planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ხელისუფლება მედიაგამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მაუწყებლობის კანონის გარდა ვერც ერთ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს ისაუბრა. ხელისუფლება თანახმაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ პირთან, რათა დაიხვეწოს ინიციატივა, რომელიც მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას გულისხმობს. 8 კანონპროექტის ცვლილებების ავტორთა ჯგუფი კი ფიქრობს, რომ მედიაგამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ცვლილებების მხოლოდ მაუწყებელთა კანონში შეტანა საკმარისი არ არის. პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება 8 კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მედია გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს, ჟურნალისტებისა და იურისტებისგან შემდგარმა საინიციატოვო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა დღეს დაარეგისტირირა. იმისათვის, რომ საინიციატივო ჯგუფის საკანონმდებლო წინადადება კანონპროექტად იქცეს და მსჯელობამ პარლამენტში გადაინაცვლოს, ჯერ ის ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ. ბიუროს სხდომაზე უკვე განიხილეს და კანონპროექტადაც აქციეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, ასევე, მედია გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს, მხოლოდ ერთი განსხვავებით: საპარლამეტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ მედიაგამჭვირვალობის უზრუნველყობა მხოლოდ ერთ კანონში- მაუწყებლობის შესახებ კანონში - ცვლილებების შეტანით შეიძლება. კანონპროექტის ინიციატივაც მათი მხრიდან, ცვლილებების მხოლოდ ამ კანონში შეტანას გულისმობს. კანონპროექტის თანახმად, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კერძო და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ მედიასაშუალების ფლობა. ასევე, მაუწყებელთა მფლობელები ვალდებულნი იქნებიან თავიანთი ვინაობაა გაამჟღავნონ და საკუთრებში ცვლილებების შემთხვევაში, ინფორმაცია ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნონ. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების საერთო პროექტი უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებასაც ითვალისწინებს და რამდენიმე სხვა საკითხსაც ეხება, ესენია: საკუთრების ფინანსური გამჭვირვალობა, საკუთრების კონცენტრაციის საკითხი, ლიცენზირებისა და ინტერესთა კონფლიქტის საკითხები და სხვა. თუ ბიურო დათანხმდება, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წინადადებებს კანონპროექტის სახელი ეწოდოს, მაშინ მასზე მსჯელობა უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. გაითვალისწინებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ 8 კანონპროექტს მაშინ, როდესაც წინასწარი შეფასებით, უმრავლესობის წევრები ამ ეტაპზე სხვა კანონებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავენ და აქცენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე აკეთებენ? პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩიორა თაქთაქიშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან იმ მიზნით, რომ დაიხვეწოს ინიციატივა, რომლითაც პარლამენტი გამოვიდა და რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მედიის მფლობელთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას. საინიციატივო ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ერთ კანონში ცვლილების შეტანა ვერ უზრუნველყოფს მედიაგამჭვირვალობის თავისუფლებას. მათი თქმით, ეს საკითხი კომპლექსურად, ანუ სხვა კანონებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს. ,,ბუნებრივია, ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხავებული მიდგომები კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამავდროულად მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მიზნები როგორც საქართველოს პარლამენტისა და ასევე საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიხზაციის წარმომადგენლების, რომლებიც მუშაობდნენ ამ თემაზე, არის ერთი და იგივე. ეს გახლავთ მედიის მფლობელთა შესახებ მეტი ინფორმაციის არსებობა საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს, რომ კონსულტაციების შედეგად, ნ შესაძლებელი იქნება მივიღოთ ზუსტად ისეთი კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმ კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, რომელიც უკავშირდება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული მედია საშუალებების მფლობელებს’’, - ამბობს თაქთაქიშვილი. საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 8 კანონში ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოდის, დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსი მხარს უჭერს საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს. რაში დაეხმარება დიპლომატიური კორპუსი საინიციატივო ჯგუფს და მათი აზრით, გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს? - ეს შეკითხვა ნეტგაზეთმა რამდენიმე დიპლომატს დაუსვა. ,,მე მივესალმები დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის. ისევე როგორც შეერთებულ შტატებში, აქაც ყოველთვის საჭიროა ცვლილებების შეტანა, გადახედვა რაღაცეების, შეცვლა. მედია მესაკუთრეების გამჭვირვალობა - ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ გვქონდა დიალოგი მთავრობის წევრებთან. ისინი დათანხმდნენ და თქვეს, რომ ძალიან დაინტერესებულები არიან ამ კანონპროექტის მიღებაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ დიალოგს’’, - ამბობს კენტ ლოგსდონი, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე. ,,რეფორმა არის ევოლუციური პროცესი, ყველაზე მთავარი ამ პროცესში არის დიალოგი. იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება, არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ შეხვედრებს გამართავენ მთავრობასთან, როცა ამ საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყება. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მედია გამჭვირვალობის საკითხი დღის წესრიგში დიდი ხანი დგას. ჩვენ მოვუსმენთ როგორც მთავრობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების პერსპექტივებს მედია რეფორმებთან დაკავშირებით და შევეცდებით ხელი შევუწყოთ, რეფორმები გატარდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც შესაძლებელია’’, - ამბობს ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი. ,,მე დავინახე, რომ ეს პაკეტი ცვლილებებისა, რომელიც წარმოადგინა საინიციატივო ჯგუფმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით, რაც შეეხება ადმინისტრაციულ კოდექსს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მგონი, ეს კარგი დასაწყისია. მედია მესაკუთრეთა გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადად მედია გამჭვირვალობისთვის საკმარისი არ არის. მედია მესაკუთრეთა გამჭვირვალობა საერთაშორისო პრობლემაა. არის ევროკაშვირის ინიციატივა, რომლის შედეგადაც ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვუწოდოთ ევროკავშირს უზრუნველყოს უფრო მაღალი გამჭვირვალობა. ევროკომისია ამაზე უკვე მუშაობს, ისინი ატარებენ კვლევას, რომ დაამტკიცონ – ცვლილებები საჭიროა’’, - ამბობს ჰელენ დარბიშე, ევროპული ორგანიზაციის Access info Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი. ორგანიზაცია მუშაობს სამთავრობო და კერძო გამჭვირვალობაზე. საინიციატივო ჯგუფი ფიქრობს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაეხმარებიან მათ საკუთარი ინიციატივის ლობირებასა და ადვოკატირებაში ხელისუფლებასთან. ეს ადამიანები წარმოადგენენ ძალიან მნიშვნელოვან, გავლენიან, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთსა და იმავე მესიჯს ეუბნებიან ჩვენს ხელისუფლებას, როგორც წესი, ეს მესიჯი ჭრის ხოლმე’’, - განაცხადა ნინო დანელიამ, მედიაექტპერტმა და საინიციატივო ჯგუფის წევრმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ჯაზფესტივალის მესამე დღეს ყველაზე ხმაურიანი აფიშა ჰქონდა – ჯო ზავინულის მიერ ვეზერ რეპორტის დაშლის შემდეგ შექმნილი სინდიკატი და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალი რეიჩელ ფერელი, რომელიც, როგორც კონცერტზე გამოჩნდა, ახალგაზრდა ქართველ მსმენელში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა: სულელი წვიმის, უთავმოყვარეო თოვლის, სინდისგარეცხილი ქარის, დეგენერატი სეტყვის და სხვა ქართული ანომალიური კომპოზიციების ფონზე, ეს, რასაკვირველია, ძალიან კარგია. იხილეთ tabula.geზე
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53900.jpgბათუმში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. ”იტალია კაზას” არქიტექტორი იტალიელი მიკელე დე ლუკია. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53888.jpgსომალელ მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ქართული მხარე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობს. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53888.jpgსომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ქართული მხარე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობს. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png ნინო ბურჯანაძე ის რომ საქართველომ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც ქვეყანას საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის, ბევრ ადამიანს აფიქრებინებს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ეს ევროპული სტანდარტებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, მაგრამ კარგად დაკვირვების შემთხვევაში ჩანს, რომ ეს ასე სულაც არ არის რა ხდება სინამდვილეში? 15 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. ის 2013 წლიდან შევა ძალაში. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ინიცირებული იყო იმისთვის, რომ მმართველ ელიტას თავი უფრო კომფორტულად ეგრძნო (როგორც ეს 2004 წელს მოხდა, როდესაც პრეზიდენტის ძალაუფლება გაიზარდა, ხოლო პარლამენტის შეიზღუდა), საქართველოში ბევრი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ სააკაშვილის ბატონობის გახანგრძლივებას ემსახურება და არა ქართველი ხალხის სურვილების ასახვას ან მეტი დემოკრატიისკენ სვლას. სიცხადისთვის სასურველია ახალი კონსტიტუციის რამდენიმე ასპექტი განვიხილოთ: მთავარი პრობლემა ის არის, რომ ახალი დოკუმენტი არაფერს არ ცვლის ფუნდამენტურად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარლამენტის დამოკიდებულების შემცირებისა და ერთი კაცის ხელში თავმოყრილი ძალაუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით. ერთის მხრივ, ხელისუფლება ახლა ნაცვლად პრეზიდენტისა თავს მოიყრის პრემიერ-მინისტრის ხელში. თუმცა მეორეს მხრივ, პარლამენტის უფლება უნდობლობა გამოუცხადოს მას, მკვეთრად იზღუდება. სინამდვილეში ახალი პროექტის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება შესუსტების ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოს ხარჯზე ძლიერდება, რაც ევროპის ვენეციის კომისიამაც (კონსტიტუციურ საკითხებზე ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანო) აღიარა, როდესაც აღნიშნა რომ კონსტიტუციაში ნდობის ვოტუმთან დაკავშირებული ადგილები „ხელახალ გააზრებას და გადახედვას“ საჭიროებს. გარდა ამისა, ახალი კანონები ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პრემიერ-მინისტრის გადაყენებას ვიდრე ის ხელისუფლებაშია. ახალი კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრის დაუსჯელობისთვის ისეთივე გარანტიებს ქმნის, როგორიც დღეს პრეზიდენტს გააჩნია. ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დისბალანსი შენარჩუნებულია, რაც შეიძლება სერიოზული კრიზისის წყაროდ იქცეს. ახალი კონსტიტუცია „სუპერ პრემიერ-მინისტრული“ მოდელია, რაც მოქმედ რეჟიმს ხელისუფლებაში შეუზღუდავი ყოფნის გარანტიებს უქმნის. და იმ დროს, როდესაც დოკუმენტი პრემიერ-მინისტრის როლს აძლიერებს, ის კიდევ უფრო ასუსტებს ზოგადად პარლამენტის ძალაუფლებას. ახალი კონსტიტუციის თანახმად პარლამენტი კარგავს ორ მთავარ ფუნქციას და უფლებას: კანონის შესწორებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის უნარს. მაგალითად ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შესატანად, ამიერიდან პარლამენტს მთავრობის თანხმობა დასჭირდება. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი სუსტი საპარლამენტო მოდელი და პროექტში წარმოდგენილი ბევრი სხვა პროცედურის ახალი ვერსია ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლისა და ლოგიკის ნორმებს. ვენეციის კომისიამ დიპლომატიურად, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა მის დასკვნაში: ყველაფრის მიუხედავად, კომისიას მიაჩნია, რომ სასურველია პარლამენტის უფლებამოსილების შემდგომი გაძლიერება. ამ მხრივ მთავრობის ფორმირებისა და განსაკუთრებით მისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, ისევე როგორც პარლამენტის უფლებამოსილება ბიუჯეტთან მიმართებაში, გადახედილ უნდა იქნას. ახალი კონსტიტუცია სასამართლო შტოსაც ასუსტებს, აყენებს რა მას აღმასრულებლის მხრიდან შანტაჟის საფრთხის წინაშე. სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებით, ახალი დოკუმენტი, მოსამართლეების დამოუკიდებლობას ემუქრება, როგორც ეს ვენეციის კომისიამ და საერთაშორისო სამართლის სხვა ინსტიტუტებმა განაცხადეს. ასეთი „დეტალები“ იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კონსტიტუცია უბრალოდ ფასადია, რომლის უკანაც სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში დარჩენას გეგმავენ. ახლა ცხადია, რომ საქართველოს მთავრობამ ვენეციის კომისია პროცესში იმისთვის არ ჩართო, რომ პრაქტიკული რეკომენდაციების ან კონსტიტუციის გასაუმჯობესებლად რჩევების მიღება სურდა. შედეგად საქართველო, ერთ დროს იმედისმომცემი დემოკრატია დიქტატურისკენ მიექანება. სინამდვილეში ახალი კონსტიტუცია დემოკრატიული პროცედურებისგან კიდევ ერთი გამიჯვნა და შესაბამისად ის მორიგი საფრთხეა ქართველი ხალხის უფლებებისა და კავაკასიაში საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ნინო ბურჯანაძე – პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე; პარლამენტის ყოფილი სპიკერი და წარსულში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53899.jpgრუსთავში, საწარმო "ჯეოსტილში" 14 მუშა მოიწამლა. მიზეზი ქიმიური ნივთიერების გაჟონვაა. ქლორით მოწამლულები თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. View the full article
-
ოთხი წლის წინ ამომრჩეველმა ისინი სახლში გაუშვა, კონგრესის ორივე პალატა კი 2006 წლის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებს დარჩათ. მოქალაქეებმა მაშინ და 2008 წელსაც გადაწყვიტეს, რომ რესპუბლიკელების პოლიტიკამ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩაითრია. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/ghimopu-150x150.jpgმოლდოვის დროებითმა პრეზიდენტმა მიჰაი გიმპუმ ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს დნესტრისპირეტიდან რუსული ჯარების გაძევებაში თხოვნის წერილით მიმართა. საკუთარ წერილის შესახებ გიმპუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსული ჯარები რეგიონში დაძაბულობის წყაროდ რჩებიან და სეპარატიზმს უჭერენ მხარს. დროებითმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მოლდოვაში ყოფნა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომელიც მოლდოვას ნეიტრალურ სახელმწიფოდ აღიარებს და საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფების განთავსებას კრძალავს. რუსეთის ჯარი დნესტრისპირეთში 1992 წლიდან იმყოფება. ოფიციალურად რუსეთს დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ უღიარებია, თუმცა მნიშვნელოვან მატერიალურ მხარდაჭერას ურიცხავს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/vefxvadze-levan-150x150.jpgმედია თავისუფლების ხარისხის მხრივ, საქართველო ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ ,,მერსედესიდან ზაპოროჟეცსში’’ გადაჯდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ქრისტიან-დემოკრატების~ წევრმა ლევან ვეფხვაძემ განუცახდა. ვეფხვაძის თქმით, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ უნდა ახსოვდეს, რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად, სწორედ მედია თავისუფლების ხარისხით საქართველომ მე-100 პოზიციაზე გადაინაცვლა. ,,ის, თუ რამდენად გაუმჯობესდა ~ვარდების რევოლუციის~ შემდგომ მედიის მდგომარეობა, ეს არც ჩვენი და არც უმრავლესობის შესაფასებელია. ამის საუკეთესო შეფასებას საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ის ჟურნალისტები აკეთებენ, რომლებიც ტელეკომპანიებში ე.წ. ~ვარდების რევოლუციამდე~ და მის შემდგომაც მუშაობდნენ’’, – დასძინა ვეფხვაძემ. დეპუტატის თქმით, ფაქტია, რომ საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღება რევოლუციამდე გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე რევოლუციის შემდგომ და ფაქტია, რომ რევოლუციას რამდენიმე ტელევიზიის დაუხურვა მოჰყვა, მათ მფლობელთა განსხვავებული ხედვევის გამო. ,,ვარდების რევოლუციის~ შემდეგ ჩვენ არა ~ზაპოროჟეციდან~ ~მერსედესში~, არამედ პირიქით – ~მერსედესიდან~ ~ზაპოროჟეცსში~ გადავსხედი’’, – დასძინა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ მედიის ხარისხით მმართველი უმრავლესობა კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის~ შემდეგ ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა. იხილეთ epn.ge
-
რუსთავში საწარმო “ჯეოსტილში” ქლორის გაჟონვის შედეგად 15 ადამიანი მოიწამლა. დაზარალებულები ე.წ. მიხაილოვის სახელობის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში არიან გადაყვანილი. როგორც ცნიბილია, დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მათ სასუნთქი გზები აქვთ დაზიანებული. ამასთან, რუსთავის მერის, მამუკა ჩიქოვანის განცხდებით, მკურნალობის ხარჯებს ქალაქის მერი დაფარავს. დაზარალებულები ვერ აკონკრეტებენ, თუ რამ გამოიწვია საწარმოში ქლორის გაჟონვა. პაციენტების კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ. იხილეთ epn.ge
-
ქართველ ლექსიკოგრაფს, მიხეილ ჭაბაშვილს თავის მოგონებებში მოთხრობილი აქვს, თუ როგორ მიართვეს დიდ ბელადს, იოსებ ბესარიონის ძეს, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის პირველი ტომი გამოსვლისთანავე. იხილეთ tabula.geზე
-
“ქორთიარდ მარიოტში” ამ წუთებში ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ინიციატივით ჟურნალისტებისა და იურისტებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. საინიციატივო ჯგუფის წევრის, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, ისინი დიპლომატიურ კორპუსს მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით მათ მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტს გააცნობენ, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. “ეს არის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ხარჯები მედიის მიმართულებით. ამ კუთხით ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ გამოსავალს. გარდა ამისა, გართულებულია ლიცენზირების პროცედურა, დიდი წნეხია მედიაზე, ასევე გადასაწყვეტია მონოპოლიზაციის საკითხი. ჩვენ კომპლექსური პრობლემის გადაწყვეტის გზებს ვთავაზობთ”, – განაცხადა ტუღუშმა. აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელის ქენქ ლოგსდონის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მედიაგარემოს გაუმჯობესების კუთხით საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტი განიხილოს. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება. ეს ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. აუცილებელია, რომ ხალხს ინფორმაცია თავისუფლად მიეწოდოს. მსგავსი სახის შეხვედრები მედიის თავისუფლებას საქართველოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს”, – განაცხადა ლოგსდონმა. შეხვედრა ,,ქორთიარდ მარიოტში” ამ წუთებშიც მიმდინარეობს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/jaba1-150x150.jpgსააკაშვილის რეჟიმი აგრძელებს და წარმატებით ახორციელებს აგრსიულ რეპრესიებს საკუთარი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. რეჟიმმა ამჯერად სამიზნედ ის ახალგაზრდები გაიხადა, რომლებიც მე-12 კალასში 8 გამოცდის დანიშვნას აპროტესტებენ. ამის შესახებ მოძრაობა”7 ნოემბრის” ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა. “ამ ახალგაზრდები წინაარმდეგ რეპრესიების მანქანა ამუშავდა ყველა მიმართულებით. განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებმა თანამდებიბები დაატოვებინეს იმ სკოლის დირექტორებს, რომელთა მოსწავლებიც აქტურობდნენ საპროტესტო აქციაზე. Aასევე, უბნის ინსპექტორები სახლებში აკითხავენ მოსწავლეებს და ცდილობენ მუქარით დააშინონ”, – განაცხადა ჯიშკარიანმა. მისი თქმით, სკოლებში უკვე ტარადიციად დამკვიდრდა სამლოცველო კუთხეებიდან ხატების ჩამოხსნა. “სკოლებში შეყვანილი მანდატურები ეფექტურ ინსტრუმენტად იქცა პოლიციური რეჟიმის დამყარებისათვის, ისინი ცდილობენ ტერორში ამყოფონ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ პედაგოგებიც. ჩვენ ვგმობთ პოლიციური რეჟიმის მხრიდან ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს და მოვუწოდებთ მათ ამ რეპრესიებს დავუპირისპიროთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისათვის ორგანიზებული და ცივილიზებული ბრძოლა”, – აღნიშნა მან. მოძრაობა “7 ნოემბერი” აპირებს ამ საკითხთან დაკავსირებით მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს. იხილეთ epn.ge