Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/bakradze22-150x150.jpgახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სავარაუდო კანდიდატთა – თბილისისა და ჩეხეთის ქალაქ ბრნოს შორის კენჭისყრა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 39–ე გენერალურ ასამბლეაზე შედგება. იგი ნოემბრის ბოლოს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ვლადე დივაცს შორის დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს. სტუმარი თბილისში სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით იმყოფება. იგი ადგილზე ეცნობა ვითარებას, თუ რამდენად მზადაა საქართველოს დედაქალაქი ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობისათვის. სერბეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვლადე დივაცი ყველა დროის უდიდესი კალათბურთელია და ყოფილი იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას ის რამდენიმე გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გახდა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, იგი ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის განვითარების საკითხსაც შეეხო. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ესწრებოდა. იხილეთ epn.ge
  2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 11 ნოემბერს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ კარაჩიში ანტიტერორისტული პოლიციის შტაბ-ბინასთან… ლინკი მედიანიუსზე
  3. ნინო ბურჯანაძის ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” სამომხმარებლო კალათაში შემავალ ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე ფასების ზრდას აპროტესტებს. … ლინკი მედიანიუსზე
  4. 2015 წელს, შესაძლოა, თბილისმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს. თბილისში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გასაცნობად დღეს საქართველოს დედაქალაქს სერბეთის… ლინკი მედიანიუსზე
  5. რუსთავში მდებარე საწარმო “ჯეოსტილში” 15 ინდოელი მოიწამლა. მოწამვლა ქლორის გაჟონვამ გამოიწვია. პაციენტები წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ… ლინკი მედიანიუსზე
  6. კოსმეტიკურმა კომპანია „ეივონმა“ ინოვაციური ფორმულის თვალის ტუში „Sonic Boost“ შექმნა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ახალი პროდუქტი „Sonic Boost“… ლინკი მედიანიუსზე
  7. საქართველოს ათასწლეულის ფონდის (MCG) დაფინანსებით, ათასწლეულის პროგრამის ზეგავლენის შეფასების პროექტის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს, სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამებში ტრეინინგი ჩაუტარდებათ. ტრენინგ კურსს სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამებში საქსტატის ყველა სპეციალისტ რამდენიმე ეტაპად გაივლის. ტრენინგები 15 ნოემბერს დაიწყება და თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. თანამედროვე სტატისტიკური პროგრამების სწავლების მიზანია თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდა. საქართველოს ათასწლეულის ფონდი და სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2007 წლიდან დღემდე წარმატებით თანამშრომლობენ. გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახორციელებს და მონიტორინგს უწევს გამოკვლევებთან დაკავშირებულ მონაცემთა შეგროვებასა და პროგრამის ზეგავლენის შეფასებას. იხილეთ epn.ge
  8. 14 ნოემბერს, კვირას, 12.00 საათზე “რომპეტროლის სეზონი 2010”–ს ფარგლებში ვარდების მოედანზე, წყვილთა საავტომობილო რბოლა პროფესიონალთა და მოყვარულთა… ლინკი მედიანიუსზე
  9. საპენსიო ასაკის ადვოკატებისათვის 2011 წლის პირველი იანვრიდან საწევრო გადასახადი განახევრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა… ლინკი მედიანიუსზე
  10. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გურამ ჩახვაძე ჯანდაცვისა და დაზღვევის უფასო პროგრამებში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობის გაზრდას ითხოვს. როგორც მან… ლინკი მედიანიუსზე
  11. დღეს კახეთის მხარესა და ოდესის ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი კახეთის გუბერნატორმა, გიორგი… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/cagareishviligia011-150x130.jpgოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ევროობლიგაციების გამოშვების შედეგებით ინტერესდება. როგორც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, ევროობლიგაციების გამოშვება ერთიშეხედვით უმიზნოდ მოხდა, თუმცა რეალურად მთავრობამ ამ ობლიგაციებით მოზიდული 500 მილიონი დოლარი რაში დახარჯა, გაურკვეველია. ცაგარეიშვილის თქმით, ევროობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთების ვადა ახლოვდება და მთლიაონობაში ქვეყანას 2013 წელს საგარეო ვალების მომსახურებისთვის მილიარდ ლარამდე ლარის გადახდა მოუწევს. ცაგარეიშვილს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროობლიგაციების გამოშვებით, მთავრობამ საფაინანსო ბაზრის მდგრადობა შეამოწმა. იხილეთ epn.ge
  13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ სანდრო ურუშაძის განცხადებით, 2011 წელს ფსიქიკურად დაავადებულთა მკურნალობაში არაერთი სიახლე… ლინკი მედიანიუსზე
  14. მიუხედავად ცხინვალელ ვაი-მმართველთა თავდაჯერებული განცხადებებისა, რომ ოკუპირებულ რეგიონში წარმატებით ანხორციელებენ ბრძოლას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ფაქტიური მდგომარეობა ამ საკითხში საპირისპიროზე უფრო მეტყველებს. ადგილობრივი ახალგაზრდობა შხამის გავრცელების მიზეზად მიიჩნევს დაუსქმებლობას და გასართობის არასახარბიელო პირობებს.ისინი თავის უკმაყოფილებას გამოთქვამენ აგრეთვე იმასთან დაკავშირებითაც, რომ რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს არავინ ამოწმებს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსულ მუ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. ახალი ათონის წმ. პანტელეიმონის ტაძარიახალი ათონი. გუდაუთის რაიონი. 1875 წ.წმ. პანტელეიმონის ტაძარი 1875 წელს, ივერიის მთაზე ათონის მთიდან (საბრძნეთიდან) მოსულმა ბერებმა დააარსეს. ეკლესიის მშენებლობა 1883-1896 წლებშიც გრძელდებოდა. დასავლეთ კორპუსის ცენტრში აღმართულია 50 მეტრიანი სამრეკლო საათით. სამრეკლოს ქვემოთ განლაგებულია მონასტრის სატრაპეზო, რომლის კედლები მოხატულია. სამონასტრო კომპლექსის ცენტრში აღმართულია წმ. პანტელეიმონის, ხუთი გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი, რომელიც აგებულია ე. წ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  16. რამდენიმე ხნის წინ, უფრო ზუსტად კი 2005 წელს, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელიზაბეთ მეორე, შვილიშვილმა ჰარიმ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო – პრინცს სვასტიკის გამოსახულებიანი წითელი სამკლავური ამშვენებდა, როდესაც ის მამის მეგობრის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, რიჩარდ მიდის კარნავალზე მივიდა. იხილეთ tabula.geზე
  17. საქართველოს ეროვნული ნაკრები 17 ნოემბერს, სლოვენიის ქალაქ კოპერში მასპინძლებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელები დაასახელა იხილეთ tabula.geზე
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/n262228607887_5226-150x150.jpgმოძრაობა “7 ნოემბერმა” პრეზიდენტის და „ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ სახალხო სასმართლოში შეიტანა სარჩელი, სახელწოდებით „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“, 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მნიტინგისა და მოსახლეობის დარბევის გამო. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა გელა ნიკოლეისვილმა განაცხადა. მისი თქმით, სარჩელი ეხება 7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე. “მოძრაობა “7 ნოემბერმა” ჩაატარა დამოუკიდებელი გამოძიება, გამოიკითხა რამდენიმე ასეული ადამ,იანი. ჩვენ გვაქვს ამ მოქალაქეების ჩვენებები, თაანდართული პირადობის მოწმობების ასლებითა და სამხილებით.”- განაცხადა მან. მისი განცხადებით, სახალხო სასამართლოს მოსამართლემ, ბატონმა მინდია უგრეხელიძემ, მიიღო მათი სარჩელი. სამოქალაქო საბჭოს განიხილავის ამ საქმეს, რის შემდეგაც დაინიშნება სასმართლო განხილვა. “ სასამართლო იმსჯელებს ხელისიფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, განიხილავს ევროკონვენციისა და შიდა კანონმდებლობის თუ რა მუხლებია დარღვეული და შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე.”- განაცხადა ნიკოლეისვილმა. მათ იმედი აქთ, რომ მოსამართლე უგრეძელიძე სამართლიანად განიხილავს ამ სარჩელს და ხელისუფლება პასუხს აგებს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე. იხილეთ epn.ge
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/kalmaxelidze3-150x150.jpgსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გრძელვადიანი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მოინახულა. მინისტრი მიმდინარე სამუშაოს რუსთავის №16 დაწესებულების ტერიტორიაზე გაეცნო. სამვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის შენობები არასრულწლოვანთა №11 და რუსთავის № 6 დაწესებულებების ტერიტორიაზეც შენდება. ხათუნა კალმახელიძის თქმით, პაემნებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ეტაპობრივად, სხვა დაწესებულებებშიც დაიწყება. ოჯახებთან მსჯავრდებულების ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ პაემნებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა 3 კვირის წინ დაიწყო. მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. მომავალი წლიდან პენიტენციალურ სისტემაში მსჯავრდებულებისთვის კიდევ ერთი სიახლე – ვიდეოპაემანი დაინერგება. იხილეთ epn.ge
  20. საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე საინვესტიციო კომპანია Swiss Capital Construction-ი შემოვიდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა შეჩერებული სამშენებლო პროექტების დაფინანსებაა. პირველ ეტაპზე თბილისის ცენტრალურ რაიონებში არსებული მშენებლობები განიხილება. მომავალში კომპანია არც საოფისე პროექტების დაფინანსებას გამორიცხავს. იხილეთ tabula.geზე
  21. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53890.jpgკახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. 17 წლის მოზრადი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კამათისას სანადირო თოფით ბიძები მოკლა, უკვე დაკავებულია. View the full article
  22. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53896.jpgკახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. 17 წლის მოზრადი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი კამათისას სანადირო თოფით ბიძები მოკლა, უკვე დაკავებულია. View the full article
  23. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/irish_times_thumb.jpg მარი ფიცჯერალდი გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად გასულ კვირას ქვეყნის ხელისუფლების მიერ რუსული ჯაშუშური ქსელის მხილებისა, თბილისი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა მას შემდეგ რაც ნატო-ს ლისაბონის სამიტის წინ, რომელსაც პრეზიდენტი მედვედევიც დაესწრება, თბილისმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 13 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მოსკოვმა საქართველო „აშკარა პროვოკაციის“ ორგანიზებასა და „პოლიტიკურ ფარსში“ დაადანაშაულა. დუბლინში ვიზიტის დროს, კითხვაზე: ხომ არ ავნებს დიალოგის პერსპექტივას ჯაშუშური დაპირისპირება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ „ამ კითხვის ადრესატი უფრო რუსეთია… ჩვენ მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს ჯაშუშურ ქსელზე თუკი ასეთს აღმოვაჩენთ და აღმოვაჩინეთ კიდეც… ერთადერთი გზა რეალური მოლაპარაკებებია“. საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის 2008 წელს ხანმოკლე ომი გაჩაღდა. ბატონმა გილაურმა „მცირე, მაგრამ მაინც პოზიტიური ნიშანი“ უწოდა გასულ თვეში რუსეთის სამხედრო ძალების გასვლას პერევიდან (სოფელი, რომელიც სამხრეთ-ოსეთის მიღმა მდებარეობს). „ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა სრული წარმატება ის იქნება, თუკი ისინი დაასრულებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“ – განაცხადა მან. ბატონმა გილაურმა ხაზი გაუსვა ევროპისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას. „რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მთავარი იარაღი მოსკოვზე ევროპისა და ამერიკის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლაა. წარმატებული ეკონომიკური რეფორმები საქართველოში და ამავდროულად პოლიტიკური ზეწოლა ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან – ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა საქართველოს პოლიტიკური რეინტეგრაციის თვალსაზრისით“. გუშინ ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ბრაიან კოუენთან შეხვედრისას, ბატონმა გილაურმა იმ მოლოდინზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს 2012 წელს ეუთო-ში ირლანდიის თავმჯდომარეობისგან აქვს. „ჩვენთვის რუსეთთან კონფლიქტის დასრულება პრიორიტეტია“ – სთქვა მან – „ირლანდიას შეუძლია სამშვიდობო პროცესში წვლილის შეტანა საკუთარი გამოცდილებით, რომელიც თქვენ ჩრდილოეთ-ირლანდიასთან ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაგიგროვდათ“. ბატონმა გილაურმა უარყო საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებული წუხილი, რომელიც ოპონენტთა თქმით გზას უხსნის მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრი გახდეს მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდება, ისევე როგორც ეს ვლადიმერ პუტინმა გააკეთა რუსეთში. „პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებია ის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები იმისთვის არ განხორციელებულა, რომ ის რომელიმე ადამიანს მოერგოს“ - განაცხადა ბატონმა გილაურმა და დასძინა, რომ ახალი კონსტიტუცია თავისი ბუნებით „უფრო ევროპულია“. მან ასევე უარყო იმ კრიტიკოსთა ბრალდებები, რომლებიც სააკაშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ ის ბოლო წლებში მცოცავი ავტორიტარიზმის ნიშნებს ავლენდა. „არ ვიცი ეს [კრიტიკა] რას ეფუძნება… შესაძლოა ძალიან ძლიერ პრო-მოსკოვურ ოპოზიციურ წარმომადგენლებს“. ბ-ნი გილაური ეკონომიკას ლიმერიკის უნივერსიტეტში სწავლობა, ის მუშაობდა ასევე IFSC-ში (ირლანდიის საერთაშორისო ფინანსური მომსახურების ცენტრი) დუბლინში. ორიგინალი ორიგინალი
  24. პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი: „გ2) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სახის სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი; 2. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი 1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. 2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანო; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე; გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი; ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი; ვ) იურიდიული პირი, რომლის წილის ან აქციების 10%-ზე მეტს პირდაპირ ან ირიბად, ცალკე ან სხვა პირებთან ერთობლივად (ჯამურად) ფლობს (ფლობენ) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი (პირები); 3. კანონს დაემატოს შემდეგი რედაქციის 371-ე მუხლი: „მუხლი 371. შესაბამისობის დეკლარაცია 1. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სალიცენზიო განაცხადს თან დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) მონაცემები, ლიცენზიის მაძიებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ; გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირებს, სხვა საჯარო მოხელეებს, პოლიტიკურ პარტიებს ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირებს; დ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებლის წილის ან აქციების 10%-ზე მეტს პირდაპირ ან ირიბად, ცალკე ან სხვა პირებთან ერთობლივად (ჯამურად) არ ფლობს (ფლობენ) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი (პირები); ე) ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებლის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების თაობაზე მონაცემებისა. 2. შესაბამისობის დეკლარაცია კომისიას წარედგინება ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის “დ” ქვეპუნქტი: “დ) შესაბამისობის დეკლარაცია;” 5. 61-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ა) შესაბამისობის დეკლარაცია;” 6. 61-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნას “ბ” ქვეპუნქტი; 7. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია, მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში.” 8. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი: „29. მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არაუგვიანეს 2011 წლის 1 ივნისისა, უზრუნველყოს ამ კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარდგენა.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კანონის პროექტზე: ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე a) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია მედია სივრცეში გამჭვირვალობის დონის ამაღლება, ლიცენზიის მფლობელობასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდგების შემოღებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელობის გამჭირვალობის უზრუნველყოფა. საზოგადოებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იმის თაობაზე თუ ვინ არიან საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების მფლობელები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად დგინდება შუზღუდვა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელობასთან დაკავშირებით, კერძოდ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს იურიდიული პირი რომელიც რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში. ასევე შემოდის გარკვეული შეზღუდვები ლიცენზიის მფლობელთა საწარმოს წილის მფლობელებისა და აქციონერებისათვის კანონპროექტით დგინდება მაუწყებლობის მაძიებელთა აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელთა ვალდებულება ლიცენზიის მიღების, მესაკუთრეთა ცვლილების შემთხვევაში აგრეთვე ყოველწლიურად კომისიიას წარუდგინონ განახლებული საჯარო და ხელმისაწვდომი ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრისა და ხელმძღვანელი თანამდებობის პირების შესახებ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ დაეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; აღნიშნული პროექტის მომზადებაში მონაწილობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; არ არსებობს. დ.გ) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გ. მელაძე, ა. მინაშვილი, ჩ. თაქთაქიშვილი და პ.კუბლაშვილი დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გ. მელაძე, ა. მინაშვილი, ჩ. თაქთაქიშვილი და პ.კუბლაშვილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
  25. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53890.jpgკონსერვატორები და ხალხის პარტია ახალ ორგანიზაციას - `თავისუფალ საქართველოს` ქმნიან. გაერთიანება ყველა ოპოზიციურ ჯგუფთან თანამშრომლობას აპირებს. View the full article
×
×
  • შექმენი...