Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.polity.ge/images/catalog/sport/rugby/lokomotivi.jpgსაქართველოს მორაგბეთა XXII ეროვნული ჩემპიონატი თბილისის "ლოკომოტივის" გამარჯვებით დასრულდა. მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე 14 ნოემბერს გამართულ ფინალურ მატჩში "ლოკომოტივმა" "ლელო" 16:11 დაამარცხა და საჩემპიონო "ბზის თასის" მფლობელი გახდა. ლოკომოტიველებმა მეტოქეს 1 ლელო და გარდასახვა და 3 საჯარიმო გაუტანეს. polity.ge
  2. მინიმუმ 162 ჰა ტყის მასივი განადგურდა ოთხდღიანი ხანძრის შედეგად საქართველოში. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინსიტროს ინფორმაციით,კახეთში, ახმეტის და საგარეჯოს რაიონებში ცეცხლი ფოთლოვან ტყეს უკიდია, ფართობი დაუზუსტებელია. თელავის რაიონში, ლოპოტას მთის მიმდებარედ ხანძარმა 25 ჰა მოიცვა. ბაღდათში დამწვარია 17 ჰექტარამდე შერეული ტყის მასივი. სნოს ხეობაში ხანძრის შედეგად განადგურებულია დაახლოებით 80 ჰექტარი საძოვარი. „ხანძარი სნოს ხეობიდან ქოსელის და კარკუჩას ხეობაში გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მოსახლეობასთან ერთად ცდილობენ“,–აცხადებს სამინსიტრო. თიანეთის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძარი საფრთხეს დუშეთის საზღვარზე მდებარე ტყეებსაც უქმნიდა. ცხვარიჭამიაში ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 10 ჰა ტყის მასივი. დამწვარია თბილისის ეროვნული პარკის 30 ჰექტარი ფართობი. ქრობის სამუშაოებში, გარემოს დაცვის სამინსტროსთან, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტთან, რეგიონულ სამაშველო ძალებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ავიაციაც არის ჩართული. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დედა 2010 წლის ეტალონი დირექტორი გახდა. ეტალონი –დირექტორი ხარისხის ახალი ნიშანია. გადაცემა ეტალონი ამ ნიშნის ავტორიც და გადამცემიც თავად არის. ხოლო პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი დირექტორი, რომელსაც ეტალონი–დირექტორის სტატუსი მიენიჭა, ჟენია თუმანიშვილი–მერაბიშვილია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედა ახალციხეში ილია ჭავჭავაძის სახელობის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორია. თუმცა, ამიერიდან არა მხოლოდ დირექტორი, არამედ – ეტალონი–დირექტორი. გადაცემა ეტალონი, სხვადსხვა დროს სხვადასხვა არხზე გადიოდა. დღესდღეობით იგი ტელეიმედის ეთერში გადის. გადაცემაში სკოლის მოსწავლეები დასმულ კითხვებზე პასუხს სცემენ, ამ გზით ისინი ქულებს აგროვებენ. საუკეთესო ქულების მქონე კი ეტალონის გამარჯვებულ მოსწავლედ სახელდება. გადაცემა ეტალონის პროდიუსერი, არჩილ თავბერიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ეტალონი–დირექტორის კანდიდატურას, სრულიად დამოუკიდებლად, სტუდენტთა ხუთკაციანი ჯგუფი არჩევს. აგრარული უნივერსიტეტის, სასულიერო აკადემიის, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის და თბილისის ეკონომიკის ურთიერთობათა უნივერსიტეტის სტუდენტები, თავბერიძის თქმით, ეტალონ დირექტორს არჩევენ. კითხვაზე, თუ საიდან აქვთ სტუდენტებს ინფორმაცია სკოლის დირექტორების საქმიანობის შესახებ, თავბერიძე გვპასუხობს, რომ ეტალონის შემოქმედებითი ჯგუფი და სტუდენტები ადგილზე ჩადიან კანდიდატ სკოლებში, ეცნობიან იქ არსებულ მდგომარეობას და ამის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს. თავბერიძე ჟენია თუმანიშვილის ეტალონ დირექტორად დასახელების ორ მიზეზს გვაცნობს: სკოლის აქტიური ჩართულობა გადაცემა ეტალონში;სკოლის ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.„საგანმანათლებლო–აღმზრდელობით სფეროში გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, – ეს ის სიტყვებია, რომლებიც გადაცემის წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა, ჟენია თუმანიშვილის სახელისა და გვარის გამოცხადებამდე, საზეიმოდ წარმოთქვა ეთერში. ჟენია თუმანიშვილი, რომელსაც ნეტგაზეთი დაუკავშირდა, წარმატების შესახებ ასე საუბრობს: „ჩვენ სკოლაში საქართველოს მასშტაბით არის ინფრასტრუქტურა ძალიან მოწესრიგებული, გათბობა, სპორტ–დარბაზები, კარგი სასადილო, გახანგრძლივებული ჯგუფები, ცეკვის და სიმღერის ჯგუფები“. კითხვაზე, თუ რა ფინანსებით ხდება სკოლის ინფრასტრუქტურის გამართვა და არის თუ არა საკმარისი სკოლის მოწესრიგებისთვის მისი ვაუჩერული დაფინანსება, ეტალონი დირექტორი გვპასუხობს: „ვეძებ ფულს. დირექტორის ერთ–ერთი პრიორიტეტი ის არის, რომ სპონსორები მოიძიოს. ფინანსურად არ გვიჭირს“. ფულის მოძიების გზა კი არც ისე ცოტაა. აი, მაგალითად: „30 წლისთავი გვქონდა სკოლის და მოვიწვიეთ გუბერნატორები, ჩვენი მუნიციპალიტეტი დავპატიჟე. კარგი ღონისძიება გვქონდა. მეუფე თევდორეც მყავდა და სულ აკანკალებდნენ, რომ ასეთი რაღაც ზღაპარშიც არ იქნებაო. მერე კარგი პურმარილი გავუშალე. ზოგმა რაღაც შემპირდა, ზოგი ლამინატს მიგებს,ზოგი რაღაცას მჩუქნის“. თუმანიშვილი ამბობს, რომ მისი სკოლის მოვლა–მოწესრიგებაში მთელი რაიონია ჩართული. „ზოგი ფულს მოიტანს, ზოგი ფიზიკურად მუშაობს“. დარბაზები და სასადილო გაქირავებული აქვთ.„სასადილოს გაქირავებაზე ტენდერი გამოვაცხადე და ვინც მეტი ფული მომცა, იმას მივაქირავე“. ახალციხის მეხუთე სკოლას ბანკში თავისი ანგარიში აქვს. ეტალონი დირექტორი ამბობს, რომ შემომწირველები სწორედ იქ რიცხავენ ფულს, რომელიც შემდგომ სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ხმარდება. „ფული ბანკში ჩვენ პირად ანგარიშზე შემოდის. ფული დამალული არა გვაქვს. ოღონდ გარდა იმისა,რომ მოდიან და გვჩუქნიან რაღაცებს, იმას ვერ ვაფიქსირებ“. გადაცემის პროდიუსერი, არჩილ თავბერიძე ამბობს, რომ დირექტორებისთვის ეტალონის ხარისხის მინიჭება იშვიათად მოხდება. „ასეთი ფაქტები იქნება, მაგრამ ძალიან ცოტა“, – ამბობს თავბერიძე. მისი თქმით, თუმანიშვილთან ერთად, სხვა კანდიდატებიც იყვნენ, რომელთა შორის საუკეთესოდ ახალციხის სკოლის დირექტორი დაასახელეს. კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ სხვა კანდიდატები, გადაცემის პროდიუსერი ამბობს, რომ ამ საკითხზე სხვა ჯგუფი მუშაობს და მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. საქართველოს მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების დაბლოკვის შესაძლებლობა კვლავ არსებობს, მაგრამ მოსკოვს ამ საკითხში სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერის იმედი აქვს, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისასრუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა.“ეს პრობლემა კვლავ არსებობს”, - აღნიშნა მან.ოღონდ, მისი თქმით, ყველა, ვინც დაინტერესებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით, რუსეთს ამ საქმეში დაეხმარება. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  5. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53918.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს სიტყვით მიმართავს ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციების თავმჯდომარეებსა და საპარლამენტო ასამბლეის პირველ პირებს. View the full article
  6. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/persons/saakashvili_m_08.jpgპრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა საკონსტიტუციო კანონპროექტის იმ ნორმის მნიშვნელობაზე, რომელიც გადასახადების ზრდას ან ახალი სახეობების შემოღებას რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს. polity.ge
  7. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53917.jpgსაქართველოს სხვადასხვა რაიონში ბოლო რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცხვარიჭამიაში ბოლო დღეების განმავლობაში 20 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა. სტიქიას რამდენიმე სხვადასხვა სამსახური ებრძვის, თუმცა პროცესს მიუდგომელი ადგილები ართულებს. View the full article
  8. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53916.jpgნატო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. View the full article
  9. 13 ნოემბერს სანკპეტერბურგში უცნობი პირების მიერ ნაცემი ისტორიკოსი იგორ პიხალოვი საავადმყოფოში მოათავსეს.ი.პიხალოვი ავტორია რამდენიმე წიგნისა სტალინური ეპოქისა და შინსახკომის თემებზე. დაარსა ინტერნეტპროექტი «სტალინისათვის», სადაც იგი კავკასიიდან ზოგიერთი ხალხის გასახლებას კანონზომიერად მიიჩნევს, აკრიტიკებს სამამულო ომის გამყალბებელ ისტორიკოსებს და ბრალდებებს სტალინური რეპრესიების შესახებ მითებად თვლის.სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ისტორიკოსისთვის ფიზიკური შეურაცყობა შეეძ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. 13 ნოემბერს სანკპეტერბურგში უცნობი პირების მიერ ნაცემი ისტორიკოსი იგორ პიხალოვი საავადმყოფოში მოათავსეს.ი.პიხალოვი ავტორია რამდენიმე წიგნისა სტალინური ეპოქისა და შინსახკომის თემებზე. დაარსა ინტერნეტპროექტი „სტალინისათვის“, სადაც იგი კავკასიიდან ზოგიერთი ხალხის გასახლებას კანონზომიერად მიიჩნევს, აკრიტიკებს სამამულო ომის გამყალბებელ ისტორიკოსებს და ბრალდებებს სტალინური რეპრესიების შესახებ მითებად თვლის.სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ისტორიკოსისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა შეეძლო მი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  11. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ჩეჩნეთში "ქართველი ბოევიკების" არსებობის შესახებ საუბრობს. როგორც სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება, "ჩეჩნეთში ბოევიკს ეძებენ, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს"."ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მილიცია და შესაბამისი სამსახურები დანაშაულებრივი ბადფორმირების აქტიურ წევრს ეძებენ, რომელიც დანაშაულებების სერიაში მონაწილეობაში, მათ შორის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ის საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ჩეჩნურ ენაზე საუბრობს. ბოევიკი ჩეჩნეთში მესამე ქვეყნის გავლით მ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლის, არმიის გენერლის ნიკოლოზ როგოჟკინის ინფორმაციით დაღესტანში ჩამოყალიბდა ახალი, 300 კაციანი ბატალიონი, რომელიც ძირითადად იმ ადგილობრივი ეროვნების მოქალაქეებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებმაც რუსეთის არმიაში მოიხადეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ნავარაუდევია ბატალიონის გაზრდა 700 კაცამდე. ახალი ბატალიონი შეიქმნა ჩეჩნური გამოცდილების ბაზაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ უფრო გაუადვილდებათ საერთო ენის გამონახვა ადგილობრივ მოს... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რ.კადიროვმა წინადადება წამოაყენა ყველა სასულიერო სასწავლებლისთვის განათლების ერთიანი პროგრამის შემუშავების შესახებ.ამჟამად რესპუბლიკის სასულიერო სასწავლებლებში სწავლობს 1500-ზე მეტი მომავალი ღვთისმსახური, რომლებიც ადგილებზე დანიშვნის შემდეგ ჩაებმებიან ახალგაზრდა თაობის რელიგიური აღზრდის საქმეში, ყველას არა აქვს უფლება გაარჩიოს ან კომენტარები გააკეთოს ყურანზე. რესპუბლიკაში უნდა გაძლიერდეს რელიგიური განათლება_ განაცხადა რ.კადიროვმა.რამდენიმე დღით ადრე ჩეჩნეთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. თავისუფალი აზრის სახლმა დღეს დიმიტრი შაშკინის გადაყენების მოთხოვნით, პრესკონფერენცია გამართა. დასახელდა ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გადადგეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან. განათლების რეფორმის კრახი, მანდატურების ინსტიტუტის შემოღება, დირექტორებისა და მშობლების ინტენსიური დაშინების პოლიტიკა, მოსწავლეთა საპროტესტო აქციები და ასევე თავად შაშკინის პერსონა, რომელიც „ვერ აღმოჩნდა წარმატებული მენეჯერი“,– ეს ის ხუთი მიზეზია, რის გამოც თავისუფალი აზრის სახლი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადადგომას ითხოვს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „დაუყოვნებლივ დაიწყოს კამპანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით“. ნეტგაზეთთან საუბარში ბაკურ ბაკურაძე, თავისუფალი აზრის სახლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გამართავენ. „ალბათ, 3–4 დღეში გამოვაცხადებთ, რა გზით ვაიძულებთ პრეზიდენტს გადააყენოს შაშკინი“,– ამბობს ბაკურაძე. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის 900 მილიონის ოდენობით არის ხარჯვითი ნაწილის ყველაზე გაუმჭვირვალე და ბუნდოვანი პუნქტი – სახელწოდებით - “სხვა ხარჯები”. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა, საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. ბიუჯეტში კვლავ მაღალია ისეთი ტიპის ხარჯების წილი, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე დაკონკრეტებას არ ექვემდებარება. თუმცა აღნიშნული საკითხის განხილვამდე, საინტერესო იქნება მომდევნო წლის საბიუჯეტო ბალანსის მოკლე მიმოხილვა. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 500 მილიონ ლარზე მეტით, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 110 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავ დეფიციტურად რჩება იმდენად, რამდენადაც ბიუჯეტით გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლები საგრძნობლად ჩამორჩება სახელმწიფო ხარჯებს. შესაბამისად, ბიუჯეტი ბალანსდება სხვა შემოსავლებისა და გრანტის სახით მიღებული შემოსავლების ხარჯზე, რისი მნიშვნელოვანი წილი - 300 მილიონ ლარზე მეტი, დონორების მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე მოდის. პოპულიზმის ეკონომიკურ მითოლოგიაში აქტუალურია თეზისი, რომლის თანახმად, რაც უფრო მაღალია სახელმწიფო ხარჯები, ეს მით უკეთესია ადამიანებისათვის. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა დისკუსიების დროს ხშირად დაისმის რიტორიკული კითხვა: კარგია თუ არა დიდი ბიუჯეტი? მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვაზე მოკლე დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ არსებობს, ერთი რამ ცხადია, რომ ქვეყნისათვის დიდი ბიუჯეტი, ძირითადად, ნიშნავს მაღალ გადასახადებს, რომლებიც ისევ იმავე ქვეყნის ბიზნეს სექტორს თუ თითოეულ მოქალაქეს ეხება. გამომდინარე აღნიშნულიდან, შეიძლება ითქვას, რომ საჭიროა რაც შეიძლება პატარა და ეფექტური ბიუჯეტი, ანუ ბიუჯეტი, რომელიც მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფოსათვის გადაუდებლად აუცილებელი ხარჯების გაწევას მოხმარდება. 1998 წელს სამმა ამერიკელმა მეცნიერმა - ჯეიმს გვარნეიმ, რობერტ ლაუსონმა და რანდოლ ჰობოქმა - შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგინა საკუთარი კვლევის შედეგები, რომელიც, ზოგადად, სახელმწიფო ხარჯების საკითხებს შეეხებოდა. მათი დასკვნის თანახმად, საჭირო იყო სახელმწიფოში არსებული ხარჯების მინიმუმი, რათა სახელმწიფოს მისი ძირითადი ფუნქციები განეხორციელებინა. გამომდინარე აღნიშნულიდან, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ქვეყნის ბიუჯეტში ყოველთვის არის პუნქტები, რომლებიც ბუნდოვანია და ბადებს კითხვას: რამდენად საჭიროა ასეთი ტიპის ხარჯების გაწევა სახელმწიფოს მხრიდან? საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ერთი მხრივ, ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის იდეალური მაგალითია, ხოლო მეორე მხრივ, საუკეთესო ქეისია ნებისმიერი უნივერსიტეტის ეკონომიკური პროფილის სტუდენტებისათვის, რომლებსაც უნდა აუხსნა, თუ როგორ უნდა შედგეს ბიუჯეტი ისე, რომ მან უამრავი კითხვა გააჩინოს და ჯამში, ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. სამწუხაროდ, საქართველოს ბიუჯეტი, ასევე, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს არასაჭირო ხარჯები. კიდევ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში მოცემულია ხარჯების კლასიფიკაცია. აღნიშნულ კლასიფიკაციაში პირველი ადგილი უკავია სოციალური უზრუნველყოფისათვის გაწეულ ხარჯებს, რომელიც დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს, მეორე ადგილზე მილიარდ ლარზე მეტი თანხით არის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული დანახარჯი, მესამე ადგილზეა გრანტის სახით გასაწევი ხარჯები – დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო მეოთხე ადგილი, თითქმის 900 მილიონის ოდენობით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ყველაზე გაუმჭვირვალე და ბუნდოვან პუნქტს, სახელწოდებით - “სხვა ხარჯები” უკავია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყველა ტიპის ხარჯს გააჩნია მისი დასახელება და დასახელების შესაბამისი მიზნობრიობა, გარდა იმ ტიპის ხარჯებისა, რომლებსაც სწორედ “სხვა ხარჯები” ეწოდება. “სხვა ხარჯები” არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე უფრო გაუმჭვირვალე ნაწილი და სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის გაუმჭვირვალე ხარჯი 2011 წლის ბიუჯეტის დაახლოებით 16 პროცენტს შედგენს და ის აღემატება ბოლო წლების ყველა ანალოგიურ მაჩვენებელს. მაგალითად, მხოლოდ 2010 წელთან შედარებით, “სხვა ხარჯების” წილი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 175 მილიონ ლარზე მეტი თანხით გაიზარდა. საინტერესოა, ასევე, ის ფაქტი, რომ დონერების მიერ გამოყოფილი დახმარებებიდან 215 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფომ სწორედ “სხვა ხარჯებს” მიაკუთვნა. 2011 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “სხვა ხარჯების” ათვისების ფლაგმანი იქნება. აღნიშნული სამინისტროსთვის გამოყოფილი თითქმის 498 მილიონ ნახევრიანი დაფინანსებიდან 406 მილიონ ლარზე მეტი “სხვა ხარჯებზეა” გათვლილი. ამასთან, ამავე სამინისტროს პროგრამებზე გამოყოფილი დაახლოებით 30 მილიონი ლარიდან, 14 მილიონ ლარზე მეტი ისევ “სხვა ხარჯებზეა” გადანაწილებული. მეორე ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, სადაც 427 მილიონიანი დაფინანსებიდან 303 მილიონამდე ლარია მიმართული “სხვა ხარჯებზე”. ძალიან “საინტერესო” ვითარებაა შექმნილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარშემო, აღნიშნული სამინისტროს დაფინანსებისათვის გამოყოფილი 60 მილიონი ლარიდან 40 მილიონ ლარზე მეტი “სხვა ხარჯებზე” მოდის, ხოლო ამავე სამინისტროს ადმინისტრაციის დაახლოებით 43 მილიონნახევრიანი დაფინანსებიდან, ასევე, 40 მილიონზე მეტი კვლავ “სხვა ხარჯებზე” ნაწილდება. საინტერესოა ასევე ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, 50-50 მილიონი ლარით ფინანსდება და აღნიშნული თანხების 100 პროცენტი “სხვა ხარჯებს” მიეკუთვნება. გარდა აღნიშნული მსჯელობისა, ცალკე განხილვისა და დისკუსიის საგანია ის, რომ დეკლარირებულად ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში პირველ ადგილზეა სოციალური უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯები, ხოლო სხვადასხვა ტიპის სუბსიდირებისათვის 234 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. იმ ვითარებაში, როდესაც ზუსტად არ იცი, რა დანიშნულება აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში არსებულ “სხვა ხარჯებს”, ძნელია იმსჯელო მის პრიორიტეტულობაზე. ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საუბარია იმაზე, რომ სინამდვილეში ყველა “სხვა ხარჯი” მიზნობრივია, თუმცა მეორე მხრივ, თუ ეს მართლაც ასეა, საინტერესოა, რატომ არ ხდება აღნიშნული “მიზნობრივი” ხარჯებისათვის შესაბამისი სახელის დარქმევა? საქართველოს კანონში საბიუჯეტო სისტემის შესახებ მოცემულია მუხლი, რომელიც საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითად პრინციპებს ეხება. აღნიშნული მუხლის თანახმად, საბიუჯეტო სისტემის ყველა მონაწილემ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე უნდა დაიცვას რამოდენიმე ძირითადი პრინციპი და მათ შორის არის გამჭვირვალობაც. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ძირითადად, დაცული იქნა გამჭვირვალობის პრინციპი იმ ნაწილში, სადაც ხდება ბიუჯეტის განხილვის პროცესში დაინტერესებული პირების სრული ჩართულობა, სიმბოლური იქნება გამჭვირვალობის კომპონენტის იმ ნაწილის დაცვა, რომელიც დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების გამოქვეყნებას შეეხება, ვინაიდან ამ პრინციპის იდეა საფუძველშივე ირღვევა ბიუჯეტში არსებული “სხვა ხარჯების” გამო, რადგან მოსახლეობასა თუ დაინტერესებულ პირებს არ ექნებათ ინფორმაცია ამ მუხლში არსებული ხარჯების მიზნობრიობაზე და შესაბამისად, არ არსებულ ინფორმაციაზე ანგარიშის მოსმენა უკვე აზრს დაკარგავს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  16. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ჩეჩნეთში “ქართველი ბოევიკების” არსებობის შესახებ საუბრობს. როგორც სააგენტო “ინტერფაქსი” იუწყება, “ჩეჩნეთში ბოევიკს ეძებენ, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს”.“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მილიცია და შესაბამისი სამსახურები დანაშაულებრივი ბადფორმირების აქტიურ წევრს ეძებენ, რომელიც დანაშაულებების სერიაში მონაწილეობაში, მათYშორის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ის საქართველოს მოქალაქეა, თუმცა ჩეჩნურ ენაზე საუბრობს. ბოევიკი ჩეჩნეთში მესამე ქვეყნის გავლით მ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  17. http://a.pix.ge/r/gb3rt.jpg იტალიური მედია ამტკიცებს, რომ როცა კვირას “სკუადრა აძურას” თავკაცი ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების შემადგენლობას დაასახელებს, სიაში 26 წლის ალბერტო აკვილანიც იქნება. წლეულს “იუვენტუსში” თუკი ვინმე თამაშობს კარგად, ერთ-ერთი პირველი აკვილანია, რომელიც ბოლო წლებში გატანჯეს ტრავმებმა. ეს კი პრანდელისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. “კორიერე დელო სპორტმა” იმ ნახევარმცველთა სია ჩამოწერა, რომელთაც 23-კაციან გუნდში ვიხილავთ: აკვილანისთან ერთად სიაში არიან: ანდრეა პირლო, დანიელე დე როსი, კლაუდიო მარკიზიო, ანგელო პალომბო და სტეფანო მაური. კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე კი ოთხი კაცი აცხადებს პრეტენზიას: კრისტიან ლედესმა, ანდრეა ლაძარი, სიმონე პეპე და ანტონიო ნოჩერინო. პრანდელი კი სიას მორიგი ტურის შემდეგ გაგვაცნობს. View the full article
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/eurasia_review.gif მაიკლ ჩეჩირე საგარეო პოლიტიკის სპეციალისტთა პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ერთ კვირაში, ლისაბონში დაგეგმილი ნატოს სამიტი, შესაძლოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის გარდამტეხ მომენტად იქცეს და ბლოკი საფუძვლიანი გეოპოლიტიკური რეორგანიზაციის გზას დაადგეს. საეჭვოა ნატოს მთავარი მიზანი შეიცვალოს. ალიანსის ძირითადი ვალდებულება როგორც ყოველთვის კოლექტიური თავდაცვა იქნება, როგორც ეს მისი წესდების მე–5 მუხლშია მითითებული. მაგრამ ოპერატიული თვალსაზრისით, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც როგორც ჩანს ამ სამიტზე აუცილებლად დაამტკიცებენ, ნატოს ძირითად ყურადღებას ტრადიციული საფრთხეებიდან, უფრო თანამედროვე გამოწვევებისკენ მიმართავს, ისეთებისკენ, როგორებიცაა მაგალითად ტერორიზმი, გარიყული ქვეყნები, კიბერნეტიკული ომი და ასე შემდეგ. მოკლედ, მომავალში ჩვენ ავღანეთთან ახლოს პირატებთან ბრძოლის მიზნით საპატრულო ოპერაციები გველის და არა ავღანური ტიპის ომები, რომ აღარაფერი ვთქვათ სუფთა ტერიტორიულ თავდაცვაზე. აშშ–ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა, რომელიც ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მომუშავე „ექსპერტების ჯგუფს“ ხელმძღვანელობდა, იმასაც მიაღწია, რომ ნატომ მეტი ყურადღება დაუთმოს საერთაშორისო თანამშრომლობას. ანტიპირატულ ოპერაციებში ჩინეთისა და ინდოეთის საზღვაო–საჰაერო ძალებთან თანამშრომლობა, ნატოს ახალი ორიენტირების მაგალითია. შესაბამისად, ახალი სტრატეგიული კონცეფცია ასევე ითვალისწინებს წევრი–ქვეყნების შეიარაღებულ ძალთა სპეციალიზაციის გაძლიერებას და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გაფართოვებას. „აშშ–ს ახალი ეტაპობრივი და ადაპტაციური მიდგომა ანტისარაკეტო თავდაცვის მიმართ, ნატოს ერთიანი ეფექტური სტრატეგიის შემუშავების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე მოსახლეობის დაცვას“, – ნათქვამია ახალ კონცეფციაში, „[ამერიკული სისტემები] რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის, ის არ ემუქრება რუსეთის ბირთვული შეკავების ძალებს… და რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში კონკრეტული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას იძლევა“. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს იმედი, რომ ლისაბონის სამიტზე საფუძველი ჩაეყრება ნატო–მოსკოვის ურთიერთობების გადატვირთვას, რომლის ფარგლებშიც რუსეთს, 2008 წელს, საერთაშორისო ნორმების დარღვევას აპატიებენ, ასევე მიიწვევენ ნატოს ზოგიერთ პაროგრამაში, ისეთში, როგორიცაა მაგალითად ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა. თანამშრომლობის სასარგებლო არგუმენტები საკმაოდ გონივრულია. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის პროგრამაში რუსეთის ჩართვით, ალიანსი გააქარწ####ბს იმ წარმოდგენებს, რომ ეს სისტემა რუსეთის ბირთვული შეკავების ძალთა შესუსტებისთვისაა განკუთვნილი. და ეს მოსკოვთან ურთიერთიერთობების მოწესრიგებისთვის უფრო მასშტაბური ქმედებების მხოლოდ დასაწყისია. თანამშრომლობა ისეთ სფეროებშიც განხორციელდება, როგორებიცაა ინფორმაციის გაცვლა, ტექნოლოგიების გაფართოვებული გადაცემა, ასევე შეიარაღებული ძალების უფრო აქტიური თანამშრომლობა. 2008 წელს გაყინული ურთიერთობები არამხოლოდ აღდგენის პროცესშია, არამედ აქტიურად ვითარდება რუსეთის სასარგებლოდ, რომელმაც ჯერ–ჯერობით კვლავ ვერ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში აღებული საკუთარი ვალდებულებები. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, რუსეთმა მეტ–ნაკლებად მოახერხა საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებული სტრატეგიული შეხედულებების და წარმოდგენების სისტემის გაერთიანება უსაფრთხოების ევროატლანტიკურ არქიტექტურასთან. უკვე დიდი ხანია, რაც სწორედ ამაში მდგომარეობს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიზანი. და მიუხედავად იმისა, რომ ნატოს სამხედრო ხელმძღვანელობამ უარყო მისი ძველი, უფრო რადიკალური შეხედულებები, ალიანსთან ურთიერთობების ეს ახალი სქემა რუსეთს თითქმის იგივე უპირატესობებს აძლევს და ამავდროულად საფრთხეს არ უქმნის ნატოს, როგორც ერთიან ორგანიზაციას. ნატო და დასავლური სახელმწიფოების უმრავლესობა უკვე დიდი ხანია რუსეთთან მორიგებაზე ფიქრობს, თუმცა ამჯერად მათ მიაჩნიათ, რომ დღეს წარსულის დავიწყებისთვის ყველაზე შესაფერისი დროა. მიუხედავად ამერიკელი ოპონენტებისა და ზოგიერთი უცხოელი მოკავშირეების ცოტახნისწინანდელი კრიტიკული დამოკიდებულებისა აშშ–ს „გადატვირთვის“ პოლიტიკის მიმართ, დღეს ამერიკის საგარეოპოლიტიკურ ისტებლიშმენტში საერთო შეხედულება ჩამოყალიბდა იმის შესახებ, რომ გადატვირთვამ, მისი უიღბლო სიმბოლიზმის მიუხედავად, რეალურ შედეგებს მიაღწია. იმის წყალობით, რომ რუსეთი დღეს უფრო უფრო პოზიტიურად უყურებს ანტისარაკეტო ფარს, რომ მიღწეულია ახალი ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე და რაც ყველაზე მთავარია, იმის წყალობით, რომ მოსკოვმა უარი თქვა ირანისთვის თანამედროვე საზენიტო–სარაკეტო კომპლექსების С-300–ის გადაცემაზე, დასავლეთის ლიდერები რუსეთს უფრო თბილად ეპყრობიან. ხოლო რუსეთის ბოლოდროინდელი მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში, ახალი შეთანხმებები მის ტერიტორიაზე ფრენების შესახებ, მოსკოვის თანხმობა ამერიკის სამხედრო–საჰაერო ბაზის მანასის შენარჩუნებაზე ყირგიზეთში (რომელიც ახლახანს ახალ რუსულ სატელიტად იქცა), ასევე მისი გადაწყვეტილება დააბრუნოს არმია ავღანეთში ინსტრუქტორებისა და მრჩევლების სახით, ნატოს არამხოლოდ გადატვირთვის პროცესის სერიოზულად აღქმას, არამედ მის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანას აიძულებს. რუსეთისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მეორე რამ. ეს ახალი შეთანხმებები იმას ნიშნავს, რომ დასავლეთსა და მოდერნიზაციის პროცესში მყოფ რუსეთს შორის ამ ახალმა დაახლოებამ შეიძლება დაანგრიოს ის წინააღმდეგობა, რომელსაც ის სულ რამდენიმე თვის წინ აწყდებოდა შეიარაღების დასავლური სისტემების (როგორიცაა ფრანგული ხომალდი „მისტრალი“, რომელიც როგორც ჩანს გაიმარჯვებს რუსულ ტენდერში) შეძენის საკითხში. ამავდროულად, ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხიც დიდი ხნით (ესეც საუკეთესო შემთხვევაში) გადაიდო, და დღეს ის რუსეთი–ნატოს ურთიერთობების განვითარებისთვის დაბრკოლება აღარ არის. და მაინც, მემარცხენე–ცენტრისტული ამერიკული ჟურნალის The New Republic–ის მწერალი რედაქტორი ჯეიმს კირჩიკი Foreign Policy–ში წერს, რომ მიუხედავად ახალი რუსული თანამშრომლობის მოჩვენებითი მნიშვნელობისა, მოსკოვის რეალური დახმარება სინამდვილეში „არარაობაა“. „ცხადია, რომ მოსკოვი მის უმნიშვნელო დახმარებას ავღანეთში საქართველოში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის გამოიყენებს – ქვეყანაში, რომელმაც დასავლეთისკენ ორიენტაცია და ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია თავის პრიორიტეტულ მიზნად დაისახა“, – აღნიშნავს კირჩიკი და ხაზს უსვამს იმას, რომ მოსკოვის უფრო აქტიური მონაწილეობა ალიანსის საქმეებში მხოლოდ შეარყევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და დასავლეთის ინტერესებს. „ნატო–რუსეთის შეთანხმების პროექტში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასული წლის დეკემბერში რასმუსენს გადასცა, რუსები მოითხოვენ, რომ ალიანსმა საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში (რუსეთის ეგრედწოდებულ „პრივილეგირებული ინტერესების სფეროში“) განთავსებული არმიების რიცხოვნება სამი ათასით შეზღუდოს, და რომ ამ ქვეყნებში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობა 24–ს არ აჭარბებდეს, ხოლო მათი იქ ყოფნის ვადა წელიწადში 42 დღით განისაზღვროს“. ასეთ მოთხოვნას ის „გაუგონარ“ თავხედობას და საკუთარი პირობების კარნახის მცდელობას უწოდებს. ასეა თუ ისე, აბსოლუტურად ცხადია, რომ მომდევნო თვეებში რუსეთის და ნატოს ურთიერთობები ახალ სიმაღლეებს მიაღწევს, რაც გამორიცხავს დიპლომატიურ კატასტროფებს და მათ პრევენციას მოახდენს. ამ ფონზე ჩნდება კითხვა: როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ პირობებში საქართველომ, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიისწრაფვის და რომლის განაცხადიც, როგორც ჩანს გაურკვეველი დროით თაროზე შემოდეს. 2003 წელს ხელისუფლებაში მოსულმა საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საკუთარი მოდერნიზაციისა და საგარეო პოლიტიკის გარდაქმნის პროგრამის ცენტრალურ ელემენტად აქცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. და მისთვის სერიოზულ დარტყმად იქცა ის, რომ ეს მიზნები და მისწრაფებები სრულად ჩაიშალა იმ გეოპოლიტიკური ტენდენციების გამო, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება. თვალსაწიერ მომავალში, საეჭვოა ნატომ საქართველო საკუთარ რიგებში მიიღოს, რაც თბილისისთვის უდაოდ ცუდი ამბავია. მაგრამ კიდევ უარესი ის არის, რომ ნატო გეგმავს საქართველოს მტერი საკუთარი 21–ე საუკუნის სტრატეგიის ხერხემლად და საფუძვლად აქციოს. ცხადია, ასეთი სამწუხარო ამბები საქართველოს საგარეო პოლიტიკის კორექტირებას მოითხოვს. უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში, თბილისი, როგორც ჩანს შეინარჩუნებს ნატოსკენ ორიენტაციას იმის იმედით, რომ რაიმე ხანგრძლივი დიპლომატიური სვლა საქართველოს დასავლეთთან დაახლოებაში დაეხმარება. ამავროულად, საკუთარ პრიოროტეტებში საქართველოს სულ უფრო მოუწევს ორმხრივ ურთიერთობებზე დაყრდნობა, პირველ რიგში აშშ–სთან, ასევე სხვა სულ უფრო გაძლიერებული და დამოუკიდებელი შეხედულებების მქონე სახელმწიფოებთან, როგორებციაა ჩინეთი, ინდოეთი, ირანი და თურქეთი. თურქეთს განსაკუთრებით აქვს საქართველოში წონისა და გავლენის გაზრდის შანსი, რადგან საქართველოს საგარეოპოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებულია შეეგუოს იმ უსიამოვნო აზრს, რომ დასავლეთის ინტერესები სადღაც სხვაგანაა კონცენტრირებული. მართალია, თურქეთი ნატოს წევრია და მოსკოვთანაც მტკიცე კავშირები აქვს, თუმცა ანკარას ამჟამინდელი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ თავად მისი პრიორიტეტებიც კი არა ევროატლანტიკურ ახირებებზე უსიტყვო თანხმობაა, არამედ თურქეთის გავლენის აღდგენა ბალკანეთზე, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. თბილისი, რომელიც გრძნობს, რომ მისი პოზიციები სულ უფრო მოწყვლადი ხდება, როოგრც ჩანს ანკარას პულუსისკენ გადაიხრება იმისთვის, რომ საერთაშორისო იზოლაციაში და ნატოზე უშედეგოდ მეოცნებეს როლში არ აღმოჩნდეს. აბსოლუტურად გაურკვეველია, რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოს დემოკრატიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე, თუმცა, ყველაზე ცოტა, მსგავსმა ქმედებებმა შესაძლოა სათავე დაუდოს უფრო კონსტრუქციულ ქართულ პოლიტიკასა და დიპლომატიას იმ დროს, როდესაც ნატოს კარი მისთვის ფაქტობრივად დახურულია. თუმცა, უცნობია დაემთხვევა თუ არა ის დასავლურ ინტერესებს. ორიგინალი ორიგინალი
  19. ზუგდიდში გამართული წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა რეგიონული კონფერენცია ინციდენტით დასრულდა. შეკრების მონაწილეებმა “ენგურქაღალდკობინატის” კულტურის სახლის დარბაზიდან ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც მათი მხარდამჭერის, მამუკა ბაღათურიას პოლიციისგან დაცვა სცადეს. გაზიარება [ნანა ფაჟავა. 20:01 14-11-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TOAHsWwJIhI/AAAAAAAAEN4/SYVUfuMldkg/s200/kreba.gifინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე “პრესა.გე”-ს სახალხო კრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თიკო მჟავანაძე ტელეფონით დაუკავშირდა ბაღათურიას მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ აცნობა. თიკო მჟავანაძე: “კონფერენციის დასრულებისთანავე მამუკა ბაღათურიას პოლიციიდან დაურეკეს და სამმართველოში დაუყონებლივ დაიბარეს. მან გამომძიებელს მაშინვე მოსთხოვა უწყება, თუ რის საფუძველზე იბარებდნენ პოლიციაში. საპასუხოდ კი პოლიციის ჯგუფი ბაღათურიას სახლში მივიდა, საიდანაც ოჯახის წევრებმა შეგვატყობინეს, რომ ისინი ბინის გაჩრეკვას გეგმავდნენ და დაუმორჩილებლობის გამო მასზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ”. ბაღათურიას სახლთან მისულ “პრესა.გე”-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს სამი თანამშრომელი მართლაც დახვდა. მათ შორის ერთ-ერთი გამომძიებელი მერაბ შენგელია იყო. ჟურნალისტის გამოჩენისთანავე ისინი ავტომანქანაში ჩასხდნენ და კომენტარზე უარი განაცხადეს. პოლიციელებმა უპასუხოდ დატოვეს ნონა გაფრინდაშვილის კითხვებიც, რომელიც ინციდენტის ადგილზე სოსო ჯაჭვლიანთან, ელდარ კურტანიძესთან და კრების საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად გამოჩნდა. ისინი მომხდარს მათ მხარდამჭერებზე განხორციელებულ მორიგ ზეწოლად აფასებენ. სამართალდამცავებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.თუ რა ხდებოდა ინციდენტის ადგილზე და რა განცხადებები გაკეთდა სახალხო კრების რეგიონულ კონფერენციაზე, ნახეთ ვიდეოკადრებში. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  20. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53913.jpgშვიდი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა საფრანგეთში ხანძრის შედეგად. ცეცხლი ქალაქ დიჟონში მდებარე ემიგრანტთა საერთო საცხოვრებელს გაუჩნდა. View the full article
  21. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53916.jpgშვიდი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა საფრანგეთში ხანძრის შედეგად. ცეცხლი ქალაქ დიჟონში მდებარე ემიგრანტთა საერთო საცხოვრებელს გაუჩნდა. View the full article
  22. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53915.jpgსაქართველო არის წარმატების ნიმუში ყველასთვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკის წარმომადგნებთან შეხვედრისას ყვარლის ტბაზე. View the full article
  23. http://b.pix.ge/e/b9ch6.jpg“ლივერპულის” ექიმები ოფიციალურად ადასტურებენ ფერნანდოს ტრამვას, თუმცა აცხადებენ, რომ უმნიშვნელოა და ის ესპანეთის ნაკრებს შეუერთდება “პორტუგალიასთან” მატჩის დროს.. … “წითლებისა” და ესპანელების ექიმებს შორის უკვე გაიმართა საუბარი. ელნინიოს თავად ესპანელი სპეციალისტებიც გასინჯავენ ოთხშაბათს. კოჭის ტრამვა ფერნანდოს “სტოუკ სითისთან” თამაშის დროს გაუმიზეზდა. ინფორმაცია: Liverpoolfc.tv View the full article
  24. თბილისში სახალხო დღესასწაული ,,აფხაზეთობა 2010” გალა კონცერტით დაიხურა. მასში ცნობილი ქართველი მომღერლები, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო… ლინკი მედიანიუსზე
  25. პატიმრობაში მყოფი სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რუსთავი 2”-ს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ “მედიანიუსს” მაისაიას ადვოკატმა ნათია… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...