Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53990.jpgტელეკომპანია "სი-ენ-ენმა" მიხეილ სააკაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გაავრცელა. საქართველოს პრეზიდენტმა პენტაგონის კორესპონდენტის კრის ლოურენსის შეკითხვებს უპასუხა. View the full article
  2. დღეს, ,,სტროიტეხკონტროლის” წარმომადგენლებთან ედისი-ცხინვალის წყალსადენის რეკონსტრუქციის საკითხებზე თათბირი გამართა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა, რომელმაც გამოთქვა თავისი უკიდურესი აღშფოთება და უკმაყოფილება სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხითა და ტემპებით.გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისათვის ვ.ბროვცევმა რეკონსტრუქციაში მონაწილე ყველა ორგანიზაციას მოუწოდა ერთმანეთთან უფრო ხშირი შეხვედრები აქტუალური საკითხების განსახილველად და წამოჭრილი პრობლემების სამუშაო მდგომარეობ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  3. დღეს, 20 ნოემბერს ,,ოსინფორმმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ოსეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან 10 ათასზე მეტი იძულებით ადგილნაცვალი პირი ცხოვრობს, რომლებსაც ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართი. იმათგან მხოლოდ 44 გააჩნია დევნილის სტატუსი. ისინი ცხოვრობენ მეცხოველეობის ყოფილ კომპლექსებში, საერთო საცხოვრებლებში, პიონერთა ბანაკების ნახევრად დანგრეულ შენობებში. როგორც რუსეთის ფედერაციის სამიგრაციო სამსახურში განმარტეს, მათ შორის 165 ადამიანმა გამოთქვა სურვილი მუდმივ საცხო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  4. „მე ვფიქრობ, რომ 2008 წელს, დეკემბერში, ნატოს მინისტერიალის შემდეგ განსაზღვრულ იქნა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები. საქართველომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში უნდა განახორციელოს რეფორმები, ამიტომაც ჯერ MAP–ის მინიჭების საკითხი არ დგას’’. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის პირველი დღე უკვე დასრულდა, ასევე, ლისაბონის სამიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვერდა. თქვენი აზრით, გამოიკვეთა თუ არა რაიმე ახალი ტენდენცია ნატოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში? ჩემი ზრით, ახალი, ალბათ, არის ის, რომ დასავლეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პოზიციას, რომ ის პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, აფიქსირებს საქართველოს როლს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში და კიდევ, ალბათ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოხდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების პირისპირ შეხვერდა. დახურულ კარს მიღმა, ალბათ, უფრო კონკრეტული საკითხები განიხილეს, რომელიც, სავარუდოდ, დაკავშირებული იქნებოდა ამერიკასა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშორმლობის გაღრმავებასთან. პრესისთვის გაკეთდა განცხადებები, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, მნიშვნელოვანი დახურულ კარს მიღმა შეხვედრაა. ჩემი აზრით, საუბარი იქნებოდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამხედრო, სამართლებრივ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ამ შეხვედრამ ხელი უნდა შეუწყოს ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. ის კონკრეტული საკითხები, რაც ჩვენთვის არ არის ცნობილი და განიხილებოდა დახურულ კარს მიღმა, გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ, სიახლეს წარმოადგენს საქართველოსთვის და დადებითად აისახება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. მაგრამ ის ფაქტი, რომ ნატოს ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს მადლიერება ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის გამო, ალბათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დასავლეთი მზად არის საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს და ეს მნიშვნელოვანია. დღეს გაკეთებულ განცხადებებში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს წვლილი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დიდია, თუმცა არაფერი თქმულა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრ ისეთ ვალდებულებებზე, როგორიცაა დემოკატიული ინსტიტუტების განვითარება, ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ა.შ. რადგან ამაზე დღეს პრესის წინაშე არაფერი ითქვა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოში ამ მხრივ სიტუაციას დასავლელი მოკავშირეები მაინცდამაინც დადებითად არ აფასებენ? მოგეხსენებათ არსებობს ერთწლიანი ეროვნული პროგრამა, რომელსაც საქართველო ასრულებს ნატოს წინაშე. იქ პოლიტიკურ ვალდებულებებში წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. ბუნებრივია, ამ მხრივ რაღაც გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ უზრუნველყოფილი იქნას სასამართლოს და მასმედიის დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი და ა.შ. მე ვფიქრობ, ნატოს სამიტის დასკვნით კომუნიკეში, რომელიც ყოველი სამიტის შემდგომ მიიღება, საქართველოზე იქნება საუბარი, მათ შორის ამ საკითხებზეც. ალბათ, ამ დასკვნაში ნატო მიესალმება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და დააფასებს საქართველოს როლს ავღანეთის სამხერდო ოპერაციებში და ასევე იქნება მოწოდება, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმაეი, მათ შორის სასამართლო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით, როგორც ეს აისახა ბუქარესტის სამიტზე და ასევე – ვარშავას რეზოლუციაშიც. ვიმედოვნებ, რომ ნატო ობიექტური იქნება და პოზიტივსაც და ნეგატივსაც გაუსვამს ხაზსს იმისათვის, რომ ამ შენიშვნების გათვალისწინება შემდგომში მოხდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს ახალ, მომავალი 10 წლის სამოქმედო სტრატეგიულ გეგმაში ჩაიწერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუ ის ამას მოისურვებს. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შერულებას უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს? რა თმქა უნდა, ერთის მხრივ, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები ქვეყანაში გაძლიერდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემი აზრით, გარკვეულ ობიექტურ ფაქტორებზეც არის ეს დამოკიდებული. კერძოდ, იმაზე, რომ ზოგიერთმა იმ ქვეყანამ, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ, თავისი უფრო ობიექტური პოზიცია უნდა დააფიქსიროს, როდესაც ისინი ემხრობიან იმას, რომ ალბანეთი შევიდეს ნატოში, ან ბოსნიას მიენიჭოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. მე ასე ვფიქრობ, საქართველოს მიმართაც უფრო ობიექტურები უნდა იყვნენ. რაც უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რას იტყვის ანგელა მერკელი მორიგ სამიტზე ან ნიკოლა სარკოზი და ა.შ. ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, რაც არის ვალდებულებები აღებული ნატოს წინაშე, ევროკავშირის წინაშე, ჩვენ რა თქმა უნდა ისინი უნდა შევასრულოთ და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ნატოს სტანდარტები. ეს კი დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზეც და ზოგიერთ ოპოზიციულ ძალაზეც და ასევე, მთლიანად მოსახლეობაზეც, იმიტომ, რომ თუ რაღაც შეცდომებია დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, აქ მარტო ხელისუფლება არ უნდა დავადანაშაულოთ. ეს მოქალაქეთა პოლიტიკურ კულტურაზეც არის დამოკიდებული. თქვენ თქვით, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების საუბრის დეტალები დახურულ კარს მიღმა, ვიდრე შეხვედრის შემდეგ გამოთქმული მოსაზრებები. თქვენი აზრით, ეს საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. რა დონით უნდა ველოდოთ ურთიერთობის გაღრმავებას? სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტიის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით განისაზღვრება და შესაბამისი კომისიებია შექმნილი. მე ასე მგონია, რომ ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, რათა გაიზარდოს ტვირთბრუნვა ამერიკასა და საქართველოს შორის, ქართულ პროდუქციას მიეცეს საშუალება შევიდეს ამერიკულ ბაზარზე. მეორეს მხრივ, მოხდეს ამერიკული ინვესტიციების დაბანდება საქართველოში, ხელი შეეწყოს ამ საკითხს. მესამე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ამერიკამ გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, მიუხედავად გადატვირთვის პოლიტიკისა, რომელსაც ამერიკა დღეს რუსეთთან ახორციელებს. ასევე, ალბათ, საუბარი იქნებოდა სამხედრო თანამშრომლობაზეც, მათ შორის ავღანეთში და არა მარტო, ასევე, იქნებოდა საუბარი, ალბათ, ქართველი სამხედროების მომზადებაზე ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ და სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. ასევე, ვფიქრობ, რომ იმაზეც იქნებოდა საუბარი, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები, რათა სრულყოფილ დემოკრატიას მივაღწიოთ. სამწუხაროდFreedom House–ის მონაცემებით, საქართველო ჯერ კიდევ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგშია. დღეს, ასევე, დაგეგმილია ამერიკის პრეზიდენტის ობამასა და რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის შეხვედრა, სადაც საუბარი, სავარაუდოდ ,იქნება საქართველოზეც. რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისაგან, იმ ფონზე, როცა ნატო-რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობაზე საუბარი სამიტამდე უკვე მიმდინარეობდა? დათბობას რაც შეეხება, არის რიგი საკითხები, სადაც არის პოზიციათა თანხვედრა, ეს ეხება იგივე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას ევროპაში, ეს ეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, ასევე, ტვირთების ტრანსპორტირებას ავღანეთის მიმართულებით რუსეთის ტერიტორიის გავლით, სავაჭრო ეკონომიკური საკითხების გამტკიცებას და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშვნავს იმას, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მომავალში არ იარსებებს უთანხმოება და ამერიკის ყურადღების მიღმა დარჩება საქართველოს საკითხი, მათ შორის დეოკუპაციის პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ ამაზე აუცილებლად იქნება საუბარი, რომ ყველა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტი გამოიკვეთოს და ნაკლები იყოს წინაღობა მთლიანად დასავლეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გზაზე. საქართველოზე აუცილებლად ილაპარაკებენ, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს იქნება პირველი საკითხი და ძირითადი ყურადრება ამ საკითხს დაეთმობა, მაგრამ კიდევ ერთხელ იქნება ამერიკის მხრიდან დაფიქსირებული, რომ ამერიკა არ აპირებს უკან დახევას, მიუხედავად გადატვირთვის პოლიტიკისა, რომელსაც მთლიანად დასავლეთ სამყარო ატარებს რუსეთის მიმართ. ელოდით თუ არა ლისაბონის სამიტისგან იმაზე მეტს, რაც აქამდე მოისმინეთ? სიმართლე რომ გითხრათ, ლისაბონის სამიტიზე მეტს არ ველოდი. იმიტომ რომ მაგალითად, სამიტზე საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების საკითხი არ უნდა განხილულიყო, როგორც ეს მოხდა ბუქარესტის სამიტზე. თქვენი აზრით, რატომ არ უნდა მოხვედრილიყო ეს საკითხი განსახილველ თემებში? ჩემი აზრით, ჯერ გარკვეულწილად იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტიც ჩადის იქ და ეს გადატვირთვის პოლიტიკა მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება ნატოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა საქართველოში, როლის მიხედვითაც ყოველ წელს განისაზღვრება თანამშრომლობის პრიორიტეტები. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ 2008 წელს დეკემბერში, ნატოს მინისტერიალის შემდეგ განსაზღვრულ იქნა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები. საქართველომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში უნდა განახორციელოს რეფორმები, ამიტომაც ჯერ MAP–ის მინიჭების საკითხი არ დგას. აქედან გამომდინარე, არ იგეგმებოდა ამ თემის განხილვა ლისაბონის სამიტზე. პლუს კიდევ სხვა პრიორიტეტული საკითხების განხილვა დგას დღის წესრიგში. ეს არის: ავღანეთის საკითხი, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხი, ახალი სტრატეგიული კონცეფციის საკითხი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში სტრატეგიულ კონცეფციაში როგორ იქნება ასახული საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხი. მე გავეცანი სტრატეგიული კონცეფციის პროექტს, რომელიც მოამზადეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით. ამ კონცეფციაში საქართველო და უკრაინა და მათთან თანამშრომლობა, სხვა პარტნიორებისგან დამოუკიდებელად არის მოხსენიებული. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი, თუმცა იმავე დოკუმენტში არ ეწერა არაფერი იმაზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. მაგრამ საქართველოსთან თანამშრომლობა ცალკე პუნქტად იყო გამოყოფილი. რაც შეეხება ლისაბონის კონცეფციას, იმედია, იქ საქართველო ღირსეულ ადგილს დაიკავებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. თავისუფალი აზრის სახლი საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფიას გარდაცვალების შესახებ. ,,მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებასა და პროკურატურას გამოიძიონ ეს ფაქტი და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ ტრაგიკულ შემთხვევას’’, - წერია მიმართავში. თავისუფალი აზრის სახლში განმარტავენ, რომ მცირე ხნის შემდეგ დაუბრუნდებიან ამ საკლითხს და საზოგადოების სახელით, იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს მოითხოვენ გამოძიების შესახებ. 2010 წლის 27 ოქტომბერს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში, აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. დამწვრობის ცენტრში 22 დღიანი მკურნალობის შემდეგ, ფიფია 18 ნოემბერს გარდაიცვალა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. ალიანსის წვერი ქვეყნის ლიდერებმა მომდევნო ათწლეულის პოლიტიკის განმსაზრველი დოკუმენტი ლისაბონის სამიტის პირველივე დღეს მიიღეს. ”ჩვენი მიზანი იქნება… ლინკი მედიანიუსზე
  7. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლისაბონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა კანადის პრემიერ-მინისტრთან სტივენ ჰარპერთან გამართა. მან აღნიშნა… ლინკი მედიანიუსზე
  8. მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. “ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს… ლინკი მედიანიუსზე
  9. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/8/16/1250442701623/Mark-Noble-001.jpg ვესტ-ჰემ იუნაიტედის 23 წლის ნახევარმცველი მარკ ნობლი დღევანდელ შეხვედრას ოპტიმიზმით უყურებს.“ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით გათამაშების ბოლო პოზიციაზე, რაც ნამდვილად საშინელებაა. ვფიქრობ ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ პოზიციას, მაგრამ ხშირად იღბალი გვღალატობს და სწორედ ამითაა გამოწვეული ის, რომ გუნდმა ჩატარებული 13 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა. ნამდველად ვერ ვიტყვი, რომ ენფილდზე სამი ქულის აღებას ვგეგმავთ, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ის რაც მოახერხა ბლექპულმა, მოახერხებს ვესტ-ჰემი. ჩვენ შანსი გვაქვს ლივერპულის ამჟამინდელი მდგომარეობით ვისარგებლოთ და ენფილდიდან ქულა მაინც წამოვიღოთ” განაცხადა “ჩაქუჩების” ცენტრალურმა ნახევარმცველმა მარკ ნობლმა. View the full article
  10. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53987.jpgსაქართველოსთან მიმართებით ნატოს პოზიცია არ შეცვლილა და ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც არის ასახული, - განცხადება ლისაბონში ნატოს პრეს-სპიკერმა, ჯეიმს აპატურაიმ. View the full article
  11. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53987.jpgსაქართველოსთან მიმართებით ნატოს პოზიცია არ შეცვლილა და ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც არის ასახული, - განცხადება ლისაბონში ნატოს პრესსპიკერმა ჯეიმს აპატურაიმ. View the full article
  12. ესტონეთი ნატო-ში საქართველოს, უკრაინის და მაკედონიის გაწევრიანებას მხარს უჭერს.როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა ლისაბონში მიმდინარე ალიანსის სამიტის ფარგლებში გამართულ ნატო-ს ახალგაზრდულ ფორუმზე განაცხადა, ნატო-ს პარტნიორები და «ღია კარის» პოლიტიკა ესაჭიროება.პაეტის განცხადებით, ესტონეთმა ალიანსში ჰიპერუსაფრთხოების საკითხებში კომპეტენტური პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა, რისი დასტურიცაა ტალინში ნატო-ს ჰიპერუსაფრთხოების დაცვის ცენტრის გახსნა. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  13. ჯერჯერობით არ მართლდება ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზი იმის შესახებ, რომ ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით შესუსტდება ჩრდილოეთ კავკასიელი მეამბოხეების აქტიურობა.19 ნოემბერს ღამით, ქ.ბაქსანში ორი უცნობი პირი თავს დაესხა უშიშროების ფედერალური სამსახურეის ყაბარდო-ბალყარეთის სამმართველოს ოფიცერს მურატ ტლიზამოვს, რომელიც მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელების ვინაობის დადგენა და სხვა საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდება 20 ნოემბერს.იმავე ღამით მაჰაჩკალაში ფედერალურ ავტოტრასაზე უ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  14. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიიღო გადაწყვეტილება არ დაესწროს ნატოს სამიტს ლისაბონში, რომელიც 20 ნოემბერს გაიმართება.პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყნის მეთაური არ წავა ლისაბონის სამიტზე, რადგან დეკლარაციის პროექტში არსებული ფორმულირებები სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარების შესახებ მიუღებელია სომხეთისთვის.აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მიერ მითითებული პრინციპი ეხება არა მარტო ქვეყნის ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  15. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53988.jpgალიანსის წვერი ქვეყნის ლიდერებმა მომდევნო ათწლეულის პოლიტიკის განმსაზრველი დოკუმენტი ლისაბონის სამიტის პირველივე დღეს მიიღეს. View the full article
  16. რუსეთის პრეზიდენტის დ.მედვედევის 18 ნოემბერის ბრძანებულებით პოლკოვნიკი სერგეი ვასილიევი დაინიშნა ყაბარდო-ბალყარეთის შინაგან საქმეთა მინისტრად, რომელიც ადრე კემეროვოს ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა იური ტომჩაკი, რომელიც ომსკის ოლქში გადაიყვანეს. მიუხედავად ადგილობრივი ხელმძღვანელების პროტესტისა მოსკოვი კვლავ აგრძელებს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებად რუსეთის ცენტრალური ოლქებიდან კადრების მივლინებას.... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  17. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ნატო–ს წევრი ქვეყნები ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე შეთანხმდნენ და რუსეთს ამ სისტემაში შესვლას სთავაზობენ.ახალი სისტემა ნატოს ქვეყნებს, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას სარაკეტო საფრთხეებისგან დაიცავს.ამავე დროს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ახალი სტრატეგიული კონცეფცია მიიღეს.კონცეფციის მიხედვით, მომავალი 10 წლის განმავლობაში ნატო–ს პრიორიტეტი ბირთვულ იარაღთან ბრძოლა, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  18. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53986.jpgმიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას პირველი პირისპირი შეხვედრა გაიმართა ლისაბონში. საქართველოსა და აშშ-ს ლიდერების შეხვედრა ნახევრ საათს გაგრძელდა. View the full article
  19. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53986.jpgმიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას პირისპირ შეხვედრა გაიმართა ლისაბონში. ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს. View the full article
  20. ლისაბონის სამიტზე ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე საქართველო ცალკე ბანაკად გამოყვეს.როგორც სააკაშვილმა ლისაბონში ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველო აქამდე მოხსენიებული იყო ქვეყანად, რომელიც უკრაინასთან ერთად ცდილობს ნატო-სკენ ინტეგრაციას.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ახლა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აღარ უნდა ასე სწრაფად ნატო-ს წევრობა. “ამ სიტუაციაში, რადგან უკრაინას ნატო-ს წევრობა აღარ უნდა, საფრთხე იყო, შიგნით ყოფილიყო ლობირება და საქართველო და უკრაინა ორივე დაწეულიყვნენ ქვემოთ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  21. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53984.jpgმიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. View the full article
  22. http://rustavi2.com/news_photos/11_10/smalls/53983.jpgბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დეტალებს თეთრი სახლი ავრცელებს. ოფიციალური განცხადება აშშ-ისპრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. View the full article
  23. ნატო-ს ახალი კონცეფცია უკრაინასა და საქართველოს პარტნიორობას სთავაზობს, ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ახალ კონცეფციაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების 28 ლიდერებმა ლისაბონში მიიღეს."ჩვენ ორიენტირებული ვართ უკრაინასთან და საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარების გაგრძელებაზე, ნატო-უკრაინისა და ნატო-საქართველოს კომისისების ფორმატში, რომლებიც 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული გადაწყვეტილებები იმის გამო იქნა მიღე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  24. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს კიევის გადაწყვეტილება ვერ შეაფერხებს, რადგან ალიანსი მას უკრაინისგან განცალკევებით განიხილავს."ადრე მოხსენიებული იყო, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი ქვეყნები. შემდეგ, როცა უკრაინამ განაცხადა, რომ აღარ უნდა ამ ეტაპზე ალიანსის წევრობა, საფრთხე გაჩნდა და შიგნითაც იყო ლობირება, რომ მასთან ერთად საქართველოს საკითხიც ქვემოთ დაწეულიყო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. საქართველო გამოყვეს ცალკე პარა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  25. აჩხოი-მარტანის მოსახლეობა 20 ნოემბერს აპირებს საპროტესტო აქციის მოწყობას, სადაც რუსეთის ხელისუფლებას მოთხოვენ შეწყდეს უკანონობა და ძალადობა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების მხრიდან. ადგილობრივი მაცხოვრებლები ბრალს დებენ რაიონში დისლოცირებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს ადამიანების გატაცებასა და ქალების გაუპატიურებაში.ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების დანაშაულებრივ ქმედებებზე მასალები შეაგროვა და გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მოძრაობა «Россия... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...