპონინს დაავალა, თუმცა მინიშნება დაღესტანზე გააკეთა. ადგილობრივი ექსპერტების აზრით კი, ახლო მომავალში სერიოზულ საკადრო გადაწყეტილებებს არ უნდა ველოდოთ და მედვედევის განცხადება უფრო კავკასიურ ელიტებზე ხლოპონინის გავლენის გა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რიგი ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების ხელმძღვანელების მუშაობით უკმაყოფილოა და მათი გადაყენებით იმუქრება.კონკრეტულად რომელი ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების ხელმძვანელები მუშაობენ ცუდად, მედვედევს არ დაუკონკრეტებია და ამაში გარკვევა ხლოპონინს დაავალა, თუმცა მინიშნება დაღესტანზე გააკეთა.ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ახლო მომავალში რეგიონში სერიოზული საკადრო გადაწყეტილებები მოსალოდნელი არ არის, ხოლო მედვედევის განცხადება უფრო ჩრდილოეთ კავკასიაში ხლოპო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
პარლამენტის წინ მოსწავლეების მხარდასაჭერად მისულ ლეობორისტულ პარტიასა და მოძრაობა არა-ს შორის მოსწავლეებმა არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერეს, იმ მოტივით, რომ საპროტესტო აქციების პოლიტიზირებისაგან დაეცვათ თავი. მოსწავლეებმა ლეიბორისტული პარტიისგან ასეთი პასუხი მიიღეს: „ჩვენ წავალთ და რასაც მიაღწევთ, ნახავთ!“ საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებმა აქცია პარლამენტთან 12 საათზე დაიწყეს. ისინი საატესტაციო 8 გამოცდის გაუქმებას ითხოვდნენ. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ განათლების სამინისტრო მათ უსამართლოდ მოექცა, რადგან სექტემბერში შეატყობინა, რომ საატესტაციო 8 გამოცდის ჩაბარება მოუწევდათ. მოსწავლეები ამბობენ, რომ ისინი კონცენტრირებული იყვნენ იმ საგნების მომზადებაზე, რომელთა ჩაბარებაც ეროვნული გამოცდებზე მოუწევდათ. სამინისტროს ეს გადაწყვეტილება კი მათთვის მოულოდნელი იყო. ,,როცა მეთორმეტეკლასელებს არ გვაქვს სრულყოფილი განათლება მიღებული, ძნელია ამდენი გამოცდის ჩაბარება. შარშან თითოეულ სემესტრში თითო საგანი ვისწავლეთ, მაგალითად, ქიმიას ვსწავლობდით ერთი სემესტრი, მერე – ფიზიკას. ერთ სემესტრში ვერ მივიღეთ საკმარისი ცოდნა, თან საკმაოდ დიდი წიგნები იყო. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განათლების სისტემის პრობლემაა, ზოგადად. ყველა რეფორმა ჩვენ დაგვატყდა თავზე და ახლა შეღავათი უნდა გაგვიწიონ’’, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მოსწავლე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ამ საკითხზე სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან საატესტაციო გამოცდებზე მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ისაუბრა. შაშკინის თქმით, საატესტაციო გამოცდების ჩაბარება გარდაუვალია. მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაწია, ამიტომ წელს ეს გამოცდები შედარებით მარტივი იქნება. ,,განაწყვეტილება გამოცდების ჩატარებაზე 2010 წლის იანვარში მივიღეთ. მაისში ჩავატარეთ პრეტესტები, რომელმაც აჩვენა, რომ ამ გამოცდებს გადალახავს მოსწავლეთა 95 %. იმის გამო, რომ მოსამზადებლად მოსწავლეებს ჰქონდათ წელიწადნახევარი, ჩვენ შეგნებულად დავწიეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი’’, - ამბობს შაშკინი. მინისტრის თქმით, ეს განათლების ხარისხის ასამაღლებლად კეთდება. მისი განაცხადებით, საატესტაციო გამოცდები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონეს აწევს. აქციაზე მონაწილე მოსწავლეებმა უარი თქვეს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაზე: „არც ერთი პარტია არ გვინდა, რომ მოვიდეს აქ’’, „წავიდეს ყველა ოპოზიციონერი აქედან, ეს ჩვენი პროტესტია“, - ყვიროდნენ მოსწავლეები. თუმცა მხოლოდ მათმა ნაწილმა იცოდა, თუ რას საქმიანობდა ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერასაც დათანხმდნენ. ნეტგაზეთის მიერ გამოკითხული მოსწავლეების ნაწილი ამბობდა, რომ მოძრაობა არას შესახებ არაფერი არ იცოდა, ნაწილი აბობდა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა, ნაწილმა კი უფრო ზუსტად განმარტა: „მოძრაობა არა არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობს“. მოძრაობა არა ხშირად ჩნდება ხოლმე ოპოზიციური პარტიების გვერდით: „ეს არის ბუნებრივი პროცესი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა თანამშრომლობდნენ ასეთ პარტიებთან“ – განმარტავს არას წევრი ლევან ჩიტაძე. განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიები მოსწავლეების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, რაც, მისი თქმით, ძალიან სამარცხვინოა. ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მოსწავლეება დახმარება თავად სთხოვეს. თუმცა ამასვე ირწმუნებოდა ლეიბორისტული პარტიის წევრი სოსო შატბერაშვილიც. XII კლასის მოსწავლეებმა პარლამენტიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გადაინაცვლეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ თითოეული სკოლიდან რამდენიმე მოსწავლის წარმომადგენლობით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც გადაწყვეტს, როდის და სად უნდა გამართონ აქცია. მოსწავლეების თქმით, სკოლაში გაკვეთილებს მანამ არ დაესწრებიან, სანამ მათ თხოვნას სამინისტრო არ გაითვალისწინებს. საპროტესტო აქცია ამავე მოთხოვნით მოსწავლეებმა 5 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამართეს. როგორც თავად ამბობენ, აქციის დასაგეგმად მათ სოციალური ქსელი ფეისბუქი გამოიყენეს. „დღეს იმაზე სამჯერ მეტი მოსწავლე მოვიდა, ვიდრე – 5 ნოემბერს“, - ასეთი იყო მათი შეფასება. დღევანდელ აქციაში დაახლოებით 200–მდე მოსწავლე მონაწილეობდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/DSC04621-150x150.jpgავტომანქანიდან ნარჩენების გადაყრისთვის ავტობუსის მძღოლს არ დააჯარიმებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვისას საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია შეთანხმდა. შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნაგავი გადაგდებული იქნება ავტობუსიდან, პასუხისმგებლობა გავრცელდება არა მძღოლზე, არამედ ნაგვის გადამგდებზე. პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი დღეს მესამე მოსმენით განიხილა, თუმცა კენჭი არ უყრია. შეგახსენებთ, რომ პროექტით, ავტომანქანიდან ნაგვის გადაგდებისთვის მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/bakradze2-150x150.jpgსაარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების საკითხზე კონსულტაციების დაწყებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვალ საკანონმდებლო ორგანოში 15:00 საათზე ელოდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაქრაძემ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან არაერთგზის იქნა მზადყოფნა გამოცხადებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე სამუშაოდ და ამ ეტაპზე მომწიფდა მომენტი, როდესაც უნდა დაიწყოს კოდექსზე მსჯელობა რა უნდა შეიცვალოს კოდექსის სრულყოფისთვის. ბაქრაძის თქმით, საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობა გამჭირვალე უნდა იყოს, შესაბამისად ჯგუფი ითანამშრომლებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იგი გაუწევს კორდინირებას პარტიების პირველ შეხვედრას ხვალ საკანონმდებლო ორგანოში. იხილეთ epn.ge