planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში, ილორის წმიდა გიორგის ტაძარი შველას ითხოვს. ახლახან ტაძარს ჩაუტარდა ე. წ. „სარესტავრაციო სამუშაოები“, რომლის შედეგად უგუმბათო, აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობის ნაცვლად მივიღეთ გაურკვეველი სახის ნაგებობა, რომელსაც ე.წ. რუსული გუმბათი ადგას. მე-18 საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით, „არს ილორის ეკლესია წმიდისა გიორგისა.... არს ეკლესია უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული“. ილორის ეკლესიის ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ვებ–გვერდ WikiLeaks-ის მიერ გავრცელებული მორიგი კონფიდენციალური ინფორმაცია 2009 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონისა და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლის ჟან ლევიტის შეხვედრის დეტალებს ეხება.საიდუმლო მასალების მიხედვით, საქართველოს საკითხზე საუბრისას ლევიდი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ “მოსკოვი ცდილობს, არაფრად აქციოს ვალდებულებები, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში კრიზისის დროს იკისრა”.“რუსეთმა პოლიტიკური... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ადიღელების 21 კაციანი დელეგაცია მუსულმანური დღესასწაულის ყურბან ბაირამის დღეებში სტუმრობდა თავის თანამემამულეებს ისრაელში.სადღესასწაულო დღეები მათ გაატარეს ადიღელებით კომპაქტურად დასახლებულ აულებში კფარ-კამასა და რიხანიაში, დაათვალიერეს თელ-ავივი, ხაიფა, ნაზარეთი იერუსალიმი, ილოცეს ისლამურ სამყაროში თავისი მნიშვნელობით მესამე ადგილზე მყოფ ალ-აკსას მეჩეთში.ადიღელ სტუმრების კმაყოფილება გამოიწვია მათი თანამემამულეების მშობლიური ენისა და ტრადიციების კარგმა ცოდნამ და მათ საცხოვრებელ აულებში ჩერ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN–თან ინტერვიუში ახსნა აშშ–ში დაკავებული რუს ჯაშუშთა ჯგუფის ფუნქცია.მას შემდეგ, რაც ჯაშუშურ სკანდალს ჰქონდა ადგილი, დამკვირვებლებს გაუჩნდათ კითხვა, თუ რაში გამოიხატებოდა ამ აგენტების მუშაობა: ინფორმაცია, რომელსაც ისინი რუსეთში გადასცემდნენ, უმეტესწილად ადვილად მოიპოვებოდა ღია წყაროებში.როგორც პუტინმა ლარი კინგს ინტერვიუში განუცხადა, და რომლის სიტყვებიც მოჰყავს The New York Times–ს, აგენტები არ იყ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ბრიტანული გამოცემა The Guardian რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლის შესახებ ჭიკილეაკს-ის მასალებს აქვეყნებს.პირველად ამ პუბლიკაციაში ჩნდება მითითება, რომ ლიტვინენკოს მოწამვლასთან პუტინი ირიბად არის დაკავშირებული. მასალებში მითითებულია, რომ ლიტვინენკოს მოწამვლის შესახებ პუტინმა იცოდა.საფრანგეთში ამერიკის ელჩი ვაშინგტონში გაგზავნილ საიდუმლო კორესპონდენციაში წერს, რომ მეორე ამერიკელი დიპლომატი დანიელ ფრიდი ვარაუდობდა, რომ პუტინმა იცოდა ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
შარვლიანი ქალები სძაგს უფალსა Filed under: გალერეები, გასართობი, ეროტიკა, იუმორისტული, საზოგადოება, შემოქმედება Tagged: დემოტივატორი, მღვდლები, ტაძარი, უფალი, ყვავა, შარვლიანი ქალები, ჯიპიhttp://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1873&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg მსოფლიოს რეაქცია დიპლომატიური არხებიდან ინფორმაციის მასშტაბურ გაჟონვაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელსაც კვირას ვებ-გვერდ WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ სახელმწიფო დეპარტამენტის წერილებში პატივმოყვარე ცხოველს და ღამის წვეულებების მოყვარულს უწოდებენ „გულიანად გაიცინა“, როდესაც ამ მამხილებელი ინფორმაციის შესახებ შეიტყო, თუმცა სხვები ამ ფაქტის გამო ბედნიერები არ ჩანდნენ. წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი წევრი მოითხოვს, რომ ეს ინტერნეტ-გვერდი ტერორისტულ ორგანიზაციებს მიაკუთვნონ. ინფორმაციას რომელიც რომიდან გაისმა, სასიამოვნოს ვერ უწოდებ. 2010 წლის 9 ივნისით დათარიღებულ წერილში, პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის „დაუდევარ, პატივმოყვარე და არაეფექტურ ევროპელ ლიდერს“ უწოდებენ. მასში ნათქვამია, რომ ბერლუსკონი „ზედმეტად თვითდაჯერებულია“, რის გამოც იგი „სხვების მოსაზრებების მიმართ ყრუა“. სხვა წერილში აღნიშნულია, რომ პრემიერი „ხშირად გვიან იძინებს და ძალიან უყვარს ღამის წვეულებები, რის გამოც ის საკმარისად არ ისვენებს“. „ასე აფასებენ იტალიის მთავრობის ხელმძღვანელს, ამერიკელი დიპლომატების 250 000-ზე მეტი წერილობითი დოკუმენტებიდან ერთ-ერთში, რომელიც ვებ-გვერდმა WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. ამ დუკუმენტებიდან ბევრი წერილი უკვე კვირას საღამოს იყო ხელმისაწვდომი. მასობრივი ინფორმაციის რამდენიმე საშუალებამ, მათ შორის SPIEGEL-მა, New York Times-მა, Guardian-მა და El País-მა სტატიების სერიის გამოქვეყნება დაიწყეს, სადაც მიმოწერის მასალათა ანალიზია. ბერლუსკონის გარდა, დოკუმენტებში განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კიდევ რამდენიმე მსოფლიო ლიდერია. ბერლუსკონის წერილებში „ფიზიკურად და პოლიტიკურად სუსტს“ უწოდებენ. ამ დოკუმენტებიდან ცალსახად ჩანს, რომ ჰილარი კლინტონის სახელმწიფო დეპარტამენტს ძალიან სურდა იმის გარკვევა, არის თუ არა სიმართლის მარცვალი იმ ჭორებში, სადაც ნათქვამია, რომ სილვიო ბერლუსკონი და მისი ახლო მეგობარი ვლადიმერ პუტინი კერძო კომერციული ინტერესების ირგვლივ გაერთიანდნენ. ამ ჭორს ორივე ლიდერი კატეგორიულად უარყოფს. თუმცა იტალიური საინფორმაციო სააგანეტო ANSA-ს თანახმად ბერლუსკონი გავრცელებული ცნობების გამო სულაც არ შეწუხდა. „ის „გულიანად იცინოდა“ როდესაც ამ ცნობების გამოქვეყნების შესახებ შეიტყო” – წერს ANSA პრემიერთან დაახლოვებულ პირებზე დაყრდნობით. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ ინფორმაციის გაჟონვას „მსოფლიო დიპლომატიის 11 სექტემბერი უწოდა“. როგორც სჩანს ფრატინის შეხედულებებს აშშ-შიც იზიარებენ. თეთრმა სახლმა ვებ-გვერდ WikiLeaks-ზე დოკუმენტების გამოჩენა მათი გამოქვეყნებისთანავე დაგმო და განაცხადა, რომ „ასეთი მამხილებელი დოკუმენტაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დიპლომატებს, პროფესიონალ-მზვერავებს და ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც შეერთებულ შტატებში დემოკრატიის პროგრესისა და გამჭვირვალე სახელმწიფო ხელისუფლების შექნის საქმეში მხარდაჭერისთვის ჩამოდიან“. ჯერ კიდევ მანამ, სანამ მასალები საჯარო გახდებოდა, ზიანის პრევენციის მიზნით შეერთებული შტატები უცხო სახელმწიფოებს უკავშირდებოდა. WikiLeaks – ტერორისტული ორგანიზაცია? აშშ-ს წარმომადგენლობითი პარტიის წევრმა, რესპუბლიკელმა პიტერ კინგმა, რომელიც ამ პალატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტს უხელმძღვანელებს, ობამას ადმინისტრაციას მოსთხოვა იმის „განსაზღვრა, შეიძლება თუ არა WikiLeaks უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების კატეგორიას მიაკუთვნონ“ – ნათქვამია კინგის კლინტონისადმი გაგზავნილ მიმართვაში. „WikiLeaks ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის რეალური და უშუალო საფრთხეა“. სენატორმა ჯოზეფ ლიბერმანმა, რომელიც სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობს, WikiLeaks-ის დახურვაც კი მოითხოვა. „ასეთი მასალების გავრცელებით WikiLeaks საფრთხეს უქმნის ამერიკელების და არაამერიკელთა სიცოცხლეს და თავისუფლებას მთელ მსოფლიოში. ეს აღმაშფოთებელი, უპასუხისმგებლო და ნაძირლური ქმედებებია“ – სთქვა მან. გამოქვეყნებული მასალებიდან 1 700 დოკუმენტი ბერლინში ამერიკის საელჩოში დაიბადა. ბევრგან გერმანული პოლიტიკის შეფასება, ბერლუსკონისას არ სჯობია. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უწოდებენ ლიდერს, რომელსაც „რისკზე წასვლა არ უყვარს და იშვიათად ავლენს შემოქმედებით მიდგომას“. როგორც ეს ერთ-ერთ ბერლინურ წერილშია, ის ობამასთან მიმართებაში „ზოგჯერ არადამაჯერებლად იქცევა“. 2009 წლის 18 სექტემბრით დათარიღებულ წერილში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველეზე ნათქვამია, რომ მას აკლია სიმტკიცე, პატივმოყვარეა, ამერიკის მიმართ აქვს კრიტიკული დამოკიდებულება და „ზომაზე მეტად ოპორტუნისტია იმისთვის, რომ მისი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ნდობა შეიძლებოდეს“. ერთ-ერთი გზავნილის ავტორის თქმით, იგი ნამდვილი „გამოცანაა“ და საგარეო პოლიტიკის სფეროში „ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს სასწავლი“. ბავარიის პრემიერ-მინიტრს და ქრისტიანულ-სოციალისტური კავშირის ლიდერს ჰორსტ ზიიჰოფერს წერილებში უწოდებენ ადამიანს, რომელსაც „მხოლოდ უმნიშვნელო საგარეო პოლიტიკური გამოცდილება“ აქვს და „ცუდადაა ინფორმირებული ელემენტარულ საკითხებშიც კი“. დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ზეეჰოფერის შემთხვევაში „სახეზეა დაბადებამდელი ინსტინქტი და მიდრეკილება პოპულისტური განცხადებებისადმი“. „ძალიან სასაცილოა“ ხოლო გერმანიის განვითარების მინისტრ დირკ ნიბელს, რომელიც თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთანაა დაახლოვებული და მერკელის კოალიციაში უმცროსი პარტნიორის უფლებებით სარგებლობს, მიმოწერაში უწოდებენ ამ თანამდებობისთვის „შეუფერებელ კანდიდატურას“ და ადამიანს, რომელიც „განვითარების და დახმარების საკითხებში სპეციალისტი არ არის“. სინამდვილეში, გერმანიაში სწორედ ნობელის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას და საგარეო საქმეთა მინისტრ ვესტერველეს უნდა ეშინოდეთ ყველაზე მეტად WikiLeaks-ის მხილებების. გზავნილები ბერლინიდან, რომელიც გერმანიაში 2009 წელს ჩატარებული სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან მალევე გაიგზავნა, მკაფიოდ ცხადყოფს იმას რომ აშშ-ს ელჩი ფილიპ მერფი კარგად იყო ინფორმირებული კოალიციური მთავრობის შექმნაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ვესტერველეს თავისუფალი დემოკრატიული პარტია მართავდა. ინფორმაციის წყარო მოლაპარაკებების ოქმებს თავისუფალი დემოკრატიული პარტიის სახელით აწარმოებდა, შემდეგ კი ამ ოქმებს ამერიკელებს გადასცემდა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დისკუსიები დასრულებული. კვირას საღამოს ნიბელმა განაცხადა – „მიმაჩნია, რომ ეს ბრალდებები ძალიან სასაცილოა“. ნიბელი სახელმწიფო ტელეარხ ARD-ზე თოქ-შოუში დაპატჟეს. „არ ვეთანხმები იმ აზრს, თითქოს არსებობს ინფორმატორი“ – განაცხადა მან. მისი თქმით, ის არ ფიქრობს, რომ ამ მასალების გამოქვეყნება აშშ-გერმანიის ურთიერთობებს დააზიანებს. ამავდროულად, ნიბელმა აღნიშნა, რომ „ახლა უფრო მეტად უნდა დავუკვირდეთ, ვისთან და რამდენად გულწრფელად შეიძლება ლაპარაკი“. გერმანიაში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ჯონ კორნბლიუმმა განაცხადა: „იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დიპლომატებს გერმანიაში მუშაობა მოსწონთ არის ის, რომ გერმანელები ძალიან კომუნიკაბელურები არიან. მათგან ბევრ რამეს შეიტყობთ იმის შესახებ, თუ ვის რა უნდა. ამისთვის, უბრალო კეთილგანწყობაა საჭირო“. ისრაელმა ინფორმაციის გაჟონვით შეიძლება მოიგოს ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრმა და ფედერალური პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რუპრეხტ პოლენცმა ინფორმაციის გაჟონვის შესახებ განაცხადა – „ვფიქრობ, რომ მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია. ამერიკელებს მოუწევთ ახლა მოკავშირეების იმაში დარწმუნება, რომ მათ შეიძლება ენდო“. ორშაბათს, მასალების გამოქვეყნებაზე კომენტარები ზოგიერთი სხვა ქვეყნებიდანაც ისმოდა. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსიარ ზებარიმ მას „ფუჭი და არადროული“ უწოდა. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია – „ჩვენ ვგმობთ საიდუმლო ოფიციალური ინფორმაციის უპასუხისმგებლო გამჟღავნებას“. რუსეთმა განაცხადა, რომ ჯერ დოკუმენტებს შეისწავლის და მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელმაც შეიძლება WikiLeaks-ის მამხილებელი დოკუმენტებით ისარგებლოს, ერთ-ერთი ისრაელია. მრავალრიცხოვანი დოკუმენტაცია ცხადყოფს, რომ ახლო-აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა იმაზე მეტად არის შეშფოთებული იმით, რომ ირანი შეიძლება ბირთვული სახელმწიფო გახდეს, ვიდრე ამას საჯაროდ აღიარებს. ერთ-ერთ გზავნილში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთი აშშ-ს მოუწოდებდა „გველს თავი მოკვეთოს“ და თავს დაესხას ირანს. ასეთი განწყობა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც არის გამეფებული. წერილებში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ-კორეას შეეძლო ირანისთვის ისეთი რაკეტების მიწოდება, რომლებმაც შეიძლება ევროპამდე მიაღწიოს. „ამ დოკუმენტების გამოქვეყნება ისრაელს არანაირ ზიანს არ აყენებს, მეტიც, ალბათ პირიქითაც არის“ – განაცხადა ისრაელის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისრაელის ყოფილი პრემიერების არიელ შარონის და ეჰუდ ოლმერტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გიორა სეილანდმა. „თუკი იქ რამე ეხება ირანის საკითხს, ჩემი აზრით ყველაფერი ისრაელის სასარგებლოდაა. ამ დოკუმენტებით ცხადი გახდა, რომ არაბეთის ქვეყნებს, მაგალითად საუდის არაბეთს ირანი უფრო აინტერესებს, ვიდრე პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/daily-beast.jpg სარედაქციო წერილი WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, მხილებულია საუდის არაბეთის შეთქმულება ირანის წინააღმდეგ, ავღანეთის კორუმპირებული ლიდერის მცდელობა ქვეყნიდან გაეტანა 52 მილიონი დოლარი, პუტინი-ბერლუსკონის ”რომანი” და ბევრი სხვა ფაქტი. გთავაზობთ 9 ყველაზე შთამბეჭდავ საიდუმლოს 1. ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავებზე თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას იემენი იღებს გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, „ალ-ქაიდასთან“ ბრძოლაში აშშ-ს იემენი აფარებდა ხელს, საჯაროდ აცხადებდა რა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ინიცირებულ თავდასხმებს სანა აწარმოებდა. „ჩვენ მომავალშიც იმას ვიტყვით, რომ ეს ჩვენი და არა თქვენი ბომბებია“ – განუცხადა გენერალ დევიდ პეტრიუსს იემენის პრეზიდენტმა ალი აბდალა სალეჰმა 2010 წლის იანვარში. ასეთი ქმედებები იმ სერიოზულმა უნდობლობამ გამოიწვია, რომელიც ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებს აშშ-ს მიმართ აქვთ. შეერთებული შტატებისთვის ხელის დაფარებამ იემენის პრემიერ-მინისტრს ხუმრობისკენ უბიძგა იმის თაობაზე, თუ როგორ „ატყუებდა“ ავიადარტყმების შესახებ პარლამენტს პრეზიდენტი. 2. ჩინეთი Google-ზე და დალაი ლამაზე კიბერ-თავდასხმებს აწყობდა კომპიუტერულ ქსელ Google-ზე წელს განხორციელებული კიბერ-თავდასხმების უკან, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა, ჩინეთის ხელისუფლება იდგა. ამის შესახებ იუწყება „ჩინური წყარო“, რომელმაც პეკინში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს უამბო იმის შესახებ, რომ „კომპიუტერული დივერსიების კოორდინირებულ კამპანიას სახელმწიფო სტრუქტურების ოპერატიული თანამშრომლები ახორციელებდნენ“. მანამდე, აშშ-ს წარმომადგენლები კიბერ-თავდასხმებში ჩინეთის ხელისუფლების დადანაშაულებაზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ WikiLeaks-ის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პეკინი ჰაკერულ შეტევებს ახორციელებდა არამხოლოდ Google-ის, არამედ აშშ-ს და მისი დასავლელი მოკავშირეების კომპიუტერული ქსელების, ასევე ჩინელი დისიდენტების Gmail-ის მისამართების და დალაი ლამას კომპიუტერის წინააღმდეგაც კი. 3. ჰილარი გაერო-ში ჯაშუშებს აგზავნიდა დოკუმენტების თანახმად, ჰილარის სურდა რომ დიპლომატებს გაერკვიათ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლების საკრედიტო ბარათების ნომრები, იმ თანამშრომლების მივლინებების დეტალები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ, მათი ელექტრონული ფოსტის მისამართები, მობილური ტელეფონის ნომრები და „დეენემის“ მონაცემებიც კი. მისი მოთხოვნები გაერო-ს გენერალურ მდივანს პან გი მუნსაც ეხებოდა. სახელმწიფო მდივანს სურდა ინფორმაციის მიღება „მისი მმართველობის და გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდებზე და იმ გავლენაზე, რომელიც მას სამდივნოზე აქვს“. ასეთი მოთხოვნები 2009 წლის ივლისში გაკეთდა. ადრე მსგავს განკარგულებებს კლინტონის წინამორბედი რაისიც გასცემდა. ცხადია ამ ინფორმაციას სერიოზული შეშფოთება მოჰყვება. მეტიც, შეიძლება გაირკვეს რომ მსგავსი ქმედებები უკანონოა: გაერო-ს შექმნის შესახებ 1946 წლის შეთანხმებით, იკრძალება „თვალთვალი, ინფორმაციის მიღების მოთხოვნა… და გაერო-ს საქმიანობაში სხვა ნებისმიერი ტიპის ჩარევა“. 4. „დაუდევარ“ ბერლუსკონის პუტინთან „საიდუმლო“ კავშირი ჰქონდა სილვიო ბერლუსკონის WikiLeaks მკაცრად მოექცა. იტალიის პრემიერ-მინისტრს აშშ-ს ელჩი რომში „დაუდევარ, პატივმოყვარე და არაეფექტურ ევროპელ ლიდერად“ მიიჩნევს. WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ სხვა დოკუმენტში, ნათქვამია იმ უკვე ცნობილი დეტალების შესახებ, რომ ბერლუსკონი „ძალიან გვიან იძინებს და ღამის წვეულებები უყვარს“. ნათქვამია ასევე ბერლუსკონის ძალიან ახლო ურთიერთობებზე რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან, რომლებიც თითქოს ვიღაც ორენოვანი შუამავლის მომსახურებით სარგებლობენ და ერთმანეთისთვის ძვირფას საჩუქრებს არ იშურებენ. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა მის ელჩებს ორივე ქვეყანაში მოსთხოვა მისთვის ინფორმაციის მიწოდება ამ ადამიანებს შორის ნებისმიერ კომერციულ გარიგებებსა და მეგობრულ ურთიერთობებზე. 5. საუდის არაბეთის მეფეს სურს, რომ ამერიკის ჯარმა ირანს დარტყმა მიაყენოს საუდის არაბეთის მეფე აბდულა არაერთხელ მოუწოდებდა შეერთებულ შტატებს ირანზე დარტყმა მიეტანა, რის შესახებაც ამ ქვეყანაში აშშ-ს ელჩი იუწყებოდა. „მოკვეთეთ თავი ამ გველს“ – განაცხადა მეფემ 2008 წელს, მოითხოვა რა თავდასხმა ირანის ობიექტებზე, რომლებიც აქტიურად იქმნება მისი ბირთვული პროგრამის ფარგლებში. საუდის არაბეთი ასევე მოუწოდებდა „ირანის წინააღმდეგ მკაცრი ამერიკული და საერთაშორისო სანქციების შემოღებისკენ“. 2009 წლის ივნისით დათარიღებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა განაცხადა: „ჩვენ 6-დან 18-თვემდე დროის ინტერვალი გვრჩება იმისთვის, რომ ჯერ კიდევ მოვასწროთ ირანის ბირთვული პროგრამისთვის ხელის შეშლა“. ამის შემდეგ ბარაქმა სთქვა, რომ „ნებისმიერი სამხედრო გადაწყვეტა გარდაუვალ უკუზიანს გამოიწვევს“. როგორც სხვა მიმოწერებიდან სჩანს, შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ირანმა ჩრდილოეთ-კორეისგან თანამედროვე რაკეტები მიიღო, რომელთა დახმარებითაც მას მოსკოვზე და ევროპაზე თავდასხმა შეუძლია. 6. ავღანეთის კორუმპირებული ვიცე-პრეზიდენტი 52 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფულით დააკავეს როგორც სჩანს, ავღანეთის ვიცე-პრემიერის ბარგის წონამ მოსალოდნელს გადააჭარბა: შარშან ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ავღანეთიდან ჩასულმა აჰმად ზია მასუდმა ქვეყანაში 52 მილიონი დოლარი – ნაღდი ფული – ჩაიტანა. ამერიკის საელჩომ, რომელმაც ამ განძს „მნიშვნელოვანი მოცულობის თანხა“ უწოდა, მაუსუდს ფული დაუტოვა ისე, რომ არ მოსთხოვა მას ამ ფულის „წარმომავლობის და იმის გამხელა, თუ რა საქმისთვის იყო ის განკუთვნილი“. 7. აშშ გუანტანამოს ტუსაღების მიღების სანაცვლოდ ქვეყნებს ფულად კომპენსაციებს სთავაზობს ამერიკის ხელისუფლებას იმდენად ძლიერად სურს გუანტანამოს პატიმრების ქვეყნიდან გამგზავრება, რომ უცხოეთის იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მზად არიან ამ ადამიანების წასაყვანად, ნებისმიერი გარიგებისთვის მზადაა. ოფიციალური წარმომადგენლები წყნარი ოკეანის პატარა კუნძულ-სახელმწიფო კირიბატის (98 000 მცხოვრებით) სხვადასხვა სტიმულების სახით მილიონობით დოლარს სთავაზობდნენ, თუკი ის ჩინური წარმოშობის მუსულმან ტუსაღებს მიიღებდა. ისინი ცდილობდნენ სლოვენიელი ჩინოვნიკების მოსყიდვას, რათა მათ პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის შესაძლებლობის სანაცვლოდ ერთი პატიმრისთვის მაინც ემასპინძლათ. ბელგიას კი განუცხადეს, რომ გუანტანამოს ტუსაღების მიღება მისთვის, „იოლი გზაა… ევროპაში გამოჩენილი ადგილის დასაკავებლად“. 8. აშშ და სამხრეთ-კორეა ორი კორეის გაერთიანებას გეგმავენ იმ მომენტისთვის, ვიდრე კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა იმატებდა, ამერიკელების და სამხრეთ-კორეის წარმომადგენლებმა ორი კორეის გაერთიანების გეგმები უკვე განიხილეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩრდილოეთ-კორეა დამარცხდება. ისინი ამ გაერთიანებაზე ჩინეთის დათანხმების შესაძლებლობასაც განიხილავდნენ. 2010 წლის თებერვალში სამხრეთ-კორეის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობდა, რომ ჩინეთის დათანხმებას ეკონომიკური სტიმულები შეუწყობდა ხელს, თუკი გაერთიანებული კორეა შეერთებულ შტატებთან „ნაყოფიერ კავშირს“ დაამყარებდა. 9. სახელმწიფო დეპარტამენტი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დაბალ შეფასებას აძლევს გერმანულმა ჟურნალმა Spiegel-მა, რომელიც ერთ-ერთი იმ გამოცემათაგანია, რომელსაც საშუალება მიეცა წინასწარ გასცნობოდა ინფორმაციის გაჟონვას, უმალ მიაქცია ყურადღება კანცლერ ანგელა მერკელისადმი სახელმწიფო დეპარტამენტის ცივ დამოკიდებულებას. გერმანიის ლიდერს „ჯერ არ გადაუდგამს თამამი ნაბიჯები ურთიერთობების შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესებისთვის“ – წერდა 2006 წელს აშშ-ს ელჩი ვილიამ ტიმკენი. 2008 წლის წერილში მერკელს უწოდებდნენ ლიდერს, რომელსაც „არ უყვარს რისკზე წასვლა და იშვიათად ამჟღავნებს შემოქმედებით მიდგომას“. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველეზე კი ეწერა, რომ მისი შეხედულებები „შინაარსს მოკლებულია“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ალექსა ჩოფივსკი თბილისის Prospero’s Books რუსთაველის გამზირის, ქალაქის მთავარი ქუჩის ტერიტორიაზე ხეივანშია მიმალული. ის ტოლს არ დაუდებს ისტ-ვილიჯის ან ნოთინგ ჰილის ნებისმიერი წიგნების მაღაზიასა და კაფეს. ფასადურ სექციაში ბიზნესის მართვისადმი მიძღვნილ სათაურებს ამოკითხავთ: ”მენეჯმენტი შედეგებისთვის” და ”იფიქრე სტრატეგიულად: დაგეგმე მომავალი და შეასრულე ეს გეგმები” შედარებისთვის Siaivo Books, პროსპეროს ექვივალენტი კიევში, ამ წლის დასაწყისში ნიღბიანმა კაცმა დააყაჩაღა, რომელმაც მაღაზიის თანამშრომლები გარეთ გამოყარა, კარები გადარაზა, შიგნით ჩაიკეტა და იმაზე მოჰყვა დავას, თუ ვინაა ამ ადგილის მესაკუთრე. დღეს ეს ადგილი ცარიელია და ფიცრებითაა აჭედილი. გასაკვირიც არ არის, რომ ”მსოფლიო ბანკმა” გამოკითხვის შედეგებით ”2010 წლის ბიზნესის იოლად წარმოების” რეიტინგში საქართველო 183 ქვეყანას შორის, რიგით მე-12 ადგილზე დააყენა – ეს უმაღლესი შეფასებაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნებისმიერი ქვეყნისთვის, ის ფინეთს და შვედეთსაც კი უსწრებს. უკრაინა 145 ადგილზეა, მხოლოდ ხუთი საფეხურით უსწრებს უზბეკეთს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა სხვა ქვეყანას ჩამორჩება. რუსეთს 123-ე ადგილი მიენიჭა. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შეეძლოთ საქართველოსგან რაიმე ესწავლათ. როდესაც 2003 წელს, მშვიდობიანი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, საქართველო (მოსახლეობა – 4.5 მილიონი) ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განთქმული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. სააკაშვილი კორუფციას შეებრძოლა, ბიუროკრატული სისტემები გაამარტივა და წარმატებული ეკონომიკური რეფორმები დაიწყო. მსოფლიომ ეს შენიშნა. 2010 წელს Transparency International-მა კორუფციისთვის საქართველოს 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი მიანიჭა. ეს დიდი წინსვლაა 2003 წლის შედეგებთან შედარებით, როდესაც ქვეყანას 127-ე ადგილი ეკავა. უკრაინა 134-ზე იმყოფებოდა. 2002 წელს საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის გამოკითხვამ, რომელიც საწარმოო გარემოს იკვლევდა, აღნიშნა რომ საქართველოში არსებული ფირმების 70%-ზე მეტს საქმის წარმოებისთვის საჯარო მოხელეებისთვის ქრთამი უნდა გადაეხადა. 2008 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 4%-მდე დავიდა. ”იოლი ბიზნესის წარმოების” უკანასკნელ მსოფლიო ანგარიშში, საქართველო მერვე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ბიზნესის დაწყება ყველაზე იოლია; მშენებლობაზე უფლებების მიღების სიმარტივით ის მეშვიდე ადგილზეა და მეორე ადგილზე საკუთრების რეგისტრაციისთვის. წარსულთან დაშორება როგორ მოახერხა ეს სააკაშვილმა? დამკვირვებლების თქმით, ნაწილობრივ ეს მისი მთავრობის დამსახურებაა, რომლის კადრებიც ახალგაზრდა ლიდერებისგან შედგება. მათ ზრდასრულ ასაკს უკვე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მიაღწიეს. განათლებაც უმეტესწილად სხვა ქვეყნებში მიიღეს და სანამ საქართველოს მთავრობაში პოსტს დაიკავებდნენ, დასავლური დაწესებულებებისთვისაც მუშაობდნენ. მთავრობა აქეზებს ძველი სისტემიდან გამოსვლას და ღიაა ახალი იდეებისთვის. მაგალითად 40 წლამდე ქართველ ასპირანტებს სასწავლო გრანტებს სთავაზობს. მათ მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის შეუძლიათ არჩევნის გაკეთება. მიუხედავად იმისა რომ მას კრიტიკოსებიც ჰყავს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს გარდაქმნა მოახერხა. საქართველოს უმეტესმა წამყვანმა ლიდერმა რამდენიმე ენა იცის. ფინანსთა მინისტრი 32 წლის კახა ბაინდურაშვილი, უილიამსის კოლეჯში, მასაჩუსეტში სწავლობდა; საქართველოში დაბადებულმა ეკონომიკის მინისტრმა 29 წლის ვერა ქობალიამ, ცხოვრების ნახევარი კანადაში გაატარა და ბრითიშ კოლუმბიის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ენერგეტიკის მინისტრი 34 წლის ალექსანდრე ხეთაგური, შეერთებულ შტატებში ”მსოფლიო ბანკის” და USAID-ის საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობდა; თავდაცვის მინისტრი 30 წლის ბაჩანა ახალაია თბილისში თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობდა, რომლის ბევრი დამაარსებელი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ პარლამენტში აირჩიეს; იუსტიციის მინისტრმა 38 წლის ზურაბ ადეიშვილმა, მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში ნიდერლანდებში მიიღო; განათლების მინისტრი 35 წლის დიმიტრი შაშკინი, აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მთავარი წარმომადგენელი იყო; ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა 30 წლის გიორგი ქადაგიძემ, ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი შეერთებული შტატების პრესტონის უნივერსიტეტში მიიღო. 42 წლის სააკაშვილი ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლობდა. პრემიერ მინისტრმა, 35 წლის ნიკოლოზ გილაურმა, მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის წარმოებაში ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო ეკონომიკას ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტში სწავლობდა. უკრაინის ანუ იმ ქვეყნის მთავრობა კი, რომელმაც მსგავსი დემოკრატიული ”ფერადი რევოლუცია” 2004 წელს გადაიტანა, დღეს ნაწილობრივ ისეთივეა, როგორც 1990-იან წლებში და ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი, როგორიც საბჭოთა ეპოქაში იყო. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი 71 წლის ვლოდიმირ სტელმახი სსრკ-ში 1980-იან წლებში, მოსკოვში სახელმწიფო ბანკში მუშაობდა და ხუთი წლის განმავლობაში კუბის ეროვნული ბანკის მრჩეველი იყო. 1992 წლიდან მას სხვადასხვა წამყვანი ხელმძღვანელის ადგილი ეჭირა უკრაინის ცენტრალურ ბანკში. ეკონომიკის მინისტრი 47 წლის ვასილ ტსუშკო, საბჭოთა სახელმწიფო ფერმის დირექტორი იყო, სანამ უცებ რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაცის არ ჩაუდგა სათავეში და მერე შინაგან საქმეთა მინისტრი არ გახდა. პრეზიდენტმა 60 წლის ვიქტორ იანუკოვიჩმა 1980 წელს, 30 წლის ასაკში დონეცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავარა და მექანიკურ საინჟინრო დარგში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. პრემიერ-მინისტრმა 62 წლის მიკოლა აზაროვმა, გეოლოგიაში და მინეროლოგიაში სადოქტორო დისერტაცია მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში 1971 წელს დაიცვა. სულ ცოტა ხნის წინ 1995 წელს, უკრაინის სახელმწიფო სამთო, გეოლოგიური და გეომექანიკური კვლევების და დაგეგმარების ინსტიტუტის დირექტორის პოსტი ეკავა. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს განათლება საბჭოთა დაწესებულებებში აქვთ მიღებული და მათი ოფიციალური ბიოგრაფიების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც ერთს არ გაუვლია წვრთნა რომელიმე ქვეყანაში სსრკ-ს და უკრაინის გარდა. მზერა მსოფლიოსკენ პოლიტიკური ნება, საერთაშორისო გავლენასა და გამოცდილებასთან ერთად, დიდ როლს ასრულებს რეფორმების ბოლომდე განხორციელების საქმეში – ამბობენ საქართველოს სახელმწიფო მოხელეები. ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, 30 წლის არჩილ კეკელიამ, ბიზნესში მაგისტრის ხარისხი ლონდონის ბიზნეს-სკოლაში მიიღო და ესპანეთის ბანკში მუშაობდა. ”2000-იან წლებში, მე დიდხანს ვიყავი საზღვარგარეთ. ჩემი კოლეგებიც დიდი ხით იყვნენ წასულები. ჩვენ საშუალება მოგვეცა გვენახა, თუ როგორ უძღვებიან დასავლეთში ბიზნესს, საბანკო საქმეს, იურისპრუდენციას და ჯანდაცვის სფეროს” – ამბობს ის – ”ახლა ჩვენ თავად გვაქვს მაგალითები, პრაქტიკა და ცოდნა იმისა თუ როგორ კეთდება საქმე სხვა სისტემებში. ეს კი ხედვისთვის და შემეცნებისთვის კარგ სინთეზს იძლევა” რეფორმების გასატარებლად, ”ახალი წესების დამყარებაა საჭირო და საქართველოში ეს ფაქტი ნათელი იყო” – ამბობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოდგილე, 29 წლის ირაკლი ფორჩხიძე, რომელმაც მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში მოიპოვა. ”ჩვენ თანამედროვე მთავრობის შექმნა გვინდოდა, მთავრობის რომელიც შორსმჭვრეტელი, მცირე შემადგენლობის მთავრობაზე ორიენტირებული, მობილური იქნებოდა და მომსახურების უზრუნველყოფას მოახერხებდა”. მისი თქმით იმისათვის რომ რეფორმებმა გაამართლოს, ქვეყნის ხელმძღვანელობას პირველ რიგში იდეალიზმი მოეთხოვება, მერე მას ესაჭიროება პოლიტიკური ნების გამოჩენა და შეკრული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ეთანხმება და მხარს უჭერს რეფორმებს. ”ამ საქმეში შორსმჭვრეტელი უნდა იყო” – დასძენს ის - ”რასთან გიდნა რომ გააიგივონ შენი ქვეყანა? როგორი გინდა რომ იყოს ის, 5 ან 10 წლის შემდეგ?” სააკაშვილის სრული გარღვევა საქართველოს ძველი სისტემიდან სიმბოლურიც იყო (ქვეყანამ შეიცვალა ღერბი, დროშა, სამხედრო ფორმა) და პრაქტიკულიც. მან ისარგებლა იმ იმპულსით და ნდობით, რომელიც ”ვარდების რეოლუციას” მოჰყვა. მთავრობამ ახალი საგადასახადო კოდექსი შემოიღო. გაამარტივა ადმინისტრაციული მხარე და გადასახადები 26-დან პირდაპირ ექვსამდე შეამცირა. დაბალი გადასახადების გამო საქართველოს 2009 წლის ”ფორბსის” რეფორმების ინდექსმა, ყველაზე კეთილგანწყობილი საგადასახადო გარემოს მიხედვით მეოთხე ადგილი მიანიჭა. საქართველო კორუფციასაც ებრძოდა. აქ სისტემური კორუფცია ცხოვრების წესად იყო ქცეული. მთავრობამ ეფუქტურობა გაზარდა და საჯარო სექტორში ბიუროკრატია შეამცირა. უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, მან კონკურენტული ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა შემოიღო. ადრე სასწავლებლებში მოხვედრა ფულით იოლად შეიძლებოდა. ფართოდ გახმაურებულია ის ფაქტი, ერთ დღეში თუ როგორ დაითხოვეს 2005 წელს საგზაო პოლიციის კორუმპირებული თანამშრომლები და სახელფასო პროგრამიდან 30 000 ჩამოიჭრა. ღია შეჯიბრის მეშვეობით ამ საქმეს სათავეში ახალი ძალა ჩაუდგა და ხელფასებიც ათმაგად გაიზარდა. მთავრობამ ასევე შეკვეცა ბიუროკრატიული პროცედურები, მაშინ როდესაც ყოფილი მთავრობის მმართველობისას არსებული 300 ლიცენზია და 600 ნებართვა კორუფციისთვის ხელშემწყობ გარემოს ქმნიდა, ახლა საქართველოს უმეტესი სააგენტო ერთიანად აგვარებს ყველა პრობლემას. ახალგაზრდობა საკმარისი არ არის საქართველოს რეფორმისტული სულისკვეთება მცირე დეტალებშიც კი აისახება, მაგალითად მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდში. იქ სადაც პრეზიდენტის ბიოგრაფიაა გამოქვეყნებული, ხალხს კორუფციის შესახებ ცნობების დატოვების საშუალება აქვს. სამთავრობო ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ლიდერების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები. ყველა გვერდი შეიძლება ინგლისურად ინახოს და გვაძლევს ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე: დაწყებული ტურიზმიდან დამთავრებული სამთავრობო ტენდერების გასაოცარი საინვესტიციო შესაძლებლობებით. ამისგან განსხვავებით, უკრაინის თითქმის ყველა სამთავრობო ვებ-გვერდი მხოლოდ უკრაინულ ენაზეა ხელმისაწვდომი (იხილეთ იუსტიციის სამინსიტროს ვებ-გვერდი) და ინფორმაციის მოპოვება ხშირად რთული ან შეუძლებელია. საქართველოს რეფორმების საკუთარი იმპულსი ჰქონდა – ამბობს გია ნოდია, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ეტაპობირივი სისტემური ცვლილებების დროს რეფორმები მექანიკურად როდი მიჰყვებოდა დასავლეთის რჩევებს. ”თუნდაც მხოლოდ მიზნების დასახვას და რწმენას იმისას, რომ ეს შესაძლებელია, დიდი გამბედაობა დასჭირდა” – ამბობს ნოდია – ” ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დასავლეთს იცნობდნენ ან დასავლურ ორგანიზაციებში მუშაობდნენ, ეს გამბედობა ჰქონდათ”. ”საქართველოს მაგალითი შეიძლება სამომავლოდ გამოდგეს, იმ თვალსაზრისით, რომ ხალხმა დაიჯეროს – ასეთი რამ შესაძლებელია” – დასძენს ის – ”თუ ეს შესაძლებელი იყო საქართველოში, მაშინ სხვა ქვეყნებშიც შეიძლება განმეორდეს”. მხოლოდ ახალგაზრდა ლიდერები, ცვლილებების კატალიზატორად არ გამოდგება.”კორუფცია თავისით არასდროს გაქრება. ის აზრი, რომ ახალი თაობა ყველაფერს გამოასწორებს მცდარია. კორუმპირებული მამები ცუდ ჩვევას შვილებსაც გადასცემენ” – ამბობს 32 წლის შოთა უტიაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ”თუ კორუფციასთან ბრძოლა გინდა, მას ყველგან უნდა ებრძოლო – პოლიციაში, სასამართლოებში, საბაჟოებზე – ერთიანად უნდა მიუდგე სხვადახვა დეტალს. უკრაინაში და რუსეთში, ხანდახან თვალსაჩინოებისთვის დამნაშავე ადამიანსაც ასამართლებენ, მაგრამ ყველამ იცის რომ არასოდეს ისჯება ასეთივე ათი-ათასობით დამნაშავე”. უტიაშვილის თქმით, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კორუმპირებული მაღალჩინოსნების დაპატიმრება იყო, რომელთა შორის 2004 და 2006 წლებში გამომძალველობისთვის და ქრთამის გადახდისთვის პარლამენტის ორი წევრიც მოხვდა. ”ეს სამაგალითო იყო და იგივე ფაქტი კიდევ ბევრჯერ განმეორდა”. ეს მოვლენები პრესამაც კარგად გააშუქა. დღეს საქართველო კორუფციასთან ბრძოლისთვის შეერთებულ შტატებში მიღებულ სამართალდამცავ პრაქტიკას (“stings”) იყენებს – ის შენიღბულ აგენტებს ფარული კამერებით ეჭვმიტანილებთან აგზავნის, რათა კორუფციის ფაქტი დააფიქსიროს. ქრთამის შეთავაზება და მიღება კრიმინალად ითვლება და კანონით ისჯება. ამავე დროს, ძველი ყაიდის მთავრობა რეფორმებს არ გამორიცხავს. ყაზახეთში, სადაც პრეზიდენტი 70 წლის ნურსულთან ნაზარბაევი 1990 წლიდან იყო ხელისუფლებაში, წელს ბიზნესის წარმოების რეგულაციები საკმაოდ გამოსწორდა. ”ბიზნესის წარმოება 2010”-ს მიხედვით და ”იოლი ბიზნესის წარმოების” ჩარტებში ქვეყანა 183 სახელმწიფოს შორის, 59-ე ადგილიდან მე-15 ადგილზე ავიდა. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი 45 წლის კარიმ მასიმოვი სწავლობდა და მუშაობდა როგორც პეკინში ასევე ჰონგ-კონგში. კომკავშირის წიაღიდან კლანური კავშირებისგან თავის არიდება კიდევ ერთი კრიტიკული ელემენტი იყო საქართველოს რეფორმებისთვის. ”როდესაც პრეზიდენტი სათავეში მოვიდა, ახალგაზრდა იყო და ძველ გუნდებთან კავშირი არ ჰქონდა. მას მეგობრული ურთიერთობები არ ზღუდავდა და პოლიტიკურ ელიტასთან არაფერი აკავშირებდა. სრულიად ახალი გუნდი შეიქმნა” – ამბობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კეკელია – ”მეზობელ ქვეყნებს რომ გადავხედოთ, ვერსად ნახავთ მთავარობაში მოსულ ახალგაზრდა ადამიანს, რომლემაც ახალგაზრდების თავისი გუნდი მოიყვანა. გადახედეთ სომხეთს, აზერბაიჯანს, ცენტრალურ აზიას – აქ უმეტესად ყოფილი კომკავშირელები არიან. უკრაინაში და რუსეთშიც იგივე ხდება – იქაც სუკიდან გამოსული ხალხია”. უკრაინელი დეპუტატი 35 წლის ნატალია კოროლევსკაია, ამბობს რომ დღეს უკრაინაში უმაღლეს ეშელონში მხოლოდ რამდენიმე ისეთი ადამიანია, რომელსაც არ ახსოვს და არ უმუშავიათ საბჭოთა რეჟიმის დროს და ამას ”ჩვენს კოლოსალურ უკმარისობას” უწოდებს. კოროლევსკაიას თქმით, საქართველოში უკანასკნელი ვიზიტისას, სააკაშვილმა ასეთი რამ უთხრა - მისი ქვეყნის მთავარ რეფორმად ის მიაჩნია რომ – ”მოხერხდა ახალი გუნდის შექმნა, ისეთის რომელიც ახალი თაობის ლიდერებისგან შედგება. მათ არა აქვთ ქრთამის აღების რეფლექსი, მათი იდეები შეზღუდული არაა და რეფორმების რეალიზება შეუძლიათ”. ”სამწუხაროდ” – დასძენს ის – ”ჩვენს ქვეყანაში ასე არ არის, რადგან როდესაც რეფორმების განმახორციელებელი სწორედ ისაა, ვინც ძველი სისტემა შექნა, ბუნებრივია რეალური შედეგების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. უკრაინის მთავარი პრობლემა კორუფციაა.” პერსპექტიული ლიდერის ერთ-ერთი მაგალითი 24 წლის ანდრეი შევჩენკოა. ის დეპუტატი და ყოფილი ჟურნალისტია, იელის უნივერსიტეტში სწავლობდა და ახლა პარლამენტის სიტყვის თავისუფლების კომიტეტის ხელმძღვანელია. უკრაინის მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2011 წელს დასავლეთის უნივერსიტეტებში, 300 სტუდენტის გაგზავნა სურს. რისკების გაცნობიერება წარმატებული რეფორმების მიუხედავად, საქართველოს სისტემა მაინც სამუშაო პროცესშია. ოპოზიციის ლიდერი და ”ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების” ბლოკის ხელმძღვანელი 36 წლის ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ახლანდელი მთავრობის ტენდეცია ახალგაზრდა ლიდერების მიმართ, საზოგადოებას ორ კასტად ჰყოფს და 55-ს გადაცილებულები ”უსარგებლოდ” იქცნენ. ალასანიას სწამს, რომ საქართველომ უნდა გააერთიანოს ”ახალგაზრდა განათლებული და გამოცდილების მქონე ადამიანები”. ის ასევე ეთანხმება კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ რომ მთავრობა არასამართლიანი არჩევნებისთვის აყალიბებს გარემოს და პრესის თავისუფლებას ზღუდავს. იმასაც დასძენს რომ იმ დროს, როდესაც კორუფცია ქუჩაში მეტწილად აღარ არსებობს, ელიტური კორუფცია გაიფურჩქნა. გასულ თვეში, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციურ ცვლილებას უყარა კენჭი და პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტზე დიდი ძალაუფლება მიანიჭა. კრიტიკოსების თქმით, ცვლილებები იმისთვის შემოიღეს და დაამტკიცეს, რომ ამით სააკაშვილს ესარგებლა. მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება და ზოგიერთები სპეკულირებენ იმის თაობაზე, რომ ის პრემიერ-მინისტრი გახდება – ისევე როგორც ვლადიმერ პუტინი რუსეთში. ნოდია არსებულ სისტემაში თანდაყოლილ სისუსტესაც ხედავს. ”როდესაც გამბედაობა გყოფნის და ძალიან ახალგაზრდა ადამიანებს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავ, ცხადია გამუდმებით რისკზე მიდიხარ. ხანდახან რისკი გამართლებულია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მოლოდინს არ ამართლებს. შესაბამისად გამუდმებით ხალხის ცვლა გიწევს და ეს ცხადია სისუსტეა”. საქართველოს მოდელი უკრაიანშიც იმუშავებდა? 46 მილიონიანი პოპულაციის მქონე უკრაინას ბევრად უფრო დიდი ბრძოლა ელის წინ. როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, 28 წლის გიორი კანდელაკი აღნიშნავს – ”უკრაინა დიდი ქვეყანაა. მას ტერიტორიული პრობლემები არა აქვს, ომებს არ აწარმოებს. ის რყევებს ბევრად უკეთ გაუძლებს” – ამბობს კანდელაკი – ” მაგრამ ამავე დროს, ის უფრო ნელა იცვლება. საქართველოში უძრაობა შეუძლებელია. ან წინ მიდიხარ, ან აგებ”. უკრაინაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე მმართველების ახალი გენერაცია ჯერ კიდევ არ მოსულა მაღალ პოსტებზე. არსებულ მდგომარეობას კრიტიკოსები ხელმძღვანელობის დახშულ წრეს უწოდებენ. ”ასაკოვნები ახალგაზრდებს უკრაინის შეცვლის შანსს არ აძლევენ, მათ ჰგონიათ რომ უკრაინას თავადაც შეცვლიან, მაგრამ ჩემი აზრით ეს რთულია” – ამბობს საქართველოს ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე. ”უკრაინაში დაწესებულია ლიმიტები, რომლებიც ახალგაზრდა პოლიტიკოსებს წინსვლაში ან საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ალიანსის შექმნაში ხელს უშლის” – ამბობს ნიკ მაქსიმოვი, კიევში მცხოვრები ფინანსური კონსულტანტი, რომელსაც საქართველოშიც უმუშავია და უკრაინაშიც – ”უკრაინაში ბევრი რამე ფულით იმართება. დიდი გამყოფი ხაზია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ბიზნესის მეპატრონეები არიან და ფული აქვთ და უბრალოდ გონებაგახსნილ, დასავლეთში განსწავლულ პოლიტიკოსთა ჯგუფს შორის, რომლებსაც ფინანსები არ გააჩნიათ”. ორიგინალი ორიგინალი
-
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, “ეუთო საქართველოში წარმოდგენილი უნდა იყოს”.ამის შესახებ კლინტონმა ასტანაში, ეუთო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ორგანიზაციას “საკუთარი საქმის შესრულებისკენ” მოუწოდა.გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასაც მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს წინადადება ახალი დიპლომატიური საფუძვლის შექმნას შეუწყობს ხელს. დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ამერიკელ პოლიტიკოსებს ურჩევს, “რუსი ერის სუვერენულ არჩევანში არ ჩაერიონ”.“როდესაც ამერიკელ კოლეგებთან ჩვენს ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, მათგან გვესმის, “ჩვენს საქმეში ნუ ერევით, ეს ჩვენი ტრადიციებია და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთო”. ჩვენც არ ვერევით. ვურჩევდი კოლეგებს, ნურც ისინი ჩაერევიან რუსი ერის სუვერენულ არჩევანში”, - განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია “სი-ენ-ენთან” ინტერვიუში წიკილეაკს-ის იმ საიდუმლო მასალების კომენტირებისას, რომელ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/12/lepost-150x54.png მათიას დელფი ეს ყველაფერი სკანდალური და სენსაციური, ნამდვილი აღმოჩენა უნდა გამხდარიყო რა? საიდუმლო დიპლომატიური დოკუმენტები, რომლებიც ქსელში ყბადაღებული რესურსის WikiLeaks-ის წყალობით გაჩნდა. ნაღმის ასეთი აფეთქების შემდეგ, იმ რიგითი მოკვდავების (რომელთა მოტყუებასაც ოფიციალური პირები მუდმივად ცდილობენ) ანუ ჩვენს მზერას მოფარებულ საერთაშორისო დიპლომატიას შიშისგან გული უნდა გახეთქვოდა. და ასეთი რა შევიტყვეთ? რომ ისრაელი სინამდვილეში აშშ-ს 51-ე შტატია, რომელსაც ვაშინგტონში იმაზე მეტი გავლენა აქვს ვიდრე ნებრასკას, რომ მისი ნომერ პირველი მტერი – ირანია (უი, მართლა?), რომ საუდის არაბეთს სურს ეს ჰომეინისტური ირანი ერთხელ და სამუდამოდ დადუმდეს (რა სიურპრიზია!), რომ დიმიტრი მედვედევი – რობინია, პუტინი კი ბეტმენი (გამორიცხულია! სენსაცია!), რომ ნიკოლა სარკოზი ”მბრძანებლური და ბუტიაა” (არ მჯერა!) და მისი დიპლომატიური მრჩეველი ჟან დავიდ ლევიტი ირანს (ისევ ირანი!) მიიჩნევს ”ფაშისტურ სახელმწიფოდ” (ძალიან მიკვირს!) და გიჟს უწოდებს უგო ჩავესს, რომელიც ვენესუელას ზიმბაბვედ გადააქცევს (აქ რა თქმა უნდა შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ლიბერალის შეხედულებებს იდეოლოგიის პრიზმა ამახინჯებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მემარჯვენე ვენესუელას ლიდერს არანორმალურად მიიჩნევს, განსაკუთრებული აღმოჩენა არც ეს გახლავთ). გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი ხდება რომ სილვიო ბერლუსკონი ბედოვლათია (უი მართლა?), რომ ანგელა მერკელი მშიშარაა და წარმოსახვის უნარი არა აქვს (ამავდროულად ამერიკელი დიპლომატებიდან, რომლებიც როგორც ცნობილია მულტფილმებზე გიჟდებიან, ვერც ერთმა ვერ შენიშნა, როგორ ჰგავს ის დრუპის), რომ კადაფიმ გარშემო ტერმინატორი მცველების მთელი არმია შემოიკრიბა და უპირატესობას ანიჭებს სანდომიან და არა ინტელექტით დაჯილდოვებულ ახალგაზრდა ქალბატონებს (ისე, დიქტატორისგან რაიმე სხვას ელოდით?) და რომ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ”ძალიან სუსტია” (მაგრამ არა ცბიერი და არა მექრთამე, რაც სხვათა შორის, ძალიან ადეკვატური შეფასება იქნებოდა, რადგან პირადად მე ამაში ეჭვი არ მეპარებოდა). ამავდროულად ჩვენ ვერაფერი შევიტყვეთ ძმებ კასტროებზე (როგორც მოსალოდნელია, ფიდელი გონებასუსტი აღმოჩნდება, რაული – მაფიოზი და ორივე ერთად – გამოუსწორებელი კომუნისტები), საპატეროზე (სხვათაშორის სოციალისტისთვის ის არცთუ ძალიან ბრიყვია), დევიდ კამერონზე (უკეთესი, ვიდრე ეს გაურკვევლობა გორდონ ბრაუნი, თუმცა მეგი ტეტჩერზე ბევრად უარესი) ან სარკოზის ყოფილ გაწრთვნილ გოშია ბერნარ კუშნერზე, რომელიც დღეს ”ცხოველთა დაცვის საზოგადოების” სადარაჯოზეა (როგორც სჩანს აქ საუბარი სამწუხარო დაუდევრობაზეა, რაც იმედი მაქვს მალე გამოსწორდება). შესაძლოა მითხრათ, რომ წინ ჯერ კიდევ 250 000 ჩანაწერია, რომლებიც უნდა გადამოწმდეს და ითარგმნოს, რომ ჩვენ ბევრი რამ ჯერ არ წაგვიკითხვას და ის გაზეთები, რომლებიც ამ ჩანაწერებს აქვეყნებენ, საუკეთესო ლუკმას ბოლოსთვის ინახავენ. თქვენ იმედზე ვარ რომ შემატყობინებთ, როგორც კი მართლაც რაიმე განსაცვიფრებელს აღმოაჩენთ, მაგალითად ისეთს როგორიცაა ჟან-კლოდ იუნკერის კავშირი ზღვის ლომთან ან ჩინეთში ჩრდილოეთ-კორეის შეჭრის პროექტი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png ჯეიკობ ჰეილბრუნი ობამას ადმინისტრაცია გამალებული გმობს WikiLeaks-ს და გვეუბნება, რომ საიდუმლო ცნობების გამხელა, ამერიკის ნაციონალურ უსაფრთხოებას აზიანებს. შეიძლება საფრთხე დაემუქროს მეგობარ ლიდერებთან ურთიერთობას და ასე შემდეგ მაგრამ ეს ასეა? თუ ინფორმაციის გაჟონვა სინამდვილეში ამერიკის მთავრობის მიერ კარგად ორგანიზებული ინტრიგაა? მოდით დავფიქრდეთ. როგორც გაირკვა, საუდის არაბეთს სურს რომ ამერიკამ ირანულ გველს თავი მოკვეთოს. ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ამბობს, რომ ”ყველასთვის ცნობილია” ის, რომ ირანი მხარს უჭერს ტერორიზმს, ”მაგრამ თუკი მე ამას საჯაროდ განვაცხადებ, შეიძლება სახიფათო სიტუაცია შეიქმნას”. ამერიკელი დიპლომატები საკუთარ წერილებში ძალიან ნეგატიურად მოიხსენიებენ ჰამიდ კარზაის და მის ნათესავებს. რა არის ამ ოპერაციის არსი? პირველ რიგში, დოკუმენტები ამერიკელებს დაამშვიდებს და დაარწმუნებს მათ, რომ ხელისუფლებას ყველაფერი შესანიშნავად ესმის. პრეზიდენტი ობამა კარზაის პათოლოგიურად კორუმპირებულ გიჟს ღიად ვერ უწოდებს, მაგრამ აშკარაა რომ ისიც და მისი ემისრებიც ასე ფიქრობენ. მათ ასევე არანაირი ილუზია არა აქვთ ირანთან ან ჩრდილოეთ-კორეასთან დაკავშირებით. შესაბამისად მითი იმის შესახებ, რომ ობამა გულუბრყვილო და არაკომპეტენტურია, იმსხვრევა. ესეც ის პირველი საბაბი, რის გამოც ადმინისტრაციას ინფორმაციის გაჟონვა უნდა აწყობდეს. თუმცა საქმე მხოლოდ ეს არ არის. WikiLeaks-ის დოკუმენტებში ციტირებული უცხოელი ლიდერების უმრავლესობა სავსებით რეალურ რაღაცეებს ამბობს. უკვე მრავალი წლის განმავლობაში ცნობილია, რომ საუდის არაბეთი და ახლო-აღმოსავლეთის სხვა ზომიერი ქვეყნები მოხარულები იქნებოდნენ, თუკი ამერიკა და ისრაელი ირანელ მოლებს დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდნენ, თუმცა მათ საჯაროდ ამის თქმის ეშინოდათ, ახლა WikiLeaks-მა ეს მათ მაგივრად გააკეთა. ამავდროულად ობამას ადმინისტრაცია თეირანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აძლიერებს. შეგახსენებთ რომ ამ დღეებში ერთ-ერთი წამყვანი ირანელი მეცნიერი-ატომისტი მოკლეს. გზავნილის შინაარსი ცხადია: მათ ვინც რეჟიმზე მუშაობს, ამისთვის პასუხს აგებს. შესაძლოა წლის განმავლობაში WikiLeaks-ზე გაჩნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მკვლელობის ორგანიზატორი ”მოსადია”. ახლა ამერიკის მთავრობა აქტიურად ასაიდუმლოებს საკუთარ დოკუმენტებს. სწორედ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა აწგარდაცვლილი სენატორი პატრიკ მოინიჰანი, სწორედ ამას ებრძვის გამალებით სტივენ აფთერგუდი ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციიდან. შესაძლოა WikiLeaks-ი – შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის მეთოდია. საფრთხეების ფაქტობრივად ოფიციალურად გამოცხადება და ამავდროულად თვალთმაქცობა, თითქოს საიდუმლოს გამხელის გამო წუხხარ – ძლიერი სვლაა. თუკი სინამდვილეში ყველაფერი მართლაც ასეა, გამოდის ობამა იმაზე გაცილებით ცბიერია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg ფარაგ ხანა მრავალპოლარული მსოფლიო დაიბადა და სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ამერიკელებს წარმოედგინათ მას ვისაც აინტერესებს, თუ კონკრეტულად რა წუთს წარმოიქმნა მრავალპოლარული მსოფლიო, კარგი იქნება თუ მაისში ბრაზილიის და თურქეთის (განვითარებად ქვეყნებში ინტერნაციონალიზმის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები) ერთობლივ განცხადებას გაიხსენებენ. მათ ირანთან ბირთვული საწვავის გაცვლაზე შეთანხმების შესახებ განაცხადეს, რაც პოტენციურად პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის საფუძველი უნდა გამხდარიყო (სამწუხაროდ ის ვერ განხორციელდა). თურქეთი და ბრაზილია არც ზესახელმწიფოები და არც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან, თუმცა დღეს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მულტილატერალიზმს ქადაგებს, ისინი იმას გვახსენებენ, რომ წარსულს ჩაბარდა იერარქიისადმი საყოველთაო პატივისცემის ეპოქა. მაინც რა რადიკალური ცვლილებაა, თანაც სულ რაღაც ორ ათეულ წელიწადში! დაახლოებით 20 წლის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა უფროსმა ჯორჯ ბუშმა, რომლის თვალწინაც ის ის იყო ბერლინის კედელი დაეცა და საბჭოთა კავშირმა დაშლა დაიწყო, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ”ახალი მსოფლიო წესრიგი” გვაუწყა – საერთაშორისო სისტემა შეერთებული შტატებით სათავეში, სადაც ”კანონიერება ჯუნგლის კანონს შეცვლის”. ახლა, ორი ათწლეულის შემდეგ, ჩვენ ”ახალთ-ახალ მსოფლიო წესრიგში” ვცხოვრობთ, რომელიც საერთოდ არ ჰგავს იმას, რაზეც ფიქრობდა და ოცნებობდა ბუში ამერიკელების უმრავლესობასთან ერთად. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების არმია, ძველებურად ყველაზე ძლიერი არმიაა მსოფლიოში, თუმცა რაც უფრო ფართოვდება მისი თავდაცვითი და შეკავების პოტენციალი, მისგან სულ უფრო ნაკლები სარგებელია. ერაყი და ავღანეთი ამის ნათელი მაგალითია. სამხედრო ძლიერება და პოლიტიკური გავლენა დღეს ერთმანეთს აუცილებლად ფეხდაფეხ არ მისდევს, მეტიც, ზოგჯერ პირველის მეტობა, მეორეს ხელს უშლის. მსოფლიო სწრაფად გარდაიქმნა მრავალპოლარულად, ევროკავშირი შეერთებულ შტატებზე მსხვილი ეკონომიკური მოთამაშე გახდა, ხოლო ჩინეთი სწრაფად იკრეფს ძალას, როგორც რბილი, ასევე მკაცრი ძალის სფეროში. ჩვენს დღეებში, ობამა ვერ შესძლებდა სიტყვის წარმოთქმას ”ახალ მსოფლიო წესრიგზე”, ისე რომ გამოსვლა არ შეეთანხმებინა კოლეგებთან ბრიუსელიდან და პეკინიდან, ხოლო დემოკრატიაზე თუ ვისაუბრებთ, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ავტორიტარული სახელმწიფო კაპიტალიზმი – ახალი სიტყვა ჩვენს ლექსიკონში, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ მსოფლიოს ქვეყნებს განვითარების მოდელებს მხოლოდ დასავლეთი არ სთავაზობს. არავინ აღარ საუბრობს ვაშინგტონის კონსესუსზე, სამაგიეროდ მსოფლიო ელიტის გულებისა და გონებების დასაპყრობად იბრძვის პეკინის კონსესუსი, ბომბეის კონსესუსი და კიდევ რაღაც, რასაც ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად კანადის კონსესუსს უწოდებენ. მსოფლიო ალიანსების სამყარო აღარ არის – დღეს ის მრავალმხრივი კონტაქტების სამყაროა. გლობალიზაცია იმას ნიშნავს, რომ უკვე აღარავის უწევს მხარის არჩევა. მაგალითისთვის ავიღოთ სპარსეთის ყურის ქვეყნები. ისინი ამერიკისგან მიღებული ნავთობდოლარებით ვაშინგტონისგან აქტიურად ყიდულობენ იარაღს ირანის შესაკავებლად, ჩინეთთან მასშტაბურ სავაჭრო შეთანხმებებს აფორმებენ, ყიდულობენ მათი ნავთობის დიდ ნაწილს და სავალუტო ხელშეკრულებებს განიხილავენ ევროკავშირთან. მათ ვისაც ეჭვი აქვს, რომ ამ დროს საერთაშორისო ურთიერთობებში სიბეცეა გამეფებული, უნდა გაიხსენონ თუ როგორ სთქვა ამერიკამ უარი ისრაელელთა დასასჯელად იარაღის წარმოების სფეროში ისრაელთან რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე, რომლებმაც საიდუმლო ტექნოლოგიები ჩინეთს მიჰყიდეს, რომელიც თავის მხრივ სარაკეტო ტექნოლოგიებს ჰყიდის ირანზე, რომლის ხელისუფლებასაც მსოფლიოს რუკიდან ისრაელის წაშლა სურს. დღეს ყველა ყველას წინააღმდეგ თამაშობს, თითქოს მსოფლიო არენაზე მუდმივად ”პატიმრის დილემა” თამაშდება, თანაც ერთი იტერაციით. უფროსმა ბუშმა გაერო-ში სიტყვა იმიტომ წარმოსთქვა, რომ მიუხედავად იმისა რომ ამერიკა მაშინ ბატონობდა, თავად ბუში მულტილატერალისტი იყო. გაერო-ს, რომელიც ცივი ომის დროს პარალიზებული იყო, თითქოს შანსი გაუჩნდა ის როლი ეთამაშა, რომლისთვისაც შეიქმნა – მსოფლიო არბიტრის როლი, თუმცა იმის ნაცვლად მულტილატერალიზმი სრულად განესახიერებინა, გაერო საუკეთესო შემთხვევაში მისი ერთ-ერთი გამოვლინება გახდა. თავისი ბუნებით სრულად ეკონომიკური, დამოუკიდებელი ტექნიკური სტრუქტურები როგორებიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლებიც ფინანსური კრიზისის შედეგად მხოლოდ გაძლიერდა და დღეს ისინი ერთადერთი ქმედითი გლობალური ორგანიზაციებია. ”დიდი ოცეული” მაინც ვერ გახდა ”მსოფლიოს საკოორდინაციო კომიტეტი” – როლი რომელზე პრეტენზიაც მას ჰქონდა. სეულში გამართული უკანასკნელი სამიტის წინ, მსოფლიოს ლიდერებმა ამერიკის წინადადებას ფულადი გადასახადების ბალანსების ჰარმონიზაციის შესახებ ”არაფრისმომცემი” უწოდეს. გაერო-ს უშიშროების საბჭომ დიდი ხანია რაც როგორც ლეგიტიმაცია, ასევე ეფექტურობა დაკარგა და საეჭვოა მისი რეფორმირება მოხერხდეს. ჩვენ როგორც ეს წელს შევიტყვეთ, გაერო-ს არ შეუძლია კლიმატის ცვლილებაზე გლობალური შეთანხმების მიღწევა ან მსოფლიოს იძულება ათასწლეულის განვითარების ამოცანების რეალიზაციისკენ. დღეს ნებისმიერ პრობლემაზე რამდენიმე სპეციალიზებული სააგენტო მუშაობს, მაგალითად მსოფლიოს სასურსათო პროგრამა ან გაერო-ს დევნილთა უმაღლესი კომისრის განყოფილება, რომლებსაც დიდწილად საკუთარი დაფინანსება აღელვებთ და ცხოვრების საკუთარი რიტმი აქვთ. მრავალმხრივი რეგულირების პრინციპებს გაცილებით უფრო შეესაბამება ის, რაც რეგიონალურ დონეზე ხდება. მყარი ზენაციონალური ევროპის კავშირი, აღორძინებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია და ახლად აღმოცენებული აფრიკული კავშირი, ძალიან იმედისმომცემია. ამ სტრუქტურებიდან თითოეული საკუთარ რეგიონში ამყარებს იმ წესრიგს, რამელიც მისი წევრების პრიორიტეტებს და მათი განვითარების დონეს შეესაბამება. სუდანის და სომალის პრობლემების დიპლომატიური და სამშვიდობო ძალისხმევის კოორდინატორი უგანდაა. არაბული ქვეყნების ლიგა პალესტინისთვის სამშვიდობო ძალების შექმნის ინიციატივით გამოდის. ირანის საკითხზე აქტიურად მუშაობს თურქეთი. 1990 წელს ისე ჩანდა, თითქოს მსოფლიოში სახელმწიფოს როლი საფუძველში არ შეიცვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გლობალიზაციამ არასახელმწიფო ტრანს-ნაციონალური მოთამაშეების ლეგიონები გააჩინა (კორპორაციებით დაწყებული არაკომერციული და რელიგიური ორგანიზაციებით დასრულებული) თავად მსოფლიოს სტრუქტურა შეიცვალა. შედეგად ისეთი ცნებები, როგორებიცა ძალაუფლება და ლეგიტიმურობა დიდწილად წაიშლა – მათზე ძალიან ბევრ ძალას აქვს პრეტენზია. ბილ გეითსის ფონდი წელიწადში იმაზე მეტ ფულს არიგებს, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქვეყანა. ნიგერიის სოფლებს Shell-ის იმედი აქვთ და არა საკუთარი მთავრობის. ორგანიზაცია Oxfam-ი განსაზღვრავს წარმოების განვითარებაზე ბრიტანეთის სააგენტოს პრიორიტეტებს, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ იგეგმებოდა. ვერც შეერთებული შტატები და ვერც გაერო ჯინს ბოთლში ვეღარ დააბრუნებს. დავოსის დებატები და Clinton Global Initiative-ის კონფერენციები წლიდან წლამდე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ხოლო საერთაშორისო სამიტები ცარიელი დეკლარაციების წყარო ხდება. სწორედ ამ ტიპის მოედნებზე იქმნება ”ახალთ-ახალი მსოფლიო წესრიგი”, თანაც ის ქვემოდან ზემოთ და არა ზევიდან ქვემოთ შენდება. ორიგინალი ორიგინალი
-
Explosm.net ან უბრალოდ ციანიდი. ლამაზი, მინიმალისტური მინიკომიქსების საიტი, სადაც უცნაური და ”ციანიდური” იუმორი იდება ხშირად. ემზარიადა – ამავე სტილში გაკეთებული ჩემი ჭიის გასახარებელი საიტი. აქ სულ სამი კომიქსი მედო მანამდე, ვინაიდან და რადგან მათი ხატვა საკმაოდ დიდი პალო იყო. მაგრამ გუშინ მომივიდა იდეა – რა საჭიროა მთელი ჩარაქტერების შექმნა, მათი პოზების დაყენება, გადაღება, ფოტოდამუშავება და [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=1867&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
ჭეშმარიტად კოლორიტი და იუმორის დიდი ნიჭით დაჯილდოებული ხალხის გურულების ლექსიკონი ჭეშმარიტად კოლორიტი და იუმორის დიდი ნიჭით დაჯილდოებული ხალხის გურულების ლექსიკონი სტორი – მართალი ა კიდო! – ისევ გულობიზა – თვის ბოლოსართი(მაგ.ბაღნის გულობიზა – ბავშვისთვის) ყინტორა – კისერმოშიშვლებული მოტიალებული – მოცარიელებული, მოსუფთავებული, ვაკე გატიალებული – მაგარი მთვრალი წეიკუზეთ! გახაზირდით! ... View ucnauri.com
-
ამერიკაში 25 ნოემბერს აღნიშნეს თავიანთი საყვარელი, ყოველწლიური დღესასწაული „Thanksgiving Day“. ტრადიციულად ამ დღეს მთელს ქვეყანაში ტარდება მასშტაბური აღლუმები, რომელთაგან მთავარი იმართება ნიუ–იორკში. ამ დღესთან დაკავშირებით უკვე ტრადიციად იქცა და ყოველ წელიწადს, ტარდება Parade Macy’s Thanksgiving Day. დღესასწაულზე გამოჰყავთ გასაბერი ფიგურები, რომელიც ბავშვების საყვარელი ანიმაციური ფილმების მთავარი გმირები არიან…წყარო:top100.ge View ucnauri.com
-
დეკორა არის იაპონიაში ძალიან პოპულარული მოდური სტილი.. ის ასევე ცნობილია როგორც “Decorer”.ამ სტილის წარმომადგენლები გამოირჩევიან ნათელი ფერებით და უამრავი აქსესუარებით…მათთვის ძირითადად დამახასიათებელია ვარდისფერი თეთრი და წითელი ფერები…უცხოელები ხშირად ამ სტილს შეცდომით Fruits-style _საც ეძახიან.მათ ძირითადად მარტივი ტანსაცმელი აცვიათ და შეეცდებიან გამოჩნდნენ რაც შეიძლება დეკორაციულები…ისინი ხშირად იცვამენ არაგაბარიტულ ფეხსაცმელებსა და ძალიამ ... View ucnauri.com
-
NASA–მ და General Motors (GM)-მა ერთიანი ძალებით შექმნეს ადამიანის მსგავსი რობოტი, რომელთაც გამოიყენებენ ავტომობილებისა და კოსმოსური გამოკვლევებისთვის. ინჟინერებისა და მეცნიერთა ერთიანი მუშაობა, მიმდინარეობს Lyndon Johnson–ის (The Lyndon Johnson Space Center, JSC ) კოსმოსურ ცენტრში, ჰიუსტონში… View ucnauri.com
-
2010 წლის ოქტომბერში Tbilisi/altervision/newcomers-მა მეორედ გამართა გრანდიოზული კონცერტი სპორტის სასახლეში და მსმენელს 12 ახალბედა მუსიკოსი წარუდგინა. ერთ-ერთი იყო Exit – ლუკა ნაკაშიძე, რომელიც 13 წლიდან წერს მუსიკას და გასულ კვირას დაბრუნდა ეგვიპტიდან, სადაც წარმატებული გამოსვლა ჰქონდა. იხილეთ tabula.geზე
-
საინტერესო ფაქტების მორიგი კრებული 1) დალმატინელი ლაქების გარეშე იბადება.2) ბანანს ან მწვანე ვაშლს თუ დასუნავთ (დასუნავთ და არ შეჭამთ), დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში.3) თუ გინდა რომ შენი სახლი გაყიდო მალე და მაღალ ფასში, მაშინ შეღებე ის ყვითლად.4) ჩინელ არასრულწოვანთა მხოლოდ 30% ცხოვრობს მის მშობლებთან.5) ადამიანი საშუალოდ თავის ცხოვრების 3-4 წელიწადს ატარებს ... View ucnauri.com
-
აიოვის შტატში მცხოვრები ჩარლზ ოსბორნი შესულია გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე ხანგრძლივი სლოკინის შეტევების საფუძველზე.1922 წელს, 28 წლის ასაკში,დასაკლავად მომზადებული ღორის აწონის მომენტში დაწყებული სლოკინი განუწყვეტლივ გაგრძელდა მთელი 68 წლის მანძილზე და გაურკვეველი მიზეზებით შეწყდა 1990 წელს, ჯამში დაახლოებით 430 მილიონჯერ დასლოკინების შემდეგ. პირველ წლებში ოსბორნი წუთში საშუალოდ 40-ჯერ ასლოკინებდა, ხოლო ... View ucnauri.com
-
http://s61.radikal.ru/i174/1011/91/60a4bf3cee0a.jpg გთავაზობთ პრემიერლიგის 15-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლივერპულის ოფიციალურ შემადგენლობას რეინა ჯონსონი – კარაგერი – შკრტელი- კონჩესკი კიუიტი – ლუკასი – მეირლეში - როდრიგესი ნგოგი – ტორესი სათადარიგოები: ჯონსი, კირგიაკოსი, აურელიო, ბაბელი, ივანოვიჩი, კოული, პაულსენი View the full article
-
ივანე შიშკინი – იგი დაიბადა 1832წ 13 იანვარს ქალაქ ელაბურგაში. დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. მიიღო ვერცხლის და ოქროს მედლები. ფერწერის გარდა იგი კალმითაც ხატავდა.ეს ნამუშევრები დიუსელდროფის მუზეუმში იყო განთავსებული. ის უცხოელების აღტაცებას იწვევვდა. სამწუხაროდ ის დაიღუპა უეცარი სიკვდილით პეტერბურგში 8 მარტს 1898 წელს მოლბერტთან მჯდომი ხატვის დროს.გამორჩეულია რომ მას უყვარდა მწვანე ფერი…(პოსტი ეძღვნება MR.KAXABER-ის ) View ucnauri.com