planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg გია ნოდია მთავარი სიახლე, რომელიც ვიკილიკსის უზარმაზარ სკანდალმა ჯერჯერობით ამოატივტივა ისაა, რომ არ არსებობს შეთქმულებები და ყველაფერი მსოფლიოში, მეტად თუ ნაკლებად მართლაც ისეა, როგორც მოსჩანს. ხოლო დემოკრატიული ქვეყნების და კერძოდ, შეერთებული შტატების დიპლომატები, გასაოცრად გულახდილები არიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არაფერს მალავენ. რა იქნებოდა დიპლომატია ამის გარეშე? მაგრამ ისინი მალავენ სპეციფიკურ ამბებს და აბსოლუტურად რესპექტაბელური მოსაზრებებით. აღმოჩნდა, რომ იმას შორის, რასაც პოლიტიკოსები საჯაროდ ამბობენ და რასაც ერთმანეთს უზიარებენ, გამაოგნებელი სხვაობა სულაც არ არსებობს. წარმოიდგინეთ: აშშ-ს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა საიდუმლო სააშკარაოზე გამოვიდა და თანამდებობიდან გადადგომა არც ერთ კაცს არ მოუხდა. ვიკილიქსის სკანდალურმა დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟიმ გააკეთა მორიდებული ვარაუდი, რომლის თანახმადაც ჰილარი კლინტონი უნდა წასულიყო, რადგანაც მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ზოგიერთი ოფიციალური პირის თვალთვალის პოლიტიკურად არაკორექტული ბრძანება გასცა. შოკისმომგვრელი ამბავი! მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხათაბალაში თავად ასანჟი გაეხვა, როდესაც შვედეთმა მას სექსუალური ძალადობის ბრალდება წაუყენა. მართლაც უხერხული ბრალდებაა თავისუფალი სიტყვის ქომაგისთვის. და ბოლოს, ყველა ქვეყნის უკიდურესი ანარქისტების ყიჟინა იმის თაობაზე, რომ მამაცმა პიროვნებებმა დაამარცხეს რეპრესიული ინსტიტუტები და ბნელი საქმეები ძლიერთა ამა სოფლისა (კერძოდ კი ამერიკელი იმპერიალისტებისა), ბოლოს და ბოლოს ყველასთვის სააშკარაოზე გამოიტანეს, როგორც აღმოჩნდა, არაფრად არ ღირს. ბნელი საიდუმლოებანი? ვიკილიქსის მასალებში 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა იყო. ჯერ კიდევ უამრავი კითხვაა დარჩენილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართა ომი, (ვინ დაიწყო? ვინ არის დამნაშავე?) და იმაზეც, თუ რამდენად წინააღმდეგობრივი იყო საერთაშორისო საზოგადოების, კერძოდ კი დასავლური დემოკრატიული ქვეყნების რეაქცია. ამიტომ რაღა თქმა უნდა, ლოგიკურად გაჩნდა იმედი იმისა, რომ დიპლომატების საიდუმლო ინფორმაცია რაღაცას მაინც ცხადყოფდა. მე ვიკილიქსის მასალა ყურადღებით წავიკითხე და შემდეგ საგანთან დაკავშირებული ყველა კომენტარიც შევისწავლე, მაგრამ საერთოდ ვერ აღმოვაჩინე რაიმე ისეთი, რაც ეჭვს გამიჩენდა იმაზე, რასაც ომზე ისედაც ვფიქრობდი. მე შეიძლება ისეთ ვინმედ ვჩანდე, ვინც „პრო-ქართულადაა“მიკერძოებული. მე მიმაჩნია, რომ საქართველო ამ კონფლიქტში აგრესიის მსხვერპლი იყო და არა დამნაშავე. ადამიანთა უმრავლესობას, რომელთაც ვიცნობ, სჯერა, რომ ვიკილიქსის მასალებმა საქართველოს სასარგებლოდ ითამაშა და მხოლოდ დაადასტურა ომის თბილისური ვერსია, მაგრამ ისინი, ვისაც საპირისპირო პოზიცია აქვთ, იმავე რესურს ციტირებენ და ამტკიცებენ, რომ თბილისის „მშვიდობიანმა“ განზრახვებმა კიდევ ეთხელ გამოაჩინეს ის, თუ რანი იყვნენ ისინი რეალურად. მოდი, ავიღოთ მაგალითად საქართველოში აშშ-ს იმჟამინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის რაპორტი. მისი გზავნილიდან აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა არ გეგმავდა ომს და მხოლოდ რეაგირებდა მოვლენათა განვითარებაზე – სწორად, თუ არასწორად, ეს უკვე სხვა საკითხია. არაფერი გასაოცარი მე აქ არ აღმომიჩენია. მე ვიცნობდი ტეფტს – მას უყვარს ჯაზი, აქვს აღსანიშნავი იუმორის გრძნობა და ულევი საღი აზრი. მისი შეფასებანი ჩემთვის სრულიად ლოგიკურია. მაგრამ მათ, ვისაც საპირისპირო აზრი აქვს, ვიკილიქსის მასალებიდან დაასკვნეს, რომ ტეფტი ქართველი ლიდერების გავლენის ქვეშ მოექცა. შეიძლება ამგვარი რამის წარმოდგენა? მე ვვარაუდობ, რომ პრინციპში – კი. სხვათა შორის, ვიკილიქისის ზოგიერთ ბოლოდროინდელ მასალაში აშშ-ს კიდევ ერთი ელჩი, ამჯერად უკვე მოსკოვში მყოფი, ვაშინგტონს ურჩევს არ მიჰყიდოს თავდაცვითი იარაღი საქართველოს, რადგან ასეთი ნაბიჯით წაახდენს აშშ-რუსეთის „გადატვირთვის“ პროცესს. ტეფტი სხვანაირ რჩევას იძლევა და ამტკიცებს, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც აქვს თავდაცვის უფლება, განსაკუთრებით, როდესაც ის კონკრეტულ საფრთხეშია. სინამდვილე ისეთი, როგორც ის რეალურად არის რა მოვუხერხოთ ამ უთანხმოებას? შესაძლებელია, ერთი ელჩი ცდებოდა, ხოლო მეორე მართალი იყო. ჩვენ ახლა ამაზე არ ვიმსჯელებთ. მაგრამ ჩვენ უფრო ფართო დასკვნის გამოტანა შეგვიძლია – ელჩები ხშირად ექცევიან იმ ქვეყნების პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ, სადაც მსახურობენ. ამას ისინი “going native”-ს უწოდებენ (ადგილობრივი მოსახლეობის ადათების შეთვისება). ეს კი ისეთი ტენდენციის გამომუშავებას ნიშნავს, რომელიც პრობლემებს ადგილობრივი საზოგადოების პრიზმიდან უფრო გაჩვენებს, ვიდრე ვაშინგტონის თვალთახედვიდან. ამიტომაა, რომ დიპლომატებს მუდმივად უწევთ როტაცია. ამაში არავისთვის ახალი არაფერია. და კიდევ. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ემოციური კაცია და მას მოსკოვში, როგორც ომის მიმდინარეობისას, ასევე მოგვიანებით, სექტემბერში მძიმე მოლაპარაკებების წარმოება მოუხდა. ახლა ჩვენ უკვე ისიც შევიტყვეთ, რომ ის რუსეთის საგარეო საქმეთა მნისტრს სერგეი ლავროვს, საყელოში ჩააფრინდა და მას მატყუარა უწოდა (თუმცა მედვედევს ჰალსტუხში არ ჩაფრენია და იგივე მისთვის არ უთქვამს). ეს საინტერესო დეტალია, რაღა თქმა უნდა. ეს სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე ამ მოვლენებზე ფილმს გადაიღებენ. მაგრამ მე აქამდე, მხოლოდ სხვა ფილმის შესახებ მსმენია – ჯულიან ასანჟის შესახებ, რომელიც თნამედროვე კონტრკულტურის საყოველთაოდ ცნობილმა enfant terrible-მ, მაიკლ მურმა უნდა გადაიღოს. წარმატებას ვუსურვებ. ეს ორი ერთი ყაიდის ადამიანია და დაე, კიდევ ერთხელ ამხილონ ამერიკის იმპერიალიზმის ყალბი და რეპრესიული არსი, ხოლო ჩვენ კვლავინდებურად შევეცდებით, რეალობის ისეთი აღქმა შევინარჩუნოთ, როგორიც ის სინამდვილეში არის. და თუ იღბალი გაგვიღიმებს, იქნებ რაღაცას მივხვდეთ კიდეც. ორიგინალი შენიშვნა: ქეიბლგეითი – როგორც ჩანს, ალუზიაა უოთერგეითის ცნობილ სკანდალთან. ორიგინალი
-
ლამაზი და ძლიერი ავტოების მოყვარულებს გაუხარდებათ ალბათ View ucnauri.com
-
ვაგრძელებთ პოსტს ქართველი რეპერების ნამდვილი სახელები, გააგრძელეთ მხოლოდ მათმა ვისაც გაინტერესებთ! მუზა და მემო-(მუზა) დავით შამანაური (მემო) გიორგი შამანაურიდივერსია-დავით შანავამასტერი-გიორგი პავლიაშვილიშავთვალა-გიორგი იაკობაშვილიგრაფიტი-(ბუბა) ნუგზარ აბაზოღლი (ფორა) ემზარ მამედოვიჯუჯები-(აბო) აბო გომელაური (ფრედი) რუსლან კურბანოვიwhite snake-ნიკა გელაშვილიმის თიკა-თიკა ჯაბნაშვილიემქეი-მიშა კახიანიბაბუ-ბაჩო ბუხრაშვილიდასასრული… ვისაც აინტერესებდა ალბათ ამ ორი პოსტიდან მიიღო ინფორმაცია ქართველი ... View ucnauri.com
-
გაგრძელებაში მოცემულია ვაჟაზე ყველაფერი, მისი შემოქმედება, მისი ბიოგრაფია. ძალიან საინტერესოა!!!ბიოგრაფია8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო ... View ucnauri.com
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54355.jpgფოთში, საბჭოს ქუჩაზე ახალშობილი გოგონა იპოვნეს. ჩვილი კალათით კართან დაუტოვეს ახალაიების ოჯახს, რომელსაც 20 წელია შვილი არ ჰყავს. მათ პატარას შვილად აყვანის სურვილიც გამოთქვეს, თუმცა რამდენად მოახერხებენ ყველა საჭირო პროცედურის გავლას, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/12_10/smalls/54350.jpgბუბა კიკაბიძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ქართველმა მომღერალმა მინსკის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. View the full article
-
Girls Wallpapers JPEG / 1920x2880 / 20 View the full article
-
ახალგორის რაიონიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ზამთრის საძოვრებზე პირუტყვის გადმოყვანის ნებართვა კვლავ გაიცემა ადრე არსებული შეთანხმების მიხედვით, რომლის მიხედვითაც რაიონის ადმინისტრაცია (1 სული ცხვრის გადმოყვანაზე იხდის 1 ლარს, ხოლო 1 სულ მსხვილფეხა საქონელზე – 10 ლარს). ანგარიშსწორება მიმდინარეობს ორი მოსაზღვრე ახალგორისა და იმ კონკრეტული რაიონების ადმინისტრაციებს შორის, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ცხოველების გადაყვანა გამოზამთრების მიზნით.ამავე დროს კატეგო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ქ.ზელენოკუმსკის ინიციატივას მილიციისა და კაზაკების ერთობლივი საპატრულო ბრიგადების შემოღების შესახებ კიდევ შეუერთდა სტავროპოლის მხარის რამდენიმე რაიონი, მათ შორის არის ადმინისტრაციულ საზღვრისპირა კურსკის რაიონი, ქალაქები ბლაგაროდნი და ნოვოპავლოვსკი, ასევე დაბა სტეპნოე. ამ რაიონების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა, კაზაკური გაერთიანების ლიდერებმა და შინაგან საქმეთა ადგილობრივმა ორგანოებმა ოფიციალურად გააფორმეს სამმხრივი შეთანხმება რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების შესახებ.როგორც ცნო... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაზეთმა «ვერსიამ» ინტერვიუ ჩამოართვა საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერს, პროფესორ ალექსანდრე დუგინს და რუსეთის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარეს პროფესორ ჰეიდარ ჯემალს.ალექსანდრე დუგინი: რუსი ნაციონალისტების და კავკასიელების დაპირისპირება გამოიწვია რუსეთში ლოგიკური ეთნიკური პოლიტიკის არარსებობამ. ხელისუფლებამ არ იცის რა უნდა აკეთოს. რუსეთის დაშლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური და... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
მანჩესტერ სიტი 0-2 ევერტონი (ვიდეო) View the full article
-
კომპანია westbyte-მა გამოშვა download master ის ახალი ვერსია. სადაც, შესწორებულია youtube დან ვიდეოს გადმოტვირთვის პუნქცია. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg გრეგორ პეტერ შმიტცი ნავთობის გულისთვის ამერიკელი დიპლომატები ფაქტობრივად ყველაფრისთვის მზად არიან. აზერბაიჯანში ისინი დესპოტს და მის ფულზე დახარბებულ კლანს ადიდებენ. „დიდი თამაშის“ ისტორია, სადაც ამერიკელებს დამარცხება არაფრით არ სურთ, თუმცა მისი ბნელი მხარეების შესახებ შესანიშნავად იციან. ქალბატონები გამოეწყვნენ: აზერბაიჯანის პრეზიდენტის მეუღლე და მისი ორი ქალიშვილი აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტის მეუღლესთან შეხვედრისთვის ემზადებიან. ლინ ჩეინი 2008 წლის სექტემბერში თავის მეუღლე დიკთან ერთად ამიერკავკასიის ამ რესპუბლიკას სტუმრობდა და ახლა მათ ერთობლივი სადილი ელოდებათ. ყველა მოლოდინის რეჟიმში იყო, მათ შორის ადგილობრივი ამერიკის საელჩოს მცველები და დიპლომატები. მათ ყურადღებით უნდა ედევნებინათ თვალი ალიევების ოჯახისთვის, პირველ რიგში კი გავლენიანი პირველი ლედი მეჰრიბანისთვის. თუმცა: რომელია აქ დედა და რომელი ქალიშვილი? რთული სათქმელია, რადგან ოჯახის ყველა ქალბატონი მოდურად იცმევს, პროვოკაციულადაც კი, და ეს ყველაფერი ამერიკელებმა იცოდნენ. გარდა ამისა, ამერიკელების ინფორმაციით, პირველი ლედი პლასტიკური ქირურგების მომსახურებით სარგებლობდა. ამერიკელებმა ისიც იცოდნენ, რომ ამის შემდეგ მას სახე გაქვავებული ჰქონდა, თუმცა ის გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ამერიკელები დაბნეულები იყვნენ. შემდეგ ერთ–ერთმა მათგანმა განაცხადა: „ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, დედა შუაში უნდა იდგეს“. მთელს ამ შთაბეჭდილებებში, რომელიც ბაქოში ამერიკის საელჩოს წერილშია თავმოყრილი, კარგად იკითხება ამერიკელი დიპლომატების სარკასტული განწყობა, რომლებიც, როგორც მათ მიაჩნიათ, სამუშაოდ ბანანის რესპუბლიკაში გააგზავნეს. „დიდ თამაშში“ ფასები იზრდება თუმცა, კასპიის რეგიონის ეს ქვეყანა, სადაც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამერიკის ერთ–ერთი სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორია, რომელიც ამავდროულად რუსეთის გავლენის სფეროშია მოქცეული. აზერბაიჯანში, ნავთობის დადასტურებული მარაგის მოცულობა შვიდი მილიარდი ბარელია, ხოლო გაზის – 1,3 ტრილიონი კუბომეტრი. მას შემდეგ, რაც მილსადენი გაჩნდა, რომელმაც აზერბაიჯანის დედაქალაქი თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირულ პორტ ჯეიჰანს დაუკავშირა, ყოველწლიურად დასავლეთისკენ აქედან ნედლი ნავთობის მილიონობით ბარელი მიედინება. სწორედ ამიტომ ეპირფერებოდა ჩეინების წყვილი ალიევებს, ისევე როგორც ამას დღეს ობამას სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის რეგიონში რიჩარდ მორნინგსთარი აკეთებს. ის ჯერ კიდევ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რომელმაც 1990–იან წლებში გააცნობიერა აზერბაიჯანის მნიშვნელობა და 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენის მშენებლობის იდეის ერთ–ერთი ავტორი გახდა. ამერიკელებმა მათ შესანიშნავად მომზადებული სამხედრო მყვინთავებიც გაუგზავნეს იმისთვის, რომ ადგილობრივი დაინტერესებული პირებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ შეუძლიათ მათ წყალქვეშ და დივესრანტებისგან ძვირფასი მილების დაცვა. „“დიდი თამაში“ – ასე ერქვა მე–19 საუკუნეში ბრიტანელების და რუსების ბრძოლას გავლენისთვის კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში. დღეს ამ ფრონტის წინა ხაზზე ამერიკელებიც იბრძვიან, თუმცა ფსონები გაცილებით გაზრდილია. სამწუხაროდ, ის ფასიც მაღალია, რომლის გადახდაც დიპლომატების უწევთ და რაც ასე კარგად ჩანს სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტებში. ჩახშობა და ანგარიშსწორება საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანი, ისევე როგორც კასპიის რეგიონის სხვა ნავთობ– სახელმწიფოები – ის ქვეყანაა, რომლის გამოც გაწითლება გიწევს. ქვეყნის კორუმპირებული უწყებებები ნავთობის ბუმს და მილიარდობით დოლარს ვერ უმკლავდებიან, ზრდის ტემპი საშუალოდ 15 პროცენტია, რაც ხელს უშლის წესრიგის და სამართლის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას. თავისუფალ პრესას ახშობენ, დისიდენტებს კი სასტიკად უსწორდებიან. დიქტატორმა ჰეიდარ ალიევმა, რომელიც ქვეყანას 1993–2003 წლებში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლება, რა თქმა უნდა საკუთარ შვილს, ილჰამს გადაულოცა. ეს უკანასკნელი კი დღეს მამამისივით მუშაობს. ამერიკული დოკუმენტებიდან კარგად ჩანს ის, რომ მათ ძალიან კარგად იციან ის თუ ვის ეპირფერებიან. აშშ–ს დიპლომატებმა უკვე მოამზადეს მემორანდუმების მთელი სერია სათაურით: „ვინ რას ფლობს?“ („Who owns what?“), რომელშიც ისინი ქვეყნის გავლენიანი ოჯახების პორტრეტებს აღწერენ. მაშ, ვინ და რას ფლობს? ციტატა: „დამკვირვებლები ბაქოში ხშირად მიანიშნებენ იმაზე, რომ დღევანდელი აზერბაიჯანი შუა საკუნეების ევროპული ფეოდალური სახელმწიფოსავით იმართება. ოჯახების მცირე ჯგუფი, რომელსაც კავშირები აქვს, ეკონომიკის მთელს რეგიონებსა და სექტორებს აკონტროლებს“. გამოქვეყნებული ტელეგრამა ამ შეფასებას ადასტურებს: „არსებობს შეთანხმება წამყვან ოჯახებს შორის შემოსავლის განაწილებაზე, ასევე იმაზე, რომ ხელი არ შეუშალონ ცალკეულ ეკონომიკურ და გეოგრაფიულ ინტერესებს – ასევე არ შემოუშვან უცხოელი კონკურენტები“. ყველაზე უკეთ, რა თქმა უნდა ალიევების ოჯახი მოეწყო: ცოლი მეჰრიბანი, ამერიკელი დიპლომატების შეფასებით, „პოლიტიკურ თემებზე ფაქტობრივად ინფორმირებული არ არის“, თუმცა ის ძალიან აქტიურადაა დაკავებული ოჯახის წევრების კეთილმოწყობით. მისი და ნარგიზი აზერბაიჯანში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფილიალის ხელმძღვანელია, მისი მამა – ეროვნული საავიაციო აკადემიის, ბიძა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. ალიევის იმპერიის ფრთებქვეშ გარდა ამისა, მობილური კავშირის უმსხვილესი ოპერატორი Nar Mobile/Azerfon–იც ალიევის იმპერიის საკუთრებაა. თანამედროვე მაღალი სისწრაფის მობილური კავშირის ორგანიზებაზე ქვეყანაში ერთადერთი ლიცენზია, ანუ, ფაქტობრივად ლიცენზია ფულს ბეჭდვაზე, სწორედ ამ ფირმამ მიიღო. როგორი დამთხვევაა! კონკურენტი Azercell–ი ცარიელი დარჩა. როდესაც ეს ფირმა სხვა საქმეში თავის დაცვას შეეცადა, კომპანია Nar Mobile/Azerfon–ს სასამართლოს მიმართა და პროცესი უმალ მოიგო. „ხშირად, ხუმრობენ ხოლმე, რომ სასამართლოში საქმის მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი მოსამართლე შენი მეგობარია, ან პირადად ბენჟამინ ფრანკლინი წარმოგადგენს“, – ქილიკით აღნიშნავენ ამერიკელი დიპლომატები. აშშ–ს ერთ–ერთი დამფუძნებელი მამის ფრანკლინის პორტრეტი დოლარის ერთ–ერთ ბანკოტზეა გამოსახული, და ასეთ ფრაზაში მოქრთამვა იგულისხმება. რაღა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა თუკი კარგი პოლიტიკური კავშირები გაქვს, მიაჩნიათ დიპლომატებს. ეს განსაკუთრებით გეხმარება მომგებიან სამშენებლო ბიზნესში. „სახურავის“ გარეშე ამ სექტორში ბევრს ვერაფერს მიაღწევ. „სახურავი“ – მაფიოზური ორგანიზაციაა, რომელიც დაცვას უზრუნველყოფს. ფირმა Pasha Construction–ი, რომელიც ასევე ალიევის იმპერიის ნაწილია, რა თქმა უნდა საუკეთესოდაა დაცული. კონკურენტებისგან განსხვავებით, კომპანია Pasha-Immobilien–ის უძრავი ქონების ზრდას ხშირად ხელს არაფერი უშლის და ფირმა მილიონებს შოულობს. თუმცა ალიევები გულუხვობასაც იჩენენ, ისინი სხვა ოჯახებსაც აძლევენ ქონების მოხვეჭის საშუალებას. ასეთია, მაგალითად, ჰეიდაროვების ოჯახი. მისი პატრიარქი კამალადინი „ზრდასრულ 35 წლის ასაკში“, როგორც ამას ხუმრობით აღნიშნავენ ამერიკელი დამკვირვებლები, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. მას აზერბაიჯანული მასშტაბებითაც კი ძალიან კორუმპირებულად მიიჩნევენ. „მისი ბიჭები და მათი სათამაშოები“ მაგრამ საქმე ის არის, რომ კამალადინს შესანიშნავი რეკომენდაცია აქვს: მისი მამა ფატაჰი უფროსი–ალიევის ახლობელი იყო. როდესაც ამერიკის დროებითი წარმომადგენელი უმცროსს–ჰეიდაროვს პირველად შეხვდა, მას თვალში მოხვდა კამალადინის ორდენებით მორთული მკერდი, რომელიც „გაერთიანებული შტაბების მეთაურთა კომიტეტის ამერიკელი თავმჯდომარის ჯილდოებს კონკურენციას გაუწევდა“. ჰეიდაროვის ვაჟები ძალაუფლებით და სიმდიდრით ტკბებიან. „მისი ბიჭები და მათი სათამაშოები“ („His boys and their toys“) – ასე ჰქვია საიდუმლო მემორანდუმის ნაწილს. ჰეიდაროვის შთამომავლებს საკუთარი საფეხბურთო კლუბიც აქვთ და დღეს არსებული ინფორმაციით სურთ ორი ამერიკული Gulfstream–ის თვითმფრინავის ყიდვა, თითო – 20 მილიონი დოლარი ღირს. აშშ–ში მოქმედი ახალი ანტიტერორისტული წესების თანახმად, მათ უნდა დაამტკიცონ თავიანთი სიმდიდრის წარმომავლობის კანონიერება. „ბიჭებისთვის“ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, და მათ ფირმა Gulfstream–ს საკუთარი აოჯახის ინვესტიციის გრძელი სია გაუგზავნეს. მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ბეტონი, ქიმიკატები, ტექსტილი, რძის გადამუშავება, ალკოჰოლი, სამშენებლო ბიზნესი. იმ დროს როდესაც რამდენიმე აზერბაიჯანული კლანი ქვეყანაში ამერიკული დოლარების წყალობით მუდმივად მდიდრდება, დანარჩენი მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს. ქვეყნის 40% ღარიბია, ხოლო საშუალო შემოსავალი თვეში 24 ევროა. აზერბაიჯანის ლიბერალური პარტიის ლიდერი ლალა შევკეტი ამბობს: „ნავთობი – ჩვენი ტრაგედიაა“. მაგრამ ამერიკელებს ეს არ აშინებთ, პირიქით – ისინი ამ ქვეყანასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოვების ინიციატივით გამოდიან. ბაქოში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ ერთ–ერთი დიპლომატი კმაყოფილებით აღნიშნავდა: მან „პრეზიდენტ ალიევთან საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნა აშშ–ს ადმინისტრაციისთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობის ფასი“. ორიგინალი ორიგინალი
-
კასანო ოფიციალურად მილანელი იქნება! View the full article
-
რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" -ს ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 2011 წლის 10 იანვრიდან ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის მიმოქცევა აიკრძალება. იხილეთ tabula.geზე
-
რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" -ს ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე 2011 წლის 10 იანვრიდან ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის მიმოქცევა აიკრძალება. იხილეთ tabula.geზე
-
http://a.pix.ge/u/qaot7.jpg როგორც იტყობინება “Liverpool Daily Post”, უკვე გადაწყდა, რომ “ლივერპულს” დატოვებს სერბი ნახევარმცველი იოვანოვიჩი. ლივერპულის ნახევარმცველი, რომელიც გუნდს ზაფხულში შეურთდა, ჯერ კიდევ რაფაელ ბენიტესის დროს “სტანდარტიდან” თავისუფალი აგენტის სახით. დიდი შანსია, იგი ბუნდესლიგაში აღმოჩდეს სატრანსფერო ფანჯრის გაღებისთანავე. სერბმა თავად განაცხადა, რომ ძალიან შეწუხებულია მისი ცუდი სტარტის გამო და გადახედავს შემოთავაზებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპის ლიგაზე ძირითად შემადგენლობაშია, პრემიერ ლიგაში როის თერთმეტ კაცში მოხვედრას მაინც ვერ ახერხებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ იოვანოვიჩით დაინტერესებულია ჰამბურგი და მზადაა, ოფიციალურად შესთავაზოს ლივერპულს მისი ტრანსფერი არანაკლებ 3 მილიონ ფუნტისა View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg ფრაგმენტი პარასკევი, 22 აგვისტო, 2008 კონფიდენციალური სეგმენტი 01 03, ბაქო 000790 თემა: აზერბაიჯანის პრეზიდენტი: „მე არ დავუჭირე მხარი სააკაშვილს იმიტომ, რომ ეს არაფერს არ შეცვლიდა“ შედგენილი: ჩარჯ დონალდ ლუს მიერ 1. ცნობა: 19 აგვისტოს პრეზიდენტმა ალიევმა სტუმრად მყოფ „ბრითიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელ დირექტორს ინგლისს უთხრა – აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ მხარი არ დაუჭერია საქართველოს პრეზიდენტისთვის, ჩუმად დგამს ნაბიჯებს საქართველოს დასახმარებლად , მაგალითად, აზერბაიჯანლები მუშაობენ იმ მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხიდის აღდგენაზე, რომელიც რუსებმა დაანგრიეს. ალიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი დასავლური ორიენტაცია ნავთობისა და აირის ექსპორტთან დაკავშირებით, თუმცა აღიარა, რომ ის მიჰყიდის გარკვეული რაოდენობის აირს რუსეთს და ნავთობს ირანს. ალიევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აირი რუსეთისთვის ლიმიტირებული იქნება, შესაძლოა 2 ბკმ და მიზანი იქნება თურქეთზე ზეწოლის განხორციელება, რათა მან განაახლოს მოლაპარაკებები აირის ტრანზიტზე; ნავთობის მიყიდვა ირანისთვის კი მილსადენებზე დღეს არსებული შეზღუდვების შედეგია. ალიევმა განაცხადა, რომ კრიზისის მიმდინარეობისას მან დარეკა მოსკოვში და გააფრთხილა ისინი საქართველოში არსებულ იმ ობიექტებზე შეტევის წინააღმდეგ, რომლებიც აზერბაიჯანის ინტერესების სფეროში შედიოდა – მილსადენებზე, აზერბაიჯანულ დიასპორაზე და აზერბაიჯანის მფლობელობაში არსებულ ყულევის ტერმინალზე. ცნობის დასასრული. 2. 20 აგვისტო, „ბრითიშ პეტროლიუმის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა კვლევისა და წარმოების დარგში ენდრიუ ინგლისმა ჩარჯს აცნობა მისი ერთსაათიანი კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ ალიევთან 19 აგვისტოს საღამოს. ინგლისი ალიევს 20 აგვსტოს უნდა შეხვედროდა, მაგრამ პრეზიდენტმა სთხოვა მას შეხვედროდა უფრო ადრე, მის შეხვედრამდე სტუმრად მყოფ თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ერდოღანთან. ინგლისის თქმით, პრეზიდენტი „მშვიდ, მხიარულ და თბილ განწყობაზე ჩანდა“ პრეზიდენტის რეაქცია საქართველოს კრიზისზე 3. პრეზიდენტმა ინგლისს უთხრა: „მე არ ვჩქარობ სააკაშვილის დახმარებას იმიტომ, რომ ეს არაფერს შეცვლის“. პრეზიდენტმა აქვე დასძინა, რომ აზერბაიჯანმა მაინც შესძლო ჩუმად საქართველოს მხარდაჭერა. მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ქვეყანაში მცხოვრები თავისი ხალხის მეშვეობით, მხარდაჭერისთვის ყველაზე მეტი მოახერხა და „რეალური საქმე“ აკეთა (კომენტარი: შესაძლოა ის საქართველოსში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანლებს გულისხმობდა). მაგალითად, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანელები მუშაობენ დანგრეული სარკინიგზო ხიდის აღდგენაზე. 4. ალიევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო რამდენიმე დღის მოვლენებმა კიდევ უფრო „განამტკიცა გეზი (დასავლური ორიენტაციისკენ) და შემობრუნების უსარგებლობა“. მან განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის საპასუხოდ თავისი საგარეო პოლიტიკის შეცვლა არ სურს. მისი საგარეო პოლიტიკის მიზანია რუსეთისგან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის განმტკიცება მისი ნავთობისა და აირის რესურსების გამოყენებით. თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. 5. პრეზიდენტმა ინგლისს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე PKK-ს შეტევის კონტექსტში ქართველთა შეჭრის ვადებზე დაუსვა შეკითხვა. მას ღიად არ დაუჭერია მხარი კონსპიროლოგიური თეორიისთვის, მას უფრო ინგლისის რეაქცია აინტერესებდა. ალიევმა ერთმანეთს დაუკავშირა შემდეგი მოვლენები: - PKK , რომელსაც წინათ სუკი აფინანსდება, ესხმის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს. - სამი დღის შემდეგ რუსეთი შედის საქართველოში - ვითომდაც შემთხვევით, რუსები აფეთქებენ საკვანძო სარკინიგზო ხიდს, რამაც შეაფერხა ნავთობის ტრანსპორტირება რკინიგზით. - შემთხვევითი ყუმბარა ბაქო-სუფსა მილსადენიდან 10 მეტრში ეცემა. - „ტრანსნეფტი„ ნოვოროსიისკის ხაზზე, ერთადერთ დარჩენილ საექსპორტო მარშრუტზე ტექნიკურ შეფერხებების შესახებ იუწყება. პრეზიდენტი ალიევი მოსკოვში რეკავს 6. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ როდესაც ბაქო-სუფსას მახლობლად შემთხვევითი ყუმბარის აფეთქების შესახებ გაიგო, მან დარეკა მოსკოვში (ის პუტინს გულისხმობდა, თუმცა არ დაუზუსტებია). მისი თქმით, მას იმის ცხადყოფა სურდა, რომ თუ რუსეთი აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებდა, ეს „მნიშვნელოვან ქმედებად“ აღიქმებოდა. ის განსაკუთრებით სწუხდა სამხედრო აეროდრომის დაბომბვის გამო, რომელიც მარნეულში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა, ბაქო-სუფსასთან ჩამოვარდნილ შემთხვევით ყუმბარაზე და იმაზე, რომ არსებობდა ცნობები რუსული ჯარის შესვლის შესახებ ყულევში, რომელიც აზერბაიჯანს ეკუთვნოდა. ალიევმა განაცხადა, რომ ჯარი ყულევიდან გამოვიდა და შემდგომში ეს სენსიტიური სივრცეები აღარ დაბომბილა. რუსეთისთვის აირის მიყიდვა „ხრიკია“ 7. ინგლისმა განმარტა, რომ მომავალში რუსეთისთვის შეზღუდული რაოდენობის აირის მიყიდვა განამტკიცებს აზერბაიჯანის პოზიციებს თურქეთთან მოლაპარაკებებში, რომელიც აირის ტრანზიტს ეხება. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ალიევის თქმით, აზერბაიჯანს დღემდე სურს შაჰ დენიზის აირის მიყიდვა დასავლეთისთვის და არა ჩრდილოეთისთვის. „სხვა შემთხვევაში, ეს სიგიჟე იქნებოდა. ამ მოვლენებს არ შეუცვლიათ (პოლიტიკური) საფუძველი იმისთვის, რომ აირის ექსპორტი დასავლეთისკენ განხორციელდეს“ – დასძინა პრეზიდენტმა. 8. ინგლისს სჯერა, რომ ალიევი ახლა ბევრად უფრო მტკიცე პოზიციაზეა თურქეთთან მიმართებაში, ვიდრე ერთი თვის წინ. ინგლისმა დასძინა, რომ თურქეთი უნდა დაეთანხმოს ტრანზიტის უფლებებს და რომ ალიევი არ აპირებს მოლაპარაკებები სუსტის პოზიციიდან აწარმოოს. ალიევმა თქვა, რომ ის მიჰყიდის გარკვეული რაოდენობის გაზს რუსეთს და „ეს მიყიდვები სანდო უნდა იყოს“. ინგლისმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ეს გარკვეული რაოდენობა საკმარისი არ არის. საკმარისი აირი არ არის და ამიტომ რუსეთს ის მთლიანად უნდა. კომპრომისული გადაწყვეტა არ არსებობს. 2 bcm რუსეთისთვის უმნიშვნელოა. „ეს ხრიკია“ ფასებზე მოსალაპარაკებლად – დასძინა ინგლისმა. 9. პრეზიდენტმა ინგლისს ასევე უთხრა, რომ მილსადენის დახურვის გამო, აზერბაიჯანი იძულებული იქნება, ნედლი მასალა ირანს მიჰყიდოს. ორიგინალი ორიგინალი