planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მოლდოვაში კვლავ პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანა ახალი არჩევნების მოლოდინშია. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევნების რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ, 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანებულებით, პარლამენტის თავმჯდომარემ და სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა, მიჰაი გიმპუმ პარლამენტი დაითხოვა. მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღად მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ხოლო სახელმწიფო მეთაურის არჩევის ვადად – დეკემბერი გამოცხადდა. იხილეთ tabula.geზე
-
თელავის ტელეკომპანია თანამგზავრის დირექტორის დაჭრის ფაქტზე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. ასოციაცია შსს–ს და პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვს. ენრი კობახიძის დაჭრის თაობაზე დღეს დილით გახდა ცნობილი. 10 საათზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია თელავის ტელევიზიის დირექტორის დაჭრის თაობაზე. ცენტრი წერდა, რომ ენრი კობახიძე გვიან ღამით დაჭრეს, როდესაც იგი ქორწილში იმყოფებოდა. აღნიშნულ მასალაში ავტორი წერდა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებდა, თუ ვინ დაჭრა. მოგვიანებით, ნეტგაზეთი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ნათია კუპრაშვილს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ კობახიძემ თავდამსხმელის კონკრეტული სახელი და გვარი დაასახელა – გელა ჭვრიტიძე. „ენრი კობახიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ ჟურნალისტური გამოძიებების ციკლის მომზადება დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ თანამშრომელთა მხრიდან გახშირდა ზეწოლის მცდელობები, რასაც 14 ნომებერს, 21 საათზე, სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცრის გელა ჭვრიტიძის მხრიდან ენრი კობახიძეზე განხორცილებული თავდასხმა მოჰყვა“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ გაავრცელა. კუპრაშვილი ამბობს, რომ შეხვდნენ კობახიძეს, რომელმაც თავდასხმის ფაქტის შესახებ უამბო. ტელევიზიის დირექტორი ამბობს, რომ მან თავის დაცვა შეძლო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კობახიძეს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. კობახიძეს პოლიციისთვის არ მიუმართავს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ტელევიზიის დირექტორს. მან ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ხვალ გამართვას პრესკონფერენციას, რომელზეც ყველა კითხვას უპასუხეს. ნეტგაზეთის კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია პოლიციას მისი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, კობახიძე ამბობს: „ჩვენები წაიყვანეს დაკითხვაზე“. პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არიან ჩვენები, კობახიძეს არ გაუცია. ნეტგაზეთი დაუკავშირდა თელავის პოლიციის უფროსს, შოთა ბეჟანიშვილს. კითხვაზე, არის თუ არა მისთვის ცნობილი კობახიძის დაჭრის ფაქტი, მან გვიპასუხა, რომ კომენტარს არ გააკეთებს. კომენტარის არგაკეთების მოტივი არ აგვიხნა: “ხომ გითხარით, კომენტარს არ გავაკეთებ“. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გასულ კვირას ცნობილი გახდა დეტალები 2010 წლის გაზაფხულზე საქართველოში გამდიდრებული ურანის დაკავების შესახებ. ინფორმაცია 7 ნოემბერს Guardian-მა და Associated Press-მა გამოაქვეყნეს. ჯაშუშური სკანდალის შემდეგ კი საქართველო სწორედ ურანის თემით მოექცა საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. იხილეთ tabula.geზე
-
საია მხარს უჭერს საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მედია გარემოს გაჯანსაღებისთვის. საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ დაეხმარება მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფს წარდგენილი წინადადებების ლობირებაში. კანონპროექტი პარლამენტში 12 ნოემბერს წარადგინეს. ერთი კვირით ადრე დავით ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ კომიტეტს მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მომზადება დაავალა. ზუსტად 12 ნოემბერს სხდომაზე დარეგისტრირდა ახალი კანონპროექტი, რომელიც პავლე კუბლაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა მოამზადეს. "სამწუხაროდ, აღნიშნული ვერსია სრულყოფილად არ ასახავს მედია სფეროში რეალურად არსებულ პრობლემებს და არ გვთავაზობს მათი გადაჭრის კონკრეტულ, პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებულ მექანიზმებს",–აცხადებს საია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ მათი აზრით, საინიციატივო ჯგუფის წინადადება უფრო მეტად უზრუნველყოფს მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/nagavsayreli2-150x150.jpgსოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე 83 ჰექტარზე განთავსებული თბილისის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა დასრულებულია. ახალ ნაგავსაყრელზე ნაგვის გადამუშავება და მისი დახარისხება თანამედროვე ტექნოლოგიით მოხდება. ტერიტორიაზე აშენდა სამეურნეო და საოფისე შენობები. დამონტაჟდა ავტომობილების ასაწონი სასწორები, სათვალთვალო ვიდეოკამერები ახალი პოლიგონის მშენებლობაზე დასაქმდა 500-მდე ადამიანი. ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მუდმივად ჩატარდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი, რათა მოსახლეობას ეკოლოგიური საფრთხე არ შეექმნას. პარალელურად მიმდინარეობს გლდანისა და იაღლუჯის ნაგავსაყრელის კონსერვაცია, რაც ექვსი თვე გაგრძელდება. დღეს თბილისის მერმა გიგი უგუ;ლავამ პოლიგონი დაათვალიერა და თანამედროვე ტექნიკასაც გაეცნო. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/urushadze4-150x150.jpgსაქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ალექსანდრე ურუშაძე დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტს კობა ამირხანაშვილს და დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე დიაბეტიან ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობის და რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ალექსანდრე ურუშაძის განცხადებით ბიუჯეტში შესულია პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დიაბეტით დაავადებულთათვის საჭირო სერვისების სრულ დაფინენსებას. ,, არცერთ ოჯახს, არცერთ ადამიანს საფრთხე არ ემუქრება. დაფინანსება გაგრძელდება და ყველა ოჯახი ამ სერვის ისევ მიიღებს. პროგრამისთვის გამოყოფილია 650 ათასი ლარი, რომელიც 600-ზე მეტ ადამიანზე გადანაწილდება” – განაცხადა ურუშაძემ. მისივე თქმით, ვაუჩერულ სისტემას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა დაფინანსების მოდელის შეცვლა შესაძლებელია ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული უკეთესი მოდელის საფუძველზე. ,,კერძო და სახელმწიფო სექტორის ურთიერთობამ შესაძლებელი გახადა უკეთესი სერვისები მიწოდებოდა საზოგადოებას.”-აცხადებს იგი და ასოციაციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/auqcioni12-150x130.jpgდღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით მორიგი აუქციონი გაიმართა. აუქციონზე გამოტანილი იყო მცხეთა-თიანეთის რეგიონული სატყეო სამმრთველოს ტერიტორიაზე მდებარე სამონადირეო მეურნეობის 2 325 ჰა ფართობი. ლოტის საწყისი ღირებულუბა შეადგენდა 23 250 ლარს. ბიჯის გათვალისწინებით სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია აუქციონზე საბოლოოდ 25 575 ლარად გაიყიდა. ლიცენზიის მფლობელი შპს “ჰანტიგ ტურ ჯორჯია” გახდა. იხილეთ epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/badc26b8f61531819d3607fe4dde2d38-150x141.jpgსაქსტატს შვედეთის სტატისტიკის 7 კაციანი დელეგაცია ეწვია. მათი ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოს სტატსამსახურისა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის პროექტის დაწყებაა. სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო და 26 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შვედი კოლეგები ქართველ სტატისტიკოსებს დაეხმარებიან ინსტიტუციურ განვითარებაში, სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და ისეთი მნიშვნელოვანი კვლევების ხარისხის გაუმჯობესებაში, როგორიცაა ეროვნული ანგარიშები (მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტი) და ფასების სტატისტიკა (ინფლაცია). მხარეები ასევე განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს სხვა სტატისტიკური გამოკვლევების მიმართულებითაც. შვედეთის სტატისტიკის სამუშაო ვიზიტი და შემდგომი თანამშრომლობის პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ. იხილეთ epn.ge
-
გიორგი თარგამაძე ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსია. მისი ბიოგრაფია სავსეა წინააღმდეგობრივი მოვლენებით. ის ძირითადად ჟურნალისტიკასა და პოლიტიკაში მოღვაწეობდა. იხილეთ tabula.geზე
-
3 ნოემბერს, ჟურნალმა Forbes-მა 2010 წლის მსოფლიოს 68 გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. მასში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პირები მოხვდნენ. სია სახელმწიფოს მეთაურებს, რელიგიურ ფიგურებს, ბიზნესმენებს, მედიისა და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელს მოიცავს. იხილეთ tabula.geზე
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/11/dakaveba12-150x130.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ბრალდებული ერეკლე ვიბლიანი დააკავეს. ერეკლე ვიბლიანმა 2010 წლის 12 ნოემბერს დმანისის რაიონის სოფელ შიდლარში მდებარე საკუთარი სამეურნეო ნაკვეთის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე უმოწყალოდ სცემა მოქალაქეები, მუგადინ ადიგეზალოვი და ნოდარ ახმედოვი. რის შედეგადაც მუგადინ ადიგეზალოვი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ნოდარ ახმედოვი გადაყვანილ იქნა თბილისში რკინიგზის საავადმყოფოში, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. დაკავებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. დანაშაული ითვალისწინებს 7- 15-მდე თავისუფლების აღკვეთას. იხილეთ epn.ge
-
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ხორცზე ფასი ჯერ გაიზარდა, შემდეგ შემცირება დაიწყო. ამის მიზეზი ბაზარზე სახელმწიფოს უხეში ჩარევაა.სურსათის უვნებლობის სამსახურმა ახალი რეგულაცია მიიღო: იმისათვის, რომ საქონლის ხორცი თბილისის ბაზარზე მოხვდეს, მეპატრონემ საქონელი სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაკლას. იხილეთ tabula.geზე
-
“ევროპაში ცვლილებები არ გვჭირდება. ჩვენ გვყავს შესაბამისი სტრუქტურები და ვმართავთ მოლაპარაკებებს”, _განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პოლონურ გაზეთ “ვიბორჩასთვის” მიცემულ ინტერვიუში მედვედევის მიერ ევროპის უსაფრთხოებისთვის ახალი არქიტექტურის შეთავაზებასთან დაკავშირებით.მისი თქმით, თუკი ნატო და რუსეთი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას დათანხმდებიან, ეს ახალი ევროატლანტიკური არქიტექტურის უსაფრთხოების ნაწილი გახდებოდა, რაც პრეზიდენტ მედვედევის იდეის ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53923.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა. ახალქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ ხალხს პრეზიდენტი სომხურ ენაზე მიესალმა. მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქის მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა მიულოცა. View the full article
-
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წელიწადზე მეტია დომენტი (ზვიად) სიჭინავა ხელმძღვანელობს. მან შეცვალა უმცროსი ნოდარ ახალკაცი, რომელიც 2005 წლის ზაფხულში გახდა სფფ-ს პრეზიდენტი, 2009 წლის სექტემბერში კი საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. იხილეთ tabula.geზე
-
სახალხო კრების დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც პარლამენტის წინ 25 ნოემბერს გაიმართება, შესაძლოა პერმანენტულ აქციებში გადაიზარდოს. მათი მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. კითვაზე –როგორ, რა გზით და რა ფორმით აპირებენ ხელისუფლების ცვლილებას –პასუხი ჯერ არ არის. ნონა გაფრინდაშვილი, სახალხო კრების საინიციტივო ჯგუფის წევრი ამბობს, რომ სახალხო კრება 25 ნოემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. რატომ აარჩიეთ წარმომადგენლობითი სახალხო კრების ჩატარების თარიღად 25 ნოემბერი? ასეთი გადაწყვეტილება, 25 ნოემბერთან დაკავშირებით, დიდი ხნის წინ იყო მიღებული. ასე რომ არაფერი განსაკუთრებულისთვის ეს თარიღი არ დაგვიმთხვევია. 25 ნოემბერს ვგეგმავთ სახალხო კრების ჩატარებას. კრება მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა მოხდება ამ დღეს. რატომ გადაწყვიტეთ კრების პარლამენტის წინ გამართვა? ხელისუფლებამ დაბრკოლება შეგვიქმნა, არ მოგვცა სპორტის სასახლე. გვიჭიანურებდა პასუხს ლოკომიტივის სტადიონთან დაკავშირებით. მივადექით ეკონომიკის სამინისტროს და ცხვირწინ ჩაგვიკეტეს კარი. როგორც იქნა იკადრეს, პრესსამსახური ჩამოვიდა და ლოკომიტივის სტადიონზე უარი გვითრა. ჩვენ არაფერი გვინდოდა, გარდა იმისა, რომ მიგვეღო პასუხი. ჩვენ მანიფესტაციის ჩატარება კი არ გვინდოდა, კრების ჩატარება გვინდოდა. ჩვენთვის უფრო რთული იქნება, მაგრამ რახან ასე გვიშლიან ხელს, ჩვენ უკვე მოვუწოდებთ ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა დელეგატები იქნებიან თუ არა, რომ მოვიდნენ პარლამენტის წინ. შეიცვალა თუ არა ამ გადაწყვეტილებით თქვენი სამომავლო გეგმა? არაფერი შეიცვლება. ჩვენ ჩავატარებთ კრებას. დელეგატების აღრიცხვა და სხვა პროცედურები, რაც საჭიროა კრებისთვის, ახლა უფრო რთულ პირობებში მოხდება, მაგრამ ჩვენ მაინც ჩავატარებთ და ამის მომსწრე იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. ამიტომ ჯობდა, სპორტის სასახლე მოეცათ. როგორ ფიქრობთ, რამდენ ადამიანს შეკრებთ 25 ნოემბერს? ჩვენ ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს. რაც უფრო მეტი ადამიანი მოვა და მოაწერს ხელს, ეს ჩვენ ლეგიტიმაციას მოგვცემს. სახალხო კრება ასოცირდება ერთ პოლიტიკურ პარტიასთან... ეს არ არის სწორად დასმული კითხვა, არ ასოცირდება სახალხო კრება პოლიტიკურ პარტიასთან. უბრალოდ, კრებას ჰყავს მხარდამჭერი, ნინოს (ბურჯანაძე) სახით. ჩვენ შემოგვიერთდა შალვა ხაჭაპურიძე და თეთრები, შაშიაშვილის სახით. კრება არის ხალხის. დაისმება საკითხი, დაუჭერს ხალხი მხარს, აიწევა ხელი და დაითვლება, როგორც ხდება ხოლმე. გადაწყვეტილება, რასაც კრება მიიღებს, იქნება ხალხის გადაწყვეტილება და ყველაფერი, რასაც გადავწყვეტთ, იქნება იურიდიულ ჩარჩოებში, რომ არავინ არაფერში შემოგვედავოს. სხვა პოლიტიკურ პარტიებთან რატომ არ მოხდა თანამშრომლობა? ერთადერთი, ვისგანაც შემოთავაზება არ ყოფილა, ეს არის 8-ში ვინც არის, ფორუმის გამოკლებით. ფორუმი თავიდან თითქოს შემოგვიერთდა, მაგრამ საბოლოოდ განზე გადგნენ. მე მაინც დღესაც შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც მოვა და გვერდით დაგვიდგება, ყველა მისაღებია. ჩვენთვის მთავარია ერთი იდეის გარშემო გაერთიანება. თუ ესენი არ მოვაცილეთ ქვეყანას, საქართველოსგან არაფერი დარჩება. ჩვენ ვართ უბედურ დღეში და ვიბრძვით საქართველოს ახალგაზრდა თაობების გადასარჩენად. ამ საინიციატივო ჯგუფში უფრო მეტი ჩემი ასაკის და ჩემზე უფრო დიდი ასაკის ადამიანები არიან. შეგვეძლო, სახლში ვმჯდარიყავით და დავმტკბარიყავით ცხოვრებით, მაგრამ ვინ მოგცემს ამის საშუალებას? ჩვენ თუ ქვეყანა არ გადავარჩინეთ, არაფერი გამოვა. ახლა დავიწყეთ თბილისის რაიონებში მოძრაობა და ეს მოძრაობა გაგრძელდება 25 ნოემბრამდე და მერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურება. ანუ თქვენი მთავარი იდეა ხელისუფლების შეცვლაა? მთავარი იდეა კი არა, ძირითადი და ერთადერთი იდეაა. ჩვენ გვაქვს ტოტალიტარული რეჟიმი და ეს უნდა მოვაცილოთ საქართველოს. და გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა? გითხარით უკვე, რომ ამის შესახებ კრებაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას შევასრულებთ. ანუ ეს სპონტანურად მოხდება? არა, სპონტანურად არ მოხდება. საკითხები იურიდიულად იქნება მომზადებული. ჩვენ დავსვამთ კითხვას ხალხის წინაშე და ხალხი დაუჭერს მხარს. ნურავინ გაიგებს, რომ ჩვენ 25–ში მოვედით და მორჩა საქმე. ჩვენ 25–ში ვიწყებთ ამ ხელისუფლების დემონტაჟს და ამისთვის ბრძოლას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ მიზანს. როგორ და რა ხერხებით, ამას კრება გადაწყვეტს. შესაძლებელია იყოს პერმანენტული აქციები? რა თქმა უნდა. თუ გაეცანით ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ 25–ში კიდევ ერთი საპნის ბუშტი გაიბერება. რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვიტევენ. ჩვენ ხომ არ გვითქვამს, რომ 25–ში გამოვდივართ და ვამთავრებთ? ამიტომ მისი შინაარსი იკარგება. საერთოდ, ოქრუაშვილის ადგილზე წყნარად ვიქნებოდი. შექმნა პარტია? კი, ბატონო. ჯერ პარტიამ რამე გააკეთოს. ძალიან ვთხოვ, იქიდან ნუ გვმოძღვრავს, მშვენივრად არის პარიზში მოკალათებული. ცნობილი პოლიტიკური ოპოზიციური ფიგურების გარეშე, რამდენად მიაღწევს კრება წარმატებას? ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. თუ დაინახეს, რომ სერიოზული ძალები მოვიდნენ, ძალიან ბევრი მერე გადადგამს ამ ნაბიჯს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხალხს შიში დავაძლევინოთ. დააკვირდით მოვლენებს საბერძნეთში, საფრანგეთში, ვინ გადაწყვიტა იქ მოვლენები? ხალხმა. პარტიებმა რაც გააკეთეს, ვნახეთ, რეალური არაფერი ჩანს. არც ერთ პარტიას არ მინდა დავუპირისპირდე, მაგრამ ვიძახი, რომ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. პროდუქტებზე ფასებმა კატასტროფულად მოიმატა, მე არ ვიცი, რას უძლებს ეს ხალხი. აქციებს საქართველოში, ძირითადად, მხოლოდ ერთი მოტივით მართავენ, ეს არის გადადგეს ხელისუფლება და არა ისეთი კონკრეტული პრობლემური საკითხები, როგოებიც თავად აღნიშნეთ, თუნდაც, პროდუქებზე ფასების მომატება. ეს არ იქნება აქცია, ეს იქნება კრება, რომელიც მიიღებს კონკრეტულ იურიდიულ ჩარჩოებში მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ ხელისუფლებამ, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა, უკვე ყველაფერი გააფუჭა. ჩვენს ინტერესებშია, რომ ჩვენ უკან იდგეს, ხელმოწერების საშუალებით, დიდი მასა და თუ ეს რაოდენობა იქნება სერიოზული, ჩვენ გადაწყვეტილებას ექნება სერიოზული ძალა. რომ არ მოვიდეს ხალხის ის რაოდენობა, რა გეგმა გაქვთ? აუცილებლად შეგროვდება. გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ შეგროვდეს, დაველოდოთ 25–ს. მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ხალხი გამოგვეხმაურება. ნონა გაფრინდაშვილი: სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრი. მოჭადრაკე, ხუთგზის მსოფლიო და თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი. საერთშორისო დიდოსტატი ქალთა და ვაჟთა შორის. სპორტის დამსახურებული ოსტატი. საჭადრაკო ოსკარის მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თვმჯდომარე. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკვეს 38 წლის ერეკლე ვიბლიანი, რომელმაც 12 ნოემბერს დმანისის… ლინკი მედიანიუსზე
-
ჩემი თაობა ბილ ესპრისაც ეკუთვნის. გახსოვთ საღეჭი რეზინი LOVE IS და მისი „ნაკლეიკები”. მესამე კლასელი ბავშვებისთვის ეს უდიდესი რომანტიკა (კინაღამ ეროტიკა დავწერე) იყო – ამასთანვე მეგობრობის დღიურებს და მკვდარი მაცივრის ტატუირებულ კარს ნიშნავდა. იხილეთ tabula.geზე