planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
2 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, განაცხადა, რომ სახელმწიფო სასკოლო სახელმძღვანელოების არსებულ ბაზარზე ინტერვენციას იწყებს. სახელმწიფოს ჩარევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება და მიზნად ისახავს სწავლების შინაარსისა და სახელმძღვანელოების ფასების დარეგულირებას. შესაბამისად იგეგმება გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რომლებსაც, მიუხედავად „კეთილშობილი” მიზნებისა, სავარაუდოდ, ნეგატიური თანმხლები შედეგებიც მოჰყვება. იხილეთ tabula.geზე
-
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53924.jpgორი ადამიანის მკვლელობისთვის ერეკლე ვიბლიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მუგადინ ადიგეზალოვი და ნოდარ ახმედოვი მოკლა. მკვლელობა დმანისის რაიონის სოფელ შიდლარში მოხდა. View the full article
-
http://d.yimg.com/i/ng/sp/empics/20101107/17/3965529158-soccer-barclays-premier-league-liverpool-v-chelsea-anfield.jpg საერთაშორის ამხანაგურ მატჩებში ამ კვირის განმავლობაში ლივერპულის 13 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას… სამშაბათს ლივერპულის ახალგაზრდა მცველს, დანი ვილსონს შესაძლოა შოტლანდიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდეს. იგი პირველად არის გამოძახებული ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. შოტლანდია ხვალ ფარერებს ეთამაშება. მარტინ კელი კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ინგლისის 21 წლამდე ნაკრებში თამაშებს… ინგლისელთა ეროვნული გუნდი კი სტივენ ჯერარდთან ერთად საფრანგეთს უმასპინძლებს უემბლიზე… ფერნანდო ტორესი და პეპე რეინა ესპანეთში იმყოფებიან, თუმცა დიდი შანსია რომ ელ ნინომ ვერ ითამაშოს პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩში, რადგან სტოუკ სიტისთან მცირე ტრამვა მიიღო და ახლა ესპანელი ექიმები უტარებენ გამოკვლეევებს.. სამაგიეროდ ამ შეხვედრაში პორტუგალიის მხირდან რაულ მეირლეში დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში მატჩს. ლუკას ლეივა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ახლო აღმოსავლეთში გამეგზავრა, სადაც მსოფლიოს ხუთ გზის ჩემპიონები არგენტინას ეთამაშებიან. სამწუხაროდ არც მაქსი როდრიგესი და არც განათხოვრებული ემილიანო ინსუა არ არიან ლურჯ-თეთრების განაცხადში. დირკ კიუიტი ჰოლანდიის ნაკრებში ითამაშებს თურქებთან. მარტინ შკრტელი კი სლოვაკეთთან ერთად დაუპირისპირდება ბოსნიას… კრისტიალ პოულსენი დანიის ნაკრებს ჩეხეთთან მატჩი კაპიტნის სამკლაურით გაუძღვება… დავიდ ნგოგი საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებში რუსეთთან ითამაშებს, კრის მავინგა კი ფრანგთა 20 წლამდე გუნდი იასპარეზებს მონტენეგროსა და ორლეანის წინააღმდეგ. ლივერპულიდან იჯარით განათხოვრებული პიტერ გულასკი კი უნგრეთის 21 წლამდე ნაკრების კარს დაიცავს სლოვაკეთთან მატჩში… View the full article
-
ერორი- პრეზიდენტმა ახალი საავტომობილო გზა გახსნა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53921.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა დღეს საავტომობილო გზის ახალი მარშრუტი გახსნა, რომელსაც მძღოლები თელეთიდან სამცხე-ჯავახეთისაკენ გაივლიან. რეაბილიტირებულია 203-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი. View the full article -
ერორი- პრეზიდენტმა ახალი საავტომობილო გზა გახსნა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53921.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა დღეს საავტომობილო გზის ახალი მარშრუტი გახსნა, რომელსაც მძღოლები თელეთიდან სამცხე-ჯავახეთისაკენ გაივლიან. View the full article -
რამდენიმე დღეა თბილისის სკოლების უფროსკლასელები გამოსაშვები გამოცდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. ამ მიტინგებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ოროსანთა რევოლუციის” მცდელობა უწოდა, ოპოზიციამ კი საგანმანათლებლო გენოციდის პოლიტიკის გამტარებელი პირსისხლიანი რეჟიმის კრულვის მორიგი რიტუალი აღასრულა. იხილეთ tabula.geზე
-
http://media.rtl.fr/online/image/2010/1108/7635250981_le-milieu-de-terrain-yann-m-vila.jpg კვირას როი ჰოჯსონი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც რენეს თამაშს დაესწო, რათა ნახევარმცველ – იან მ’ვილას დაჰკვირვებოდა… 20 წლის ცენტრალური “ჩამშლელი” ნახევარმცველი ლორან ბლანმა უკვე საფრანგეთის ნაკრებშიც კი მიიწვია და იგი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშებს. ჰოჯსონის ყურადღება კი მან საფრანგეთის ჩემპიონატში გამორჩეული თამაშით მიიქცია. მ’ვილა ძალიან ძლიერია ფიზიკურად, ასევე კარგად იჭერს და ანაწილებს ბურთს მოედანზე. ბრიტანული და ფრანგული მედიის ცნობით კი ლივერპულს მის შესაძენად 15 მილიონი ფუნტი დასწირდება… View the full article
-
,,რაღაც დარღვევა როგორ არ იქნებაო, გვითხრეს გენინსპექციის წარმომადგენლებმა’’, - ამბობს 149-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე. "დარღვევების აღმოსაჩენად" განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ვადა ამ კვირის ბოლომდე აქვთ. განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები #149 სკოლაში შესამოწმებლად 12 ნოემბერს შევიდნენ. იმავე დღიდან გენინსპექცია #148 სკოლასაც ამოწმებს, რომელსაც 149–ე სკოლის დირექტორის მეუღლე ვალერიან გიორგაძე ხელმძღვანელობს. გიორგაძეები ამბობენ, რომ გენინსპექცია მათგან ყველანაირ მასალას ითხოვს: ფინანსურს, სასწავლოს, შინაგანაწესს, ოქმებს, - სამუშაოდ მათ ცალკე ოთახი აქვთ გამოყოფილი. 149–ე სკოლაში გენერალური ინსპექციის შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე მაია გიორგაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სკოლაში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა აუცილებელი. ვალერიან გიორგაძე ამბობს, რომ იმ დილით სკოლის მანდატურმა 149-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილს უთხრა, რომ მაია გიორგაძე აღარ არის სკოლის დირექტორი და მოითხოვა სამეურვეო საბჭოს შეკრება. გიორგაძის თქმით, სამეურვეო საბჭოს შეკრებისათვის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. მისი განმარტებით, საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიკრიბოს, თუ განათლების სამინისტრო მიმართავს რაიმე დოკუმენტით ან თავად დირექტორი დაწერს განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ. ამ დროისათვის კი არც სამინისტროს მიუმართავს რაიმე დოკუმენტით და არც მაია გიორგაძეს მოუწერია ხელი განცხადებაზე თანამდებობის დატოვების შესახებ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
2010 წელს ქართული კინოს გარეშე მგონი არ ვკვდებით
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
რას უნდა ელოდეს მაყურებელი, როდესაც კინოთეატრში ახალ ქართულ ფილმზე მიდის? 1. მსახიობების ცუდ თამაშს, იმ დონისას, რომლითაც თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდასაც ვერ ჩააბარებ. 2. რეჟისურას, რომელსაც ყველაზე ნაკლები საერთო აქვს ხელოვნებასთან და მხოლოდ პროდუქციის გაყიდვაზე ზრუნავს. 3. სექსის სცენებს, თანაც იმდენად არაესთეტურს, რომ მაყურებელს თრგუნავს და დიდი ალბათობაა იმპოტენტად აქციოს. „ტრადიციული” ქართული კინოს სრული ანტიპოდია ლევან თუთბერიძის ფილმი „უშენოდ მგონი მოვკვდები”. იხილეთ tabula.geზე -
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2010/11/14/1289762670438/roy-hodgson-web-006.jpg როი ჰოჯსონის აზრით სტოკთან დამარცხება კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ, რადგან ჯერ ყველაფერი წინაა… 5 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ (ამას რომ ავღნიშნავთ ესეც უკვე სასირცხვილოა- ავტ.) ლივერპულმა სტოკ სიტისთან 2 უპასუხო გოლი გაუშვა და სეზონში უკვე მეხუთედ დამარცხდა, თუმცა წითლების მთავარი მწვრთნელის განცხადებით დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია… “მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს რის გამოც შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს იმაში რისთვისაც ვიბრძვით ან იმაში შეგვილია თუ არა ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევა” – განაცხადა როიმ – “ეს დამარცხება რეალურად უნდა აღვიქვათ. ასეთი შედეგი კარგი მატჩების შემდეგ ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ ეს ბუნებრივია რეაქციაა…” “ჩვენ ახლა მხოლოდ 2-3 თამაშზე ვსაუბრობთ და მე ყოველთვის მიძნელდება ახსნა, თუ რატომაა რომ როცა თამაშს იგებ, მაშინ ყველაფერი კარგადაა და როცა აგებ, ყველაფერი ერთბაშად უარყოფითი ხდება.” “ჩვენ 38-55 მატჩი გვექნება ამ სეზონში და მე მხოლოდ ამ პერიოდის შეჯამება შემეძლება მომავალში, თითოეულ მატჩის შემდეგ კი ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩელსისთან მოგებით ზედმეტი თავდაჯერებულობა არ შემიძენია და ასევე დამარცხების შემდეგაც ერთადერთი რაც იზრდება, ჩვენი მონდომებაა რომ ყველაფერი გამოვასწოროთ…” “მალე ტრამვირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან, თუმცა მეორეს მხრივ გუნდის ბირთვის ახლა სანაკრებო მატჩებზე მიემგზავრება. წარმატებისთვის კი რაც შეიძლება მეტი ერთობლივი მუშაობაა საჭირო. რეალისტები უნდა ვიყოთ და ვფიქრობ რომ ზედიზედ კარგად ჩატარებული მატჩების შემდეგ სტოკთან დამარცხება უკან, ისევ საშინელ სიტუაციაშე ვერ დაგვაბრუნებს…” View the full article
-
ორიოდ კვირის წინ ნასას ვებგვერდზე გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ საკუთარი მისია დაასრულა ხელოვნურმა კოსმოსურმა თანამგზავრმა სახელწოდებით WMAP (Wilkinson Microwave Anisotropy Probe) – მიკროტალღური ანიზოტროპიის ზონდი, რომელსაც ამერიკელი კოსმოლოგის, დევიდ უილკინსონის პატივსაცემად მისი სახელი დაარქვეს. გამახსენდა, რომ 2003 წელს აშშ-ში, პრინსტონის უნივერსიტეტში დავესწარი ამ პროექტის პირველი შედეგების პრეზენტაციას. იხილეთ tabula.geზე
-
http://i056.radikal.ru/1009/92/e7ac382f55b7.jpg ლივერპულის ახალგზრდა მცველმა, მარტინ კელიმ უკვე დაცვის ყველა ფლანგზე მოსინჯა ძალები… წითლების 34-ე ნომერი მიმდინარე სეზონში მარჯვენა მცველის პოზიციაზე დამკვიდრდა, თუმცა ჰოჯსონის მოსვლამდე იგი ცენტრალურ მცველად ითვლებოდა და ევროლიგაზე მარცხენა ფლანგზეც კი აქვს ნათამაშები. “ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული რომელი პოზიციაა ჩემთვის იდეალური” – განაცხადა მარტინმა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში – “ინგლისის 21 წლამდე ნაკრებში მე ცენტრალურ მცველად ვთამაშობ, ლივერპულში კი მარჯვენა ფლანგზე მიწევს დადგომა და ახლა ადაპტაციის პროცესში ვარ…” “მნიშვნელობა არ აქვს სად მიწევს თამაში, მთავარია რომ ყოველ მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯო.” კელი ინგლისის იმ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში იყო, რომელიც 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან წარმატებით გავიდა და ახლა იმედოვნებს რომ მას კვლავ გამოიძახებენ ივნისში და ევრო ტურნირის ფინალურ ეტაპზეც წარმატებით იასპარეზებს. “ნამდვილად შესანიშნავი ზაფხული გველის. ინგლისს არაჩვეულებრივი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს და იმედი მაქვს მეც ამ გუნდის შემადგენლობაში ვიქნები. ხვალ გერმანიასთან გვაქვს ამხანაგური მატჩი და აუცილებლად ვეცდები მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო…” - განაცხადა კელიმ “ევროპის 21 წლამდე ნაკრებთა ჩემპიონატზე თამაში ჩემთვის ფანტასტიური გამოცდილება იქნება. სტიუარტ პირსის (მწვრთნელი) გუნდში ყოფნის დროსაც კი ძალიან ბევრს ვსწავლობ. ყოველთვის დიდი სიხარულით მივდივარ სანაკრებო შეკრებებზე და ახლაც უკვე ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ევროტურნირი.” პ.ს. ხვალ 21:00 საათზე გაიმართება ინგლისი – გერმანიის 21 წლამდე ნაკრებთა ამხანაგური მატჩი სადაც სავარაუდოდ მარტინ კელი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ამ მატჩის ნახვა კი ძალიან ადვილია. უბრალოდ დარეგისტრირდით საიტზე www.TheFA.com, რომელიც ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდია და პირდაპირ ეთერში უყურეთ მატჩს საიტზევე… View the full article
-
MTV 1981 წელს დაარსდა და პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა. დღეს ეს მედიაგიგანტი არაერთ ტელეკომპანიას აერთიანებს. აქვს უამრავი შოუ, მუსიკალური თუ კინო დაჯილდოება. იანვრის დასაწყისში, რუსთავი 2 ახალ სიხშირეზე MTV-ის გადაცემების გაშვებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ჟურნალი ტაბულა რუსთავი 2-ის მარკეტინგისა და პროგრამების განყოფილების უფროსს, გეგა ფალავანდიშვილს გაესაუბრა. იხილეთ tabula.geზე
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01527/steven-gerrard_1527484c.jpg ლივერპულის კაპიტანი ოთხშაბათს საფრანგეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს უემბლის სტადიონზე ინგლისელები ამხანაგურ მატჩს გამართავენ ფრანგებთან, სტივენ ჯერარდი კი ლივერპულის ერთადერთი წარმომადგენელი იქნება ამ შეხვედრაში. გლენ ჯონსონი ტრამვის გამო ვერ მოხვდა განაცხადში, ჯეიმი კარაგერმა კი საკუთარი სურვილით დატოვა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ინგლისელთა სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: მეკარეები: ფოსტერი (ბირმინგემი), ჰარტი (სიტი) გრინი (ვესთ ჰემი) დაცვა: გიბსი (არსენალი), კოული, ტერი (ჩელსი), იაგიელკა (ევერტონი), ლესკოტი, რიჩარდსი (სიტი), ფერდინანდი, სმოლინგი (უნაიტედი) ნახევარდაცვა: ვოლკოტი, ვილშერი (არსენალი), იანგი (ასტონ ვილა), ჯერარდი (ლივერპული), ბერი, ადამ ჯონსონი, მილნერი (სიტი), ჰენდერსონი (სანდერლენდი) თავდასხმა: აგბონალჰორი (ასტონ ვილა), ბოტროიდი (კარდიფი), კეროლი (ნიუკასლი), კრაუჩი (ტოტენჰემი). View the full article
-
პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი დაბრუნდა. პირველი მოსმენის შემდეგ, მთავრობის მიერ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი 6.960 მილიარდი ლარიდან – 7.088 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2011 წლის პროგნოზით ბიუჯეტის შემოსავლები მშპ-ს 27.8%, ხოლო ხარჯები – მშპ-ს 24.9% იქნება. საბიუჯეტო დეფიციტი 4.3%-მდე შემცირდება. იხილეთ tabula.geზე
-
სახალხო დამცველი ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს სკოლის დირექტორებისა და მოსწავლეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. ნეტგაზეთი ომბუდსმენის ოფისს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კონკრეტული საქმის შესწავლა მიმდინარეობს. "ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ"– გვითხრა ნინო ერემაშვილმა. კითხვაზე, თუ როდის დასრულდება საქმის შესწავლა და როდის გაკეთდება განცხადება, ერემაშვილი გვპასუხობს: "არ ვიცი, ვერ გეტყვით". სრული ინფო(netgazeti.ge)
-
kiria.ge Repro: Premium WordPress Magazine Theme
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
Finally I’ve managed to scrape together a little time to release another WordPress theme. Repro is yet another professional magazine theme, perfect for the personal blogger or larger community. As always, the theme comes packed with custom widgets and of course some tidy theme options. Theme Demo, Screenshots and Download Here Theme Screenshot Take a look at the screenshots… http://www.ormanclark.com/blog/wp-content/uploads/2010/11/repro-orm2.jpg Theme Demo, Screenshots and Download Here Theme Features Just some of the Repro features can be found below: Valid XHTML Strict 1.0 Tableless DesignUnlimited Colour Schemes (colour picker)Full Localisation Support (contains .po/.mo files)10 Widget Areas8 Custom WidgetsLatest TweetsTabbed Content125×125 Ads300×250 Ad120×240 AdFlickr PhotosVideo WidgetRSS and Twitter Count[*]Extensive Theme Options (unbranded!) Custom Logo UploadPlain Text Logo SupportCustom Favicon UploadGoogle Analytics TrackingFeedBurner RSS SupportFeedBurner RSS to Email SupportAuthor Bios on Post PagesBanner Settings (And Adsense!)Much More…[*]Content Configuration Configurable Homepage Content BlocksInbuilt Related Posts (choose by category or tag)Featured Post Selection & Carousel[*]WordPress 3.0 Ready 2 Custom Menu Locations with pre-3.0 fallbackPost Thumbnail/Featured Image Support[*]jQuery Support jQuery Improved Dropdown MenusjQuery Powered Featured Post Carousel[*]Page Templates Archives TemplateFull WIdth (no sidebar)jQuery improved Contact Form[*]Custom Default Images Custom default Gravatar supportCustom admin login logo support[*]Column Shortcodes[*]Layered PSDs for customisation[*]Extensive Documentation Theme Demo, Screenshots and Download Here http://feeds.feedburner.com/~r/mynameisorman/~4/G86uYgCaQyM kiria.ge -
http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53920.jpgსაქართველოს დელეგაცია მალაიზიაში გაემგზავრება. როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, დელეგაცია საგარეო უწყებისა და პროკურატურის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. View the full article
-
სრული ინფო(netgazeti.ge)
-
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი)...თუ რამდენად განხორციელებადი აღმოჩნდებოდა ეს იმედები, იგი პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე იყო დამოკიდებული. ერთი რამ ცხადია, საქართველოს ხელისუფლების ლიდერები, ქვეყნის იურიდიულად აღიარების დაჩქარების თვალსაზრისით, რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათივე მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე: 1) ჩრდილოეთის ფრონტის თუნდაც დროებითი «გაუქმებით», აზერბაიჯანისა და ოსმალეთის ფრონტის ხაზზე წარმატების მისაღწევად ს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
(გაგრძელება, იხ. დასაწყისი)(გაგრძელება, იხ. დასაწყისი)...თუ რამდენად განხორციელებადი აღმოჩნდებოდა ეს იმედები, იგი პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე იყო დამოკიდებული. ერთი რამ ცხადია, საქართველოს ხელისუფლების ლიდერები, ქვეყნის იურიდიულად აღიარების დაჩქარების თვალსაზრისით, რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათივე მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე: 1) ჩრდილოეთის ფრონტის თუნდაც დროებითი „გაუქმებით“, აზერბაიჯანისა და ოსმალეთის ფრონტის ხაზზ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
დღეიდან მსუბუქი დანაშაულისთვის პირველ ჯერზე დაკავებულ არასრულწლოვანს შანსი ეძლევა, თავი აარიდოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და დანაშაული სხვა ფორმით გამოისყიდოს. იუსტიციის სამინისტოს ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო გიგაურმა დღეს ჟურნალისტებს „არასრულწოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის“ დაწყების შესახებ ამცნო. მისი თქმით, მსუბუქი დანაშაულის ჩადენის შემთვევაში, დაზარალებულთან შეთანხმების შემდეგ არასრულწოვანი საკუთარ დანაშაულს ალტერნატიული ფორმებით გამოისყიდის. მაგალითად, თუ მან ავტომობილის შუშა ჩაამსხვრია, მოუწევს ეს მანქანა თვეში რამდენჯერმე გარეცხოს. სანაცვლოდ, არასრულწოვანს პირად საქმეში ნასამართლობა არ ჩაეწერება. ზარალის ანაზღაურების ფორმებსა და პირობებს აუცილებლად შეუთანხმებენ დაზარალებულს. პროექტი ზიანის ფინანსურად ანაზღაურებასაც არ გამორიცხავს, თუმცა, ძირითადი აქცენტი დანაშაულის სიმბოლურ ფასად, საზოგადოებისთვის სასარგებლოს საქმის შესრულებით გამოსყიდვაზე გაკეთდება. პროექტის მიზანი არასრულწოვანთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და აქტიურობისათვის ხელშეწყობაა. საპილოტე პროგრამაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ოთხი ქალაქი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავია ჩართული. ერთი წლის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო საპილოტე პროგრამის შედეგებს შეაჯამებს, გამოვლენილ ხარვეზებს გამოასწორებს და პროექტში საქართველოს სხვა ქალაქების ჩართვა სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. აღნიშნულ პროგრამას მონიტორინგს გაუწევენ პროკურატურის თანამშრომლები, მედიატორები და სოციალური მუშაკები, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, პროკურორს უფლებამოსილება ეძლევა, არასრულწლოვანზე საქმე ხელახლა აღძრას და მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს. სრული ინფო(netgazeti.ge)