Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიგო კონტინენტის ჩემპიონის ტიტული: ბელგიაში გამართული ევროპირველობის ფინალში ქართველმა ჭაბუკებმა 38:7 სძლიეს რუს თანატოლებს! იხილეთ tabula.geზე
  2. წიგნი გვასწავლის პისტოლეტის გამოყენებას ახლო ბრძოლაში View the full article
  3. ზომით პატარაა მაგრამ საინტერესო სტრატეგიაა თუ დამიჯერებთ ბევრ დიდი ზომის თამაშებს ჯობია View the full article
  4. http://www.polity.ge/images/catalog/world/caucasus/caucasus-history.jpgკავკასიას ხშირად ისე აღწერენ, როგორც მუდმივ, ინვარიანტულ ნაციონალისტურ მტრობაში გამომწყვდეული ხალხების რეგიონს. რეალობა ბევრად უფრო რთული და შესაბამისად, უფრო საიმედოა – ამბობს თომას დე ვაალი. polity.ge
  5. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/ecology/chery-volts.jpgვერასდროს იტყვი, რომ საქართველოს მთავრობა მცირე მასშტაბებით აზროვნებს. polity.ge
  6. 2007 წლის 7 ნოემბრის სამი წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე პარლამენტთან 200-მდე ადამიანია შეკრებილი. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერები . გაზიარება [19:57 07-11-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNbMY4tniUI/AAAAAAAAEMw/8qXAEhcW19U/s200/27cbe130e54d85409478b57d07092f87.jpgაქციას "ქართული პარტიის" ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარი შეურთდნენ. პარლამენტთან იმყოფება ასევე "დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე და "ქართული აკადემიის" ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარია. პარლამენტთან იმყოფებიან "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენლები. შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდა "საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია", "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა" და "გარემოვაჭრეთა ლიგა". შეკრებილებს "თავისუფალი აზრის სახლის" ხელმძღვანელმა ბაკურ ბაკურაძემ მიმართა და განაცხადა, რომ აქციას პაატა ბარათაშვილი წარუძღვება. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ეძღვნება. 3 წლის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. interpresnews.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  7. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg იზაბელ ლასერი ნატო-ს სამიტამდე ორი კვირით ადრე, რუსეთის აგენტები დაპატიმრებულები არიან აღმოსავლეთში ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა. პარასკევს საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთის ჯაშუშური ქსელი ამხილა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ათობით აგენტის ვინაობა დადგენილია. ამ მომენტისთვის მხოლოდ 13 ადამიანია დაპატიმრებული: ოთხი რუსი და ცხრა ქართველი. ყველა მათგანს ბრალად ედება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის „გრუ“-სთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. დანარჩენებზე, რომლებიც როგორც სჩანს ქართული უსაფრთხოებისთვის არ არიან „სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები, თვალთვალი გრძელდება. თბილისისთვის ეს კონტრდაზვერვის სამსახურის წარმატებული საქმიანობის გაგრძელებაა, რაც სათავეს 2006 წლიდან იღებს. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ, თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსეთის სამსახურში მყოფ აგენტებს ამნისტია შესთავაზა. „ბევრი ამ წინადადებას დასთანხმდა. მათგან ორი „გრუ“-სთვის მუშაობდა“ – ამბობს საქმეში გარკვეული პირი. მას შემდეგ ქართველებმა ქსელში შეაღწიეს და გადმობირებული აგენტების საშუალებით, გზავნილების გაშიფვრისთვის აუცილებელი კოდები მოიპოვეს. დაპატიმრებულ ჯაშუშებს შორის ექვსი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავია, რომლებიც ადგილზე „გრუ“-ს წარმომადგენელ იური სკრილნიკოვზე მუშაობდნენ. მათი უმრავლესობა, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, წარსულში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხე რეგიონში მუშაობდა, რომელზე კონტროლიც თბილისმა 2004 წელს დაიბრუნა. „ყოფილ საბჭოთა სივრცეში „გრუ“-ს ჯაშუშური ქსელები რუსული სამხედრო ბაზების ირგვლივ მოქმედებდა“ – გვიხსნის სპეციალისტი. რამდენიმე წლის წინ ასეთი ქსელი აჭარის დედაქალაქ ბათუმში იქნა აღმოჩენილი, თუმცა რუსი აგენტების ნაწილი იქ დარჩა და დღეს სწორედ ისინი დააპატიმრეს. დამწვარი ვერტმფრენები „ყველა მათგანი გააქტიურებული იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს“ – გვიხნის საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი. მაგალითად ეჭვმიტანილმა ნომერმა ექვსმა, გოჩა დიასამიძემ აღიარა, რომ „გრუს“-ს იმ ადგილის, ბორჯომის ტყეების შესახებ აცნობა, სადაც კონფლიქტის დროს ქართველებმა თავიანთი ვერტმფრენები გადამალეს. ყველა ეს ვერტმფრენი დაიწვა, მას შემდგ რაც რუსულმა თვითმფრინავებმა ტყეს ხანძარი გაუჩინეს. ჯაშუშები მოწინააღმდეგეს ქართული არმიისა და სამხედრო-საჰაერო ძალების დისლოკაციის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას. ქსელის გამოაშკარავების შესახებ განცხადება, რისი დაანონსებაც გასულ თვეში მოხდა, ნატო-ს ლისაბონის სამიტის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაკეთდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსკოვი-თბილისის ურთიერთობებში სიტუაცია მუდმივად მწვავდება, რადგან კრემლი მხარს უჭერს საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს – აფხაზეთს და სამხრეთ-ოსეთს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონში სამხედრო ძალები განათავსა. მაგრამ გამოძიებისთვის, ამ ახალ ჯაშუშურ საქმეს სხვა დატვირთვა აქვს. „ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, საქართველო ერთადერთი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოა, რომელმაც მთლიანად ამხილა „კაგებეს“ საქმიანობა და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა ააშენა, სადაც რუსეთის სპეცამსახურები ვერ აღწევენ. ეს ვლადიმერ პუტინისთვის მიუღებელია. მთავარი მიზანი, ისეთი სახელმწიფოს შექმნაა, რომელიც თავისუფალია პოსტ-საბჭოთა რუსეთის გავლენისგან“ – გვიხსნის საქმეში გარკვეული პირი. მას მაგალითად მოჰყავს 2004 წლის 27 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა. კრემლის მეპატრონემ მიხეილ სააკაშვილს განუცხადა: როგორც გინდათ ისე იმოქმედეთ ნატო-სთან და დასავლეთთან მიმართებაში, ოღონდ უშიშროების მინისტრად ვალერი ხაბურძანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირეთო. სააკაშვილმა კრემლის სურვილის წინააღმდეგ იმოქმედა და სანამ ამ სამინიტროს დაშლიდა, რომელიც პოლიციისა და დაზვერვის სამსახურებს აერთიანებდა, მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. „მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებში პრობლემები ამ მომენტიდან დაიწყო“. რუსეთი ჯაშუშების ახალ საქმეზე „განრისხდა“ და მას „პოლიტიკური ფარსი“ და ნატო-ს 19-20 ნოემბრის სამიტის წინ საგანგებოდ აგორებული „სკანდალი“ უწოდა. ორიგინალი ორიგინალი
  8. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg ჯულიან ბორჯერი, ტომ პარფიტი მოსკოვი გმობს თბილისის მიერ შპიონაჟის ბრალდებით 13 ადამიანის „პროვოკაციულ“ დაპატიმრებას და მას ნატო-ს სამიტის ჩაშლის მცდელობად მიიჩნევს მას შემდეგ რაც თბილისმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში მოსკოვის აგენტურული ქსელი ამხილა, დააკავა რა ოთხი რუსი და ცხრა ქართველი, რუსეთ-საქართველოს შორის მორიგი კრიზისი დაიწყო. ორი წლის წინ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ომში დაუპირისპირდა და მათ შორის ორმხრივი ურთიერთობა დღემდე უკიდურესად დაძაბულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებული 13 ადამიანი იმ შეთქმულების მონაწილე იყო, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს საჰაერო ძალებში და ისინი ინფორმაციას რუსეთის სამხედრო დაზვერვას აწვდიდნენ. 5 ნოემბერს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულებს შორის ექვსი ქართველი სამხედრო მფრინავია, რომლებსაც მოწინააღმდეგისთვის საჰაერო ძალების საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ედებათ ბრალი. ქართველი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ისინი ათი წლის წინ დაიქირავა, იმ დროს როდესაც შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში რუსული ბაზების მეზობლად მსახურობდნენ. დაკავებულია ასევე რადისტი, რომელიც ქართულ ფლოტში მსახურობდა. მას „სამხედრო კავშირგაბმულობის სისტემებითა და რადიო სიგნალებით რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების“ ბრალდება წაუყენეს. სამოქალაქო პირებს შორის დაკავებულია ცნობილი ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე. მას ბრალად ედება რუსეთის დაზვერვისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება „საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზე სხვა ქვეყნებთან“. ჩინოვნიკების თქმით, დაპატიმრებული რუსებიდან სამი სამოქალაქო პირია, მათ შორის, საწვავით მომსახურების კომპანია Saybolt Georgia-ს დირექტორი და დირექტორის მოადგილე. მეოთხე, როგორც ამბობენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია. მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, აგენტურულ ქსელში კიდევ „ათობით“ ადამიანი შედის, რომლებიც ჯერ დაკავებულები არ არიან. მათი განცხადებით, ამ ქსელის მხილება ქართველი ორმაგი აგენტის საშუალებით მოხერხდა, რომელმაც „რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელთა ნდობა მოიპოვა და ამ სააგენტოსთვის მუშაობა კავშირგაბმულობის ოფიცრად დაიწყო“. განცხადებაში ასევე ნათქვამია: „აგენტურული საქმიანობის განხორციელებისთვის, რუსებმა ის სპეციალური კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვეს გაცვლითი ინფორმაციის გაშიფვრისთვის“. შემდეგ ჯაშუში ამ მონაცემებს საქართველოს კონტრდაზვერვას აწვდიდა, რითაც ისინი მოწინააღმდეგის კოდებს ტეხდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ბრალდებას ფანტაზია უწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ანტი-რუსულ ნიადაგზე ქრონიკული ჯაშუშომანიითაა შეპყრობილი“. თუმცა სამინისტროს მეორე წყარომ სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა: „ჩვენ აღშფოთებულები ვართ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დაკავების გამო. ამ წუთისთვის სიტუაციას ვსწავლობთ. ცხადია ეს ნატო-რუსეთის ლისაბონის სამიტის და ასტანაში ეუთო-ს სამიტის წინ გაკეთდა, [საქართველოსკენ] მაქსიმალურად დიდი ყურადღების მიპყრობისა და რუსეთის დისკრედიტაციისთვის“. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წყაროს განცხადებით: „ეს საქართველოს ხელისუფლების მორიგი გამოგონებაა, რათა კიდევ უფრო გაუარესდეს ორ ქვეყანას შორის ისედაც რთული ურთიერთობები. ანტი-რუსული ისტერია თბილისში ძალას იკრეფს და ეს „აგენტების სკანდალი“ თბილისის მორიგი პროვოკაციაა“. ბოლო ჯაშუშური კრიზისი ქვეყნებს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ 2006 წელს ოთხი რუსი სამხედრო ოფიცერი დააკავა. მაშინ მოსკოვმა თავისი ელჩი გამოიწვია, საელჩოს ევაკუაცია მოახდინა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან ჩაკეტა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო კავშირები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის მტკიცებით, დაპატიმრებები ფრთხილი გამოძიების შედეგია. „ვფიქრობთ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ჯაშუშური რგოლია, რომელიც ქვეყანაში ვამხილეთ“ – სთქვა მან. გასული წლის განმავლობაში ცამეტი ადამიანის დაკავება მოხდა და არსებობს ათობით ადამიანი, ვინც ჩვენი ინფორმაციით ამ ქსელთანაა დაკავშირებული“ – Guardian-ს განუცხადა შოთა უტიაშვილმა. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვას ისინი ძალიან მგრძნობიარე ინფორმაციას გადასცემდნენ, მათ შორის სამხედრო ცნობებს და სამწუხაროდ ეს ომის დროსაც ხდებოდა“. ქართველი ჩინოვნიკების თქმით, ინფორმაციის გაცვლა ფოტოების და მუსიკალური ფაილების გზით ხდებოდა, ასევე იგზავნებოდა ელექტრონული წერილების სახით, რომელთა გაშიფვრაც მხოლოდ სხვა ფოტოს ან მუსიკალური ფაილის გამოყენებით შეიძლებოდა. ქართველების ანგარიშის თანახმად, მფრინავებს ჯაშუშობისთვის არ ჰქონდათ საკმარისი ანაზღაურება და ზოგჯერ კომპენსაცია ოდნავ აჭარბებდა გარანტირებული სამხედრო პენსიის ოდენობას. სანაცვლოდ, მათ სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან 25 წლიანი საიდუმლო კონტრაქტები ჯერ კიდევ 2000 წელს გაუფორმეს. იმ დროს კავკასიაში პოლიტიკურ ძალთა განლაგება აბსოლუტურად სხვაგვარად გამოიყურებოდა. ბათუმში მასშტაბური რუსული სამხედრო წარმომადგენლობა იყო, სადაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მეზობლად მდებარე სამხედრო ბაზებს აკონტროლებდა და აჭარის რეგიონს სეპარატისტი მეთაური ასლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა. 2004 წელს აბაშიძე გააგდეს და აჭარა თბილისის კონტროლს დაუბრუნდა. 2008 წლის აგვისტოს ერთკვირიანი ომის შემდეგ, სადაც ბრძოლა საქართველოს პრო-რუსული რეგიონის სამხრეთ-ოსეთის ირგვლივ მიმდინარეობდა, რუსეთის არმიამ საქართველოს დიდი ნაწილი დატოვა, თუმცა მოსკოვი სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთს დღემდე აკონტროლებს. მოსკოვს და თბილისს შორის ურთიერთობებში ბზარი ჯერ კიდევ 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს გაჩნდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის მმართველობა დაამხო და ხელისუფლებაში დღევანდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა ნაციონალისტური მთავრობა მოიყვანა. ორიგინალი ორიგინალი
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg თომას დე ვაალი კავკასიას ხშირად ისე აღწერენ, როგორც მუდმივ, ინვარიანტულ ნაციონალისტურ მტრობაში გამომწყვდეული ხალხების რეგიონს. რეალობა ბევრად უფრო რთული და შესაბამისად, უფრო საიმედოა – ამბობს თომას დე ვაალი სამხრეთ-კავკასია ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც ადამიანები ხშირად იმეორებენ, რომ ”ისტორიის ტვირთი” მძიმედ აწევთ. მე კიდევ სულ უფრო მეტად საპირისპიროს ვამტკიცებ, თუმცა ამ რეგიონში ყველაფერი მართლა ისტორიის საბურველშია გახვეული და თანამედროვე ადგილობრივი პოლიტიკოსებიც მას ხშირად მოუხმობენ. აი ერთი ასეთი მაგალითი: 2004 წლის იანვარში, თავისი ინაუგურაციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი იმ კაცის საფლავზე წავიდა, რომელსაც თითქმის ყველა საქართველოს ყველაზე დიდ მეფედ მიიჩნევს – ეს დავით აღმაშენებელია, რომელიც 1089-1125 წ.წ. მეფობდა. მაგრამ იდეა რომლის თანახმადაც, ისტორიის ძახილი განაპირობებს ამ რეგიონის უკურნებელ კონფლიქტებს და ხალხებსაც ამ კონფლიქტებისკენ უბიძგებს, უკრიტიკოდ არ უნდა გავიზიაროთ. ხანდახან ისტორია იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მას ამის ნებას დავრთავთ. რაც უფრო ღრმად იხედებით კავკასიის წარსულში, მით უფრო იშლება ის განსხვავებული ნარატივების მოზაიკად და ბევრი მათგანი არა მხოლოდ კონფლიქტებზე, არამედ თანამშრომლობაზეც მოგვითხრობს. თუ ჩვენ ამ რეგიონის ისტორიას უფრო სკეპტიკური, უფრო მეტიც, პოსტ-მოდერნული თვალით შევხედავთ, ჩვენ მას სამსახურს გავუწევთ. კავკასიაზე წლების მანძილზე ვწერდი, მაგრამ როდესაც 2009 წელს პატარა წიგნისთვის, რომელსაც „კავკასია: შესავალი“ ეწოდა, კვლევა დავიწყე, მეც კი გამაკვირვა იმ ფაქტმა, თუ რამდენად ეწინააღმდეგებოდა ჩემს მიერ შესწავლილი ზოგიერთი ისტორიული მოვლენა დღეს გაბატონებულ პოლიტიკურ ნარატივთაგან ბევრს. აი სამი საინტერესო მაგალითი. პირველი – 1820 წელს, ომში რომელსაც რუსეთი ოტომანთა იმპერიის წინააღმდეგ აწარმოებდა, სომხები და აზერბაიჯანელები ცარისტულ არმიაში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ. იმ ისტორიულ გადაკვეთაზე შიიტურ-სუნიტურმა დაპირისპირებამ გადახაზა თურქული ძმობის იდეაც კი. თავად ალექსანდრე პუშკინი გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ მოქმედებდა ყარსის მისადგომთან ”ყარაბახის პოლკი”, რომელშიც აზერბაიჯანული კავალერია შედიოდა. მან ამ პოლკის ერთ-ერთ ოფიცერს, ფარჰად-ბექს აღფრთოვანებული ლექსიც კი მიუძღვნა. ამიტომ უნდა მოვეკიდოთ ფრთხილად ნებისმიერ ვარაუდს აზერბაიჯანისა და თურქეთის მარადიული მოკავშირეობის შესახებ, რაც ხშირად უკიდებს ცეცხლს პოლიტიკურ განწყობილებებს ყარაბახთან დაკავშირებით (და რამაც რამდენადმე შეარყია, დღემდე წარუმატებელი, სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი). მეორე – მიღებულ აზრს ეწინააღმდეგება ის ფაქტიც, თუ როგორ შეიცვალა აფხაზურ-ქართულ-რუსული ურთიერთობები 1850 წლის შემდეგ. 1801 წელს რუსეთმა საქართველოს დაცემის მერე მისი ანექსია განახორციელა. მას შემდეგ, მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლება იმით რომ ქართველ არისტოკრატებს იმპერიულ იერარქიაში დაწინაურების საშუალებას აძლევდნენ და კეთილშობილ ტიტულებს უნარჩუნებდნენ, სულ უფრო მეტად უზრუნველყოფდა მათ ლოიალობას მეფის რუსეთის მიმართ, მაგრამ ზუსტად იმავე დროს რუსები აფხაზებს ველური პრო-თუქრული ტომის წევრებად და დაუძინებელ მტრებად მიიჩნევდნენ. 1852 წელს რუსი გენერალი გრიგორი ფილიპსონი ჩიოდა, რომ მის სამხედროებს შავი ზღვის ციხე-სიმაგრიდან შიშით ვერ გამოუდგამთ ფეხი. ისინი შიშობდნენ რომ აფხაზი მეამბოხეები სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ”მოკლედ, რომ ვთქვათ ჩვენ დავიპყარით აფხაზეთი, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვმართავთ”. მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში რუსების მიერ აფხაზების თავისი სამშობლოდან გადასახლებამ, იქ ქართველების ჩასახლებას შეუწყო ხელი, რამაც შეცვალა დემოგრაფიული სურათი და შექმნა იმ კონფლიქტის საფუძველი, რომელიც მე-20 საუკუნეში გაჩაღდა. ეს ისტორია აჩენს კითხვებს აფხაზურ-რუსული ურთიერთობების ურყევობისა და რუსულ-ქართული მტრობის შესახებ. მესამე – რამაც გამაოცა ის იყო, თუ როგორ ძლიერად განსხვავდებოდა საქართველოს მიერ, მე-20 საუკუნეში გამოცხადებული პირველი დამოუკიდებლობის გეოპოლიტიკური ორიენტაცია მეორისაგან – 180 გრადუსით. 1918 წლის მაისში, რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, როდესაც საქართველოს თურქეთის გარდაუვალი თავდასხმა ემუქრებოდა, თბილისის მთავრობის თავმა, ნოე ჟორდანიამ უხალისოდ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. ჟორდანია, რომლის მენშევიკური პარტიაც (სოციალ-დემოკრატიული) ბოლშევიკებთან განხეთქილების შედეგად იშვა (1903-1904 წ.წ.), რუსეთთან კავშირების გაწყვეტის გამო თავის ამბივალნტობას გამოხატავდა: ”ჩვენმა წინაპრებმა გადაწყვიტეს ზურგი ექციათ აღმოსავლეთისთვის და დასავლეთისკენ გაეხედათ, მაგრამ გზა დასავლეთისკენ რუსეთზე გადის და ამიტომ დასავლეთისკენ სვლა რუსეთთან ერთიანობას ნიშნავს”. ჟორდანიას დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ თითქმის სამ წელიწადს იარსება მანამდე, სანამ ის 1921 წელს საბჭოთა კავშირს არ მიუერთდა. 7 ათეული წლის შემდეგ, სსრკ-ს ნელი დეზინტეგრაციის შედეგად, საქართველომ დამოუკიდებლობის მეორე და უფრო წარმატებული მცდელობა განახორციელა. ამ დროს რუსეთს უკვე კოლონიზატორს და მტერს უწოდებდნენ, ხოლო თურქეთი ახლად აღმოჩენილ, მეგობრულად განწყობილ მეზობლად იქცა. აქედან კი იმ დაკვნის გამოტანა შეიძლება, რომ თუ საქართველოს ბრძოლა თვითგამორკვევისთვის ისტორიულ კონსტანტად შეიძლება მივიჩნიოთ, მისი ალიანსების ბუნება – არა! ძალაუფლების გათვლები ”რაში გვაინტერესებს ეს ყველაფერი?” – შეიძლება იკითხოთ თქვენ. ”განა ეს ისტორიული მაგალითები რეგიონის აწმყო დაძაბულობებისა და პრობლემების ფონზე საინტერესო, თუმცა ირლევანტური არ არის?“ – მე ასე ორი მიზეზის გამო, არ მიმაჩნია. პირველი, ეს ისტორიული ძვრები იმის ვარაუდს აჩენს, რომ კავკასიაში მხრჩოლავ კონფლიქტებში არაფერია კულტურულად დეტერმინირებული. ეს ადასტურებს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო „ეთნიკურ შეუთავსებლობასთან“, ან „უძველეს მტრობასთან“. ისინი წარმოიქმნა და შეიძლება ჩაქრეს ინტერესების ცვლილების ან გათვლების შესაბამისად. ეს კი ჩვენს ყურადღებას საბჭოთა პერიოდსა და ამ პერიოდის წინმსწრებ ორ ათეულ წელზე გადაიტანს, რაც სასარგებლო იქნებოდა. კავკასიის კონფლიქტები აქ იღებს სათავეს (ან მე მიმაჩნია ასე): არა შორეულ წარსულში, არამედ იმაში თუ როგორ აგროვებდა საბჭოთა სისტემა პრობლემებს, როდესაც მის შემადგენლობაში მყოფ ხალხებს შორის არსებულ განაწყენებას ქრთამით და ძალის გამოყენების მუქარით ახშობდა, ნაცვლად იმისა რომ ჭეშმარიტად მოეგვარებინა პრობლემები (რითაც შეიძლებოდა კომპრომისის კულტურისა და მოქნილობის მიღწევა). როდესაც პოლიციელმა მოსკოვში თავისი პოსტი მიატოვა, ყველას გაუჩნდა ქრონიკული დაუცველობის განცდა და ზოგიერთმა ამაში ახალი შესაძლებლობა დაინახა – ჩასჭიდებოდა მომაკვდინებელ ისტორიულ ნარატივს, რომელსაც საბჭოთა კავკასიის ინტელექტუალები ათწლეულობის მანძილზე ელოლიავებოდნენ. ცუდი ისტორია ერთმანეთზე გადამტერებული რეგიონალური ელიტებისთვის იარაღად იქცა. მაგრამ ყველგან იგივე არ მოხდა დაძაბულობის ზოგიერთმა შესაძლო კერამ გამონაკლისის სახით აჩვენა, რომ ისტორია ასევე შეიძლება იყოს ის რესურსიც, რომელიც ეწინააღმდეგება უხეშ ინსტრუმენტალიზაციას. საბჭოთა კავშირის დაშლამ ხელახლა გააღვივა დიდი ხნის გაყინული კონფლიქტები აფხაზეთში, სამხრეთ-ოსეთში და მთიან-ყარაბახში, თუმცა აჭარაში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რეგიონში, ერთ დროს ოტომანთა იმპერიის ნაწილში, სადაც ძირითადად მუსულმანები ცხოვრობენ, კიდევ ერთი კონფლიქტი, რომელიც სათავეს პრე-საბჭოთა ეპოქაში იღებს არ განახლებულა. მთავარი მიზეზი ამისა, ჩემი აზრით, ისაა რომ საბჭოთა ეპოქის რეგიონალურ დავებში თურქეთისა და ისლამის, როგორც იდენტობის მარკერის არ არსებობამ, ერთი შედეგი გამოიღო – მან ვეღარ შეასრულა კონფლიქტის კატალიზატორის როლი აჭარლებსა და დანარჩენი ქართველებს შორის. ისტორიის ეს ღიაობა გასაოცარი მიმართულებით აირეკლა ანკლავის, მთიანი-ყარაბახის გამო მომხდარ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში. ეს არ იყო არც დასაბამიერი და არც ცივილიზაციური შეტაკება. ის უკეთ აღიწერება, როგორც შეტაკება ორი ახლად შექმნილი ნაციონალური სახელმწიფოსი, რომლებიც ამ ტოტემურ ტერიტორიას ისე აღიქვამდნენ, როგორც მობილიზების მიზეზსა და ძველ-ახალი იდენტობის უმთავრეს საკითხს. არ არსებობს ეთნიკური შეუთავსებლობა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის. საბჭოთა ეპოქაში მათ საკმაო რაოდენობის შერეული ქორწინებები ჰქონდათ და დღესაც საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე ისინი თავისუფლად ვაჭრობენ და ურთიერთიერთობენ. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ყარაბახის პრობლემა არა რიგითი ადამიანების, არამედ პოლიტიკური ნარატივების შერიგების პრობლემაა და ყველაფერი უსაფრთხოებამდე და სიმბოლიზმამდე დადის: თუ საკითხი შეიძლება ისე მოგვარდეს, რომ შესრულდეს ყველა მხარის უსაფრთხოების საჭიროებები და თუ მათ ამაყ სიყვარულს ყარაბახისადმი პატივს მიაგებენ, ადამიანთა უმეტესობას ასეთი პროცესის მხარდაჭერა პრობლემას არ შეუქმნიდა და ყველაფერი პრობლემის გადაწვეტისკენ მიმავალ გრძელ გზად გადაიქცეოდა. სხვა ისტორია თუ ისტორიის პირველი გაკვეთილის თანახმად, რეგიონის კონფლიქტები გარდაუვალი არ იყო, მეორე გაკვეთილი იმას გვასწავლის, რომ კავკასია არც ისე სისხლიანია, როგორც ერთი შეხედვით სჩანს. ადგილობრივები ომობდნენ მაშინ, როდესაც უნდა ეომათ, მაგრამ ისინი ომის თავიდან აცილების დახვეწილ მეთოდებსაც ფლობდნენ. რა თქმა უნდა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ კავკასიაში არ არის ძალადობა და აქაურობა ერთგვარი ვეგეტარიანული სივრცეა. კავკასია დანია არ არის. აქ ძალადობისა და იარაღის მძლავრი კულტურაა, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ყველაფერი ეს უფრო ხშირად რეალური მკვლელობის ექსპრესიულ სუბსტიტუტად გვევლინება. 1990-იანი წლების სამხრეთ-კავკასიური კონფლიქტები, უზარმაზარი ტრაგედიები, ამ თვალსაზრისს ადასტურებს. მათი ყველაზე აღსანიშნავი მახასიათებელი იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი მასაა, (თითქმის 1.5 მილიონი ადამიანი სამ წელიწადში) და არა მოკლულების რაოდენობა (დაღუპულთა რაოდენობა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე იმავე დროს მიმდინარე ომში, ბოსნიაში, მაგალითად). ეს იყო საზარელი რეგიონალური ჰუმანიტარული კატასტროფა, მაგრამ ამავე დროს, ზემოთქმული იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ყარაბახშიც და აფხაზეთშიც სამხედროებს ძირითადად მოსახლეობის დაშინება და გაძევება ერჩივნათ ვიდრე დახოცვა. გამონაკლისები, ისეთები როგორიც იყო მასობრივი მკვლელობები 1992 წლის თებერვალში ხოჯალიში და ბოროტმოქმედების ზოგიერთი შემთხვევა აფხაზეთში, როგორც წესი უფრო ულმობელი გარეშე პირების ნამოქმედარი იყო და არა ადგილობრივების. და კიდევ ერთხელ, არ-დაღუპულ ადამიანთა მსგავსად, აქ არ-შემდგარი კონფლიქტებიც არსებობს. აჭარის მაგალითს შეიძლება შერეული სომხურ-ქართული რეგიონი, ჯავახეთიც დაემატოს (სადაც 1918 წელს ხანმოკლე ომი მოხდა) და კიდევ იმ ლეკების შემთხვევაც, რომლებიც დაღესტნისა და აზერბაიჯანის საზღვრების ორივე მხარეს ბინადრობენ, მაგრამ არჩიეს აღარ დაეყენებინათ დღის წესრიგში გაერთიანების პრობლემა. ასევე ქართველებმა და ოსებმა სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე, მათი ურთიერთობის ტრაგიკულ შეწყვეტამდე 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ორჯერ მოახერხეს (1991-1992 წლების ომების შემდეგ) თანაცხოვრება და სავაჭრო ურთიერთობების გაბმა. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს პრაგმატიზმის იმ ღრმა ისტორიას სამხრეთ-კავკასიაში, რომელიც თუ თავს შეიწუხებთ და მზერას მიაპყრობთ, აქვეა ზუსტად ზედაპირს ქვევით. კავკასიის პოლიტიკურ ელიტას, რომელიც მიხვდა რომ რეგიონალური დაძაბულობების ექსპლუატაცია მისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია, სულაც არ სურს ასეთი პრაგმატული თანაარსებობის ისტორიების გაზიარება, მაგრამ უცხოელ სტუმრებსა და პოლიტიკოსებს ასეთი ვალდებულებები არა აქვთ. მათ რეგიონში მოგზაურობისას, შეუძლიათ ილაპარაკონ ამ ალტერნატიულ ისტორიებზე და გაავრცელონ გზავნილი იმის შესახებ, რომ ისტორია შეიძლება იყოს მსუბუქი მანტიაც და მძიმე აბჯარიც. ორიგინალი ორიგინალი
  10. მედია-კავშირი „ობიექტივი“ გმობს ხელისუფლების მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას, რომლის მიზანიც იყო ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და თავისუფლადმოაზროვნე ადამიანების დაშინება. გაზიარება [22:15 06-11-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNWbI3XjNLI/AAAAAAAAEMo/xeleBoGsQwU/s200/objective_curves_003..pngსპეცოპერაციას შედეგად მოჰყვა მომიტინგეების ფიზიკური დაშავება, მედია-საშუალებების საქმიანობის შეჩერება, ტელეკომპანია „იმედის“ მაგალითზე კონკრეტული ტელევიზიისა და მისი ჟურნალისტების დარბევა, ქვეყნის იმიჯის შელახვა საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიოს წამყვანი ლიდერების თვალში. 2007 წლის 7 ნოემბერს, ასევე, მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის მიერ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რაც გამიზნული იყო არა ქართული დემოკრატიის, არამედ სააკაშვილის სკამისა და ძალაუფლების გადასარჩენად. მედია-კავშირი „ობიექტივი“ უერთდება 7 ნოემბრის საპროტესტო აქციას. ამ დღეს „ობიექტივის“ პირდაპირი ეთერი დილის 12 საათიდან საღამოს 10 საათის ჩათვლით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და სტუმრად მოიწვევს არა მარტო 7 ნოემბრის აქციაში მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ექსპერტებს, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებსაც ჩვენს სტუდიაში სტუმრობის სურვილი გაჩნდებათ. მედია-კავშირ „ობიექტივის“ სახელით, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი. 2010 წლის 4 ნოემბერი. თბილისი. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/12/cristian.gif ფრედ უაიერი პარასკევს საქართველომ 13 ადამიანი, მათ შორის რუსეთის ოთხი მოქალაქე იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე ომის დროს, რუსეთის სამხედრო დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა უმალ დაგმო საქართველოს განცხადებები და მათ „პოლიტიკური ფარსი“ უწოდა. ბრალდებები, რომლებზეც ხმები ერთი კვირის წინ გავრცელდა, ბევრმა სიგიჟედ მიიჩნია, მაგრამ ანალიტიკოსების უმრავლესობა ამბობს, რომ მათში სიმართლის მარცვალი არის, თუმცა ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ საჭიროა უფრო ფართო რეგიონალური და შიდაპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებაც. „რა თქმა უნდა, აგენტები არსებობენ, მაგრამ ამ ამბავს პროპაგანდისტული მხარეც ახლავს“ – ამბობს ალექსანდრე ისკანდერიანი, კავკასიის დამოუკიდებელი ინსტიტუტის (ერევანი) დირექტორი – „ქართული ხელისუფლება რუსეთს მუდმივად „მტრის“ კონტექსტში იყენებს და ცდილობს [მოსკოვთან კავშირების გამო] მისი შიდა ოპონენტების დისკრედიტაციას. ამ ისტორიებს სკეპტიკურად უნდა მივუდგეთ“. ოთხწლიანი გამოძიება პარასკევს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც დაჭერების ანონსი გაკეთდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლო აგენტურული ქსელის საქმიანობის გამოძიება „წლების“ განმავლობაში მიმდინარეობდა. „ისინი ცდილობდნენ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას და ამას ომის პერიოდშიც განაგრძობდნენ“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა – „მათ იმის ცოდნა სურდათ, თუ რამდენი იარაღი გვქონდა, სად ვინახავდით მას და ამ ინფორმაციის მისაღებად ყველგან აგენტებს ნერგავდნენ… ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო აგენტურული ქსელია, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში ვამხილეთ“. საქართველოს კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე ოთარ ორჯონიკიძემ ჟურნალისტებს უამბო, რომ გამოძიება 2006 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ამნისტია შესთავაზა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც რუსებთან თანამშრომლობას აღიარებდა“. მან დასძინა, რომ აგენტურულ ქსელში კიდევ ათობით ადამიანია, რომლებიც დაკავებულები არ არიან და ის ორმაგმა ქართველმა აგენტმა ამხილა, რომელმაც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ნდობა მოიპოვა. „უცნაური ისტორია“, რომელმაც მოსკოვი განარისხა ექვსი დაკავებული ქართველი სამხედრო საჰაერო ძალების პილოტები არიან. ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვამ ათი წლის წინ ჩანერგა, როდესაც საქართველოს ავტონომიურ რეგიონში აჭარაში მსახურობდნენ. აჭარას 2004 წლამდე ადგილობრივი ავტორიტარი ლიდერი ასლან აბაშიძე მართავდა, რომელიც თბილისის მმართველობას უპირისპირდებოდა. კიდევ ერთი დაკავებული ფლოტის თანამშრომელი იყო და არსებული ინფორმაციით, რუსეთის დაზვერვას საიდუმლო შიფრებს აწვდიდა. „ეს უცნაური ისტორიაა, რადგან დაპატიმრებულები აჭარის ლიდერის აბაშიძის ან დიდი ხნის ან ყოფილი თანამშრომლები არიან. აბაშიძეს საქართველოს ხელისუფლებასთან ცუდი ურთიერთობები ჰქონდა“ – ამბობს მამუკა ნებიერიძე, თბილისის ევრო-ატლანტიკური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრის დირექტორი – „წარსულში ჩვენ გვქონდა უკვე მსგავსი შპიონური სკანდალები და მათზე რუსეთის რეაქცია ყოველთვის პროგნოზირებადია“. საქართველოს ხელისუფლება, ასევე ხშირად ადანაშაულებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებს იმაში, რომ ისინი დაფინანსებას და მითითებებს მოსკოვიდან იღებენ. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოში რუსეთის აგენტობის ბრალდებით დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, მათ შორისაა 2006 წლის საქმეც, რომელშიც ოთხი რუსი ოფიცერი მონაწილეობდა, რომლებიც საქართველოში მსახურობდნენ და ქვეყნის 12 მოქალაქე. საბოლოოდ რუსები მოსკოვში გაამგზავრეს. რუსეთის დამოუკიდებელმა სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანონიმური წყაროს განცხადება. მისი თქმით მოსკოვი დაპატიმრებებით „აღშფოთებულია“. „ცხადია რომ ეს ნატო-რუსეთის ლისაბონის სამიტის წინ გაკეთდა“, სადაც რუსეთი და ნატო რთული ურთიერთობების გამოსწორებას შეეცდებიან, „რაც შეიძლება მეტი ყურადღების მიპყრობისა და რუსეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით“ – განაცხადა წყარომ. თუმცა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების დამოუკიდებელი კავკასიური ინსტიტუტის ანალიტიკოსი გია ნოდია ამბობს, რომ „ეს ნამდვილი აგენტები არიან. არ ვფიქრობ, რომ ეს მოგონილი აქციაა. საშინაო და საგარეო გამაღიზიანებელი ფაქტორები მართლაც არსებობს, მიუხედავად იმისა რომ რუსეთს და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო დროს უფრო სტაბილური გახდა“. დოკუმენტური ფილმი გამოძიებაზე მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და სამთავრობო სტრუქტურებში დიდი აგენტურული ქსელის შექმნისთვის 20 ქართველი დააკავეს, საქართველოში ათასგვარი ჭორი გავრცელდა. მაშინ ქართულმა პოლიციამ დაპატიმრებების შესახებ ინფორმაციის არც უარყოფა და არც დადასტურება არ ისურვა და პარასკევის პრეს-კონფერენციამდე სკანდალის შესახებ ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას არ გამოუჟონავს. თუმცა, პრო-სახელისუფლებო ტელეარხმა „რუსთავი-2“-მა პარასკევს განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიების შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რაც ჟურნალისტებისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე ეჭვებს აჩენს. „ფილმში ნაჩვენებია, რომ ქართულმა კონტრდაზვერვამ მასშტაბური აგენტურული ქსელი ამხილა საქართველოში” – ითქვა „რუსთავი-2“-ის გადაცემის ანონსში. წარსულში ქართულ ტელარხებს უკვე იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ისინი ანტი-მოსკოვური გზავნილების გავრცელებაში ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. ამ მხრივ მნიშვნელოვანი მაგალითია ახალი ამბების სიუჟეტი, რომელიც ეთერში ამ წლის დასაწყისში გავიდა და სადაც არქივის კადრებით ინსცენირებული იყო საქართველოში რუსეთის ხელახალი ინტერვენცია და შემდგომ მოსკოვის „მარიონეტული რეჟიმის“ დამყარება ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერით ნინო ბურჯანაძით სათავეში. „ქრონიკული შპიონომანია ანტი-რუსულ ნიადაგზე“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილის მთავრობას აკრიტიკებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სააკაშვილის რეჟიმი ანტი-რუსულ ნიადაგზე ქრონიკული შპიონომანიითაა შეპყრობილი“. „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობას არაერთხელ მიუმართავს მსგავსი სკანდალების ფაბრიკაციისთვის, ჰქონდა რა ცინიკური გათვლა იმაზე, რომ ამით საშინაო და საგარეო პოლიტიკურ დივიდენდებს დააგროვებდა“ – ნათქვამია განცხადებაში – „საბოლოო ჯამში თბილისის ამგვარი პროპაგანდისტული გამოხტომების ფასი უკვე ყველამ დიდი ხანია იცის“. ორიგინალი ორიგინალი
  12. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png პოლ სანდერსი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი წელი გავიდა და ეს პატარა კავკასიური ქვეყანა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებში კვლავ პოტენციური დავის საგანი ხდება და თუკი ორივე დედაქალაქში, ისევე როგორც თბილისში ამ თემას განსაკუთრებულ ყურადღებას არ დაუთმობენ, საქართველო პრობლემად ჩამოყალიბდება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობებს, არამედ შეერთებული შტატების გაცილებით მასშტაბურ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად (რომლის აღდგენაში დახმარებაც საეჭვოა შეერთებულ შტატებს შეეძლოს, მას შემდეგ რაც რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, შემდეგ კი მათი დამოუკიდებლობა აღიარა), ის რომ შემცირებული საქართველო ნატო-ს მიღმა დარჩა, ობამას ადმინისტრაციამ რეალობად მიიღო და მოსკოვთან ურთიერთობებში სხვა პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ყველაზე მეტად ირანის და ავღანეთის პრობლემებზე, ასევე სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების (START) გაფორმებაზე. რუსეთსაც ზოგადად აკმაყოფილებს ახალი სტატუს ქვო, თუ არ ჩავთვლით მოსკოვის პერიოდულ და გაზვიადებულ ჩივილებს იმის თაობაზე, თითქოს ამერიკა საქართველოს „აიარაღებს“. მაშინ როდესაც საქართველო დღის წესრიგში არ დგას, ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს უახლოვდებიან, მათი თანამშრომლობა რეალურია, თუმცა ჯერ კიდევ პირობითი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი წინ მიიწევენ, პროგრესს სულ უფრო მეტი დაბრკოლება ხვდება ჰორიზონტზე. გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად (რომელშიც რუსეთის ეკონომიკა მასზე მსხვილ სხვა ეკონომიკებზე მეტად დაზარალდა) მოსკოვმა მისი საგარეო პოლიტიკის ორიენტირი დიდწილად, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მოდერნიზაციის დროშის ქვეშ, ეკონომიკური ზრდისკენ მიმართა. მედვედევის რიტორიკისადმი ნაკლებად ერთგული და მისი ზოგიერთი იდეისადმი როგორც სჩანს სკეპტიკურად განწყობილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ეკონომიკაზე კონსტიტუციით აგებს პასუხს და როგორც სჩანს ამ საკითხს თავის მხრივ სერიოზულად უდგება. მთელი რიგი ცნობების თანახმად, ამისი ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი სულ უფრო უახლოვდებიან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შეთანხმებას. და ამ დროს სცენაზე საქართველოც ჩნდება. წარმოვიდგინოთ რომ ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ, (რაც გარანტირებული არ არის და ამისთვის ობამას ადმინისტრაციას კონგრესში სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება), თუკი მოსკოვს მსო-ში რეალურად გაწევრიანებისთვის თბილისთან შეთანხმება მოუწევს. მსგავსი შეთანხმების მიღწევა კი არსებული ფონის გათვალისწინებით, მარტივი არ იქნება. რუსეთს არ სურს საქართველოს პრეზიდენტთან ურთიერთობა და არ თანხმდება იმაზე, რომ სამხრეთ- ოსეთსა და აფხაზეთში საკუთარი ყოფნა შეზღუდოს; საქართველოს სურს იმ იშვიათი შესაძლებლობის გამოყენება, როდესაც მოსკოვზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნია; შეერთებულ შტატებს ერთის მხრივ რუსეთის მსო-ში გაწევრიანება სურს და მეორეს მხრივ ამ მიზნის მისაღწევად, უნდა სააკაშვილზე ზეწოლას თავი აარიდოს. ადმინისტრაციამ საკუთარი პოზიცია Foreign Policy-ში ანონიმური „მაღალჩინოსნის“ პირით უკვე გააჟღერა. ამ წყაროს განცხადებით შეთანხმება „რუსეთს და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხია“ და შუამავლობა „ჩვენი საქმე არ არის“, ამიტომ „რადგან მსო-ში გაწევრიანებისკენ რუსეთი მიისწრაფვის, ჩვენი აზრით მოსკოვმა მოლაპარაკებების დასაწყებად გზა თავად უნდა გამონახოს“. ერთის მხრივ, ეს საღი აზრია და ერთადერთი გონივრული საჯარო პოზიციაა, რომლის დაკავებაც არსებულ სიტუაციაში შეერთებულ შტატებს ძალუძს. თუკი ვინმე შეამჩნევს, რომ ვაშინგტონი საქართველოზე ზეწოლას ახორციელებს, ეს შეარყევს არამხოლოდ ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს (რაც არც თუ ისე მნიშვნელოვანი თემაა, მიუხედავად იმისა რომ ამერიკას ამ ქვეყანაში მართლაც აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინტერესი), არამედ ამერიკის კავშირებს სხვა ქვეყნებთან ცენტრალურ-ევროპაში, კავკასიასა და შუა აზიაში, რაც შესაძლოა ახალი (და უფრო ძლიერი) ეჭვების საფუძველი გახდეს, რომ ვაშინგტონი ამ ქვეყნების წინაშე საკუთარ ვალდებულებებზე უარს ამბობს. შესაბამისად, გარკვეული პასუხისმგებლობის რუსეთზე დაკისრება აუცილებელია, რადგან მოლაპარაკებებისთვის ორი მხარეა საჭირო და აშშ არ უნდა იყოს საბოლოოდ პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რაც რუსულ-ქართულმა მოლაპარაკებებმა შეიძლება გამოიღოს. ბოლოს და ბოლოს, ადმინისტრაცია ვერ მისცემს თავს უფლებას პასუხისმგებლობა აიღოს იმ შიდა პოლიტიკურ შედეგებზე, რამაც ამ საკითხში თბილისზე ზეწოლამ და მოსკოვისთვის ხმის მიცემაზე ამ ქვეყნის დათანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, მეორეს მხრივ, ურთიერთგაუგებრობების, იმედგცარუებებისა და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში უნდობლობის ხანგრძლივი ისტორია, ამ ტიპის თამაშსაც ძალიან სარისკოს ხდის. ამერიკის მონაწილეობის გარეშე, საეჭვოა მოსკოვმა და თბილისმა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე თვალსაწიერ მომავალში შეთანხმებას მიაღწიონ. მეტიც, რუს ჩინოვნიკებს მკაფიო მოლოდინი აქვთ იმისა, რომ შეერთებული შტატები თბილისს მხარდაჭერაზე წაახალისებს, რასაც ამერიკელი ჩინოვნიკები მათ პირად საუბრებში პირდებოდნენ. ამიტომ მათ გულწრფელად გაუკვირდათ, როდესაც „ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისგან“ გაიგეს, რომ ვაშინგტონი ამას არ გააკეთებს და როგორც სჩანს ახლა იმის გარკვევას ცდილობენ, ხომ არ მოატყუეს ისინი. შექმნილი სიტუაცია სამწუხაროდ ადმინისტრაციის მიერ სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ პროცესს ჰგავს, როდესაც რუსი ლიდერების დამშვიდებამ ანტი-სარაკეტო ფარზე, საბოლოოდ სენატის რესპუბლიკელ წევრებში ადმინისტრაციის გეგმებზე კითხვები გააჩინა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში ადმინისტრაცია ხაფანგში გაება ორ წინააღმდეგობრივ აუცილებლობას შორის: იმუშაოს რუსეთთან და იმუშაოს კონგრესთან (რომელსაც ამიერიდან დემოკრატები ვეღარ აკონტოროლებენ) – და ეს მარტივი არ არის, თუმცა ერთი ტიპის მოლოდინის გაჩენას მოსკოვსა და მეორესი – კაპიტოლიუმის ბორცვზე – უსიამოვნო შედეგები უნდა მოჰყოლოდა. ვიწრო თვალსაზრისით, რუსეთს მსო-ს წევრობა იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ამერიკას შეიძლება რუსეთი ამ ორგანიზაციაში სჭირდებოდეს, თუმცა აღსანიშნავია რომ რუსეთის უზარმაზარი ეკონომიკა დღემდე ამ ჯგუფის მიღმა რჩება, მაგრამ უფრო ფართო გაგებით, აშშ-სთვის მნიშვნელოვანია რუსეთის მსო-ში გაწევრიანება, ერთის მხრივ იმისთვის რომ მოსკოვის პრიორიტეტები იმ გზით დააკმაყოფილოს, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება და მეორეს მხრივ პოსტ-საბჭოთა რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის უმთავრესი სტრატეგიული მიზნის მხარდაჭერისთვის: ამ ქვეყნის ინტეგრაციისთვის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაში. დიდწილად დღესაც აშშ-რუსეთის ურთიერთობა იმ სუსტი ძრავის მქონე ავტომობილს წააგავს, რომელიც აღმართზე ასვლას მუხრუჭის გარეშე ცდილობს. წინ წასვლა უჭირს, თუმცა გაჩერება კიდევ უფრო შეუძლებელია ისე რომ არ დაგორდეს. ასეთი დაგორების შედეგები კი გაუთვლელი და სახიფათოა. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველო ამ გზაზე მცირე დაბრკოლება იქნება და არა გადაულახავი ჩიხი. ორიგინალი ორიგინალი
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif ენდრიუ კრამერი მოსკოვი – ვერასდროს იტყვი, რომ საქართველოს მთავრობა მცირე მასშტაბებით აზროვნებს. ამ ბოლო წლებში თბილისში შემდეგი გაბედული გეგმები გაჩნდა: პირველი - ისეთ ქალაქად გადაქცევა, რომელშიც ყველგან უფასო WiFi-ია (არ განხორციელდა). ყველა სასკოლო რუსულენოვანი წიგნის ინგლისურენოვანი ექკვივალენტებით შცვლა (ძალისხმევა ამ მიმართულებით დაწყებულია). საბჭოთა არქიტექტურის მასიური მემკვიდრეობის განადგურება (წარმატებას ვუსურვებთ) აი ამ სულისკვეთებით, მიმდინარე კვირას საქართველომ გამოაცხადა, რომ 4 წელიწადში სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მთელი სატრანსპორტო პარკის შეცვლას ელექტრო, ან ჰიბრიდული ტრანსპორტით შეცვლას გეგმავს. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ამ ვალდებულებას აიღებს – განაცხადა ვერა ქობალიამ, რომლის სამინისტროსაც, ანუ ეკონომიკის ყოფილ სამინისტროს, ახლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა ეწოდა. ქობალიამ განაცხადა, რომ საქართველომ რომელსაც კავკასიის კაშხლებიდან დიდი რაოდენობით აქვს იაფი ჰიდროელექტროენერგია, შეიძლება ისე იმოქმედოს როგორც ელექტრომანქანების გლობალურმა ლაბორატორიამ. „ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ იმუშავებს საქართველოში ეს პროგრამა მცირე მასშტაბებში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნების ამას აიტაცებენ“. მიხეილ სააკაშვილს, ნიუ-იორკში განსწავლულ პრეზიდენტს თამამი ინიციატივებისადმი აქვს მიდრეკილება. მისმა მთავრობამ, რომელიც უხვად იღებდა საგარეო დახმარებას, 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ $4.55 მილიარდის მიღების პირობა მიიღო. $1 მილიარდმა, რომელსაც მას შეერთებული შტატები დაჰპირდა, საქართველო, ისრაელის, ეგვიპტისა და ერაყის შემდეგ ამერიკული დახმარების ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეციპიენტად აქცია. საქართველო რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორის ”ჯენერალ მოტორსთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს დაახლოებით 4 000 მანქანის შესყიდვაზე. საბარგო და უფრო დიდი მანქანები, მათ შორის ისინი რომლებიც პრეზიდენტის კორტეჟს შეადგენენ, გამონაკლისს წარმოადგენენ, რადგან დღეს ხელმისაწვდომი ელექტრომანქანები არაადეკვატური სიმძლავრის და არასაკმარისად დაცული არიან - განაცხადა ქობალიამ. მწარმოებლებს შესყიდვების გარდა სთხოვენ მომსახურე და დასამუხტი სადგურების აშენებასაც, რათა რიგით ქართველებს ელექტრომანქანებზე გადასვლა გაუადვილონ. შეერთებული შტატებში მოქმედი საცალო ფასების საფუძველზე, რომელშიც არ შედის ამერიკის ფედერალური საშემოსავლო გადასახადის შეღავათები, 4 000 Chevy Volt სედანი საქართველოს $164 მილიონი დაუჯდება, მაშინ როდესაც Nissan Leaf-ისა და Toyota Priuse-ს იგივე რაოდენობა $128 და $88 მილიონი ეღირებოდა. მას შემდეგ, რაც 2004 წელს პრეზიდენტი გახდა, სააკაშვილი ენერგიულად ცდილობდა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობათა კულტივირებას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. ქართულმა არმიამ მიაწოდა ჯარები ერაყისა და ავღანეთისთვის და კალაშნიკოვები ამერიკული M-4 ავტომატებით შეცვალა. General Motors-მა, რომლის უდიდეს ნაწილს ისევ შეერთებული შტატების მთავრობა ფლობს, დაადასტურა რომ საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ თავის განცხადებაში ივარაუდა, რომ მისი Chevy Volts-ის საწყისი პროდუქცია საქართველოზე ფოკუსირებული არ იყო. „ჩვენ ვაფასებთ ამ დიდ ინტერესს და განვაგრძობთ მოლაპარაკებებს“ – ნათქვამია განცხადებაში – მოცემულ მომენტში ჩვენ უპირველესად Volt-ის აშშ-ში გაშვებაზე ვართ კონცენტრირებულები“. ორიგინალი ორიგინალი
  14. საკონტაქტო პირები : ჯაბა ჯიშკარიანი 899 400 850, ელისო კილაძე 899 17 12 12 გაზიარება [20:05 05-11-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNQrEf4Ve9I/AAAAAAAAEMg/3wivqnYUU4M/s200/jishkariani_jaba_012_663421087.jpgშაბათს, 6 ნოემბერს 13 საათზე, მოძრაობა "7 ნოემბრის" ლიდერი ჯაბა ჯიშკარიანი და "თავისუფალი აზრის სახლის" ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე მეტროსადგურ "რუსთაველთან" 2010 წლის 7 ნოემბერს საღამოს 7 საათზე პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი აქციის საინფორმაციო ბიულეტინებს დაარიგებენ. აღნიშნული აქცია მთელი დღის განმავლობაში მთელი თბილისის მაშტაბით ჩატარდება http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  15. გამოტეხილად რომ ითქვას, შაშკინი აქ არაფერ შუაშია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წონა საქართველოს სახელისუფლებო ელიტაში ღიმილის მომგვრელია. მის სიტყვასა და გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის სუნი ასდის. ეს ის შემთხვევაა, როცა თანამდებობაზე პირადობის მოწმობას ათავსებენ სტრუქტურული ერთეულის შევსების მიზნით. მომავალი თაობის შეგნებული განადგურების სათავეები კი სხვაგან უნდა დაიძებნოს. თუნდაც, ავლაბრის რეზიდენციაში, თუმცა არც ეს უნდა იყოს ბოლო ინსტანცია. გაზიარება [სოსო ბაღაშვილი. 14:04 05-11-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNPU01TNd0I/AAAAAAAAEMQ/INPO42KOOmQ/s200/ena.gifუფრო საფიქრებელია, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთაა მიღებული და მასზე დიდხანს და საფუძვლიანად იფიქრეს ინკოგნიტო პირებმა. ამას ადასტურებს დროში დაგრაფიკებული რეფორმების ნუსხა, რომელიც ქრონოლოგიურად, დაახლოებით, ასე გამოიყურება:-სკოლებში ჩანერგეს მანდატურები. მათი ქაღალდზე დაწერილი მოვალეობა ბავშვების უსაფრთხოებაა. სინამდვილეში, მანდატურები სკოლის პედაგოგებს დაუპირისპირდნენ, შექმნეს დაბეზღებისა და ხმების გავრცელება-შეგროვების აპრობირებული სისტემა; შეზღუდეს მასწავლებლის ავტორიტეტი, მოზარდებში დათესეს ფორმიან პირთან საიდუმლო ურთიერთობის მეთოდი; -წიგნი გამოცხადდა ანაქრონიზმად, წერა-კითხვა განხორციელდება ელექტრონული ტექნიკით. მოსწავლე პირველი კლასიდანვე ჩართულია მსოფლიო ინტერნეტ-აბლაბუდაში, მისი ზომბირების პროცესი გაიოლებულია და კონტროლს ექვემდებარება; -სკოლებში პედაგოგის სტატუსით შეყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ადამიანები, რომელთა განათლება და პედაგოგიური გამოცდილება გასაიდუმლოებულია. არც ისაა ცნობილი, რა მეთოდოლოგიით უნდა იმუშაონ მათ ქართველ ბავშვებთან. დაზუსტებული ინფორმაციით, ბევრ მათგანს ანკეტაში გამოცდილების გრაფა საერთოდ შეუვსებელი აქვს, განათლება კი - კოლეჯის კურსდამთავრებული უწერიათ. - ქართველი მასწავლებლები გამოცდებზე შერეკეს და მათი უმრავლესობა უვიცად გამოაცხადეს. სკოლებიდან პანტა-პუნტით ათავისუფლებენ გამოცდილ პედაგოგებს, მათს ადგილებს ან უცხოელი დესანტი იკავებს, ან ხელისუფლების მიერ მართული სუბიექტები. სასკოლო რეფორმების მთელი ეს თაიგული მიმართულია კონტროლირებადი მოზარდი თაობის ახალი ჯიშის გამოსაყვანად, რომელიც პირველივე კლასიდან ინგლისურ ენაზე იმეტყველებს და იაზროვნებს, გადაწყვეტილებებს მიიღებს დასავლური ღირებულებების გათვალისწინებით და პრიორიტეტებს სწორედ ამ ღირებულებების სასარგებლოდ გააკეთებს. ეროვნულად მოაზროვნე გამონაკლისებს მანდატურები საწყის ეტაპზევე ამოძირკვავენ, ხოლო უცხოეთიდან იმპორტირებული ინსტრუქტორები მოზარდთა გონებრივ-მენტალური ყალიბების ჩამოსხმაზე იმუშავებენ. ამ ლოგიკიდან გამომდინარე გამოდის, რომ 15 სექტემბრიდან 12 წლის შემდეგ, ანუ , როცა წლევანდელი პირველკლასელი სკოლას დაამთავრებს, საქართველო მიიღებს სრულიად ახალი ტიპის, სხვა ფასეულობებითა და ტრადიციებით მოაზროვნე პირადობის მოწმობას, რომლის ეროვნული პოტენციალი პირობითობის ფარგლებში იმერყევებს. ვის ინტერესებში შედის ასეთი მანქურთული ყაიდის თაობის გამოზრდა, ძნელი სავარაუდოა, რადგან აქ ერთდროულად ორი წრფე კვეთს ერთმანეთს: ერთის მხრივ, დასავლეთსაც აწყობს გადაგვარებული და ადვილად კონტროლირებადი, სინგაპურელი აბორიგენის მსგავსი ადამიანთა დაჯგუფების საქართველოს ტერიტორიაზე არსებობა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს ამჟამინდელ ხელისუფლებასაც აძლევს ხელს, რადგან დასავლურ კრედიტებს ამგვარი თამასუქებით გადაიხდის. შაშკინი განათლების მინისტრია. ადრე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო. პრემიერ-მინისტრობასაც უწინასწარმეტყველებენ ხოლმე პერიოდულად. თუ განათლების შესახებ დავალებას პირნათლად შეასრულებს, გახდება კიდეც. თუ არადა, საზღვარგარეთ გააგზავნიან სასწავლებლად. mms-infoagency.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  16. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg ბორატ გრიკი ევროკავშირი არაადაკვეტურად რეაგირებს აზერბაიჯანს და სომხეთს შორის გამწვავებულ ურთიერთობებზე იმ დროს როდესაც ევროპული მთავრობების უმრავლესობა საკუთარი ბიუჯეტების დასაბალანსებლად თავდაცვით ხარჯებს ამცირებს, კონტინენტზე ყველაზე ცოტა ორი ისეთი სახელმწიფო არსებობს, რომელიც პირდაპირ საპირისპიროდ მოქმედებენ: აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს ორი ქვეყანა თავდაცვაზე ხარჯებს ზრდის და ამას ისინი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აკეთებენ. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი-ყარაბახის გაყინული კონფლიქტის გამო ჩიხში არიან მოქცეულები და თუკი დანარჩენი ევროპის ლიდერები ამ საკითხს სერიოზულად არ მიუდგებიან, ისინი შესაძლოა მორიგი ცხელი კონფლიქტის მოწმენი გახდნენ. მთიანი-ყარაბახი აზერბაიჯანის პროვინციაა, მაგრამ ბაქომ მასზე კონტროლი 1993 წელს სომხეთთან ომის დროს დაკარგა. მთიან-ყარაბახთან ერთად სომეხ სამხედროებს შვიდი შერეული რაიონი აქვთ ოკუპირებული. ნახშირწყალბადის რესურსებით მდიდარი და დასავლური კომპანიების ნებიერა აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ სიტუაცია მყიფეა. ბაქოს შეუწყნარებლობაში ნაწილობრივ დამნაშავე ერთი მილიონი იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელი და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ინიცირებული დრომოჭმული სამშვიდობო პროცესია. უფრო თვითდაჯერებული, მდიდარი და $3 მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტის მქონე აზერბაიჯანი დღეს იმ კონდიციაშია, რომ მთიანი-ყარაბახის სამხედრო ძალით გათავისუფლება ნორმალურ ნაბიჯად მიაჩნია. ომის მხარდამჭერი აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების მოწოდებების ფონზე, ევროკავშირი არაადეკვატურად რეაგირებს როგორც აზერბაიჯანის ახლადაღმოცენებულ თვითდაჯერებულობაზე, ასევე რეგიონში დაძაბულობის ზრდაზე. ამის ფესვები კი იქიდან მოდის, რომ ევროკავშირი უარს ამბობს სამხრეთ-კავკასიაში უსაფრთხოებაზე სერიოზული პასუხისმგებლობა აიღოს. შედეგად, ბევრი ევროპული დედაქალაქი სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის მოსკოვთან კარგ ურთიერთობებს ამჯობინებს. ეს არ გახლავთ ახალი პრობლემა. 2008 წელს ბრიუსელმა ყური არ დაუგდო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილებას და როდესაც რუსეთმა ორი ქართული რეგიონის, აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ორ ქვეყანას შორის ომი დაიწყო, ევროპას პასუხის გაცემა გაუჭირდა. (ორი წლის შემდეგ ჩვენ კვლავ იგივე სიტუაციაში ვართ). 2008 წლის პრობლემა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობდა, რომ კონფლიქტების პრევენციასთან დაკავშირებულმა ევროპულმა მექანიზმებმა მარცხი განიცადა. ევროპამ უარი სთქვა ეთანამშრომლა სააკაშვილთან უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის საკითხებზე. ევროპელთა დიდი ნაწილი მას ცხელთავა, პრო-ამერიკელ მარიონეტად განიხილავდა, ხოლო ევროკავშირის ბევრი დედაქალაქი მოსკოვთან ურთიერთობებში მთავარ პრობლემად საქართველოსთან მზარდ კავშირებს მიიჩნევდა. თუმცა სააკაშვილის გზავნილი ევროპისადმი, რომელიც მან იმ წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე წარმოსთქვა, დღესაც მნიშვნელოვანია: სამხრეთ-კავკასიაში სტაბილურობა მოწყვლადი მანამ იქნება, სანამ რეგიონში გაყინული კონფლიქტები არ მოგვარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპამ რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი რეალობა უნდა აღიაროს, რეგიონში რომელიც ყველაფრის მიუხედავად ევროპის ნაწილია და სადაც ის მთავარი ენერგეტიკული მილსადენები გადის, რომელიც ევროპას კასპიის ნავთობსა და გაზთან აკავშირებს. ორი წლის შემდეგ, რთულია იმის თქმა რომ ევროპამ სააკაშვილის გზავნილი გაითავისა. დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ევროპელებს ანალოგიურ სიგნალს უგზავნის: აღიარეთ ვალდებულებები რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და ჩვენ არ ვიქნებით იძულებულები ჩვენს შეიარაღებულ ძალებზე ამდენი ფული დავხარჯოთ. მაშინ, როდესაც ბაქოსთან ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე საუბარი აუცილებლობადაა მიჩნეული, აზერბაიჯანელების თვალში ევროპის მიდგომა დაბალანსებული პარტნიორობას არ ასახავს. ეს უნდა შეიცვალოს, რაც სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირის, ასევე მთელი კონტინენტისთვის. ევროკავშირის ლიდერები სამხრეთ-კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებს და აზერბაიჯანის გაფრთხილებებს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ევროპის პირდაპირი და აქტიური ქმედებები რეგიონში დაძაბულობას განმუხტავდა და სომხეთს და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების რეჟიმში დააბრუნებდა. თუკი ბრიუსელი მარცხს განიცდის და კავკასიაში ახალი ომი დაიწყება, ევროკავშირის უსაფრთხოება სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. გარდა იმისა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ევროპის სამხრეთის ენერგეტიკულ დერეფანს დაემუქრება, ის გავლენას იქონიებს ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიმეტრზეც და მის წევრებს მოწყვლადს გახდის ისეთი ასიმეტრიული საფრთხეებისთვის, როგორიც კონტრაბანდა და ტერორიზმია. ამავდროულად ახალი ომი რეგიონში, კიდევ უფრო გაართულებს ევროპის და რუსეთის ურთიერთობებს. რადგან აზერბაიჯანიც და სომხეთიც ”აღმოსავლურ პარტნიორობაზე” ევროკავშირის ინიციატივის წევრები არიან, ბლოკს მშვიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ბერკეტები გააჩნია. ”აღმოსავლური პარტნიორობის” მომდევნო მაისის სამიტი ბუდაპეშტში, იმ შესაძლებლობათა პრეზენტაციას მოახდენს, რომელთა ხელიდან გაშვებაც ევროპას, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუძლია. სამხრეთ-კავკასიის უსაფრთხოება ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია. საკითხის ასე დასმა: თუ როდის შეიძლება ბრიუსელი აღარ მიუდგეს კონფლიქტებს სერიოზულად, იმის გარკვევის ტოლფასია, თუ სადამდე შეიძლება გავრცელდეს ევროპის საზღვრები. ევროკავშირის უსაფრთხოება და სტაბილურობა კონტინენტზე – მედლის ორი მხარეა. ბორატ გრიკი – ევროპული პოლიტიკის ცენტრში ტრანს-კასპიური ინიციატივის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია; ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ორიგინალი ორიგინალი
  17. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. საქართველოს მთავრობის ინიციატივის თანახმად,ცვლილებები შედის რამდენიმე კანონში. კერძოდ,“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“,“საექიმო საქმინობის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი, ვალდებული არ უნდა შევიდეს ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებაში,არ უნდა იმოქმედოს ანგარებით და პაციენტისთვის პრეპარატის დანიშვნისას. გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით,არ ექნება უფლება ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს,გამოიყენოს სადაზღვევო კომპანიის ან რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის დანიშნულება. რაც შეეხება ცვლილებებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“, დარღვევების შემთხვევაში, ექიმებისთვის კანონის 38–ე მუხლის თანახმად, პროფესიულ პასუხისმგებლობას ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. Doing Business–ის მონაცემებით, ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის, საქართველო მე–12 ადგილზეა. ეს მონაცემები გამოქვეყნდა დუინგ ბიზნესის ოფიციალურ ინტერნეტ გვედზე. დოინგ ბიზნესის კვლევა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი მიზანია გაარკვიოს, როგორია ბიზნესის წარმოების მხრივ მდგომარეობა ქვეყნებში. 54–ე ადგილზე აზრებაიჯანია, სომხეთი –48–ე. კვლევის ავტორების თქმით, წელს ყველაზე კარგი მაჩვენებელი ყაზახეთს ჰქონდა, რომელმაც შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა რეიტინგში 15 საფეხურით გაიუმჯობესა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. ახალი კანონის მიხედვით, დაბურულმინიანი ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება. 10 ნოემბამდე ყველა ასეთი ავტომობილის მფლობელმა პრობლემა უნდა გადაჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 50 ლარით დაჯარიმდება. ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა ჯდება ქარხნულად დაბურული მინების გამოცვლა და დაბურვის მოცილება. კანონით დასაშვებია უკანა ორი გვერდითა და ასევე უკანა საქარე მინის დაბურვა. წინა საქარე მინა საერთოდ არ უნდა იყოს ჩამუქებული, წინა გვერდითა მინების შუქგამტარიანობა კი 60%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ანუ კანონით, მხოლოდ 40%-იანი დაბურვაა დაშვებული. ჩამუქებულ ორ გვერდითა მინაზე დაბურვის მოცილება საშუალოდ 30-40 ლარის ღირს. წინა საქარაზე მინაზე კი 40-50 ლარი. ფასები სერვისცენტრების მიხედვით იცვლება. მაგალითად, სერვისცენტრ აუდიომიბილში ორი გვერდითა შუშის გასუფთავება– 35 ლარი, საქარე მინის კი 40 ლარი ღირს. სერვისცენტრებს შორის ფასების მაქსიმალური სხვაობა 5-10 ლარია. ეს ფასები მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური, ჩასამუქებელი ლენტის მოცილებას გულისხმობს. ავტომობილს თუ ქარხნულად დაბურული მინები აქვს და ის კანონით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, მფლობელმა აუცილებლად უნდა გამოცვალოს. საპატრულო პოლიციის ცხელი ხაზის, 022-ის ოპერატორმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, დაბურვა ქარხნულია თუ შემდგომ გაკეთებული. 10 ნოემბრიდან, პირველი გაფრთხილების შედმეგ, ყველას დააჯარიმებენ. მათე მოტორსში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ თუ ავტომობილთა ნაწილს ქარხნულად სპეციალური ჩასამუქებელი ლენტი აქვს გადაკრული, მოცილებაც შეიძლება. თუმცა, არსებობენ ავტომობილები, რომელთაც სპეციალური მუქი მინები აქვთ. ამ შემთხვევაში მინების გაღიავება ტექნიკურად შეუძლებელია. მფლობელს მინების გამოცვლა მოუწევს, რაც 200 ლარიდან 1200 ლარამდე დაუჯდება. ავტომობილების მეორად ბაზრობაზე წინა საქარე მინის ფასი 150 ლარიდან იწყება, ახლის ფასმა კი შეიძლება 600$-ს მიაღწიოს. ფასი დამოკიდებულია მანქანის მოდელსა და საქარე მინის მწარმოებელზე. გარდა ამისა, საქარე მინის გამოცვლა მინიმუმ 60 ლარი ღირს და ეს ფასიც სერვის ცენტრის მომსახურებაზეა დამოკიდებული. თითო გვერდითა მინის გამოცვლა კი 40 ლარი ჯდება. მძღოლების ის ნაწილი , რომელიც ნეტგაზეთმა გამოკითხა, ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ კარგად არ არის ინფორმირებული. მათ ნაწილს ჰგონია, რომ ჩამუქებული მინებით გადაადგილების შემთხვევაში პირველი დეკემბრიდან დააჯარიმებენ, ზოგს ეს თარიღი 15 ნოემბერი ჰგონია, ზოგმა კი ზუსტი რიცხვი არც კი იცის. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. /get_img?NrArticle=3055&NrImage=20 რაბატი, მაროკოელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მეფის პორტრეტის ფონზე მკითხველს იმაზე უნდა ვუამბო, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აფრიკაში, უფრო კონკრეტულად კი მაროკოში, ვნახე. ამ ქვეყნის შესახებ, სადაც ყველგან - საჯარო სამსახურებში (ისე, როგორც ჩვენთან), არასამთავრობო ორგანიზაციაში, სასტუმროში, რესტორანსა თუ მაღაზიაში, ქვეყნის ხელმწიფის პორტრეტია გამოფენილი, ამბობენ, რომ დემოკრატიულია- ასე ფიქრობენ როგორც ის მაროკოელები, ვისაც ბოლო ექვსი დღეა ვუსმენდი, ასევე მაროკოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. აქ მეფე ყველას უყვარს. მაროკოში წასვლის წინ ვფიქრობდი, რომ ძალიან განსხვავებულ ცივილიზაციას გავეცნობოდი. სწორედ ამიტომაც მოვინდომე იმ კავკასიელი ჟურნალისტების ჯგუფში მოხვედრა, რომლებიც, ევროკავშირის მხარდაჭერით, მაროკოში მიემგზავრებოდნენ. ბათუმიდან კასაბლანკამდე, მაროკოს ყველაზე დიდ ქალაში ჩასვლამდე, 20 საათი გზაში დავყავი. კიდევ საათნახევარი მიკროავტობუსს დასჭირდა რაბატამდე, მაროკოს დედაქალაქამდე. პირველი ვიზიტი ევროკომისიის წარმომადგენლობაში გვქონდა. აქ გვითხეს, რომ ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, მაროკოს ყველაზე პრივილეგირებული სტატუსი აქვს. და ეს იმის გამო კი არა, რომ ევროპას მაროკოს ბაზარი აინტერესებს ან მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა... უბრალოდ, ეხმარებიან იმისთვის, რომ ქვეყანა პროგრესულია და დემოკრატია ვითარდება. ყოველ შემთხვევაში, წარმომადგენლობაში ასე გვითხრეს. ჩემი პირველადი შთაბეჭდილება მაროკოში ევროკომისიის წარმომადგენლების შეფასებას თითქოს დაემთხვა: რაბატას ქუჩებში ჩადრიანი თუ თავსაფრიანი ქალები მართავენ მანქანებს. სხვაგან ვხედავ ჯინსებში ჩაცმულ გოგონებს, ყოველგვარი თავსაფრის გარეშე. მომეჩვენა, რომ ძალიან მოდურია მოტოციკლეტით ქროლა, უკან შემოსმული გოგონებით... აი ასე, მუსლიმანურმა ქვეყანამ ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებს კარები ფართოდ გაუღო. ვაღიარებ, ეს შთაბეჭდილება ქალების ჩაცმულობამ გამიჩინა. მეორე ვიზიტი, თუ ზუსტად მახსოვს, ოჯახის სამინისტროში გვქონდა (ეს არ არის სრული სახელწოდება, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს). ნაუზა სკალლი _ მინისტრმა ქალმა გვიამბო, თუ როგორ შეიცვალა მისი ქვეყანა ბოლო 10 წლის განმავლობაში: აიკრძალა 18-წლამდე გოგონების გათხოვება, ქალებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიმართონ განქორწინების თხოვნით. მამაკაცს არ შეუძლია მეორე ცოლი პირველი ცოლის თანხმობის გარეშე შეირთოს (თუ ქალი წინააღმდეგია, ქმარს შეუძლია განქორწინება მოითხოვოს სასამართლოში). გვითხრეს ისიც, რომ მაროკოში მრავალცოლიანობა იშვიათი შემთხვევაა. კიდევ ის, რომ პარლამენტში ადრე ორი ქალი იყო, ახლა 25 ქალი ჰყავთ, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში კი 3428 ქალია არჩეული. კიდევ რა? _ 7 ქალი მინისტრი ჰყავს მაროკოს. მოკლედ, ქალი და მამაკაცი თანასწორია. მინისტრმა, რომელმაც გვითხრა, რომ 40 წელი იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, იმდენად იდეალური სურათი დახატა, ევროპასაც შეშურდებოდა. მინისტრის უკან, კედელზე მეფე მუჰამედ VI იცქირებოდა და ქალბატონმა მინისტრმაც რამდენჯერმე საგანგებოდ აღნიშნა, რომ მაროკოში ყველა სიკეთე პროგრესული მეფის წყალობაა. მეფის პროგრესულობაზე ევროკომისიის წარმომადგენლობაშიც ხაზგასმით გვითხრეს. ამ შეხვედრაზე ჩვენთან ერთად იყო ადგილობრივი ჟურნალისტი. შეხვედრის დასრულებისთანავე ჰიჩამ ჰოუდაიფამ გვითხრა, რომ მინისტრი ბევრ რამეს იტყუება - რომ ამ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, რომ მას დაუხურეს გაზეთი, რომ ყველა რედაქციაში მუშაობს ოფიციალური ცენზორი და ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, გაზეთის გამოშვებას კანონი კრძალავს... ამის შესახებ მინისტრს კითხვები ვერ დავუსვით, ის უკვე დარბაზიდან გასული იყო. შემდეგი ვიზიტი მაროკოს ომბუდსმენთან (ეს სახელწოდებაც არ არის სრული) გვქონდა. ომბუდსმენის ოფისში იმაზე ისაუბრეს, თუ რა სიკეთე მოუტანა კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ქვეყანას. ომბუდსმენმა ყველაზე დიდი დრო ერთ საკითხს დაუთმო: მუჰამედ VI-ის გამეფებისთანავე სახელმწიფომ აღიარა, რომ 1970-იან წლებში 730 ადამიანის _ პოლიტიკური მოწინააღმდეგის, რევოლუციონერების გაქრობა მისი «დამსახურება» იყო. ომბუდსმენმა ისიც თქვა, რომ არაფერი სმენია იმ ჟურნალისტის დაკავებაზე, რომელსაც 6 წელი მხოლოდ იმისთვის მიუსაჯეს, რომ დაწერა _ «მეფე ავად არის». ომბუდსმენმა ახლანდელ მაროკოში პოლიტპატიმრების არსებობაც კატეგორიულად გამორიცხა. მისი აზრით, ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს არ აპატიმრებენ და ვისზეც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ისინი უფრო ტერორისტები არიან. ომბუდსმენის საკონფერენციო დარბაზში მეფის პორტრეტი ვერ დავინახე. ეს ამბავი გამიკვირდა კიდეც და არც გამკვირვებია, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როცა ჩანაწერების ბლოკნოტიდან თავი ავიღე, მეფის პორტრეტი ომბუდსმენის ზურგს უკან იდგა. იქვე იყო მისი მამაც, ცოტა უფრო მომცრო ზომის ჩარჩოში (წამოსვლის წინადღით ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაარკვია, რომ მეფის პორტრეტი ყველგან უნდა იყოს. ამას კანონი ითხოვს). მაროკოში ყოფნის დროს ყველაზე მძიმე შეხვედრა ნაჯია ადიბთან გვქონდა. ეს ქალბატონი ბავშვთა უფლებებზე მუშაობს. სწორედ მისგან გავიგეთ, რომ რაბატასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიურად ათასამდე ბავშვს აუპატიურებენ. ნაჯია ადიბიმ საშინელი კადრები გვაჩვენა და სასტიკი ისტორიები მოგვიყვა. მისი გმირები წელიწადნახევრის ბავშვებიც კი იყვნენ. ერთ-ერთი მოძალადე კი მოსამართლე იყო, რომელიც არ დასაჯეს. ნაჯია ადიბიმ გაიხსენა ის შემთხვევაც, როცა ბავშვთა სახლის დირექტორი რამდენიმე ბავშვის გაუპატიურებაში ამხილეს. მას სასამართლომ 20-დღიანი სასჯელი მიუსაჯა. ჟურნალისტის ემოციურ კითხვაზე _ მეფე რას აკეთებს, პასუხი ასეთი იყო: მეფე რა შუაშია, ეს საზოგადოების პრობლემაა. ნაჯია ადიბის ერთ-ერთი ჩვენი მასპინძელი გმირს უწოდებს. ნურდინ ხამალიმ, რომელიც პოლიტპატიმარი იყო, მითხრა, ადიბიმ ბავშვთა უფლებებზე მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, როცა პედოფილია მის შვილს შეეხო: «მანამდე ამ საკითხზე ღიად არავინ საუბრობდა, ახლა ამ თემაზე პრესაშიც კი შეიძლება წერა. ნაჯიას არასამთავრობო ორგანიზაციის დამსახურებაა, რომ ბოლო დროს მოსამართლეები პედოფილიაში მხილებულებს უფრო მკაცრად სჯიან». ჩვენი ჩამოსვლის მეორე თუ მესამე დღეს მაროკოს საქართველოს პრეზიდენტიც ესტუმრა. არ დავინტერესებულვარ, რა ტიპის ფორუმში იღებდა მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობას. იმის დაზუსტება ნამდვილად ვცადე, შეხვდა თუ არა მას მაროკოს მეფე, მაგრამ ვერაფერი გავიგე... ისე, მაროკოში ისიც გვითხრეს, რომ მუჰამედ VI ხალხის წინაშე წელიწადში ორჯერ ან სამჯერ გამოდის, ცხადია ტელევიზიით... სამეფო ოჯახის შესახებ ნებისმიერი სხვა ინფორმაცია დახურულია. და კიდევ, რაბატაში არის ნამდვილი ბაზარი, სადაც სრულ სიბინძურეში უამრავი თვალისმომჭრელი ნივთი იყიდება და ყველა ჯიხურის შესასვლელთან ფრანგულად გეპატიჟებიან. ასე მგონია, მაროკოში ყველა ლაპარაკობს ფრანგულად. კიდევ რა დამამახსოვრდა რაბატაში? ადამიანები, რომლებიც აშკარად სიღარიბეში ცხოვრობენ, მაგრამ გიღიმიან და მზად არიან, დაგეხმარონ; ის, რომ არის ძალიან ლამაზი, ძველი უბანი, ყველაზე ვიწრო ქუჩებით, რაც კი ოდესმე მინახავს. აქ თითქმის ყველა სახლს ლურჯი რკინის კარები აქვს. ლურჯი ფერი მაროკოში ბედნიერებასთან ასოცირდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. /get_img?NrArticle=3054&NrImage=20 ფოტო: გვანცა კორძახია ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრებს არ ექნებოდათ უფლება, შვილის მკვლელების დასჯა მოეთხოვათ. ცვლილებებით, რომელიც ერთი თვის წინ შევიდა ძალაში, გირგვლიანის მშობლები ვეღარ გაასაჩივრებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს სხვა ინსტანციებში. «ჩვენ, როგორც დაზარალებულ მხარეს, უფლება გვქონდა, თითოეულ სხდომაზე განცხადებები გაგვეკეთებინა, მოგვეთხოვა და წარგვედგინა მტკიცებულებები; გვქონდა უფლება, გამოძიების შედეგებს და საქმის მასალებს გავცნობოდით. მაგალითად, მოვითხოვეთ - მკვლელობის ღამეს სუფრაზე მსხდომი პირების სატელეფონო ზარების ამონაბეჭდი”, - ამბობს გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე. ახალი საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაზარალებული მხარეს აღარ წარმოადგენს. იურისტების თქმით, დაზარალებულის ახალი სტატუსი სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. შავგულიძე ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე ”საბოლოოდ, ჩვენ, დაზარალებულმა მხარემ შევქმენით სურათი, სადაც ნათლად დავანახეთ საზოგადოებას გამოძიებისა და სასამართლოს პროცესების დროს გამოვლენილი დარღვევები. პროცესის მონაწილე მხარე რომ არ ვყოფილიყავით, ამ სურათის შექმნა და შემდეგ საქმის ევროპის სასამართლომდე მიტანა ძალიან გაგვიჭირდებოდა». ცვლილებების მიხედვით, «დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა»– სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება– დაზარალებულის ახალი სტატუსი. კანონის მიხედვით, დაზარალებულს წაერთვა უფლება, იყოს პროცესის მონაწილე მხარე. შესაბამისად, ის ვერც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას შეძლებს. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, ახალი კანონის მიხედვით, მხოლოდ ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს აქვთ. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აშშ–სა და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს მაგალითზე შევიდა. აღნიშნული ცვლილების პოზიტიურ მხარედ მთავრობა იმას ასახელებს, რომ ბრალდებულს ერთდროულად ორ ბრალმდებელთან – პროკურორთან და დაზარალებულთან– პაექრობა აღარ მოუწევს. «დაზარალებული არის პიროვნება, რომელსაც უშულოდ მიადგა ზიანი და მას იმის უფლება მაინც უნდა მიეცეს, თავისი პოზიცია ან მოთხოვნა დააფიქსიროს – რას ითხოვს მართლმსაჯულებისგან », – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მიხო ღოღაძე. ამავე ორგანიზაციის წევრი გაგი მოსიაშვილი კი ამბობს: „ ნორმა –დაზარალებული მხარედ აღარ ჩაითვალოს, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მისაღებია, თუმცა არ ვიცი, ეს ფაქტი ქართული საზოგადოების მხრიდან აღქმული როგორ იქნება. აღქმაში იმას ვგულისხმობ, რომ თუ დაზარალებულის მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული ისე, როგორც მას უნდა–მაგალითად, თუკი შვილის მკვლელი ისე არ დაისჯება, როგორც დაზარალებულ მხარეს უნდა და ის სახელმწიფოს მხრიდან სამართალს ვერ მიაღწევს, ამან შესაძლოა, სხვა დანაშაულისკენ უბიძგოს დაზარალებულს”. დაზარალებულის ინტერესებს, ახალი კანონით, პროკურორი იცავს, შესაბამისად, დამნაშავის დასასჯელად შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნა მხოლოდ პროკურორს აქვს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 680-დან 333 მუხლამდე შემცირდა. საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ კოდექსი იმდენად მარტივ ენაზეა დაწერილი, რომ ის იურიდიული განათლების არმქონე მოქალაქეებისთვისაც ადვილად აღსაქმელია. ამ ცვლილებებით, პროკურორს ასევე მიენიჭა უფლება, ნებისმიერ დანაშაულზე საქმე აღძრას და შეწყვიტოს, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით. „ასეთ დროს სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტულ პირზე შეიძლება პროკურორმა არც დაიწყოს. არ ვიცით, რამდენად იქნება სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი დაზარალებულის უფლების დაცვა. რა იქნება ეს საჯარო ინტერესები, ესეც ბუნდოვანია და გაურკვეველი“,–ამბობს იურისტი გაგი მოსიაშვილი. მიხო ღოღაძე საჯარო ინტერესს და ამ ინტერესით ხელმძღვანელობას ასე განმარტავს: „თუკი, მაგალითად, ექიმი, რომელიც ერთადერთი კარგი სპეციალისტია თავის დარგში და მისი, როგორც ექიმის არსებობა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მან, ამავე დროს, ჩაიდინა დანაშაული, პროკურორს შეუძლია იხელმძღვანელოს სწორედ ამ საჯარო ინტერესით და მის მიმართ საქმე არ აღძრას.” ძველი კანონის მიხედვით კი, გამომძიებელიც და პროკურორიც ვალდებული იყვნენ, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის ნებისმიერ შემთხვევაში საქმე აღეძრათ. “არავინ იცის, სინამდვილეში, რას მოიტანს ეს ცვლილება და კონკრეტულ შემთხვევებში, რა გახდება საჯარო ინტერესი პროკურორისთვის. ამან შესაძლოა, მძიმე დამნაშავეს პასუხისმგებლობა თავიდან აარიდოს»,– ამბობს მიხო ღოღაძე. ნეტგაზეთმა იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ, სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარეს და საპროცესო კოდექსის კანონპროექტის თანაავტორს, ოთარ კახიძეს სთხოვა განემარტა, რა შეიძლება ჩაითვალოს საჯარო ინტერესად. კონკრეტული პასუხი ნეტგაზეთმა იუსტიციის სამინისტროდან ვერ მიიღო, თუმცა სამინისტროს მიერ მოწოდებულ საპროცესო კოდექსის მიმოხილვაში ეს ცვლილება ასეა განმარტებული: „პროკურორი აღიჭურვება უფლებით, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუკი აღნიშნული არ შეესაბამება სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკას. მოცემული პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდება, სადაც დანაშაულის სტატისტიკისა და კრიმინოლოგიური კვლევების გათვალისწინებით, გაიწერება პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები (აღნიშნული ნაწილი იქნება საზოგადოებისათვის სრულად ხელმისაწვდომი) და ცალკეული დანაშაულების მიმართ პროკურატურის მოქმედების კონკრეტული სტრატეგია. აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს პროკურატურას, გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, გონივრულად გადაანაწილოს სახელმწიფოს ლიმიტირებული რესურსები ამ მიმართულებით და აამაღლოს დევნის წარმოების ხარისხი და ეფექტურობა.“ ახალი კოდექსით, გაუქმებულია ეჭვმიტანილის ინსტიტუტიც და პირი დაკავებისთანავე ბრალდებულად ითვლება. ნეტგაზეთის კითხვას – არღვევს თუ არა უდანაშაულობის პრეზუმპფციას ის ფაქტი, რომ პირი დაკავებისთანავე ბრალდებულად იწოდება – იუსტიციის სამინისტრომ ასე უპასუხა: „ეჭვმიტანილის ინსტიტუტის ამოღება არათუ აუქმებს, არამედ ამყარებს უდანაშაულობის პრეზუმპფციას. ეჭვმიტანილად პირის ცნობა და დევნის დაწყება ხდებოდა მაშინ, როდესაც ბრალდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. ახალი კოდექსით კი, ასეთ შემთხვევაში დევნა არ იწყება. ახალი კოდექსის თანახმად, თუკი პირის მიმართ არსებობს „დასაბუთებული ვარაუდი“, მისი დევნა დაიწყება, შესაბამისად, ის უკვე ბრალდებულად შეიძლება ჩაითვალოს.“ ახალი კანონის კიდევ ერთ მუხლს აპროტესტებენ ადვოკატები, რასაც, მათი თქმით, ადვოკატების თავისუფლად მოქმედების შანსებს მინიმუმადე ამცირებს–«ადვოკატი თვითონ ვეღარ ასაჩივრებს, ვერც შუამდგომლობას დააყენებს. მაშინ, როცა საჩივრის შეტანა და ყველა ეს მოქმედება არის ადვოკატის ყოველდღიური საქმიანობა. ადვოკატი იძულებულია, ყველა საჩივარი პატიმარს შეუტანოს და ხელმოწერით დაამოწმებინოს. ეს ადვოკატისთვის დაცვის შესაძლებლობას ხელოვნურად აფერხებს», –ამბობს შალვა შავგულიძე. ნეტგაზეთის კითხვას – რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ცვლილება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უპასუხა: „ბუნებრივია, რომ საჩივარზე აუცილებელია პატიმრის ხელმოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, წარმოიშვას გაუგებრობა - ასახავს თუ არა საჩივარი რეალურად მის ინტერესებს.“ საიას იურისტი მიხო ღოღაძე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კიდევ ერთ ცვლილებას ასახელებს უარყოფითად: «თუკი ძველი კანონით, პირს ზეპირი მოსმენის შემდეგ უხსნიდნენ ან არ უხსნიდნენ ნასამართლეობას, ახალი კანონის შესაბამისად, პირს ევალება ყველა საჭირო დოკუმენტაცია სასამართლოს გადასცეს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას სასამართლო სასჯელმოხდილი პირის უნახავად და მასთან გასაუბრების გარეშე გამოიტანს»,–ამბობს საიას იურისტი. ახალი საპროცესო კოდექსის ნოვაციაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებაც, რომლის მიზანია, ბრალდებულს მიეცეს შესაძლებლობა, მისი დანაშაულის საკითხი, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად, საზოგადოების რიგითმა წევრებმა გადაწყვიტონ. აღნიშნული ინსტიტუტის ამოქმედების მიზანი, ასევე, სასამართლოსადმი ნდობის ხარისხის გაზრდა და პროცესის გამჭვირვალობაა. შეიცვალა, ასევე, გირაოს მინიმალური ოდენობაც და 2000 ლარის ნაცვლად, 1000 ლარია. აღნიშნული კოდექსითვე, თუკი მოქალაქე დანაშაულის მოწმე გახდება, მას ჩვენების მიცემას ვერც პროკურორი დაავალდებულებს და ვერც გამომძიებელი. იმ შემთხვევაში, თუ პირი საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, მაშინ შესაძლებელია, გამომძიებელმა და პროკურორმა ის უბრალოდ გამოკითხონ. სავალდებულო გამოკითხვა კი მოწმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ მას სასამართლო პროცესზე დაიბარებენ. კოდექსის ეს მუხლი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შევა ძალაში. მანამდე კი ისევ ძველი კანონის შესაბამისად, მოწმე ვალდებული იქნება, გამოცხადდეს როგორც პროკურორთან, ასევე გამომძიებელთან და მისთვის ცნობილი ფაქტები გაამხილოს. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან კიდევ ერთი მუხლი შევა ძალაში –ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თბილისის გარდა, ქუთაისშიც ამოქმედდება. საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი 2009 წლის ოქტომბერში მიიღო , რომელიც ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბერს შევიდა. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს. ოპონენტების აზრით კი, ახალი კოდექსის ზოგიერთი მუხლი ქვეყნისთვის უკანგადადგმული ნაბიჯია. კოდექსის შემუშავებაზე მუშაობდნენ სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის: უზენაესი სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისუფლების ინსტიტუტი, ევროპის საბჭო, ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია საქართველოში (EUJUST-THEMIS), აშშ-ს საელჩო, ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, გერმანიის ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის საზოგადოება. სრული ინფო(netgazeti.ge)
  22. გსურთ, ცნობილი დმანისელი გოგონას სახელის შერჩევაში მონაწილეობა მიიღოთ? საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმა ზეზვა და მზიას შვილის სახელის შერჩევაზე კონკურსი დაიწყო. კონკურსი სოციალურ ქსელ ფეისბუქზე სახელმწიფო მუზეუმის გვერდზე გამოცხადდა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დმანისელი გოგონასთვის სახელი მოიფიქროს და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფეისბუქის გვერდზე დაპოსტოს. დმანისელი ოჯახი ე.ი ჰომოგეორგეკუსის ოჯახი პირველი ჰომინიდების ჯგუფია, რომელიც 1.8 მილიონი წლის წინათ დასახლდა ევროპაში. ზეზვასა და მზიას შვილის რეკონსტრუირებული ფიგურა მსოფლიოში განთქმულმა ფრანგმა მოქანდაკემ ელიზაბეტ დეინისმა შექმნა. იდეების გაზიარება ნებისმიერ მსურველს, გარდა facebook-ის გვერდისა, მუზეუმის ელექტრონულ მისამართზეც შეეძლება (info@museum.ge). სრული ინფო(netgazeti.ge)
  23. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა,დიმიტრი შაშკინმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომის შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა. შაშკინის განცხადებით, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსი) არ დაიხურება. უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლების ოპტიმიზაციის პროგრამაში მოყვა. პროგრამის მიხედვით, მინისტრის განცხადებით, მოხდება თეუსუსა და თსუს (ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მატერიალური ბაზის შერწყმა, იმისათვის, რომ თეუსის ფინანსური პრობლემები მოგვარდეს. ,,ხდება უნივერსიტეტის ოპტიმიზაცია, მატერიალური ბაზის შერწყმა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ფინანსურად, იმისათვის რომ ეს ფინანსური პრობლემები, რომლებიც აქვს თეუსუს, იყოს მოგვარებული’’, - განმარტა დიმიტრი შაშკინმა. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოპტიმიზაციის შესახებ დადგენილების პროექტი დღეს დიმიტრი შაშკინმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დღის წესრიგში წერია, დადგენილება, ამ უნივერსიტეტების ოპტიმიზაციის გარდა , შპს საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის ლიკვიდაციის წარმოების დაწყებას გულისხმობს. ნეტგაზეთისათვის ჯერ უცნობია, მოხდა თუ არა მთავრობის სხდომაზე განათლების მინისტრის დადგენილების დამტკიცება. მთვარობის სხდომები მედიისათვის დახურულია, ხოლო მთავრობის პრესსპიკერი ნიკო მჭედლიშვილი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. თსუ და თეუსის გარდა, უნივერსიტეტების ოპტიმიზაციის პროგრამაში კიდევ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი მოყვა. დადგენილებების მიხედვით, მოხდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის რეორგანიზაციაც, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთება, წნორის კოლეჯისა და იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება. თეუსის თსუ-სთან ოპტიმიზაციის საკითხი დღეს თეუსის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან განიხილეს. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით, მათი უფლებები ირღვევა. დღეს თეუსუში ლექციები არ ჩატარებულა. სტუდენტები ამბობენ, რომ მათთვის არ არის ცნობილი, ჩატარდება თუ არა ლექციები ხვალ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  24. როგორც გაზეთ «ბათუმელებისთვის» გახდა ცნობილი, ჯაშუშობისთვის დაკავებულთა უმეტესობა შპს «სეი ბოლდ»-ის ბათუმის ოფისის თანამშრომელია. ჰოლანდიური კომპანია «სეი ბოლდ»-ი საერთაშორისო ბიზნესწრეებში ცნობილი კომპანიაა. ორგანიზაციას ოფისი ბათუმში ე.წ. «გოროდოკის» ტერიტორიაზე აქვს. ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი კი არმენ გევორქიანია. საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით ორი მოქალაქის დაკავების შესახებ პირველი ინფორმაცია გაზეთმა «ბათუმელებმა» 20 ოქტომბერს გაავრცელა. 29 ოქტომბერს კი სააგენტო «როიტერმა», ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, 20-მდე პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, 15 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში «სეი ბოლდ»-ის ოფისი დაილუქა, დოკუმენტები ამოიღეს, ხოლო თანამშრომელთა უმეტესობა დააპატიმრეს. მოგვიანებით კი რიგითი თანამშრომლები გაათავისუფლეს. პატიმრობაში რჩებიან ფირმის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი არმენ გევორქიანი და მისი მოადგილე რუბენ შახოიანი. პატიმრობაში რჩებიან ასევე ცნობილი ბიზნესმენის, გარდაცვლილი ოლეგ გალოგრეს ძმა რუსლან გალოგრე და ბათუმელი ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე. გევორქიანს და შახოიანს ბრალი 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სამშობლოს საწინააღმდეგოდ შპიონაჟს ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატი ნანა წულაძე აცხადებს, რომ საქმეში, ჯერჯერობით, ბევრი რამ არის გაურკვეველი და კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს: «როგორც კი რაიმე კონკრეტული გაირკვევა, პირველ რიგში, «ბათუმელებს» მოგაწვდით ინფორმაციას». ბათუმში კომპანია «სეი ბოლდ»-ი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გამოჩნდა. კომპანია, ძირითადად, საბროკერო და გადაზიდვების მომსახურებას ეწეოდა. როცა ბათუმიდან კასპიის ნავთობის გადაზიდვა დაიწყო, გადაზიდვების მომსახურებას «სეი ბოლდ»-ი და ცნობილი ბიზნესმენი ჯებრაილ ხანგოშვილი ახორციელებდნენ. როგორც კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა «ბათუმელებთან» აღნიშნა (მან ვინაობის გამხელა არ ისურვა), გევორქიანმა მაშინ ხანგოშვილის ”ჩაძირვა” შეძლო: «გევორქიანი გახდა სომხური დიასპორის ხელმძღვანელი. იგი დაუახლოვდა ასლან აბაშიძეს და ამის შემდეგ გადაზიდვების ბიზნესში, ფაქტობრივად, მონოპოლისტი გახდა. იგი აბაშიძის ერთ-ერთი ძირითადი დამფინანსებელიც იყო». აჭარის რევოლუციის შემდეგ გევორქიანს რეპრესიები არ შეხებია. მართალია, ბაზარზე მონოპოლისტური მდგომარეობა დაკარგა, მაგრამ ფირმა საქმიანობას აგრძელებდა. საქმიდან გამომდინარე, გევორქიანს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა კასპიის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ბუნებრივია, რუსებთანაც. სწორედ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდება აქვთ წაყენებული მას და მის სავარაუდო თანამზრახველებს. არაოფიციალური ინფორმაციით, შპიონაჟში ბრალდებულები საქართველოს ძალოვან უწყებებში აგროვებდნენ ინფორმაციას ტენდერებისა და შესყიდვების თემაზე. ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი ჰქონდათ «სეი ბოლდ»-თან დევრიშაძესა და გალოგრეს. დაკავებულთა ოჯახებში ამბობენ, რომ მათ არაფერი იციან. პეტრე დევრიშაძე ბიზნესარენაზე აჭარის რევოლუციის შემდეგ გამოჩნდა. მან ქალაქის ცენტრში უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა. პრესისთვის ის ცნობილი 2008 წლის დასაწყისში გახდა. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და პუშკინის ქუჩის ¹13-ში მდებარე 2700 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 275 ათას დოლარად შეისყიდა. დევრიშაძემ მშენებლობის დაწყება 2008 წლის აგვისტოს ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ მოახერხა. არაოფიციალური ინფორმაციით, დევრიშაძის ბიზნესს ჩინოვნიკი ლობირებდა. საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ 20 აგენტის დაკავების შესახებ ინფორმაცია ბევრმა უცხოურმა მედიასაშუალებამ უკვე გააშუქა. ამის შესახებ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, თუმცა დღემდე კომენტარი არ გაუკეთებია ვანო მერაბიშვილის უწყებას. სააგენტო «ინტერპრესნიუსი» ავრცელებს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დაკავებულთა შესახებ შსს საჯარო კომენტარს 5 ნოემბერს გააკეთებს. პარალელურად ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის ეთერში გადის დოკუმენტური ფილმის _ «ენვერის» ანონსი, რომელიც ოქტომბერში დაკავებული აგენტურული ქსელის მოქმედებას შეეხება. «ბათუმელებმა» დღემდე მხოლოდ რამდენიმე დაკავებულის ვინაობის დადგენა მოახერხა, სავარაუდოდ, ყველა დაკავებული ბათუმელია. სრული ინფო(netgazeti.ge)
×
×
  • შექმენი...