planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/baqraze223-150x150.jpgსაარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამაღტული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ბუნებრივია პოლიტიკური პარტიები მიიღებენ, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან ყველა შეხვედრას და მათივე ორგანიზებით მოხდება საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა. ,,ჩვენ მზად ვართ პირველივე ეტაპიდან საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვიმუშაოთ, რათა საარჩევნო კანონმდებლობა მთლიანად შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ NDI და IRI წარმომადგენლებს გუშინ გამართული შეხვედრის დეტალებიც გააცნო და იმ შეთანხმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 15 პოლიტიკური პარტიის შეხვედრისას იქნა მიღებული.ს იხილეთ epn.ge
-
/get_img?NrArticle=3190&NrImage=2 Image 2574 დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა წარმოადგინა. საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი 7 მილიარდამდე ლარით განისაზღვრა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს იმ სფეროების ბიუჯეტის პარამეტრები წარმოადგინა, სადაც დაფინანსება მომავალი წლიდან იზრდება: განათლების სამინისტროს დაფინანსება მომავალი წლიდან 35 მილიონი ლარით გაიზრდება. პეტრიაშვილის თქმით, 32 მილიონი პირველკლასელთათვის კომპიუტერების შეძენას მოხმარდება. 9 მილიონით გაიზრდება საჯარო სკოლების დაფინანსება – ეს არის ვაუჩერების თანხა და დანამატები იმ სკოლის მასწავლებლებისთვის, რომლებიც კომპიუტერისა და უცხო ენის გამოცდას ჩააბარებენ. პეტრიაშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო მასწავლებელთა დაზღვევის ხარჯები, რომელსაც 2011 წელს განათლების სამინისტრო აღარ გადაიხდის. ბიუჯეტის კანონპროექტით მომავალ წელს მასწავლებელთა დაზღვევას შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტრო განახორციელებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე, გაგრძელდება ინგლისურენოვანი მასწავლებლების დაფინანსება. ,,დღეს არის დაახლოებით 500 მასწავლებელი ჩამოსული, მომავალ წელს ეს რიცხვი 1500-მდე გაიზრდება და მოიცავს ნახევარზე მეტ საჯარო სკოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით’’, - განმარტა პეტრიაშვილმა. ასევე, ზრდა იქნება სტუდენტების სასწავლო გრანტში, ძირითადად, ეს მაგისტრანტების დაფინანსებას ეხება. მაგისტრების სასწავლო გრანტი 4 650 000 ლარით გაიზრდება. პეტრიაშვილი ამბობს, რომ პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების რეაბილიტაციისათვის ჯამში 10 მილიონი ლარი გამოიყოფა. სკოლების რეაბილიტაციას კი 2011 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები განახორციელებენ. ამ მიზნით ადგილობრივ თვითმართველობებს, პეტრიაშვილის განმარტებით, სპეციალური ტრანსფერები გამოეყოფათ. ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით, ჩასწორდა და გაიზარდა 3,5 მილიონი ლარით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი. ჯამში, მისი მოცულობა მიაღწევს 34,5 მილიონ ლარს. ,,2010 წელთან შედარებით ძირითადი მატება მიდის სპორტული ფედერაციების დაფინანსებაზე, 2010 წელს სპორტული ფედერაციების დაფინანსებაზე გამოყოფილი იყო 9 მილიონი, წელს ამ მიზნით დაიხარჯება 11 მილიონი ლარი’’, - ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. გაერთიანებულ სხდომაზე პაპუნა პეტრიაშვილმა თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ბიუჯეტის ეს ნაწილი დასრულებული სახით წარმოდგენილი იქნება მესამე განხილვისათვის. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს სახელმწიფოს, ანუ რაც ფინანსდება მიმდინარე წელს, მათი დაფინანსება აუცილებლად გაგრძელდება. ,,ყველა იმ ბენეფიციარისთვის, რომელიც იღებს დღეს სოციალური დახმარებას თუ სარგებლობს ჯანდაცვის რაიმე პროგრამით, ეს გაგრძელდება მომავალ წელსაც. უბრალოდ, შეიძლება შიცვალოს დაფინანსების ფორმები. მაგალითად, ის ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ ჯანდაცვის პროგრამებით, ისარგებლებენ დაზღვევით’’. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მომავალ წელს დაიწყება ორი ახალი საგზაო პროექტი. ეს იქნება აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 122 მილიონი ლარი გამოყო და ასევე – ზესტაფონი–ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობა, რისთვისაც 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პეტრიაშვილის განმარტებით, ასევე, გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალის მშენებლობა და დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2011 წლის ბიუჯეტში თანხა წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციასაც მოხმარდება. ამისათვის გრანტი, 500 მილიონი დოლარის ოდენობით, აზიის განვითარების ბანკმა გამოყო. პროგრამა 2-3 წელი გაგრძელდება. პირველი ტრანშით, მომავალ წელს აზიის განვითარების ბანკი 155 მილიონ დოლარს გადმოურიცხავს საქართველოს. ,,წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებულია და მომავალ წელს უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. უკვე ჩართულია პროგრამაში მსხვილი ქალაქები - თბილისი ფოთი, რუსთავი, ქუთაისი. მომავალ წელს ჩაერთვება კიდევ რამოდენიმე მსხვილი ქალაქი. პროგრამის დასრულებისას საბოლოოდ მოგვარდება წყლისა და კანალიზაციის პრობლემები’' დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაცია გაგრძელდება მომავალ წელს. პეტრიაშვილი განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციისათვის გრანტი ევროკავშირმა და ამერიკის მთავრობამ გამოყო, ჯამში ეს არის 135 მილიონი. 2011 წლის ბიუჯეტში იზრდება, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 40 მილიონი ლარით. ,,ეს თანხა მოხმარდება სხვადასხვა კულტურების ჩანაცვლებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სოფლის მოსავლიანობას. ასევე, შენარჩუნებული იქნება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. ეს ის პროგრამაა, რომლისთვის გამოყოფილ თანხებსაც სოფლები ხარჯავენ თავიანთი გადაწყვეტილებით’’, - განაცხადა სხდომაზე პეტრიაშვილმა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მისი თქმით, 2009 წელს დაიწყო. მაშინ ამ პროექტისათვის გამოიყო 20 მილიონი ლარი, 2010 წელს – 40 მილიონი. წელსაც პროექტისათვის 40 მილიონი გამოიყოფა. ჯამში, 3 წლის განმავლობაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის სახელმწიფო 100 მილიონ ლარს დახარჯავს. პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში დაახლოებით იმდენივე იქნება ტრანსფერებისათვის გამოყოფილი, რამდენიც წელს. 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ეს თანხა 842 მილიონს აღწევს. წლევანდელ ბიუჯეტში კი ტრანსფერებისათვის 856 მილიონია გათავლისწინებული. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული 15 წლის ალექსი ხუროშვილი გათავისუფლებულია. მოზარდი ე.წ რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის ბოლოს, ოსურ სოფელ ღრომთან ახლოს დააკავეს.მოზარდი ცხინვალიდან გუშინვე გამოიყვანეს. მის გამოშვებაზე ოკუპანტებს და სეპარატისტებს უარი არ უთქვამთ, რადგანაც 15 წლის ბიჭი უმიზეზოდ იყო დაკავებული. დაკავებისას ალექსი ხუროშვილი თავისი სოფლის მეჯვრისხევის ბოლოში იმყოფებოდა, სადაც მიწის ნაკვეთებია და მას საოკუპაციო ხაზი არ გად... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
არ გემშვიდობებით - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პოლიტიკური ტაიმ-აუტი გამოაცხადა. პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან პირდაპირ ოპოზიციაში გადავიდა, დღეს აცხადებს, რომ საქართველოში არ არსებობს დემოკრატია და არც ნამდვილი ოპოზიცია. ამ ქვეყანაში უფრო ძლიერი დავბრუნდები, განაცხადა პარტია საქართველოს გზის ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, თბილისი მარიოტში. რაც შეეხება პარტიას, ითქვა, რომ ის არ შეწყვეტს ფუნქციონირებას და ზურაბიშვილის დაბრუნებამდე მას კახა სეთურიძე უხელმძღვანელებს. სალომე ზურაბიშვილი მუშაობას გაეროში გააგრძელებს, ერთ-ერთი საბჭოს ხელმძღვანელად. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club%20Home/2009/3/16/1237213815554/Bojan-Krkic-001.jpg ამბობენ, რომ კატალონიის “ბარსელონას” და მის ფეხბურთელ, ბოიან კრკიჩს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამიტომაც ახალგაზრდა ფეხბურთელს სურს კლუბი გამოიცვალოს. “ლივერპული” კი მისითაა დაინტერესებული და შესაფერის დროს ელოდება. “ლივერპულთან” ერთად მისით ლონდონის “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესდნენ. “ბარსელონა” არის ესპანური კლუბი, რომელიც ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული და ამის გამო, ბოიან კრკიჩი სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა და ჩნდება მისი მაისურით “ნოუ კამპზე”. როგორც ჩანს, 20 წლის ფეხბურთელს სურს, ისეთ კლუბში გადავიდეს, სადაც მას დააფასებენ და ხშირად ათამაშებენ. როგორც მისმა აგენტმა – ზორან ვეკიჩმა განაცხადა ფრესკონფერენციაზე ჯერ-ჯერობით ამ თემის შესახებ დაზუსტებით ვერაფერს იტყვიან: -”ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, ამ წუთამდე ბოიანი კატალონიის “ბარსელონას” საკუთრებაა და წასვლას არსად აპირებს. რას გადაწყვეტს მომავალში, ამას კლუბების შემოთავაზებები გვიჩვენებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას.” ინფორმაციის წყარო: mirrorfootball.co.uk View the full article
-
რაჟონ რონდო მთელი გუნდია. რაჟონ რონდო ყველაზე მაგარი პირველი ნომერია. რაჟონ რონდო თავისი გუნდის პირველი კაცია. რაჟონ რონდო NBA-ს პირველი კვირის საუკეთესო, ყველაზე სასარგებლო სუბიექტია. იხილეთ tabula.geზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/liberation2.gif რამდენად შორს წავა სააკაშვილის მისწრაფება მოიპოვოს „აღმაშენებლის“ ტიტული, რომელიც ჩვეულებრივ მეფე დავითის სახელთან ასოცირდება, იმ მეფის სახელთან, რომელმაც ათი საუკუნის წინ საქართველო გააერთიანა? გრანდიოზული ნაგებობები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება. მათგან უკანასკნელი ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზეა. სწორედ აქ დადო მან ეიფელის კოშკის (მას მართლაც ასე უწოდეს) პირველი ქვა, რომლის სიმაღლეც 150 მეტრი იქნება. ნაგებობას ქართული ანბანის 33 ასო დაამშვენებს და თითოეულის სიმაღლე 7 მეტრი იქნება. „ეს ანბანი ჩვენი „დეენემია“, ჩვენი გენეტიკური კოდი“, – თავს იწონებდა პრეზიდენტი გახსნის ცერემონიალზე, ოქტომბრის ბოლოს. ეს კიჩური კოშკი, რომლის მშენებლობაც ერთ ესპანურ ფირმას მიანდვეს, მბრუნავი რესტორნით დაგვირგვინდება. სააკაშვილის გეგმებს შორისაა ასევე ნიუ–ორკის ცენტრალური პარკის ანალოგის გაშენება თბილისში, რომელსაც ამერიკელი არქიტექტორები დააპროექტებენ. ახალი სათხილამურო ტრასა აშენდება ასევე სვანეთის მთებში. ორიგინალი ორიგინალი
-
http://cdn.picapp.com/ftp/Images/3/1/f/a/1e.JPG როგორც ჩანს, დანიელ აგერითაც დაინტერესდნენ ევროპის გრანდები… ევროპული გრანდების ინტერესი “ლივერპულის” ფეხბურთელების მიმართ დღითი-დღე იზრდება. არცაა გასაკვირი, “ლივერპულში” ხომ მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები თამაშობენ… რას ვიზამთ, როცა დიდი კლუბი ხარ, ესეც უნდა “აიტანო”… ამჯერად საქმე ჩვენს დანიელ აგერს ეხება, რომლითაც ორი იტალიური კლუბია მოხიბლული – მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი”, ან უბრალოდ “შავ-თეთრი” ლეგენდა, როგორც მას ფანები ეძახიან. რაფა ბენიტესის “გული” ჯერ ისევ ლივერპულში რომაა, ეს ყველამ კარგად იცის. ახლა სურს დანიელ აგერი თავისთან წაიყვანოს იტალიაში. “იუვენტუსიც” აპირებს იანვარში თავისი შემადგენლობის გაძლიერებას. დანიელ აგერში იტალიური კლუბები სავარაუდოდ 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს, რომ აგერის იტალიაში წასვლის პროცენტული მაჩვენებელი 0-ია… წყარო: http://www.joe.ie/ View the full article
-
ჯოენის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელის ირაკლი მეტრეველის ინფორმაციით, სამი დღის წინ აფხაზეთიდან თბილისში დედა და 4 თვის გოგონა ჩამოიყვანეს. გოგონას იშვიათი თანდაყოლილი გულის მანკი ჰქონდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ქართველი ექიმების მიერ ჩატარებულმა კარდიოლოგიურმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და აფხაზი ჩვილის გადარჩენა მოხერხდა.ამ დროისთვის პატარა პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. პაციენტს სისხლის გადასხმაც დასჭირდა და დონაცია ექიმ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
პარიზის საავტომობილო გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი აუდი კვატრო იყო, ავტომობილი, რომელიც გერმანულმა კომპანიამ ამავე სახელწოდების მქონე ლეგენდარული ავტომობილის შექმნიდან 30 წლის იუბილეს მიუძღვნა. იხილეთ tabula.geზე
-
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი პრეზიდენტ ობამასგან რუსეთთან მიმართებაში “გადატვირთვის” პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის გავლენიანი “რესპუბლიკელი” წარმომადგენლის ილიან როს-ლეხტინენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.კონგრესმენი აღნიშნავს, რომ “რუსეთში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების შემდეგ პრეზიდენტი ობამა რუსეთთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკის სისწორეზე კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს”. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ნელი ნავერიანი და მზევინარ ჯაფარიძე - 4 წელი, ტარიელ, დავით და ანზორ ჯაფარიძეები - 4-4 წელი და 6 თვე, ძებნილი ჯამბულ ჯაფარიძე - 6 წელი - ასეთია განაჩენი, რომელიც მოსამართლე დავით კეკენაძემ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვაში მხილებულ პირებს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩამოურიგა. გახმაურებული დაკავების შესახებ “პრესა.გე” უკვე წერდა. გაზიარება [ნანა ფაჟავა. 15:22 11-11-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TNvR0o2TgYI/AAAAAAAAENg/7BSREen9Uz8/s200/26079_1162854691724_1838558614_311872_7033911_n.jpgცნობილია გამოძიების ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ანზორ ჯაფარიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდათა სამსახურის უფროსი დავით ჯაფარიძე, ს.ს. “ენერგოპროჯორჯიას” მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი ტარიელ ჯაფარიძე და მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი კანადელ ინვესტორს, დაბა მესტიაში არსებული ყოფილი ტურისტული ბაზის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ხელის არ შეშლის მოტივით სძალავდნენ 70 000 ლარს. “პრესა.გე”-ს ინფორმაციით, არსებობდა მოლოდინი, რომ დაკავებულ პირებს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ არ გამართლდა. ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ განსასჯელთა დაცვის მხარე სასამართლო განხილვის გადადებას არგუმენტირებული, თუ უსაფუძვლო მიზეზებით მუდმივად ახერხებდა. აშკარა იყო, რომ ადვოკატები დროის გაყვანის ტაქტიკას იყენებდნენ და პატიმრებსა თუ მისი ოჯახის წევრებს პროკურატურასთან “საქმის მოგვარებაში” არწმუნებდნენ. უცნაური იყო ადვოკატების ქმედება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგაც, როცა ნელი ორჯონიკიძე და მზია ქასრაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარზე უარს უხეშად აცხადებდნენ. ინტერვიუსგან თავს იკავებდა ნელი ნავერიანის ერთ-ერთი ადვოკატი, ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი რევაზ თოფურიაც. ტარიელ და ანზორ ჯაფარიძეების ადვოკატმა თანდილა ჯოლოგუამ კი მედიისთვის სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელსაც სტილის დაცვით გაგაცნობთ:- “რატომ იყო პოლიტიკური პროცესი? რა შუაშია პოლიტიკა? კეკენაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რაც საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია. მის ადგილას მე მარტო სამ თვეს დავაკლებდი. მეტი ახლა... მინიმუმის მინიმუმია. საქმეზე ყველანაირი მტკიცებულება არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, ადრე არ არიან ნასამართლევი და არანაკლებ ათასზე მეტი ხელმოწერა იქნა წარდგენილი მათ მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. როგორც პროკურორმა განაცხადა, ამ ეტაპზეო საპროცესო შეთანხმებას ვერ გაძლევთო. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ბრალდების მხარის გულთან ახლოს არის მისული ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ. ბევრჯერ ყოფილა პრაქტიკაში შემთხვევა, რომ ეს სააპელაციო სასამართლოში გაკეთებულა...” ადვოკატებისგან განსხვავებით, “ქართული პარტიის” წევრი, კახა მიქაია მოსამართლის განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. “ნელი ნავერიანი გოროზია - ახალაიას დაპირისპირებას შეეწირა. ნავერიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკური ფიგურა სვანეთში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. მის წინააღმდეგ შეთითხნილია ბრალდება პოლიტიკური მოსაზრებით. ეს არის როლანდ ახალაიას ფარსი. მან ფაქტობრივად გააკეთა ისე, რომ ბრალდებულები თითქოსდა დანაშაულის აღიარებამდე მიიყვანა, ადვოკატებს საპროცესო შეთანხმებას დაპირდა, მაგრამ შემდეგ, გადააგდო”, - აცხადებს მიქაია. შეასრულებს თუ არა საოლქო პროკურატურა დანაპირებს საპროცესო შეთანხმებასათან დაკავშირებით და გამართლდება თუ არა ამჯერად ადვოკატების მორიგი მოლოდინი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაირკვევა, სადაც მათი საჩივარი სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევა. presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი მომავალ პარასკევს, 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ, ნაწილი კი განათლების სამინისტროსთან გამართავს, - ამის შესახებ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა დღევანდელ შეხვედრაზე მოილაპარა. საინიციატივო ჯგუფი დღეს პარლამენტის წინ შეიკრიბა. მოსწავლეები ამბობენ, რომ დღესაც აპირებდნენ აქციის გამართვას, თუმცა მოსწავლეთა უმრავლესობამ გამოსვლა ვერ მოახერხა. დღეს პარლამენტთან მოსულ ყველა მოსწავლეს პირბადე ეკეთა. პირბადეს ეწერა 8, რომელიც გადახაზული იყო ორი ხაზით. ,,იმიტომ გვიკეთია, რომ არ გვიცნონ და სკოლაში პრობლემები არ შეგვექმნას. თან სიმბოლური დატვირთვა აქვს, გადახაზული რვიანი ნიშნავს, რომ განათლების სამინისტროს 8 საატესტაციო გამოცდის გაუქმებას ვთხოვთ’’, - აცხადებენ მოსწავლეები. დღეს მოსწავლეები დირექტორებისა და მასწავლებლების მხრიდან მათზე განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობდნენ. მათი თქმით, სკოლის დირექტორები მათ ეუბნებიან, რომ თუ თავიანთი პროტესტის გამოსახატავად წავლენ, ამას გართულებები მოყვება. ,,თავიდან ვაპირებდით აქციას, მაგრამ მოხდა მოსწავლეების დაშინება და ამიტომ ბევრი ვერ მოვიდა, სკოლაში მათ გარიცხვით ემუქრებიან, ზოგ სკოლაში ბავშვები ჩაკეტეს, რომ აქციაზე არ წასულიყვნენ. თითქმის ყველა სკოლაში დადიოდნენ დირექტორები და მოსწავლეებს სთხოვდნენ, არ წასულიყვნენ აქციაზე’’, - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე. დღეს მოსწავლეებმა საკმაოდ ბევრჯერ განმარტეს, რომ ეს არის მათი თხოვნა განათლების სამინისტროს მისამართით და არა – მოთხოვნა. ,,ბატონ დიმიტრი შაშკინს ვთხოვთ, რომ დაუშვან გამონაკლისი მეთორმეტე კლასელებისთვის’’ – ამბობენ ისინი. მომავალ პარასკევს მოსწავლეები პარლამენტთან 3 საათზე შიკრიბებიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ. პენტაგონში შეხვედრამ ჩაიარა დახურულ კარს მიღმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ჩარჩოებში. მოლაპარაკებების შემდეგ ვაშაკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულ–ამერიკული სამხედრო თანამშრომლობა „გეგმაზომიერად მიმდინარეობს“. მისი სიტყვებით, „ეს იყო საქმიანი და პრაქტიკული შეხვედრა, რომელიც გახდა ძალიან ნაყოფიერი“. ვაშაკიძ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავა ორი ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია მცირეწლოვანი ბავშვების საბერძნეთში გაშვილებაში. შსს–ს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე დაყრდნობით, ორი ეჭვმიტანილი, რომელიც ახლა დაკავებულია, „წინასწარი მომზადებული სქემით მოქმედებდა“. პოლიციის ინფორმაციით, მათ საქართველოში ჩამოყავდათ საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებთანაც საქრთველოს მოქალაქეებს უფორმებდნენ ფიქტიურ ქორწინებას, ორგანიზებას უკეთებდნენ ახლად შექმნილი ოჯახისთვის ბავშვის შვილად აყვანას და ამ გზით ახერხებდნენ ბავშვების საბერძნეთში გადაყვანას, სადაც ხდებოდა მათი ხელმეორე გაშვილება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
სამხედრო ხელშეკრულებები სამთავრობო დონეზე შეიძლება დადოს მხოლოდ საქართველომ. ამას ითვალისწინებს შესწორებები კანონში საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომელიც განიხილა საერთაშორისო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტმა. მალე ისინი განსახილველად გამოტანილი იქნება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს შეუძლია სამხედრო შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ სახელმწიფო დონეზე. მაგრამ ეს ხშირად იწვევს უხერხულობას, იმდენად რამდენადაც ზოგირთი ქვეყანა–პარტ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
არაბული კომპანია რაკ ჯორჯია ფოთის ნავსადგურის აქციების საფონდო ბირჟაზე გატანას გეგმავს. თავიდან კომპანია პორტის ყველა აქციის გატანას აპირებდა. ამის შესახებ არაბულ გამოცემას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჰაატერ მასადიმ აცნობა. კომპანიამ მოგვიანებით უარყო ინფორმაცია ფოთის პორტიდან წასვლის შესახებ და განაცხადა, რომ 2011 წელს საფონდო ბირჟაზე ფოთის პორტის აქციების მხოლოდ ნაწილს გაიტანს. იხილეთ tabula.geზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/09/jerusalem230.jpg რებეკა ანა სტოილი წარმოშობით ქართველი, ვეტერანი პოლიტიკური კორესპონდენტი კნესეტში შევა და ალბათ, ფრაქციის ყველაზე მემარცხენე განწყობის წევრი იქნება. წარმოშობით ქართველი ნინო აბესაძე კნესეტში შევა, მას შემდეგ, რაც პარტიის წევრი, ცახი ანეგბი გადაყენებული იქნა, რადგან გაირკვა, რომ ის ფიცის მიცემისას კრიმინალური განზრახვით ცრუობდა. აბესაძე, რომელსაც რუსულენოვან მედიაში ხანგრძლივი და თვალსაჩინო გზა აქვს გავლილი, ფართოდ გავცელებული მოსაზრების თანახმად, ახლო მომავალში პარლამენტში მოხვდებოდა, მას შემდეგ, რაც კადიმადან მისი წევრი ელი აფლალო გავიდოდა, რასაც ყველა ელოდა. მაგრამ სამშაბათს მან ისრაელის რადიოთი გამოსვლისას განაცხადა, რომ როდესაც ანეგბის განაჩენის შესახებ გაიგო, მისი პირველი რეაქცია სევდიანი ცრემლი გახლდათ. აბესაძე 23 წლის იყო, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. ორი წლის შემდეგ ამავე ტელევიზიაში ის საღამოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა. ისრაელში ემიგრაციის შემდეგ, 14 წლის წინ, ის საგანმანათლებლო ტელევიზიის, 33-ე არხის რუსულეონოვანი პროგრამის წამყვანი იყო. მოგვიანებით ბეჭდურ მედიაში წავიდა და ქვეყნის წამყვან, რუსულენოვან გაზეთში პოლიტიკურ კომენტატორად მუშაობდა. ისევე, როგორც მისი კოლეგა რუსულენოვანი ჟურნალისტი, უილია შამოლოვ ბერკოვიჩი, რომელმაც კადიმას წევრი ხაიმ რამონი 2009 წლის ზაფხულში შეცვალა, აბესაძე კადიმას სიაში 2008 წელს შევიდა – ემიგრანტებისთის განსაზღვრული ოთხი კვოტიდან ერთ-ერთით. მაგრამ ის, ალბათ, ბერკოვიჩის ანტითეზად მოგვევლინება. ბერკოვიჩმა კნესეტის ცენტრისტულ ფრაქციაში, მემარჯვენე ფრთაში დაიკავა ადგილი და დიპლომატიის საკითხებზე მუშაობს, ხოლო აბესაძე კნესეტში, ალბათ ფრაქციის ყველაზე მემარცხენე განწყობის წევრი გახდება. ვეტერანი პოლიტიკური კორესპონდენტი ასევე მუშაობდა რუსულენოვან კოორდინატორად ჟენევის ინიციატივაში, სამშვიდობო მოძრაობაში, რომელიც უფრო იოსი ბეილინთან ასოცირდებოდა, ვიდრე კადიმასთან. ამიტომ, ის პარტიის თავმჯდომარის ციპი ლივნის მემარცხენე–ცენტრისტული ფრაქციისთვის გამარჯვების უპირობო კანდიდატად განიხილება უფრო კონსერვატიული შაულ მუფაზის ფონზე, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გადაჯდება მემარჯვენე ლიკუდის ნავში. ორიგინალი ორიგინალი
-
სახალხო დამცველის მონიტორინგის და პრევენციის დეპარტამენტი მერვე საპრყრობილეში იმყოფებოდა, სადაც არასრულწლოვანი პატიმრები მოინახულეს. ისინი 9 ნოემბერს მეცხრე დაწესებულებიდან გამოიყვანეს. მათი მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების შეფასება დადებითია. ომბუდსმენის ოფისი წერს, რომ საკნებში, რომლებშიც პატიმრები არიან განთავსებული, არის სითბო, შესაძლებელია მისი ხელოვნური გზით ვენტილაცია. ასევე შეუზღუდავად არის წყალი. "მონიტორინგის დროს საკნების სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობა იყო კარგი". გადმოყვანის ღამეს მათ მიეცათ საშუალება, ესარგებლათ შხაპით, რომელიც მდებარეობს იმავე სართულზე, საცხოვრებელი საკნების გვერდით." პატიმრების გადმოცემით, შხაპის მიღების შემდეგ, ისინი დაწესებულების ექიმმა მოინახულა. მათივე განმარტებით, ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადმოყვანამდე, გადმოყვანისას და ახალ საცხოვრებელ ადგილას მიღების შემდეგ, მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და მათი ეტაპირება მოხდა მშვიდ ვითარებაში". ომბუდსმენის ოფისი აცხადებს, რომ პატიმრებს ყველა საკანში დახვდათ ტელევიზორი, ახალი თეთრეული, ჭურჭელი და პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი და საჭირო ნივთები. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გრგოლო ვაშაძის თქმით, ეუთოს დაგეგმილ სამიტზე საქართველო ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ელოდება,– ამის შესახებ კიევპოსტი წერს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება ტალინში ჟურანლისტებისთვის გააკეთა. ამავდროულად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყველა საერთაშორისო შეხვედრისას უნდა წამოიჭრას. „არ მჯერა, რომ ეუთოს სამიტი იგნორირებას გაუკეთებს ისეთ თემებს, როგორებიცაა– აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, მთლიანი ყარაბაღი“. მან ასევე ისაუბრა აღნიშნულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიების აუცილებლობაზე. გრიგოლ ვაშაძემ რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად იყო რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ვაშაძემ, კიევპოსტის ინფორმაციით, ასევე ისაუბრა საქართველოში ჯაშუშუბის ბრალდებით დაკავებულ 13 ადამიანზე. „ჩვენ გვაქვს მათი ბრალეულობის უტყუარი მტკიცებულება. ველოდებით სასამართლო პროცესს, რომელიც ყველაფერს გადაწყვეტს.“ სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ოკუპანტებმა ოსურ სოფელ ღრომთან დააკავეს ქართველი მოზარდი, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა.ოსური სააგენტოების ცნობით, მოზარდი, რომლის ვინაობაც არ ასახელებენ, მეზობელი ქართული სოფლის, მეჯვრისხევის მაცხოვრებელია და ღრომის ტერიტორიაზე შევიდა. რუსებმა მოზარდი ოსურ ე. წ. უშიშროების სამსახურს გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს. დაკავებული ალექსი ხუროშვილი 15 წლისაა და იგი ხშირად დადიოდა ხოლმე ღრომის მიმართულებით, სადაც სოფლის განაპირა მიწის ნაკვეთებია.უკანასკნელი ერთი კვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
თბილისში, სასტუმრო რედისონში, სამხრეთ კავკასიის მეშვიდე მედია კონფერენცია გაიხსნა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ახალი ტექნოლოგიებია. ღონისძიების ორგანიზატორია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ასევე, ეუთოს წარმომადგენელი მედიის საკითხებში. კონფერენციაში, ქართველი ჟურნალისტებისა და რედაქტორების გარდა, მონაწილეობენ მედიის წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან, აშშ-დან და ავსტრიიდან. დღეს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებების სპეციალისტი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების საკითხებში ჰელენ დარბიშე. იგი მადრიდში მოქმედი ორგანიზაცია Access info Europe-ის აღმასრულებელი დირექტორიცაა. მან ისაუბრა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ევროპაში და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. ჰელენ დარბიშემ კონფერენციის მონაწილეებს მოკლედ უამბო ევროპაში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მიღებული კანონმდებლობის ისტორია. კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ევროპაში პირველად შვედეთმა მიიღო 1960-ან წლებში. სხვა სახელმწიფოებმა მსგავსი კანონმდებლობის მიღება ეტაპობრივად დაიწყეს. 2000 წელს ასეთი კანონმდებლობა მიიღო მსოფლიოს 40-მა ქვეყანამ, 2010 წელს კი– 82-მა. ჰელენ დარბიშეს თქმით, 2009 წელს ევროპის საბჭომ მიიღო კონვენცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ, მაგრამ მისი რატიფიცირება დღემდე მხოლოდ სამმა ქვეყანამ– შვედეთმა, ნორვეგიამ და უნგრეთმა – მოახდინა. ხელმომწერები კი გაცილებით ბევრი არიან, მათ შორისაა საქართველო. სხვა ქვეყნების მსგავსად, ამ კონვენციის რატიფიცირება, ხელმოწერის მიუხედავად, საქართველოში ჯერ არ მომხდარა. ჰელენ დარბიშემ, ასევე, ისაუბრა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. მან დარბაზში მყოფებს ჰკითხა, საჯარო ინფორმაცია თუნდაც ერთხელ რამდენ ადამიანს ჰქონდა გამოთხოვილი. ხელი მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტმა აწია, მათ შორის, ძირითადად, სომხური და აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა, მათ უმრავლესობას სასურველი საჯარო ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არ მიუღია. დარბიშემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა აუცილებლად უნდა გამოითხოვონ საჯარო ინფორმაციები, რადგან, შესაძლოა, ამ გზით ისეთი ინფორმაციაც კი მიიღო, რომელსაც საერთოდ არ ელოდებოდი. მან ჟურნალისტებს, ასევე, გააცნო ის ჟურნალისტური წესები, რითიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას უნდა იხელმძღვანელონ. მან ისაუბრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბოლო დროს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის შესახებ. მსგავსი წესები უკვე ათეულობით სახელმწიფომ შემოიღო. საილუსტრაციოდ ელენ დარბიშემ კონფერენციის მონაწილეებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი და ინფორმაციის გამოთხოვის ელექტრონული ფორმა აჩვენა. მან თქვა, რომ ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საჯარო ინფორმაციის მეტ გამჭვირვალობას შეუწყობს ხელს და სასურველი ინფორმაციის მოძიებას უფრო მოხერხებულს გახდის. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი)...რაც შეეხება უშუალოდ ხელშეკრულებას, იგი პრეამბულის, 16 მუხლისა და ორი დამატებითი ნაწილისაგან შედგება – 1) „ცალკე საიდუმლო დამატება ხელშეკრულებისა რუსეთსა და საქართველოს შორის“(ორი მუხლი) და – 2) „რუსეთსა და საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება“. აღნიშნულ დოკუმენტთან მიმართებაში, შევეცდებით წინა პლანზე მხოლოდ ის ძირითადი საკითხები წამოვწიოთ და მუხლობრივი თანმიმდევრობით ჩამოვაყალიბოთ, რომლებმ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე