Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ამ წუთებში პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრები ასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაში 10–მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს, რომლებსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დღესვე პარლამენტში დაგეგმილი იყო არასამთავრობოების შეხვედრა ქრისტიან დემოკრატებთან, თუმცა გადაიდო იმის გამო, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა. ისინი ერთმანეთს ხვალ, 11 საათზე, შეხვდებიან. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. ახალგორელებს, რომლებმაც “ქართული ოკუპაციის აღიარების” განცხადებას ხელი არ მოაწერეს, ცხინვალის რეჟიმი ფორმა ¹9-ს არ აძლევს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავად ახალგორელებმა აცნობეს.“იმ ადამიანებს, რომლებიც არ დაემორჩილნენ რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მოთხოვნას, რომ ხელი მოეწერათ განცხადებაზე, ქართული ოკუპაციის აღიარების შესახებ, არ აძლევენ ფორმა ¹9-ს. ამიტომ მათ მოუწევთ ადმინისტრაციულ საზღვარზე ყოველ გადაადგილებისას დაახლოებით 20 ლარიანი გადასახადის გადახდა”, - განაცხადეს ახალგ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. პარლამენტის განათლებისა და სპორტის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი განიხილეს, ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ შენიშვნები გამოთქვა. ლევან ვეფხვაძის თქმით, ბიუჯეტში თანხები საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით არაა გადანაწილებული. ვეფხვაძე პირველკასელთათვის ნეთბუქების შეძენისა და გადაცემის შესახებ სახელისუფლებო ინიციატივას აპროტესტებს და ამბობს, რომ ნეთბუქების წინააღმდეგი არაფერი აქვს, თუმცა, მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგება ყოფილიყო პრიორიტეტი. ვეფხვაძე ამბობს, რომ 4 მილიონი ლარი, რომელიც ამისთვისაა საჭირო, ბიუჯეტში ამჟამად არ არის გათვალისწინებული. წელს სოციალურად დაუცველთა მხოლოდ იმ ნაწილს გადაეცა სახელმძღვანელოები, რომელთა ქულაც 50 ათასზე ნაკლები იყო. ვეფხვაძის თქმით, უნდა გაიზარდოს სოციალურად დაუცველთათვის უმაღლეს სასწავლებლებში გამოყოფილი გრანტებიც. ის განმარტავს, რომ 2000 სოციალურად დაუცველი სტუდენტისგან სახელმწიფო მხოლოდ 900–1000 სტუდენტს აფინანსებს ნაწილობრივ. მისი თქმით, უმაღლესი განათლება ყველასათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა ვეფხვაძის გამოსვლა სოციალურ პოპულიზმად შეაფასა და უპასუხა, რომ მოსასმენად და სათქმელად ძალიან კარგია, რომ ყველას ვუყიდოთ წიგნები, თუმცა განათლების სისტემაში მიმდინარეობს რეფორმა ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელიც საშუალებას იძლევა, სახელმძღვანელოების ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/baindurashvili-150x150.jpgფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის ზოგიერთ პროგრამას კორუფციული რისკები ახასიათებდა, რის გამოც მათი გადახედვა მოხდა. პარლამენტში ამ წუთებში ბაინდურაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტებს ბაინდურაშვილმა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ჯანდაცვის პროგრამებში მთავრობის ამოცანა იყო, რომ მოეხდინათ მათი ოპტიმიზაცია და პროგრამების დაფინანსება 2011 წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია. მინისტრის განცხადებით, ყოველი დახარჯული ლარი უნდა მივიდეს ავადმყოფამდე და იმ ადამიანამდე ვისაც ეს სჭირდება. ,,ისეთი პროგრამები იყო, რომელსაც კორუფციული რისკები ახასიათებდა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ეს თანხა მივიდეს ავადმყოფამდე და არა მთავარ ექიმამდე, ან ადმინისტრაციულ პერსონალამდე. შესაბამისად, ამ პროგრამების გადახედვა მოხდა, საკმაოდ კრიტიკულად მათი ოპტიმიზაციის მიზნით’’, – აღმიშნა ბაინდურაშვილმა. ფინანსთა მინისტრმა საპენზიო პაკეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპენსიო უზრუნველყოფა მოწესრიგდება, რადგან პენსიონერმა ზუსტად უნდა იცოდეს რას იღებს და როდის იღებს. იხილეთ epn.ge
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/axvlediani1-150x131.jpg,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრი გიორგი ახვლედიანი მთავრობას მიმართავს იმ სტუდენტების სწავლის საფასურის ნაწილი მაინც დაფაროს, რომლებიც ლიახვის ხეობის სოფლებიდან არიან. როგორც პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვიასა ახვლედიანმა განაცხადა, ხეობის სოფლებიდან დაახლოებით 17 ბავშვი სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში, რომლებიც ვერ იხდიან სწავლის საფასურს. ,,ისე ნუ ვიზამთ ეს ბავშვები უნივერსიტეტიდან გამორიცხონ’’, – მიმართა ფინანთა მინისტრის მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს ახვლედიანმა. დეპუტატის თქმით, სტუდენტები სწავლის საფასურს დამოუკიდებლად ვერ გადაიხდიან, რადგან მათ ოჯახებს არც შემოსავალი აქვთ და არც მოსავალი აუღიათ. იხილეთ epn.ge
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/max-150x150.jpgკანადაში დაკარგული 17 წლის მარიამ მახნიაშვილის დედა საინფორმაციო პროგრამა “მოამბესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ლელა ტაბიძე ამბობს, რომ მისი მეუღლის მიერ ჩადენილი ქმედებები, მათ შორის 6 თვის წინ მეზობელზე თავდასხმა, მათი შვილის – მარიამ მახნიაშვილის დაკარგვას უკავშირდება. ლელა ტაბიძის პოზიცია კანადური მედიისთვისაც დღემდე უცნობი იყო. “მოამბესთან” გაკეთებული განცხადება ერთადერთი კომენტარია, რომელიც, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაკარგული გოგონას დედამ გააკეთა. 2 ადამიანის დაჭრაში ეჭვმიტანილი ვახტანგ მახნიაშვილი კი პატიმრობაში რჩება. ბოლო სასამართლო პროცესზე, რომელიც, ტორონტოს დროით, დილის 09:00 საათზე გაიმართა, ადვოკატს გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნა არ დაუყენებია. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ყველა სხვა დეტალი საზოგადოებისთვის დახურულია. სასამართლომ მტკიცებულებების გამოქვეყნებაზე გასულ შაბათს, პირველივე სხომაზე უარი თქვა. იხილეთ epn.ge
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/patriarki1-150x150.jpgპატრიარქის ნათლული კიდევ 400-მდე ბავშვი გახდება. ჩვილთა მე-14 საყოველთაო ნათლობა 21 ნოემბერს მთავარანგელოზობის დღესასწაულზე გაიმართება. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ჩვილებს თავად დალოცავს. ფონდ „ლაზარეში“ ნათლულობის მსურველთა 360 განცხადებაა შესული. პატრიარქს სულ 6 700–ზე მეტი ნათლული ჰყავს. უწმინდესის ინიციატივით, პატრიარქის ნათლულები ის ბავშვები იქნებიან, რომლებიც ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან. შეგახსენებთ, რომ ტრადიციას საფუძველი 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა. იხილეთ epn.ge
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/qristian_demokratebi_04-150x130.jpg“ქრისტიან–დემოკრატები” შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობენ. მოძრაობის წევრები უკევ შეხვდნენ ამერიკის ორივე ძირითადი პარტიის წარმომადგენლებს და საქართველოსთან მიმართებაში მათი შეხედულებები მოისმინეს. საუბრის დროს, პოლიტიკურის გარდა, ხაზი გაესვა სოციალურ და უსაფრთხოების საკითხებს. აქცენტები გაკეთდა სოჭის ოლიმპიადაზეც. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ დასავლეთმა ოლიმპიადაზე აფხაზეთის თემით მანიპულაციის უფლება რუსეთს არ უნდა მისცეს. იხილეთ epn.ge
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/NATO_DefMins-150x150.pngლისაბონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეა 12–16 ნოემბერს, ვარშავაში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. სესიას 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრება, მათ შორის ქართველი პარლამენტარები. ქართული დელეგაცია პოლონეთის დედაქალაქში უკვე გაემგზავრა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კი მათ მოგვიანებით შეუერთდება. ნატო–ს ასამბლეის სესიაზე დაგეგმილია დავით ბაქრაძის სიტყვით გამოსვლაც. ოფიციალურ თბილისში აცხადებენ, რომ რეზოლუციის შინაარსს განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება ლისაბონის სამიტის წინ და შესაძლოა, ტექსტში დაფიქსირდეს ტერმინი – ოკუპაცია. იხილეთ epn.ge
  10. ფინანსურ სექტორში პასუხისმგებლობის თემაზე სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანია, ფინანსურ სექტორში პასუხისმგებლობის ზრდის და მეტი გამჭვირვალობის ხელშეწყობა. ეროვნული ბანკმა საკუთარი ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მუშავდება და ბანკებს ხელშეკრულებაში ყველა შესაძლო ხარჯის დეტალურად გაწერას დაავალდებულებს. ინიციატივა უახლოეს ხანებში კანონპროექტის ფორმით ჩამოყალიბდება და პარლამენტს წარედგინება. იხილეთ epn.ge
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/gabashvili-150x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ,,ქრისტიან-დემოკრატები’’ სოციალურ პოპულზმში დაადანაშაულა. პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას გაბაშვილმა ,,ქრისტიან-დემოკრატებს’’ პოპულიზმში მას შემდეგ დასდო ბრალი, რაც დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ მთავრობას ურჩია, რომ სოციალურად შეჭივრებული ოჯახების შვილებს წიგნები გადასცენ და არა ნეთბუქები. გაბაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერები სოციალურ დემაგოგიას ანიჭევენ უპირატესობას. ,,როცა საუბრობთ იმ ქვეყნებზე, სადაც წიგნების ფასი დაბალია უნდა ესმოდეთ, რომ იმ ქვეყნებში შიდა პროდუქცია 20-ჯერ მეტია ვიდრე საქართველოში’’, – აღნიშნა გაბაშვილმა. გაბაშვილს ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრმა გიორგი ახვლედიანმა უპასუხა. ოპოზიციონერის თქმით, ხელისუფლება ხშირად ისეთ საკითხებზე საუბრობს, რომლებზეც წარმოდგენა არ აქვს, შესაბამისად მმართველი გუნდი, რომ ოპოზიციას დემაგოგიაში ადანაშაულებდეწს გასაკვირი არ არის. ახვლედიანის განმარტებით, მთავრობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაჰპირდა, რომ 2011 წლის ბიუჯეტში მოსწავლეებისთვის წიგნების გადაცემის საკითხი გათვალისიწნებული იქნებოდა, თუმცა ხელისუფლება როგორც ბევრ დაპირებებს არც ამას ასრულებს. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/erovnuli-banki01-150x132.jpgჩვენ შევიმუშავეთ კომპლექსური სამოქმედო გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ფინანსური სექტორის პასუხისმგებლობის ზრდის პოპულარიზაციაში. ამის შესახებ, “ექსპრესნიუსთან” საუბარში,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ახალ ინიციატივას მომხმარებელთა უფლებების დაცვად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საბანკო სექტორში მომხმარებლების უფლებების დაცვა ეროვნული ბანკის ერთ ერთი პრეროგატივაა. “რამდენიმე ხნის უკან ჩვენ ავამოქმედეთ “ცხელი ხაზი”, რითაც პრობლემების იდენტიფიცირება გავაკეთეთ. ამის შემდგომ მეორე ეტაპი იყო ცვლილებები “კრედიტ ინფოსთან” დაკავშირებით. დღეს ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაში და სულ მალე წარვადგენთ ნორმატიულ აქტს, რომელიც კომერციულ ბანკებს დაავალდებულებს ხელშეკრულებაში გაწერონ ყველა ნიუანსი და პირობა, რომელიც დაკავშირებულია კრედიტის აღებასთან. საუბარია ხარჯებზე როგორიცაა: კონვერტარცია, საკომისიო, განაღდება, სესხის ადრე დაფარვის შემთხვევაში საკომისიო ხარჯი და ა.შ. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია სესხის აღებასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს გაწერილი ხელშეკრულებაში. ჩვენ მომხმარებელთა უფლებების დასაცავად კიდევ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგავთ” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. მისი განცხადებით, სამომავლოდ კომერციულ ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულება იქნება მაქსიმალურად გასაგები ენით დაწერილი. “უნდა მოხდეს ხელშეკრულების სტანდარტიზაცია, სადაც მკაფიოდ დაიწერება ის ვალდებულებები, რისი შესრულებაც მოგივიწევს მომავალში. ეს არის ინიციატივა, რომელსაც წლის ბოლ.ომდე წარვუდგენთ საბანკო სექტორს და დაინტერესებულ საზოგადებას და იმედი მაქვს რომ წლის ბოლომდევე ან 2011 წლის იანვრის ბოლომდე ამოქმედდება და შევა ძალაში”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. იხილეთ epn.ge
  13. 10 ნოემბრის „ნეზავისიმაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით „აზერბაიჯანმა და სომხეთმა გამოაცხადეს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შესახებ“. წერილში ნათქვამია რომ ბოლო დღეებში ბაქომ და ერევანმა ერთმანეთის მიმართ მკაცრი გამოხდომები გაცვალეს.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ი.ალიევმა ერთხელ კიდევ გაიმეორა ადრე გამოთქმული მოსაზრება, რომ ბაქო ნებისმიერ დროს მზადაა გადაწყვიტოს ყარაბახის პრობლემა ძალისმიერი მეთოდებით. რასაც სომხეთის თავდაცვის მინისტრმა მეორე დღესვე უპას... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/Koka-seferteladze-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელების ფიზიკის აბიტურის საათის მიმდინარეობას გაეცნო და მოსწავლეებს იმ ახალ, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელზე ესაუბრა, რომლითაც საატესტატო გამოცდები საქართველოში პირველად ჩატარდება. როგორც ცნობილია, აბიტურის საათები ყველა იმ საგნისთვის არის გათვალისწინებული, რომელშიც ჩატარდება საატესტატო გამოცდა. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის – ქართული, როგორც მეორე ენა); მათემატიკა; უცხოური ენა; საქართველოს და მსოფლიო ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია. ,,აბიტურის საათები საშუალებას აძლევენ მოსწავლეებს მასალა, რომელზე დაფუძნებული ტესტური დავალებითაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, კიდევ ერთხელ გაიმეორონ და უკეთესად მოემზადონ საატესტატო გამოცდებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აბიტურის საათებში მოსწავლე არ იღებს ნიშნებს. ეს გაკვეთილები მოსწავლეს ეხმარება განვლილი საკითხების გამეორებაში,”-განაცხადა სეფერთელაძემ. ცნობისთვის, პირველად საქართველოში საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება. იხილეთ epn.ge
  15. 12 და 14 ნოემბერს თბილისსა და მირზაანში ფიროსმანობა აღინიშნება. ხვალ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს საგამოფენო დარბაზში გაიხსნება… ლინკი მედიანიუსზე
  16. თავდაცვის სფეროში საქართველო_აშშ თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით პენტაგონში დახურული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის… ლინკი მედიანიუსზე
  17. დღეს თბილისში, სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომლის თემაა “პასუხისმგებლობა ფინანსურ სექტორში”. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბანკი მასპინძილობს.… ლინკი მედიანიუსზე
  18. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53878.jpgვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიისთვის ემზადებიან. სხდომაზე საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღება იგეგმება. სესიაზე დასწრებას აპირებს 300-ზე მეტი დეპუტატი, მათ შორის ქართველი პარლამენტარებიც იქნებიან. View the full article
  19. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53877.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონეთში ოფიციალური შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. განხილვის ძირითადი თემები საქართველოს ნატოში ინტეგრაცია... View the full article
  20. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53876.jpgსაქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ პენტაგონში დახურულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრები ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ გაიმართა. View the full article
  21. 9 ნოემბერს გროზნოში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის „რამზანის“ აქცია რუსეთის პრეზიდენტის დ. მედვედევის მხარდასაჭერად. ათობით ახალგაზრდა მომიტინგემ სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყნის პრეზიდენტს მისი ცოტა ხნის წინ კურილიის კუნძულზე ყოფნის გამო. „კურილიის კუნძულები რუსეთის სახელმწიფოს ნაწილია და არავის არ აქვს უფლება მიუთითოს ქვეყნის პრეზიდენტს რომელ რეგიონში როდის ჩავა, ეს რუსეთის შინაგან საქმეებში ჩარევის მცდელობაა“ განაცხადეს მომიტინგეებმა.ადგილობრივი მიმომხილველები მიიჩნევენ რომ რუსეთი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  22. სამართალდამცავებმა სიღნაღის არქივის დირექტორი ვასილ ნარინდოშვილი დააკავეს. არქივის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ვასილ ნარინდოშვილი 2007 – 2008 წლებში… ლინკი მედიანიუსზე
  23. წუხელ, ღამის 00.43 საათზე რუსეთ-საქართველოს საზღვართან, აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა. როგორც “მედიანიუსს” სეისმური მონოტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა გულრიფშიდან… ლინკი მედიანიუსზე
  24. ე. წ. ღორის გრიპის მუტაციასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. … ლინკი მედიანიუსზე
  25. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სეულში ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და გერმანიის ლიდერებს ხვდება. – იტყობინება “ამერიკის ხმა.”. შეხვედრის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...