planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53888.jpgსომალელმა მეკობრეებმა კიდევ ერთი გემი დაატყვევეს, რომლის ბორტზეც ქართველი მეზღვაურიც იმყოფება. ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაცია `ეკოტერამ`დაადასტურა. View the full article
-
11 ნოემბერს ოთხკაციანმა შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელა მილიციის თანამშრომლებზე მაჰაჩკალაში, რის შედეგადაც პირველადი მონაცემებით მოკლულია 7 და დაჭრილია ერთი მილიციელი. ინციდენტების სიახლოვეს შემთხვევით მყოფმა 6 მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს საეჭვოდ მოძრავ ავტომანქანას, რომლის აფეთქების შედეგად დაიღუპა მასში მჯდომი 4 მგზავრი, რომლებიც შინაგას საქმეთა სამინისტროს ვარაუდით მილიციის თანამშრომლებზე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://s011.radikal.ru/i318/1011/45/b593f2d83f53.jpg დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლტონი აპირებს გარი კეჰილისა და იოჰან ელმანდერის გაყიდვას. ბოლტონელებს აქვთ უზარმაზარი ვალი 93 მილიონი და სწორედ ამიტომ, ისინი აპირებენ ფეხბურთელების გაყიდვას. მათი ჯამური საფასური 35 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ეს თანხა ზამთარში უფრო მზარდი იქნება. კეჰილიც და იოჰანიც შეფასებულია 17.5 მილიონ ევროდ. ამ ფეხბურთელებით ინტერესდებიან: მანჩესტერ იუნაიტედი, ვოლსბურგი და დღეიდან მერსისაიდიც. ინფორმაციის წყარო: mirrorfootball.co.uk View the full article
-
დღეს პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტი საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს განიხილავს. პარლამენტის წევრებს კანონპროექტს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი გააცნობს. ასევე, პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტს, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგენს. ადმინისტრაციულ კოდექსში ცვილილებების შესახებ პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი ისაუბრებს. დღევანდელ დღის წესრიგში სულ 25 საკითხია. პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ფიჭვნარში 15 სასტუმროს მშენებლობისთვის რვა კომპანია და ფიზიკური პირია შერჩეული, პროექტების წარდგენის ვადამ კი 15 დეკემბრამდე გადაიწია. ეკონომიკის სამინისტროში როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან 52 განაცხადია შესული. ტერიტორიაზე, რომელიც მეცნიერთა მტკიცებით, არქეოლოგიური ძეგლია და შესასწავლია, მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს.ინვესტორები ქობულეთის «თავისუფალი ტურისტული ზონის» განვითარების ხელშეწყობის კომისიამ ორი დღის წინ შეარჩია: ფიზიკური პირები - გოგი გოგიტიძე (ქობულეთი); ნუგზარ გამყრელიძე (თბილისი); გრიგოლ გაფრინდაშვილი (თბილისი); ასევე კომპანიები - თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და კომპანია «ცქიფო» (თბილისი); «ოქროს სტანდარტი» (თბილისი); «პლატინიუმ რეალ ისთეითი» (თბილისი), «ESCo-Concern CJSC»(სომხეთი, ერევანი) და ООО «РУСАДЖ» (რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ქ. პოდოლსკი). ტურისტულ ზონაში დაგეგმილი 27-ის ნაცვლად 30 სასტუმრო აშენდება. კონკურსში მონაწილე სხვა პროექტებს კი კომისია მომდევნო სხდომაზე განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტების შერჩევა დაწყებულია, საკანონმდებლო ბაზა, რომელმაც მთავრობის მიერ ინვესტორებისთვის შეთავაზებული შეღავათები უნდა დააკანონოს, კვლავ მოუწესრიგებელია. საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტები საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს, კომისიამ კი განსაზღვროს სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანისა და ფუნქციონირების დაწყების თარიღი. ზონა, სადაც სასტუმრო კომპლექსი აშენდება, მთლიანად მოიცავს ფიჭვნარის იმ ტერიტორიას, რომელიც ადრე დაცული ტერიტორია იყო და რომელიც არქეოლოგიურად შესასწავლია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, აქ გათხრები რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მეცნიერებს ძეგლის განადგურება დაუშვებლად მიაჩნიათ და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ტერიტორიის არქეოლოგიურად შესწავლის შემდეგ აქ სასტუმროების აშენება პრობლემა აღარ იქნება. «მთავრობა პირობას დებს, რომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში არქეოლოგიური ძეგლები არ დაზიანდება», _ ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა პარლამენტის 26 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა, რომელზედაც შესაბამისი კანონი მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცეს. ხუროშვილმა აღნიშნა, რომ «კომისიაში, რომელმაც საინვესტიციო განცხადებები უნდა განიხილოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც შედის და, შესაბამისად, არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არქეოლოგიურ მემკვიდრეობას დააზიანებს». საპარლამენტო მდივანმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ არქეოლოგიური ძეგლის საკითხს კომისია აუცილებლად განიხილავდა და გაითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, როგორც «ბათუმელებს» ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რვაკაციან კომისიაში, რომელსაც მინისტრი ვერა ქობალია ხელმძღვანელობს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არც ერთი წარმომადგენელი არ შედის. კომისიის წევრია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე. ფიჭვნარის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს. ხელისუფლება ინვესტორებს ამ ადგილს სამშენებლო მოედნად უმზადებს და მის არქეოლოგიურ ღირებულებას არ ითვალისწინებს. ქობულეთის გამგებლის პირველი მოადგილის, მამია ხარაზის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტს 400 ათას ლარამდე, ტრანსფერის სახით, აჭარის ბიუჯეტიდან გადმოეცა. სამუშაოებს ერთ პირთან მოლაპარაკებით ფირმა «გზა» აწარმოებს. ფიჭვნარში სასტუმროების მშენებლობა, სავარაუდოდ, ერთ თვეში დაიწყება. «ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ» კანონის თანახმად, ინვესტორი, რომელიც ფიჭვნარში სასტუმროების ასაშენებლად მინიმუმ 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 15 წლით გათავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან და მიწის შესაბამისი ფართობი (მაგრამ არა უმეტეს 0,2 ჰა-სა) სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადაეცემა. პროექტისთვის ჯამში 11,3 ჰა მიწის ფართობია გამოყოფილი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გალის რაიონში აფხაზეთის მარიონეტული საბაჟო სამსახურის თანამშრომელზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.“აპსნიპრესის” ინფორმაციით, “მებაჟე ჯუმბერ გამისონიას უცნობი პირები სოფელ თაგილონში მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც მან საკუთარი ნათლია - ბეჟან ბერაია სახლთან კუთვნილი ავტომანქანით მიიყვანა”.“გამისონიამ ბერაია საკუთარი ავტომანქანით სახლამდე მიიყვანა. ავტომობილის გაჩერების შემდეგ მეზობლად არსებული მიტოვებული ეზოდან ავტომატური იარაღით შეიარაღებული სამი ნიღბიანი გამოვიდა. სროლების შედეგად ბ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი რუსეთისთვის მესამე სერიოზული დარტყმის მისაყენებლად ემზადება. შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სხვადასხვა სპეცსამსახურების წარმომადგენელთა კიდევ რამდენიმე აგენტურული ქსელი მოქმედებს და სპეცოპერაცია “ენვერის” წარმატებით დასრულების შემდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ამჟამად ამ ქსელების გამოვლენის მიზნით აქტიურად მუშაობს.“ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მინიმუმ, სამი - ГРУ-ს, ФСБ-ს და СВР-ის აგ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/liberation2.gif ბერნარ გეტა სადაც არ უნდა გაიხედო, ყველაგან სისუსტე, უთანხმოება და რწმენის უქონლობა მოსჩანს. ისიც კი არ არის პრობლემა, რომ ამერიკა კედელს აწყდება, როგორც ეს ბუშის ეპოქაში იყო, რუსეთი ავტორიტარიზმს მიბრუნდა, როგორც ეს პუტინის დროს იყო და ევროკავშირს საკუთარი მოქალაქეების სიმპათიის მოპოვება არ ძალუძს, როგორც ეს რეფერენდუმის დროს ფრანგულმა და ჰოლანდიურმა „არა“–მ აჩვენა. ეს ყველაფერი აქტუალური ბოლო ათწლეულის შუაში იყო, თორემ შემდეგი ათწლეულის გარიჟრაჟზე აღარ უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ამ სამმა წამყვანმა ზესახელმწიფომ შეიძლება არასწორი გზა აირჩიოს. დღეს მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მათ როგორც ჩანს, არანარი არჩევანის გაკეთება არ შეუძლიათ, ხოლო მათი ლიდერები თითქოს პარალიზებულები არიან. ორი წლის შემდეგ, ბარაკ ობამამ შესაძლოა ხელახლა შეძლოს საკუთარი პოზიციების განმტკიცება და მეორე ვადით არჩევას მიაღწიოს. სისტემატიური ობსტრუქციის სტრატეგია, რომელსაც გასულ კვირას გამარჯვების შემდეგ რესპუბლიკელები მიმართავენ, როგორც ჩანს მომავალში ამომრჩეველს დაღლის (რითაც სიმპათიები კვლავ დემოკრატებისკენ გადაიხრება), მაგრამ ამ მომენტში აშშ–ს პრეზიდენტი იძულებულია ყრუ თავდაცვის პოზიციაში იყოს. მეტიც, მას სასოწარკვეთილი ბრძოლა მოუწევს საკუთარი პროექტების: სამედიცინო დაზღვევისა და მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის რეფორმების შესანარჩუნებლად. ოაბამას, ასევე სოციალური ხარჯების შეზღუდვაც მოუწევს, რათა კონგრესმა უბრალოდ დაფინანსების წყარო არ გადაუკეტოს. არ შეიცვლება ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაც. რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, რესპუბლიკელები დიდხანს არ დაკმაყოფილდებიან ეკონომიკური სანქციებით, რომელიც მაინც ასუსტებს მაჰმუდ აჰმადინეჯადს და ამწვავებს უთანხმოებას ისლამური რეჟიმის შიგნით. ისინი აუცილებლად მოინდომებენ კუნთებით თამაშს, და შესაძლოა მათ მეგობრებს ისრაელური პოლიტიკის მარჯვენა ფრთიდან პრევენციული დარტყმებისკენაც უბიძგონ. ჩინეთთან მიმართებაში ისინი შეეცდებიან სავაჭრო სფეროში თანაფარდობის აღდგენას იმ აზიურ ქვეყნებზე დაყრდნობით, რომლებიც პეკინის რეგიონალური პოლიტიკით შეშფოთებულები არიან, რამაც აშშ შეიძლება მის მთავარ კრედიტორთან დაპირისპირებაში ჩაითრიოს. გარდა ამისა, რესპუბლიკელების უმრავლესობა, პალესტინური ტერიტორიების კოლონიზაციის შეწყვეტისთვის ისრაელზე ზეწოლას, როგორც ჩანს, მოერიდება, მაშინ როცა ბარაკ ობამას მისწრაფებას რუსეთთან დავას თავი აარიდოს და მასთან ერთობლივი ფრონტით იბრძოლოს ირანის საკითხზე, მარცხის სულ უფრო მეტი შანსი აქვს. თავად ის ფაქტი, რომ რუსეთი ვეღარ იქნება დარწმუნებული აშშ–სთან დაახლოების პერსპექტივით, კრემლის შიდა ბალანსზეც აისახება, რადგან დიმიტრი მედვედევმა ვლადიმერ პუტინთან შედარებით საკუთარი პოზიციების განმტკიცებას დიდწილად სწორედ გადატვირთვის წყალობით მიაღწია. ზაფხულის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტი მის წინამორბედს პოპულარობის რეიტინგში გაუტოლდა. დამკვირვებლებს სულ უფრო ნაკლებად ეპარებოდათ ეჭვი იმაში, რომ ის საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობას შეძლებდა, თუმცა არჩევნების შედეგებმა მას მანევრისთვის ველი შეუზღუდა და შეასუსტა მისი მდგომარეობა ოლიგარქიული მიმდინარეობების პირისპირ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთმა საკუთარი კარტები თავად უნდა გაათამაშოს და არ უნდა ითანამშრომლოს ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან. ვაშინგტონის, მოსკოვისა და ევროპული დედაქალაქების დაახლოების შენარჩუნების ერთადერთი გზა იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირმა უმოკლეს ვადაში უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები რუსეთთან კონტინენტალური თანამშრომლობისკენ, რისკენაც საფრანგეთი და გერმანია უკვე მიისწრაფვიან. თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება ჯერ–ჯერობით ნაკლებად რეალურია. გერმანული კოალიცია თვალსა და ხელს შუა ირღვევა. პრობლემები აქვს ნიკოლა სარკოზისაც. უახლოეს თვეებში ევროკავშირს მოუწევს ერთდროულად გამკლავება როგორც ზოგიერთი მისი წევრის ფინანსურ პრობლემებთან, ასევე ევროკავშირის სოლიდარობის ფონდის განმტკიცებისთვის არსებული ხელშეკრულებების ცვლილებებთან. საერთაშორისო არენაზე კავშირის აქტიურობა შუსუტდება, მკაცრი ეკონომიის მიზნით მის მიერ გატარებული ზომები ეკონომიკურ ზრდას შეანელებს, სოციალური დაძაბულობა მომავალში მხოლოდ გამწვავდება, ხოლო ვაშინგტონში მიმდინარე ცვლილებები ცხოვრებაში წარსულ წინააღმდეგობებს დააბრუნებს. თვითმფრინავის კაბინაში მფრინავი აღარ ზის. საერთაშორისო არენა მერყეობის ფაზაში შედის და სამწუხაროდ, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოსალოდნელი სავალუტო ომების თავიდან აცილება შესაძლებელი გახდება. ნიკოლა სარკოზი დარწმუნებულია, რომ მომავალ ზაფხულს ეს ომები ისეთ აქტიურ ფაზაში შევა, რომ მსოფლიო ფინანსური სისტემის გადახედვაზე მის მოწოდებებს გაიზიარებენ, „დიდი ოცეული“ მისი ბრძნული მეთაურობით მუშაობას შეუდგება, ხოლო მისი პრესტიჟი ისეთ მწვერვალებს მიაღწევს, რომ 2012 წელს კვლავ პრეზიდენტი გახდება და მთელს მსოფლიოს საკუთარ რელსებზე დააყენებს. შესაძლებელია. მაგრამ ჯერ–ჯერობით ჩინეთი იოანის გადაფასებაზე უარს ამბობს, აშშ–მ დოლარის დევალვაციისთვის საბეჭდი მოწყობილობა აამოქმედა, ევროს ცაში ავარდნილი კურსი კი ევროპის მთელ ეკონომიკას სერიოზული შედეგებით ემუქრება. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/eurasia_review.gif მაიკლ ჩეჩირე საქართველოს საკონსტიუტიციო რესპუბლიკაზე საუბრისას, ყურადღება ძირითადად იმაზეა შეჩერებული, თუ ძალაუფლების რა ხარიხს ფლობს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი (და შესაბამისად პარლამენტი) და ა.შ. ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებიც ენერგიულ და გააზრებულ დისკუსიებს მოითხოვს, მაგრამ ეს დებატები იმ ვარაუდებს ეფუძნება, რომლებიც თავის მხრივ სრულად და ადეკვატურად გამოკვლეული არაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვების დასმა აუცილებელია, იგნორირება ხდება უფრო ფუნდამენტური საკითხისა: რამდენად დიდი ძალაუფლება უნდა აკუმულირდეს ცენტრში? გასულ აპრილს, ლევან ვარშალომიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერმა, დაარღვია ის სტანდარტული ეტიკეტი, რომელიც, ძალაუფლებისმოყვარე ასლან აბაშიძის დამხობის შემდეგ, ტიპური გახდა ბათუმი-თბილისის სამთავრობო ურთიერთობებისთვის. აჭარის ლიდერმა, რომელიც ცნობილია, როგორც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლო გარემოცვის პოლიტიკური მოკავშირე, პირველად და სასტიკად გააკრიტიკა ის შეზღუდვები, რომლებიც აჭარის მთავრობას თბილისმა დაუწესა. ”(აჭარის სამინისტროები) უნდა დაელოდნონ იმას, თუ როდის მოაწერს თბილისელი ბიუროკრატი ხელს დოკუმენტს” – განაცხადა ვარშალომიძემ. ”ეს უბრალოდ მიუღებელია, ეს არაა სწორია და ეს შემაშფოთებელია”. აჭარის ლიდერმა შემდეგ განმარტა, თუ როგორ შიძლება ლოკალური ხელისუფლებებისთვის ძალაუფლების გაზრდამ გააუმჯობესოს მომსახურება, დაეხმაროს მეწარმეებს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი პრობლემების უკეთ გააზრებას – არგუმენტები, რომლებიც ჩვეულებრივ ფედერალიზმის გამართლების საფუძველს შეადგენენ. თბილისის სიფრთხილე ადგილობრივი მთავრობებისთვის ძალაუფლების გაფართოების პერსპექტივისადმი, ბოლოდროინდელი ისტორიის გათვალისწინებით, გასაგები ხდება. როგორც უკვე ითქვა, ექვსი წილის წინ ბათუმსა და თბილისს შორის არსებული ურთიერთობები უფრო ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას წააგავდა, ვიდრე ერთი და იმავე ქვეყნის ორი რეგიონის. აბაშიძის მმართველობის დროს, რომელიც ჭკუას უხმობდა და არასდროს უმტკიცებია, რომ აჭარა სეპარატული ქვეყანაა, მაგრამ თბილ, სუბტროპიკულ რესპუბლიკაში შესასვლელად და იქიდან გამოსასვლელად ”სასაზღვრო” საკონტროლო-გამშვები უნდა გაგევლოთ და პასპორტი უნდა წარგედგინათ. თბილისის სუვერენიტეტი რეგიონზე ნომინალურად არსებობდა, მაგრამ ძალივს შესამჩნევი იყო. მას მერე, რაც 2004 წელს დიდმა სახალახო პროტესტმა საკონსტიტუციო ნორმა აღადგინა, აჭარის ავტონომიურობამ შესამჩნევი ხარისხით იკლო. თბილისი კი, თავის მხრივ, ძალიან მგრძნობიერად რეაგირებს ცენტრიდან რეგიონებისთვის ძალაუფლების ხელახლა დელეგირებასთან დაკავშირებით, რადგან ეშინია აბაშიძის დღეების განმეორების, ან კიდევ უფრო ავისმომაწავებლის, რაღაც ისეთის, რაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში მოხდა. ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ეს რეგიონები როდია დასახლებული მნიშვნელოვანი რაოდენობის ეროვნული უმცირესობებით. ჯავახეთი, რომელშიც უამრავი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, ერთ დროს ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სეპარატისტულ პრობლემად განიხილებოდა. იმასაც კი ამბობენ, რომ ჯავახეთმა მხოლოდ იმიტომ არ გაიმეორა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და აჭარის ბედი, რომ ისეთი გეოგრაფიული სიახლოვისა და სტრატეგიული მდებარეობის დეფიციტს განიცდის, რამაც სხვებს რუსეთის ფართო მხარდაჭერა არგუნა (აბაშიძე ახლა მოსკოვში კომფორტულად ცხოვრობს). ამიტომ არაა გასაოცარი, რომ ქართველი პოლიტიკოსები არ ისურვებდნენ კიდევ ერთხელ ისეთი პოლიტიკური გარემოს შექმნას, რომელმაც ქვეყანა ბალკანიზაციამდე მიიყვანა და ისტორიულად განაპირობა კორუფცია. მაგრამ ვარშალომიძის პროტესტი იმის მაჩვენებელია, რომ შესაძლოა ისინი რეალურად ძალიან შორს წავიდნენ ერთიანობისკენ სწრაფვის გამო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დაახლოებით აშშ-ს შტატის, სამხრეთ კალიფორნიის ტოლია, მაგრამ ის, ქვეყნის რელიეფური ლანდშაფტის, სხვადასხვა კლიმატური ზონების, სუსტად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ისეთი ეთნიკური და სუბ-ეთნიკური ჯგუფების განსხვავებულობის გამო, რომლებიც ქვეყანას თავის სამშობლოდ მიიჩნევენ, საკუთარ თავს ბევრად უფრო დიდად აღიქვამს. ძალიან ბევრ დასავლელს, რომელიც საქართველოში მოგზაურობს, განსაკუთრებით ქვეყნის განაპირა სივრცეებში, სადაც პოლიცილების უნიფორმა უფრო გაცვეთილია, მანქანები უფრო ძველი, ხოლო თბილისის წესებს ნაკლებად მიჰყვებიან, ისეთი განცდა უჩნდება, რომ ეს ”თბილისის იმპერიაა” და არ ერთი მთლიანი ქვეყნა. რაღაც თვალსაზრით, არსებობს იმის ნიშნები, რომ თბილისის მთავრობამ ამ რეალობის შესახებ იცის. 2009 წლის სექტემბერში, სააკაშვილმა გაეროში წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, რომ ქვეყანა დაიწყებს დეცენტრალიზაციის დიდ პროგრამას და ” ჩაატარებს ყველა მერის პირდაპირ არჩევნებს რამდენიმე თვეში”. არ არის საჭირო იმის თქმა, რომ ეს დაპირება მალე უარყოფილ იქნა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მოკავშირეებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ცხადი გახადეს, რომ არ ეთანხმებიან ასეთ გაბედულ ნაბიჯს. თბილისის გარდა, მერის არჩევნები რამდენიმე თვეში თავიდან უკუგდებულ იქნა. მაგრამ სააკაშვილის სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ ის, სხვა რომ არაფერი, აცნობიერებს – დამატებითი ძალაუფლების დელეგირება ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურებისთვის, ქვეყნის დემოკრატიული სისტემისათვის სიკეთე იქნებოდა. და თუ ამას იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს პარლამენტი ნაწილობრივ ქუთაისში გადააქვს, ისეთი განცდა ჩნდება, რომ თბილისის პოლიტიკური ისტებლიშმენტი დეცენტრალიზაციის ფასეულობას თავს უკრავს. ის, რომ მსგავსი იდეები ან ჩუმად ჩაკვდა, ან შეცდომებით იქნა გარემოცული, მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რამდენად დაეჭვებულნი არიან მთავრობის წევრები ასეთი ნაბიჯის შედეგების გამო ქვეყნის მომავლისათვის. ყველა შესაძლო კარგი განზრახვა (მათი შედარებითი მარცხის მიუხედავად), ქალაქების მერების პირდაპირი არჩევნები და პარლამენტის ქუთაისში გადატანა, როგორც ჩანს უფრო სიმბოლურია, ვიდრე არსებითი. თუ საქართველო მართლა სერიოზულადაა განწყობილი დემოკრატიზაციის პროცესისადმი, მაშინ ქართველი პარალმეტარების ყურადღება ჭეშმარიტი ფედერალიზმის სიკეთისკენ უნდა მიემართოს. ასეთი პროცესის შედეგები, შეიძლება საქართველოს პოლიტიკურ სტრუქტურებს შორს გასცდეს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დღეს და თვალსაწიერ მომავალში, თბილისისთვის მთლიანად მიუღწეველია, პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში პროგნოზირებადი რამ არ არის. თუ მხედველობაში მივიღებთ მდუღარე უთანხმოებას ნაციონალისტ აფხაზებსა და მათ რუს ბატონებს შორის, შეუძლებელი არ უნდა გახდეს ის, რომ ფსბ-ს ძალოვანი კადრების არადემოკრატიულმა და ხანდახან სასტიკი მართვის სტილმა უფრო მალე ამოწუროს თავი, ვიდრე ეს შეიძლება დღეს კავკასიის ექსპერტების უმეტესობამ ივარაუდოს. თუ და როდესაც ეს დღე დადგება, ის თუ როგორ ირეაგირებს საქართველო და რუსეთი ( და თურქეთი), პროცესებზე განუსაზღვრელ გავლენას იქონიებს. აფხაზებისთვის აბსოლუტურად ნულოვანია (და მე ნულოვანს ვგულისხმობ) ნიშანი იმისა, რომ თბილისთან ხელახალი გაერთიანება მას 90-იანი წლების ქართული ავტოკრატიის გარდა სხვას რამეს მოუტანს. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლეებლია სოხუმისა და რუსეთის ტერორისა და ეთნიკური წმენდების კამპანიის გამართლება (ამ შემთხვევაში ქართველების ეთნიკური წმენდა), ცხადია, რომ აფხაზები ძალიან ბევრს გაიღებენ, რათა გარკევული ხარისხით დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ. თუ მოვა ისეთი დრო, როდესაც აფხაზეთი აქტიურად შეუდგება დემოკრატიის რუსული ვერსიის ალტერნატივის ძიებას, საქართველოს ამ მომენტისთვის უკვე უნდა ჰქონდეს მზად შეთავაზაბების არნახული პაკეტი. დღეს აფხაზტს ოფიციალურად საქართველოს ”ავტონომიური რესპუბლიკის” დასახელება აქვს მინიჭებული, კურიოზული იარლიყი, რომელიც მართლაც სასაცილო იქნებოდა, სასტიკ სიმართლეს რომ არ შეესაბამებოდეს.თუ თბილისმა დაიწყო სვლა ხანგრძლივი, მაგრამ მართლაც ფედერალური საქართველოს შექმნის მნიშვნელოვანი პროცესისაკენ, ისეთი საქართველოსკენ, სადაც მის შემადგენლობაში მყოფ რეგიონებს ექნებოდათ რეალისტური და ამავე დროს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე თვითმმართველობა (შვეიცარიის კანტონები და გაერთიანებული არაბეთის საამიროები კარგი შესაძლო მოდელებია), გამორიცხული არაა, რომ სოხუმს შეეძლო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული, ნამდვილად ავტონომიური მმართველობა საქართველოს ფარგლებს შიგნით, უპირატესად მიეჩნია, ვიდრე ვლადიმერ პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის, ყოფილი სუკის წევრების, პირადი მამულის სტატუსში არსებობა. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ საქართველოს უკვე შექმნა პოზიტიური გამოცდილების მქონე, სანდო ფედერალური სისტემა. ის, რომ დანარჩენი საქართველოსთვის გამონაკლისი იქნება, აფხაზეთვის ძალიან სასურველია, რადგან მას ყოველთვის მოეჩვენება, რომ თბილისი მისი ავტონომიისათვის ძირის გამოთხრას ცდილობს. იმაზე უფრო ნაკლები, ვიდრე რეგიონების უნივერსალური ფედერაცია, არ ივარგებს. ეს არაა პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, მაგრამ მისი განხილვა ნამდვილად ღირს. თუ საქართველო მართლაც სერიოზულად აპირებს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, ეკონომიკურ ზრდას და მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ მას შეუძლია აფხაზეთის კეთილგანწყობილ, მშვიდობიან პარტნიორად იქცეს, ფედერალური მოდელის მიღებაზე უკეთესი გზა არ იქნებოდა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://a.pix.ge/y/n1bw1.jpg “ლივერპულის” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი შოტლანდიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს. ის მონაწილებოას მიიღებს ამხანაგურ მატჩში ფარერების წინააღმდეგ – იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი. ყოფილი “რეინჯერსის” ვარსკვლავი უცვლელი ფეხბურთელი იყო U21 ნაკრების, მაგრამ კრეიგ ლევეინის (შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი) აზრით ის დიდ ნაკრბში იმსახურებს თამაშს.მატჩი გაიმართება სამშაბათს, 16 ოქტომბერს, ქალაქ პიტოდრიეში, “აბერდენის” სტადიონზე. მარტინ კელი გამოძახებულია ინგლისის U21 ნაკრებში, სადაც ისინი გერმანიის წინააღმდეგ გაირჯებიან. ბოლოს მარტინმა აგვისტოში, უზბეკეთის წინააღმდეგ ითამაშა. View the full article
-
http://a.pix.ge/s/4lm1z.jpg დღეს “ლივერპულის” 14-მა ნომერმა Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა. მან განაცხადა რომ ის არ დატოვებს კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.სერბი ფეხბურთელი “წითლებს” გასულ ზაფხულს უფასოდ შეუერთდა ბელგიური კლუბი “სტანდარტიდან”. მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა პრემიერ ლიგაში გოლის გატანა, თუმცა ამის შესაძლებლობა მხოლოდ შვიდჯერ ჰქონდა.იოვანოვიჩმა უარყო ბელგიაში დაბრუნება, თუ არ იცით გეტყვით, რომ მისით “ანდერლეხტი” იყო დაინტერესებული, მაგრამ სერბი “ვეფხვის” განცხადებით რჩება და აგრძელებს ბრძოლას ძირითადში მოხვედრისათვის. “როდესაც მე ჩამოვედი ინგლისში, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი სირთულეების გადატანა მომიწვდა. აქ სულ სხვა ჰავა, სიტუაცია და გარემოა. ვიცოდი გამიჭირდებოდა, მაგრამ ცოტა ხანში ბოლომდე გავივლი ადაპტაციას და საკუთარი თავის ბოლომდე წარმოჩინებას შევეცდები. ვიცი ბევრჯერ დავუშვი ტაქტიკური შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ყველაფერს გავაკეთებ “ლივერპულისათვის”, რადგან არ ვარ ის ადამიანი, ვინც ადვილად ნებდება. ვიცი, რომ “ანდერლეხტი” აქტიურობდა ჩემს შესაძენათ, ამის გამო ამაყი ვარ. “ანდერლეხტი” არის უდიდესი კლუბი ბელგიაში, მაგრამ ინგლისელებთან კიდევ სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. იოვანოვიჩი რჩება” – ციტირებს მილანის სიტყვებს Sky Sports-ი. View the full article
-
სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება დღეს 6 საათზე პრესკონფერენციაზე გააჟღერა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც ირანის საკითხებზე იმუშავებს. იხილეთ tabula.geზე
-
ხვალ 12:00საათზე ,,ხალხის პარტია” და ,,საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია” ერთობლივ ბრიფინგს გამართავს. თემა: ხელისუფლების მიერ დატერორებული მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექტორები და მშობლები მის: ჩუბინაშვილის # 20 იხილეთ epn.ge
-
http://www.breakingfootballnews.com/wp-content/uploads/2010/09/paul-konchesky-liverpool-uk-02.jpg დღეს კოჩენსკიმ განაცხადა, რომ გუშინ მან თამაში ჩააგდო. პაულ კოჩენსკი:”მქონდა იმედი, რომ გუშინ მოვიგებდით, მაგრამ მზად არ ვიყავით და ამით უიგანელებმაც ისარგებლეს, თუმცა თავის დაცვას აზრი არ აქვს. შეგვიძლია გაცილებით მეტის გაკეთება, ამისთვის შრომა და თავდადებაა საჭირო”. ”გუშინ საღამოს ძალიან ცუდათ ვითამაშე და კრიტიკაც საფუძვლიანათ დავიმსახურე, თუმცა გულშემატკივრებს ვპირდები, რომ თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებ”. ”ტორესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მე ვფიქრობ, რომ ესპანელი მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდია და მეამაყება მის გვერდით თამაში”. – განაცხადა მცველმა. View the full article
-
12 ნოემბერს, 11.00 საათზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ახალი სერვისის პრეზენტაციას გამართავს. თემა: “ნოტარიუსთა პალატის იურიდიული სამსახური მოქალაქეებს სამართლებრივ კონსულტაციას ონლაინ რეჟიმშიც გაუწევს”. მის: დავით აღმაშენებლის გამზ. №150 12 ნოემბერს, 11.00 საათზე, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილავს. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 12 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 12 ნოემბერს, 11:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12 ნოემბერს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის მანდატურებს შეხვდება და მანდატურის სამსახურის მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს და სამომავლო გეგმებს გააცნობს. მის: დ. უზნაძის ქ. #52 12 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 12 ნოემბერს, 12.00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრი ანდრია ურუშაძე დონორი ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: “ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებები”. მის: წერეთლის გამზ. #114 12 ნოემბერს, 12.00 საათზე, საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” წევრები ე.წ. კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულებთან ერთად აქციას გამართავენ მის: დიდი დიღომი, IV მ/რ, კორპუსი #2 (გასვლა 11.50 “გუდვილიდან”) 12 ნოემბერს, 12:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი “კავკასიის” უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და თვითმმართველობის საკითხებზე ესაუბრება მის: სააკაძის მოედანი #1 12 ნოემბერს, 13:00 საათზე, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ირაკლი ჩიქოვანი და დავით ონოფრიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი”. მის: ცაგარელის ქ. #74 12 ნოემბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი, პარტიის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “სასიკვდილო განაჩენი ხალხს”. 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩის შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა ჩატარდება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან ლაშა ჩხარტიშვილისა და ალეკო შალამბერიძის მხარდაჭერით მოვაჭრეების აქცია გაიმართება. 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოენოვანი სტუდენტების ახალ ნაკადთან საზეიმო შეხვედრა გაიმართება. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #29, III სასწავლო კორპუსი, სააქტო დარბაზი 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, პოეტის ჟურნალისტის, მწერალთა კავშირის წევრის, ელისო ქაროსანიძის ლექსების წიგნის `მერცხლის ნისკარტით ავკენკავ ზამთარს~ – პრეზენტაცია გაიმართება. 12 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ჟურნალისტებისა და იურისტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს კანონმდებლობაში მედია გარემოს გაუმჯობესებისათვის შეტანილ ცვლილებებს გააცნობს. 12 ნოემბერს, 17:00 საათზე, ზურა ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ “ჯაზუში”, არასამთავრობო ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლე” 47 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გამართავს შეხვედრას, სადაც მცხეთაში, წმინდა ადგილზე მიმდინარე მშენებლობა განიხილება. მის: იონა ვაკელის 18ა, (რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით) 12 ნოემბერს, 20.00 საათზე, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი შოთა რუსთაველის სახ. თეატრის მცირე დარბაზში გერმანიაში ახლახან გამოცემული ~თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგიის” პრეზენტაციას გამართავს. იხილეთ epn.ge
-
ლეგენდარული იტალიელი პროდიუსერი დინო დე ლაურენტისი 91 წლის ასაკში, ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. იხილეთ tabula.geზე
-
http://b.pix.ge/l/y8mvw.jpg “ბოლტონი” მზადაა შეელიოს გუნდის ლიდერს, გარი კეჰილს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ – იტყობინება Daily Mail-ი. “ლივერპული”, “არსენალი”, “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” – ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც ინგლისელი ცენტრალური მცველის ხელში ჩასაგდებად იბრძოლებენ. “ბოლტონს” არ უნდა დაკარგოს 24 წლის ცენტრალური მცველი, რომელიც უფრო და უფრო იხვეწება და უშეცდომო ხდება. მან ეს უკვე ბევრჯერ დაამტკიცა წინა ტურებში, მაგრამ ისინი იძულებულნი არიან შეელიონ გუნდის ლიდერებს პირადი მიზეზების გამო (დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება). კეჰილი ბოლტონელთა რიგებში 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ჩატარებული 85 მატჩიდან თავი 8-ჯერ გამოიჩინა. “ლივერპულმა” ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი შესთავაზა, მაგრამ ამ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა: “კეჰილს მხოლოდ 15 მილიონის სანაცვლოდ დავთმობ, “ლივერპული” – ეს ის კლუბია სადაც კეჰილი დიდი სიამოვნებით გააგრძელებს კარიერას”-ო. ახლა ყველაფერი როი ჰოჯსონის “ვაჟკაცობაზეა” დამოკიდებული. P.S ჩემი აზრით კარგი იქნება, თუ დანიელ აგერს 12-13 მილიონად გავყიდით და მას ამ ფეხბურთელით ჩავანაცვლებთ, მითუმეტეს კეჰილი ინგლისელია და კარაგერს წასვლის შემდეგ ღირსეულად შეცვლის მას. View the full article