planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
რამდენიმე ადამიანი გამოეხმაურა განცხადებას პეინტბოლის ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მიღების შესახებ. პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა მოთამაშეები მიხვდნენ, მოწინააღმდეგე ნამდვილ ტყვიას ესროდა. View the full article
-
ღორის გრიპის ახალი ტიპი გავრცელდა სინგაპურში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სადაც ერთხელ უკვე აცრილი ადამიანებიც დასნეულდნენ.… ლინკი მედიანიუსზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gamkrelidzedaalasania-150x150.jpg,,ახალი მემარჯვენეების’’ ლიდერმა დავით გამყრელიძეს განცხადებით, შესაძლოა ახალი საარჩევნო კოდექსი იქნას მიღებული. როგორც ჟურნალისტებს გამყრელიძემ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლების მხრიდან მიიღეს პირობა, რომ გადახედავს ყველა პოზიციას აღნიშნულ საკითხზე. მისი თქმით, კარი ღია რჩება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისათვის და მათ მიეცემათ საშუალება ნებისმიერ დროს შეუერთდნენ სამუშაო ჯგუფს. ,,შეხვედრები იქნება გამჭვირვალე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაზე ხდება შეთანხმება და რაზე ვერ’’, – აღნიშნა გამყრელიძემ. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრებს, ის კვირაში ერთხელ შეიკრიბება და მასში ჩართული იქნებიან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობდნენ. შემდეგი შეხვედრა ცენტრაულ საარჩვენო კომისიის შენობაში მომავალი კვირის ოთხშაბათს გაიმართება. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/alasania111-150x150.jpg,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს ალასანიამ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღეს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განისაზღვრა კონკრეტული გეგმა საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით როგორ უნდა წარიმართოს სამუშაო შეხვედრები და ის საკითხები, რომლებიც აღელვებს რვა პარტიას. მისი თქმით, მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება, რომ სამუშაო პროცესში ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალა წარადგენს საკუთარ წინადადებებს კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ,,ღიაა კარი საკითხების განხილვისთვის და ამ საარჩევნო კოდექსის ცვლილებით მოხდება ძირფესვიანი შეცვლა საარჩევნო გარემოსი’’, განაცხადა ალასანიამ. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/mecnierebata-akademia-150x150.jpgსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე, ამავე აკადემიის პრეზიდენტმა თამაზ საყვარელიძემ აკადემიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თამაზ გამყრელიძის განცხადებით, მომავალი წლისთვის ორი კონფერენცია იგეგმება: ,,მაცნიერება და რელიგია” და ,,ფიზიკის და მედიცინის დამოკიდებულება”. მისივე თქმით, მეცნიერებათა აკადემია აპირებს შეისწავლოს საქართველოდან წასული ქართველი მეცნიერების ცხოვრება და გამოუშვას წიგნი მათ შესახებ. ასევე იგეგმება ისტორიის მეცნიერების დარგში გამსვლელი სესია და სკოლაში, უფროსკლასელთათვის ნანომეცნიერების და ნანოტექნოლოგიის დარგში სემინერების წაკითხვა. დღევანდელ სხდომაზე, 2010 წლის მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიებიც გაიცა. მეცნიერებს გადაეცათ ივანე ჯავახიშვილის, ილია ვეკუას, ვახუშტი ბაგრატიონის, იოველ ქუთათელაძის, ნიკო კეცხოველის, ივანე თარხნიშვილის, გრიგოლ მუხაძის, გიორგი ჩუბინიშვილის და გიორგი მელიქიშვილის სახელობითი პრემიები. ასევე ფულადი თანხა 3000 და 5000 ლარის ოდენობით. დაჯილდოვდა 30-ზე მეტი მეცნიერი. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/auqcioni11-150x130.jpgდღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 8 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 29 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 10.220%–ით განისაზღვრა. იხილეთ epn.ge
-
ნეთგაზეთთან საბრისას, #149 საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია გიორგაძემ განაცხადა, რომ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო დაბარებული მოსწავლეების გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ვის შეხვდა გიორგაძე სამინისტროში და რა საკითხებზე ისაუბრეს მათ? - ეს შეკითხვები ნეტგაზეთმა 149-ე საჯარო სკოლის დირექტორს დაუსვა. ქალატონო მაია, იყავით დღეს სამინისტროში? კი, ვიყავი. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დირექტორებს, რომლებიც სამინისტროში იყვნენ, თან ჰქონდათ მოსწავლეებისა და მშობლების ახსნა-განმარტებითი განცხადებები, თუ რატომ გააცდინეს მოსწავლეებმა გუშინ სკოლა. თქვენ რა დოკუმენტაცია მიიტანეთ სამინისტროში? მე მივიტანე ჟურნალის გვერდების ასლი, სადაც დაფიქსირებული მქონდა, ვინ ესწრებოდა გაკვეთილებს და ვინ – არა. ვინც არ ესწრებოდა, ამაზე იმავე დღეს იყო დამრიგებლისგან რეაგირება. შევამოწმეთ, რომ ბავშვები ნამდვილად იყვნენ სახლში, ყოველ შემთხვევაში, სადაც იყვნენ და როგორც იყვნენ, მშობლებმა იცოდნენ. ამიტომ მოვითხოვეთ მშობლებისგან ახსნა-განმარტება, ამას ოფიციალური სახე რომ ჰქონოდა და სამინისტროში წავიღე. სამინისტროში პირადად ვის შეხვდით? გენინსპექციას. ირაკლი ანდრიაშვილს, სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს? დიახ. მოგთხოვათ მან, რომ ხელი მოგეწერათ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თქვენ დატოვებდით თანამდებობას? იცით, რა იყო? – ასეთი რაღაც, რახან მოსწავლეებმა აქციაში მონაწილეობა მიიღეს, ასეთი დირექტორები არ უნდა მუშაობდნენ თანამდებობაზეო. სხვა რომელი სკოლების დირექტორები იყვნენ? არ ვიცი, მე მარტო შევედი. კიდევ თუ დაგიბარეს? არა. ანუ, თქვენ უარი თქვით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერაზე? მათი მხრიდან რაიმე დაძალება ან კამათი ამის თაობაზე არ ყოფილა? იცით, ახლა გენინსპექცია როგორ მოიქცევა, ამაზე ყველამ თავად უნდა გააკეთოს დასკვნა. რას გულისხმობთ? რა ვიცი, შემდეგი ქმედებები რა იქნება, ვნახავთ, გამოჩნდება. დღეს რა იყო, ამაზე გეკითხებით? დღეს იყო ის, რომ მე ვამტკიცებდი და მივიტანე დოკუმენტები, რომ ჩემი მოსწავლეები არ ყოფილან აქციაზე. თუ დაიჯერეს მათ ეს? არა, არ დაიჯერეს. თუ არ დაგიჯერეს, მაშინ არ მოგთხოვეს, რომ დაგეტოვებინათ თანამდებობა? კი, მითხრეს, მაგრამ მე უბრალოდ ჩემს პოზიციაზე ვარ. ამას, თქვენი აზრით, არ მოყვება გაგრძელება? ალბათ, ვნახოთ… ქალბატონო მაია, თქვენ გუშინაც იყავით სამინისტროში და დღესაც, რატომ მიხვედით? გუშინ შეუძლოდ გავხდი და გამოვედი. დამირეკეს და დამიბარეს. რისთვის გიბარებდნენ? რა გითხრეს? რას ფიქრობ? რა გადაწყვეტილებას ღებულობ, მოსწავლეები რომ იყვნენ აქციაზე წასული? და მე ვუმტკიცებ, რომ არ იყვნენ, მაინც არ იშლიდნენ და მეკითხებოდნენ, რა გადაწყვეტილებას ღებულობო? სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/image002-150x150.jpgგამოვიდა ჟურნალ “ავერსის” ახალი ნომერი. ჟურნალის ნოემბრის (10) ნომერში იხილეთ: ∙ შაქრიანი დიაბეტი ∙ დიაბეტი ტიპი 2 ∙ შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა ∙ სანამ ჩვილს ნევროლოგთან წაიყვანდეთ ∙ შეაფასეთ ბავშვის განვითარება ∙ პატარების მოტყუება ნებადართულია ∙ სკოლის სასადილოები ∙ უსაფრთხოა თუ არა კონსერვირება ∙ იოდდეფიციტური მდგომარეობები ∙ მსოფლიო ტუბერკულოზის გარეშე ∙ ვარჯიში მომავალი დედებისთვის ჟურნალის ორიგინალური ჩანართი “ქალის კუთხე” ამჯერად ზამთრისთვის მზადებას ეხება. ასე რომ, “ავერსი” ჟურნალია, რომელიც სჭირდება ყველას. იკითხეთ “ავერსი” და იყავით ჯანმრთელნი! იხილეთ epn.ge
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53870.jpgქართველი რაგბისტები განახლებულ მოედანზე გაივლიან წვრთნებს. სპორტულ კომპლექს ”შევარდენში” მათთვის როგორც ბუნებრივ, აგრეთვე ხელოვნურსაფარიანი მოედნები იქნება ხელმისაწვდომი. View the full article
-
რუსეთსა და აშშ-ს ბირთვული არსენალის შეზღუდვას ურჩევენ. სამხედრო არსენალი იმაზე ნაკლები მოცულობის უნდა იყოს, ვიდრე ამას სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ამ ქვეყნებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს და რომლის რატიფიცირება მხარეებმა უნდა მოახდინონ. ასეთ რეკომენდაციას ნიუ-იორკის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ მომზადებული დასკვნა ითვალისწინებს. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ასეთი შეზღუდვა ბირთვული ტერორიზმის შესაძლებლობას შეამცირებს.“სამხედრო არსენალი, რომელიც ბ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/saakashvili2441-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, შევარდენის სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და რაგბისტებს შეხვდა. პრეზიდენტმა რაგბისტებს მადლობა გადაუხადა, იმისათვის, რომ მათ გამარჯვება ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიუძღვნეს. საკაშილის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის თქმით, 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში დასრულდება კომპლექსების მშენებლობა ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე რუსთავსა და თელავში. “ მაშინ როდესაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, წარსულში, ჩაბნელებულ დროში, აფრიკის იქით არაფერი არ იყო. ბოლო ხანებში კი ამ ტერიტორიაზე გავხსენით ტექნიკური სასწავლებელი, ასევე ოლიმპიკი, რომელიც ე.წ ბენდუქიძის აუსს ჯობია, ასევე ეს სტადიონი გაკეთდა. დღესდღეობით ადგილი, რომელიც ყველაზე ცუდად საცხოვრებელი იყო დღეს, ყველაზე კომფორტულია”,- განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ამ ყველფრის მიუხედავად გასაკეთებელი კიდევ ბევრია. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/wisoli-logo-150x130.jpg11 ნოემბერს 11 საათზე თბილისი მარიოტში სამი ქართული კომპანია – “გუდვილი”, “ვისოლ ჯგუფი” და “EFES საქართველო” პრესკონფერენციას გამართავს და ჟურნალისტებს ამ სამი ქართული კომპანიის მიერ აევროპულ ბიზნეს დაჯილდოებაზე ღუბან დ’Hონნეურ-ის პრიზის მოპოვებას აუწყებს. ქართული კომპანიები 100 წარმატებულ ევროპულ კომპანიას შორის დასახელდა ევროპულ ბიზნეს დაჯილდოებაზე, რომლის სპონსორია “ეიჩ ეს ბი სი”. ევროპული ბიზნეს დაჯილდოება ოთხი წელია რაც არსებობს და მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით მოღვაწე კომპანიებს აქვთ მონაწილეობის უფლება. ეიჩ ეს ბი სი ბანკის რეკომენდაციით წელს ქართულ კომპანიებსაც მიეცათ საშუალება წარმატებულ ევროპულ კომპანიებს შორის წარმოჩინდნენ. იხილეთ epn.ge
-
ცხინვალის რაიონის სოფ. ღრომის ახლოს, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო დანაყოფის ტერიტორიაზე დასრულდა 6 სართულიანი კორპუსის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე რუსი მესაზღვრეები დროებით ცხოვრობდნენ სოფლის ყოფილი სკოლის 4-სართულიან შენობასა და ცხინვალის რეგიონის “თავდაცვის სამინისტროს” IX ბატალიონის შტაბის 2-სართულიან შენობაში.ცხინვალის რაიონის სოფ. ანდორეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო დანაყოფის სამშენებლო სამუშაოები.ზნაურის რაიონი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/new_europe-150x29.jpg ნატალია შეპოვალოვა, კატერინა ზარემბო რუსეთი, რომელსაც ხშირად ავტორიტარული რეჟიმების მფარველად მიიჩნევენ, დღეს მოულოდნელად დემოკრატიის აქტიურ მხარდამჭერად მოგვევლინა. საქართველოსა და უკრაინაში მოქმედი პროდასავლური რეჟიმების შერყევის მრავალწიანი მცდელობებისა და ავტორიტარული ბელორუსის ხანგრძლივი მხარდაჭერის მიუხედავად, მოსკოვი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ავტორიტარულმა რეჟიმებმაც შეიძლება დაკარგონ მისი მხარდაჭერა, თუკი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას აწარმოებენ. ერთი ტიპის რეჟიმების მხარდაჭერა მოსკოვის თვითმიზანი არ არის. რუსეთი ხან ავტოკრატიის მომხრეა, ხანაც დემოკრატიის – მისთვის ეს მხოლოდ ხერხია გავლენის შენარჩუნებისთვის სუსტ მეზობლებზე. მოსკოვის ურთიერთობა ბელორუსთან (წარსულში „რუსეთის ყველაზე მოძმე რესპუბლიკასთან) 2004 წლიდან ძალიან დაბალ ნიშნულზეა – მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ ბელორუსისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა, რათა ლუკაშენკო იძულებული გამხდარიყო რუსეთისთვის სატრანზიტო მონოპოლისტი–კომპანია მიეყიდა. 2006, 2008 და 2010 წლებში ენერგეტიკული ომები მეორდებოდა და გაზით მომარაგებაში კვლავ შეფერხებები იყო. თავის მხრივ, ლუკაშენკომ საბაჟო კავშირში შესვლა გადადო და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, 2009 წელს რუსეთს და ბელორუსს შორის გაჩაღებული „ხორცსა და რძის ნაწარმზე ომის“ დროს ლუკაშენკომ კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციის სამიტი, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობდა, არად ჩააგდო და ევროკავშირთან დაახლოების გზების ძიებას შეუდგა. ამას ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაფართოვების მიზნით ევროპულ–ბელორუსული ძალისხმევა მოჰყვა, მხარეებმა დიალოგის დაწყება სცადეს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ბელორუსი მაღალჩინოსნებისთვის ევროპაში მოგზაურობაზე აკრძალვა გაუქმდა. ლუკაშენკოს მცდელობამ მოსკოვი მოეტყუებინა და მისმა პროდასავლურმა პოზიციამ კრემლი სერიოზულად განარისხა. ვიდრე ლუკაშენკო მოსკოვის უახლოეს მოკავშირედ ითვლებოდა, რუსეთი მხარს უჭერდა მის რეჟიმს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზირისით. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან დამოუკიდებლად მოქმედება სცადა, რუსეთი მისი ხელისუფლების შესუსტებას შეეცადა და ამ ქვეყნის დემოკრატიზაციაში საკუთარი წვლილის შეტანა დაიწყო. მოსკოვის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ ბელორუსში მოახლოებულ არჩევნებზე რუსეთმა პირველად შეიძლება მიაპყროს ყურადღება ხმის მიცემის პროცესში დემოკრატიული ნორმების დარღვევას. ასევე, რუსი პოლიტიკოსები ბელორუსის ოპოზიციას ხვდებიან, ხოლო მოსკოვმა, არსებული ჭორების თანახმად, ადგილზე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო და სამოქალაქო უფლებების დამცველი კამპანიების დაფნანსება დაიწყო. ივლისში „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი ტელეარხის „ენტევე“–ს ეთერში რამდენიმე ფილმი გავიდა, რაც ბელორუსის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მკვლელობას მიეძღვნა. ამის შემდეგ ქუჩაში ასობით დემონსტრანტი გამოვიდა. გარდა ამისა, რუსეთმა დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამობაში დაადანაშაულა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ყურმანბექ ბაკიევი, რომელმაც მოსკოვის რისხვა მაშინ დაიმსახურა, როდესაც ქვეყანაში ამერიკული ბაზის დახურვაზე უარი თქვა, მანამდე კი მოსკოვს ფინანსური დახმარების სახით 450 მილიონი დოლარი გამოართვა. 2010 წლის აპრილში დაწყებული აჯანყების წინ, რომელმაც ბაკიევის რეჟიმი დაამხო, რუსულენოვანმა ტელეარხებმა და ინტერნეტ გვერდებმა ყირგიზეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს და მას დამნაშავედ მოიხსენიებდნენ. რუსეთი ყირგიზეთის ოპოზიციასაც ეფლირტავებოდა. 2010 წლის მარტში, რუსეთის პარლამენტის წევრი სერგეი მირონოვი, იმ დროს ოპოზიციის ლიდერს როზა ოტუნბაევას შეხვდა. გადატრიალების შემდეგ მედვედევმა დროებით მთავრობას პირდაპირი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა და განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობის წინაპირობა გახდებოდა. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს განაგრძობდა. როდესაც პარლამენტის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, კრემლმა მომავალ მთავრობაზე გავლენის განმტკიცების მიზნით, რამდენიმე სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი. რუსეთი ანალოგიურად ფიქრობს მოსკოვის კიდევ ერთ მტერზე. მას მიაჩნია, რომ პროდემოკრატიული ტაქტიკა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც იმუშავებს. რუსეთის ხელისუფლება დღეს ქართულ ოპოზიციასთან კავშირებს ანვითარებს. მეტიც, საქართველოსთვის დასავლური დახმარების შემცირების ფონზე, რუსეთს ქართული ეკონომიკის რთულ დღეებში მისი საკვანძო პარტნიორის როლში გამოსვლა სურს. თუმცა, გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ რუსეთისთვის დემოკრატიზაცია თვითმიზანია. დემოკრატიული პროცედურები მას შესაძლოა ისეთ შემთხვევებში გამოადგეს, როდესაც ისინი არაკეთილგანწყობილი რეჟიმების, კეთილგანწყობილი და მორჩილი მთავრობებით შეცვლაში ეხმარება. დასავლეთის პოლიტიკის არათანმიმდევრული და მერყევი ხასიათი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს დემოკრატიული დისკურსი საკუთარი სტრატეგიული მიზნებისთის გამოიყენოს და დემოკრატიზაცია რეგიონში საკუთარი გავლენის გაზრდის ბერკეტად აქციოს. ასეთი სცენარის პირობებში, რუსეთის ქმედებათა ლეგიტიმურობაზე დავა გართულდება. დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპა ბედის ანაბარა არ დატოვოს. რეგიონის შემოგარენში ავტორიტარული ტენდენციების ფონზე, ევროპამ მის იქ ყოფნაზე, დემოკრატიის მხარდაჭერასა და დემოკრატიული ინსტიტუტების (მათ შორის სამართლიანი არჩევენების, კანონიერებისა და სამოქალაქო განათლების) განმტკიცებაზე უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს და დემოკრატიის ხარვეზები უნდა დაგმოს. თუკი დასავლეთი უკან დაიხევს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რეგიონის დემოკრატიზაციაზე დახარჯული ყველა რესურსი და ძალისხმევა, ფუჭი აღმოჩნდა. ორიგინალი ორიგინალი
-
ღორის ხორცი დაჭერით მედალიონებად. მოასხით 50 გრ. ზეითუნის ზეთი, 50 გრ. კონიაკი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გააჩერეთ 20 წუთი (მარინადი შეინახეთ). იხილეთ tabula.geზე
-
პირადი მეილები, ჩათები, ღია და დახურული საუბრები ინტერნეტში – კანონის მიხედვით, საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია საგამოძიებო სტრუქტურებისთვის. საქართველოში მოქმედი კავშირგაბმულობის კომპანიები, ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, ვალდებული არიან, გამოძიებისთვის პირად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყონ. კავშირგაბმულობის იმ კომპანიებში, რომლებსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობენ, რომ იმოქმედებენ ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება 24 სექტემბერს შევიდა. ცვლილებების მიხედვით, საგამოძიებო სტრუქტურებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ წვდომა: კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების ფიზიკურ ხაზებთან და მათ შემაერთებლებთან, მაილსერვერებთან, ბაზებთან, კავშირგაბმულობის ქსელებთან. მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტია, რაც ცვლილება ამოქმედდა , ამ დრომდე ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც კანონის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია აქვს. ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დიანა მიატოვიჩმა კანონის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთისგან გაიგო. მან გვითხრა, რომ ხშირად ეროვნული უსაფრთხოების სახელით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მთავარია, რომ ამ კანონმა, რომელიც შესაძლოა, გვიცავდეს კიბერდანაშაულისგან თუ ტერორისტული აქტისგან, არ შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება“. მიატოვიჩმა თქვა, რომ ყველაზე მნიშნელოვანია მსგავსი საკითხების მაქსიმალური გამჭვირვალობა: „თუ ეს კანონი მართლაც არსებობს, აუციელებელია, რომ ის იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა გამომძიებელს არ შეეძლოს იმის ნახვა, რასაც მოისურვებს“. „ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება“ – ეს ის უფლებაა, რომელიც საგამოძიებო სამსახურს კანონით მიენიჭა. სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ან გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შემთხვევისას, როგორც ეს სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით ხდება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს მინიჭებული აქვთ უფლება, გააკონტროლონ ელექტრონული ინფორმაცია. „აქამდე, დავუშვათ, სკაიპის საუბრების კონტროლი არ იყო ხელმისაწვდომი ოპერატიული მუშაკისთვის. ასევე, ამ კანონით არ იყო გათვალისწინებული ინტერნეტ რესურსში შეღწევა და იქ დანაშაულის გამოვლენა», – ამბობს იურისტი ეკა ხუციშვილი. ის ამბობს, რომ ცვლილებების ძირითადი არსი კიბერდანაშაულის გამოვლენას უკავშირდება. თუმცა, მისივე თქმით, არ არის აუცილებელი, დანაშაული კომპიუტერული ხასიათის იყოს, გამომძიებელმა პირადი კომპიუტერული ინფორმაციის წვდომა რომ მოითხოვოს. „თუ რეალურად მაილსერვერთან არ აქვს წვდომა, ეს უნდა მოხდეს პროვაიდერებთან შეთანხმებით. კანონში ეს იმიტომ წერია, რომ ადმინისტრატორი ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“,–ამბობს ხუციშვილი. კომპანიები სილქნეტი, აიტიდისი და კავკასუს ონლაინი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებენ, რომ ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ და მათ ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც კანონს ექვემდებარება, შეასრულებენ. კანონით გათვალისწინებულია, რომ საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უფლება, კავშირგაბმულობის კომპანიებიდან მოითხოვონ: „ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან. ამ მიზნით, კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა (გარდა დიპლომატიური ფოსტისა) კონტროლი“. უმრავლესობა ფართო მოხმარების პირადი მეილები და სოციალური ქსელები, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული, არ არის ქართული. მაგალითად, yahoo, gmail, facebook, twitter და სხვა, რომელსაც აქტიურად იყენებენ საქართველოში. მათი გაკონტროლება ქართული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის სირთულეს წარმ ოადგენს. ქართულია ფორუმ.გე, ფოსტა.გე, აიტივი.გე, ფეის.გე – მათ შემთხვევაში გამოძიებას აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა ამ ქსელში დარეგისტრირებული მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე. თუ საგამოძიებო სამსახურებისთვის, ეჭვის არსებობის და სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში, გართულდება ფეისბუქთან, იაჰუსთან და ჯიმეილთან წვდომა, ქართული ფორუმები თუ ფოსტები, მარტივად ხელმისაწვდომია. თუმცა იურისტი ეკა ხუციშვილი ამბობს, რომ არსებობს სისხლის სამართლის საქმეების საერთაშორისო კანონი, რომლის თანახმად, ხდება სხვა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მაგრამ სხვა ქვეყნის საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობის შემთხვევაშიც კი, ზემოთჩამოთვლილი კომპანიები არ გასცემენ ინფორმაციას. ამის ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა მათ არ ავალდებულებს გამოძიებასთან მუშაობას. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საგამოძიებო სამსახურები ინტერნეტის გაკონტროლების უფლებას მიიღებდნენ. საბოლოო ჯამში, ეს კანონი სენატმა არ მიიღო. დებატები ამ დრომდე გრძელდება. კანონის მიღების მომხრეები აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტებისგან თავის დასაცავად და ასევე, კიბერდანაშაულის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ამ ტიპის კანონის არსებობა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ მსგავსი კანონი საფრთხის შემცველია. დემოკრატიის და ტექნოლოგიების ცენტრის ერთ–ერთი წარმომადგენელი, გრეგ ნოიემი ღიად აცხადებდა, რომ ამ კანონის მიღება კომპანიების პრივატულობის აქტის დარღვევას ნიშნავდა. ცნობილ სოციალურ ქსელ ფეისბუქს აქვს თავისი პრივატულობის აქტი, რომლის მიხედვითაც, ინფორმაცია არ გაიცემა მესამე პირზე. ვალერი ნასყიდაშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ამბობს, რომ კონკრეტულ კომპანიებზეა დამოკიდებული, მისცემენ თუ არა უფლებას მესამე პირს, ამ შემთხვევაში გამოძიებას, მომხმარებლის პირად ინფორმაციას. ეს ვრცელდება როგორც მეილებზე, ასევე, სოციალური ქსელების პირად საუბრებზე. ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ალბათობა იმისა, რომ კომპანიამ მესამე პირს მისცეს ინფორმაცია, არსებობს, მაგრამ საჯაროდ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანია უარს ამბობს და აცხადებს, რომ მისი მომხმარებლის პირად ინფორმაციას არ გასცემს. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც კომპანიამ გამოძიებასთან ითანამშრომლა. მაგალითად, არაბეთის ემირატებში RMI-ის ქსელი რამდენიმე დღე იყო გათიშული იმ მიზეზით, რომ სპეცსამსახურებს კოდირების გასაღები უნდოდათ. ვალერი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სამ სავარაუდო საშუალებას ასახელებს. 1. თუ თავად გაქვს ინფორმაცია აფიშირებული და მითითებული გაქვს სოციალურ ქსელში სტატუსად საჯარო 2. თუ შენი პირადი პაროლი არ არის კარგად დაცული 3. თუ კომპანიამ ფარულად მისცა შენი პირადი მონაცემები მესამე პირს. თუმცა მესამე შემთხვევაში, მოპოვებული ინფორმაცია არ გამოდგება საქმის წარმოებისთვის დამამტკიცებელ საბუთად იმიტომ, რომ ის არ ჩაითვლება კანონიერად. იურისტი ხუციშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურს ჭირდება მოსამართლის ნებართვა, აღნიშნული კანონის მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისთვის. თუმცა, მისივე თქმით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საგამოძიებო სამსახურს აქვს უფლება, ჯერ ქმედება განახორციელოს, შემდეგ კი 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს სასამართლოს, სადაც დაასაბუთებს, რომ მისი ქმედება გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული. კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის საფრთხე გადაუდებელ აუცილებლობასთან დაკავშირებით, იურისტი გვპასუხობს: „ზოგადად, საკანონმდებლო დონეზე ეს არანაირ საფრთხეს არ ქმნის იმიტომ, რომ შესაძლებელია გადაუდებელი აუცილებლობით იყოს საჭირო მოქმედება. და მეორე, არის პრაქტიკა. გამომძიებელმა კარგად უნდა ჩამოაყალიბოს, რომ დაგვიანების შემთხევევაში, ინფორმაცია აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი“. /get_img?NrArticle=3164&NrImage=1 Herald Tribune სრული ინფო(netgazeti.ge)